მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » ივნისი » 26 » Party In The U.S.A./22
2:27 AM
Party In The U.S.A./22
–ეს რა ჯანდაბაა?–ჩემს თავს შევეკითხე და იქაურობას თვალი მოვავლე....
–სანაპიროზე რას ვაკეთებ???...........
გასაოცარი ადგილი იყო...როგორც ჩანს გზაში დროის შეგრძენბა დავკარგე,რადგან ნათელი იყო,რომ ქალაქს დიდი ხანია გავცდით...
თეთრი ქვიშა,თვალუწდენელი ოკეანე,მზე–რომლის სხივები,წყალზე ლაპლაპებდა და პატარა ნავსადგური–სადაც ადგილი,მხოლოდ ერთ იახტას დაეკავებინა..
როცა ყურებითა და სიმშვიდით დავტკბი,ჩემი პრობლემა გამახსენდა.
რაოდენ სასიამოვნოც არ უნდა ყოფილიყო,უაზღვრო სივრცის ცქერა,წესით აქ არ უნდა ვყოფილიყავი.მინდოდა მძღოლისკენ წავსულიყავი,მაგრამ საჭირო არ გახდა.
თვითონ მიმიახლოვდა,ფორმაში გამოწყობილი,დაბალი, მსუქანი კაცი.
როცა მის ნათელ თვალებს შევხედე,უნებურად გამეღიმა.
სასიამოვნო გარეგნობის,"საყვარელი"კაცი ჩანდა...
–თუ შეიძლება წამომყევით–ჩემგან თბილი დამოკიდებულება რომ იგრძნო,თვითონაც გამიღიმა.ვიფიქრე "მისამართი შეეშალათქო" და ამჯერად ცინიზმით სავსე მზერა ვესროლე
იქნებ ამიხსნათ აქ რას ვაკეთებ
–წამომყვეით და ყველაფერს გაიგებთ
–ჯერ ამიხსენით..–მანქანას მივეყრდენი
იახტაში გელოდებიან–როცა მიხვდა სხვა გზა არ ქონდა,დაბალ ხმაზე მიპასუხა და ხელი ყურზე მიიდო,საიდანაც სავარაუდოდ ვიღაცას ესაუბრებოდა.ისიც ფაქტი იყო,რომ მის ბრძანებებს მიყვებოდა.
–მომყვებით?
–სხვა გზა მაქვს?–მიუხედავას იმისა,რომ ძალიან არ მინდოდა "ოქროს ლიმუზინს" დავცილდი და მას გავყევი..ქვიშაში სიარული მიჭირდა.მაგრამ არ ვიმჩნევდი.ამაყად მივდევდი უკან.
დიდი მანძილი არ გვქონდა გავლილი,როცა ხელი ყურზე მიიდო.
"გაგონილ ბრძანებაზე"გაეცინა და შემომიბრუნდა
–შეგიძლიათ ფეხსაცმელი გაიძროთ,უფრო კომფორტულად მიხვალთ იახტამდე
ძალით გავუღიმე,იმის ნიშნად რომ ეს აქამდეც ვიცოდი და ჩემი დის მაღალქუსლიანები ხელში დავიჭირე.
–უკვე მოთმინების ფიალა ამევსო.ბოლოს და ბოლოს სად ვართ!
–ცოტაც მოითმინეთ–წინ ჩქარი ნაბიჯით მიაბიჯებდა და მეც იძულებული ვიყავი,მის დანატოვებ კვალს გავყოლოდი,რომელიც თეთრ ქვიშაში არცისე მკაფიოდ ჩანდა..
–რაც მანქანაში ჩავჯექი,მის მერე თქვენგან თავხედურ დამოკიდებულებას ვითმენ.აგარ იტყვით?–გავჩერდი და ახლა უკვე დავუყვირე
–დამშვიდდით ქალბატონო–შემომიბრუნდა და საწყლად გამიღიმა
ქალბატონის გაგონებაზე,ჩხუბის ახალი მიზეზი მომეცა.ვაპირებდი კიდეც წამოწყებას,რომ გამობრუნდა და ბოდიში მომიხადა
–მაპატიეთ.ახლახანს შემატყობინეს,რომ მაგ სიტყვას ვერ იტანთ..როგორც ჩანს სხვანაირად უნდა დაგამშვიდოთ–გაიღიმა და კვლავ წინ წავიდა
–ჰაჰ! რა სასაცილოა.იქნებ მითხრათ ვინ გაძლევთ ყურში უცნაურ ბრძანებებს
–ცოტაც მოითმინეთ.თითქმის მივედით–იახტისკენ გაიშვირა ხელი
–როგორ მაღიზიანებთ..–თვალები გადავტრიალე და ფეხსაცმელები მეორე ხელით დავიჭირე
–მე მხოლოდ ბრძანებას ვასრულებ.–უკანმოუხედავად მიპასუხა
–დამშვიდდით.ცუდი არაფერი ხდება–ამჯერად გამომხედა და გაიღიმა
–ჩემი სახელი მაინც თუ იცი?–უკმეხად ვკითხე
–რათქმაუნდა.–ყურზე ხელი კვლავ მიიდო,როგორც ჩანს სახელი უკარნახეს.კვლავ გაღიმებული სახით გამომხედა–რათქმაუნდა ვიცი,Swaggie
ამ ზემდეტსახელის გაგონებაზე სახეზე უნებური ღიმილი ამითამაშდა.
თითქოს ვიცოდი,მაგრამ თავს უფლებას ვერ ვაძლევდი ბოლომდე დამეჯერებინა.
რათქმაუნდა,ვინ,თუ არა "ის"...
არ ვიცოდი რას ნიშნავდა ეს ყველაფერი,რატომ ვიყავი აქ.მაგრამ ფაქტი იყო რომ,Swaggie–ს გაგონებაზე,ჩემს შინაგან,მეორე,აარეაალურ სამყაროში,სადაც ბოლო დღეებში ყველაფერი ნაცარტუდად იყო ქცეული,სრული გადატრიალება მოხდა.
ნაბიჯს ავუჩქარე და იმ ხის პატარა გადასასავლელს მივუახლოვდით,რომელსაც იახტამდე მივყავდი.
–დაგეხმარებით–ხელი გამომიწოდა კაცმა,რომელიც რამოდენიმე წუთის წინ მაღიზიანებდა,ახლა კი კვლავ საყვარელი მეჩვენა
–მადლობთ–კმაყოფილმა გავხედე და ფრთხილად გავიარე,ტალღებისგან დასველებული ხის ზედაპირი
–მე აქ დაგემშვიდობებით–გამიღიმა და ქუდი მოიხსნა–სასიამოვნო საღამოს გატარებას გისრუვებთ..
ჩავთვალე რომ აქ რამის თქმა ზედმეტი იყო,თბილად გავუღიმე და ფეხი იახტაზე ავდგი...შესასვლელი კარი ღია იყო.მისი ნახვა მეჩქარებოდა.წვრილ და ბნელ კორიდორში არავინ ჩანდა.რამოდნიმე ნაბიჯში კი,კორიდორის ბოლოს ,ღია იახტაზე,ლამაზად გაწყობილ მაგიდას მოკარი თვალი...ჩამავლი მზის სხივები,პირდაპირ იმ ადგილს ეცემოდა და უალამაზეს სანახაობას ქმნიდა.
ჩავლიე თუ არა,მოკლე მაგრამ ჩემთვის უსასრულო შავი კორიდორი,სრულ ნეტარებაში შევადგი ფეხი...მაგიდასთან ახლოს მისვლა გადამეწყვიტა,როცა მეორე მხრიდან ჯასტინის,წვრილი,მაღალი,გამხდარი სილუეტი გამოჩნდა.
თაფისლფერი თვალები მზეზე უბრწყინავდა და თმას ნაზი სიო ურხევდა.
თეთრებში გამოწყობილმა,ჩამოიარა კიბის რამოდენიმე საფეხური და მე მომიახლოვდა.
ჩემი ცივი მზერა არ შეტოკებულა.მისთვის თვალი არ მომიცილებია.როგორც ჩანს ჩემს რეაქციას ელოდა,მე კი სახეზე არც სიხარულის,არც ბედნიერების,არც სიბრაზის არანაირი მიიმიკა არ აღმბეჭდვია. 
-როგორ ხარ?–დაბნეულმა იკითხა.როგორც ჩანს ყველაანაირ რეაქციას ელოდა,ასეთის გარდა.არაფრის მთქმელი უაზრო მზერა.ვიცოდი რომ გაამწარებდა და მწყრობიდან გამოიყვანდა.
–არც კი მესმის ეს როგორ გააკეთე.მოტყუებით საღაც მომიყვანე.ნახევარი გზა ვიღაც კაცთან ერთად მატარე.მითითებები,ბრაძენებები–შენი თავი ვინ გგონია?–უხეშად ვუთხარი და იქედან გამოვიქეცი.
–მაილი.მაილი რა გჭირს?–ხმამაღლა დაიყვირა და დამედევნა
გასასვლელთან ახლოს ვიყავი,მისმა ყვირილმა კიდე იახტა გააყრუა.
–დაიჯერე?–გავბრუნდი და სიცილი დავიწყე
ღრმად ამოისუნთქა და თვალები გადაატრიალა
–რომ ვამბობ,რომ ყველაზე გიჟი არსება ხარ,არავინ მიჯერებს..
–არც არი საჭირო.მთავარია შენ იცი–ნასიამოვნები სახით მივუახლოვდი,როცა მივხვდი რომ ჩემმა პატარა შეშინების გეგმამ გაამართლა.
–მე კიდე მეგონა რომ ყველაფერი ჩამეშალა–გაიღიმა და ისიც ჩემსკენ წამოვიდა.
–არც მიფიქრია.უბრალოდ ცოტა უფრო დაწვრილებით მაინტერესებს აქ რას ვაკეთებთ
–3 დღის ვერ მოუცლელობა,მინდა დღევანდელი საღამოთი ავინაზღაურო.–გაიღიმა და ხელი გამომიწოდა.–ძალიან ლამაზი ხარ.–ასეთ მზერას შეჩვეული არ ვიყავი,უცნაურად, თითქოს კმაყოფილმა გამომხედა და სკამი გამოწია
მადლობ–გავუღიმე და ჩემოვჯექი–დღეს შენც სხვანაირი ხარ–გავუღიმე და მაღალქუსლიანები,რომელსაც მთელი ამდენი ხნის განმავლობაში ხელით დავათრევდი,ჩავიცვი..
–ჯერ ვჭამოთ..შემდეგ ცოტა ღრმად შევიდეთ იახტით და შუა ოკეანედან,ერთად ვუყუროთ მზის ჩასვლას...
–როგორი დრო შეგირჩევია–გავუღიმე და ხელში დანა–ჩანგალი მოვიმარჯვე.
ცოტა დაბნეული,მაგრამ ძალიან გახარებული ვიყავი,ამ მოულოდნელი სიურპრიზით.თითქოს არ მინდოდა აღიარება,მაგრამ ვატყობდი რომ ღელავდა.
მეშინოდა,ცრუ იმედები არ მიმეცა საკუთარი თავისთვის და ფიქრი შევწყვიტე.

ვახშმობის დრო,უაზრო საუბარში ძალიან მალე გავიდა...
–წამომყევი.–მითხრა და ფეხზე წამოდგა.
გული უცნაურად შემეკუმშა.სუნთქვა გამიხშირდა და ხელები გამეყინა.
ახლავე მოვალ.ვეტყვი რომ შევცუროთ
–როგორც გინდა–ვუთხარი და მის მოსვლამდე,ვერცხლისფერ რკინის მოაჯირს მივეყრდენი...იმდენად ვიყავი ხედიის ყურებით გართული,რომ ვერც ვიგრძენი როგორ მომიახლოვდა.ხელები წელზე მომხვია და ბეჭზე ნაზად მაკოცა...
ვიგრძენი,რომ ეს "ნაზი კოცნა"არ იყო ისეთი,როგორც მეგობრებს შეეფერება.
ნუთუ ახლა მეგობრობაზე და დოგამტებზე ფიქრის დროა?
მაგრამ პრინციპები.პრინციპები ყოველთვის ჩვენზე მაღლა დგანან.
ჯასტინ–გაბრაზებული ტონით მისკენ შევბრუნდი.ერთმანეთთან საოცრად ახლოს ვიყავით,იმდენას ახლოს რომ მის სუნთქვას ვგრძნობდი.
იახტა დაიძრა.წყლის ახლა უკვე გახშირებულმა ტალღებმა,ჩვენი სიმშვიდე დაარღვია.
–ძალიან გთხოვ...–თავი დაწია,თხოვნა ვერ დაასრულა
–რას მთხოვ?
–გთხოვ არ გამიბრაზდე იმის გამო,რასაც ახლა გეტყვი...მაგრამ მე მეტის მოთმენა აღარ შემიძლია–თავი გააქნია და მზერა ამარიდა
–ჯას...–აღელვებულმა ხელი გავაშვებინე და მის გვერდით ხელებით მოაჯირს დავეყრდენი
–მომისმენ?–მანაც იგივე მდგომარეობა მიიღო.გვერდით დამიდგა და ხელებით მოაჯირს დაეყრდნო.
–გისმენ–აჩქარებული გულისცემა უფლებას არ მაძლევდა სიტყვები მკაფიოდ წარმომეთქვა.მინდოდა მოკლე ყოფილიყო ჩემი სათქმელი,რადგან ხმაში აღელვება არ შემტყობოდა.
–არასდროს დამავიწყდება ჩვენი პირველი შეხვედრა–გაიცინა და თავი მაღლა აწია–მაშინ ერთი უბრალო,დაბნეული გამვლლელი მეგონე,რომელმაც მანქანას ვერ შეხედა და ლამის მისი მსხვერპლი გახდა.როგორი მომზადებული გადმოვედი,იმის სათქმელად რომ თვალებში არ იყურებოდი,მაგრამ როცა დაგინახე უნებურად გამეღიმა.თავის კონტროლი შევძელი და სიმკაცრე სახიდან არ მოვიშორე,თუმცა შინაგანად სულ სხვას ვფიქრობდი..დაგინახე თუ არა გავიფიქრე,"ეს გოგო ჩემი....–ამ ადგილას გაიცინა და ტკბილი ხმის საუბარი განაგრძო..
–მას შედმეგ როგორც მოხდა,რაც მოხდა ყველაფერი კარგად იცი...მე სხვა გოგო მყავდა,შენ ნიკი.და  მიხვდი,რომ ერთადერთი რაც შენს შენარჩუნებაში დამეხარებოდა,ეს მეგობრობა იყო...
დამეთახნმები ჩვენი მეგობრობა არ იყო ჩვეულებრივი.ჩვენ ძალიან ბევრი გამოვიარეთ და უმოკლეს ვადაში იმდენი რამ გამოვცადეთ,რაც ბავშობის მეგობრებსაც კი არ ექნებათ დაცდილი.
ჩვენი გართობა,ჩვენი ცანცარი,ჩვენი კამათი,ჩვენი ჩხუბი და ჩვენი მეგობრული კოცნას კი–ამ ადგილას გაიცინა და შეუჩერებლად განაგრძო
–ალბათ გგონია,მაშინ რაც ჰავაიზე გითხარი უბრალოდ სასმელის დამსახურება იყო და მე შენს მიმართ გრძნობები არ მქონდა.ეს ხომ რამოდენიმე დღეში მეთვითონვე ვუარყავი და თავი უგულო არსებად მოგაჩვენე.მაგრამ ეს სიმართლე არ არის.
როცა მივხვდი,რომ შენს გარეშე უკვე ვეღარ ვძლებდი,როცა ვხვდებოდი რომ შენ ჩემთან არ იყავი,არ შემეძლო ჩაგხუტებოდი როცა მომინდებოდა,მოგფერებოდი და ეს ზედმეტ უხერხულობას არ შექმნიდა,სასტუმროდან წავედი და მთელი დღე, ერთი მაგიდის დაბალ სკამზე,სასმელთან ერთად გავატარე.მაშინ თავი ვეღარ მოვთოკე და ყველფერი გითხარი.გითხარი,რომ ერთადერთი ქალი იყავი,ვიზეც ვფიქრობდი.და რა გავაკეთე?მეორე დღეს ემასთან ერთად გამოგეცხადე...
როცა ეს დღეები გამახსენდა,თვალებზე ცრემლი მომადგა...
–მამის გარდაცველებისას,როცა ჩავედი ის გვერდში დამიდგა.თითქოს ისეთი იყო,როოგორსაც არ ველოდი.ჩემდამი ძალიან თბილი და გადავწყვიტე,
(ჩემთვის გულში გადავწყვიტე),რომ ერთი შანსი მისთვისაც მიმეცა..ამით იყო გამოწვეული ჩემი ცივი დამოკიდებულება შენდამი და ის სიტყვები,როცა გითხარი რომ უბრალოდ ვიჩქარე.ვერც კი წარმოიდგენ,რა დამემართა როცა მითხარი რომ ძალიან გაგიხარდა,რომ ჩემს გრძნობებს მაინც არ უპასუხებდი.ეს ჩემთვის დიდი დარტყმა იყო,მაგრამ მაინც გავბედე...გავბედე და ახლა აქ ვდგავარ შენს წინ,სასჯელის მოლოდინში–და მაშინ ორივემ ერთდროულად გავხედეთ ერთმანეთს...
ცრემლიანი თვალები მას მივაბყარი.....
ახლა კი,რამოდენიმე დღის წინ ჰავაიზე,კლიპის გადაღებისას სულ სხვა,კვლავ ახალი მაილი დავინახე.და მაშინ მივხვდი,როგორი ღრმა ხარ.შენი ამოცნობა როგორი ძნელია....
როცა გავიგე,რომ მაშინ მანაც იგივე ეგრძნო რაც მე,თავი ვეღარ შევიკავე და ტირილი დავიწყე.ხელები თვალებზე ავიფარე და კვლავ სმენად ვიქეცი.
არ მინდოდა ეს საუბარი როდესმე დასრულებულიყო....
უბრალოდ მინდა იცოდე...რომ რაც არ უნდა მოხდეს,როგორც არ უნდა გამიჭირდეს, მე შენთან მეგობრობას ვეღარ შევძლებ.გაცნობის დღიდანვე ვხვდებოდი,რომ ვერ ვიქნებოდით იდეალური მეგობრები,თუმცა შეგვიძლია ვიყოთ იდეალური წყვილი...ამისთვის კი მხოლოდ ის გრძნობაც კმარა,რომელიც შენს მიმართ მაქვს.
გეფიცები ,ერთადერთი ხარ ვიზეც ვფიქრობ,ვისი სახეც გამუდმებით დამსდევს და ვისი ხმას ყოველთვის ჩამესმის.ეს შენს ხარ მაილი,ჩემი ერთადერთი Swaggie–ნაღვლიანი თვალებით მომიახლოვდა და სახიდან ცრემლი მომწინდა.
არ მეგონა თუ მისი სიტყვები,რომელიც ჩემთვის უბრალოდ წარმოუდგენელი იყო სულში ასე ჩამწვებოდა.ემოციებს ვერ ვმალავდი.
ეს იყო წარმოუდგენელი,აღმამფრენი,მეცხრე,ზეციური გრძნობა.
მეტი ვიდრე ემოცია,მეტი ვიდრე ბედნიერება...
–ეს ყველაფერი არ არის...ჩემს დაწყებულ სიტყვას დავასრულებ.–გაიღიმა და ჩემი ხელი თავის ხელებსშუა მოაქცია–მიყვარხარ–თქვა და ხელი გულთან მიმატანინა.
გრძნობა,რომელმაც ამ სიტყვის გაგონებამ გამოიწვია,თავიდანფეხებამდე დამეპატრონა...მეგონა ჩემი გულის ძგერა მთელ სამყაროს ესმოდა.
მეგონა ჩემი ბედნიერების მთელ მსოფლიოს შურდა.
თავი ღირსად არ მიმაჩდა,ამ ადამიანის წინ ახლა მე ვდმგარიყავი და მომესმინა,ის რასაც ვთლვიდი რომ არ ვიმსახურებდი.
–სიყვარული–გაიღიმა და ჩემთვის ჯერ კიდევ უცნობი მზერა მესროლა–ჩვენ ფიქრობთ სიყვარულზე.ვოცნებობთ მასზე და ვიძინებთ მასზე დამწუხრებული.როცა ვიცით,რომ სიყვარული არ გვაქვს,ჩვენ მის ძებნას ვიწყებთ.როცა მას აღმოვაჩენთ,ჩვენ ვერ ხვდებით რა უნდა გავაკეთოთ .როცა ის გვაქვს,გვეშინია არ დავკარგოთ.ეს არის ერთადერთი გრძნობა,რომელიც აერთიანებს სიამოვნებასა და ტკივილს.ეს არის ერთი პატარა სიტყვა,ადვილი დასამარცვლი,ძნელი საპოვნი,ძნელი გასაშვები და შეუძლებელი წარმოსადგენი,"ცხოვრება მის გარეშე....?!"
მე ვიპოვნე ჩემი სიყვარული და არ მინდა როდესმე გავუშვა ის...
ხელი სწრაფად გამოვაცალე მის ხელებს,რომელიც მაკავებდა და უკან რამოდენიმე ნაბიჯით დავიხიე...ჩვენს შორის უსიამოვნო,არაფრისმთქმელი სიჩუმე ჩამოვარდა.
მაგრძნობინა,რომ რისი თქმაც უნდოდა დაასრულა.ახლა კი ჩემი ჯერი იყო.
შოკირებულმა არ ვიცოდი რა მეთქვა,რა მეპასუხნა.
თითქოს ჩემი თავი უსუსური მეჩვენა...გრძნობა,რომელიც გაამაჩნდა არ იყო ისეთი ძლიერი როგორიც მისი.თავი სულელად ჩავთვალე,როცა მივხვდი რომ ჩემი რამოდენიმე დღიანი ტანჯვა არაფერი იყო მის ტკვილითან შედარებით,თავი სულელად ჩავთვალე,აქამდე რომ ვერ ვამჩნევდი ამ დიდ გრძნობას და ჩემი უხეში სიტყვებით,როგორ ვაძლევდი საბაბს ღამე თეთრად გადაეთენებინა...
გულმა არ გამიშვა მისთვის იგივე მეთქვა.ჩემი სიტყვები ახლა სრულიად უფერული გამოჩნებოდა.მისთვის ესეც საკმარისი იყო,მაგრამ არ მინდოდა ყველაფერი გამეფუჭებინა...
თავგზა ამებნა.როცა მან თავის სიყვარულზე მითხრა,მის ფონზე ჩემი სულ მცირე აღმოჩნდა.ვიჩქარებდი, მისთვის ახლავე რომ მეთქვა ჩემს გრძნობებზე და უბრალოდ გაჩუმება ვარჩიე...
–მაილი..ვიცი რომ ძნელია,მაგრამ.....
–ჰო–ჩუმად წარმოვთქვი და მას გავხედე–არ შემიძლია ისე ლამაზად გადმოვცე გრძნობა რომელიც ამწუთას მაქვს,როგორც ეს შენ შეძელი.
ახლა უკვე ჩემს თავს ვეკითხები,აქამდე სად ვიყავი?რატომ ვერ ვხედევადი ამ ყველაფერს.რატომ ვერ გხედავდი,თუ ასეთი ბრმა ვიყავი?...
–ჯერ კიდევ არ არის გვიან...
–ვიცი ჯასტინ.ჯერ კიდევ არ არის გვიან,იმისთვის რომ...–აღელვებულს სიტყვების მარაგი შემომაკლდა და ვეღარ გავიგე რა მეთქვა.ცრემლები მოვიწმინდე და მას გავხედე.
ჰომ უყურებ საერთოდ არ გამომდის რომანტიკოსობა–თვალები გადავატრიალე.
მომიახლოვდა და თავი ამაწევინა
–საჭირო არ არის ახლა მითხრა....შემიძლია რამოდენიმე დღე არ გნახო,რომ უკვეთ დაფიქრდე
–არა–კატეგორილად წარმოვთქვი–არ მინდა კვლავ გავაგრძელო ეს გაუგებრობა.არც მე მინდა შენთან მეგობრობა.არ ვიცი რას მოიტანს ეს ურთიერთობა,მაგრამ მე გენდობი.
რატომაც არა,ვცადოთ ჯასტინ...–ეს სიტყვები ერთმანეთს მივაყარე.
დაბნეულმა ხელი თავზე დავიდე და თვალები დავხუჭე.
–შენ ჩემი ხარ...დღეიდან მხოლოდ ჩემი.მე გპირდები,რომ ამ გადაწყვტილებას არ ინანებ.შენ ულამაზესი ხარ მაილი,მაგრამ დღეიდან ,იქნები ყველაზე ბედნიერი ქალი მსოფლიოში
ხელი წელზე მომხვია და მაკოცა...

და მაშინ ვიგრძენი,რომ ეს კოცნა არ იყო მეგობრული,არც იყო მოჩვნებეითი,არ იყო სხვისი.ეს იყო ჩვენი გრძნობის პირველი გამოხატულება,რომელიც მკაფიოდ ასახავდა ჩვენს რეალობას...

ალბათ ბოლოს და ბოლოს ამ თავს ბევრი ელოდა...
უკვე შესაფერი დროც იყო.
ტრადიციას არ ვღალატობ და ამ შემთხვევაში მაილის პერსონაჟში ჩემს თავს ვხედავ.მიუედავას ამდენი თბილი სიტყვისა,ის არ ჩქარობას და გაფეთლილი "მიყვარხარს"ს ნაცვლაად,რომელიც ამ შემთხვევაში ნამდვილი არ იქნებოდა,უბრალოდ ურთიერთობას იწყებს.ვნახოთ სანამდე წავალთ :)) დ
არ ვიცი თქვენი იმედები გავამრთლე თუ არა,მაგრამ ყველანაირად ვეცადე.
როცა ახალ თავს ვდებ და ვკითხულობ,2 დღის განმვლობაში საშინლად არ მომწონს.
ახლაც ასეთი შეგრძნება მაქ,ამიტომ თქვენ აზრი მაინტერესებს.. p.s.იმედია მოგეწონათ თან დართული ჩემი რი უსაყვარლეეეეეეეეეეესი სიიიიიიიიმღერააააააააა <3
CommenT SWAGGIES <3

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1480 | დაამატა: holy♡queen | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 201 2 »
2013-07-04 Spam
WoooooooooW!!!!!
au ra magari tavi iyoo <33
ai gavgijdi raa <3
mec mailis nirad memarteba :d
ar vici ra vtqvaa biggrin
xom ici rom umagresi iyo <3
au axla seqtembramde ra moicdis raa :XX
male gaagrdzele mainc biggrin