მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მაისი » 24 » Learn To Forgive (13)
2:15 PM
Learn To Forgive (13)


Learn To Forgive 

 

მოთხრობის შემდეგი ნაწილი!

მოთხრობის მკითხველები, ყველა სრულიადში♥
ეს თავი ეძღვნება ჩემი მოთხრობის ერთგულ მკითხველს,
Sopho♥-ს. დიდი მადლობა, რომ ყველა თავს 
კითხულობ და აკომენტარებ ♥:*
       

თანდათან ბინდდებოდა, აი უკვე მთვარეც გამოჩნდა ცაზე და მე ლოცვა დავიწყე, ის ლოცვა რომელიც მარიამმა მასწავლა და მართლაც ლოცვის დროს რაღაცას ვგრძნობდი, თან თვალებსაც ვერ ვახამხამებდი, მთვარე თანდათან ძალიან ახლოს მოდიოდა ჩემთან, თითქოს დედამიწაზე დაეშვაო.. არ ვიცი რამდენი წამი, წუთი თუ საათი ვიყავი ასე მაგრამ რაღაც დროის შემდეგ მართლაც ამეწვა თვალები, მეც დავახამხამე და თითქოს ხელახლა დავიბადე. ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს, ჩემზე ძლიერი არავინ მეგულებოდა ქვეყანაზე..
- ლიზა როგორ ხარ?! (მარიამი)
- ამაზე კარგად არასდროს ვყოფილვარ, თითქოს მთლიანად შევიცვალე. 
- კარგი, ახლა დროა დავისვენოთ, რადგან ხვალ დიდი საქმე გველის წინ.
ყველამ დაიძინა, ირგვლივ სიჩუმემ დაისადგურა, მაგრამ მე ვერა და ვერ მოვხუჭე თვალი, თან თვალები ძალიან მეწვოდა და მარიამმა მითხრა, რომ გამოძინება იყო საჭირო. მაგრამ ხვალინდელ დღეზე ვნერვიულობდი, მე ხომ ყოველმხრივ გამოუცდელი ვიყავი ამ საქმეში. ბავშვებზეც ვნერვიულობდი, ისინი ხომ სრულიად უდანაშაულონი იყვნენ და მე ამ საქმეში მოვინდომე მათი ჩარევა. თავს ვაიძულებდი დამძინებოდა და სადღაც გამთენიისას ჩამეძინა.. დილით კი ძალიან ადრე გაგვაღვიძა მარიამმა..
524209_4152262606428_678115468_n_large
- მარიამ გთხოვ ცოტა ხანი ვიძინებ.. (მე)
- არა ლიზა, უნდა წავიდეთ. (მარიამი)
მარიამი თვალებში ჩამაჩერდა და დიდ ხანს ასე მიყურებდა, შემდეგ კი გაბრაზებულმა მითხრა:
- შენ რაა? ღამით არ გიძინია? ლიზა ხომ გითხარი არაა? გაგიჭირდება მისი დამარცხება, რადგან სუსტ წერტილს ასე ვერ იპოვნი. (მარიამი)
- აუ მართლა? ხო მაგრამ ვერ დავიძინე, თან რაღაც ცუდად ვგრძნობ თავს. (მე)
- აუუ ლიზ რა გჭირს? (ელა)
- არ ვიცი, არ შემიძლია ადგომა, და მითუმეტეს ბრძოლაში ჩართვა. (მე)
- ჯადოს გამოვიყენებდი, მაგრამ ამას მინიმუმ 2 საათი მაინც უნდა და მანამდე ანტონიც მოგვაგნებს. თან შენი მეგობრები 24 საათში ძალას დაკარგავენ და მერე ვერაფერს შევძლებთ. (მარიამი)
- იქნებ ვერ მოგვაგნოს ანტონმა? ჩვენ ხომ კედელი გვიცავს და 2 საათში როცა ლიზა წამოსვლას შეძლებს მერე წავიდეთ. (ლუკა)
- კედელი მხოლოდ 3 მხარეს იცავს, მაგრამ ანტონმა შეიძლება სხვა გზიდან წამოვიდეს და ხის კარს მოადგეს, შემდეგ კი მას ვერაფერი შეაჩერებს. (მარიამი)
- კი მაგრამ ლიზას არ შეუძლია წამოსვლა და აზრი არ აქვს ანტონთან მისვლას, მას მაინც ვერ დავამარცხებთ! (ლუკა)
- კარგით! მაშინ ლიზამ 1 საათი გამოიძინოს შემდეგ მე ჯადოს გამოვიყენებ და წავიდეთ. (მარიამი)
- ჰო მარიამ, ასე აჯობებს! (რატი)
მარიამმა სხვა ოთახში გამიყვანა, მე თითქმის 1 საათი მკვდარივით მეძინა, როცა გამოვიღვიძე ყველა ჩემს ირგვლივ იყო:
- დილასთან შედარებით უფრო დამშვიდებული გაქვს თვალები. (ელა)
Tumblr_m0une2x3ox1qbnoh8o1_500_large
- კარგი ბავშვებო გადით თქვენ და ალბათ სადღაც 30 წუთი დასჭირდება ამ ყველაფერს. (მარიამი)
ოთახიდან ყველა გავიდა, დავრჩით მე და მარიამი. მან რაღაც წითელი სითხე გამოიღო კარადიდან, მარიამმა ლაპარაკი დაიწყო ჩუმად და ამ დროს სითხე თავისით გადმოვიდა სინჯარიდან, ჩემს თვალთან ახლოს მოვიდა და თვალებში შემესხა, ისტერიული ყვირილი მოვრთე, ისეთი მწარე იყო. ყველა შემოცვივდა ამბის გასაგებად.
- რა ხდება?
მარიამმა ყველას ხელით ანიშნა გარეთ გასულიყვნენ და მისთვის ხელი არ შეეშალათ, ისინიც იძულებული გახდნენ გასულიყვნენ.
- ლიზა, მე ახლა გავალ თორემ გადაირევიან შენი მეგობრები. შენ კი თვალები დახუჭე და 15 წუთის განმავლობაში არ გაახილო.
- კარგი.
15 წუთის განმავლობაში თვალებ დახუჭული ვიჯექო, სადღაც 5 წუთი რომ გავიდა ხმაური მომესმა, უცებ კარი ძლიერად გააღო რატიმ და მითხრა:
- ანტონმა მოგვაგნო, ის ხის კართანაა და იქედან ყვირის, როდის უნდა გაახილო თვალი?
- რაა? ის უკვე აქ არის?
- კი აქ არის.
- არ ვიცი მარიამმა მითხრა 15 წუთი თვალები არ გაახილოო და 5 წუთში მეც გამოვალ, მანამ როგორმე გაუმკლავდით.
- კარგი წავედი, გელოდებით!
ვეღარ ვისვენებდი გარეთ გასვლა მინდოდა, მოულოდნელად ველოდი 5 წუთის გასვლას. და აი საათმა 12 ჩამოკრა, მეც თვალი გავახილე, ჩემს წინ სარკე იყო და დავინახე, რომ წითელი თვალები მქონდა.
Large
 ამას არც გავუკვირვებივარ რადგან ის სითხე რომელიც თვალში შემესხა აუცილებლად რაღაცაზე იმოქმედებდა. წამოვდექი და კარი გავაღე, ამ დროს ანტონმაც შემოამტვრია ხის კარი და ჩემს პირისპირ დადგა. მის უკან იდგნენ პიკო, ბუსა, კატო და კიდევ ვიღაც 2 კაცი. ანტონი შეცბა ჩემი თვალების დანახვაზე, მე კი უტეხად ვუყურებდი, ცოტა ხნის შემდეგ მან თქვა:
- ლიზა! ხომ გითხარი ჩემს წინააღმდეგ არ წახვიდეთქო) (ანტონი)
- მე თქვენი არ მეშინია. (მე)
ვცდილობდი ამ საუბარში, სანამ ჩხუბს დავიწყებდით მისი სუსტი წერტილი დამენახა, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერს ვხედავდი. ანტონი თავისიანებისკენ შებრუნდა, მათ რაღაც უთხრა და ამ დროს მინიშნებისმაგვარი დავინახე. ანტონის კეფაზე წითელი რგოლი გამოისახა და ამ დროს მივხვდი, რომ სწორედ ეს იყო მისი სუსტი წერტილი.. ამავე დროს მე დანარჩენებისთვისაც უნდა მეთქვა, რომ თუ შესაძლებლობა ექნებოდათ კეფაში დაერტყათ მისთვის და ანტონს დავამარცხებდით. ელა ყველაფერს მიხვდა, რადგან მას აზრების კითხვა შეეძლო და ჩემი ფიქრები წაიკითხა. ამიტომ აღარ ვნერვიულობდი, რადგან მან ყველას შეატყობინა ამის შესახებ. ამ დროს ანტონი შემობრუნდა ჩემკენ და მითხრა:
- ბრძოლის დროა! ან ჩვენ დავიხოცებით ან თქვენ!
მე მას თავი დავუქნიე და მივუახლოვდი, ანტონმა თავის ხალხს უბრძანა, რომ ბრძოლა დაეწყოთ.
 მე და ანტონი ერთმანეთისგან მოშორებით დავდექით. პირველი რატი და პიკო გავიდნენ საბრძოლველად, რატის წყლის მართვა შეეძლო, მან ხელი წყლისკენ გაიშვირა რაღაც მოძრაობა გააკეთა და უზარმაზარი წყლის ნაკადი წავიდა პიკოსკენ, მან შეძლო აცილება, რაც ძალიან გამიკვირდა, რატიმ მეორედაც სცადა, მაგრამ პიკოს ვერ მოერია, ამიტომ გიო და საბა გავიდნენ არენაზე, მათ ერთობლივი ძალებით და ერთი დარტყმით მოკლეს პიკო. ბუსა ძალიან ცუდად უყურებდა ელას, ელამ მისი ფიქრები წაიკითხა და სანამ ბუსა დაიწყებდა მოქმედებას, მან მშვილდისარი მოიმარჯვა და მშვილდი ზუსტად გულზე დაესო. მან ბუსა სიცოცხლეს გამოასალმა, ანტონი ძალიან ანერვიულდა, რადგან ისინი ჩვენზე ცოტა დარჩნენ, მაგრამ მამაკაცები რომლებიც მას უკან ედგნენ ძალიან ძლიერები მეჩვენა.. ამ დროს მარიამმა ჩამჩურჩულა:
-ლიზა გუშინ არ მითქვამს შეიძლება მთვარეს შენთვის კიდევ ერთი ძალა მოეცა, მიდი ხელი გაიქნიე და ვნახოთ რა მოხდება.
 მეც ხელის რაღაც მოძრაობა გავაკეთე და ჩემს ხელში ცეცხლის გროვა დავინახე.
Tumblr_m8r4va3i4i1rntctko1_500_large
 ხელი ერთ-ერთი კაცისკენ გავიშვირე და მას ცეცხლი მოეკიდა, რადგან ამის მოლოდინი არ ჰქონდა.
 ის მთლიანად დაწვა ცეცხლმა, ეს ყველაფერი საშინელი სანახავი იყო, თუ როგორ იწვოდა მისი სხეული და როგორ საზარელ ხმებს გამოსცემდა. ძალიან ბედნიერი ვიყავი იმით, რომ ჩვენგან ჯერ არავინ დაშავებულა, უბრალოდ რამდენიმე იარა ჰქონდა რატის, რომელიც მალევე განკურნა ლუკამ. მოწინააღმდეგე მხარეს დარჩნენ ანტონი, კატო და ორი კაციდან ერთ-ერთი. მე კი როცა ამ სიტუაციას გადავხედე ანტონს შევთავაზე:
- ანტონ, თუ არ გინდა, რომ ამ ბრძოლაში შენც დაიღუპო მაშინ თავი დაგვანებე სამუდამოდ და თქვენც არაფერი დაგიშავდებათ!
- არავითარ შემთხვევაში!
და მან ამ დროს მისი ჯადოსნური ჯოხი გამოიყენა და ლურჯი სხივი გიოს მოხვდა, გიომ დაიყვირა და უგონოდ დავარდა, ამაზე ძალიან გავბრაზდი და ცეცხლი გავუშვი მისი მიმართულებით, მაგრამ მან თავისი ლურჯი სხივით მოიგერია, სასწრაფოდ უნდა მეღონა რამე სანამ ყველას დაგვხოცავდა, მაგრამ უკნიდან ვერანაირად ვერ მოვუდექი.. ამიტომ გადავწყვიტეთ ჯერ კატო და ის კაცი მოგვეშორებიდა თავიდან, მაგრამ საბა ვერ შეძლებდა ვერაფერს, რადგან ის გიოს გარეშე არაფერი იყო, ლუკას ძალა აღარ ეყო და გიო ვერ განკურნა.. ამის გაფიქრება და ელა კატოს მივარდა, მაგრამ კატოს ძალა გაცილებით მეტი იყო.. ამ დროს რატი წამოიმართა და წყალი ანტონის გვერდით მდგომი კაცისკენ გაუშვა, მან ვერ აიცილა ცუნამი და წყალში დაიხრჩო.
Tumblr_mkncpumzq21rbyfeno1_400_large
 დარჩნენ კატო და ანტონი.. კატოს ვერაფერს ვუხერხებდით, ალბათ მას ანტონი ჰმატებდა მეტ ძალას.. და აი როგორც იქნა ანტონი მე და მარიამმა მოვიმწყვდიეთ შუაში, მან უეცრად მარიამისკენ გაისროლა ლურჯი სხივი, ამ დროს კი მარიამმა თავისი თეთრი სხივი დაახვედრა, ძალები თანაბარი იყო, ანტონი ჩემს წინ მოექცა ზურგით, მე კი იდაყვი ჩავარტყი კეფაში, მისი ლურჯი სხივი თანდათან ძალას ჰკარგავდა და ჩვენ ავისრულეთ ოცნება, ანტონი დავამარცხეთ. უცებ გიოსთან მივვარდი:
- ოღონდ ეს არა :@ (მე)
- რა ხდება?.. (მარიამი)
- ის აღარ სუნთქავს, ლუკა დაეხმარე მას!! (მე)
- ძალა აღარ მაქვს, მარიამ შენ ვერ შეძლებ? (ლუკა)
- მიმიშვით! (მარიამი)
მარიამი მასთან მივიდა, ის ცდილობდა გადაერჩინა.
- ის სამწუხაროდ. (( (მარიამი)
- რაა? არა არა, ის არ მოკვდებოდა.. (მე)
მასთან ჩავიმუხლე, მთელი ძალით ვცდილობდი გადამერჩინა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ყველას ცრემლი გადმოცვივდა.. იქვე გვერდით მივიხედე და კუთხეში კატო დავინახე, ის გადარჩა და ახლა თავი ჰქონდა ჩახრილი და ტიროდა.
- კატო შენ აქ რა გინდა? ვერ წახვალ აქედან? გაეთრიე! ხომ ხედავ სასიკვდილოდ მაინც ვერ გაგიმეტე, ახლა კი წადი, შეგვეშვი! (მე)
- გიო აღარ არის? (კატო)
- არა! კმაყოფილი ხარ ხოო? ხომ აიხდინე შენი ოცნება! (ელა)
- ეს არ ყოფილა ჩემი ოცნება, იცით... (კატო)
- იცი რაა? შენს მოსმენას არ ვაპირებ და თავს ნუ გვაცოდებ, ვითომც არაფერი მომხდარა. (მე)
- კარგი აცადე, თქვას რისი თქმაც უნდა! (მარიამი)
- მადლობ! მე ის მიყვარდა .. :@( (კატო)
ყველანი ვდუმდით, ყველას თვალზე ცრემლი იყო და ვნანობდით, რომ ეს სრულიად უდანაშაულო ადამიანი აქ წამოვიყვანეთ, ადამიანი რომელიც არაფერ შუაში იყო.. ის ხომ მხოლოდ 17 წლისაა. 
- ჩემი ბრალია ყველაფერი.. (მე)
- კარგი დაწყნარდი! (ლუკა)
ლუკა ჩემთან მოვიდა და ჩამეხუტა, მაგრამ ახლა ვეღარაფერს ვუშველიდით რადგან 1 ადამიანი დავკარგეთ..
- იცით რაა? თქვენ გგონიათ მე არ ვდარდობ, თქვენც დახოცეთ ჩემი მეგობრები! (კატო)
- ამას დამიხედეთ რაა!!.. მაგათ ადარებ სრულიად უდანაშაულო ადამიანს, რომელსაც მთელი ცხოვრება წინ ჰქონდა? (ელა)
- მართალი ხარ, მაგრამ... კარგით მე წავალ, იმედია როცა დაკრძალავთ შემატყობინებთ. (კატო)
მისთვის არავის არაფერი უთქვამს, კატო წავიდა და ისევ სიჩუმემ დაისადგურა სანამ მარიამმა არ გვითხრა ერთი რამ...
Tumblr_mja4ncmulq1rinxm6o1_1280_large
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 804 | დაამატა: elle♥(M) | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 6
2013-05-25 Spam
აუ მალე დადე ელლ <3 შედარებით დიდიიყო.. გიოოო :((:დდდდ ლუკა happy <3 ვაიმე რაკაითავიიყო სადგაწყვიტე!