მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 2 » Party In The U.S.A./6
8:14 PM
Party In The U.S.A./6
დავიწყე თავის ჩუქებები :დდ
ამ თავს არ მახსოვს ვინ მთხოვა,მაგრამ ამჯერად
ჩემს საუკეთესო დამკომენტარებელს ვჩუქნი!!
ძალიან საყვარელი ხარ Sophie
უბრალოდ არ შემიძლია შენს კომენტარებს გულგრილად ჩავუარო.. <33

–აქ რას აკეთებ?–ცოტა უხეშად ვკითხე და პასუხს მოუთმენლად დაველოდე 
–დაწყნარდი–მშვიდად მითხრა და გამიღიმა–უბრალოდ მოვედი,რომ შემომეთავაზებინა სადმე ერთად წავსულიყავით :)
ძალიან დავიბენი.ვერ მივხვდი აქ რა მიზნით იყო,მე ხომ ძალიან მაბნევს ასეთი მოულოდნელი სიტუაციები.როცა წინასწარ არ მაქ განსაზღვრული რას ვიტყვი,და სპონტანურად მიწევს პასუხის გაცემა,თან მეშინოდა  ძალიან უხეშიც არ გამომსვლოდა,რომ არ ეფიქრა რაც ემასთან ერთად მნახა,მის მერე განეწყო ჩემს მიმრათ ცუდადო..
უბრალოდ გავიღიმე,კარი გადავკეტე.ცოტა ხანი ვალოდინე,ვეღარ მოითმინა და კიდევ ერთხელ შემეკითხა:
–რას იტყვი/ ჰო მართლა ჩემს დაცვას ძალიან მოეწონე ჩაზის,თან რომ გაიგო გიცნობდი.მირჩია სადმე დამეპატიჟებინე,რომ უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი–ეს თქვა და სიცილი დააყოლა,რომელიც ესეოდენ ყალბი იყო

ამას ვხედავდი მის თვალებში,და ვცდილობდი წამეკითხა რას მეუბნებოდნენ ისინი.
მე უკვე იმის გარჩევაც შემიძლია როდის ღელავს,და როდის არა..
ახლა ღელავს,იმდენად რომ ღიმილიც ყალბი გამოდის.
მეგონა დავიბნეოდი,მაგრამ რომ იტყვიან თავი ხელში ავიყვანე:
–ჰოდა შენ ზედმეტი ხარ,მე და ჩაზი წავალთ სადმე–ჩემი ღიმილი გაცილებით გულახდილი იყო,მაგრამ ცინიზმით სავსე.კიბის რამოდენიმე საფეხური ჩავიარე
–მართალია.შემიძლია ვუთხრა ჩაზის,მაგრამ მანამდე ჩვენ წავიდეთ ერთად სადმე.
–კარგი აზრია–შევრბუნდი და გავუღიმე.ცოტა ხანი გაჩუმდა,ალბათ ასეთ პასუხს არ ელოდა,რაღაცის თქმას აპირებდა,მაგრამ არ ვაცადე
–კარგი აზრია,მაგრამ არ მცალია
სახე შეეცვალა
–დღეს არ გცალია?
–არა.მთელი დღე დაკავებული ვარ–მე თვითონაც მიკვირდა,საიდან მქონდა ამდენი ტყუილის მოფიქრების თავი
–მაშინ მე რაღა უნდა ვთქვა
–ჰოდა თუ არ გცალია,აქ მოსვლა არავის უთხოვია.ახლა კი შენის ნებართვით წავალ
ეს პასუხი გამიტარა და ბავშურად გამიღიმა
–სად მიდიხარ?
–საყიდლებზე.ჩემს დას სადილი უნდა დავახვედრო,თან არ მისაუზმია.
–კარგი,თუ ჩემთან ერთად არ მოდიხარ,მე წამოვალ შენთან ერთად
გამეცინა.შეწინააღმდეგება უკვე ძალიან სულელური საქციელი იქნებოდა. :)
–როგორც გინდა.–გავუღიმე და გასაღები ჯიბეში გავუშვი ;დ
ეზოდან გასვლისას,შავ მერსედეს ხელი ორჯერ დაარტყა,იმის ნიშნად რომ წასულიყო,მანქანაც ორ წუთში მიეფარა თვალს,ჩვენ კი ქუჩას გავუყევით.


–ახლოს არი მაღაზია?
–ქუჩის ბოლოს.
–კარგი!
–დაძაბული მეჩვენები–დავცინე.მეც დაძაბული ვიყავი და არ მინდოდა ეს სიტყვები პირველს მას ეთქვა ჩემთვის
–მეე?სულაც არა.უბრალოდ არცისე კარგ ხასიათზე ვარ.
–ძალიან ცუდი.მე დილიდანვე კარგ გუნებაზე ვარ
ქუჩას მიივუყვებოდით საუბარ–საუბარშ და თან ვამჩნევდი,რომ ხესთან და ტროტუარზე მდგომი მამაკაცები ფოტოებს ჩვენ გვიღებდნენ.
მინდოდა მეთქვა ჯასტინისთვის,მაგრამ ის ყურადღებასაც არ აქცევდა მათ.მივხვდი,რომ სულელურად გამომივიოდა,ამიტო გაჩუმება ვარჩიე.
მიკვირდა როგორ არ ქონდა რეაქცია,როცა სულ რაღაც მილმეტრებში მოგვიახლვდა პაპარაცი და ფოტო გადაგვიღო.
ის უბრალოდ აგრძელებდა საუბარს.მე კი ვცდილობდი,არ შემემჩნია ჩემს გვერდით მდგომი კაცი,რომელიც ფეხდაფეხ მოგვყვებოდა და ჯასტინსთვის მომესმინა.
მაღაზიამდეც მივედით..
მე პირველი შევედი.
ჯასტინი შესასველთან შეჩერდა და იქ მდგომ დაცვას რაღაც უთხრა.ეს სავარაუდოდ,პაპარაცების არ შემოშვებაზე უნდა ყოფილიყო.
ჩემთან გაღიმებული სახით მოვიდა.
–აბა რას ყიდულობ?
–რავიცი ყველაფერს.2–3 დღის მარაგს.
–საინტერესოა.მოდი ამ განყოფილებიდან დავიწყოთ
–როგორც გინდა...
მივუყვებოდით დახლებს და საჭმელებზე ვსაუბრობდით.
რა გვიყვარდა,რა არა.რა ცხარე უკეთესი იყო და რა მარილიანი.
საკმაოდ "გემრიელი"დიალოგი გამოგვივიდა.: )) 
–დღეს რა უნდა დაახვედრო შენს დას?–მკითხა და საგორიალო კალათაში არაქისის კარაქი ჩააგდო
–არ ვიცი,ალბათ პიცა 
–კარგი მზარეული ხარ?'
–საკმაოდ.საქართველოში ყოველთვის მე ვამზადებდი საჭმელს,
მამას არ გამოდის,არც ტეის:დ
–დედას?–გაეცინა
–გარდაცვლილი მყავს–ამ სიტყვებზე გული ამიჩქარდა,თვალი ავარიდე მის მზერას.
–მაპატიე.არ ვიცოდი
–საბოდიშო არაფერია–მისი უხერხულობა რომ მომეხსნა ჩემი იდეა გავანდე
–მოდი იცი რას ვიზამ ?რაიმე ქართულ კერძს გავაკეთებ.არ შეჭამდი?
–ძალიან მაგარი იდეაა.სიამოვნებით–ძალიან საყვარლად გამიღიმა
–მოვიფიქრე."ხაჭაპური"ძალიან მაგარი იქნება.უგემრიელესია,თან ჩემ დასაც მოეწონება..პიცას ყოველთვის შეჭამ,აი ხაჭაპურს კი ვერა :დ
–რას?"ხაჩაფურს"?
ისე საყვარლად თქვა,სიცილი დავიწყე
–ჰო!!
–როგორია?
–პიცას გავს თითქოს :დ მაგრამ მხოლოდ ყველითაა..
–სწრაფად რაა! მომინდა უკვე–წარბები აათამაშა და უკვე მესამე არაქისის კარაქი ჩააგდო კალათში.
მეც ვეცადე ისეთი ყველი ამერჩია,რომელიც ქართულს გავდა.
დაახლოებით,ვიპოვნე კიდეც.გასვლისას,ყველაფრის ჯასტინმა გადაიხადა.
ძალიან უხერხულად ვიყავი,მაგრამ შეწინააღმდეგებას აზრი არ ქონდა.
გამოსვლისას ორი დიდი პროდუქტებით სავსე ცელოფანი მას,ორი კი მე მეჭირა.
ის ორი პაპარაცი კიდევ იქ იდგა,მაგრამ ახლა ყურადღებას აღარც მე ვაქცევდი.
რაღაც ისეთი მითხრა ჯასტინმა,რაზეც სიცილი წამსკდა და ლამის ყველაფერი ძირს დამეყარა.

სახლამდე ძვლივს მივაღწიეთ :დ დროდადრო გზაში ვსივენებდით.
ბოლოს უკვე მუცელი მტკიოდა სიცილისგან.მასთან თავს ისე ვგრძნობდი,რომ მეგონა უკვე დიდი ხანია ვიცნობთქო.მასში ახლა ჯასტინ ბიბერს,კი არა სულ სხვა ადამიანს ვხედავდი,რომელთანაც მოხსნილი მქონდა ყველანაირი კომპლექსი და ეს სულ რაღაც ერთ საათში მოხდა.


–აქ დააწყვე–მივუთითე მას სამზარეულოსაკენ
–ძალიან მაგარი სახლია–აქეთ–იქით იყურებოდა–მყუდრო,კარგად მოწყობილი
–გმადლობ–სამზარეულოან გამოვიხედე.–ჩემი დის გემოვნებითაა
–შენი და ვინ არის?
–და შენი აზრით რა მინდოდა ვიქტორია სეკრეტის შოუს რეპეტიციაზე? :დ–ამოლაგება დავიწყე
–კარგი შეკითხვაა
–ჩემი და არის მოდელი,დამწყები.და მისთვის პირველი გამოსვლაა
–ვაუ მართლა?აქამდე რატომ არ მითხარი.რომელია შენი და?
–აი ლეპტოპში ნახე–და ჩემი დის ლეტპოპისკენ გავიშირე ხელი,რომელიც სამზარეულოს მაგიდაზე დამრჩენია.

–ტეი შენი დაა?
–სახელიც იცი–გამეცინა
–კი ემადან ვიიცი–მისი სახელი რომ გავიგონე,ცოტა გამაღიზიანა,მაგრამ არ შევიმჩნიე.
–ჰო უკე 2 წელია აქეთ არის.
–არ გავხართ
–მართალია ის მამას გავს,მე დედას..შენ და ემა დიდი ხანია ერთად ხართ?
–არც ისე.ადრე უბრალოდ რამოდენიმეჯერ შევხდვით ერთმანეთს და თავიდანვე მოხიბლულლი ვიყავი მისით.ახლა უკვე 1 თვეა ერთად ვართ..შენზე რას იტყვი?გყვარებია როდესმე?
–მე და სიყვარული?არაა! უფრო ხანმოკლე ურთიერთობების მწამს.სიყვარულის ჩემს ასაკში ნაკლებად.შენ რას იტყვი,გიყვარს ემა?
–არ ვიცი,მეც ხშირად ვიფქრობ და პასუხი არ მაქვს.რომ მიყვარდეს პასუხის გაცემა არ გამიჭირდებოდა,ალბათ უფრო მომწონს ვიდრე მიყვარს.–დედაშენზე რას მეტყვი?–დაბალ ხმაზე იკითხა
–4 წლის ვიყავი რომ გარდაიცვალა.წესიერად არც მახსოვს,ძალიან ცოტა მახსოვს და ძალიან ძნელია,როცა საკუთარ დედას თითქმის არც იცნობდი.ალბათ რა სხვანაირი იქნებოდა ჩემი ცხოვრება,ის რომ ცოცხალი იყოს.როგორც მამა ამბობს,მხოლოდ გარეგნულად კი არა ხასიათებით,თვისსებით მას ვგავარ..

–მესმის შენი.დედა მამამ მიატოვა 9 წლის რომ ვიყავი.
მე სმენად ვიქეცი.თან პროოდუქტები ირგვლივ დავაწყვე და მომზადება დავიწყე.
–შეიძლება გიყურო?–მოულოდნელად თემას გადაუხვია
–კი რა პრობლემაა–გამეცინა–განაგრძე
–ჰო,9 წლის ვიყავი რომ მიგვატოვა–ჩემს წინ ჩამოჯდა სკამზე–მიზეზიც კი არ ქონია,ან შეიძლება მე ბავშვი ვიყავი და ვერ ვხდებოდი რომ დედას და მამას შორის დიდი ხანია უკვე დაძაბულობა იყო.ის  საშინლად მოიქცა,მაშინ როცა დედას ყველაზე მეტად ჭირდებოდა,უბრალოდ ადგა და მიატოვა.
აღმოჩნდა,რომ მას არც მე და არც დედა არ ვანაღვლებდით.
ძალიან რთული იყო ჩემთვის,როცა დედას ისეთს ვუყურებდი როგორიც იმ პერიოდში იყო.ცხოვრების ძალიან დიდი სირთულე ჯერ კიდევ 9 წლის ასაკში დედასთან ერთად გადავლახე.ძალიანაც კარგი რომ მიგვატოვა.მან ნამდვილი სახე დაგვანახა თავისი,მე კი ვისწავლე რომ ასე ლაჩრულად არასდროს უნდა მოვიქცე,
რ ა ც  ა რ  უ ნ დ ა   მ ო ხ დ ე ს–ბოლო სიტყვები დამარცვლა და ქვემოდან ამომხედა.
მე არაფერი მითქვამს.ჯერ კიდე გაოცებული ვიყავი მისი მონაყოლით,მაშინ გავიაზრე თუ რამდენი ტანჯვა იმალება ამ ლამაზი ღიმილის უკან...
–და შენ ჰო და გყავს?
–კი ჟასმინი.3 წლისაა.დედას მეორე ქმარი ყავს,ამ წუთას ჩვენთან არ არის,სხვა ქვეყანაშია,მაგრამ მართლა მიხარია რომ პეტი მას შეხვდა და ცხოვრების ხალისი დაუბრუნდა.თან იმ პერიოდში ჩემით გადავგდი პირველი ნაბიჯები კარიერაში.
–ძალიან მაგარია.
–ეხლა შენი ჯერია,მოყევი რამე,ოღონდ უფრო მხიარული–გაეცინა

–მე რაღაცას გკითხავ...
–მკითხე :) 
–აქ რას აკეთებ–ამ კითხვაზე მეც გამეცინა
–მე თვითონაც არ ვიცი.–თავი მორცხვად დაწია .–იშვიათად ვხედავ ადამიანებში იმას,რაც შენში დავინახე პირველი დანახვისთანავე.შენ ჩემს ნამდვილ "მე"ს შეხედე,და არა ჯასტინ ბიბერს.
ამ ბოლო დროს ეს სახელი და გვარი ჩემთვისაც უცხო გახდა.ზოგჯერ მღლის ასეთი ცხოვრება.ვერც წარმოიდგენ რა ბინძურია შოუბიზნესი,ყველა თავის თავზე ფიქრობს.ზოგჯერ მზად არიან ერთმანეთი გადათელონ,ოღონდ თავისას მიაღწიონ.
ჩემი ფანები მართლა მიყვარს,მაგრამ უფრო მიყვარს ადამიანები რომლებთანაც ნებისმიერ დროს შემიძლია მისვლა,რჩევის კითხვა,კარგის და ცუდის გაზიარება.მადლობა ღმერთს მყავს ასეთი რამოდენიმე.მაგრამ ჩემი სია არცისეთი მდიდარია,ამიტომ ყოველთვის ახალი,ერთგული მეგობრების შეძენაზე ვფიქრობ..
–ამოუწურავი პასუხია.ახლა კი ვხვდები აქ რას აკეთებ ;დ
–დაგეხმარო რამეში?
–მაინც როგორ შეგიძლია ჩემი დახმარება?
–წვენს ვასხამ არაჩვეულებრივად ჭიქაში

–ძალიან მაგარიააა–თვალები გადავატრიალე "დ–ვინ გასწავლა?

–მე თვითონ–წარბები აათამაშა.ფეხზე წამოდგა და ლეტპოტი კიდევ ერთხელ გაშალა.
–Facebook-დაგრჩენია ჩაგრთული
–ჰოო?გამორთე მერე:დ
–შეიძლება შენი ფოტოები დავათვალიერო?"ქოსთავა"? :დ
–შეიძლება–გამეცინა,ფქვილში ამოსვრილი ხელები დავიფერთხე და ყველის ხეხვას შევუდექი
–ესენი ვინ არიან?–ეკრანი ჩემსკენ შემოაბრუნა
ჩემი,ანისა და ნუკის ფოტო იყო
–ჩემი საუკეთესო დაქალები.ახლა საქართველოში არიან,ორივე ძალიან მენატრება
–წარმომიდგენია–გამომხედა და დაწყებული საქმე განაგრძო
–ამ ფოტოში ძალიან ლამაზად ხარ–კვლავ შემოატრიალა ლეპტოპის ეკრანი ჩემსკენ

–Thanks!–ჯერ უხერხულად გამეღიმა,მერე კი სიცილი ამივარდა როცა ამ ფოტოს თარიღი და ისტორია გამახსენდა...

ხაჭაპური წუთი–წუთზე მზად იქნებოდა.მე და ჯასტინი ტელევიზორთან ვისხედდით და კვლავ ვსაუბრობდით,რა გამოგვილევდა სალაპარაკოს.ყველა თემას შევეხეთ!მეც ისე გავიწაფე ;დ ზოგჯერ საუბარში ვჭედავდი და სიტყვის მნიიშვნელობას ვიხსენებდი,მაგრამ ჯასტინი მეხმარებოდა ;დ 
–ჩემი და მოვიდა?–გაოცებულმა ვთქვი,როცა კარის ხმა გავიგონე
–მე მოვედიი–გავიგონე ტეის ხმა.ქართულლად თქვა,რამაც ჯასტინი დააბნია
–ჰოო და რომ შემოხვალ აქ ვიღაც არის და არ გაგიკვირდეს–მეც ქართულად ვუთხარი და ჯასტინს გავუღიმე
–რაო რა უთხარი?–ცოტა დაბნეული სახით შემეკითხა

–ასე ადრე რატომ დაბრუნდითქო...
თან ტეიც შემოვიდა.
–შენ აქ რას აკეთებ?
–შენ როგორ ხარ ტეი?–ფეხზე წამოდგა ჯასტინი
–მაპატიე სულ დამაწვიყდა :დ –გაეცინა ტეის.
–მე და მაილი ვმეგობრობთ
–ჰოო?როდიდან?–გაეცინა ტეის და მე გამომხედა
–დღეიდან!–გადაჭრით უთხრა ჯასტინმა და ახლოს მიიწია
–სასიამოვნოა შენი პირადად გაცნობა
–ჩემთვისაც ჯასტინ...

მათი ტკბილი დიალოგი დავარღვიე,როცა ისინი სამზარეულოში მივიპატიჟე.ტეის ძალიან გაეხარდა ხაჭაპური რომ გადმოვიღე,ჯასტინი კი ხმას ვერ იღებდა..
ძალიან მოეწონა.
–საოცარია,უგემრიელესია–დიდ ლუკმებს კბეჩდა და აღფრთოვანებას ვერ მალავდა.
–მომნატრებია–იგივე რეაქცია იყო ტეისგან..
ძალიან გამიხარდა რომ ბავშვებს მოეწონათ..
1 საათი ერთად ვიჯექით და კვლავ ვსაუბრობდით.დრო მალე გავიდა.

–საღამოს 8 საათზე წამოხვალ ჩემთან ერთად კლუბში?ჩემს მეგობრებს გაგაცნობ
–არ ვიცი თუ მეცალა...–სერიოზული სახით ვუთხარი

–მაილიი
–კი რატომაც არა–სიცილი დავიწყე

–კარგი მაშინ გამოგივლი–მითხრა და კარები გამოაღო
–კარგი.8 საათამდე
–დიდი მადლობა უგემრიელესი ხაჩაფურისთვის
–U're Welcome

–მაილი სულ რაღაც 2–3 საათით დაგტოვე,როდის მოასწარი :დ–მახალა იქვე ტეიმ,როცა ჯასტინი გაისტუმრა
–დილით მოვიდა,მეც არ ველოდი.წამო ყველაფერს მოგიყვები
–ძალიან საყვარელია..
–ძალიან,წამო,წამო მოგიყვები–სასტუმრო ოთახში შევიყვანე და ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი...

საღამოს 8 საათზე უკვე მზად ვიყავი.ერთი სული მქონდა,მის მეგობრებს როდის გავიცნობდიი.


მომწონს ამ მოთხრობის წერა,და მომეცით საშუელება გაგრძელების
თქვენი კომენტარებით ** 

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1529 | დაამატა: holy♡queen | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 221 2 3 »
2013-04-08 Spam
me kithva momwons. kai duetia biggrin