მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 16 » Learn To Forgive (21)
11:27 PM
Learn To Forgive (21)


Learn To Forgive  


მოთხრობის შემდეგი ნაწილი!


ნახეთ :))
 


რამდენიმე წუთში ჩამეძინა კიდეც და უცებ ვიღაცის კივილის ხმა მოისმა. უცებ ორივენი წამოვვარდით და ერთმანეთს მივეკარით:
- ვაიმე ლიზა ვინ კივის? :XXX
- მეშინია!!
- ვაიმე ნეტავ ვინ არის? მგონი გარიდან შემოდის არა?
- ჰო გარიდანაა. გადავიხედოთ ფანჯრიდან?
- მეშინია მარა წამო გადავიხედოთ! 
მე და ელა ერთმანეთზე მიკრულები ფანჯარასთან ფეხაკრეფით მივედით, ფარდა ფრთხილად გადავწიეთ და ფანჯარაში როცა გავიხედეთ, დავინახეთ ვიღაც ქალი მირბოდა და კაცი მისდევდა.
- ალბათ ქურდობაა!
- ელა ისე პოლიციაში ხო არ დაგვერეკა ცოდოა ის ქალი..
- ხო, ხო დავრეკოთ.
ელამ პოლიციაში დარეკა, მისამართი ჩააწერინა და ისინიც მალე კართან იდგნენ და მე ისინი სასტუმრო ოთახში შემოვიყვანე:
- დასხედით!
- არა იყოს, უბრალოდ მოკლედ მოგვიყევით რა მოხდა.
Resultados da Pesquisa de imagens do Google para http://content.hollywire.com/sites/default/files/2012/03/13/alex-pettyfer-police-uniform-magic-mike-set.jpg
მე და ელამ 2 წუთში ყველაფერი მოვუყევით და ისინი მალე წავიდნენ.
- აუუ ელ, როგორ გამიხარდა ისევ ის უჩინარი რომ არ იყო, თორე შეიძლება გავგიჟებულიყავი!
- აუ აბაა! მეც.. გეძინება?
- არა. წამო სამზარეულოში წვენი დავლიოთ, 1-2 საათში გათენდება კიდეც და მაქსთან წავიდეთ. რომ იცოდე როგორ მაინტერესებს რას იტყვის.
- მეც ძალიან მაინტერესებს. მარა რად უნდა მაგას ლაპარაკი, რო იმ ვიღაცამ დაუშავა.
- არ ვიცი, იქნებ ქურდი შემოიპარა, არ არის გასაკვირი.
- ჰო ისე მართალი ხარ.
მე და ელა წვენს ვსვამდით და ამ დროს სამზარეულოს კარში სოფი გამოჩნდა:
- უი გოგოებო აქ ხართ? (სოფი)
- ჰო.. რაიყო არ გეძინება? (მე)
- აუ რა ვიცი ვერ დავიძინე. (სოფი)
- მოიცა წვენს დაგისხამ.. ცოტა ხანში გათენდება და მაქსთან წავიდეთ კარგი? (ელა)
- ჰო რათქმაუნდა! მადლობ. შენ ელა ხარ ხო? (სოფი)
- კი ელა ვარ. (ელა)
- უი თქვენ არ იცნობთ ხო ერთმანეთს? გაიცანით ელა და სოფი ^^ (მე)
- სასიამოვნოა. (სოფი)
- ჩემთვისაც. (ელა)
ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა და შემდეგ სოფიმ თქვა:
- ელა! მინდა რაღაც გკითხო! შეიძლება? (სოფი)
- რათქმაუნდა, მკითხე. (ელა)
- ცოტა უცნაურ კითხვას დაგისვამ. მაქსი მოგწონს?
- რაა? (ელა)
- ელა უპასუხე! (მე)
- კარგი... რავიცი ცოტა კი. (ელა)
სოფის სახეზე ნერვიულობა შეეტყო.
- და იცი რომ?.... მას ძალიან უყვარხარ? (სოფი)
- რაა? მეკაიფებიი? (ელა)
- არ გეკაიფება ელ! მართლა ასეა, მაქსი თურმე სულ შენზე ლაპარაკობს და ძალიან უყვარხარ! (მე)
- არ არსებობს... :o
O.O
- არსებობს, არსებობს! და ძალიან გთხოვ გამოიჩინე მის მიმართ სითბო და აგრძნობინე, რომ მის გვერდით ხარ, რადგან მას ახლა ყველაზე მეტად შენთან ყოფნა უნდა. (სოფი)
- ვაიმე მართლა? ამას როგორ ვიფიქრებდი. აუცილებლად გავითვალისწინებ და მადლობ რომ მითხარი. (ელა)
- რისი მადლობა. (სოფი)
- ისე, არ გინდა, რომ ერთი ძალიან მაგარი ბიჭი გაგაცნო? თან შენც ძალიან ლამაზი გოგო ხარ, თან საბას მოსწონს ცისფერ თვალება გოგოები. (ელა)
სოფიმ დაიმორცხვა.
- ელა სიმართლეს გეუბნება, საბა ძალიან კარგი ბიჭია და არ დაიწყო ეხლა, უარს არ მივიღებთ. ხვალ საბას კარგად გაგაცნობთ ^^ (მე)
- ხო მაგრამ.. ახლა არის ამის დრო? (სოფი)
- ჰაჰჰ :დ მაგის დრო ყოველთვის არის. აი ნახე როგორ ძალიან მოგეწონება. გარეგნულად იცი როგორია? (მე)
- იქ იმდენი იყვნენ... (სოფი)
- ეგ რომელი იყო იცი? მწვანე თვალები რო ქონდა, მაგრად რო ეცვა და ძალიან სიმპატიური რომ იყო ეგ :დ (ელა)
.
სოფი სახეზე წამოწითლდა, ვეღარაფერი თქვა და მივხვდი, რომ მას საბა შემჩნეული ჰყავდა და მოეწონა კიდეც.
- გევასა ხო? :დ (მე)
- რა ვიცი. მოდი ჯერ გამაცანით და მერე გეტყვით. (სოფი)
- აბა რას ვიზამთ... უი 8 საათი მოსულა, წამო ჩავიცვათ და წავიდეთ საავადმყოფოში, დედა და მამა დაიღლებოდნენ და დაისვენებენ. (მე)
მე და ელა ოთახში შევედით, შხაპი მივიღეთ, ჩავიცვით და სოფის თავისი ოთახის კართან დაველოდეთ. სოფი გამოვიდა ოთახიდან:
- ვაუუ :o რა ლამაზი ხარ!
- მადლობთ. ^^
სოფი მართლაც ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა, ამის მიზეზს მივხვდით და მალე საავადმყოფოშიც მივედით. გზაში ძალიან ვნერვიულობდი, გული გამალებით მიცემდა. ვაითუ მაქსის მდგომარეობა გაუარესდა. მაგრამ თავს იმით ვიიმედებდი, რომ დედას და მამას არ დაურეკავს და ალბათ ცუდი არაფერი მომხდარა. საოპერაციოსთან როცა მივედით, იქედან ექთანი გამოვიდა, ჩაგვიარა და წავიდა. ჩვენ ოთახში შევედით, მაგრამ საწოლი ცარიელი იყო და ამან ძალიან შემაშინა:
- ვაიმეეე! სად არის მაქსიი! ღმერთო სად არის! 
- დაწყნარდი ლიზა, ახლავე გავარკვევ!
- რა ხდება! სად წაიყვანეს ჩემი ძმა? :X ნუთუ... ნუთუ... რა ხდება ელა მითხარი რა ხდება? :/
- დაწყნარდი ლიზა! ყველაფერი კარგადაა! (სოფი)
- რა არის კარგად? ჩემი ძმა სად წაიყვანეს!!!!
- ლიზა დაწყნარდი! ექიმმა თქვა, რომ მდგომარეობა ბევრად უკეთესი იყო, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება და ახლა პალატაში გველოდება ^^ (სოფი)
მე პალატისკენ გავიქეცი, კარი სწრაფად გავაღე, მაქსის საწოლთან დედას ეძინა და მისი ხელი თავის ხელში მოექცია. მაქსს კი ეღვიძა და ეტყობოდა, რომ ხუმრობის ხასიათზე იყო:
- ვააა მოდეეეეთ :დ 
- მოდეეეთს განახებ ეხლა შენ! როგორ შემეშინდა! :/ (მე)
- რამ შეგაშინა? :დ (მაქსი)
- რამ და საოპერაციოში რო ვეღარ დაგინახე, შემეშინდა. ყველას ძალიან შეგვეშინდა და ვინერვიულეთ. მამა სად არის? (მე)
- მამა კაფეში ჩავიდა, დედას რაღაცეები უნდა ამოუტანოს. 
- აა ^^
მაქსი დედასკენ გადაიხარა და თავზე აკოცა. დედას გაეღიმა და თვალები გაახილა:
- უი ბავშვებო, მოხვედით?
- კი დეე.
მე დედას მივუახლოვდი და ჩავეხუტე, ამ დროს მამაც მოვიდა, რაღაცეები ამოიტანა და მაგიდაზე დააწყო. ახლა მამასთან მივედი და მას ჩავეხუტე, ვგრძნობდი, რომ მამა გამოსწორდა და ახლა ძალიან ზრუნავდა ჩვენზე. რამდენიმე წამის შემდეგ შევამჩნიე, რომ სოფი ჩუმად იჯდა და არ იძვროდა, მას მივუახლოვდი და ვუთხარი:
- ნუ ღელავ! ახლავე მივწერ საბას რომ მალე მოვიდეს.
სოფის სახე გაუბრწყინდა და მაქსს შეეკითხა:
- უკეთესად ხარ?
- კი ბევრად!
ამ დროს ისიც შევამჩნიე, რომ ელაც ჩუმად იყო და გადავწყვიტე ყველანი გარეთ გამეყვანა და ელა მაქსთან დამეტოვებინა.
Facebook
 ყველანი გარეთ გავედით, ამ დროს საბაც მოვიდა და მე ის და სოფი ერთმანეთს გავაცანი და ისინი გარეთ გავიდნენ სასეირნოდ. შევამჩნიე, რომ საბასაც მოეწონა სოფი, რადგან ის ძალიან ლამაზი გოგო იყო. დედა და მამა სახლში წავიდნენ, რომ ცოტა ხნით დაესვენათ და დავრჩი მარტო საავადმყოფოს დერეფანში. არ ვიცოდი რა მექნა, ელა კარგა ხანს არ გამოვიდოდა მაქსის პალატიდან, სოფი და საბაც მალე არ დაბრუნდებოდნენ და გადავწყვიტე ბანკეტზე წავსულიყავი, რომ უბრალო მაყურებელი ვყოფილიყავი. თან ძალიან მინდოდა ლუკას ნახვაც. ტაქსი ავიყვანე და სკოლაში წავედი, რადგან ვიცოდი, რომ დილით ადრე იქ უნდა შეკრებილიყვნენ. კლასში შევედი და ყველას მივესალმე. ჩემთან ლიკა მოვიდა და მითხრა:
- ლიზა, გინდა ერთად წავიდეთ სილამაზის სალონში?
- ააჰჰ.. იცი... მე ვერ ვესწრები ბანკეტს, ჩემი ძმა არის ცუდად და ვერ დავტოვებ.
- აა.. ცუდია :/ ლუკას ხო არ ეძებ?
- კი ვეძებ. სად არის ხომ არ იცი? აქ არ ჩანს.
- მეც ლუკას ვეძებ და არ ვიცი სად არის, ყველა აქ არის მის გარდა. 
- ხო იცი მაგას როგორ უყვარს დაგვიანება. ალბათ მოვა მალე.
- ჰო ალბათ. მარა რა ვიცი შენთვის არ მოუწერია?
- არა, მე ვუთხარი, რომ ბანკეტს არ ვესწრებოდი და არ შემხმიანებია.
- აა. კაი წავედი ეხლა მოსამზადებელი ვარ და თუ გამოჩნდა ლუკა აუცილებლად გეტყვი.
- კაი ლიკა, მადლობა.
ცოტა ხანში ერთ-ერთ პარკში ვიყავი, ვეღარ მოვითმინე და ლუკას დავურეკე, მაგრამ არ მპასუხობდა, შემდეგ შეტყობინება გავუგზავნე: <<ლუკა, გთხოვ როცა მოიცლი აუცილებლად დამირეკე, სალაპარაკო მაქვს>>
love
შეტყობინება მიუვიდა, მაგრამ პასუხს არ მწერდა. ჯერ მხოლოდ 10 საათი იყო, მაგრამ გულმა არ მომითმინა და სახლში წავედი მასთან.
- ლუკა, გააღე კარი, ლიზა ვარ!
კარი ვიღაც გოგომ გამიღო და მკითხა:
- ვინ ხართ?
- თვქენ თვითონ ვინ ხართ?
- მე მოახლე ვარ. რა გნებავთ?
- აა.. ლუკა სახლშია? საქმე მაქვს მასთან სასწრაფოდ უთხარით გამოვიდეს!
- ლუკა აქ არ არის!
- სად არის? იქნებ მითხრათ სალაპარაკო მაქვს მასთან..
- ამერიკაში თუ ჩააკითხავთ ელაპარაკეთ.
- საად???
- ჰო ამ დილით გაფრინდა და დამიბარა, რომ თუ ვინმემ მიკითხოს უთხარი, რომ კარგა ხანს არ დავბრუნდებიო..
- ვაიმეე.. კი მაგრამ ტელეფონზეც არ მპასუხობს..
- არ ვიცი მეტს ვერაფერს გეტყვით. ნახვამდის!
მოახლემ კარი ცხვირწინ მომიხურა და გაშეშებული ვიდექი. ნუთუ ლუკა სამუდამოდ დავკარგე, ჩემი სულელური ქცევებით. მე ხომ მასთან ერთად ყოფნის მეტი არაფერი მინდოდა!!! ჩვენი დაშორება, ხომ აქამდე ვერავინ შეძლო და ახლა? ახლა კი თვითონ მოინდოდა ამის გაკეთება!! მიმატოვა და წავიდა. ის ხომ ახლა ჩემგან ძალიან შორს არის, სადღაც სხვაგან, იქნებ სხვასთანაც.. რატომ ლუკა?? შენ ხომ ჩემი პირველი სიყვარული იყავი, როგორ ვიცხოვრო შენს გარეშე!! :’( ეს არ უნდა მომხდარიყო, არ უნდა დაგეტოვებინე ამ საგიჟეთში....
გავუყევი გზას საავადმყოფოსკენ და საბა და სოფი უკვე დაბრუნებულიყვნენ და საავადმყოფოს კაფეში ისხდნენ. არ მინდოდა მათთვის ხელი შემეშალა და ზემოთ, მაქსის პალატაში შევედი. ელა იქ აღარ იყო და მაქსის საწოლის გვერდით მდგარ სკამზე დავჯექი, ცხარე ცრემლით ავტირდი და თავი გულზე დავადე:
- რა მოხდა დაიკო?
- ის წავიდა და აღარასოდეს დაბრუნდება!! :’( აღარასოდეს!
- ჰოო.. 
მე თავი წამოვწიე და გაოცებული სახით შევყურებდი მაქსს, ნუთუ მან ამის შესახებ იცოდა.
- მაქს მითხარი რა მოხდა?
- აი აიღე!
- ეს რა არის?
- დილით ის ჩემთან იყო და ეს დაგიტოვა.
Fortes fortuna adiuvat
და მან თეთრი კონვერტი მომცა, რომელიც სასწრაფოდ გავხსენი და ხმამაღლა კითხვა დავიწყე: ,,ახლა იმ პარკში ვზივარ, ჩვენ რომ გვიყვარდა ხოლმე მოსვლა, მარტო ჩვენ ორს. მაგრამ როგორ გვიყვარდა, როცა შენთან ერთად მხოლოდ ერთხელ ვიყავი აქ მაგრამ ისეთი რამ განვიცადე, რომ ეს ადგილი სიგიჟემდე შემიყვარდა. რათქმაუნდა! გეგონა, რომ გოგოების მოყვარული ვიყავი, მაგრამ ასე არ არის, აქ მე პირველად შენთან განვიცადე ის გრძნობა, რასაც აქამდე ფიქრებშიც კი ვერ წარმოვიდნენდი... პირველი კოცნა... პირველი ჩახუტება.. პირველი! ჰო.. ეს პირველი იყო.. შენ ერთადერთი მონაპოვარი ხარ ჩემს უაზრო და არაფრის მომცემ ცხოვრებაში. მძულხარ!!!! მძულხარ!!! ყველაზე მეტად მძულხარ ჩემო თავო!!! შენ არ იცი როგორ მეზიზღება ჩემი თავი.. მე არ ვარ კაცი, მე ვერ შევძელი ყველაფრისთვის გამეძლო და რაში გჭირდება შენ არაკაცის გვერდით ყოფნა? იცი რატომ ვარ არაკაცი? იმიტომ რომ ამ მძიმე წუთებში დაგტოვე, მიგატოვე და წავედი სადღაც შორს თავის დასაღწევად, იქ სადაც ალბათ ჩემს ადგილს ვიპოვი! აქ ხომ სუსტები ცხოვრობენ! შენ ნუ იდარდებ, მე ჩემი ადგილი ვიპოვე და შენ უნდა დამივიწყო, აღარ იფიქრო ჩემზე! მე არ ვარ შენი ფიქრის ღირსი... მე არაფრის ღირსი არ ვარ, მხოლოდ სიკვდილის!!! ისიც არ ვიცი ამ წერილის გამოგზავნაც როგორ გავბედე, ძალიან ვნერვიულობ, რომ საერთოდ შეგძულდები, მაგრამ შენ უნდა შეგძულდე, უნდა გეზიზღებოდე, რადგან მე მიგატოვე და მხოლოდ წერილი დაგიტოვე, მხოლოდ იმისთვის, რომ მეთქვა ,,დამივიწყე"! მიეცი შენს თავს მეორე შანსი, გაიღიმე და თქვი: ,,აღარ მიყვარხარ"!
jacob black | Tumblr
- ალბათ ხუმრობს ხო? ხუმრობს! კი ნამდვილად ასეა.. არა მაქს? ასე არ არის??
- ლიზა გთხოვ დაწყნარდი! 
- რას მთხოვ? ამის შემდეგ რაც მე ჩემი საკუთარი თვალებით წავიკითხე ამის შემდეგ დავმშვიდდე? ის წავიდა.. გესმის? ის წავიდა და ამის შემდეგ მეუბნები რომ დავწყნარდე? მაქს ხედავ? აი ნახე შენი თვალით წაიკითხე რაც დაწერა.
ცრემლი არ გადმომვარდნია, გავიყინე, გავშეშდი, მგონი ვკვდები და ძალიან კარგი! მე ხომ ახლა მეტი არაფერი შემიძლია. მან დამტოვა!!!....
- ლიზა ეს ნახე! მეილი მომწერა ლუკამ!
- არ მინდა წაიღე!.. მომაშორე!!
- გთხოვ ნახე!
- არა! ახლა ყველაზე მეტად მინდა რომ მოვკვდე!
- შენ თუ არ წაიკითხავ, მე წავიკითხავ!
 ,,ვეღარ მოვითმინე და მინდა მეორე წერილში ისეთი სიტყვები მოგწერო, რაც გულს აღარ გატკენს. შეიძლება ახლა ტირი, მაგრამ არ იტირო. ხომ იცი მე შენი ხმა ყველგან ჩამესმის! იცი ,,მე შენ მიყვარხარ"! მაგრამ ამ სიტყვებმა ხომ უკვე ფასი დაკარგა, ეს ხომ უკვე არაფერს გულისხმობს, ეს უბრალოდ სამი სიტყვისგან შემდგარი წინადადებაა, რომელშიც ის გრძნობები აღარ არის ჩაქსოვილი, რომელიც აქამდე იყო <<ეს ალბათ შენთვის. მაგრამ მე მენატრები, სიგიჟემდე მენატრები, მიყვარხარ აი როგორ იცი? უსასრულობამდე, მიწის სიღრმიდან სამყაროს დასალიერამდე და იმის იქითაც.. იცი შევცდი, აქ ვერ ვპოულობ ჩემს ადგილს, მაგრამ ჩემი ადგილი მაინც აქ არის! იცი.. მე აღარ დავბრუნდები, არასდროს.. შენ ჩემს გარეშეც  კარგად იქნები, რადგან მე უკვე აღარაფერი ვარ. ამ წერილს ვიღაც გოგო გამოგიგზავნის.... რადგან იცი ახლა სად ვარ? თვითმფრინავის გასასვლელთან გამოვიპარე და ვცდილობ კარი გავაღო, მაგრამ არ იღება, რა ვქნა?? ნებას არ მაძლევენ... მაგრამ მე მაინც.....
Image - TinyPic - Free Image Hosting, Photo Sharing & Video Hosting

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 792 | დაამატა: elle♥(M) | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 6
2013-10-19 Spam
მალე დადე.. დდი კომენტარების წერის თავი მართლაა რ მაქვს დეე.. :(( მომეწონა ძალიანდ ა მიხარია რომ დიდ თავებს დებ!!<3 მ ა ლ ე !