მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » ივნისი » 29 » Learn To Forgive (20)
9:52 PM
Learn To Forgive (20)


Learn To Forgive 

 

მოთხრობის შემდეგი ნაწილი!

მაპატიეთ დაგვიანებისთვის
იმედია თხოვნა არ დამჭირდება, რომ დააკომენტაროთ♥))
ამ თავს ვუძღვნი Silly-Girl♥-ს, ძაან საყვარელი გოგო ხარ!!
მადლობა რო ყველა თავს კითხულობ და აკომენტარებ..
   

ცოტა ხანს მამა ხმას არ იღებდა, მაგრამ რამდენიმე წამის შემდეგ თქვა:
- ჰო ლიზა, შეიძლება არასწორად ვიქცეოდი, მაგრამ მეც გამიგეთ.
- რა უნდა გაგიგოთ მამა? ის რომ დედას სცემდი? (მე)
- როგორც ჩანს ყველაფერი იცით შენ და მაქსმა. ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა, როცა დავიღალე მისი გაუთავებელი კონტროლით. (მამა)
მამამ დედას გაბრაზებულმა გახედა, ალბათ იმიტომ რომ დედამ ყველაფერი მიამბო რაც მაშინ მოხდა. დედამ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ მე დავასწარი.
- და საერთოდ თუ გესმოდა რატომაც გაკონტროლებდა? (მე)
- რათქმაუნდა. (მამა)
- და ამას ასე მშვიდად ამბობ? ვიღაც სხვასთან წახვედი როცა გვერდით ასეთი ლამაზი და კარგი ადამიანი გყავდა. მაკკვირვებ მამა.. კარგი ლიზა დედას კარგად არ იცნობს მაგრამ, მე ხომ ვიცი ის როგორი ადამიანია და შენგან ამას არ იმსახურებდა, მითუმეტეს მე ამ დროს საავადმყოფოში ვიყავი და შენ მხოლოდ ერთხელ მომაკითხე საავადმყოფოში, ისიც ფულის გადასახდელად.. სად იყავი მაშინ? რატომ არ მოდიოდი ჩემს სანახავად? მაშინ დედა მარტო იყო და შენ კიდე... (მაქსი)
მამამ ისე უღრიალა მაქსს, რომ ყველას ძალიან შეგვეშინდა რაიმე ცუდი არ მომხდარიყო..
☮☯ ☾✞
- მაქს, გაჩუმდი ახლავე. შენ არ გაქვს უფლება გაკიცხო ადამიანი რომელიც 18 წელი გზრდიდა და გივლიდა. (მამა)
მაქსი წამოდგა და ასევე ხმამაღალი ხმით უთხრა მამას:
- და შენ გქონდა უფლება დედასთვის დაგერტყა? თურმე ეს 18 წელი ასეთ ადამიანთან ვიზრდებოდი.. (მაქსი)
- კარგით დაწყნარდით ახლავე. რაც იყო, იყო.. ყველაფერი უნდა დავივიწყოთ და ახალი ცხოვრება დავიწყოთ. ან ერთად ან ცალ-ცალკე... (დედა)
- რათქმაუნდა ერთად. (მე)
კიდევ ბევრი ვისაუბრეთ ამაზე უნდა გვეცხოვრა თუ არა ოთხივეს ერთად და დაგვევიწყებინა თუ არა წარსულის ამბები. ბოლოს გადავწყვიტეთ და იმ დასკვნამდე მივედით რომ ჩვენ ისევ უნდა შეგვეკრა ოჯახი და ბედნიერები ვყოფილიყავით იმის და მიუხედავად რაც ჩვენმა მშობლებმა გაუკეთეს ერთმანეთს. დედა და მამა ჯერ კიდევ არ იძინებდნენ ერთად, დედა ცალკე ოთახში გადავიდა. სადღაც საღამოს 9 საათი იყო როცა ოთახში შევედი და ტელეფონს როცა დავხედე შეტყობინება იყო დატოვებული გიოსგან:
,,-ლიზა, გიო ვარ. არ დაგავიწყდეს ბანკეტისთვის მომზადება, ლუკასაც უთხარი, რომ ხუთშაბათისთვის უკვე მზად უნდა ვიყოთ."
annika-o: IHANA AAMU PART. 1735
როცა ხმოვანი შეტყობინება მოვისმინე აბაზანიდან რაღაცის დავარდნის ხმა მომესმა და იმ წამსვე შევვარდი:
- უი სოფიი შენ ხარ? გამისკდა გული..
- ჰო მე ვარ ლიზა. ნათითურევი გავწმინდე.
- ჰო კარგი გიქნია, მადლობ.
- კარგი მაშინ გავალ მე, დაისვენე.
- არა რა მოიცადე, მომწყინდა ოთახში მარტო ჯდომა.
სოფი გვერდით მომიჯდა, მე თავი შევიკავე მისთვის დღევანდელი ჩვენი ჩხუბის ამბავი მომეყოლა და სამომავლო გეგმებზე დავიწყეთ ლაპარაკი.
- შენ და ლუკა როდის აპირებთ დაქორწინებას?
- ოოჰ, ჯერ ადრეა მაგაზე ფიქრი. ჯერ უნდა ვისწავლოთ ორივემ და ალბათ კარიერაც როცა გვექნება მაშინ ვიფიქრებთ დაოჯახებაზე.
- კარგი გადაწყვეტილებაა. მე კი...
- რა შენ სოფი?
tabitha emma
- ვერც სწავლა მოვახერხე და კარიერაც არ მექნება. 
სოფის ვთხოვე მასზე მოეყოლა. მან მითხრა, რომ ერთ ძალიან მდიდარ ოჯახში დაიბადა, მის მამას დიდი ბიზნესი ჰქონია, მაგრამ ერთ დღესაც ყველაფერი დაკარგეს და ქუჩაში დარჩნენ. მამა ავტო-კატასტროფამ იმსხვერპლა, ხოლო დედამ ქმრის სიკვდილს ვერ გაუძლო და თავი მოიკლა. 17 წლის სოფი სრულიად მარტო დარჩა ქუჩაში, ბედის ანაბარა. დადიოდა ქუჩებში და სამსახურს ეძებდა, მაგრამ სრულიად გაუნათლებელი არავის სჭირდებოდა და ყველგან უარს ეუბნებოდნენ. ერთ დღესაც მამაჩემს განცხადება გამოუქვეყნებია გაზეთში, რომ მოახლე სჭირდებოდა. სოფის აქაც უცდია ბედი და მამას აუყვანია კიდეც. იმის შემდეგ სოფი აქ მუშაობს და ბედნიერად გრძნობს თავს. კიდევ ბევრი ვისაუბრეთ ჩვენს ცხოვრებაზე და სოფის შევთავაზე მამაჩემს ვთხოვ რომ ხელფასი მოგიმატოს და იქნებ სწავლაც შეძლო მეთქი, ის უარზე დადგა მაგრამ მე მაინც გადავწყვიტე მამასთვის მეთქვა ამის შესახებ. სოფი ჩემი ოთახიდან გავიდა, სადღაც ღამის 11 საათი იყო, რომ ელამ დამირეკა ტელეფონზე:
- ჰოო ელლ.. მომენაატტრრეე ^^ როგორ ხარ?
Tumblr | via Tumblr
- გამარჯობა ლიზა ) აუ დამპალი ხარ რა :(
- რა გჭირს ელა?
- რა მჭირს კი არა ერთს არ გაგახსენდები, საერთოდ დამივიწყე. მარტო მე კი არა საერთოდ ყველა დაგვივიწყე. გამდიდრდი და მიგვატოვე. )
- ელა რაებს მეუბნები? ხო იცი რო მე ეგეთი არ ვარ?
- ეგეთი ხარ!
და ელამ ტელეფონი გამითიშა, ამ სიტყვების გაგონებაზე რაღაც ჩამიწყდა გულში. ამ სიტყვებს ყველასგან ველოდებოდი ელას გარდა. საწოლზე დავჯექი და ცხარე ცრემლით ავტირდი. მთელი ღამე არ დამეძინა, ვფიქრობდი რა მოხდებოდა იმ მეგობრობის დაკარგვის შემდეგ რომელიც მე და ელას გვაკავშირებდა. ვეღარ გავძელი ოთახში მარტო, არ ვიცოდი რა მექნა და სოფის დავუკაკუნე კარზე. 
- სოფი ლიზა ვარ. გთხოვ გამიღე კარი.
მაგრამ ხმას არ მცემდა, მაქსთან შესვლა შემრცხვა და დედას კარისკენ წავედი. კარი ოდნავ შევაღე და დავინახე, რომ არ ეძინა და სიგარეტს ეწეოდა. 
☮
კარზე ჩუმად დავაკაკუნე და ვიკითხე:
- შეიძლება?
- ლიზა, რათქმაუნდა შემოდი, დაჯექი.
ორივე დივანზე დავჯექით, დედას ამჯერად არ შეუწყვეტია სიგარეტის მოწევა, ეტყობოდა, რომ განერვიულებული იყო დღევანდელი დღის გამო.. მან შემომხედა, თვალზე ცრემლი შემნიშნა და მკითხა:
- იტირე?
- ჰო.
- რატომ?
- მეგობრის გამო.
- შეგიძლია მენდო და ყველაფერი მომიყვე, მე ძალიან მიყვარხარ და კარგს გირჩევ.
დედას მოვუყევი თუ როგორი კარგი მეგობრები ვიყავით აქამდე მე და ელა, მაგრამ ახლა გაბრაზებული იყო იმის გამო, რომ ჩემი დაბადების დღის შემდეგ არ დამირეკია. 
- ჰო, მეგობრის დაკარგვა ძალიან ძნელია. მაგრამ არამგონია ბოლომდე დაგეკარგოს, დარწმუნებული ვარ თუ დაელაპარაკები და აუხსნი შენს ოჯახურ მდგომარეობას გაგიგებს. აბა მეგობარი რის მეგობარია, თუ არ გაგიგო. ამიტომ ხვალვე წადი მასთან, ბოდიში მოუხადე შენი საქციელის გამო და აუცილებლად გაპატიებს. დამიჯერე!
- ჰო მართალი ხარ. ხვალ დილასვე მივაკითხავ კაფეში.
- და აუცილებლად მომიყევი რას გეტყვის.
- კარგი ) იცი მაგ გოგოს მაქსი მოსწონს, მაგრამ მაქსი მეგობრად მიიჩნევს.
- ოო, აქ სერიოზულად ყოფილა საქმე. 
- ოღონდ გთხოვ მაქსს არ უთხრა, რომ ელას მოსწონს, თორე ელა შეიძლება არც შემირიგდეს.
- ნუ დარდობ, მაქსს არაფერს ვეტყვი. მოდი ჩემთან.
დედამ გულში ჩამიკრა და ისეთი სითბო ვიგრძენი, როგორიც ჩემი მთელი ცხოვრების განმავლობაში არ მიგრძვნია. 
Єνєяутнιηg.'s Photos | via Facebook
დედა რომელიც ცუდ ადამიანად მიმაჩნდა, ძალიან თბილი და კეთილი ადამიანი აღმოჩნდა, მამასთან შედარებით. მაგრამ მამაც ძალიან შემიყვარდა ამ ხნის განმავლობაში და ახლა უნდა მებრძოლა, რომ ჩვენი ოჯახი ისევ ერთიანი ყოფილიყო.
- დედა, სად იყავი აქამდე? იცი როგორ მენატრებოდი? 
დედას არაფერი უთქვამს, მან უფრო მაგრად ჩამიკრა გულში და ასე ვიყავით კარგა ხანს, სანამ ორივეს არ ჩაგვეძინა. დილით დედაზე ადრე გამეღვიძა და გადავწყვიტე მისთვის საუზმე საწოლში მიმერთმია. სამზარეულოში ჩავედი და იქ სოფი დამხვდა.
- გამარჯობა სოფი.
- უკვე გაიღვიძე?
- ჰოო.. აუუ გთხოვ ლანგარზე დააწყვე საუზმე, რაც შეიძლება გემრიელად მოამზადე.
- ვა რა ხდება?
- დედას უნდა მივართვა საწოლში.
- როგორ მიხარია, რომ შენ და დედაშენი შერიგდით.
- შევრიგდით თუ უფრო გავიცანით ერთმანეთი? :დ
- ჰო მასე გამოდის :დ
სოფიმ ლანგარი გამომიწოდა და მეც ზემოთ ავედი, დედას ოთახში, მას ისევ ეძინა და გადავწყვიტე მისთვის წერილი დამეტოვებინა სადაც ჩავწერე:
,,დედა, მე ელასთან წავედი და მჯერა, რომ გამიგებს. ეს დილის საუზმე ჩემგან. წავედი და მიყვარხარ. შენი ახლად გაცნობილი შვილი, ლიზა! :დ"
წერილი ლანგარზე დავდე და ლანგარი ლოგინის კიდეზე დავდე, ისეთ ადგილას, რომ ადვილად დაენახა.
Breakfast in bed
 მე კი ჩავიცვი და პირდაპირ ელასთან წავედი კაფეში. კარი შევაღე, მაგრამ ელა ვერ დავინახე და სამზარეულოში შევედი, იქ ვიღაც მზარეული შემეჩეხა და მკითხა:
- ვინ ბრძანდებით?
- იცით, მე ელას მეგობარი ვარ და თუ შეგიძლიათ უთხრათ რომ ველოდები?
- ელა? ის აქ აღარ მუშაობს.
- რაა? და რატომ?
მზარეულმა გვერდით გამიყვანა და ჩურჩულით მითხრა:
- ის დირექტორმა გაათავისუფლა, რადგან ბოლო დროს სამსახურში აგვიანებდა, ხან აცდენდა და თუ მოდიოდა კლიენტებს ან მეორე მიმტანი ემსახურებოდა ან ელა თუ ემსახურებოდა ყველასთან ჩხუბი მოსდიოდა. უამრავი კლიენტი დავკარგეთ მის გამო.
- გასაგებია.
ამ დროს მივხვდი, რომ ელა სულ მარტო იყო და სასწრაფოდ უნდა მენახა ის. 10 წუთში მისი ბინის კართან ვიყავი და რატომღაც კარი ღია დამხვდა. მისაღებში შევედი და არავინ იყო, საძინებელში შევედი და რას ვხედავ, ელა სკამზეა მიბმული და ტანსაცმელი სულ სისხლიანი აქვს. მე იმ წამსვე მივვარდი და თოკები მოვხსენი.
mala-lesbia's deviantART gallery
- ელა რა ხდება, რა არის ეს? ვინ გააკეთა ეს ყველაფერი? მოიცა..
მე ერთ-ერთ კედელს შევხედე, სადაც სისხლით ეწერა: ,,მოემზადეთ!".
- ვაიმე, ეს რა არის. ახლავე მაქსს დავურეკავ..
სანამ მაქსს დავურეკავდი ელას ტანსაცმელი გამოვაცვლევინე და სახე მოვუწმინდე, რომელიც ჩალურჯებული ჰქონდა.
- ალო, მაქს, სწრაფად ელასთან მოდი სახლში..!!
- რატომ რა მოხდა?
- მოდი და აქ აგიხსნი ყველაფერს.
- კარგი გამოვდივარ..
სანამ მაქსი მოვიდოდა, ელას ნატკენი ადგილები დავუმუშავე და საწოლზე წამოვაწვინე. ხმას ვერ იღებდა და არც მე მითხოვია რამე ეთქვა. 15 წუთში მაქსიც მოვიდა და კედელზე ის ადგილი ვანახე სადაც სისხლით ეწერა: ,,მოემზადეთ!"
☾ mimblewimble
- მაქს რას უნდა ნიშნავდეს ეს? ნუთუ მე და ელას ერთი და იგივე ადამიანი გვიკეთებს ამ ყველაფერს?
- ეს ყველაფერი უკვე ხუმრობას აღარ ჰგავს. ამიტომ ამაში ყველა ჩვენი ახლობელი თუ მეგობარი უნდა ჩავრიოთ და ვუთხრათ რომ ფრთხილად იყვნენ. ელა რომ გაიღვიძებს ვკითხოთ იქნებ მისი სახე ახსოვს.
- ჰო ეგრე აჯობებს. 
მე და მაქსი ისევ ელასთან ვიყავით, ელას სანამ ეძინა რატი, საბა, ლუკა და გიო მოვიდნენ. 
- ღმერთო, რამდენი რამე უნდა დაგვემართოს. (ლუკა)
სანამ ბავშვები საუბრობდნენ, მე ხატებთან მივედი, დავიჩოქე და ღმერთს შევთხოვე დახმარება:
- ღმერთო, ნუღარ მოგვცემ მეტ განსაცდელს. რატომ გვიკეთებ ამას იმ დროს როცა ბედნიერები ვართ ყველანი. ნეტა მარიამი ახლა აქ იყოს, ის ხომ ყოველთვის გვიცავდა....
ამ დროს ფანჯარაში გავიხედე და ფანჯარასთან ძალიან ახლოს მარიამი დავინახე, ის ისეთივე ლამაზი იყო როგორიც ადრე, მომიახლოვდა, ჩემს წინ დადგა და თქვა:
- არაფრის შეგეშინდეს, რაც მოსახდენია ის მოხდება. თქვენ იპოვით იმ ადამიანს, რომელსაც თქვენი უბედურება სურს და მას გაანადგურებთ!!
The Angel On The Snow
მარიამის გამოსახულება უეცრად წაიშალა ჩემი თვალთახედვიდან. მე მისაღებ ოთახში გავედი და ელას უკვე თვალები გაეხილა.
- ელ, როგორ ხარ?
- არ მომეკარო!!
ელამ ხელი მკრა და მე კედელს მივენარცხე.
- ელა რა დაგემართა? რატომ ექცევი ლიზას ასე? (საბა)
- თავისი საქციელის გამო. (ელა)
- კი მაგრამ რა დაგიშავა? (საბა)
- თვითონც კარგად იცის. (ელა)
მე ჩანთას დავავლე ხელი და ქუჩაში გავვარდი, ლუკა უკან გამომეკიდა:
- ლიზა, მოიცადე რა დაგემართა?
- მე მას არ ვჭირდები, გთხოვ ახლა ხელი გამიშვი და წავალ!
- სად წახვალ?
- სადმე!
გამოვბრუნდი და ქუჩაში დავიწყე ხეტიალი.
Mixing different patterns
 მივდიოდი ირგვლივ ყველა მხიარული იყო, მე კი სულ მარტო. მივდიოდი და ძალიან მიხაროდა როცა მომღიმარ სახეებს ვუყურებდი. იქვე პარკში შევედი, სადაც ბევრი ბავშვი იყო. ისინი ბედნიერები იყვნენ და მათი შემხედვარე მეც. ვწუხდი, იმის გამო რომ მეგობარი დავკარგე რაღაც უმნიშვნელო მიზეზით. გულში ვამბობდი:
- ეჰჰ, მარიამ ნეტავ ახლა ცოცხალი იყო, ისევ ისე იღიმოდე მინდა, მინდა ახლა აქ ამ ბედნიერი ადამიანების გარემოცვაში ჩემს გვერდით იჯდე და ვოცნებობდეთ აუსრულებელ ოცნებებზე. მინდა ახლა ჩემთან იყო და შენი ულამაზესი თვალები მე შემომცქეროდეს, მაგრამ შენ მხოლოდ მინიშნებებს მაძლევ, ეს არ მყოფნის, მინდა შენი სითბო ვიგრძნო და ერთად ვიყოთ, როგორც მაშინ 6 წლის წინ, როცა სახლიდან გავიპარებოდით და ტბაზე მივდიოდით გედების სანახავად. მინდა, ძალიან მინდა ის ბედნიერი ბავშვობა დამიბრუნდეს, რომელიც ჩემს ნამდვილ ოჯახში არა მაგრამ ოდესღაც მოსიყვარულე ოჯახში გავატარე. რა კარგი იქნებოდა ახლა რომ ცოცხალი ყოფილიყავი, ჩემს მშობლებს გაგაცნობდი და სრული შემადგენლობით შევუდგებოდით იმ პრობლემების გადაჭრას რომელიც ახლა მაქვს. მენატრები, სიგიჟემდე მენატრები! :@ ცოტა ხანს ჩუმად ვიჯექი და გავცქეროდი ყველაფერს, სახლებს, ხეებს, გზას და არავინ და არაფერი მაჩქარებდა. წამოვდექი, გავუყევი გზას სახლისკენ სადაც დედა მელოდა, რომლისთვისაც ყველაფერი უნდა მომეყოლა. მივდიოდი და თან ცრემლებს ვერ ვაკავებდი, მივუახლოვდი სახლს და პირდაპირ დედას ოთახში შევაჭერი. ის აივანზე იყო და მზის ჩასვლას უყურებდა..
haare | via Tumblr
- დედა!
მივვარდი და ჩავეხუტე, აი ეს სითბო მჭირდებოდა ახლა. მან თავზე მაკოცა, მაგრად ჩამიკრა გულში, მიხვდა რომ ელამ არ მაპატია და არაფერი უკითხავს ისე ჩამეძინა მის საწოლზე, ისე ჩავეხუტე დედას, რომ ჩემი ცრემლები მის ტანსაცმელს ასველებდა, მაგრამ ის არ იძროდა. აი ეს ყოფილა დედა-შვილური სიყვარული, რომელიც აქამდე არასდროს მიგრძვნია. ასე ვიყავით მე და დედა დილამდე.. დილით კი როცა გავიღვიძე დედა ჩემს საწოლთან იჯდა და მიყურებდა.
- დილამშვიდობის.
- დილამშვიდობის დეე.
მას გაეღიმა, ალბათ ესიამოვნა, რომ ასე მივმართე.
- არ გაპატია ხო?
- არა. ალბათ არ ვჭირდები და იმიტომ.
- ასე არ არის ლიზა, მას სჭირდები, თან შეიძლება ყველაზე მეტადაც, მე გთხოვ რომ დღესაც წახვიდე მასთან და იქნებ დღეს მაინც მოგისმინოს.
- რატომ? იმიტო რო ისევ გამომაგდოს და დამამციროს სხვების თვალში?
- ასე ნუ ამბობ. მე გირჩევ რომ დაელაპარაკო, მგონი არ ღირს მისი დაკარგვა.
- არ ვიცი... შეიძლება ღირს კიდეც.
young | via Tumblr
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 899 | დაამატა: elle♥(M) | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 5
2013-07-04 Spam
dzaan magari tavia <3
yochag ell <3
male agrdzele <3
chemi nichieriii <3