მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მაისი » 7 » Party In The U.S.A./15
11:16 PM
Party In The U.S.A./15
ეს თავი მინდა ერთგულ მკითხველ და ყველაზე დიდი კომენტარების ავტორს
 mariko01-ს ვაჩუქო..
და ასევე ჯილეის ნომერ პირველ ფან–FlawlessMe-ს
მადლობთ რომ კითხულობთ გოგონებო**

[ჯასტინი გადაღებები 15 ნოემბერსაა დაგეგმილი )) 
ვერც კი გაიგეთ ისე გავაპიარე ჩემი დაბადების დღის თარიღი ;დ]

15–ში დილით,ჯასტინმა მანქანით გამომიარა.)გოგონებს გამოვემშვიდობე და ჩემს ოცნებაში ფეხის შესადგმელად მოვემზადე.....
შუადღეზე უკვე ჰავაიზე ვიყავით,,,
–თქვენ არ შეწუხდეთ,მე წამოვიღებ–გადამეღობა,ჯასტინის პირადი დაცვა ჩაზი და ჩემოდანი გამომართვა.მადლიერების ნიშნად გავუღიმე და უაზარმაზარ,შემინულ შენობას ავხედე,რომელიც ჩემს წინ აღმართულიყო და რომელსაც დიდი ასოებით ეწერა
"Mega Palace"
–მოგწონს?–გვერდით ჯასტინი მომიდგა და ჩემი ნაყინი გემრიელად ჩაკბიჩა

–შენი აზრით?–გავხედე და გავუღიმე–აქ დადიხარ ხოლმე?
–არა.ეს ახალი აშენებულია,მეც პირველად ვარ.
–ძალიან კარგი..შევიდეთ
–ჰო რათქმაუნდა–პაპარაცებისგან თავის დასაღწევად ჯასტინი ჩქარი ნაბიჯით წავიდა და სასტუმროს კარი შეაღო.მეც უკან შევყევი,ჩაზთან ერთად..აქ უკვე დამთავრდა გზა პაპარაცების და ჟურნალისტებისთვის)
–კეთილი იყოს შენი ჩამოსვლა ჯასტინ–წინ ვიღაც ქალი გადაგვეღობა და ჯასტინს გადაეხვია.
–რა ოფიციალური ხარ შენონ–გაუღიმა ჯასტინმა და გამომხედა.
–ეს მაილია..–მაილი ეს შენონია,ჩემი მენეჯერი
–სასიამოვნოაგამოწოდებულ ხელზე ხელი ჩამოვართვი და თბილად გავუღიმე
ქალსაც ვერ ვიტყოდით,ზრდასულმა გოგონამ ჩემზე თავიდანვე კარგი შთაბეჭდილება დატოვა.თითქოს თავისი საქმისთვის იყო დაბადებული.ხელში აიპადი ეჭირა,საიდანაც რაღაცებს კითხულობდა.ოფიციალურად გამოწყობილიყო,მისი თვალებიდან ცეცხლი ანათებდა და პირის ერთი მოძრაობით. საოცარი სისწრაფით, უხსნიდა ჯასტინს რაღაცეებს.
–მოცეკვაავები უკვე დავაბინავე.სცენარისტი,რეჟისორი და გადამღები ჯგუფიც უკვე ადგილზეა.ახლა ადგილს მოვძებნით,ნუ რაღაც ვარიანტები გვაქვს,ყველაფერს მოვაწესრიგებთ და რაც შეიძლება მალე დავიწყებთ
–ძალიან კარგი.ჩვენ ავალთ ჰო?
–რათქმაუნდა.–აიპადს კვლავ დახედა–7 სართული,702,703–ოთახები.–გაგვიღიმა და გასაღებები მოგვაწოდა.
–სასიამოვნო დღეს გისურვებთ–მოგვაძახა ლიფტში შესვლამდე და თვალთა ხედვიდან სწრაფად გაქრა
–რა ცოცხალი გოგოა.ხასიათზე მომიყვანა–ვუთხარი ლიფტში ჯასტინს
მართალია.თავისი საქმის პროფესიონალია
–ეტყობა–გავუღიმე–ძალიან დავიღალე,არ მიყვარს მგაზვრობა
–ცუდია..მე კიდე ისე ხშირად მიწევს უნებურად შევეჩვიე
მის ნათქვამზე გამეცინა.
–ძალიან მაგარი სასტუმროა
–ჰო მეც ძალიან მომეწონა.
ამ დროს ლიფტის კარები გაიღო და ორივე ერთდროულად გავედით.
ჩვენი ნომრები გვერდი–გვერდ იყო,კარებების წინ კი ბარგი უკვე დაეწყოთ.
–ჰოარ დაგეხმარო?–თავაზიანად შემეკითხა
შევიტან თვითონ–გამეცინა
–კარგი 15 წუთში გამოვალ,წყალს გადავივლებ
–კარგი მეც–მისი ნასროლი გასაღები დავიჭირე და კარები შევაღე.
საშუალო ზომის,მყუდრო ოთახი იყო...
შესვლისთანავე,თვალი მომჭრა გრძელმა მინებიანმა კარებმა,რომელსაც აივანზე გაყავდი.ფარდები გადაწეული იყო,და კარგად მოჩანდა წყნარი ოკეანის ნაზი ტალღები.აღფღთოვანებულმა გავიარე ოთახი და კარები გამოვაღე.სასიამოვნი ნიავი სახეში მეცა.
როცა ხედის ყურებით დავტკბი ოთახში შევრბუნდი და კიდევ ერთხელ შევათვალიერე ის.თეთრი კედლები,მარცხენა კედლის შუაში დიდი საწოლი,გვერდით კი დიიდი კარადა.საწოლის წინ ჩამოკიდებულ გრძელიი სარკის ანარეკლში პირდაპირ მოჩანდა ჩემი გაოცებული მზერა.მარჯვენა კუთხის კარიდან სააბაზანოში გასასვლელი იყო,რომლის შუაში დიდი ჯაკუზი იდგა.
კმაყოფილი საწოლისკენ გავიქეცი და მთელი ძალით ზედ დავხტი...
ჯასტინი მალე გამოვიდოდა,დასაბანად შევედი.გამოსულმა მომზადებული ტანსაცმელი ჩავიცვი და ნელ–ნელა კარადაში შელაგებაც დავიწყე...
–შეიძლება?–რამოდენიმეჯერ დააკაკუნა ჯასტინმა
–შემოდი
–გადაღებებს ჯერ არ ვიწყებთ,პლიაჟზე არ გადავიდეთ?
–ჰოო?–წარბები ავათამაშე–რატომაც არა
–კარგი სწრაფად მაშინ.
–5 წუთში მზად ვიქნები
გამიღიმა და კარები მიიხურა.მეც სასწრაფოდ ამოვქექე საცურაო კოსტიუმი,რაც მეცვა აღარ გამომადგებოდა.მოკლე გადმოსაცმელი კაბა მოვძებნე,ჩანთა რომელშიც პირსახოცი ჩავდე,მზის სათვალე,მობილური და წასასვლელად მზად ვიყავი.ოთახიდან გავედი,რომ ჯასტინიც გამოვიდა.წელს ზევით შიშველი იყო,მასაც შავი სათვალე ეკეთა.გამიღიმა 

და თავისი მაისური მომაწოდა.მანიშნა ჩანთაში ჩამედო
ბევრი აღარ დავაყოვნე.მაისური ჩანთაში ჩავაგდე და უკან გავყევი...
–ჩაზ წავედით–გასასველეში ჩაზი გველოდებოდა.
გაგვიმართლა,რომ პაპარაცები აღარ ჩანდნენ.პლიაჟი სასტუმროსთან ძალიან ახლოს იყო და  შესაბამისად მალე გადავედით...

ულამაზესი სანაპირო იყო.ჯასტინის თქმით ნოემბერში არცთუისე ბევრი ხალხი იყრიდა თავს,მაგრამ დამსვენებელი მაინც იყო.მზეს ღრუბელი ეფარებოდა და ცოტა მციოდა,მაგრამ სულ რომ გავყინულიყავი ახლა ამ ფირუზისფერ ოკეანეზე,უარს არ ვიტყოდი...
სწრააფად გადავიძვრე კაბა და წყლისაკენ გავიქეცი.ჯასტინიც დამედევნა.ხელი ჩაკვიდეთ ერთმანეთს და წყალში შევედით...
კარგა ხანი ვინებივრეთ.ძალიან ბევრი ვიცინეთ...
ნელ–ნელა ამინდმა პირი იცვალა.შავი ღრუბელი,ცუდი ამინის მომასწავებელი იყო..
–მგონი დღეს კლიპის გადაღება გადაიდება–კმაყოფილი სახით გამომხედა ჯასტინმა და ჩემსკენ გამოცურა
–მეც ეგრე ვფიქრობ.
–ნაპირისკენ ძალიან შორს ვართ
–მართალია ;დ ალბათ ჩაზი უკვე ღელავს.მივბრუნდეთ
–მოიცა სად გეჩქარება–სველი თმა სახიდან მომაშორა
მომიახლოვდა და ხეელები წელზე მომხვია
როცა თმა სველი გაქვს,შენი თვალები განსაკუთრებულად ლურჯი და წყლიანი ჩანს.ამ დროს შენი მზერა ყველას დააბრამვებს.
–შენც?–მორცხვად შევეკითხე
–მე პირველ რიგში–გამიღიმა და თავისკენ კიდევ უფრო ახლოს მიმიზიდა.
ჰოდა თვალები დახუჭე.არ მინდა დაბრმავდე–დამცინავად ვუთხარი და ხელები კისერზე მოვხვიე

ოკეანის ნაზი ტალღები ერთ ადგილზე ყოფნის საშუალებას არ გვაძლევდა.ხან ერთ,ხან კი მეორე მხარეს მივყავდით.ჩვენ საუბარში გართულნი,მას არ ვეწინააღმდეგებოდით და საითაც დინება წაგვიყვანდა იმ მხარეს მივდიოდით...
დრო ძალიან სწრაფად გავიდა.
წვიმის წვეთებმა ჩვენამდეც მოაღწია.პერიოდულად ეცემოდა და ოკენაზე დიდ,წრიულ კვალს ტოვებდა.
–ახლა ნამდვილად დროა ავიდეთ..
–მართალია,წავედით...–ზურგზე შევახტი–ნაპირისაკენ ჯასტინ
–Swaggie,კარგია ცხოვრება?
–აქამდე შენ წამომიყვანე.ნაპირამდეც შენ უნდა მიმიყვანო–სიცილი დავიწყე...

სანაპირო თითქმის გაცარიელებულიყო.ჩაზი გახარებული წამოვიდა ჩვენსკენ,როცა დაგვინახა რომ მოვედით..
წყლიდან სწრაფად ავედი,ჯასტინი კი ნელი ნაბიჯით მოდიოდა.
–სადაც არის კოკისპირულად იწვიმებს.სწრაფაად!!–მისკენ მივბრუნდი,რომ დამეჩქარებინა
–მე მიყვარს წვიმაში ყოფნა–გამიღიმა და გამომხედა
–რა სენტიმენტალურ ხასიათზე ხარ.ცოტაც და დავიჯერებ–სიცილი დავიწყე და მისკენ გავიქეცი...ზურგზე შევახტი და მანაც დამიჭირა.

–რა მხიარულ განწყობაზე ხარ
–რა მოწყენილი რატომ უნდა ვიყო?
–იმიტომ,რომ ჰავაიზე ხარ და წვიმს
–ეგ არაფერი ;დ წყალში ყოფნა ჰო მოვასწარი–ხელები გავაშვებინე და ძირს ჩამოვხტი.
სასტუმროში მალე დავბრუნდით.როგორც ვივარაუდე,ჭექა–ქუხილის შემდეგ,კოკისპირული წვიმა დაიწყო.
სადილის შემდეგ ოთახში ავედი.ჯასტინი თავის მენეჯერს ესაუბრებოდა და ხელი აღარ შევუშალე.ტეის ველაპარაკებოდი,რომ ისიც შემოვიდა.
–კარგი მერე დაგირეკავ
–კარგი მაილი.მიყვარხარ
–მეც–ვუთხარი ტეის და მობილური გავთიშე
–აბა რა ხდება?–დაინტერესებულმა შევეკითხე ჯასტინს
–სანამ ამინდი არ გამოკეთდება გადაღებებეს ვერ დავიწყებთ.სავარაუდოდ ხვალ შუადღემდე

–აუუუ.აბა რა უნდა ვაკეთოთ?
–რავიიცი ფილმს ვუყუროთ
–ჩემთან თუ შენთან?
–სულერთია
–მაშინ ჩემთან ;დ–გავუღიმე–ფილმს მე ვარჩევ

–კარგი ვენდობი შენს გემოვნებას)
ჩემს საწოლზე მოვკალათდით,მისი ლეპტოპი ტელევიზორთან შევაერთეთ,ფარდები ჩამოვაფარეთ,ტკბილეული მოვიმარაგეთ და ფილმის ყურება დავიწყეთ ))

ვახშმის შემდეგ ჯასტინმა დაღლილობა მოიმიზეზა და დასაძინებლად ავიდა.
მეც რა უნა გამეკეთებინა,ნომერში ავბრუნდი.
არ მეძინებოდა.ღამის 2 საათამდე აივანზე ვიჯექი და წვიმის წვეთების ხმაურის ფონზე ოცნებებს მივცემოდი,ოცნებებს რომელიც ბოლო დროა რეალობად მექცა.

დილით,როცა გავიღვიძე პირველი გარეთ გავიხედე.არ წვიმდა,მაგრამ მზეც არ ანათებდა.უკვე 12 საათი გამხდარიყო
–რა დრო გასულა,რატომ არ გაამაღვიძა ჯასტინმა–ჩავილაპარაკე და სააბაზანოს კარი შევაღე.
მიყვარდა,სააბაზანოდან გამოსულს საწოლზე ტეის გმოვნებით შერჩეული ტანსაცმელი რომ მხვდებოდა,ახლა ამ პროცესში მონაწილეობის მიღება მე მომიწია.კარადიდან ვარდისფერი კეტები,პერანგი და ჯინსის შორტები გადმოვიღე.

სანამ ჩაცმას დავიწყებდი კარებზე კაკუნი გავიგონე
–შემოდი–ვიყვირე და მისკენ შევრბუნდი
კარი სასტუმროს მოსამსახურე პერსონალმა შემომიღო,მის ნაცვლად ჯასტინს ველოდი.
დილამშვიდობის
–დილამშვიდობის...–კითხვისმოგებით ვუპასუხე და კორიდორში გავიხედე.
დაბალ,პუტკუნა,შავგრემან ქალს მაგიდაზე საუზმე ეწყო
–ეს ჩემთვის არის?
–დიახ–გამიღიმა და ოთახში შევიდა
–რატომ შეწუხდით,მე სასადილოშიც ვისაუზმებდი
–არა რას ამბობთ.MRS. ბიბერმა მითხრა საუზმე 12 საათის შემდეგ ოთახში ამომეტანა
–და თვითონ სად არის?
–დილით გავიდა და მგონი მას შემდეგ არც დაბრუნებულა
–კარგი დიდი მადლობა
–გემირეილად მიირთვით–გამიღიმა და კარები გაიხურა.
რა კარგად მიცნობს.იცის თუ არავინ გამაღვიძებს,გვიანობამდე რომ მიყვარს ძილი–გავიფიქრე და საუზმეს გავხედე.მაგიდაზე ყველანაირი ჯიშის საჭმელი ელაგა.
სწრაფად ჩავიცვი და ჭამა დავიწყე.თან მობილურს ვწვდი ჯასტინთან დაკავშირება ვცადე,თუმცა უშედეგოდ.
როცა ჭამა დავასრულე,მსახურს მაგიდის გატანა ვთხოვე,მე კი ჯასტინის ოთახში გავედი.კარი დაკეტილი იყო.რამოდენიმე დაკაკუნების შემდეგ მივხვდი,რომ ნომერში არ იმყოფებოდა.სასწრაფოდ ლიფტში შევედი და პირველ სართულის ჰოლში გავედი,სადაც ჩაზი იჯდა ხოლმე.
ჩაზ დილამშვიდობის
–დილამშვიდობის მაილი–გამიღიმა და წამოდგა
–ჯასტინი სად არის?
–მანქანით წავიდა.მისი ძველი მეგობრები ნახა დილით პლიაჟზე და...
–მალე დაბრუნდება?კლიპი?
–მითხრა კლიპის გადაღებები დღესაც არ დაიწყებაო.მგონი აქ 1კვირით მაინც მოგიწევთ დარჩენა
–საინტერესოა.მაგრამ შეეძლო ჩემთვისაც ეთქვა წასვლას თუ აპირებდა–გაბრაზებულმა ჩავილაპარაკე და ნელი ნაბიჯით გავუყევი სასტუმროს გასასვლელს..

ნახევარი დღე ასეთ გაურკვევლობაში ვიყავი.ჯასტინზე ძალიან გავბრაზდი.სადღაც წავიდა,ისე რომ არაფერი უთქვამს,მობილური გათიშული აქვს და მე მარტო დამტოვა.სანაპიროზე დებილივით სეირნობა მომბეზრდა,ოთახშიც რა მეკეთებინა.მთელი დღე უაზროდ გავატარე.
ჯერ ანის და ნუკის,მერე ტეის,მერე კიდე კლარისას ველაპარაკე–მაგრამ როცა არაფერი გაქვს დაგეგმილი დღე საოცრად ნელა გადის...
ძვლივს სადილის დროს მოვიდა.
ჯასტინი კიდევ არ ჩანდა.მე და ჩაზმა ერთად ვისადილეთ.ცოტა ხანი ვისაუბრეთ,შემდეგ რათქმაუნდა ოთახში ავბრუნდი.
ჩანთიდან ჩემი საყვარელი წიგნი ამოვიღე.შეიძლებოდა არ წამეკითხა,მაგრამ თუ სადმე დავდიოდი ყოველთვის თან დამქონდა.სავარძელში მოვკალათდი და კითხვა დავიწყე.
ჯასტინზე ძალიან,ძალიან გაბრაზებული ვიყავი...
ნევრები მეშლებოდა რომ დღეს სრუილად მარტო დამტოვა.
ნაცნობი ასოებს,მზერა ნელ–ნელა მიყვებოდა.
თვალები კითხულობდნენ,აზრი კი გონებამდე ვერ აღწევდა..
–ჯასტინ–წამოვიძახე გაბრაზებულმა.წიგნი გვერდით გადავდე და წამოვდექი
იმ იმედით,რომ ვახშამზე მაინც მოვიდოდა,ახლა ფილმების ყურება დავიწყე და დრო ასე გავიყვანე.წვიმა კვლავ დაიწყო და გარეთაც ვერ გავდიოდი.

ყოველ ხუთ წუთში აივდიდან ვიყურებოდი,იქნებ ჯასტინის მანქანა გამოჩენილიყო მაგრამ უშედეგოდ.ვახშამზეც აღარ ჩავსულვარ,ჭამის თავი არ მქონდა.
ლეპტოპი გადავდე,შუქები ჩავაქრე,ფარდები გადავწიე,რომ სანაპიროს განათება ცოტათი მაინც შემოსულიყო და ტანსაცმელებითვე წამოვწქი საწოლზე.
–სად უნდა წასულიყო.რატომ არ დაბრუნდა,ჰო კარგად არის?–ვფიქრობდი და ერთ ადგილას ვერ ვისვენებდი.მართალია მასზე ძალიან ვბრაზობდი,მაგრამ ამავდროულად ვღელავდი.წვიმის წვეთების ხმამ ჩემზე იმოქმდედა.ჯერ ძილბურანში გამხვია,შემდეგ კი ღრმად ჩაძინების უფლება მომცა....

***
სამჯერ ნაზად დაკაკუნების ხმა,ყურში როგორც დიდი ლოდის დაჯახება,ისე ჩამესმა.თავი წამოვწიე და ოთახში მიმოვიხედე.ბნელოდა,გარედან შემოსული შუქი მხოლოდ საწოლის წინა მხარეს ანათებდა.
მეგონა მომელანდა,უბრალოდ მთელი დღეა ამ კაკუნს ველოდი...
თავი ბალიშში ჩავრგე და თვალები დავხუჭე.
კაკუნი კვლავ განმეორდა.მივხვდი რომ არ მომლანდებია.სწრაფად წამოვდექი და სახელურს ხელი ჩამოვკარი.
კარებში წელსზემოთ შიშველი ჯასტინი იდგა.თავი დაბლა დაეწია დ ბეჭით კედელს მიყდრნობოდა.
–მადლობაღმერთს რომ გამოჩნდი! მეგობა ვეღარასდროს გნახავდი–გაბრაზებულმა ზურგი ვაქციე და საწოლისაკენ წავედი.ისიც ნელი ნაბიჯით შემოვიდა და კარები ფრთხილად მიხურა
–მთელი დღეა შენთან დაკავშირებას ვცდილობ.რატომ არ მითხარი რომ წასვლას აპირებდი?–მისკენ შევრბუნდი.მისგან პასუხს ველოდი,ის ახლა კარებს მიყრდნობოდა და მხარზე ჩამოკიდებულ მაისურს ხელში ათამაშებდა.
ბნელოდა,მაგრამ მის ქმედებებს მაინც გარკვევით ვხედავდი..
–იქნებ ხმა ამოიღო,დაყურვდი? ძალიან გაბრაზებული ვარ
უშედეგოდ ვცდილობდი,არაფერს ამბობდა.
–გადი ოთახიდან.! უკვე მაღიზიანებ
–მაილი–წარმოთქვა ჩუმად.იქვე მივხვდი რომ ნასვამი იყო
–ყველაფერთან ერთად დაგილევია კიდეც!
–მაილი–ოდნავ ხმამაღლა გაიმეროა და თავი ზემოთ აწია.
ისე თითქოს რაც ახლა ველაპარაკე,არაფერი გაუგონია
რა გინდა ჯასტინ?
–ცუდად ვარ...
–ჯასტინ.ცუდად არა,უბრალოდ ნასვამი ხარ–მივუახლოვდი
–არა მაილი–ოდნავ ხმამაღლა გამოუვიდა ნათქვამი–ცუდად ვარ
–კარგი ცუდად ხარ..–და რატო?
–შენთან მინდა ყოფნა–ორი ნაბიჯით უკან დავიხიე
–ჩვენ ისედაც ერთად ვართ.....
–მაილი თავს ნუ ისულელებ
–აბა რას მირჩევ ჯასტინ?ძალიან ნასვამი ხარ!ვერ აზროვნებ,ჯობს დაიძინო–საწოლი გადავშალე და მივუთითე დაწოლილიყო
–ძალიან კარგად ვაზროვნებ.მხოლოდ ასეთ მდგომარეობაში შემიძლია გითხრა,რასაც რეალურად ვგრძნობ
–ჯასტინ,მომისმინე–მისკენ შევრბუნდი და მისი სახე ჩემს ხელებს შორის მოვაქციე–ერთადერთი გრძნობა,რაც გვაკავიშრებს ეს მეგობრობაა.შენ შეყვარებული გყავს და ის გიყვარს.ახლა კი თვითონაც არ იცი რას ამბობ.ძალიან გთხოვ დაიძინე.და იმედია რაც მითხარი ხვალ აღარ გემახსოვრება....
იმედით შევცქეროდით ერთმანეთს და ხმას არ ვიღებდით...კიდევ უფრო ახლოს მოიწია.ალკოჰოლის სუნი ახლა უფრო მძაფრად მეცა.ხელები სახიდან ჩამომაწევინა...
კარგა ხანი ვიდექით ესე.არ ვიცოდი რა მეთქვა,რა გამეკეთებინა.მეშინოდა,კიდევ რამე სისულელე არ წამოცდენოდა...
შეიძლება გაკოცო?
–ჯ...ჯას........–თქმა არ დამაცადა,ხელები მაგრად მომხვია და ძალიან თბილად მაკოცა.
უკვე მეორედ დამეუფლა გრძნობა,რომელსაც მასთან სიახლოვესას ვგრძნობდი.გრძნობა,რომელიც ჩემთვის ამოუცნობ ,მეორე სამყაროში გადამისროლიდა,სამყაროში სადაც,ყველაფერი ფერადი და ნათელი იყო...
გული ამიჩქარდა და სისხლი ამიდუღდა.არ მინდოდა მისთვის ხელი მეკრა,წინააღმდეგობა გამეწია,მაგრამ სხვა გზა არ მქონდა.
არ ვიყავი მზად,მისი ახირების გამო მეორედ დამერღვია წესები და გავცდენოდი ჩარჩოებს,რომელშიც დიდი ხანია დაბრუნებას ვცდილობ.
–ერთმანეთს ვაკოცეთ.ახლა კმაყოფილი ხარ?–გამოვიწიე და ისეთი ტონით ვუთხარი,თითქოს ეს ჩემთვის მხოლოდ მისადმი დაკისრებული მისია ყოფილიყო.უბრალოდ ვალდებულება,რომლის შესრულება სულაც არ მანიჭებდა სიამოვნებას.
კი.ახლა დავიძინებ
–კარგი აზრია–ბანცალ–ბანცალით გადადგა ორი ნაბიჯი და საწოლზე დაეხეთქა.
–შენ არ წვები?
–ვწვები ჯასტინ,ვწვები..მოიცა გამოფხიზლდე,არც კი იცი რა გელის–გაბრაზებულმა ჩავილაპარაკე და გვერდი დავუწექი.ხელი ბეჭზე დამადო,მეორეთი კი თმაზე თამაში იწყო.
–ტანსაცმლით დაწექი?არ იხდი?–მისი ბაბნიკური მზერა წარმოვიდგინე
–ჯასტინ დაიძინე.!–როგორც პატარა ბავშვს ისე ვუყვირე და ფიქრებს მივეცი...
თავს ვერ ვაპტიებდი,რომ უკვე მეორედ გამოვიჩინე სისუტე და უფლება მივეცი ჩემთვის ეკოცნა.ერთადერთი ნუგეში,მისი სიმთვრალე იყო.იმედს ვიტოვებდი,რომ ხვალ არაფერი ემხსოვრებოდა და მეც შევძლებდი ისევე სწრაფად დამევიწყებინა ეს ღამე,როგორც სწრაფად მოხდა ყველაფერი.

დილით მზის სხივები პირდაპირ თვალებში მეცა.უსიამოვნოდ მოვისვი სახეზე ხელი და ზურგი ვაქციე იმ მხარეს,საიდანაც შუქი შემოდიოდა.
როცა ჯასტინი გამახსენდა თავი რესკად წამოვწიე.
ის ახლა ზურგით იჯდა საწოლზე და იმ ლამაზ ხედს გაყურებდა,რომლის ყურებითაც ჩამოსვლის დღიდან ვტკბები.
–გაიღვიძე?–უღიმღამოდ გამომხედა და თავი კვლავ წინ გააბრუნა
–გავიღვიძე...–კარგი ამინდია,ანუ გადაღებებს როგორც იქნა დავიწყებთ
–ხო–ჩაილაპარაკა და თავი დაბლა დაწია
–ჯასტინ რა გჭირს?
–არაფერი,გადაღლილი ვარ
–მე ვიცი დაწყნარების ძალიან მაგარი საშუალება–მუხლებით გავიარე საწოლი და ნაზად შევეღე მის მეჭებს.ხელის წრიულის მოძრაობით მასაჟი გავუკეთე.

–მე ძალიან მეხმარება ხოლმე–გავუღიმე
–მართლა ძალიან სასიამოვნოა–როგორც ჩანს ესიამოვნა,ცოტა ხანი გაჩუმებული იყო.ბოლოს გიჟივით წამოვარდა და გამომხედა.
–რა გჭირს?–ხელები მაღლაა ავწიე
–ტყუილად გგონია,რომ გუშინ რაც მოხდა ყველაფერი დამავიწყდა.
–არა დღეს მართლა კარგი ამინდია.პლიაჟზეც გაადავიდეთ
–მაილი–დაიყვირა–ტყუილად ცდილობ.
–კარგი,კარგი–თვალები გადავატრიალე–გუშინ ისეთი აარაფერი მომხდარა.გპატიობ ყველა სისულელეს,რაც მითხარი

–სწორედ ეგაა პრობლემა,რომ გუშინ რაც გითხარი სუსულელე არ ყოფილა.ყველაფერი ნამდვილი იყოო და შანსი რომ მომცე ახლაც იგივეს გეტყვი
–არა,არა,არც იფიქრო–ჩუმად ვთქვი და თავი დავხარე.
–არც კი იცი რა ვიგრძენი,როცა გაკოცე.
არ იცი რას ვგრძნობ,როდესაც შენთან ერთად ვარ.
არ იცი,როგორ შეგიძლია დააბნიო ადამიანი,როცა შენს წყლიან თვალებს მაღლა აწევ
არ იცი,როგორია შენი მზერა,როცა რაიმე გიხარია.
მინდა სულ გიყურო და დავტკბე იმ სილამაზით,რომლითაც ღმერთმა დაგაჯილდოვა. მხოლოდ გარეგნულად არა, ყველანაირად ლამაზი ხარ მაილი,შენ სხვებს არ გევხარ–აქ ცოტა ხანი შეჩერდა.–არ ვიცი,რატომ შევურიგდი ემას.რატომ მაქვს კვლავ მასთან ურთიერთობა.მე ეს არ მინდა.ერთადერთი ქალი,ვიზეც გაცნობისდღიდანვე ვფიქრობ,ეს შენ ხარ–ნაღვლიანი მზერა მომაბყრო.

ადგილიდან ვერ ვიძროდი.საწოლზე გაშეშებული ვიჯექი და თვალს არ ვაშორებდი.
იმდენად შეპყრობილი ვყავდი მის მზერას,მის სხეულს,მის ტუჩებს ვერც კი გავიაზრე,რომ კარებზე სამჯერ ხმამაღალი კაკუნი რეალური იყო.
–ჯასტინ აქ ხარ?–გავიგონეთ ჩაზის ხმა,და ორივემ კარებისკენ გავიხედეთ
–ჩაზ ახლა არა
–არა ჯასტინ კარები გააღე.რაღაც უნდა გითხრა
ჯასტინი გაბრაზებული წავიდა კარისაკენ და გამოაღო
–ჩაზ.2 წუთი მაცადე
–არა ჯასტინ.საშინელება მოხდა.
ამ სიტყვების შემდეგ აზრზე მოვედი.ფეხზე წამოვდექი და მათ მივუახლოვდი.
–რა მოხდა?–ჯასტინს სახე შეეცვალა

–ჯეიკი....
–ჯეიკს რა დაემართა–დაიყვირა
–ავარიაში მოყვა და....გარდაიცვალა,ძალიან ვწუხვარ
–რა თქვი?რა თქვი?–ჯასტინს საქციელი დაეკარგა.
–ღმერთო ჩემო–პირზე ხელი ავიფარე..
ჯეიკი პეტის მეორე მეუღლე და ჟასმინის მამა იყო.კაცი,რომელმაც შეძლო და ჯასტინის დედა მეორედ გააბედნიერა.ადამიანი,ვიზედაც ჯასტინს დაუსრულებლად შეეძლო საუბარი.ვიცოდი,როგორი მძიმეც იქნებოდა ეს ამბავი მისთვის...
–რატომ ღმერთო.რატომ ჯეიკი–დაიყვირა და ოთახში შებრუნდა.
გული მტკიოდა როცა ასეთს ვხედაავდი
–უმამოდ გავიზარდე,მაგრამ ჟასმინმა რა დააშავა–კლვავ დაიყვირა.მუხლებზე დაემხო და სახე ხელებში ჩარგო...–რატომ უნდა გამოცადოს პატარამ უმამობა,და გაიროს ის გზა,რაც მე გავაირე.
ცრემლებს ვერ ვიკავებდი.ძალიან უარყოფითად იმოქმედა ჩემზე,,როცა ასეთს ჯასტინს შევხედე..განსაკუთრებით მის მერე რაც რამოდენიმე წუთის წინ მითხრა...
–ჯასტინ....–სწრაფად წავედი მისკენ.ჩავიმუხლე,ხელები მკერდზე ძალიან მაგრად მოვხვიე და თავი ზურგზე დავადე...
–პეტი ამას ვეღარ გადაიტანს...–მისი ცრემლი ხელზე დამეცა.
–პეტი ამას ვერ გადაიტანს
–პეტი ამას ვერ გადაიტანს–მესამედ,უფრო ხმადაბლა ჩაილაპარაკა.ჩემსკენ მობრუნდა და მხარზე ძალიან მაგრად მომეხვია...

იმედია მოგეწონათ ))
რაც უფრო მალე იქნება კომენტარები მით უფრო მალე დავდებ<33
ამიტომ არ დაგავიწყდეეთ <3
p.s.ბოდიშით თუ ყველა თავი ისეთი არ გამომდის როგორსაც ელით!




კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1596 | დაამატა: holy♡queen | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 271 2 3 »
2013-05-11 Spam
ვაიმე ეს ჯასტინი მომაშორეთ რაა :@ უფ :დ