მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 22 » Learn To Forgive (5)
2:03 PM
Learn To Forgive (5)

Learn To Forgive


  მოთხრობის შემდეგი ნაწილი!

შემოდით და ძალიან გთხოვთ დააკომენტარეთ♥
თუ ასეთ საშინელებას ვწერ მითხარით და გავჩერდები.. 
ვსო თუ 6 კომენტარზე ნაკლები ექნა მორჩა აღარანაირ თხოვნას აღარ მივიღებ. 
მოთხრობა შეწყდება!! 
ეს თავი ეძღვნება scherzinger♥ ძალიან დიდი მადლობა, რომ კითხულობ ♥:*
   


მე და ელამ სასწრაფოდ ჩავიცვით და სასეირნოდ წავედით. ძალიან მესიამოვნა სუფთა ჰაერზე გასვლა. შემდეგ კაფეში შევედით, ამის შემდეგ ისევ ვისეირნეთ და საღამოს სახლში დავბრუნდით, ადრე უნდა დამეძინა, რადგან ხვალ სკოლაში წასვლას ვაპირებდი, უკვე უკეთ ვგრძნობდი თავს. დილით ლუკამ გამომიარა და სკოლაში მანქანით წავედით, როცა სკოლას მივუახლოვდით ჩემი კლასელი გოგონები გარეთ იყვნენ და ვის არ ჭორავდნენ, ან რას ამბობდნენ ღმერთმა იცის.
I8yci3khjq4_large
- ლუკა ესენი სულ ასე გხვდებიან ხოლმე? :დ
- უუჰ კიი :დ დაიცაა ეხაა მაგათ რა გავუკეთო ნახე.
ლუკა მანქანიდან გადმოვიდა და თან გამაფრთხილა, რომ მე ჯერ მანქანიდან არ გადმოვსულიყავი.
- აბა გოგოებო მოვედი, როგორ ხართ ჩემი ლამაზებიი?
- კაარგად ლუუ შეენ?
- ერთი ძალიან კარგი სიურპრიზი მაქვს თქვენთვის.
- ვაიმე რა მაგარიიაა! აბაა? რა სიურპრიზი?
- გაიცანით ჩემი შეყვარებული. ^_^
მე მანქანიდან გადმოვედი და გაშტერდნენ, გაშეშდნენ, აკანკალდნენ.
- კაი ლუკა გვაღადავეებ?
- არა, მე და ლიზას ერთმანეთი გვიყვარს და...
მათ ლუკას საუბარი შეაწყვეტინეს..
- ვაიმეე შოკში ვარ.
ზოგი შოკში იყო :დ ზოგსაც ტირილი აუტყდა და მე ლუკას ჩუმად ვუთხარი:
- აუ ლუკა ნუ ხარ ეგეთი ბოროტი. ცოდოები არიან.
Tumblr_m8re0myqen1qaobbko1_500_large
- კარგი რაა, აბა გაიხსენე, რომელი იყო ცოდო, მაშინ შენ რომ დაგცინოდნენ.
- ჰო, მაგრამ ახლა სხვა სიტუაციაა.
- მაგაზე ნუღარ იდარდებ, წამო შიგნით შევიდეთ.
- ოკეე. :*
ჩვენ კლასში შევედით და მეორე მერხთან დავჯექით. პირველი ქიმია მქონდა და ისე ვერ ვიტანდი მასწავლებელს, რომ ერთი სული მქონდა როდის გამოვიდოდა გაკვეთილი. ძლივს გავიდა 40 წუთი და გარეთ გავედი, ლუკა ბიჭებთან ერთად იდგა და ჩემკენ გოგოების მთელი ხროვა დაიძრა, ერთ-ერთმა რომელიც გოგონებში ყველაზე მეტად აქტიური იყო, მითხრა:
- ვაფშე რა გინდა? აქ იმიტომ მოხვედი, რომ ლუკა წაგერთმია?
მე ცოტათი შემეშინდა, მაგრამ მაინც გავბედე და ვუთხარი:
- ლუკას რო მოწონებოდი, აქამდე გეტყოდა და ჩემი აქ მოსვლა რა შუაშია?
- რა და ლუკას ნუ ეტენები რაა.
1527810_kasiaaaa_large
ამაზე ავიჭერი და სახეში გავარტყი, მან ისე მაგრად დამარტყა ხელი მუცელში, რომ ჩავიკეცე და წავიქეცი. ამ დროს ლუკა გიჟივით მოვარდა და ჩემი მოსულიერება დაიწყო. მე იქვე მდგომმა ჩემმა კლასელმა ბიჭებმა წამომაყენეს და ამ დროს დავინახე თუ როგორ ეჩხუბებოდა ლუკა იმ გოგოს:
- ლიკა კარგად მისმინე, ლიზა გუშინ გამოწერეს საავადმყოფოდან და თუ შენს გამო მას რაიმე დაემართება, ჩათვალე რომ მკვდარი ხარ!!
- ლუკა რატომ გადაწყვიტე ბოლო წუთს, რომ ეს გოგო შეგეყვარებინა? 
- ეგ უკვე შენი საქმე არაა!
- ხო მაგრამ მანამდე მე არ მოგწონდი? არ გახსოვს როგორ დამსდევდი?
- კი მანამდე მომწონდი! 
- ახლა აღარ?
- არა და მორჩა. იცოდე ლიზა არ შეაწუხო! ეს იქნება ჩემი ბოლო სიტყვა!
- კარგი, აღარ შეგაწუხებთ და იყავი მაგ შენს ავადმყოფთან.
Irina-13012013-625.jpg_large
- ვინ არის ავადმყოფი?!
ამ დროს ლუკამ კინაღამ ხელი დაარტყა ლიკას, მაგრამ მე შევაჩერე!
- ლუკა რას აკეთებ? 
- ლიზა წამოდი!
მან ხელი მაგრად მომკიდა და მითხრა:
- შენ იცი, რომ მიყვარხარ და შენზე ცუდის თქმას არავის დავანებებ. ლიკას ერიდე, იმიტომ რომ მაგან დამაშორა ძველ შეყვარებულს და არ მინდა ჩვენი ურთიერთობაც მისი მსხვერპლი გახდეს.
- კაიი ნუ გეშინია, რაც არ უნდა თქვას ყურადღებას არ მივაქცევ.
- კარგი! ჩემი ჭკვიანი გოგო.
ლუკამ მაკოცა და აი ამ მომენტში, როცა ლუკამ ჩემი დაცვა სცადა და საერთოდ თავისი ქცეცვებით ვგრძნობდი რომ მართლა ვუყვარდი.
5784076005286333146_large
 მთელი 6 გაკვეთილი ლიკა თვალს არ გვაშორებდა და ზიზღით გვიყურებდა. როცა ბოლო გაკვეთილი დადგა, სპორტზე ჩავედით და ჰოიი საოცრებავ.. კატო შემოვიდა სპორტის დარბაზში და ეს იყო საოცრება.. ჩემთვის ჩავილაპარაკე:
- ამას აქ რა უნდა!??
- ლიიზ რამე მითხარი?
- ვაიმე ლუკა, აი ისაა ჩემი და, მე რომ მოგიყევი. აქ რამ მოიყვანა ნეტა?
- გაგიგებ გინდა? 
- როგორ?
- ისინი ჩემი ძმაკაცები არიან ვისთან ერთადაც შემოვიდა და ვკითხავ იმათ.
- აუუ ხოო რაა! მიდიი..
- კაი მიყვარხარ. მალე მოვალ.
- მეეეც მიდიი..!
დაახლოებით 15 წუთი რაღაცას ლაპარაკობდნენ და როცა ლუკა ჩემკენ წამოვიდა და მომიახლოვდა, იმ წამსვე ვუთხარი:
- ჰაა ლუკა მითხარი რა ხდება?
- რა და დღეს გადმოსულა ამ სკოლაში.
- დღეეს?
- ჰოო.
- ვააიიჰ დაა უკვე მოასწრო ბიჭების გაცნობა! ფუუფ თხაა!
- კაიი ნუ ლანძღავ!
- აბა არ გავლანძღო? იცი რა ბოროტია? აუუ ეგ მაკლდაა ეხა აქ რაა.. ხვალვე გადავალ ამ სკოლიდან !
- რაა? შენ გაგიჟდიი? მერე მე აქ მტოვებ?
- უიი ეგ კი არ გამახსენდა. 
- კაი რა ლიზა, ნუ მიაქცევ შენს დას ყურადღებას და საერთოდ დაივიწყე, რომ აქ არის.
- შევეცდები, მაგრამ..
- რა მაგრამ?
- ნახე მოდის!
9c9857a1f5c0c4f4afda884_large
- ოო, იძაბება :დ
- ოოჰ ლუკა შენ სულ ღადავის ხასიათზე როგორ ხარ!
- ვაა ჩემი დაიკოც აქ ყოფილა!
- დაახვიე!
ლუკამ მხარი გამკრა, მე კი ყურში ჩავჩურჩულე:
- ლუკა რა გინდა ეხლა? ავდგე და გადავეხვიო თუ რა?
- რატომაც არა!
- შენ გაგიჟებულხარ თუ ეგრე ფიქრობ.
მე ავდექი და ისე წავედი თითქოს არც დამინახავს..
ძალიან მაწუხებდა ის, რომ კატოს ამ სკოლაში უნდა ესწავლა, თან გამაკვირვა ლუკას ნათქვამმა, მიესალმეო, ისეთი რაღაცეები მქონდა ნათქვამი კატოს შესახებ რო. სკოლის ეზოში დავდიოდი მარტო, არ ვიცოდი რა მეკეთებინა, იქვე ხის ქვემოთ დავჯექი და სულელურ რაღაცეებზე ვფიქრობდი. კატოზე ვეჭვიანობდი, რადგან ის სპორტის დარბაზში ლუკასთან ერთად დავტოვე. საშინელი ფიქრები მიტრიალებდა თავში, ბოლოს გადავწყვიტე, რომ ისევ სპორტის დარბაზში შევსულიყავი. კარი გავაღე და რას ვხედავ, ჩემი და ლუკას გვერდით ზის, მათ სახეებს მილიმეტრები აშორებს და ხელი აქვთ ჩაკიდებული.
 ყელში რაღაც მომებჯინა, გული მეტკინა, რომ თურმე ჩემი და ლუკას სიყვარული ფუჭი სიტყვები იყო და მეტი არაფერი. ლუკა ძალიან მიყვარდა, ასეე მალეე.. ასეე მალეეე დამიკიდაა. თან ჩემი დის გამო!! 
- ღმერთო გთხოვ ჩამჩურჩულე, რომ ეს ყველაფერი მომეჩვენა გთხოვ. ((
მაგრამ არა, მე ბედნიერება არასდროს მეღირსება..
******
ქუჩას მივუყვებოდი და ათას საშინელებაზე ვფიქრობდი, ხიდთან როცა მივედი მივხვდი ერთ რამეს, რომ ჩემს ამ სამყაროში ცხოვრებას აზრი არ ჰქონდა და გადავწყვიტე !!!! 
ხიდის კიდეზე დავდექი, აქ უნდა დამთავრებულიყო ყველაფერი.
Tumblr_l682q3oezi1qcfysso1_500_large
 მაგრამ ვიღაცამ მაგრად ჩამჭიდა ხელი და მითხრა:
- იცხოვრე მანამ, სანამ ღმერთი არ მოისურვებს შენს წაყვანას! წამომყევი!
მე მას უკან მივყვებოდი, ვერ ვაანალიზებდი რატომ მივყვებოდი სადღაც, სრულიად უცხო ადამიანს, თითქოს რაღაც ძალა ჰქონდა ისეთი, რომელსაც მივყავდი. მისმა ფრაზამ გადამაფიქრებინა თავის მოკვლა!! ჩვენ ერთ ხის კართან მივედით. ხის კარზე ობობის ქსელები იყო და ირგვლივ ნაგავს მიჰქონდა იქაურობა.
- აქ რატომ ვართ?
- ეს ძალიან ლამაზი ადგილია, ამ ადგილას ადამიანი ყველანაირ ცუდს ივიწყებს!
მან კარი გააღო, ჩვენ შიგნით შევედით და ასე მეგონა, თითქოს ეს ადგილი ნანახი მქონდა, ყველაფერი მეცნობოდა, ეს ტბა, ჩანჩქერი და ულამაზესი ბაღი.
- მოგწონს?
- ეს საოცრებაა!
- მართლაც, როცა ცუდ ხასიათზე ვარ, ყოველთვის აქ მოვდივარ და ყველაფერი ცუდი მავიწყდება, ეს ადგილი მარტო მე ვიცი და ახლა უკვე შენც.
- ძალიან მეცნობა აქაურობა!
- ნამყოფი ხარ?
- თითქოს სიზმარში ვნახე.
- ეს ადგილი მე ნამდვილად სიზმარში ვნახე, იმდენი ვეძებე და ბოლოს მოვაგენი.
და უცებ ყველაფერი ნათელი გახდა ჩემთვის, ეს ის ადგილია, რომელიც 3 დღის განმავლობაში მესიზმრებოდა, ჯერ ჩანჩქერი, შემდეგ ტბა და ბოლოს ის ულამაზესი ბაღი სადაც მარიამთან ერთად ვიყავი.
Japanese_garden_royal_roads_university_british_columbia_large
 უცებ წამოვიძახე:
- მარიამი!!  
- მარიამი?
- ჰო აქ მარიამთან ერთად ვიყავი სიზმარში!
- მეც მარიამთან ერთად ვიყავი. მოიცა დავიბენი..
- იცნობდი მას?
- მე მარიამის ქმარი ვარ! ლიზას მამა!
- რაა? რატი ეს შენ ხარ?
- ჰო, მე ვარ! ააჰ ლიზა ეს შენ ხარ?
- როგორ შეცვლილხარ, ვერ გიცანი. ჰოო მე ვარ.
- ჰო დიდი ხანია არ მინახიხარ! ეს ადგილი დამესიზმრა, მარიამთან ერთად ვიყავი,  სიზმარში რაღაც მინიშნებები იყო, რომლითაც ამ ადგილს მოვაგენი, გარედან ერთი ჩვეულებრივი ხის კარია, მაგრამ როცა მას შეაღებ სამოთხეა.
- მართლაც ასეა!
- წამოდი გავისეირნოთ და მომიყევი, რატომ გადაწყვიტე თავის მოკვლა?
მე მას ვენდობოდი და ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი, რა გადამხდა მარიამის გარდაცვალების შემდეგ.
- ასე იყო ყველაფერი, ძალიან უბედური ვარ!
- ეგ არ თქვა, მართალია ცხოვრება კიდევ ბევრ სიურპრიზს გვიმზადებს, მაგრამ ყველაფერს უნდა გავუმკლავდეთ, იქამდე სანამ სუნთქვას არ შევწყვეტთ.
- არ ვიცი როდის მეღირსება ბედნიერება.
- მალე! ძალიან მალე, აი ნახავ !
- იმედი მაქვს!
- უკვე ღამდება, მოდი წავიდეთ და როცა ცუდ ხასიათზე იქნები აქ მოდი ხოლმე და აი ნახე აქედან როგორი გახვალ!
- ნამდვილად არაჩვეულებრივი გარემოა, კარგი ახლა წავიდეთ!
Tumblr_miqaryaqt61rgjqsso1_500_large
ჩვენ გზაში კიდევ ბევრი ვისაუბრეთ, მან სახლში მიმაცილა და ბოლოს მითხრა:
- დამპირდი, რომ გვესტუმრები!
- აუცილებლად!!
- აბა კარგად, იმედია ოდნავ მაინც გახალისდი!
- ჰო ძალიან კარგი იყო, მაგრამ ალბათ ხვალ ომი მელის!
- წარმატებები, კარგად !
- ღამე მშვიდობის!
ძალიან მესიამოვნა რატისთან საუბარი, ჩვენ ყოველთვის კარგი მეგობრები ვიყავით, მაგრამ რაც მარიამი გარდაიცვალა იმის შემდეგ აღარ მინახავს!
სახლში როცა მივედი, კართან ლუკა დამხვდა.
- უკაცრავად, შეგიძლია სახლში შემიშვა?
- რა დაგემართა? სად გაქრი დღეს?
- მაგის პასუხზე თვითონვე იფიქრე.
- ლიზა რა დაგემართა? ვერ ვხვდები რას მეუბნები?
მან ხელი მაგრად მომიჭირა, ისე მეტკინა რომ ხელი ვკარი და კედელზე მიენარცხა. არც შევჩერებულვარ პირდაპირ სახლში შევედი. 
- ლიზა გააღე კარი, ამიხსენი რა დაგემართა?
- წადი რაა, კატო გელოდება ალბათ!
- რა კატო? რაზე მელაპარაკები?
მე ხმა აღარ გამიცია, კართან დიდ ხანს იდგა და ყვიროდა რაღაც დებილობებს, ნახევარი საათის შემდეგ სიჩუმე ჩამოვარდა და მეც დავისვენე...
Tumblr_mixy6ayy3o1rgz4mdo1_500_large


ერთ რაღაცას ვიტყვი თუ 6 კომენტარი მაინც არ ექნება, მორჩა მოთხრობას ვწყვეტ!! უბრალოდ ძალიან მინდოდა რომ მოთხრობა დამეწყო ამ საიტზე, მაგრამ თქვენ გაგრძელების საშუალებას არ მაძლევთ. წინა თავს 31 ნახვა და 6 კომენტარი ჰქონდა და როცა წაიკითხავთ ერთი კომენტარის დაწერას წინ რა უდგას ვერ ვხვდები? ნუ მოკლედ თუ 6 კომენტარი მაინც არ ექნება უბრალოდ აზრი აღარ აქვს, რომ გავაგრძელო ((( აქამდე იმიტომ ვაგრძელებდი, რომ ვისაც მოსწონს მოთხრობა მათ წაეკითხათ, მაგრამ ახლა აღარ :(
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 803 | დაამატა: elle♥(M) | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 8
2013-04-22 Spam
maale dadee))