მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » ნოემბერი » 11 » Learn To Forgive (22)
8:51 PM
Learn To Forgive (22)


Learn To Forgive  


მოთხრობის შემდეგი ნაწილი!


მოთხრობა გრძელდება! მემგონი საინტერესო თავი გამოვიდა!!
იმედია ნახავთ და დააკომენტარებთ ^^
 

რადგან იცი ახლა სად ვარ? თვითმფრინავის გასასვლელთან გამოვიპარე და ვცდილობ კარი გავაღო, მაგრამ არ იღება, რა ვქნა?? ნებას არ მაძლევენ... მაგრამ მე მაინც.....

- მაქს რა თქვა? სად წავიდა? სად არის? გამარკვიე გთხოვ!!

- მოიცა ტელევიზორი ჩავრთოთ იქნებ ამერიკის ტელევიზია რამეს ამბობს, მიდი შენ მანამდე მეილი დაწერე, იქნებ რაიმე გაიგო!

ცრემლები ერთმანეთის მიყოლებით ჩამომდიოდა სახეზე, მე ამ წუთს მივხვდი რომ ეს ადამიანი ძალიან მჭირდებოდა, ის მიხალისებდა ცხოვრებას, თავისი ღიმილით.. ყოველ დღე რომ მომწერდა ხოლმე <<ლიზ, როგორ ხარ? <3>> ჩემთვის ესეც საკმარისი იყო იმისთვის, რომ იმ დღეს ენთუზიაზმით სავსე და ძლიერი ვყოფილიყავი. მე მისი სიყვარული მაძლიერებდა!.. ახლა კი მასზე მხოლოდ ფიქრი შემიძლია და მონატრება შემიძლია, ცრემლით...

come here !!!!

- ლიზა რა დროს ტირილია, მიდი დაწერე იმეილი იქნებ ვინმემ გიპასუხოს, არხებზე არაფერი არ ჩანს ჯერ.

- კარგი ახლავე! :(

მაქსი მართალი იყო, ახლა უნდა გაგვეგო ზუსტად რა მოხდა თვითმფრინავში და წერა დავიწყე თუ არა მაქსმა დაიყვირა, რომ ერთ-ერთ არხზე ჟურნალისტი, თვითმფრინავსა და ვიღაც ახალგაზრდა ბიჭის შესახებ საუბრობდა, მე და მაქსი თვალზე ცრემლ მომდგარი და დაძაბული ვუსმენდით ჟურნალისტის სიტყვებს: ,,ამ წუთებში შეგვატყობინეს, რომ თვითმფრინავი, რომელიც მოძრაობდა საქართველო-ამერიკის მიმართულებით, შიგნით იმყოფებოდა ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც თავის მოკვლა განიზრახა... მან სცადა თვითმფრინავის კარი გამოეღო და თავი ამ გზით მოეკლა, მაგრამ ის მალევე შეაჩერეს და ახლა საავადმყოფოშია გადაყვანილი." 

- მაქს უნდა წავიდე!!

- სად მიდიხარ ლიზა?!!

- მაქსთან, უნდა გავარკვიო და ვნახო როგორ არის. ამის გაკეთებას, ხომ ჩემ გამო აპირებდა, ახლა მე მასთან უნდა ვიყო.. 

გამოვედი თუ არა პალატიდან რატი შემეჩეხა:

- ლიზაა!! როგორ ხარ?

- რატი ახლა ძალიან მეჩქარება, ამერიკაში უნდა წავიდე.. გთხოვ მაქსს მიხედე და ელას დაურეკე, რომ მოვიდეს და მასთან იყოს, გთხოვ!

ეს ვუთხარი და მაშინვე სახლში წავედი, რომ ფული ამეღო. სასწრაფოდ ავედი ჩემ ოთახში და კარადა გამოვაღე, ფული ავიღე თუ არა უკან გამოვბრუნდი და ხმამაღლა დავიყვირე.. ჩემს წინ ის შავებში გამოწყობილი უცნობი იდგა, რომელმაც ამ ხნის მანძილზე მოსვენება დაგვაკარგვინა, მე არ მეშინოდა მისი...

Likes | Tumblr

- მითხარი ვინ ხარ და რა გინდა ჩვენგან?!

ის ჩუმად იყო, მას მხოლოდ თვალები უჩანდა და ამ ზიზღით ავსებული თვალებით მიყურებდა..

- ვინ ხარ რა გინდა?!

მან ხელი წამოწია და ყელში მაგრად წამიჭირა.. ვცდილობდი მომეშორებინა, მაგრამ გასაქანს არ მაძლევდა.. რამდენიმე წამში გონება დავკარგე, სადღაც შორს სინათლე მოჩანდა და თან მას გოგონას ლამაზი სახე დაყვებოდა, რომელიც თანდათან მიახლოვდებოდა, თუ მე ვუახლოვდებოდი ვერ შევამჩნიე... ის უკვე ჩემს პირისპის იდგა, ულამაზეს თეთრ სამოსში გამოწყობილი, თავს ისე ვგრძნობდი, როგორც ღრუბლებში, ლამაზ თეთრ, ფუმფულა საწოლზე.. მან თვალებში ჩამხედა და მითხრა: ,,წადი აქედან, აქ შენი ადგილი არ არის!" უცებ ყველაფერი წყვდიადმა მოიცვა, ბნელმა გზამ... რაღაც ძალიან მაგარზე დავენარცხე და თვალი როცა გავახილე, 4 კედელს შორის გამოკეტილი იატაკზე ვეგდე, ტანზე თეთრი პერანგი მეცვა, რომელიც ალბათ უფრო მეტად კლინიკებში აცვიათ..

Delicious Freedom

 გიჟივით წამოვვარდი და იმ ერთადერთ კარს მივადექი საიდანაც შველას ველოდი, მაგრამ უიმედოდ:

- გამიშვით აქედან!! ვინ ხართ??! გამიშვით აქედან!! ვინმეს გესმით ჩემი?!!

სრულიად უიმედოდ ვყვიროდი, ვერ მივხვდი აქ რას ვაკეთებდი. ავდექი და იმ პატარა ფანჯარაში გავიხედე, რომელსაც რკინები ჰქონდა, როგორც საკნებს აქვთ. გავიხედე და დავინახე ჭაობი, სრულიად უსიცოცხლო ადგილი.. ხან ვყვიროდი ხან კი ღონე მიხდილი კედლის კუთხეში ვჯდებოდი და ტირილს ვიწყებდი.. ერთი დღის განმავლობაში ვიყავი ასე, და როდესაც ოთახში მზის სხივი შემოიჭრა, რაღაც ხმა მომესმა გარიდან და იმ წამსვე კართან მივვარდი:

- არის აქ ვინმე?? რომელი ხართ?!!

მაგრამ ხმა მალევე მიჩუმდა და ირგვლივ ისევ გულის შემაწუხებელი სიჩუმე ჩამოვარდა, კედლის კუთხეში დავჯექი და ტირილი დავიწყე:

- რომ იცოდეთ როგორ მენატრებით ყველანი, ვერც წარმოიდგენთ როგორ მინდა ახლა ყველა ერთად ვიყოთ, ამ საშინელი ადგილიდან შორს. ყველას სათითაოდ ჩაგეხუტებოდით და აღარასოდეს გაგიშვებდით. ლუკა.. ვერ მოვასწარი, ვერ შევძელი შენთან მოვსულიყავი და ჩემგან სითბო გეგრძნო.. მაპატიე, გთხოვ მაპატიე ყველაფერი რაც შენთვის დამიშავებია.. არ მინდოდა ეს მომხდარიყო, უბრალოდ ასე გამოვიდა.. მარიამ.. ;’( იცი შენც როგორ მენტრები, აი უზომოდ! მე ვერ შევძლებ შენი შვილის ნახვას, რომელსაც ჩემი სახელი დაარქვი, მე ამას ვერ მოვასწრებ, რადგან ვგრძნობ აქ დასრულდება ჩემი სიცოცხლე.. იცი მე მალე შენთან მოვალ და ამ სამყაროს უკან ჩამოვიტოვებ.. მაგრამ აი ის გოგონა ჩემს წინ რომ იდგა რამდენიმე საათის წინ და რომ მითხრა ,,წადი აქედან, აქ შენი ადგილი არ არის", ის მართალია, მე აქ უნდა ვიყო, ყველაფერი თავის ადგილას დავაყენო და მერე დამშვიდებული წავალ აქედან, მაგრამ გთხოვ მარიამ მაჩვენე გზა, როგორ დავაღწიო თავი ამ გახუნებულ კედლებს, რომლებიც თითქოს ბოროტად მიმზერენ. გთხოვ დამეხმარე!! 

Untitled

კიდევ ერთი 24 საათი გავატარე ასე მარტოსულად, საკვების და წყლის გარეშე.. ცოტაც და გონებას დავკარგავდი, როცა კარის საკეტი ახმაურდა და ოთახში, ძალიან კარგად ჩაცმული მამაკაცი შემოვიდა, რომელსაც სახეზე ნიღაბი ჰქონდა.. ხელი მკლავზე მომკიდა და წამომაყენა.. ოთახიდან გამიყვანა და გრძელ დერეფანში მიმათრევდა:

- ვინ ხარ?? სად მიგყავარ??

მან ხმა არ გამცა და სახეში მაგრად გამარტყა, მე იქვე კედელთან მივვარდი.. მან თმაში ჩამავლო ხელი და ახლა უკვე ასე მიმათრევდა ამ დერეფანში, სადაც უხეში იატაკი იყო და მთელი სხეული სისხლიანი მქონდა. მივყავდი, მანამ სანამ ვიღაც ორი ადამიანი არ გამოჩნდა და ჩემი თავი მათ არ ჩააბარა. ვერ გავარჩიე კაცები იყვნენ თუ ქალები, რადგან უკვე გონება მებინდებოდა და კარგად ვერ ვხედავდი.. მაგრამ გონება მოვიკრიბე და დავინახე, რომ ისინი ქალები იყვნენ, მათ როგორც მამაკაცს ნიღბები ეკეთათ, შავი სამოსი ეცვათ და ერთი კარისკენ მივყავდი. კარი როცა გააღეს, დავინახე ვიღაც შავებში ჩაცმული ადამიანი, რომელსაც ისეთივე აღნაგობა ჰქონდა როგორიც მას ჩემ ოთახში, რომ იყო. მის ფეხებთან დამაჩოქეს და მან თვალებით რაღაც ანიშნა სხვებს და უცებ ჩემი საფეთქელის გასწვრივ ლურსმანი გამოჩნდა.

Waiting for my death

 მან მითხრა:

- თუ გინდა ამ ლურსმანმა შენს საფეთქელში არ შეაღწიოს და ტვინი არ გაგასხმევინოს, მითხარი სად არის ლუკა?!

- ჰმმ.. ) და შენ გგონია მე ამას გეტყვი?

ლურსმანი ოდნავ კიდევ მომიახლოვდა და მან შეკითხვა ისევ გამიმეორა:

- სად არის ლუკა?

- შენ ვინ ხარ? რატომ უნდა გითხრა? 

ლურსმანი კიდევ უფრო მომიახლოვდა და მან ნიღაბი მროიხსნა.. 

- რაა?? შეენ???!!

- ჰო მე :)) ძალიან გაგიკვირდა შე ბ**ო?!!

Mi risa es mi espada y mi alegría mi escudo.... Martin Luther King

კატო კისერში მწვდა და თავისი ბოღმა ჩემზე გადმოანთხია..

- კატო გამ..იშვი.. კატ..ოო..

მან ხელი გამიშვა, ძლივს ამოვისუნთქე და ვკითხე:

- კატო რა გინდა ჩემგან? ჩემი და ჩემი მეგობრებისგან? ლუკასგან? რა გინდა მითხარი? თურმე ამ ხნის განმავლობაში შენ აკეთებდი ამ საშინელებებს, როგორ ვერ მივხვდი რომ შენ იქნებოდი. გთხოვ მითხარი რა დაგიშავე?

- შენ მე ძალიან ბევრი რამე დამიშავე! და ახლა ყველაფრისთვის პასუხს აგებ! შენი სიცოცხლე აქ დამთავრდება! შენი საყვარელი დაიკოს გვერდით!

- მე რაც გინდა ის მიქენი, მაგრამ ჩემს მეგობრებს არ შეეხო, იცოდე მათ თმის ღერიც არ ჩამოუვარდეს!! მაგრამ აი ჩემი სიცოცხლის ამ ბოლო წუთებში, გთხოვ მითხარი მაინც რა დაგიშავე ასეთი?

- გინდა ყველაფერი გაგახსენო?

- ჰო მინდა!!

- დავიწყებ იმით, რომ როცა დედამ მამაშენი იპოვა შენ ამის შემდეგ ერთხელაც არ გაგხსენებია ის.. რატომ არ გაგახსენდა ის არც ერთხელ? მან ხომ გაგზარდა, გივლიდა, არ დაგტოვა მარტო უპატრონო ბავშვთა სახლში და განებივრებდა, შენ რით გადაუხადე მადლობა? მეორე ის, რომ შენ ყველას ისე გააცანი ჩემი თავი, თითქოს ურჩხული ვყოფილიყავი.. ამის გამო არ მყავდა მე სკოლაში მეგობარი.. ეს შენი ბრალია და ბოლოს.. შენ ლუკა წამართვი!

- ლუკა წაგართვი?

- როცა მე ვცდილობდი მას მოვწონებოდი, შენ არ დამაცადე.. მე ლუკასგან ვგრძნობდი რაღაცას და მასაც არ დააცადე. ახლა კი მითხარი სად არის ლუკა, მინდა რომ ორივე ჩაძაღლდეთ!..

- ჩემგან მაგის პასუხს ნუ ელოდები! ვიცი მაინც იპოვი, მაგრამ ამას ჩემგან ვერ გაიგებ. თუ გინდა ახლავე მომკალი, მაგრამ ამას არ გეტყვი!

- ჩემი დანა მომაწოდეთ!!..

knife

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 911 | დაამატა: elle♥(M) | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5
2013-11-16 Spam
yochag.. umagresi tavi iyoo... au ase agar daagviano raaa... dzaan mainteresebs :)))*