მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მარტი » 12 » Party In The U.S.A./3
0:19 AM
Party In The U.S.A./3

არასდროს დამავიწყდება ანისა და ნუკის აცრემლებული თვალები,როდესაც თვითმფრინავში ვჯდებოდით..
რათქმაუნდა დანარჩენებიც მომენატრებიან,მაგრამ ანი და ნუკის გარდა ახლა სხვა ვერავიზე ვფიქრობდი...

არ იყო გასული რამოდენიმე საათი,რომ უკვე ნოსტალგია შემომეპარა.
მათ გარეშე როგორ შევძლებდი მხიარულად ყოფნას?
ძალიან ბევრს ვფიქრობდი და კიდევ უფრო მინდებოდა რაც შეიძლება მალე ჩავსულიყავით სანატრელ ამერიკაში.....

LAX-ის აეროპრტი..
თვითმფრინავიდან ჩამოსულმა ირგვლივ მიმოვიხედე.ვერ დამეჯერებინა რომ ახლა ლოსანჯელესში ვიყავი,გარეთ კი ჩემი და მელოდა..ის რომ გამახსენდა დეივიდი ავაჩქარე.სწრაფი ნაბიჯით წავედი გასასვლელისკენ,თან უკან–უკან ვიყურებოდი მამა თუ მომყვებოდა.გარეთ ძალიან ბევრი ადამიანი იდგა.არ ვიცოდი მათ შორის როგორ უნდა მომეძებნა ტეი...
ბოლოს მისი ყვირილის ხმა გავიგონე.ქართულად რაღაცებს ყვიროდა და არ გამჭირვებია მისი ამოცნობა...
მეგონა მე მეძებდა,მაგრამ უკან რომ მივიხედე მას უკვე მამა ეპოვნა.ისინი ისე თბილად ეხვეოდნენ ერთმანეთს.მათკენ გავიქეცი...
–ჩემი სიცოცხლეგამომხედა მან ნამტირალები თვალებით და გადამეხვია..

ასე ვიყავით კარგა ხანს.სიხარულისგან ვერაფერს ვამბობდი.ბოლოს მამა ჩაგვიდგა შუაში.
–როგორც იქნა,ორივე ერთად მყავხართ–გაიცინა,ჯერ მე მერე კი ტეის აკოცა შუბლზე..

გზაში მე და ტეიმ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ.ისეთი გახარებულები ვიყავით ორივენი,რომ ერთმანეთს არაფრის თქმას ვაცლიდით.ხან მე ვუყვებოდი რა მოხდა მისი არ ყოფნის დროს თბილისში,ხან ის მიყვებოდა თავის ისტორიებს.
მამა გამოგხვედავდა ხოლმე,როცა ხმამაღლა ვიცინოდით და ნასიამოვნები სახით წინ გაიხედავდა.
–ა შეუხვიეთ–უთხრეს ტეიმ და მამამ ერთად მძღოლს.მათ ორივემ იცოდა ახლა ეს სახლი და ქუჩა,მე კი დათვალიერების საშუელებაც არ მომეცა ისე გავერთე მონატრებულ დასთან საუბარში...
ჩემოდნები გადმოვიტანეთ.ეზოს კარი შეაღო ტეიმ და გასაღები მოიმარჯვა.
სახლი ორ სართულიანი იყო,წინ დიდი აუზით.
–ეს მომწონს–გავიფიქრე და სწრაფად ავირბინე კიბეები.
–კეთიილი იყოს შენი მობრძანება–კარი გააღო ტეიმ და ხელით მანიშნა შევსულიყავი
–ვაუ,ძალიან მაგარია–ირგვლივ მიმოვიხედე და ჩემი რეაქცია გულახდილად გამოვხატე.

–რამდენი რამ შეგიცვლია..–თქვა მამამ–გაგირემონტებია.
–კი ეგ ჩამოსვლიდან რამოდენიმე დღეში გავაკეთე :დ 
–და ძალიანაც მომწონს ახლებური ვარიანტი,ძველი ძველ დროს გამახსენებდა,რაც ნაკლებად მინდა–ჩაილაპარაკა მამამ და სახლის თვალიერება განაგრძო.ძველში მისი და დედას აქ გატარებულ წლებს გულისხმობდა..
–წამოდი პატარა,შენს ოთახს გაანახებ–ხელი მომკიდა და მეორე სართულზე ამიყვანა
–ეს ჩემი ოთახია,ეს კი შენი–თეთრ კარებს მიუახლოვდა და ნაზად შეაღო.
–ტატაააააა–დაიყვირა ტეი,.ამ ჟესტით მივხვდი,რომ საერთოდ არ შეცვლილა,ისევ ისეთი სულელი გოგო იყო.
გახარებული შევარდი,ოთახს თვალი მოვავლე და საწოლისაკენ გავიქეცი
–Perfect!-ვიყვირე ხმამაღლა.
ახლა უბედნიერესი ადამიანი ვიყავი...ახლა ამ წუთებში.)

–მიხარია რომ მოგეწონა–გგვერდით მომიჯდა ტეი
–შეცვლილი ხარ!
–აბა როგორ..–გაეცინა–შენ გაზრდილხარ..–ანი და ნუკი როგორ მენატრება
–მეც ძალიან..–მოვიწყინე–როგორც კი მოვიცლი დავურეკოთ
–აუცილებლად.უი რა უნდა გითხრა
–რა ხდება?
–შეიძლება ვიქტორია სეკრეტის მთავარ ჩვენებაზე გამოვიდე
–რაააა?–ყვირილი დავიწყე
–ჰოოო..თუ გამიმართლებს და მოვხდები მათ სიაში.ერთი მოდელი გაუშვეს,და დამწყებებიდან არჩევენ ახალს.
–იმედია ეს დამწყები შენ იქნები
–იმედია...
–არ მეჯრაა–კვლავ ვიყვირე და გადავეხვიე...

დღემ არაჩევულებრივად ჩაიარა.ახლო მაღაზიაში ვიყავით გასულები.
დავდიოდი და სულელივით იქაურობას თვალს ვერ ვაცილებდი.თავი სიზმარში მეგონა.
საღამოს სამივე ტელევიზორს მივუჯექით,ფილმს ვუყურეთ და სხვადასხვა თემებზე ვისაუბრეთ...
–მანქანა ხომ გჭირდება?–მოულოდნელად კითხა მამამ ტეის
–კი მაგრამ,არ მიფიქრია ყიდვა.
–რომც იფიქრო არ დაგჭირდება–და დეივიდი ფეხზე წამოდგა

–ეგ რას ნიშნავს?–ტეიც ფეხზე წამოდგა
–გამომყევი გარეთ და გეტყვი...
მეც ბალიში ვისროლე და წამოვდექი.
მამამ კარები გააღო..
აი იქ რომ ცე კლასის მერსედესი დგას იმედია ხედავ
–მართლაც ეზოსთან ძალიან მაგარი მანქანა იდგა.
–მამაააააა.–იყვირა ტეიმ.
–ჰო შვილო
–ის მანქ....მანქ....მანქანა ჩემ...ჩემ... ჩე
–შენია–ვიყვირე მე,როცა მის ბლუკუნს ვეღარ გავუძელი
–არ არსებობს–ადგილზე ხტუნვა დაიწყო–ძალიან დიდი მადლობა მა–გადაეხვია.
საქციელი დაკეარგა.ხან მე გადამეხვეოდა ხან მამას,რას ამბობდა თვითონაც არ იცოდა.
–მა,რამოდენიმე საათია აქ ვართ და მანქანის მოყვანა როგორ მოახერხე?–მოვასწარი კითხვა სანამ ტეი,შიგნიდან ათვალიერებდა მანქანას.
–საიდუმლო კავშირები მაილი–დეივიდმა მაცდურად გამიღიმა და მანქანის კარები გამოაღო
–ეს კაცი გადამრევს–ვთქვი და ხელზე დავიხედე,მივხვდი რომ სახლიდან ტელევიზორის პულტი გამომყოლოდა :დ

ეს სიურპრიზი ამ დღის იდეალური დასასრული იყო.
მე და ტეი ერთად დავწექით.ძალიან ბევრ თემაზე ვსაუბრობდით,ბოლოს მან გული გადამიშალა და მითხრა,რომ ერთი ცნობილი მსახიობი მოწონს.
–რამოდენიმე დღის წინ იყო ჩვენთან.ვერ წარმოიდგენ რა სიმპატიურია–აღტაცებით მითხრა მან
–რა მაგარია.მერე რა მოხდა?
–რა უნდა მომხდარიყო.როგორც ყველას,მეც ისე შემათვალიერა.თან ვინ დაეძებს ტეის :დდ არ დაგავიწყდეს მირანდა კერი და ადრიანა ლიმასთან ერთად ვიდექი :დ

–კარგი რა!! შენ უკვე ხარ ვიქტორია სეკრეტის ანგელოზი და ეს ბევრ რამეს ცვლის.რა იცი რა ხდება–დავამშვიდე ის.
–შენს მეგობრებს როდის გამაცნობ,ცნობილ მეგობრებს,ვარკსვლავ მეგობრებს–დავამატე და სიცილი დავიწყე
–როცა მოვიცლი პატარა,ყველას გაგაცნობ.–ხელები წელზე მომხვია.
ფიქრებში წასულს მალე ჩამეძიინა....

ეს დღეები ძალიან საინტერესოდ გადიოდა.მამა სუ გასული იყო სახლიდან,ტეიც გადაღებებზე დაიდიოდა.მე კი მიუხედავად იმისა,რომ სახლში მარტო მიწევდა ყოფნა, გასართობს მაინც ვპოულობდი.გუშინ ანის და ნუკის ვიდეო თვალით მთელი სახლი დავათვალიერებინე.ის რომ ერთმანეთისგან შორს ვართ, არ გვეტყობა.სკაიპი თითქმის სულ ჩართული მაქვს და ყველა დეტლას ვუყყვები მათ..
მარტო სიარული არ მიყვარს.ქუჩა რამოდენიმეჯერ ჩავიარე ფეხით და კვლავ სახლში დავბრუნდი.ქალაქი წეისერად დათვალიერებული არ მქონდა,მაგრამ ამას როგორმე მოვასწრებდი...

ერთ საღამოს,როცა კვლავ მარტო ვიყავი მომბეზრდა აუზი და სახლში ჯდომა, გასვლა მოვინდომე.
ჯინსის შორტი,მაისური, კეტები,ჩემი აიფონი,ნაუშნიკები–და გარეთ გასვლისთვის მზად ვიყავი.
ახლა ქუჩის მეორე მხარეს წავედი.საკმაოდ ბევრი ვიარე.შემხვედრ ხალხს უაზროდ ვუცინოდი და ისინიც გაკვირვებულნი მიყურებდნენ.ბოლოს სანატრელი პლიაჟიც გამოჩნდა.
ბევრი არ მიფიქრია,ქუჩა გადავჭერი და ქვიშაზე გადავედი.გამიკვირდა რატომ იყო ერთი ადგილი შემოსზაღვრული,ასე ხომ საქართველოში არ აკეთებენ,მაგრამ ყურადღება არ მივაქციე..ნელი ნაბიჯით წავედი იმ ადგილისკენ,სადამდედაც ოკეანის ტალღები აღწევდა.ქვიშაში დავჯექი და ფიქრებში წასულმა სიმღერა დავიწყე.

ბოლო ხმაზე მქონდა აწეული და ახლა არაფერი მესმოდა,გარდა ჩემი გამაყრუებელი სიმღერისა :დ
უკნიდან ხელის შეხება ვიგრძენი......

აბა რას იტყვით?გავაგრძელო?
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1367 | დაამატა: holy♡queen | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 191 2 »
2013-03-14 Spam
wavikitxe wina tavebic da dzalian momwooons, male gaagrzdelee