მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » თებერვალი » 8 » Party In The U.S.A./2
4:39 PM
Party In The U.S.A./2
  

მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა,და ამის მეტი ამ თემაზე აღარ იყოს საუბარი...
გასააგებია და ამას ველოდი კიდეც.
ზოგეირთ ძველ მკითხველს მოწონს ახალი,ზოგიერთს კი ძველი ურჩევნია.
რაც შეეხება პერსონაჟების იგივეს დატოვებას,ეს იგივე იქნებოდა რაც,რომ თითქოს ვცდილობ შევცვალო ის ძველი მოთხრობა,რომელიც ადრე დავწერე.
მე იმ მოთხრობას ვერასდროს შევცვლი რაცარუნდა სასწაული დავწერო.
ის ყოველთვის სხვა იქნება,ეს კიდე სხვა.
უფრო თანამედროვე ისტორია,იმავე შინაარსით..
შინაარსი კი არ ნიშნავს იმას,რომ ყველაფერი იგივე იქნება..
იმედია ვისაც მოგწონთ ასეთსაც წაიკითხავთ.
ვისაც კი ძველი უფრო მოგწონთ,იცით სადაც უნდა მიგანოთ...
დიდი მადლობა,რომ თქვენი აზრი არ დამალეთ და ყელაფერი მითხარით ))
და ნუ გგონიათ,რომ ეს მწყინს.პირიქით.და ისეთიც ნუ გგოინვართ,რომ კრიტიკას არ ვიღებ.მე ყველა თქვენს თითოეულ სიტყვას ვკითხულობ და ვცდილობ გავითვალისწინო.
მადლობთ ***

სიურპრიზიიი–ყველამ ერთად დაიყვირა...
ჩემი ყველა საყვარელი ადამიანი ახლა იქ იდგა ) ბუშტებით ხელში.მისაღები ოთახი კი სულ წარწერებით იყო სავსე...
–ჩართეთ,ჩართეთ–დაიყვირა მამაჩემმა.
ორ წუთში სასიამოვნო სიმღერის ფონზე,მამა გამოვიდა ოთახიდან დიდი ტორტით ხელში...
ყველამ ერთად დაიწყო სიმღერა..
–ამას ნამდვილად არ ველოდი..ბავშვეებო–ისეთი გულჩვილი ვარ,ლამის ახლაც ვიტირე
–აბა ჩააქვრე–ნასიამოვნები სახით მითხრა ანიმ და სურათი გადამიღო

როგორც პატარა გოგო,ვისურვე რომ ჩემი ოცნება ამხდენოდა,ოცნება რომელსაც"ამერიკა"ქვია და 18–ვე სანთელი ერთად ჩავაქრე..
მიუხედავად იმისა რომ სკოლაში დავაგვიანეთ,გვეპატიებოდა.დღეს ხომ პირველი დღე იყო...
–ჩემი გოგოები.ძალიან მაგარი იყო–ვუთხარი,როდესაც მამამ პირდაპირ სკოლის ეზოსთან დაგვტვა
–დღეს საღამოს ჰო მივდივართ უეჭველი?–წარბები აათამაშა ანიმ
–როგორც ყოველთვის გართობაზე ფიქრობს–არ დაეთანხმა ნუკი და გამომხედა–დილის 7 საათის მერე შენს სახლს ვაწყობთ
–აჰაჰა...ყოჩაღ თქვენ.ძალიან მაგარი იყო
–აი ნახე ფოტოები–და ანიმ თავისი აიფონი მომაწოდა..

დღე კარგად დაიწყო )) სკოლაში ძალიან ბევრი ბავშვი ვნახეთ ისეთები,რომელბიც ზაფხულის მერეა არ გვინახავს.ერთმანეთის შესახებ ვყვებოდით,ვმხიარულობდით და ვიცინოდით სკოლის ეზოში )
ვინც კი იცოდა რომ ჩემი დაბადებისდღე იყო,ყველა მილოცავდა...
დღეს ლიმიტი გაზარდეს და ზარი 10 საათზე დაირეკა.
სამივე ჩვენი კლასისკენ წავედით...
შუა გაკვეთილი იყო.ყველა საუბრით ვიყავით გართულნი,რომ დირექტორი შემოვიდა.
ჩანთა მუხლებიდან მერხზე გადავდე და დანარჩენის მსგავსად ფეხზე წამოდექი.
დირექტორი მარტო არ იყო.მას ორი სასიამოვნო აღნაგობის,ქალი და მამაკაცი ახლდა.
–პირველ რიგში გილოცავთ ახალ სასწავლო წელს–ისეთი სასიამოვნო ხმით გვითხრა,თითქმის დავიჯერე,რომ საქმე მართლაც მოსალოცად გვქონდა.
–ეს კლერია,ეს კი ჯეიკი–მიგვვითითა მათზე–ისინი ატარებენ,FLEX-ის ტურს,რომელში გამარჯვების შემდეგაც თქვენ გაქვთ საშუალება ამერიკაში წახვიდეთ 1 წლით )) სწავლა იანვარში იწყება.ანუ მანამ უნდა მოვასწროთ აქ,ორივე ტურის ჩატარება.
განათლების სამინისტროსთან უკვე დავდეთ ხელშეკრულება,და გამოცდებს იქედან ჩამოსულები ჩააბარებთ.
აბა ყველას წარმატებებს გისურვებთ.მსურველები ადმინისტრაციაში ჩაეწერეთ
–კარგად იყავით
–კარგად ბრძანდებოდეთ–თითქმის ერთხმად დაიყვირა ყველამ და თავის ადგილებს დაუბრუნდა.
მე კიდევ ვერ მოვსულიყავი აზრზე.სულელიც კი მივხდებოდა რომ ეს შანსი ხელიდან არ უნდა გამეშვა...
ანი და ნუკი მამხნევდნენ და მუბნებოდნენ,რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა..

საღამოს ჩემი დაბადებისდღიწ წვეულებაზე შევიკრიბეთ,ჩემს საყვარელ კლუბში.
ძალიან კარგად გავრეთეთ,თუმცა გონებაში ის ტური მიტრიალებდა,რომელშიც ასეთუისე მქონდა შანსები...
მეორე დილით სკოლაში კვლავ დავაგვიანე.
გავიგე რომ ტური ხვალ იქნებოდა...

მესამე დილა:
–აბა შენ იცი,ჩემო გოგო...ყველაფერი კარგად იქნება.ახლა კი უკან მოუხედავად შიგნით შედი–მამხსნევებდა ნუკი ოთახში შესვლამდე,ოთახში სადაც პირველი ტური ტარდებოდა.
–მადლობა–ცოტა აღელვებული გადავეხვიე და ხტუნვა–ხტუნვით გავიქეცი ოთახისკენ.
სანამ შევიდოდი კიდევ ერთხელ მოვიხედე უკან და სიცილი დავიწყე

–შედიიიიიიიიიიიიი–დაიყვირა ანიმ ხელები ოთახისაკენ გაიშვირა
ახლა ოთახში 18 ჩემნაირი იჯდა.ჩემი მხიარული შესვლით თითქოს დაძაბულობა მოვხსენი.
–ტესტებს მალე მოიტანენ–გვითხრა კერიმ ინგლისურად.
–რა კარგი აქცენტი გაქვთ–გამოვიჩინე მასთან თავი.
–OH,მადლობა საყვარელო..
ბავშვებმა ისე გამომხედეს,რომ მეგონა ყველა ერთად დამესეოდა და ამ წინადადებისთვის გამაკრიტიკებდა.
–რას მიყურებ?–დავეჭყანე ჩემს წინ მჯდომ სათვალიან გოგონას
2 წუთში ტესტებიც მოიტანეს.
პირველი ტურისთვის საკმაოდ რთული იყო.
შედეგები ვინ გადავიდა მეორე ტურში უკვე ხვალ დილით იქნებოდა ცნობილი....

თვითონაც არ ვიცი,როგორ გავიღვიძე მამის ხვერწნის გარეშე.ჩავიცვი და სკოლაში,ზარის დარეკვამდე ნახევარი საათით ადრე მივედი.
–ტურის პასუხები ჰო არ იცი სად არი?–ვკითხე კარებში მდგომ ის სათვალიან გოგონას.
–კი აი პირდაპირ–და ხელი დიდი კედლისაკენ გაიშვირა.
აქ ჩვეულებრივ განცხადებები იყო სკოლის გაკრული,მისლისთანავე თვალში მომხვდა სტაფილოსფერი ფურცელი,რომელზედაც სია იყო ჩამოწერილი.
შევხედე თუ არა სიას,9იდან 7 ნომერზე ჩემს სახელსა და გვარს შევხედე
–ღმერთო ჩემო,ღმერთო ჩემო,გადავედი..არ არსებობს–დავიწყე ადგილზე ხტუნვა.
ხელები ამიკანკალდა და როგორც მჩვევია სიხარულის ცრემლები მომერია.

მეორე ტური თემების წერა იყო,შემდეგ კი პირადი გასაუბრება ამერიკელებთან.
გასაუბრებაზე ჩემი თავის იმედი მქონდა,აი თემებზეე–კი ნაკლებად.

დეივიდისთვის არც მითქვამს ამ ტურის შესახებ.არ მინდოდა,ბოლოს მასაც ჩემსავით გაცრუებოდა იმედები.
რაც შეეხება ანის და ნუკის,ისინი რატომღაც დარწმუნებულები იყვნენ რომ ამას შევძლებდი.
–ბოლოსდაბოლოს თუ დაიბნევი იმ გასაუბრებაზე,შენი სიცილით მოხიბლავ იმ ხალხს–დამაშვიდა ანიიმ,როცა ამ თემაზე ჩამოვარდა ჩვენს სამს შორის საუბარი,ბოლო დღეებია ჰო ამის მეტი განსახილველი თემა მაინც არ გვაქვს...

2 კვირის შემდეგ.
თემების ნაწილი უკვე გავიარეთ.არცთუისე უკმაყოფილო ვარ ჩემი თავის,რაც შეეხება გასაუბრებას ჩემს რიგს აღელვებული ველოდები,ბოლო ვიარ.ეს გოგონაც გამოვიდოდა და ჩემი შესვლის დრო იყო.
ადგილზე ვერ ვისვენებდი.წუთში სამჯერ მაინც ჩავიარე დერეფანი და ხტუნვით უკან დავბრუნდი.
–ნუ ცანცარებ,დამვშიდდი–ვამშვიდებდი ჩემს თავს,რაც ამ წუთებში ნაკლებად გამომდიოდა.
–მარიამ კოსტავა–გაისმა ოთახიდან ხმა.ჩანთას ხელი დავავლე და მტკიცე ნაბიჯებით გავწიე ოთახისაკენ.

პასუხები 2 კვირაში იქნება )) 2 წამსვლელი გამოვლინდებოდა.თბილისან 10 ბავშვი მიდის,ჩვენი კოლეჯიდან ორი.დიდი სურვილი მქონდა,რომ ამ ორს შორის მომხდარიყავი...

2 კვირის შემდეგ.
–გუშინ დირექტორმა გამოაცხადა,რომ პასუხები დღეს აუცილებლად იქნება–მითხრა კიბეებზე ასვილას ნუკიმ
მართლაც ფეხი შევადგი თუ არა სკოლაში,თვალში ნაცნობი სტაფილოსფერი ფურცელი მომხვდა
–მე ვერ ვნახავ,პირველები თქვენ მიდით–ვთქვი საწყლად.აღელვება დამეწყო
–კარგი მე ვნახავ–გაიქცა ანი.
–ვინ მიდის ამერიკაში?=ცოტა ხნის დუმილის შემდეგ შეეკითხა მას ნუკი.
–ვწუხვარ მაილი–ეს სიტყვები თქვა თუ არა,ჩემი ბოლო ნაპერწკალი ჩაქრა.
არაფერი მითქვამს.თითქოს ბედს შევეგუე.
–ვწუხვარ მაილი,ვწუუხვარ რომ ამერიკაში შენ მიდიხარ და  აარა მეეე–ორ წამში ეს დააყოლა.თან ისე რომ ბოლო ხმაზე იყვირა
–რა თქვი?–სახე გამინათდა
–გილოცავ მაილი!! შენ ამერიკაში მიდიხარ
–შენ ეს შეძელი.
სამივემ ერთდრულად დავიწყეთ ხტუნვა.
–არ მეჯრა,არ მჯერა–ვყვიროდი და კიდევ ვერ წარმოვიდგენდი რა ხდებოდა ჩემს თავს.ეიფორიაში მყოფმა,ვერც კი გავაცნობიერე რომ მე ეს შევძელი......

ვერ აგიღწერთ მამაჩემის რეაქციას,როდესაც დირექტორმა ამ საკითხზე სასაუბროდ დაიბარა.ის გაოცებული იყო.ცოტა გამიბრაზდა აქამდე რომ არ ვუთხარი,მაგრამ კაბინეტიდან გამოსული გადამეხვია და მითხრა რომ ჩემით ამაყობდა..
ბევრი ვიფიქრეთ და ბოლოს ასე გადავწყვიტეთ.
მე და მამა,2 თვით ადრე სწავლის დაწყებამდე ჩავიდოდით ამერიკაში.
იქ სადაც ახლა ტეი ცხოვრობდა,იმ სახლში სადაც ერთ დროს მამა და დედა ისვენებდა ერთად.ასე უფრო შევეჩვეოდი ამერიკას და სწავლის დაწყებაც არ  გამიჭირდებოდა.თანაც გამიმართლა,რომ სასწავლებელი ლოსანჯელესში იყო,იქ სადაც ჩვენ ვიცხოვრებდით...
საბუთები ადვილად მოვაწესრიგეთ.მამას ორმაგი მოქალაქეობა ქონდა,მეც ტურის გამო პრობლემები არ შემქმნია.
შვებულებები ავიღეთ,სამსახურიდან და სკოლიდან და ამერიკისთვის მზადება დავიწყეთ....

მე,ნუკი და ანიმ 1 კვირით ადრე დავიწყეთ ბარგის ჩალაგება.
ბევრი არაფერი მიმქონდა,ნახევარს აქეთ ვტოვებდი.
ვალაგებდით და თანს ვსაუბრობდით,რა გვეშველებოდა უერთმანეთოდ.
–დამპირდი,რომ სკაიპით ყოველდღე დაგვირეკავ
–რათქმაუნდა.ყოველდღე და ყოველ წამს
–როგორც კი ჩახვა, და ნომერს აიღებ,იმ წამსვე მოგვწერე
–აუცილებლად.ნეტა როგორი იქნება იქ?–ვთქვი და საწოლზე ჩამოვჯექი
–ძალიან,ძალიან მაგარი–დამარწმუნა ნუკიმ
–თუ შემთხვევიით,Jonny Depp-ს წააწყდი,ავტორაფი გამოართვი,ოღონდ ჩემს სახელზე.თუ გინდა ფოტოებიც გადაიღე.და  უთხარი,რომ მსოფლიოში ყველაზე მაგარი მსახიობია
–ანიი,ანი ჩამოდი აქ ვართ–დავცინე მას და ოცნებებს მოვწყვიტე
–უკაცრავად?–ცინიკურად მითხრა და ბალიში მესროლა
–შენ სულ გააფრინე ხო?=სერიოზული სახე მივიღე–რა ბალიში,ჩანთა უფრო მტკინვეულია–და ჩემი ჯინსის ჩანთა პირდაპირ თავში გგავუქანე
–იდიოტო–მთელი სახი სირბილით შემოვირბინეთ.
ბოლოს როცა დავიღალეთ ოთახში ავბრუნდით.გვიკვირდა ნუკის როგორ შეეძლო ასე მშვიდად ყოფნა და მას დავრიეთ.
ამ საღამომ არაჩვეულებრივად ჩაიარა.
ასეთი იყო ყოველი დღე.წასვლამდე დროს არ ვაცდენდით...ყოველწუთს ერთად ვატარებდით....

თანდათან ახლოვდებოდა ორშაბათი დღე...
საოცნებო მოგზაურობა ამერიკაში...

ვისაც ასეთი მოთხრობა მოგწონთ დააკომენტარეთ და აცულებლად გავაგრძელებ )
მიყვარხართ და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა,რომ აკომენტარებთ და იმედია მოგწონთ
რაც შეეხება პერსონაჟს,ჩემ ნინას უარი ვუთხარი :დდ და ამანდა დავაყენე.
იმედია უფრო მოგწონთ ))
რაც შეეხება ბიჭს,როცა დრო მოვა გაიგებთ...


კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1547 | დაამატა: holy♡queen | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 251 2 3 »
2013-04-08 Spam
amanda mec momwons sayvarelia )