მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » სექტემბერი » 12 » Party In The U.S.A./23
1:49 AM
Party In The U.S.A./23
და მაშინ ვიგრძენი,რომ ეს კოცნა არ იყო მეგობრული,არც იყო მოჩვნებეითი,არ იყო სხვისი.ეს იყო ჩვენი გრძნობის პირველი გამოხატულება,რომელიც მკაფიოდ ასახავდა ჩვენს რეალობას...

იახტაზე გატარებული მთელი საღამო,ყოველთვის დარჩება ჩემთვის "
ერთ განსაკუთრებულ" დღედ..
ეს წუთები წარუშლელ კვლას დატოვებს ჩემს გულში და სამუდამოდ დაილექება ჩემს გონებაში...
მომავალში ჯასტინზე გაბრაზებული, იახტაზე გატარებულ ამ დღეს გავიხსენებ და გული კვლავ სიყვარულით ამევსება...ამ დღეს ხომ მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა,ჯასტინი სულ სხვა თვალით დამანახა.მე ვიყავი უბედნიერესი ადამიანი,რომ ის ჩემთან იყო.ეს მეხმარებოდა გამეანალიზებია თუ როგორი ლამაზია ჩემი სამყარო,რომ ის კვლავ არსებობს.და მაშინ დავრმწუნდი რომ სიყვარული უდრეკი გრძნობაა,სიყვარული სიკეთეა.ის ყოველთვის გვიცავს,ყოველთვის გვენდობა,ყოველთვის გვაიმედებს და თავგზასგვიბნევს...
და მე ვიპოვნე ბიჭი,რომელიც დამიძახებდა მშვენიერს და არა "ცხელს",რომელიც არ დაიღლებოდა ჩემი სისულეების მოსმენით,რომელიც დაწვებოდა ვარკსვლავების ქვეშ ჩემთან ერთად და მოუსმენდა ჩემს გულისფეთქვას,რომელიც არ დაიძინებდა იმის გამო,რომ ჩემთვის დაძინებულს ეყურებინა,რომელიც ფიქრობდა რომ მე მაკიაჟის გარეშეც ძალიან ლამაზი ვიყავი,რომელიც არ დამალავდა ჩემს თავს სხვების წინაშე,რომელიც ჩემზე ზრუნავდა და გააზრებული ქონდა,თუ რაოდენ იღბლიანი იყო რომ მე ყავდი,ის ვინც შეუბრუნდებოდა თავის მეგობრებს და ჩუმად ეტყოდა:
"That's her,My Swaggie"

ასე ჩემთვის შეუმჩნევლად გადიოდა დღეები,ჯასტინთან ერთად...
რათქმაუნდა სახლში დაბრუნებულს მომიხდა,ამ საღამოს დაწვრილებით რამოდენიმეჯერ მოყოლა..პირველი ვინც ჩემი სიხარული გაიზიარა,ჩემი და იყო..
როგორც ჩანს ჯასტინს თავისი გეგმები არავისთვის გაუნდია,...
მათ მხოლოდ იცოდნენ,რომ ჯასტინი იახტაზე მელოდა,თუ რა მიზანი ქონდა ენდრიუს გარდა არავინ იცოდა.
დაბრუნებულს ყველა ერთად გველოდა...და მაშინ ჩემი და ჯასტინის სიხარული მთელმა სამეგობრომ გაიზიარა...
ძალიან კარგად ჩაიარა კლიპის,ამჯერად,ნამდვილმა პრემიერამ.
ჯასტინიც მორჩა თავისი ალბომის ჩაწერას და უკვე მეტი დრო გვქონდა,შეხვედრებისთვის და გულახდილი საუბრებისთვის.
ჩვენ ვისაუბრეთ ყველაფერზე...ჩვენს მომავალ ურთიერთობაზე–არცერთს გვინდოდა რომ ის გასაიდუმლოებული ყოფილიყო,ამიტომ ხშირად დავდიოდით ერთად ქუჩებში ფეხით,რესტორნებში და სხვა ხალხმრავალ ადგილებში...გადავწყვიტეთ,რომ ეს ახალი წელი ერთად გაგვეტარებინა.სანამ კოლეჯი დამეწყებოდა და ბევრი თავისუფალი დრო გვქონდა ორივეს,ვცდილობდით სულ ერთად ვყოფილიყავით,დავტმკბარიყავით ყოველი წუთით...
ჯასტინს ასევე უნდოდა თავიდან აეცილებინა მომავალი უსიამოვნებები  ემასგან,ამიტომ მან გულახდილად მომიყვა ყველა ის ინტიმური თემა,რაც ჩემს გაცნობამდე მასთან აკავშირებდა.მე ენდრიუსგან უკვე ვიცოდი,მათი სხვაგვარი ურთიერთობის შესახებ და შეგუებული ვიყავი ამ აზრს...
რაც შეგვეხება ჩვენ,ვფიქრობდი რომ  ჯერ ადრე იყო.
მითუმეტეს ჯასტინს ნათქვამი ქონდა,რომ არასდროს დამაძალებდა
გამაკეთებინა ეს.ყველაფერს თავისი დრო ქონდა...

ნელ–ნელა ქალაქში საშობაო განწყობამ შემოაბიჯა...
იგვე განწყობაც იყო ჩვენს სახლში.
როცა ტაილერი,ენდრიუ და ჯასტინი ქალაქგარეთ იყვნენ,მე,ტეიმ,კლარისამ და ნოამ,უსაქმურობისგან თავისდასახსნელად მთელი სახლი საშობაო სათამაშოებით მოვრთეთ.რათქმაუნდა ამას ემატება ძალიან დიდი ნაძვისხე სასტუმრო ოთახში,ტელევიზორის გვერდით...
ნაძვისხე იმდენად დიდი იყო,რომ წვერი ჭერს ეხებოდა და სათამაშოს დასაკიდებლად კიბე დაგვჭირდა. :დ
ძალიან გაგვართო ამ პროცესმა.იმ დღეებში მხოლოდ იმაზე ვფიქრობდით,თუ რომელი მოსართავი რომელ ოთახს მოუხდებოდა..
ერთი სიტყვით ამ პროცესმა ძალიან კარგად ჩაიარა.
ბოლოს კი შოპინგზე ერთად წასვალ გადავწყვიტეთ,რათა საშობაოდ ახალი ტანსაცმელი გვეყიდა.
ერთი სიტყვით,ყველაფერი იდეალურად იყო.არაფერი აკლდა ჩემს განწყობას გარდა თოვლისა. :( ვერ ვეგუებოდი სახლში ნაძვისხეს და გარეთ მზიან ამინდს.
როოგორც მჩვევია ამაზე გამუდმებით ვწუწუნბდი..ტეის კი ნერვები ეშლებოდა და მეუბნებოდა თუ არ გავჩუმდებოდი ანტაქდიდაზე გამგზავნიდა 
და თოვლში სამუდამოდ ჩამახრჩობდა :დ
* * * 
იმ საღამოსაც ცუდ ხასიათზე ვიყავი...
ტელევიზორთან ვიჯექით მე,ტეი,კლარისა და ნოა..
გოგონები რაღაცზე იცინოდნენ,მე კი მოწყენილი გავყურებდი რაღაც გადაცემას.
ბიჭები ხვალ ჩამოდიოდნენ და დასახვედრად მვდიოდით დილით.
ხუთი დღე იყო რაც ჯასტინი არ მენახა და მეგონა საუკუნე გავიდათქო.
ფიქრებში ვიყავი წასული.
როცა ასეთ სენტიმეტლურ ხასიათზე ვიყავი,ყოველთვის ჩემს წარსულს გადავხედავდი ხოლმე.ვფიქრობდი "საიდან,სად მოვედი"..არა მხოლოდ მე,არამედ ჩემი დაც.თუნდაც ჩემი და ჯასტინის ურთიერთობა,საიდან დაიწყო ყველაფერი.
ჯერ კიდევ ვერ ვეგუები იმ აზრს,რომ მას  ვუყვარვარ,მე კი არაფერი მიშლის ხელს ვიყო მასთან ბედნიერი.რა იქნება მომავალში? :) რა მოხდება..მე სწავლას მოვრჩები,საქართველოში დავბრუნდები ჩემს ოჯახთან და ბავშობის მეგობრებთან,თუ აქ დავრჩები დასთან,ახალ მეგობრებთან და შეყვარებულთან? 
საქართველო თუ ამერიკა?–ძალიან ადვილია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.
მაგრამ არც ისეთი ადვილი როგორც აქამდე ვფიქრობდი.
სიგიჟემდე მენატრება ანი და ნუკი,ჩემი სახლი,ძველი მაილი.
ამ ფიქრებში ვიყავი გზააბნეული,როცა კარებზე ზარი გაისმა...
–გააღე გთხოვ–შემეხვერწა ტეი და თავით კვლავ ლეპტოპში გადაეშვა.
–კარგი–გაბრაზებულმა ვთქვი და ზანტად წამოვდექი..
წარმოდგენაც კი არ შემელო თუ კარებთან ედნრიუ და ტაილერი დამხვდებოდნენ..
–ბიიჭებოოოო–ისე შევიცხადე თითქოს რაღაც სასწაული მოხდა..
ჯერ ენდრიუს,მერე კი ტაილერს გადავეხვიე...
დღეს რატომ ჩამოდით?
–წესით დღეს ჩამოვდიოდით.
–აბა დილითო?–გაკვირვებულმა ვიკითხე
ბიჭებმა ერთმანეთს უსიამოვნოდ გადახედეს
–სიურპრიზი იყო მაილი–ცალი წარბის აწევით მითხრა ენდრიუმ
–უი ხოო.ეე მაგარია სირპრიზი–ვუთხარი და სახლის კარი დავხურე.
ორივე მათგანი წინ გაიჭრა,თან სახლს ათვალიერებდნენ
–აუ რაამდენი უწვალიათ–დამცინავად ჩაილაპარაკა ენდრიუმ
–არ მოგწონს?–შევიცხადე და დავედევნე
–ვინ თქვა რომ არ მომწონს,ძალიან მაგარია.–გამომხედა და ხელი გადამხვია.
ტეის რეაქციის აღწერა საჭირო არაა როცა ტაილერი დაინახა.
ერთი საათი ეხვეოდნენ ერთმანეთს.
–ჯასტინი სად არის?–შეწუხებულმა ვთქვი როცა მივხვდი რომ მის გარეშე იყვნენ მოსულები..
რამოდენიმე დღე ვერ ჩამოვა კიდე.
–რაა?როგორც ყოველთვის დაკავებულია–გაბრაზებულმა ვთქვი და ენდრიუს ხელი გავაშვებინე..
წავედი მე–უკან მოუხედავად დავტოვე ბავშვები და ოთახში გავიქეცი.მობილურის მოძებნა და ჯასტინის გამოლანძღვა მინდოდა...
სინათლე არც ამინთია,ისე დავავლე აიფონს ხელი და ჯასტინის ნომერი ავკრიბე...
–მე მირეკავ Swaggie?-მოულოდნელად მეგონა რომ მომელანდა..
შეშინებულმა სინათლე ავანთე...
–ჯასტინ?–სიხარულისგან ბოლო ხმაზე შევიცხადე,როცა ჩემს საწოლზე წამომჯდარს შევხედე..
–მე ვარ–გაიცინა და ფეხზე წამოდგა
მოიცა როგორ შემოხვედი?–მოულოდნელად თვალი აივნის ღია კარისკენ გამექცა.
–არ მომესალმები? :))–ბაბნიკური მზერა მომაბყრო და ხელები გაშალა.
არც დავფიქრებულვარ ისე წავედი მისკენ და ორ წუთში მის მკლავებში აღმოვჩნდი...

–მომენატრე–წარმოთქვა და ხელი ჩემს თმაში შეაცურა
–მეც...ძალიან.–ავხედე და ცხვირი ცხვირზე შევახე.
–ჩემი Swaggie-გაიღიმა და ძალიან თბილად მაკოცა....


ვიცი რომ ასეთი თავის ზომა არ დაგმაკოყილებთ,და ისიც ვიცი რომ ეს არ მახასიათებს...
უბრალოდ როგორ ვთქვა საცდელი თავია...
რაღაც ბოლომდე აქტიური არაა საიტი,შესაბამისად ვერ გავიგე
მყავს თუ არა მკითხველები..
თუ კომენატრები იქნება აუცილებლად გავაგრძელებ და გაცილებით დიდ თავს დავდებ... : )) 
იმედია მოგეწონათ...და მომცემთ საშუალებას ახალი შემართებით გავაგრძელო წერა...მომნატრებია ისე ხო იცით :დდ
CommenT SWAGGIES <3




კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1685 | დაამატა: holy♡queen | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 211 2 3 »
2013-10-06 Spam
male tu ar dadeb gavafren biggrin