მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მაისი » 10 » Learn To Forgive (10)
9:35 PM
Learn To Forgive (10)


Learn To Forgive 

 

მოთხრობის შემდეგი ნაწილი!

მოთხრობის მკითხველები, ყველა სრულიადში♥
ეს თავი ეძღვნება ამ მოთხრობის ყველა მკითხველს 
მადლობთ ბავშვებო, რომ კითხულობთ, მაგრამ...♥:*
      

წინა თავს ჰქონდა 21 ნახვა და 4 კომენტარი. აი მითხარით რას ნიშნავს ეს? უბრალოდ ამდენი თუ ნახულობთ 1 კომენტარის დაწერა გეზარებათ? ძალიან გთხოვთ რა ვინც კითხულობთ მოთხრობას კომენტარი დაწერეთ, რომ გავიგო რამდენი ხართ. აი ნახეთ 4 კომენტარზე ვაგრძელებ, ვინ აკეთებს ასე სხვა? მე იმიტომ ვაგრძელებ რომ ვისაც მოთხრობა უყვარს და კითხულობს მათ არ გავუცრუო იმედები და არ ვაწყენიო.. ამიტომ გთხოვთ დააკომენტარეთ!! <3 მაპატიეთ პატარა თავია, მეტი ვერ მოვასწარი :(( დაწერეთ კომენტარები და ხვალვე დავდებ!!

ცის, მთვარისა და ვარსკვლავების ყურებაში გავერთე, თან ვფიქრობდი ბედნიერ ცხოვრებაზე. ერთი კითხვა მიჩნდებოდა: ,,-რატომ არ მეღირსა ბედნიერება." მაგრამ პასუხს არავინ მაძლევდა. ამდენი პრობლემა, გაუთავებელი შიშები, იმის რომ შეიძლება უცებ უკან ვინმე მოგეპაროს და შენი ცხოვრება დამთავრდება. მაგრამ ზოგჯერ ძალიან დიდი სურვილი მიჩნდებოდა ამ სამყაროდან წასვლის. ეს ყველაფერი გულს მიღრღნიდა და ფიქრი შევწყვიტე, რადგან ახლა მოდუნების დრო არ იყო. საათს დავხედე და დილის 6 საათი მოსულიყო, უკვე მზის სხივები ეფინებოდა დედამიწას და მალე ყველაფერი განათდა. სანამ სკოლაში წავიდოდი გადავწყვიტე გაკვეთილებისთვის გადამევლო თვალი, მაგრამ წიგნებთან ვერ მივედი, საერთოდ სხვა ვერაფერზე ვფიქრობდი გარდა ჩემი პრობლემებისა. ამ დროს ელამაც გამოიღვიძა:
- ლიიზ, ასე ადრე რამ აგაყენა?
- რავი ვერ დავიძინე..
- ვიცი რატომაც ვერ დაიძინე. ნუ გეშინია ყველაფერ მივხედავთ. 
ლიზა წამოდგა, ჩემთან მოვიდა და შუბლზე მაკოცა.
- აიი არ ვიცი, ყველაფერი მე რატომ მემართება :X
- არაუშავს, ყველაფერს უნდა გაუძლო. ყველაფერი კარგად იქნება აი ნახე.
- უკვე იმედიც აღარ მაქვს.
- კაი რა გთხოვ, ოპტიმისტურად შეხედე ყველაფერს.
- ვაიმე ელა, ამ ყველაფერს რაც ჩემს ირგვლივ ხდება და შეიძლება მოხდეს, ამ ყველაფერს ოპტიმისტურად როგორ უნდა შევხედო? უბრალოდ შენ არ გესმის ახლა მე რას ვგრძნობ.
- ძალიან კარგად ვიცი რასაც გრძნობ, მიდი ახლა გაემზადე სკოლაში წადი და გიოც მოიყვანე. დღეს მე, შენ, რატი, საბა და გიო დავსხდებით და დავილაპარაკებთ ამ ყველაფერზე, გიოს უთხარი არ დაგავიწყდეს დღეს 7 საათზე ჩვენთან ამოვიდეს.
- კარგი ვეტყვი.. კაი ჩავიცვამ და წავალ ახლა..
ტანსაცმლის არჩევის თავი არ მქონდა და რაც ხელში მომხვდა ის ჩავიცვი. სადარბაზოდან გამოვედი თუ არა ლუკას მანქანა დავინახე ცოტა მოშორებით, იქნებ მე მომაკითხა, რომ სკოლამდე მიმაცილოს, მაგრამ ის ყოველთვის სადარბაზოსთან ახლოს აყენებდა მანქანას, გადავწყვიტე გამეგო თუ რა ხდებოდა იქ, ნელ-ნელა მივუახლოვდი მანქანას, დიდი ხის უკან დავდექი და თვალიერება დავიწყე თუ ვინ იყო იქ. 
- ოღონდ ეს არა...
ლუკა, ბუსა და კატო დავინახე, ისინი რაღაცაზე საუბრობდნენ, თან იცინოდნენ და გადავწყვიტე ყური დამეგდო მათი საუბრისთვის:
- აუ, აუ, ლუკა გთხოვ არაყი მოიტანე რა, ცოტა გავხურდეთ. (კატო)
- ხოო მიდი ლუკა (ბუსა)
- მეზარება, თქვენ წადით, მიდი გაცუნცულდით და აქ დაგელოდებით. (ლუკა)
- ხო კაი, წამო კატო წავიდეთ, ფრთხილად იყავი, შენი დაცემა შეყვარებული არ დაგეჩითოს :დ (ბუსა)
- ფუუი მაგის :დ კაი ნუ ღელავთ (ლუკა)
აი ამ დროს ბურთი მომებჯინა ყელში, რაღაც მახრჩობდა, მან შემაგინა.. ნუთუ ლუკა ასე შეიცვალა, ცრემლები გადმომცვივდა, ხმამაღლა ტირილი მინდოდა, მაგრამ მას რომ გაეგონა ეს საშინელება იქნებოდა. ვიდექი და ვუყურებდი, მალე კატო და ბუსაც მოვიდნენ და ბუსამ ხისკენ გამოიხედა და თვალებში ჩამაჩერდა, მე გავშტერდი, ვეღარ მივხვდი გაქცევას ის მიახლოვდებოდა, გაქცევას აზრი აღარ ჰქონდა რადგან ის უფრო და უფრო ახლოს მოდიოდა, ხელი ხელზე მაგრად მომკიდა, მუხლებზე დამაყენა და კატოს და ლუკას მოუხმო აქეთ.
- აიი ნახეთ ვინ დავიჭირე.. (ბუსა)
- ვაა ჩემი საცოდავი დაიკო მოსულაა.. რაო რა მინდაო? :დდ (კატო)
კატომ ხელი ნიკაპზე მომკიდა, მაგრამ მე თავი გავიქნიე და ხელი მოვაშორებინე.. ბუსამ ხელები ჯაჭვით შემიკრა და თმაში მწვდა:
- ოო მეტკინა! (მე)
- გეტკინა? ჰაჰჰ რა გინდოდა აბა აქ რომ მოძვრებოდი.. (ბუსა)
ამის შემდეგ არაფერი მითქვამს, არც ლუკას.. ბუსა და კატო რაღაცაზე საუბრობდნენ თან ბუსა უფრო მაგრამ მიჭერდა ხელს კისერზე. ისინი საუბრობდნენ და არ ვიცოდი რას მიპირებდნენ, ცოტა ხნის შემდეგ დაამთავრეს ბჭობა და კატო მე მომიბრუნდა:
- აბა წავეედიით.. ))
- სად? სად მიგყავართ?
- სადაც საჭიროა (ლუკა)
ბუსამ წამომაყენა, მანქანაში ჩამტენეს, თვალებზე რაღაც ამაფარეს და სადღაც წამიყვანეს.. მანქანა მიქროდა, ისინი კი რაღაცაზე დიდი ხანი კამათობდნენ, მაგრამ მე არ ვუსმენდი, ისე ვიყავი შიშით შეპყრობილი. მანქანა ისევ მიქროდა, ასე მეგონა ამ გზას დასასრული არ ჰქონდა, უეცრად მანქანა გაჩერდა, ყველანი მანქანიდან გადავიდნენ, მაგრამ მალევე დაბრუნდნენ, ამჯერად ლუკა დაჯდა ჩემთან უკან, გოგოები კი წინ. ლუკამ თვალებზე აფარებული რაღაც მომხსნა, მომიახლოვდა და კისერში მაკოცა, მე თავი ავარიდე მას, მაგრამ ის ისევ ჩემკენ მოიწევდა, უკვე ზედმეტი რომ მოუვიდა, ხმამაღლა ვუთხარი:
- ლუკა შემეშვი!
- შენ ვერ დამიშლი!
- როგორ თუ ვერ დაგიშლი? და შენ ვინ მიგდიხარ? იცი ძალიან შეცვლილხარ და უკვე გული მერევა შენზე..
- მართლა? 
- ჰო მართლა..
- და როდის მერე?
- შენ რა ამნეზია გჭირს? როგორ თუ როდის მერე.. ნუ მოკლედ ამას მნიშვნელობა აღარ აქვს.. მითხარით რა გინდათ ჩემგან და სად მიგყავართ?
- ჩვენთან! (ბუსა)
- სად თქვენთან, თავი დამანებეთ და ლუკა ასეთი ნამდვილად არ მეგონე, თურმე არ ვცდებოდი როცა მეგონა რომ შენც ამათთან ერთად იყავი სექტაში..
- ვაა ამას ყველაფერი ცოდნია.. :დ (კატო)
- ჰოო ყველაფერი ვიცი და მალე მოეღება ბოლო თქვენს ოინებს..
- ვნახოთ, ვნახოთ! (ბუსა)
მათ აღარაფერი უთქვამთ, მართალია სადღაც მივყავდი თან სამნი იყვნენ მე კი ერთი მაგრამ მაინც რაღაცნაირად არ მეშინოდა.. დარჩენილი გზა ჩუმად გავიარეთ, არცერთს არაფერი გვითქვამს და აიი მანქანა გაჩერდა სასაფლაოსთან.. ასეც ვიცოდი რომ აქ მომიყვანდნენ, რადგან ეს ხომ მათი თავშესაფარია.. ლუკამ მანქანიდან გადმომიყვანა, ალბათ სადღაც ღამის 10 საათი იქნებოდა, ბნელოდა და ჩვენც სასაფლაოს კარი შევაღეთ და შევედით. საფლავებს შორის მივდიოდით, აქ კი ძალიან შემეშინდა, ამ დროს ჩემი მობილურის ზარის ხმა გაისმა, ბუსამ ტელეფონი ჯიბიდან ამომაცალა, წამიერად შევხედე რომ ელა რეკავდა და ბუსას ვუთხარი:
- გთხოვ მე ვუპასუხებ, არ მინდა ინერვიულოს..
- ასეთი კეთილი რო ვიყო კარგი იქნებოდა :დ (ბუსა)
ბუსამ მობილურს უპასუხა და ხმამაღალზე ჩართო:
- ლიზა, სად ხარ? შენ და გიო აქამდე უნდა მოსულიყავით.. (ელა)
- ელ.... 
მე პასუხის გაცემა ვცადე, მაგრამ ლუკამ პირზე ხელი ამაფარა..
- გამარჯობა ლიზა!! (ბუსა)
- ვინ ხარ? ლიზა სად არის დაუძახე (ელა)
- ლიზას არ სცალია :)) ელლ ვერ მიცანიი, შენი საყვარელი კლასელი ვაარრ) (ბუსა)
- ბუსაა?? (ელა)
- ჰოო, ყოველთვის მიხვედრილი იყავი (ბუსა)
- სად არის ელა, დამალაპარაკე ახლავე... (ელა)
ამ დროს ბუსამ გათიშა და ტელეფონიც გამორთო.. ელა მეცოდებოდა და ყველანი ვინც ახლა ჩემზე ნერვიულობდა, არ მინდოდა მათ შეშინებოდათ. ჩვენ გზა განვაგრძეთ, ხელები ისევ შეკრული მქონდა, ლუკა ცდილობდა ისევ ეკოცნა ჩემთვის, მაგრამ მე თავს ვარიდებდი, ეს ბუსამ და კატომ შეამჩნიეს და ლუკას მოუბრუნდნენ:
- კაი, ლუკა შეეშვი!! (ბუსა)
მე ვცდილობდი ბუსას ან კატოს გვერდით მევლო, რადგან ლუკას რაღაც სჭირდა.. ისევ სასაფლაოებს შორის მივდიოდით, მეგონა რომ სადმე რომელიმე სასაფლაოსთან გავჩერდებოდით, მაგრამ სასაფლაოს ეზოს გვერდით ულამაზესი ბაღი იყო და ისინი სწორედ ამ ბაღში შევიდნენ, მეც მათთან ერთად. ამ ბაღში ერთი ძალიან ლამაზი თეთრი კარი იყო, მეგონა გვერდს აუვლიდნენ, მაგრამ ისინი სწორედ ამ კართან მივიდნენ, კარი გამოაღეს და ამ კარიდან საშინელი სუნი გამოვარდა, ისეთი რომ კინაღამ იქვე წავიქეცი. შიგნით შევედით და აი ეს იყო ნამდვილი საშინელება, რაღაც ხმები ისმოდა, საშინელი სუნი იდგა და ისეთი სიბნელე იყო, თვალებში ვეღარ ვიხედებოდი, კატოს ჰქონდა ჩემთვის ხელი ჩავლებული და ის მიმათრევდა. ბუსამ რაღაც ძველისძველი ლამფა გამოათრია საღაციდან და ის აანთო, მალევე შევჩერდით და მე სკამზე დამსვეს.
- აი ახლა ხო გაიგე სადაც არის ჩვენი თავშესაფარი? (ბუსა)
- ვინ გითხრა, რომ მაინტერესებდა? (მე)
- შენ თვითონ გვითხარი :დ (ბუსა)
მე ძალიან დავიბენი, მათ კი სიცილი დაიწყეს.. მე ფიქრი დავიწყე იმაზე თუ როდის ვუთხარი მას ამის შესახებ.. და ბოლოს გავბედე და ვუთხარი:
- და როდის გითხარით?
- აბა შენ რა გგონია ვინ გაშინებდა? :დ (კატო)
აი ამის შემდეგ ხმა ვეღარ ამოვიღე, უკვე ყველაფერი გასაგები იყო, ისინი მაშინებდნენ და მისმენდნენ კიდეც. აი ახლა ძალიან შემეშინდა რადგან მათთან ერთად ვიყავი სრულიად უცხო ადგილას.
- და ხელი რო გაიკაწრე, მოგირჩა? :დ (ლუკა)
მე ხელზე დავიხედე და ვუთხარი:
- კი, მომირჩა!! (მე)
რამდენიმე საათი გაუთავებლად მეკითხებოდნენ რაღაცეებს, მშვიდად ველაპარაკებოდი, რადგან ახლა სწერვობა დამღუპავდა.. იმდენი ილაპარაკეს, თვალები დავხუჭე და ჩამომეძინა სკამზე. დიდი ხანი მეძინა, თან ისე მოუხერხებლად, რომ როცა გამოვიღვიძე დანგრეული ვიყავი, ყველაფერი მტკიოდა. თვალები გავახილე, ისევ ღამე იყო, თან ისევ ისე როგორც შემოსვლის დროს. არემარეს თვალი შევავლე, მაგრამ კატო, ბუსა და ლუკა აქ აღარ იყვნენ, ძალიან შევშინდი, მაგრამ სხვა გზა არ იყო ადგილზევე დავრჩი და ლოდინი დავუწყე მათ. ფიქრი დავიწყე და უცებ რაღაცას მივხვდი, ეს ადგილი ძალიან ჰგავდა იმ სამოთხეს, მაგრამ აქ ყოველთვის სიბნელე იყო, როგორც იქ სულ სინათლე, აქ ყველაფერი ბინძური იყო და ჯოჯოხეთს ჰგავდა საშინელი სუნით, იქ კი სიბინძურის ნატამალიც არ იყო და ყვავილების თავბრუდამხვევი სურნელი მოფენილიყო.. თან ამ სამოთხესა და ჯოჯოხეთში შესასვლელი ორი კარი, ეს ყველაფერი ერთმანეთს ძალიან ემთხვეოდა, სამოთხეში შესასვლელი კარი გარიდან საშინელი იყო, აქ შემოსასვლელი კი თეთრი სა ძალიან ადვილად შესამჩნევი. ეს ყველაფერი რაღაცას ნიშნავდა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი რას. ამაზე დიდ ხანს ვფიქრობდი, სანამ მათი სიცილი არ მომესმა.
- სად იყავით? (მე)
- აქვე. :) (ბუსა)
- მერე ვერ გამაფრთხილეთ? (მე)
- დიდი ამბავი, რა იყო გაგეპარა? (კატო)
- დებილობებს ნუ ლაპარაკობთ. (მე)
- რას ვლაპარაკობთ? (კატო)
- არაფერი. აღარ გამიშვებთ? შემეშვით რა.. (მე)
- კარგი გასართობი ხარ, გავერთობით და გაგიშვებთ :დდ (ლუკა)
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 863 | დაამატა: elle♥(M) | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 6
2013-05-13 Spam
Haimeee magadia ar shewyvito ar gabedooo!!!! Au au male raa happy magadiaaaaaaa