მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მარტი » 30 » Party In The U.S.A./5
11:41 PM
Party In The U.S.A./5
1 თავი )2 თავი )3 თავი )4 თავი )
ამ თავს ანკას ვჩუქნი:*(
იმდენი ხანი ვდებდი დავტანჯე ბავშვი:დ)

ნოა და ტეი შედარებით ბნელ ადგილას ჩამოჯდნენ..რაღაცაზე საუბრობდნენ,მგონი მეგობარს ელოდებოდნენ.არ მესმოდა მათი ხმა.მომწყინდა მათთან ჯდომა,წამოვდექი და საცეკვაოდ გავედი.
მალე ესეც მომწყინდა,და უკანა ეზოში გავედი,სადაც შედარებით ბნელოდა.სიწყნარე იყო.უკან შებრუნებას ვაპირებდი რომ სიბნელიდან ვიღაცის ლანდი გამოჩნდა.
–ყოჩაღ!!–სმწრისგან დავიყვირე,როცა "ლანდმა"მაისურზე ნახევარი ჭიქა კოქტეილი დამაცალა.
–Sorry–ძალიან საყვარლად გამოუვიდა,ცისფერთვალება ჩემს წინ მდგომ ბიჭს,ყველაფერი მე რომ არ დამაბრალა
–არაუშავს–ძალით გავიღიმე და მაისურს დავხედე,რომელიც სულ ლანდავდა.
დამიჭირე–თავისი, უკვე დაცლილი, კოქტეილის ჭიქა მომაწოდა. :)) მოსაცმელი გაიხადა.
–შენი მაისური უკვე უსარგებლოა,თავის მოვალეობას ვეღარ ასრულებს,რასაც საჭიროა იმას ვერ ფარავს–გაეცინა

–ეს მოიცვი–და თავისი შავი მოსაცმელი მომაჩეჩა
მეც გამეცინა მის ნათქვამზე
–შებრუნდი–ისიც მორჩილად გაბრუნდა.სველი მაისური გადავიძრე და მის მიერ მოცემული მოსაცმელი ჩავიცვი.სასიამოვნო სუნამოს სურნელი ჩაცმისთანავე ვიგრძენი
–D & G–ვუთხარი როცა ნაცნობი სურნელი ამოვიცანი
–მართალია–გამობრუნდა და უცნაურად გამომხედა–ჩემზე მეტად გიხდება
–მადლობ,შევიდეთ ჰო?მეგობრები მელოდებიან
–რათქმაუნდა
მაისური იქვე ნაგვისყუდში მოვისროლე და მას უკან გავყევი.უფროსწორად მეგონა მივყვებოდი,რადგან მხედველობიდან დავკარგე.მისი ძებნა არც დამიწყია.იმ ადგილისაკენ წავედი სადაც ტეი და ნოა დავტოვე
–სად იყავი?გირეკავდი
–არ მესმოდა–ჩამოვჯექი მათთან–კიდე არ მოსულა შენი მეგობარი ?–ნოას გავხედე
–არაა,როგორც ჩანს ვერ გვიპოოვნა,მოიცა შენ სხვა რაღაც არ გეცვა? 
–მართალია,სად არი ჩემი თეთრი მაისური?–გაკვირვებულმა ტეიმ შემათვალიერა

–ნაგვის ყუთში–ვთქვი და სიცილი ამივარდა.
მოკლედ მოვუყევი გოგონებს,ჩემი შემთხვევის შესახებ.

–როგორ მომწონს შენი მოსაცმელი–მხიარულად გვითხრა ჩარლიმ და ნოას გვერდით მიუჯდა.ჩარლი ჩემი დისა და ნოას ძალიან ახლო ძმაკაცი აღმოჩნდა,რომელმაც რამოდენიმე წუთის წინ ჩემი მაისური შეიწირა :დ
–გმადლობთ.შემთხვევით შენი ხომ არაა?–ავყევი ხუმრობაში
–YeaP!–საყვარლად თქვა და გამიღიმა–ნამდვილად ვერ წარმოვდგენდი რომ ტეის და იყავი.

–შენზე ყოველდღე გვიყვებოდა,იცი რა კარგად გიცნობ?–გაეცინა ნოას
–მეც ბევრი ვიცი თქვენზე,ყოველღამე სკაიპში სხვა სალაპარაკო არც გვქონია–ტეის გავხედე და მის ბეჭს ზურგით მივეყრდენი
–არ ვიცეკვოთ?–თქვა ჩარლიმ
–მაგრამ მანამდე,ცოტა დავლიოთ–მაცდურად გაიღიმა ნოამ და სასმელის მოსატანად ხალხში გაიჭრა..
ძალიან კარგად გავერთეთ.
ცეკვა–გართობისგან უკვე დაქანცეულები ვიყავით ოთხივენი.სახლში დილის 6 საათზე დავბრუნდით.ოთახამდეც ვერ ავედით.ტეის სავარძელში,მე კი მდივანზე ჩამეძინა.

არ ვიცი რომელი საათი იყო,ტეის ხმამ გამაღვიძა.ბოლო ხმაზე კიოდა.
თავიდან ვერ მივხვდი რა მოხდა.ვერ გამეგო სიხარულისგან იყო ეს თუ რაიმე ცუდი მოხდა.ძვლივს წამოვდექი და საიდანაც მისი ხმა მესმოდა იმ მხარეს წავედი
–ამიყვანეს,ამიყვანეს,ამიყვანეს–დაიყვირა მან უკვე მესამედ და სამზარეულოდან გიჟივით გამოვარდა.გადამეხვია.
–ტეი სად აგიყვანეს?
–ვიქტორია სეკრეტის მთავარ ჩვენებაზე გამოვდივარ...ჩემი პარატამეტრები ზუსტად ემთხვევა იმ მოდელისას,რომელმაც დატოვა შოუ და შესაბამისად მის სამოსს მე მომარგებენ.
–რააა თქვი?ტეი ეს ხომ ძალიან მაგარიააა.არ არსებობს–მეც ავყევი.
–ძალიან მაგარიიი!
ორივემ ბედნიერებისგან სისულეეების გაკეთება დავიწყეთ.
ეზოში გავიქეცით და აუზში ტანსაცმლიანად გადავეშვით.
–მაილი!უბედნიერესი ადამიანი ვარ–თქვა მან და მაღლა ავიდა

–ვიცი ახლა რასაც გრძნობ!–მე არ ავსულვარ ცოტა ხანი კიდე გავჩერდი წყალში.

ტეის მობილურზე ზარები არ წყდებოდა,ვინმაც გაიგო მის შესახებ ყველა ურეკავდა და ულოცავდა.მე ამ დროს აიპადით ანის და ნუკის ვესაუბრებოდი.მათ ცალკე უხაროდათ/ ერთი სიტყვით ყველაფერი ძალიან კარგად იყო.
შუადღეზე ნოასთან წავედით.ძალიან მოკრძალებულად ცხოვრობდა დედასთან ერთად.მყუდრო და კარგად მოწყობილი სახლი .ახლა ტეიც VS-ის სრულფასოვანი წევრი იყო და ეს ამბავი ნოასთან ერთად ავღნიშნეთ.
საღამოს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა!ჩვეულად ყურსასმენები ავიღე და სასეირნოდ გავედი.უკვე პარასკევი იყო.მე ჯერ კიდევ ვერ მომეფიქრებინა ღირდა თუ არა ორშაბათს,ჯონათანის სტუდიაში მისვლა.ვიცოდი,რომ ეს გადაწყვეტილება სამუდამოდ შეცვლიდა ჩემს მომავალს.
უკან დაბრუნებულმა მამას ველაპარაკე,შემდეგ კი ჯასტინის პაპარაცული ფოტოები დავათვალიერე.ამას მისი შეხვედრის შემდეგ ხშირად ვაკეთებ,არ ვიცი რატომ!მაგრამ ფაქტია სიამოვნებას მანიჭებს...

ტეის ხვალ რეპეტიცია ქონდა.როგორც ნოამ უთხრა,ერთი ადამიანის დასწრება პრობლემა არ იქნებოდა.იქ იმდენი დამხმარე იკრიბებოდა რეპეტიციის დროს,იმდენი დიზაინერი,იმდენი გადამღები რომ მე ვერავინ შემამჩნევდა.
ძალიან მიხაროდა,რომ ტეის ხვალ მე მივყვებოდი,და თავის პირველ რეპეტიციას პირადად დავესწრებოდი.ამაასთანავე ვნახავდი უამრავ ცნობილ მოდელს..! :)

დილიდანვე დავიწყეთ მომზადება.მინდოდა განსაკუთრებულად ლამაზი ვყოფილიყავი ამ დღეს..!
–როგორია?–უსიამოვნო სახით შევედი ჩემი დის ოოთახში,და ჩემი შავი კაბა ვანახე
–კარგია,მაგრამ რაღაც აკლია–თქვა ტეიმ ცოტა ხნიანი დუმილის შემდეგ
–ტეი ეგრე თქვი ბოლო 10 კაბაზე,რომელიც ჩავიცვი.სხვათაშორის დავიღალე
–მოიცადე.!!–მიყვარდა როცა ასეთ მზერას მომაბყრობდა,ესეიგი რაღაც კარგი ქონდა ჩაფიქრებული.

თავისი გარდერობი გამოაღო.პატარა ოთახივით იყო,ვგიჟდებოდი იქაურობაზე.
განსაკუთრებით ფეხსაცმელების განყოფილება მომწონდა.
–მგონი კაბას ჯობს სხვა რამე შევარჩიოთ,მაგალითად ეს შარვალი.!
მეც არჩევანის სრული თავისუფლება მქონდა :)) მალევე მოვამზადე ტანსაცმელი და სადილის მოსამზადებლად სამზარეულოში ჩავედი.

საღამოს 6 საათისთვის უკვე ადგილზე ვიყავით.მე,ტეი და ნოა.

ეს იყო ძალიან დიდი შენობა,გარედან მინებით,შიგნიდან კი ძალიან კარგად მოწყობილი.მეორე სართულზე ავედით.ნოამ მითხრა რომ ჩემი გასახდელში შესვლა არ შეიძლებოდა,მან პოდიუმთან მიმიყვანა,სადაც მთავარი ჩვენება იმარრთებოდა.თვითონ კი ტეისთან ერთად გასახდელში შევიდა.
ძალიან ბევრი ხალხი ირეოდა.ყველა ჩვენებისთვის, პირველ რეპეტიციისთვის ემზადებოდა.კამერები,განათებები,დეკორაცია–ეს ყველაფერი დღესვე უნდა გაკეთებულიყო,რადგან მთავარ გამოსვლამდე არც თუ ისე დიდი დრო იყო დარჩენილი.!
მე იქვე პირველ რიგში ჩამოვჯექი.ზოგიერთი ადგილი უკვე ნაყიდი იყო,მაგალითად ჩემი გვერდითა ადგილი Jessica Alba-ს ეკუთვნოდა :)
ძალიან შეუმჩნევლად გავიდა 2 საათი.საერთოდ არ მომიწყენია ისე გავერთე მათ ყურებაში.შოუ ჯერ არ დაწყებულიყო,მაგრამ ეს მზადების პროცესი ძალიან მომწონდა.
ბოლოს სწრაფად წამოვდექი,და ჩემსკენ მომავალ გოგონას გადავუდექი.უცნაური სახით შემათვალიერა.
–ხომ არ იცი რეპეტიცია რამდენ ხანში დაიწყება?
–გოგონებიი თითქმის მზად არაიან
–და შოუს ვინ აფორმებს?
–Bruno Mars,Rihanna da Justin Bieber-ი :))–კვლავ უსიამოვნოდ მიპასუხა.–ჯასტინი წუთი–წუთზე აქ იქნება,დანარჩენები კი ვერ ახერხენ დღეს მოსვლას რეპეიციაზე
–კარგი მადლობ!
არ შევიმჩნიე რა დამემართა როდესაც მისი სახელი და გვარი გავიგე.ეს იყო ძალიან სასიამოვნო გრძნობა.ადგილზე გავშეშდი და უნებურად გამეღიმა.
ახლა ამ სამყაროდან,ჩემს სამყაროში გადავინაცვლე რომელიც დიდი მოთმინებით ელოდება,მასთან მეორე შეხვედრას.

არ გასულა რამოდენიმე წუთი,რომ დარბაზში მყოფნი ახმაურდნენ
–მოვიდა,მოვიდა,გოგონები გააფრთხილე,ვიწყებთ
–ვიწყებთ,მოამზადეთ ყველაფერი
ამის მეტი ახლა არაფერი მესმოდა.მივხვდი რომ ჯასტინი უკვე კულისებში იყო.
 მეორე რიგიდან,პირველში გადავინაცვლე და შოუს დაწყებას დაველოდე.
ეს წუთები ძალიან გაიწელა,უკვე იმედიც გადამეწურა რომ დღეს შევძლებდი გამოსვლის ყურებას.
კულისებიდან დამხმარეები და დიზაინრები გამოვიდნენ.ყველა დამსწრემ ერთად მოიყარა თავი.ადგილებზე გადანაწილდნენ.
მოულოდნელად შუქები ჩაქრა.ანათებდა მხოლოდ პოდიუმი.
–როგორც იქნა–ჩავილაპარაკე.
ჩემს გვერდით მარცხენა სკამი ჯასტინის დაცვამ დაიკავა,ფოტოებიდან ვიცოდი მისი ვინაობა.

პირველი რეპეტიცია დაიწყო.
პოდიუმზე მოცეკვავეების თანხლებით ჯასტინი გამოვიდა.

უკვე მეორედ სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა და უნებურად გამეღიმა.
გოგონების გამოსვლაც დაიწყო.
სიმართლე ვთქვა,მათი გამოსვლის შემდეგ ჯასტინისთვის აღარც შემიხედავს.ვაკვირდებოდი მათ ჩაცმულობას,სიარულის მანერას,მომღიმარე სახეებს და არ მჯეროდა რომ ახლა მე ნამდვილად იქ ვიჯექი.
პოდიუმზე ნოა გამოვიდა. ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა.უცნაურად გახედა ჯასტინს.
როდესაც იმ ადგილს მოუახლოვდა სადაც მე ვიჯექი,თვალი ჩამიკრა და გამიღიმა:)
–იცნობ?–შემეკითხა მოულოდნელად ჯასტინის დაცვა,არ ველოდი და უნებურად შევკრთი
–კი–გამეცინა
–ლამაზი გოგონაა
–ვიცი–ცინიკურად გავუღიმე და შემდეგ გამომსვლელს დავაკვირდი
–აქაურის გარეგნობა არ გაქვს
–არ ვაქ აქაური და სავარაუდოდ მაგიტო 
გაეცინა
–მთლიანობში მაგარი შოუ გამოვა
არ ვიცოდი რაში ჭირდებოდა ჩემი ალაპრაკება,მაგრამ ავყევი :დ
ისე ცოტა მოწყენილი ვიყავი,ახლა კი ყოველ გამომსვლელზე ჩემს შეხედულებას მას ვუზიარებდი.
–აი ისიც–სიამაყით წამოვთქვი,როდესაც სცენაზე ტეის შევხედე.
ულამაზესი იყო.იმდენად მომხიბლა,მისმა თავდაჯერებულობამ და ამაყმა სიარულმა,რომ თვალებზე ცრემლებიც კი მოადგა
–ვინ ის?–შემეკითხა ჩაზი(ჯასტინის დაცვა)
–ჩემი და–კვლავ სიამაყით ვუთხარი და თვალი მანამ გავაყოლე,სანამ კულისებამდე არ მივიდა.ჯასტინმა ხელი მოკიდა და ბოლომდე მიყვა :დ
რიანა რეპეტიციას არ ესწრებოდა.შესაბამისად მისი სიმღერა ჩაირთო და მეორე გამოსვლის სტარტი მირანდა კერიმ აიღო.
შოუს ყურებაში ისე გავერთე ვერც კი მივხვდი,როგორ ადგა ჩემს გვერდით მჯდომი ჩაზი,რადგან როდესაც მივიხედე მის ადგილას ცარიელი სკმადი იდგა,
წარწერით "Orlando BlooM" :))

როდესაც ყველაფერი დასრულდა,დიზაინერი გამოვიდა და გამოსვლას კიდევ ერთხელ უყურა ვიდეოკამერაში.როოგორც ჩანს ეს ხარვეზების გამოსასწორებლად იყო საჭირო.
მოცდა კიდევ მომიწევდა,ალბათ ჩემი და ჯერ არ გამოვა.წამოვდექი და კვლავ აქეთ–იქით სიარული დავიწყე.აქაურობას ისე შევეჩვიე,თითოქს უკვე წლებია აქ დავდივარ;
–დიდხანს ვიფიქრე ნამდვილად შენ იყავი თუ არა,როცა სცენიდან შეგხედე–გავიგონე უკნიდან ჯასტინის ხმა,ვერც კი აღვწერ რა დამემართა.მეგონა ხმას ვერ ამოვიღებდი,ვერაფერს ვიტყოდი.შევემართე მასთან სასაუბროდ და სხარტად მივბრუნდი
–მერე რა გაარკვიე?
–ის რომ ნამდვილად შენ ხარ!და უკვე მეორედ შეგხვდი–გაიღიმა და ჩემს წინ ჩამოჯდა.

–მართალია–ყალბად გავიღიმე
–აქ რას აკეთებ?
–შოუს ვესწრები

გაეცინა–ამოუწურავი პასუხია.დღეს სხვანაირად გამოიყურები
მადლობა ღმერთს შენიშნა,რომ მაშინდელთან შედარებით უკეთეს ფორმაში ვიყავი.
–შესაძლოა–თითქოს ვერ მივხვდი რა იგულისხმა.მისი მზერა მორცხვად ავირიდე.
–ამ დროს ვინ ჯანდაბა რეკავს–გავიფიქრე,როცა ჩემი მობილურის ხმა გავიგონე
–უკაცარავად–თავაზიანად ვუთხარი და მობილურს ვუპასუხე
–როგორ ხარ?–შემეკითხა უცნობი ნომრის პატრონი
–რომელი ხარ?
–ლოგანი ვარ,რა გჭირს მაილი
–ლოგან–სიცილით წარმოოვთქვი ეს სახელი და თან ჯასტინს გავხედე,რომელიც მე არ მიყურებდა,მაგრამ ვგრძნობდი რომ მისმენდა
–არ გელოდი
–ჰო გუშინ გამოვართვი შენი ნომერი ტეის.ვერცერთს ვერ ვუკავშირდები,და რამდენ ხანში გამოხვალთ?ქვემოთ გიცდით
–არ ვიცი,მეც ველოდები მათ.სავარაუდოდ მალე ჩამოვალთ
–კარგი,უთხარი რომ აქ ვარ
–კარგი–გავუთიშე და ჩემს ადგილას დავბრუნდი
–ჩაზი გავიცანი.ძალიან კარგი ადამიანი ჩანს–ამჯერად დიალოგი მე წამოვიწყე
–მართალია–მისი გამომტყველებიდან გამომდინარე,ესიამოვნა რაც ვუთხარი ;)

ძალიან უხერხულად ვიყავი,სათქმელი არაფერი იყო.მასთან რამოდენიმე სკამის დაშორებით ვიჯექი და თვალებს აქეთ–იქით ვაცეცებდი.
როგორც ჩანს ისიც ელოდებოდა ვინმეს,თორე წასვლა აქამდეც შეეძლო.
–მაილიი წავედით–მომეშვა,როდესაც ნოას ხმა გავიგონე.
ის მოგვიახლოვდა,ჯასტინს გახედა შემდეგ ჩვეული მიმიკით მანიშნა გავყოლოდი
–ჩემი და?
–გასასვლელში გველოდება
–ჩანთას ავიღებ და მოვდივარ
მეორე რიგში ჩანთის ასაღებად შევედი,როდესაც გასახდელიდან ემა პალვინი გამოვიდა.

ჯასტინი მას მიეგება და ყველაზე უარესი"აკოცა"
დაბნეულმა მოვკიდე ჩანთას ხელი და სწრაფად გავცილდი იქაურობას.გასვლამდე კვლავ გავიხედე და შევხედე,როგორ ეხვეოდა ეს ორი ერთმანეთს.
არ ვიცოდი რა მოხდა,რა დამემართა,რას ნიშნავდა ეს ყველაფერი,მაგრამ თავი გამოსულელებულად ვიგრძენი.
ჩემი თავის შემრცხვა,შემრცხვა იმის რომ დავუშვი შესაძლებლად ის ფაქტი,რომ ის სხვაგვარად შემომხედავდა.
თუ ემა და ჯასტინი ერთად არიან,რატომ გამოიჩინა ასეთი ყურადღება ჩემს მიმართ?
ან იქნებ მე გავიგე ეს ყველაფერი არასწორად,ის უბრალოდ ზრდილობისთვის გამომელაპარაკა,მე კიდე ოცნების კოშკები ავაგე.

მას შემდეგ რაც,მათ ერთად შევხედე,ჩემი მეორე სამყარო დაინგრა და ნაცარტუდად იქცა.
არავითარი მეორე სამყარო,არავითარი ოცნება,არავითარი ჯასტინი–მკაცრად გავაფრთხილე ჩემი თავი და ლიფტში ნოასთან ერთად შევედი
–მაილი,მისმენ?–ფიქრებიდან ნოამ გამომიყვანა
–მკითხე რამე?–დაბნეულმა გავხედე
–მოგეწონათქო?
–ეგ რა კითხვაა.არაჩვეულებრივი იყო,ძალიან ლამაზად გამოიყურებოდი
–დიდი მადლობა–მორცხვად მითხრა.–ტეი ქვემოთ იქნება,ლოგანთან ერთად

–ჰო დამირეკა და მითხრა რომ გველოდებოდა
–ნოა,ჯასტინი და ემა ერთად არიან?–არ შემეძლო რომ არ მეკითხა
მგონი კი! რავიცი ვერ გავიგე.ემას  ატანა არ მაქვს.ერთადერთია ვინც ჩვენი გოგოებიდან გულზე არ მეხატება–სახე შეეცვალა,როცა მასზე მიყვებოდა–სწერვაა მაგარი.მისთვის პირველი შოუა,და თავი უკვე ანგელოზი გონია.ყოველთვის ცდილობს ყურადღების ცენტრში იყოს.
მისი სიტყვების შემდეგ,საბოლოო წარმოდგენა ჩამომიყალიბდა გოგონაზე,რომელიც რამოდენიმე წუთის წინ ჯასტინს ეხვეოდა.
–უცნაურია–მხრები ავიჩეჩე და ლიფტის სარკეში თმა გავისწორე.

მე,ტეიმ,ლოგანმა და ნოამ საღამო ერთად გავატარეთ.დღევანდელ გამოსვლას ვარჩევდით.გოგონები მიყვებოდნენ,რომლებთან ქონდათ კარგი ურთიერთობა,ვინ როგორი იყო.ერთი სიტყვით ფოტოებით ყველა გავიცანი :დ
მე და ლოგანი ძალიან გაგვართო ამ პროცესმა.
სახლში გვიან დავბრუნდით.კვლავ დაღლილი ვიყავი.ოთახში ასულს მალევე ჩამეძინა,ისე რომ ფიქრის საშუელაბაც არ მქონდა დღევნდელის შესახებ.
ტეი დილით კვლავ რეპეტიციაზე წავიდა.
ნახევარი დღე სახლში ვიყავი.ფილმის ყურებასა და ანისა და ნუკისთან საუბარში გავატარე 4 საათი.
ჩემი და გვიან დაბრუნდა.ასე გრძელდებოდ 3 დღე.ცოტა მოვიწყინე.უკვე სამი დღეა ლოგანი და ნოა არ მინახავს...

მეოთხე დილა გათენდა.ტეი კვლავ რეპეტიციაზე წავიდა.მე სავარძელში მოვკალათდი და  გოგონებს ველაპარაკე.სანამ ვისაუზმებდი,სიახლეებს გადავხედე.
როგორც ჩანს ემასა და ჯასტინის ურთიერთობა გასაიდუმლოებულია,მათზე არავინ წერს.ძალიან მიკვირდა როგორ შეეძლოთ,მაგრამ ის უფრო მიკვირდა რომ მისი ცხოვრება დღემდე მაინტერესებდა.

აღმოვაჩინე რომ საუზმედ არაფერი გვქონდა.
სპორტულ ფორმაში გამოვეწყვე საყიდლებზე წასასვლელად და სახლიდან გავედი.
მოულოდელობისგან დავიყვირე,როცა კარებთან ჯასტინს შევხედე.
ახლა მას ყველაზე,ყველაზე,ყველაზე ნაკლებად ველოდი ჩემი სახლის შესასვლელთან
–აქ რას აკეთებ?–ცოტა უხეშად ვკითხე და პასუხს მოუთმენლად დაველოდე 
–დაწყნარდი–მშვიდად მითხრა და გამიღიმა–უბრალოდ მოვედი,რომ შემომეთავაზებინა სადმე ერთად წავსულიყავით :)

იმედია მოგეწონათ
ველოდები თქვენს კომენტარებს:*:*
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1396 | დაამატა: holy♡queen | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 201 2 »
2013-03-31 Spam
aaaaaaaa dzaaaan magaria ^^
male dade ra shemdegii :*