მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 19 » Learn To Forgive (2)
1:39 PM
Learn To Forgive (2)

Learn To Forgive 


მოთხრობის შემდეგი ნაწილი!

ეს თავი მინდა მივუძღვნა Irinka✘-ს

გთხოვთ დააკომენტარეთ, რადგან გავიგო ვინ კითხულობს მოთხრობას,

 თქვენი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია

ვეცდები შენიშვნები თანდათან გამოვასწორო ))

 


 ბევრი ვიფიქრე ამაზე და გადავწყვიტე, რომ სახლში შევპარულიყავი და წიგნები წამომეღო. თან ფულიც მქონდა ცოტა ჩემს ოთახში და ისიც წიგნებთან ერთად ,,მომეპარა". მინდოდა, რომ ეს ახლავე გამეკეთებინა, მაგრამ ჯერ დღე იყო და ვერ მოვახერხებდი სახლში შეპარვას. სანამ მოსაღამოვდებოდა და სახლში წიგნების წამოსაღებან წავიდოდი, გადავწყვიტე ადგილი მეპოვნა სადაც ღამეს გავათევდი და წიგნებს შევინახავდი ხოლმე, ანუ უნდა მეპოვნა თავშესაფარი. ბევრი ვიარე და ვნახე ერთი მიტოვებული შენობა, რომ იტყვიან ,,ქვეყნის დასალიერშიო". ამ ჩემი საცხოვრებელი ადგილის ძებნაში საკმაოდ დიდი დრო გასულიყო და საღამოს 9 საათზე ჩემი ყოფილი სახლისკენ გავეშურე. ძალიან ციოდა და საშინელი ღამე იყო. ქუჩაში მხოლოდ მე და ერთი მოხუცი კაცი მივდიოდით, რომელიც ქუჩის მეორე მხარეს იყო და რაღაც ჩემოდანს ძლივს მიათრევდა. მე მინდოდა დავხმარებოდი, მაგრამ როდესაც გზის მეორე მხარეს გადასვლა დავაპირე მოხუცი კაცი აღარ ჩანდა.. მეც ჩვეულებრივ გავაგრძელე გზა... და აი უკვე ჩემი სახლიც მოჩანს.
393718_371206096292857_818752863_n_large
 ჩვენ საკუთარ სახლში ვცხოვრობდით და ჩემი ოთახის ფანჯარა წინა მხრიდან იყო. დამუღამებული მქონდა მისი გაღება და მალევე გავაღე. წიგნებს და ფულს ხელი მოვხვიე და ამ დროს კართან რაღაც ხმაური მომესმა. უცებ ლოგინის ქვეშ შევძვერი, ვიღაცის ფეხები ჩანდა, ვერ ვცნობდი, მაგრამ როცა დაილაპარაკა, მივხვდი რომ კატო იყო. ის მთელი ზიზღით ყრიდა ჩემს ნივთებს ყუთში, გადასაყრელად. 
- როგორც იქნა მოვაშორე აქედან, ეს იდიოტი გოგო. მეზიზღება ის დღე როცა...... (მან აღარ გააგრძელა)
მე ძალიან მინდოდა გამოვვარდნოდი და ერთი კარგად მეცემა, მაგრამ ახლა ამის დრო არ იყო. როგორც იქნა კატო ოთახიდან გავიდა და მეც გამოვედი საწოლქვეშიდან. ოთახს გადავხედე და ყველაფერი დაცარიელებული იყო. ეეჰ მომენატრება ჩემი მყუდრო და პატარა ოთახი :(
Tumblr_lqdv8xipov1qafa7do1_500_large
 ისევ ხმა ისმოდა კართან, მაგრამ წამიერად ფანჯარა გავაღე და ჩემს ახალ სახლში დავბრუნდი. ღამით ძალიან უცნაური ხმები მესმოდა, თან ძალიან მციოდა. შემდეგ ავტირდი იმაზე, რომ მათხოვარს დავემსგავსე. ღამით აქ გაჩერება საშინელი იყო, ახლახანს შევამჩნიე, რომ უკან სასაფლაოც ყოფილა და შიშმა ამიტანა..
3186001869_e2659f8d06_z_large
 მართალია მკვდარი არაფერს დაგიშავებს, მაგრამ ყველა ,,პატარას" ეშინია ამის. აქ გაჩერებას ღამით ყველაფერი სჯობს. ამიტომ გადავწყვიტე ცოტა ხნით დამეტოვებინა აქაურობა, წიგნები აქვე დავტოვე, ფული თან წავიღე და ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ კაფეში დავჯექი. ფულიც იმდენი არ მქონდა, რომ დიდ ხანს მყოფნოდა. კაფეში 1 პიცა და სასმელი შევუკვეთე და ამით დავნაყრდი. როცა ანგარიში მოვითხოვე, ოფიციანტიც 2 წუთში ჩემს მაგიდასთან გაჩნდა:
- ინებეთ თქვენი ანგარიში!
4597321225_c39f4c6758_z_large
მე ფული მაგიდაზე დავდე, ადგომა დავაპირე და ამ დროს ოფიციანტმა მკითხა:
- რაღაც ძალიან მოწყენილი ჩანხართ, შემიძლია რამით დაგეხმაროთ?
- დახმარება ნამდვილად მჭირდება, მაგრამ ამას ვერავინ შეძლებს.
- ვცდი მაინც, იქნებ სულიერად მაინც დაგეხმაროთ.
- კარგი )
- მაშინ ვიმეგობროთ) მე ელა მქვია.
- მე ლიზა. სასიამოვნოა) ახლა ძალიან მჭირდება ვინმეს გაცნობა და იმის მოყოლა რაც გულში მაქვს და რამდენი წლის ხარ ელა?
- 19. შენ? 
- 17.
- ძალიან კარგი! დარწმუნებული იყავი, რომ საუკეთესო მეგობარი შეიძინე. მე მალე ვამთავრებ მუშაობას და ჩემთან წავიდეთ სახლში, მარტო ვცხოვრობ და ბევრს მომიყვები შენზე.
- კარგი, მაშინ დაგელოდები.
Tumblr_lse1n0xgj21r1dxpmo1_400_large
ელა ძალიან კარგი გოგო ჩანდა, მართალია უცნობს ასე ძალიან არ უნდა ენდო, მაგრამ ერთი სული მქონდა როდის მოვუყვებოდი ამ ყველაფერს, ცოტა გულზე მომეშვებოდა. ახლა მეგობარი ნამდვილად მჭირდებოდა. დედა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ახალ გაცნობილს არ ენდოო, მაგრამ ელა ცუდი გოგო არ ჩანდა. მას 1 საათი ველოდებოდი, 12 საათზე მასთან ავედით სახლში...
734963_10151225019360205_1229917607_n_large
- ყავა ან ჩაი?
- ჩაის დავლევ.
- კარგი ახლავე.
ჩვენ ჩაი დავლიეთ და ბევრი ვესაუბრე ჩემზე, თუ რა გადამხდა თავს, მაგრამ ის არ მითქვამს სადაც ვცხოვრობდი.
- აი ჩემზე ბევრი რამ მოგიყევი, ახლა შენზეც მიამბე რამე, რომ უკეთ გაგიცნო)
- ჩემი ამბავი იმასთან შედარებით არაფერია, რაც შენ გადაგხდა..
- არა რაა, გთხოვ მომიყევი.
Tumblr_mgwla9kfge1r04pt4o1_500_large
- კარგი, მე ერთ უბრალო სახლში ვცხოვრობდი, ბათუმში, როცა მშობლები გარდამეცვალა თბილისში გადავწყვიტე წამოსვლა, სანამ ამ ბინას ვიყიდდი, მანამ მეგობართან ვცხოვრობდი, შემდეგ კი ამ სახლში გადმოვედი. სამუშაო ძლივს ვიშოვე იმ კაფეში სადაც შენ გაგიცანი. იქ 500 ლარი მაქვს ხელფასი, მე მყოფნის, თან ახლა მინდა, რომ ვისწავლო, მაგრამ სწავლის ფული საიდან მოვიტანო ის არ ვიცი.
- ხო ეგ ძალიან ცუდია.
- და შენ სად ცხოვრობ ახლა?
- იცი... მე.. მიჭირს ამის თქმა, მაგრამ.. ერთ მიტოვებულ შენობაში ვცხოვრობ.. (მე ძალიან მრცხვენოდა)
- რაა? კი მაგრამ? სახლიდან წამოხვედი და შენს მშობლებს საერთოდ არ აინტერესებთ სად ხარ? და არც გეძებენ?
- არა!! (მე ტირილი დავიწყე, მან გულში ჩამიკრა)
1020_286463531455349_177254497_n_large
- კარგი გთხოვ დაწყნარდი.. იცი... შეგიძლია აქ გადმოხვიდე.
- არა, არა ვერ შეგაწუხებ ასე.
- პირიქით, მე ძალიან მჭირდება მეგობარი.. იცი რა ძნელია, როცა სახლში მოდიხარ და აქ არავინ გხვდება? ამიტომ გთხოვ, რომ გადმოხვიდე. ხვალ წამოგყვები და ბარგი წამოვიღოთ.
- ოო რა თავხედი ვარ! ძალიან დიდი მადლობა. ისე გადმოსატანი არაფერი მაქვს :დდ სახლიდან მხოლოდ წიგნები და ცოტა ფული წამოვიღე. წიგნები იმ შენობაში დავტოვე.
Tumblr_lo2gvfuxkn1qbr8r3o1_500_large
- კარგი, ახლა ორივე ძალიან დავიღალეთ, მოდი დავიძინოთ და ხვალ დილით წავიდეთ წიგნების წამოსაღებად.. ისე ხომ არ მოიპარავდნენ?
- არა, არა იქ თითქმის არავინ დადის.
ჩვენ ლოგინში დავწექით და ისე დაღლილები ვიყავით, რომ წამში ჩაგვეძინა....
Tumblr_m5t7f2hypv1rogngso1_r1_500_large
დილით 9 საათზე ძლივს ავწიე ლოგინიდან თავი, ელა უკვე ამდგარიყო და საუზმეს ამზადებდა. მან მეორე ოთახიდან დამიძახა:
- ლიიზ, მოდი საუზმე მზადაა.
- ახლაავეე.
წამოვდექი და თავში ძალიან დიდი ტკივილი ვიგრძენი, რადგან საავადმყოფოდან დროზე ადრე გამოვიქეცი. წამებში გამიარა და სამზარეულოში გავედი. ისეთი საუზმე იყო, რომ გამაგიჟა, ელა ძალიან კარგი მზარეული ჩანდა ჩემთან შედარებით.
Tumblr_lw0qjagnzm1r6eexao1_500_large
- ვაუუ, ყოჩაღ, უგემრიელესია.
- ჰოო, დედა მასწავლიდა ხოლმე. 
- კარგია) აუუ ხო გამყვები წიგნების წამოსაღებად?
- აუუ ლიიზ, ახლა მეჩქარება სამსახურში და მალე რო არ მივიდე, გამომაგდებენ.. საღამოს წამოგყვები თუ გინდა?
- კი მაგრამ შენ 12 საათზე ამთავრებ სამუშაოს და მაგ დროს მეშინია იქ მისვლა. ან კარგი წადი შენ სამსახურში და წავალ მარტო.. ოღონდ შენ სამსახური არ დაკარგო.
- კარგი, ძალიან კეთილი ხარ. არ შეგეშინდება?
- არა, არა!
- კარგი მაშინ გავიქეცი ახლა მე, წიგნებს როცა წამოიღებ, მერე კაფეში შემოიარე.
- კარგი.
ერთმანეთი გადავკოცნეთ და ის წავიდა კაფეში.
Forever-young-best-friends-forever-friend-favim.com-517264_large
 ძალიან მომწონდა ელას სახლი, გუშინს მერეა ვფიქრობ, რომ ასეთი მაგარი სახლი საიდან იყიდა ამ პატარა გოგომ, მაგრამ კითხვა არც მიფიქრია... დილით 10 საათზე წავედი, წიგნების წამოსაღებად.. თანდათან ვუახლოვდებოდი შენობას, თან ირგვლივ არავინ იყო. შორიდან შევხედე რომ ჩემი წიგნები ადგილზე იყო. ასაღებად დავიხარე დაა ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ უკან ვიღაცამ ჩამიქროლა, უკან მოვიხედე, მაგრამ არავინ იყო.
Tumblr_li6g0jai201qf4tdio1_500_large_large
 წიგნები მალევე ავიღე და გზას გავუდექი.. აქ თითქმის არავინ დადიოდა, არც მოსახლეობა იყო, უცებ შევჩერდი, თითქმის სუნთქვაც შევწყვიტე, ვიღაცის ფეხის ხმა მესმოდა და ჩქარი სუნთქვა, ძალიან დავიბენი და შემეშინდა. უკან აღარც მიმიხედია თავქუდმოგლეჯილი გავრბოდი, მანამ სანამ სახლში არ შევედი. ამ შიშში სულ დამავიწყდა ელასთან რომ უნდა მივსულიყავი, ისევ ჩავირბინე კიბეები და კაფეში შევედი.
Tumblr_linetdmnqm1qzcq51o1_500_large
 ელასთვის არაფერი მითქვამს, იმ უჩინარის შესახებ. 
- ელა ძაან ხო არ დაიღალე?
- რა გჭირს ლიიზ ჯერ 1 საათია რაც აქ ვარ.
- ხო რა ვიცი.
- რა გჭირს, რა დაბნეული ხარ?
- არა, არაფერი.
- კაი! ლიიზა ისე არ გინდა რო სამსახური დაიწყო?
- ვაიმე როგორ არ მინდა, მაგრამ სკოლა რო დაიწყება მერე ვეღარ ვიმუშავებ.
- როგორ არა, იმუშავებ, საღამოობით როცა გაკვეთილებს მორჩები.
282882_406317516113497_503727852_n_large
- აუუ კარგი აზრია, მაგრამ მიმიღებენ?
- მიგიღებენ აბა რაა. 
- ისე ელ ხომ არ ჯობია, რომ უფრო მაღალი ანაზღაურებით იშოვო სამსახური? 
- როგორ არა ჯობია, მაგრამ ასე ადვილად ვინ დაგაწყებინებს მუშაობას, განათლებაც ხო უნდა მაგას, მე კიდე ფული არ მაქვს, რომ ვისწავლო.
- მართალი ხარ. კაიი მე ავალ ახლა სახლში, თორე ყველაფერი არეულია და დავალაგებ. შენ 12 საათზე მოხვალ ხო?
- არა ლიიზ შემიმცირეს მუშაობის საათები და უკვე მხოლოდ 9 საათამდე ვმუშაობ.
- ვაიიმეე რაა მაგარიიიააა.. კაიი აბა 9 საათზე ამოო :**
1081293-11-1306239651447_large
მე სახლში ავედი, სახლი ისეთი არეული იყო, რომ არც ვიცოდი საიდან დამეწყო დალაგება. დიდი ხანი ვალაგებდი, შემდეგ გადავწყვიტე ვახშამი მომემზადებინა. ინტერნეტში კარგი რეცეპტები ვიპოვე და შევუდექი მზადებას. მალე ელაც მოვიდა და სუფრა გაშლილი დავახვედრე.
Tumblr_mgxfgjbez51qfqm2lo1_500_large
- ვაა ლიიზაა, ყოჩააღ, ძალიან ლამაზი სუფრაა...
- სუფრა კი მაგრამ... :დდ საჭმელი როგორი იქნება ის თქვი.. შეიძლება საშინელება იყოს, მაგრამ გულით გავაკეთე.
- ხო და გულით გაკეთებული ყველაზე გემრიელია. დაიცა გავსინჯავ ახლა...
ორივემ გავსინჯეთ, მე პირში ვეღარ გავაჩერე და გადმოვყარე. ელას ეტყობოდა რომ არ მოეწონა, აბა რა იქნებოდა იმდენი მარილი ჰქონდა, მაგრამ ის თავშეკავებულად, სადაცაა გადმოყრისო, მაინც ჭამდა, არ უნდოდა მწყენოდა.
- კაიი ელ გადმოყარე :დდ ვიცი რო საშინელებაა.
- არაა ძაან კარგიაა. უიი დესერტიც გვაქვს.
Singleslicetopcosmo50-731x1024_large
ელამ თვალები დაჭყიტა, ეგონა რომ ესეც საშინელება იქნებოდა....
- ვაიმეე ეს რა მაგარიიაა, ლიიზ ნამცხვრები მაგრად გამოგდის.
- გამომდის? :დ
- ჰოო, უმაგრესიაა.
- ეგ მაღაზიიდან ამოვიტანე.. :დ
და ორივეს სიცილი აგვიტყდა.
553759_3619327171592_1526287756_33225919_1397170845_n_large
 როცა ვახშამი დავასრულეთ მაგიდა ავალაგეთ და ჭურჭელი დავრეცხეთ, რამდენიმე წუთში კარზე ზარი შემომესმა და კარის გასაღებად წამოვდექი, მაგრამ ელამ შემაჩერა.
- აუუ ლიიზ ძალიან მეშინია, აქ ამ დროს არავინ მოდის ხოლმე. 
კართან მივედით და ორივემ ერთად გავაღეთ კარი....
Tumblr_lzofg1qbas1r55t0uo1_500_large

იმედია მოგეწონათ? :* რა შენიშვნაც გექნებათ დაწერეთ და შევეცდები გამოვასწორო ))* გთხოვთ კომენტარი დაწერეთ, 1 კომენტარის დაწერას წინ არაფერი უდგას, მინდა გავიგო რამდენი კითხულობს 
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 898 | დაამატა: elle♥(M) | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 9
2013-04-19 Spam
ar ginda amdeni suratit gadatvirtva ))
ise cota rarealuri gamovida ))
ase uceb gaicno gogo da magastan gadavida sacxovreblad ? ))
sheecade akrgad dapiqrde da ise dawero ))
kargi da gaagrdzele malee )