მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » ივნისი » 9 » Learn To Forgive (17)
11:45 AM
Learn To Forgive (17)


Learn To Forgive 

 

მოთხრობის შემდეგი ნაწილი!

მოთხრობის მკითხველები სრულიადში♥))
ეს თავი ეძღვნება ჩემი მოთხრობის ახალ მკითხველს,
PerfectlySelly-ს დიდი მადლობა რომ კითხულობ!! 
  

სახლში მივედი თუ არა კატოს დავურეკე მოსულიყო და გველაპარაკა. ის მალევე მოვიდა:
- შემოდი კატო, დაჯექი. რა საქმე გაქვს?
- აუ წყალი მომიტანე გთხოვ, ძალიან ცხელა გარეთ.
- კარგი ახლავე.
მას ცივი წყალი მივუტანე და ისე გადაკრა თვალები შუბლზე ამივიდა.
- კარგი, მითხარი რა საქმე გაქვს.
- მოკლედ, ძალიან ვნანობ ჩემს საქციელს და თუ იმის პატიება შეგიძლია, რაც ამ ხნის მანძილზე გაგიკეთე, მაპატიე.
მის ნათქვამში ეჭვი შემეპარა, არამგონია სიმართლეს მეუბნებოდეს და მართლა ნანობდეს, მაგრამ მაინც გადავწყვიტე მეპატიებინა.
- რათქმაუნდა ძნელია იმ ყველაფრის დავიწყება, მაგრამ... გაპატიებ.
- უკვე ვიცი, რომ დები აღარ ვართ მაგრამ მინდა, რომ კარგი მეგობრები ვიყოთ და შენი ნდობა მოვიპოვო. რადგან შენნაირი ადამიანი არ მინდა დავკარგო.
Large
- ნდობის მოპოვებაზე ახლა ძნელია ლაპარაკი, მაგრამ არ ვიცი დავფიქრდები და იმედია გამოსწორდები.
წამოხტა და ჩამეხუტა, ვითომ კარგი მეგობარივით.
- კარგი მეგობარო... ახლა წავალ და სკოლაში შევხვდებით.
- კარგი, კარგად.
კატო წავიდა და მე ნამდვილად არ მჯეროდა მისი მოჩვენებითი სინანულის, ვითომ ძალიან დარდობს რომ ასე მექცეოდა. მგონი რაღაცას აპირებს, ტყუილად ის პატიებას არ მთხოვდა. ამის შესახებ მარიამთან უნდა წავიდე და ველაპარაკო, თან ახლა გამახსენდა უკვე 1 კვირა გავიდა გიოს გარდაცვალებიდან და ალბათ რამდენიმე საათში ის ან დაბრუნდება ჩვენთან ან არა. ამიტომ გადავწყვიტე ყველა შემეკრიბა და მარიამთან წავსულიყავით. სადღაც 1 საათში, მე, ელა, საბა, ლუკა, რატი და მაქსიც მარიამთან ვიყავით:
- მარიამ, დაახლოებით რამდენ საათში უნდა დაგვიბრუნდეს გიო? (ლუკა)
- დაახლოებით 1 საათში, როცა მისი დაბრუნების დრო მოვა მიწა შეიძრება და არ შეგეშინდეთ, მაგრამ თუ მიწა არ შეიძრა მაშინ... თქვენც კარგად იცით რაც მოხდება.. (მარიამი)
- ჰოო.. ძალიან ვნერვიულობ, რომ არ დაგვიბრუნდეს? (მე)
- იმედი ვიქონიოთ. (მარიამი)
- უიი მართლა.. დღეს კატო მოვიდა ჩემთან და პატიება მთხოვა, ძალიან ვნანობ რაც გავაკეთეო. მარა მე არ მჯერა მისი. თქვენ რას ფიქრობთ? (მე)
- ჩემი აზრით, მართალს ამბობს _ იგივე წინადადება გაიმეორა ყველამ, მარიამის გარდა..
- მარიამ შენ რას ფიქრობ? (მე)
- ჩემი აზრით ასე ადვილად არ უნდა ვენდოთ, იქნებ რაიმე აქვს ჩაფიქრებული, მაგრამ არ ვიცი ვნახოთ დროთა განმავლობაში ყველაფერს გავიგებთ, მაგრამ ჯერ ასე ბრმად არ ენდოთ. (მარიამი)
Tumblr_m5m6tapx5t1rno1u2o1_400_large
- აიი ზუსტად მეც მასე ვფიქრობ, თითქოს გულწრფელი იყო, მაგრამ გეგონებოდა ტყუილს ამბობსო.. (მე)
ყველანი გაჩუმდნენ, ნერვიულობდნენ, გიო რომ არ დაბრუნებულიყო, ყველას იმედები გაგვიცრუვდებოდა. სადღაც 10 წუთი იყო დარჩენილი, ვერ ვისვენებდით, მარიამი ძლივს გვაწყნარებდა. 
- აუუ რა აარიი რაა, არ გადის ეს დრო. :X (ელა)
- ვაიმე, გავგიჟდები ახლა.. (საბა)
- ბავშვებო, სანამ დრო გავა მე გაგიზიარებთ ჩემს ემოციებს ამ ადგილთან დაკავშირებით. დავიშოკე ძალიან მაგარი ადგილია, ეს ყველაფერი არარეალურია არც კი ვიცი რა ვთქვა.. მე თქვენს მეგობარ გიოს არ ვიცნობდი მაგრამ, არც მე მიყვარს ლოდინი და ალბათ თქვენთვის უფრო ძნელია.. გამაგიჟებს ეს ადგილი, ეს ხომ საოცრებაა.. (მაქსი)
- ჰოო მაქს, ასეა მეც პირველად აქ რომ მოვედი სიზმარში მეგონა თავი.... (საბა)
Large
და უცებ მიწა შეიძრა, ცოტა მოშორებით რაღაც განათდა და შემდეგ ისევ ჩაბნელდა. მარიამმა გვითხრა, რომ მას გავყოლოდით და გიოსგან ცოტა მოშორებით ვმდგარიყავით, რადგან ის აქ მოხვედრის დროს გაღიზიანებული იქნებოდა და შეიძლება არც ვახსოვდეთ. მივუახლოვდით იმ ადგილს სადაც ის უნდა ყოფილიყო, გიო ზურგით იდგა, მაგრამ არანაირ გაღიზიანებას არ გამოხატავდა. უბრალოდ იდგა. ლუკა მიუახლოვდა, მხარზე ხელი დაადო და მისი ჩვენკენ მობრუნება სცადა. გიო ვერ მობრუნდა, მას წინიდან დავუდექით, მაგრამ თვალები დახუჭული ჰქონდა და არ იძვროდა.
- მარიამ, რა ხდება? (ელა)
- არ ვიცი რა ხდება. მე ასე არ მომსვლია, როცა აქ მოვხვდი ყველაფერს ვლეწავდი და მეგონა გიოს შემთხვევაშიც ასე იქნებოდა, მაგრამ... მოიცა დავფიქრდე...
- მარიამ თქვი.. (მე)
- ახლა მივხვდი, ადრე რომ გითხარით შენ და ლუკას რომ წინასწარმეტყველება თუ ლეგენდა არსებობს მეთქი, აი მაშინ ანტონს რომ ჰყავდით ჩაკეტილი, იმ ლეგენდაში ისიც ეწერა რომ ვინც სამოთხის გარეთ დაიღუპებოდა, ის სამოთხედან ვეღარ გავიდოდა და სამოთხეში პირველად მოხვედრის დროს გაღიზიანდებოდა და ,,ძალა", ჰო, ჰო ძალას გამოიყენებდა, ანუ ისე როგორც ჩემს შემთხვევაში მოხდა, მაგრამ ის ვინც სამოთხეში დაიღუპებოდა მას მშვიდი დაბრუნება შეეძლებოდა და მინდა გაგახაროთ..
Large
- ჰო, მარიამ გვითხარი..
- მას გარეთ გამოსვლა შეეძლება და ისეთ ცხოვრებას გააგრძელებს, როგორიც ადრე ჰქონდა..
- ანუ ამით იმას ამბობ, რომ ის ჩვენთან ერთად ისევ წამოვა, გაერთობა, ისწავლის?
- ჰოო, ასეა.. 
მარიამმა გვითხრა ეს ყველაფერი მაგრამ გიო ისევ არ იძროდა, იდგა გაფითრებული და ძალიან მშვიდი სახე ჰქონდა. მე მას მივუახლოვდი და ვუთხარი:
- გთხოვ, თვალები გაახილე.. ჩვენ გვჭირდები შენ.. ჩვენ გვჭირდება შენი მომღიმარი სახე, შენი ხუმრობები, შენი კეთილი მზერა.. გთხოვ დაგვიბრუნდი გიო.
და მან უეცრად ხელი გაამოძრავა, ჩვენი მზერა სახეზე იყო მიპყრობილი, მან თვალებიც გაახილა, დაგვინახა, წონასწორობა ვერ შეიკავა უცებ და რატიმ ხელი შეაშველა, რომ ქვემოთ არ დავარდნილიყო, გიოს გაეღიმა.
- გიოო!!
ყველანი მივცვივდით და ჩავეხუტეთ.
- გიო, რა კარგია რომ დაგვიბრუნდი, იცი როგორ გვენატრებოდი ყველას? (ლუკა)
- ვაიმე რა გჭირთ ხალხო, მე ხომ უბრალოდ მეძინა? რა დაგიბრუნდით, რას ბოდიალობთ? (გიო)
Tumblr_mekzwnkizq1rvqsv8o1_500_large
- გიო, შენ რა არაფერი გახსოვს? (მე)
- რა უნდა მახსოვდეს? (გიო)
გიო იქვე ჩამოჯდა, ჩვენც ირგვლივ შემოვუსხედით და ყველაფერი მოვაგონეთ, რომ მან ანტონი დაამარცხა.. მას ყველაფერი გაახსენდა, არც კი სჯეროდა რასაც ვეუბნებოდით..
- ანუ მე გარდაცვლილი ვიყავი? :დ (გიო)
- ჰოო :დ (მე)
ის ისეთ ემოციებში იყო ვერაფრით დავაჯერეთ ეს ყველაფერი, ბოლოს, ბევრი ლაყბობის შემდეგ ყველამ სახლებში დავაპირეთ წასვლა..
- კაიი აბაა კარგად მარიაამ.. <3
ყველამ დავემშვიდობეთ მარიამს, წამოსვლას ვაპირებდით როცა მან გვითხრა:
- ხვალ ჩემთან გელოდებით ყველას, რაღაც უნდა გითხრათ. (მარიამი)
- კარგი ხვალ ისევ მოვალთ. აბა კარგად!! <3
Mf_439150267_6d15af557f5dae49e47b277cb3c95f4a_large
მარიამი მარტო დავტოვეთ და წამოვედით, გადავწყვიტეთ გიოს დაბრუნება აგვეღნიშნა და პირდაპირ რესტორანში წავედით, გიო მთელი საღამო იძახდა როგორ მომნატრებია აქაურობაო. ძალიან მაგრად გავერთეთ, მეორე დღეს ისევ რეპეტიცია გვქონდა ბანკეტისთვის და მალე დავიშალეთ. მე და ელას დაწოლისთანავე ჩაგვეძინა და რაღაც სულელური სიზმარი მესიზმრა, როგორც ყოველთვის_,,თითქოს მარიამი შორიდან ხელს მიქნევდა, ვერ გამეგო ამით რისი თქმა უნდოდა მას." დილით 11 საათზე გამეღვიძა, დანგრეული ვიყავი, სასწრაფოდ ჩავიცვი, ქვემოთ ლუკა მელოდებოდა მანქანით და სკოლისკენ წავედით. ლუკამ მანქანა გააჩერა სკოლასთან, გადასვლას ვაპირებდი როცა მან მითხრა:
- რაღაც უცნაური სიზმარი ვნახე.. თითქოს მარიამი..
- რაა? შენც?
- დაიცა შენც ნახე?
- კი, თითქოს შორიდან ხელს მიქნევდა..
 - ნეტავ რის თქმას აპირებს მარიამი დღეს..
- არ ვიცი, დღეს საღამოს ყველას შევკრიბავ და მარიამთან წავიდეთ.
- კარგი..
Tumblr_mfnbdixlbd1rz2fw6o1_400_large
ჩვენ მანქანიდან გადმოვედით და სკოლაში შევედით, სადაც დამრიგებელი დაგვხვდა, გვერდი ავუარეთ და ბავშვებთან მივედით, ნეტა გენახათ როგორ გვიყურებდა. გიო რომ დაინახეს ბავშვებმა ძალიან გაუხარდათ, სად იყავიო ყველა ეკითხებოდა, ის კი პასუხობდა დასავლეთში ნათესავებთანო :დ იმ დღეს დიდი ხანი მოგვიწია სკოლაში ყოფნა, რადგან ხვალ უკვე ბოლო ზარი იყო და მომზადება გვჭირდებოდა. წამოვედით თუ არა სკოლიდან ყველას გავუარეთ ლუკას მანქანით და პირდაპირ მარიამთან წავედით.. კარი ღია დაგვხვდა, შევედით მაგრამ იქ არავინ იყო.. იქვე თავის საწოლთან პატარა კონვერტი დავინახე, გავხსენი და კითხვა დავიწყე:
- მარიამისგანაა.
- მიდი წაიკითხე.
- ,,ჰოო ლიზა ხომ იცი, რომ ლამაზად წერას ვერასდროს ვახერხებდი, მაგრამ კარგად დავწერ თუ ცუდად ამას ხომ მნიშვნელობა აღარ აქვს.. ყოველ დღე, ყოველ წუთს, ყოველ წამს ვგრძნობ თუ რამდენად ძვირფასი იყავით ჩემთვის… სულ თქვენზე ვფიქრობდი, რაიმე ცუდი არ მოგსვლოდათ.. ლიზა, გახსოვს როგორ მიყვარდა ცაში ყურება, ამ დროს სადღაც ვიკარგებოდი, ოცნებებში ვიძირებოდი.. ღიმილი.. ჰოო, ვიცი რომ ჩემი ღიმილი გიყვარდათ, ახლაც ვიღიმი, მაგრამ ეს ცოტა სევდანარევი ღიმილია.. ეს ღიმილი თქვენ მასწავლეთ.. მონატრებაც თქვენ მასწავლეთ, სიგიჟემდე მონატრება.. გუშინ, როცა თქვენ წახვედით ჩემგან, ოღონდ სამუდამოდ, მე ადამიანური მოქცევები დამეწყო, მეძინებოდა, ჰოო მეძინებოდა, ამის წერის დროს თვალებს ვიფშვნეტდი.. დავიღალე... დავიღალე.. მაგრამ არ ინერვიულოთ თქვენით არასდროს დავღლილვარ.. მე წავედი.. აღარ მოისურვეს ჩემი აქ დარჩენა, ოდესმე ხომ ყველაფერი მთავრდება.. მთავრდება და... უკვე თვალები მებინდება.. მე წავედი და იმედია გაგახსენდებათ ჩემი თქვენგან ნასწავლი ღიმილი.. იმედია ახლა თქვენს სახეზე ღიმილია და არა ცრემლი.. არ მინდა სევდა შემოგეპაროთ... ლიზა, გახსოვს ღმერთთან ახლოს ყოფნა მინდოდა და აი ახლა მასთან სულ ახლოს დავფრინავ... მივდივარ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ არ გტოვებთ და მუდამ თქვენს გვერდით ვიქნები.."
579150_359731350814359_203749254_n_large
ყველანი ვდუმდით, ყველაფერი დუმდა... ვინღა დაიწყებს ბრძნული რჩევების მოცემას.. ვინღა გვეტყვის ასე არ მოიქცეთ, ისე არ მოიქცეთ... ვინღა დაგვიცავს...
- ეს ხუმრობა იყო ხოო??... მითხარით ხალხნო, ეს ხუმრობა იყო და მეტი არაფერი ხოო?? რატო ჩუმდებით? სად არის მარიამი?? საად?.. ალბათ აქვე გვემალება ხოო?? უნდა ავდგე, მოვძებნოთ.. ალბათ დამალობანას გვეთამაშება...(მე)
წამოვდექი... უგზოუკლოდ დავდიოდი.. ხეების უკან მხარეს ვამოწმებდი.. 
- ალბათ აქ არის დამალულიი.. არაა.. აიი აქ იქნება სადღაც...
- დაწყნარდი ლიიზა.. მან ხომ თქვა ღმერთთან ახლოს ყოფნა მინდოდაო და ის ახლა მასთანაა.. უსაფრთხოდ.. (ლუკა)
- ცრემლები.. ცრემლებიი.. თავისით მოდის, მაგრამ რატომ?? ის ხომ სადღაც გვემალება.. ხუმრობს.. რატომ მოიწყინეთ? მარიამი აქვე იქნება სადღაც... იის აღარ დაბრუნდება?... ლუკა გთხოვ მითხარი, სად არის მარიამი? 
სუნთქვა იმატებს, გული საგულეში აღარ ჩერდება, ცრემლებს კი თვალები ვეღარ იკავებს..
Tumblr_me8jy35oh71rku09ao1_500_large
 თითქოს აცივდა.. ყველაფერი დადუმდა.. ვარდისფერ, ლამაზ ყვავილებს და თავის სუნს, რაღაც საშინელება ცვლის.. მარიამის კეთილ ღიმილს და თბილ გამოხედვას თითქოს ბოროტება და სიცივე დაესაკუთრა.. ერთხელ დავკარგე და მეორედაც.. უკვე გულს აღარ შეუძლია.. ვეღარ აიტანს.. აქეთ-იქეთ ქვითინი ისმის, უარყოფითი ხმები.. ყველას ცრემლი აქვს თვალზე.. რატომ?? რატომ?? ნუთუ ის მართლა წავიდა??
- არა.. არაა.. ეს არ მოხდებოდა.. არ.... (მე)
- ჩქარა.. წყალი მოიტანეთ.. ფითრდებაა.. სწრაფად.. სწრაფად.. (ლუკა)
ისმოდა ხმები.. ხმები უარყოფითი... 
Tumblr_mhdn0kppli1rbk974o1_r1_500_large
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 949 | დაამატა: elle♥(M) | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 131 2 »
2013-06-10 Spam
vaimee :XX es ra iyo? :XX
vaimee :XX
auu dzaan magari iyoo <33
male gaagrdzele raa <33