მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » ივნისი » 19 » Learn To Forgive (19)
5:42 PM
Learn To Forgive (19)


Learn To Forgive 

 

მოთხრობის შემდეგი ნაწილი!

იმედია თხოვნა არ დამჭირდება, რომ დააკომენტაროთ♥))
საღოლ თქვენ 5 კომენტარი მაგარია)) ძალიან მასიამოვნეთ!!
იმედია გაიმეტებთ და 1 კომენტარის დაწერა არ შეგეზარებათ..
   

ხმა მამას კაბინეტიდან გამოდიოდა. როგორც ჩანს მამას არ მოეწონა ჩემი და დედას შეხვედრა და ახლაა მათი ჩხუბის ატანა მოგვიწევდა.. ცოტა ხანს ვუსმინეთ, მაგრამ ხმა ძალიან მოგუდულად ისმოდა და თითქმის ვერაფერი გავიგონეთ:
- კაი ლიიზ წამო შევიდეთ ჩემ ოთახში, ნუ დარდობ მალე დაწყნარდებიან და ხვალ დაელაპარაკე ორივეს.
- კარგი..
ორივენი მაქსის ოთახში შევედით.
- ლიზა, მომიყევი რა გითხრა დედამ..
მაქსს დაუფიქრებლად ყველაფერი ვუამბე, რაც დედამ მომიყვა.. ისიც რომ თვითონ მაშინ პატარა იყო და ალბათ ეს ყველაფერი არ ესმოდა.. მაქსს ამაზე გაეცინა:
- რა გაცინებს?
- კარგი რა ლიზა, შენ გგონია ეს ყველაფერი არ მესმოდა? ალბათ დედა ვერ მიხვდა, რომ მე ყველაფერი ვიცოდი და ყველაფერს ვგრძნობდი..
- კარგი, მაშინ შენი აზრი მაინტერესებს დედაზე.. როგორია ის?
Dream it, Wish it, Do it! | via Tumblr
- სიმართლე გითხრა დედას არ ვიცნობ.. ვერ გავუგე მაგ ადამიანს.. ისე ძალიან კეთილი ქალია, მაგრამ რა წამოუვლის ხოლმე ღმერთმა იცის..
- და რას იტყვი იმაზე, რომ დავახლოვდეთ?
- ეგ აუცილებელია.. ის დედაა და შენ აუცილებლად უნდა შეიყვარო ის.. დარწმუნებული ვარ კარგი ურთიერთობა გექნებათ..
- შენ არ აპირებ შერიგებას?
- ჰო.. მეც..
- მაქს, რაღაც გაწუხებს და არ მეუბნები ხოო?
- არა, არა რა უნდა მაწუხებდეს.. უბრალოდ ყველაფერი ერთად მოხდა და ამ ყველაფრის გააზრება ასე სწრაფად ძნელია..
- გეთანხმები..
ძალიან მეძინებოდა, მაქსს დავემშვიდობე და ჩემს ოთახში გავედი..
i loove me ♥
 ოთახში შესვლისთანავე მეგონა ტკბილად დავიძინებდი, მაგრამ დედას და მამას ჩხუბმა არ დამაძინა.. მთელი ღამე რაღაცაზე კამათობდნენ.. სადღაც დილისკენ ყველაფერი ჩაწყნარდა და მეც დავიძინე, თან დილით ადრე უნდა ავმდგარიყავი, რადგან ბოლო ზარი მქონდა.. დილით თავი ძლივს ავწიე ლოგინიდან, ყველაფერი მტკიოდა.. ტელეფონი ხელით მოვძებნე საწოლში და ლუკას ნომერი ავკრიბე, მაგრამ არ იღებდა, ალბათ სძინავს.. კიდევ ერთხელ ვცადე:
- ლუკა შენ ხარ? როგორ ხარ?
- აუ ლიიზ თავი მტკივა საშინლად.. 
- აუ მეეც.. ,,პახმელია" მაქ :დ
- შენი პახმელია მოისპო ერთ დღეს :დ
- ჰო რა იყო? :დ აბა მარტო ბიჭებს უნდა ქონდეს ? :დ
- ჰო, კაი, კაი.. ჩავიცვამ და გამოგივლი..
- კაიი.. გკოცნი..
- მეეც.. მიყვარხარ წავეე..
აბაზანაში შევედი, ვიბანავე, ჩავიცვი.. ამ დროს ლუკაც მოვიდა და სკოლაში წავედით.
N0 B0und4ri3s
 ბავშვები სააქტო დარბაზში დაგვხვდნენ, კიდევ ერთხელ გავიმეორეთ ყველაფერი, რადგან 1 საათში უკვე ჩვენთვის ჩამოიკვრებოდა ბოლო ზარი.. სხვებისგან მსმენია, რომ ეს მომენტი კარგიცაა და გულის დამწყვეტიც, რადგან სკოლას ვემშვიდობებოდით. თითქმის მზად ვიყავით, სააქტო დარბაზიც მწყობრში იყო, როცა მასწავლებელი შემოვიდა და გვითხრა, რომ სტუმრები უკვე მოვიდნენ და ღონისძიება დაგვეწყო.. სხვათაშორის ღონისძიება მე გავხსენი, სიტყვა ვთქვი ისეთი როო :დ მოკლედ ჩვენი ღონისძიება სადღაც 2 საათიანი გამოვიდა და საკმაოდ კარგი.. სტუმრებსაც მოეწონა და ჩვენს დამრიგებელსაც, როგორც ჩანს გაბრაზებამ გადაუარა.. ღონისძიებას კატოც დაესწრო და ჩვენი ბოლო ზარის აღსანიშნავად ყველანი რესტორანში წავედით, საიდანაც სადღაც 3 საათზე დავბრუნდით, ლუკას მანქანის მართვა აღაც შეეძლო ისეთი მთვრალი იყო და რატიმ წაგვიყვანა სახლში.. მე ჩუმად, ფეხაკრებით შევაღე მისაღების კარი და ჩუმად ავედი კიბეზე, რადგან არ მინდოდა ვინმე გამეღვიძებინა.. სრულიად მშვიდად შევედი საძინებელში და გადავწყვიტე აბაზანა მიმეღო, მართალია ამის თავი არ მქონდა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებდი. აბაზანაში შევედი თუ არა სარკეში ჩავიხედე:
- ღმერთო, რას ვგევარ..
უეცრად უკან, სააბაზანოს კედელზე სისხლი შევნიშნე, ვიღაცის ნათითურები იყო და მთელი ხმით ვიკივლე, ისე შემეშინდა..
☢ Silent But Deadly.
 იმ წამსვე მაქსი შემოვარდა ჩემთან:
- მაქს, მაქს შეხედე იქ რა არის. 
კედელზე მივანიშნე..
- მოიცა, ვნახო.. დაწყნარდი გთხოვ..
მაქსი ნათითურევს მთელი დაკვირვებით ათვალიერებდა, შემდეგ კი მომიბრუნდა და მითხრა:
- ლიზა, წამოდი ჩემს ოთახში დაიძინე დღეს, ამას აუცილებლად გავარკვევ რა ხდება..
მაქსს თავის ოთახში გავყევი, ორივენი ლოგინში დავწექით, ისეთი შეშინებული ვიყავი, რომ რა არ ვიფიქრე.. მაქსს მთელი ძალით ჩავეხუტე და ვკითხე:
- მაქს, ეს ნათითურევი ნამდვილი იყო? თუ ორივეს მოგვეჩვენა?
მან არაფერი მითხრა, თითქოს სიმართლეს ვერ ამბობსო..
- მაქს, ვიღაცას ძალიან ვეზიზღები ხოო?
- არა!
- როგორ არა, ასეა..
- ლიზა მე, შენი მეგობრები, ჩვენი მშობლები ყოველთვის შენს გვერდით ვიქნებით და დაგიცავთ. ასეთ სისულელეებს ყურადღებას ნუ მიაქცევ..
- მე ასეთების მეშინია..
- ნუ გეშინია..
მას არაფერი ვუთხარი, მანაც არაფერი მითხრა, უბრალოდ ჩემს საყვარელ ძამიკოს გულ-მკერდზე თავი დავადე და დამეძინა.
♥
 რაღაც სიზმარი მესიზმრა, მაგრამ კარგად ვერ გავიგე, წამით რაღაც წითელი ფერის გამოჩნდებოდა და კიდევ ვიღაცის სახე, სახეს ვაკვირდებოდი, გოგონა იყო, სადღაც 16-17 წლის ქერა თმით მაგრამ მარიამი არა, მას რაღაც სხნაგვარი აღნაგობა ჰქონდა და სხვაგვარი ქცევები. თითქოს ეშმაკს ვხედავდი, ის ჩემკენ წამოვიდა, მაგრამ სახე მაინც დაბინდული იყო, თითქოს ნისლი ეფარა, წამოვიდა ხელში ნაჯახი ეჭირა და ამ დროს წამოვხტი.. დიდხანს ვიყავი საწოლზე ასე რაღაცას გავცქეროდი, ალბათ მთვარეს.. შემდეგ მაქსს შევხედე, მას ტკბილად ეძინა და რომ არ გაღვიძებოდა ისევ ბალიშზე დავდე თავი და შევეცადე დამძინებოდა, ჩამეძინა კიდეც სადღაც დილით.. მომენტებში მეღვიძებოდა და რაღაც უაზრო რამეებზე ვფიქრობდი, მეგონა უკნიდან ვინმე მომეპარებოდა და დამახრჩობდა, ასეთი შეგრძნება მქონდა, როცა თვალებს გავახელდი.. დილით 10 საათზე გავიღვიძე, თავი წამოვწიე და მაქსი საწოლში არ იყო, არც ოთახში ისმოდა მისი ხმა.. წამოვდექი და სამზარეულოში ჩავედი, წყლისთვის..
Best Kitchen Interior Design Ideas: Cherry wood kitchen cabinets
 სამზარეულოში დედა დამხვდა, სიგარეტით ხელში, შევედი თუ არა ჩააქრო:
- გამარჯობათ!
- გთხოვ ლიზა თქვენობით ნუღა მომმართავ..
- კაი.. მაქსი სად არის ხო არ იცი?
- მაქსი დილით ადრე გავიდა, რაღაც საქმე ჰქონდა..
- აა კაი.. 
წყალი ავიღე, სამზარეულოდან გასვლა დავაპირე, როცა რაღაც გამახსენდა:
- იცით.. იცი, გუშინ მამას კაბინეტიდან ყვირილის ხმა გავიგონე..
დედა დაიბნა, ცდილობდა არ შეემჩნია:
- ჰოო?
- ჰო.. რა ხდებოდა?
- უბრალოდ მე და მამაშენმა რაღაცაზე ვიკამათეთ.
- ეგ კამათი არ იყო, ისევ დაგარტყა?
- არა, არა.. უბრალოდ რაღაცაზე გაბრაზდა..
- რაზე? მე რომ სიმართლე მითხარი?
- ლიზა ახლა უნდა გავიდე საქმეზე და მოდი მაგაზე მამაშენთან ერთად ვილაპარაკოთ..
- კაი..
დედამ გადამკოცნა და წავიდა, ეტყობოდა კარგად არ ჰქონდა საქმე მამასთან და გუშინ რაღაც მოხდა.
♥♥♥ | via Facebook
 მამაც სამსახურში წავიდა და დავრჩით სახლში მე და მოახლე. ზემოთ ასვლის მეშინოდა და სოფის დავსდევდი უკან:
- ლიზა გუშინ ყვირილის ხმა შემომესმა შენი ოთახიდან, მერე დავინახე რომ მაქსი შემოვიდა შენთან და მე აღარ შემოვედი. რა ხდება ხომ მშვიდობაა?
სოფის ვენდობოდი, ძალიან საყვარელი და კეთილი გოგო იყო. გადავწყვიტე მომეყოლა მისთვის ეს ყველაფერი და მეკითხა ასეთი რაღაც ადრეც ხომ არ მომხდარა აქ.. ყველაფერი მოვუყევი თუ როგორ შევედი აბაზანაში წყლის გადასავლებად და კედელზე ნათითურები დამხვდა..
- სოფი, ასეთი რაღაც ადრე მომხდარა აქ?
- ამ ოჯახში 3 წელია რაც ვმუშაობ, ჩემი აქ ყოფნის პერიოდში ამგვარი რამ არასდროს მომხდარა, გირჩევ ეგ მამაშენს ჰკითხო..
- მე მგონია, რომ ვიღაც მაშინებს, მაგრამ ვინ? ვინც სადმე მტერი მყავდა აღარ მყავს და არ ვიცი.. იქნებ ეს შემთხვევით მოხდა.. აი ვნახოთ კიდევ თუ განმეორდა მერე დავიწყებ ამაზე სერიოზულად ფიქრს..
- ჰო მეც მასე გავაკეთებდი.. ჯერ დაელოდე დრო გიჩვენებს ყველაფერს.
Grazia
- სოფი მადლობა, რომ მომისმინე.
- რისი მადლობა, ჩათვალე რომ შენი მეგობარი ვარ და როცა რაიმე დაგჭირდება ყოველთვის დაგეხმარები.. მოდი თუ გინდა ეხლა სადილი მოვამზადოთ.
- კაიი..
ყავის ჭიქა მაგიდაზე დავდე წინსაფარი გავიკეთე და მე და სოფი სადილის მზადებას შევუდექით. სოფი რაღაცეების დაჭრას მავალებდა და რამდენიმე რეცეპტი დავიმახსოვრე კიდეც.. სადღაც 2 საათში ყველაფერი მზად გვქონდა. საქმის კეთებაში სისხლიანი ნათითურევი სულ გადამავიწყდა. მალე მაქსი და დედაც მოვიდნენ, მამა ჩვენთან ერთად ვერ ისადილებდა, რადგან სამსახურში უამრავი საქმე ჰქონდა და საღამოს მოდიოდა სახლში. ყველანი მაგიდასთან დავსხედით. მე სოფიც მოვიპატიჟე და მანაც ჩვენთან ერთად ისადილა. სადილის დროს ხმას არავინ იღებდა, თითქოს სათქმელი არაფერი ჰქონდათ. სადილი დავამთავრეთ, დედასთვის არაფერი მითქვამს ნათითურების შესახებ. ჯერ მე და მაქსს გვინდოდა ამის დადგენა და თუ კიდევ განმეორდებოდა ასეთი რამ მაშინ შევატყობინებდით მეგობრებს და მშობლებს. საღამოს მამაც მოვიდა სახლში, ვივახშმეთ ჩემი მომზადებული დესერტი ძალიან მოეწონათ. ვახშმის შემდეგ კი გადავწყვიტე მე, დედას, მამას და მაქსს ცალკე გვესაუბრა. 
Henry Bass
ყველანი მამას კაბინეტში შევედით და დავსხედით:
- მამა პირდაპირ გეტყვი, გუშინ ყვირილის ხმა გავიგონე შენი და დედას ოთახიდან, რა ხდებოდა მაინტერესებს. მგონი ოდნავ მაინც გიყვარვართ იმისთვის რომ ეს მითხრათ.
მამა ცოტა ხანს შეყოყმანდა, ყველანი დუმდნენ, შემდეგ კი თქვა:
- რაღაცაზე ვიკამათეთ.
- და რა იყო ეგ რაღაცა? (მე)
- ლიზა მე გეტყვი. (დედა)
- კარგი რომელიმემ თქვით. (მაქსი)
- შენ რომ გელაპარაკე, მამაშენს მოვუყევი რაც გითხარი და გაბრაზდა. (დედა)
- მამა რატომ გაბრაზდი? სიმართლე რომ მითხრა იმიტომ? მე დედას ვამართლებ, რადგან მის ადგილას მეც ასე მოვიქცეოდი. (მე)
მამა რაღაცაზე ჩაფიქრდა და თქვა..
Brad Pitt
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 887 | დაამატა: elle♥(M) | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 7
2013-06-20 Spam
Kargiaa :* <3