მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 26 » Learn To Forgive (7)
4:01 PM
Learn To Forgive (7)

Learn To Forgive

 

მოთხრობის შემდეგი ნაწილი!

შემოდით და ძალიან გთხოვთ დააკომენტარეთ♥
ეს თავი ეძღვნება Anniee❤Directioner-ს!  უღრმესი მადლობა, 
რომ კითხულობ და უკვე აკომენტარებ :დ ♥:*
   

მე და ლუკა კიდევ დიდ ხანს ვიყავით კაფეში. როცა დავაგვიანე სახლში მისვლა ელამ დამირეკა შეშინებული ხმით:
- ალოო, ლიიზ სად ხაარ?
- ლუკასთან ერთად ვარ, რა ხდება?
- უუჰ კაი არაფერი, ვინერვიულე გვიანამდე რო არ მოდი. ისე ლუკასთან ერთად რა გინდა? თქვენ არ დაშორდით? მე მეგონა მალე მოხვიდოდი, საბა უნდა გამეცნო შენთვის. მარა ლუკასთან ერთად თუ ხარ კაი!
- დაიცა ეელ მოვალ მალე და საბას უთხარი არსად წავიდეს. მერე რა რო მე და ლუკა შევრიგდით, გაცნობას წინ რა უდგას.
- კაი მაშინ ჭკუით და მალე მოდი.
- კაი, გკოცნი.
- ვინ იყო ლიიზ?
- ელა იყო, მარტოა და წავიდეთ, კაი?
- კაი წავიდეთ, როგორც გინდა.
გარეთ გავედით და ისეთი ლამაზი ღამე იყო, რომ ლუკას ვუთხარი:
- ნახე რა ლამაზი ცაა.
Tumblr_ly9e7ekxzs1r1r1qao1_500_large
პასუხი არავინ გამცა, მივიხედე და ლუკა ჩემს გვერდით აღარ იდგა, ძალიან შევშინდი და აქეთ-იქეთ დავიწყე ყურება.
- ლუკა სად ხაარ? ლუუუკააა.
დიდი ხანი ასე ვყვიროდი, მაგრამ ლუკა არსად ჩანდა, სად არ ვეძებე ახლო-მახლო, მაგრამ ვერსად ვიპოვე. იქვე სკამზე ჩამოვჯექი, შეშინებული და გაბრაზებული. თან ჩუმათ ვამბობდი:
- ლუკა რატომ მიკეთებ ამაას? ახლა არ შევრიგდით? ღმერთო რა ხდება ჩემს თავს უკვე ვეღარ ვხვდები :(
თავჩახრილი ვიჯექი სკამზე და არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, ნუთუ ლუკას ჩემი ტანჯვა ასე სიამოვნებს. 
- ლუკაა სად ხააარ?
და ამ დროს ლუკაც გამოჩნდა, მე მივვარდი და გულ-მკერდზე ცემა დავუწყე:
- ლუკა რატომ მიკეთებ ამას მითხარი? რატომ მაშინებ? სად იყავი?
მას ხელი ზურგს უკან ჰქონდა და როცა გამოაჩინა, ულამაზესი ყვავილები თან ხელში ეჭირა.
10xfr48_large
- კაი ჩემო ლამაზოო, რა დაგემართა, უბრალოდ ყვავილები ვიყიდე შენთვის.
- უუუჰჰ ამოვისუნთქე, აუ ლუკა ეგრე აღარ გააკეთო რაა. თორე ძაან შემეშინდა.
- აიი ხო ხედავ ცუდი არაფერი მომხდარა. მოგწონს ყვავილები?
- ძაან ლამაზია, დიდი მადლობა.
- კაი, წამო წაიდეთ!
ჩვენ მანქანაში ჩავჯექით, ლუკამ სახლთან მიმაცილა, უკვე სადარბაზოში უნდა შევსულიყავი და მან ხელი ხელზე მომკიდა:
- ლიზა მითხარი, ხომ გჯერა რომ მაგრად მიყვარხარ?
- კი მჯერა.
- ხო იცი რო სულ შენ მეყვარები?
- ალბათ.
- შენ ხო არავინ არ გიყვარს ჩემ გარდა?
- არავინ.
- კარგი, აბა წავედი.
- მოიცა, მოიცა ეს ყველაფერი რას ნიშნავს?
- არაფერი ისეთი. კაი წავედი მიყვარხარ!
მან მაკოცა და მალევე მანქანაში ჩაჯდა.
- ოოჰ გადამრევს ეს ბიჭი!
სახლში ავედი, საბა და ელა დივანზე გათხლაშულები დამხვდნენ, ორივე მაგრად ნაცემი იყოო..
- ვაიმე რაა ხდება.
14177659_0e6971c6e1928a06f76f6a2abf5f8c17_l_large
იმ წამსვე მათთან მივვარდი.. ელამ თავი ძლივს ასწია და სევდიანი თვალებით შემომხედა. მე ტელეფონს ვეცი და სასწრაფოში დავრეკე. ექიმებიც მალე მოვიდნენ, ელა და საბა წაიყვანეს და მეც თან მათ გავყევი. როდესაც სასწრაფოს მანქანაში ვიჯექით, ელამ თვალები გაახილა და ძლივს ამოილუღლუღა, მეც ვცდილობდი, რომ მისი ნალაპარაკევი კარგად გამეგო:
- ლიი..ზაა..
- ჰოო ელ რა იყო? რა მოხდა?
- ბუუსაა.
- რა ბუსაა?
- ის იყოო..
ცოტა ხნით შევჩერდი, რომ გამეანალიზებინა რას ამბობდა, მაგრამ მალევე მივხვდი.
- დაიცა ბუსამ გცემათ ორივე ასე?
- ჰო... დაა.. მისმა ახალმა.. შეე...ყვარებულმა...
- რაა? ვაიმე რა დამპალი გოგოა, რას გერჩოდათ.
მან ლაპარაკი ვეღარ შეძლო და მეც ზედმეტი კითხვები აღარ დავუსვი. მალე საავადმყოფოშიც მივედით და ექიმმა ისინი საოპერაციოში შეიყვანა.. ზუსტად 2 საათი ველოდი ექიმის გამოსვლას და აიი როგორც იქნა გამოვიდა:
- ექიმოო! ექიმო რა ხდება? როგორ არიან?
Tumblr_mdt5c9sttw1rsm1xjo1_500_large
- მძიმე ჭრილობები იყო, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგადაა.
- უუჰ, კიდევ კარგი. შეიძლება ვნახო?
- დღეს ვერ ნახავთ.
- აბა როდის?
- ხვალ პალატაში გადაიყვანენ და შეგიძლიათ ნახოთ.
- კარგით. მაშინ მე აქ ვიქნები.
- გირჩევთ წახვიდეთ, რადგან დღეს მაინც ვერ ნახავთ და ხვალ დილას მობრძანდით.
- კარგით!
აქ დარჩენას აზრი არ ჰქონდა და გადავწყვიტე გარეთ გავსულიყავი და ეს დრო ფიქრისთვის დამეთმო. გაზაფხულის ლამაზი საღამო იყო, ყვავილები დამაბნეველ სურნელს აფრქვევდა ირგვლივ და მეც ფიქრებში გართული ქუჩას მივუყვებოდი, ვიფიქრე იმ ულამაზეს ბაღში ხომ არ წავსულიყავი, რომელიც რატიმ მასწავლა, მაგრამ შემდეგ გადავიფიქრე, რადგან შორიდან მომავალი ქალი და მამაკაცი დავინახე, რომლებიც ძალიან მეცნო. უფრო ახლოს როცა მოვიდნენ შემდეგ ვიცანი, რომ ეს ჩემი მშობლები იყვნენ, რომლებსაც არ ვაინტერესებდი. 
Tumblr_m8lm84e4ml1rwpukxo1_500_large
უფრო და უფრო ახლოს მოვიდნენ, მე გავხედე მათ და გვერდი ავუარე, რადგან ახლა არ მინდოდა მათთან ლაპარაკი. რამდენიმე ნაბიჯი რომ გადავდგი მივხვდი, რომ არაფრის თქმას არ აპირებდნენ და გზა გავაგრძელე. მაგრამ უცებ მომესმა მამაჩემის ხმა:
- ლიზა, ერთი წუთით მოიცადე.
მე მათკენ მივბრუნდი, დედა ახლოს მოვიდა ჩემთან და მითხრა:
- ლიზა ვიცი, რომ ჩვენი საქციელი არ იყო მოსაწონი, როგორ შეცვლილხარ.
- დედა არ გინდა!
- ერთი წუთით მომისმინე, აუცილებელი საქმე გვაქვს შენთან.
- რა საქმე?
- ახლა ვერ გეტყვი, გთხოვ ხვალ საღამოს ჩვენთან მოდი სახლში, რაღაც შენთვის ძალიან მნიშვნელოვანი უნდა გითხრა და აბა გელოდებით.
მე აღარაფერი მითქვამს და მალევე გავშორდით ერთმანეთს. მთელი საღამო იმაზე ვფიქრობდი, რის თქმას აპირებდნენ. ცოტა ხანი კიდევ ვისეირნე და მალე სახლში ავედი, სადარბაზოსთან, როცა მივედი ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ვიღაცამ უკან ჩამიქოლა. გაფაციცებით დავიწყე ყურება, მაგრამ ვერავინ შევნიშნე. ძალიან შევშინდი, სუნთქვა შევწყვიტე და კიბეზე თითქმის უხმოდ ავედი. ისევ ასე განმეორდა რამდენჯერმე, უკვე ნაბიჯს ავუჩქარე და სახლში ისეთი სისწრაფით შევვარდი, კარადას დავეჯახე, მაგრამ არაფერი მომსვლია, ოდნავ მეტკინა თავი. კარი მაგრად ჩავკეტე, ასეთ ემოციებში ყოფნისას ვერ დავიძინებდი და კომპიუტერს მივუჯექი. ჩავრთე FacebooK და გადავწყვიტე კატოს პროფილი მომენახულებინა. ფოტოებში შევედი და რაღაც ანტი ქრისტული ფოტოები ვნახე.
Tumblr_lreirsjd6u1qceq39o1_500_large
 ამ ფოტოების ნახვის შემდეგ 1 ფოტოს მივაგენი კატოს პროფილში, რომელ ფოტოზეც მონიშნული იყო. ფოტოზე ჩანდა 5 ადამიანი, რაღაც სექტებში რომ არიან ისეთი ჩაცმულობით და მოხატულობით, შემდეგ მაუსი მივიყვანე კატოს სახელთან და ერთ-ერთ მათგანზე მიმითითა. 
- რაა? ნუთუ ეს კატოა?
კარგა ხანს ვფიქრობდი ამაზე, ყველაფერი გადავამოწმე და აღმოჩნდა, რომ კატო ერთ-ერთი ანტი ქრისტული სექტის წევრია, სადაც უამრავ საზიზღრობებს აკეთებენ და აი ამიტომაცაა ასეთი ბოროტი. 
- ღმერთო, რა გავაკეთო, როგორ უნდა გამოვიდეს ამ სექტიდან.
მართალია ის ძალიან საშინლად მექცეოდა, მაგრამ ეს ყველაფერი სულ ამ სექტის ბრალი იყო და ამ ყველაფრისთვის მაინც არ მემეტებოდა. ისევ ამ ფოტოს დავუწყე თვალიერება, მეთქი ვინმე ნაცნობი ხომ არ არის კიდევთქო. ერთი ადამიანი მეცნო, მაგრამ ყურადღება აღარ მიმიქცევია. ცოტა რომ დავმშვიდდი დასაძინებლად წავედი. სიზმარი ვნახე და ისევ მარიამის ხმა ჩამესმა: - არ შეგაშინოს იმ ყველაფერმა, რასაც მალე გაიგებ! 
როცა ეს სიტყვები ყურში ჩამესმა იმ წამსვე გამომეღვიძა, საათს დავხედე და დილის 7 საათი იყო.
577826_371852749572724_199938989_n_large
 ამ ფრაზაზე ძალიან ჩავფიქრდი. რათქმაუნდა სიზმრის დაჯერება სისულელეა, მაგრამ როცა მარიამის ხმა ჩამესმის და ის რაღაცას მეუბნება ეს ყოველთვის სრულდება და მეც ისე ვიქცევი როგორც მიმითითებს. ისევ დაძინება ვცადე, მაგრამ აზრი აღარ ჰქონდა 9 საათზე სკოლაში უნდა წავსულიყავი. მალევე ავდექი და სანამ მოვემზადე 9-ის ნახევარიც მოვიდა და მეც სკოლისკენ წავედი. დღეს ლუკას არ გამოუვლია და ფეხით მომიწევს წასვლა. 15 წუთში სკოლაშიც მივედი და კატო შემეჩეხა კარებში, მას არაფერი უთქვამს მაგრამ შევამჩნიე, რომ ტუჩზე და წარბზე საყურე ჰქონდა გაკეთებული და თვალები შავი ფანქრით ჩაშავებული.
- ჰმმ, რათქმაუნდა.... სექტა!
დერეფანი გავიარე თუ არა, ჩემი კლასელი გიორგი შემხვდა:
- ვაა ლიიზა, როგორ ხარ?
- კარგად გიო, შენ?
- მეც კარგად. დღეს ლუკა არ მოვა სკოლაში?
- დაიცა, არ მოსულა?
- არა.
- ალბათ ავადაა, ან ვერ შეძლო მოსვლა. პირველი გაკვეთილის შემდეგ დავურეკავ და გეტყვი სად არის.
- მეც დავურეკე, მაგრამ გამორთული აქვს.
- ალბათ დაუჯდა ტელეფონი, რა მოხდა მერე?
- ხოო შენ გაამართლე ყველაფერში. იცი რაა? ამ ბოლო დროს ლუკა სულ აღარ გვეკარება ძმაკაცებს. მგონი რაღაც სხვა ამბავია მაქ.
- ვაიმე გულს ნუ მიხეთქავ, გუშინ შევრიგდით და ეხლა კიდე აღარ მინდა პრობლემები.
 - არ ვიცი რა ხდება, იქნებ გავარკვიო და გეტყვი ყველაფერს. აღარ შემოდის ხოლმე ჩვენთან კონტაქტში და არ ვიცი. შენთანაც ეგრეა?
- ვაიმე არა, გუშინ ერთად ვიყავით და მსგავსი არაფერი შემინიშნავს.
- კარგი ახლა გაკვეთილზე შევიდეთ და მერე ისევ ვცადოთ იქნებ ჩართო ტელეფონი..... 
Tumblr_m7ng0wxjm41rysyibo1_500_large
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 792 | დაამატა: elle♥(M) | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5
2013-04-27 Spam
vaime vaime droze chamitria am motxorab happy au ogond ufro didi tavebi ra sad