მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » დეკემბერი » 1 » Learn To Forgive (The end)
7:28 PM
Learn To Forgive (The end)


Learn To Forgive  


The End!


მოთხრობის მკითხველებო ყველანი სრულიადში!
ეს მოთხრობის დასასრულია, იმედია ნახავთ!
ძალიან დიდი თავია!
 


- ჩემგან მაგის პასუხს ნუ ელოდები! ვიცი მაინც იპოვი, მაგრამ ამას ჩემგან ვერ გაიგებ. თუ გინდა ახლავე მომკალი, მაგრამ არ გეტყვი სად არის ლუკა!

- ჩემი დანა მომაწოდეთ!!..

მას ერთ-ერთმა ქალმა დანა მიაწოდა და ეს დანა ყელზე მომადო.

- მალე მითხარი სად არის ლუკა, თორემ საკუთარ სისხლში გაბანავებ..

- მიდი!! რაც გინდა ის გააკეთე, მე არ გეტყვი სად არის ლუკა!! მაგას არასდროს გეტყვი, იმიტომ რომ მიყვარს და შენთვის არ მემეტება!! შენ ეშმაკი ხარ, შენში დემონი ზის!! და მაგ დემონს არ მივცემ უფლებას ჩემ საყვარელ ადამიანებს რამე დაუშავოს!! 

კატო ხმას არ იღებდა და ბოღმით ავსებული მიყურებდა, მიყურებდა მაგრამ ვერ ბედავდა მოვეკალი.. რომ არაფერი მოიმოქმედა, მე საუბარი განვაგრძე:

- რა იყო არ გყოფნის გამბედაობა? მომკალი!! მიდი მომკალი! 

მაგრამ ის ისევ ისე იდგა და მიყურებდა..

500px / **** by Ekaterina Shulga

- კატო, იცი ახლა რა მიხარია? ის რომ არ გყოფნის გამბედაობა, ის რომ ჩემს პატარა დაიკოს ისევ შერჩა ის ბავშვურობა და კეთილშობილურობა.. მე ვიცი, რომ შენ ვერავის მოკლავ, რადგან მკვლელი არ ხარ!! მე ვიცი ეს ასეა....

- გაჩუმდი!!!!!

მან დანა ყელიდან მომაშორა და ფეხი ისე დამისერა, რომ სისხლი წყალივით წამოვიდა.. ძალიან მეტკინა, ტკივილისგან გავმწარდი და კატოს შეკრული ხელებით ძლიერად ჩავარტყი მუცელში, ის მოიკეცა და ქვემოთ დავარდა.. იქვე მდგომმა ქალებმა ისე მცემეს, მეგონა მოვკვდებოდი, მაგრამ კატომ მალევე შეაჩერა ისინი, სახეში ძლიერად გამარტყა და ფრჩხილებით სახე დამისერა.. აი ამ დროს კი მართლა შემეშინდა, ცრემლი წამომივიდა და დავრწმუნდი, რომ აქედან ცოცხალი ვერ გავიდოდი, რადგან კატო ძალიან გაბრაზდა.. 

- შენ ახლა იცი რა გააკეთე? ძალიან გამაბრაზე.. და მე ვინც გამაბრაზებს იცი რა მოუვა?.. მოკვდება!!

მე არაფრის თქმის თავი არ მქოდა.. უეცრად ის მამაკაცი შემოვიდა ოთახში, რომელმაც აქამდე მომათრია და კატოს ჩუმად რაღაც უთხრა.. ამ დროს ამ მამაკაცმა ისევ თმით გამათრია გარეთ, ისევ ის დერეფანი გავიარეთ და ისევ იმ ოთახში შემიყვანა, სადაც თავიდან ვიყავი..

@Locaisinativos

 კარი ჩაკეტა და რამდენიმე დღე ისევ აქ ვიყავი. ძალიან ცუდად, სიცხე მქონდა, მაკანკალებდა, ჭრილობები დამიჩირქდა, შიმშილისგან კი გული მიმდიოდა. მომენტებში ვითიშებოდი კიდეც.. კიდევ 2 დღე გავატარე ასე, არც არავის შემოუკითხავს.. აქ ჩაკეტილს მერჩივნა ისევ გარეთ გავეყვანე.. 2 დღის შემდეგ კარი გაიღო და იმ კარგად ჩაცმულმა მამაკაცმა საკვები მომიტანა, დადო, წავიდა და კარი ისევ ხმაურით მიიხურა.. მე ისევ არ მქოდა იმედი დაკარგული, მარამ რის ან ვის იმედად ვიყავი არ ვიცი.. საკვები მივიღე და ცოტა უკეთ გავხდი, ენერგია მომემატა, წამოვდექი და ისევ ყვირილი დავიწყე.. კარი გაიღო და რაღაც ძალიან ძლიერი მომხვდა თავში. გავითიშე.. გრძნობა დავკარგე, სადღაც უბსკრულში მეგონა თავი, რადგან აქ არც ღრუბლებში დავფრინავდი და ვერც მარიამს ვხედავდი.. ირგვლივ სიბნელე იყო, უეცრად უკნიდან ვიღაცის ხელი შემეხო, მივიხედე და ჩემს წინ კატო იდგა.. მე კი გაკვირვებულმა ვკითხე:

- აქ რას აკეთებ?

- რას ვაკეთე? რას და ჩემი ცოდვების გამო დავისაჯე და ახლა აქ ვარ..

- კატო, ვერ გავიგე?!

 - ახლა მივხვდი, თუ რამდენს ყვარებიხარ! ახლა მივხვდი, რომ შენ ანგელოზი ხარ! ციდან მოვლენილი! მე კი ეშმაკი ვარ, ჩემში დემონია, შენ მართალი ხარ ეს მართლაც ასეა!! მე არ შემიძლია სიყვარული..

- კატო ასე ნუ ამბობ.. შენ უკვე მიხვდი შენს დანაშაულს..

- ჰო მივხვდი და სანამ აქ ვართ ,,ცაში" და სანამ შენ შენს თბილ ოჯახთან დაბრუნდებოდე მინდა ყველაფერი მომიტევო, რაც აქამდე გაგიკეთე.. შეიძლება არ გჯერა ჩემი ამ სიტყვების და ასეც უნდა იყოს, იმიტომ რომ მე სულ გატყუებდი, მაგრამ ახლა მინდა რომ ყველაფერი მაპატიო... ვიცი ეს რთულია, მაგრამ გთხოვ მომიტევე, მინდა აქ მაინც ვიცხოვრო სუფთა ცხოვრებით.. მაგრამ არამგონია, რადგან მე ყველაფრისთვის დავისჯები რაც შენ და შენს ოჯახს დაგიშავეთ.. მე ჯოჯოხეთის ცეცხლში დავიწვები.. ახლა ჩემ სახეს ბოლოჯერ ხედავ, მე აქ ვრჩები შენ კი ერთ რამეს გეტყვი, მიუტევე ადამიანებს და ,,ისწავლე პატიება"!!..

Timeline Photos

- ჰო კატო, ყველაფერს გპატიობ!...

მე და კატო ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით და ბოლოს ისევ დავუსვი ეს კითხვა:

- კატო რა მოხდა იქ? დედამიწაზე?

- შენ ისინი გადაგარჩენენ, ჩემზე არ იდარდო.. ახლა შენი შინ დარუნების დროა.. 

კატომ მხარზე ხელი დამადო და ამ დროს რაღაც გვირაბი დიდი სიჩქარით გავიარე და თვალი როცა გავახილე, ბუნდოვნად ვხედავდი, თუ როგორ გაუხარდათ ექიმებს რაღაც.. აქა იქ ხმაც მესმოდა:

- სუნთქვა აღდგა...!!

- ჟანგბადი ისევ სჭირდება, სწრაფად!!...

- წამალი მომაწოდეთ!..

პატარა ჩხვლეტა ვიგრძენი და მალე ჩამეძინა.. სიზმარი ვნახე, სიზმარში კი ისეთი ადგილი იყო, რომელიც ძალიან მეცნობოდა.. ჰოო.. ეს სამოთხეა, მარიამის პატარა ქოხიც ჩანს, აქ მარიამიცაა, რომელიც ქოხიდან გამოვიდა და მითხრა: ,,-მე აქ დაგელოდები"!

Romantic Hut

არ ვიცი რამდენ ხანში გამომეღვიძა, მაგრამ როცა თვალი გავახილე იქვე საათს შევხედე და დილის 12 საათი იყო, მზე მთელს პალატას ანათებდა და სითბოც იყო.. ოთახს როცა თვალი მოვავლე, იქვე სავარძელში დავინახე ლუკა!!... რომელსაც ბალიშზე ედო თავი და ეძინა.. ამას ვერ წარმოვიდგენდი, რომ აქ ლუკა დამხვდებოდა... კარგა ხანს ვუყურებდი და ბედნიერებაზე ვფიქრობდი.. წარმოვიდგინე, თუ როგორ გაიღვიძებდა, ჩემთან მოვიდოდა და მაგრად ჩამეხუტებოდა.. ასეც მოხდა!! მან ცოტა ხანში თვალი გაახილა, თვალები მოიფშვნიტა, დამაკვირდა, მე თავი მოვიმძინარე.. ის მომიახლოვდა, შუბლზე მაკოცა, ჩემი ხელი ხელში მოიქცია და თქვა:

- ლიზა, იცი როგორ მენატრები? იცი როგორ მენატრება შენი ლამაზი თვალები, შენი კოცნა, შენი ჩახუტება.. ყველაფერი მენატრება.. ჩვენი ლამაზი დღეები.. ღმერთო! მოახდინე სასწაული, როგორ მინდა ახლა თვალი გაახილოს და ჩამეხუტოს ჩემმა პატარამ.. ღმერთო გთხოვ!! რამდენი საშინელება გამოვიარეთ, გთხოვ ახლა ნუ დამაკარგვინებ, დამიბრუნდი ლიზა!!...

მე თვალი გავახილე, გავუღიმე.. მან გაკვირვებით შემომხედა, აღტაცებით მიმზერდა და თან ცრემლები მოსდიოდა..

sad.

- ნუ ტირი ლუკა, მე უკვე აქ ვარ შენს გვერდით და ჩვენ ვეღარავინ დაგვაშორეს, ვერასდროს!!

- ლიზა შენ აქ ხარ? იცი როგორ მომენატრე.. აი არ ვიცი ძალიან, ძალიან მომენატრე.. ყველაფერი ჩემი ბრალია, არ უნდა გამეკეთებინა ეს სისულელე.. მე რომ იქ არ წავსულიყავი, არც შენ გადაწყვეტდი ამერიკაში წამოსვლას და არც იმ ჯოჯოხეთში მოხვდებოდი.. 

- უკვე ყველაფერი დასრულდა! ახლა კი გაჩუმდი და ჩამეხუტე!! მომენატრე.. სიგიჟემდე!!

ლუკამ კი ჩახუტების ნაცვლად მაკოცა, ისე როგორც მაშინ პირველი კოცნის დროს.. 

ამ დროს ოთახში ელა შემოვიდა:

- უი მაპატიეთ, ცუდ დროს შემოვედი..

- მოიცა ელა.. შემოდი. მე გავალ!

ლუკამ შუბლზე მაკოცა და გავიდა, ელა კი გვერდით მომიჯდა და მითხრა:

- როგორ მომენატრე სულელო.. :( რატომ წახვედი? რა გინდოდა? იცი როგორ ვინერვიულეთ ყველამ? მითუმეტეს შენმა ოჯახმა.. 

- ხო მაგრამ..

- არ უნდა მაგას ხო მაგრამ.. იცი რო კატო აღარ არსებობს? 

- ვიცი!

- აა ლუკამ გითხრა ხო?

- არა.. კატომ მითხრა.. მაშინ როცა გათიშული ვიყავი. მას ყველაფერი ვაპატიე.. მაგრამ გთხოვ მომიყევი როგორ გარდაიცვალა კატო?

- მაგას მერე მოგიყვებით ყველანი ერთად, დაწვრილებით.

True friends

- კარგი.. აუ ელა სარკე შეგიძლია მათხოვო?

- ახლავე.. მარა რად გინდა?

- სახეზე ნაკაწრები რომ მაქვს, მინდა ვნახო..

- კარგი ახლავე..

სანამ ელა სარკეს ეძედა, მე ფეხზე დავიხედე სადაც კატომ დანით გამიჭრა და ფეხზე უკვე ნაკერი მედო. ელამ სარკე მომცა და როცა ჩავიხედე, ნაკაწრები თითქმის აღარ მემჩეოდა..

-  მოდი მე გავალ და სხვებსაც შემოვუშვებ.

- კარგი მიდი.. მიყვარხარ!

- მეც ^^

ელა გავიდა და მისი გასვლის შემდეგ ყველამ მომინახულა, ყველა ჩემთან იყო.. ჩვენ ისევ ერთი დიდი ოჯახი ვიყავით.. 1 კვირაში საავადმყოფოდან გამწერეს, ნაკაწრებიც აღარ მქონდა, ამავე დროს ძალიან ბედნიერი ვიყავი და სახლში როცა მივედი, მისაღებ ოთახში ერთი გოგონა დამხვდა.. მე ჩემს გვერდით მდგომ დედას ვკითხე, თუ ვინ იყო ის.. მაგრამ არც დედამ და დანარჩენებმა ამ ადამიანის შესახებ არ იცოდნენ.. მხოლოდ რატი მივიდა იმ გოგონასთან და უთხრა, რომ ჩვენ უკვე აქ ვიყავით. ის შემობრუნდა და ჩემს წინ მარიამი იდგა, რომელიც საერთოდ არ შეცვლილიყო.

- მარიიაამ!!!

მე მისკენ გავიქეცი და მაგრად ჩავეხუტე..

I want to

- მე ვიცოდი, რომ დაბრუნდებოდი! მაგრამ მეგონა, რომ ისევ სამოთხეში გნახავდი.. აქ როგორ ხარ? როგორ დაბრუნდი?

- ჯერ მითხარი შენ როგორ ხარ? მერე ყველაფერს მოგიყვები!

- ვაიმე, როგორ მომენატრე!!

- მეც მომენატრე, ჩემო პატარა მეგობარო.. ^^

ამას ნამდვილად არ ველოდი, მაგრამ ცხოვრება ხომ სიურპრიზებითაა სავსე.. აქ ყველა ერთად ვიყავით, ერთი ოჯახივით. დავსხედით და დედამ მითხრა თუ როგორ გარდაიცვალა კატო:

- როცა შენ გათიშული იყავი, ლუკამ ვეღარ მოითმინა და შენს საძებრად წამოვიდა, მას თან რატი, საბა და გიოც წამოყვნენ და გიპოვეს კიდეც.. კატოს ხელში იარაღი ეჭირა და ამათ აშანტაჟებდა, რომ თუ მიეკარებოდნენ შენ მოგკლავდა. მაგრამ ისე მოხდა, რომ რატიმ კატოს უკან კარი დაინახა, შეუმჩნევლად გავიდა გარეთ, შენობას შემოუარა და კატო შუაში მოექცა.. მან შენ დაგტოვა, იარაღი აიღო და თავი მოიკლა. აი ასე გარდაიცვალა კატო.. ის მართლაც ღირსი იყო ასეთი სიკვდილი ჰქონოდა..

- ჰო მაგრამ დედა, როცა გათიშული ვიყავი, კატო გამომეცხადა და ყველაფრისთვის პატიება მთხოვა.. ჩემი აზრით მას ვიღაც აიძულებდა ამას, იქნებ სულაც თავისი მკვდარი მბრძანებელი ანტონი..

საუბარში მარიამი ჩაერთო:

- მოდით დაივიწყეთ რაც წარსულში მოხდა და ყველაფერი ცუდი უკან დავტოვოთ. ალბათ გაინტერესებთ როგორ დავბრუნდი უკან.

- აუუ კი გვაინტერესებს..

- მე თქვენთვის არ მითქვამს ბოლო რამ რაც წინასწარმეტყველებაში ეწერა.. როცა ადამიანთა ჯგუფი, ამ შემთხვევაში თქვენ, დაამარცხეს ბოროტებას, მფარველი ანგელოზი უბრუნდება თავის ადრინდელ ცხოვრებას.. თქვენ ბოროტება დაამარცხეთ და მე ახლა თქვენს გვერდით ვარ.. 

- ვაუუ, ასეთი რაღაც ჩემს სიცოცხლეში არ მომისმენია.. აუუ გახსოვთ, პირველად როგორ ვიყავი, სამოთხეში რომ მიმიყვანეთ? :დ (გიო)

- :დდ როგორ გეშინოდა.. (ელა)

ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავიხსენეთ, ჩვენი საინტერესო, სახიფათო წარსულიდან.. ბევრი ვიხალისეთ და ბოლოს რატიმ თქვა:

- აი ვინ მოგიყვანეთ..

მან ოთახში თავისი და მარიამის შვილი ლიზა შემოიყვანა, რომელიც პრინცესას გავდა.. მარიამი მისკენ გაიქცა, გულში ჩაიკრა, მას მეც მივყევი და ბედნიერი ვიყავი, რომ ჩვენ ისევ ერთად ვიყავით. მათი ბედნიერი სახეები მეც მაბედნიერებდა.. 

ამის შემდეგ გავიდა 2 თვე და მე და ლუკამ ოჯახი შევქმენით. ჩვენი ქორწილი ისეთი იყო, როგორზეც ყოველთვის ვოცნებობდი.

Wedding ❤️

 მე სწავლა განვაგრძე და საკმაოდ ცნობილი დიზაინერი გავხდი.. ჩვენ გვქოდა ძალიან ლამაზი ოჯახი, სადაც ორი ულამაზესი პატარა გოგონა დაფუსფუსებდა, რომლებსაც ანასტასია და მარიამი დავარქვით.. ულამაზესი შვილი ჰყავდათ ელას და მაქსს.. ჩვენ, ყველა ერთ დიდ ოჯახს წარმოვადგენდით, რომელსაც მალე კიდევ ერთი პატარა შეემატეოდა, რომლის მშოლებიც სოფი და საბა იყვნენ.. მალე ყველანი ერთად შევხვდებით ახალ წელს, რომელიც ბედნიერად ჩაივლის და ასე ბედნიერად დავასრულებთ ამ სამყაროში ცხოვრებას, საამ უფალი არ მოიდომეს ჩვეს წაყვაას!

Untitled

The End!


მოთხრობაც დასრულდა.. დიდი ხანია რაც ამ მოთხრობას ვდებ საიტზე, ზოგჯერ ბევრი ნახულობდა, ზოგჯერ ცოტა, მაგრამ ვინც ნახულობდით იმედია იმედი არ გაგიცრუვეთ.. ყველას ძალიან დიდი მადლობა, რომ კითხულობდით.. მადლობა ყველა იმ სიტყვისთვის რომელსაც თითოეულ თავზე წერდით.. ახლა კი მაინტერესებს თქვენი საბოლოო კომენტარი მოთხრობასთან დაკავშირებით ^^
starbucks | Tumblr
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 962 | დაამატა: elle♥(M) | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 6
2013-12-07 Spam
vaimee rato damtavrda cry
yvelaze nichieri xar <33 dzalian magari tavi iyo gavgijdii <3
shemdeg motxrobebs vvelodebi moutmenlad <3 male daiwye axali motxroba ^ ^

dzaan miyavrxarrr yvelaze nichierixarr <333