მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 5 » Party In The U.S.A./8
7:53 PM
Party In The U.S.A./8
ეს თავი ჩემ მარიიკო,დუციკოს :დდ
SunShine <3-მგონი პირველადაა ჩემი მკითხველი,და იმედია მოგეწონება ეს თავი **

–არ არსებობს.კვლავ გამიჩნდა იმედი–გახარებულმა მითხრა და გადამეხვია.
–ტეი 
–ჰოუ
–ნოა და ჩარლი რამდენი ხანია არ მინახაავს.
–ჰოოო,ნოას რეპეტიციების გამო,ჩარლი კიდე თავის მშობლიურ ქვეყანაშია
–მართლა?ამერიკელი არაა?
–არაა,დედაც და მამაც ინგლისელი ყავს,და ახლა იქ არის 3 დღეა.მგონი ხვალ ჩამოდის
–აჰა ძალიან კარგი.შევიკრიბოთ 4ვე
–შევიკრიბოთ კი,მანამდე კი ჩემს ოთახში წამოდი და დაძინებამდე ყველაფერი დეტალებში მომიყევი....

კვირა დილაც დადგა.12 საათი იქნებოდა,აპიადის ზარმა გამაღვიძა.სკაიპი ჩართული იყო და ჩემი გოგოები მირეკავდნენ საქართველოდან.
–გავგიჟდით და გავაფრინეთ–ავიღე თუ არა,თვალი ჩაირთო და ნუკი ამ სიტყვებით გამოჩნდა
–სიცილი დავიწყე–რამ გადაგრია და გაგაგიჟა ჩემო სიცოცხლე?
საწოლისაკენ გავიქეცი და დაჯდომის ნაცვლად,ზედ დავხტი.ტეის ჯერ კიდევ ეძინა
–ჩვენ მანდ სასწავლებლად გაგიშვით თუ საგულაოდ?–განაგრძო ნუკიმ
–საგულაოდ კი არა ჩვენი გულების გასახეთქად–თვალში ანი გამოჩნდა
–სხვათაშორის შენიი და ჯასტინის პაპარაცული ფოტოები ვნახეთ,ბოლოს რომ ვილაპარაკეთ ჯერ წესიერად არ იცნობდი,ასე მალე დაახლოვდით?
–ვააააი,რამდენი რამ მაქვს მოსაყოლი–კარგად მოვკალათდი და გუშინდელის მოყოლა დავიწყე.2 საათი მაინც ვისაუბრეთ,ტეიმაც გაიღვიძა და ოთხივე ერთად ვიყავით.
მომნატრებია საქართველო.ახლა სიამოვნებით ამოვყოფდი იქ თავს რამოდენიმე საათით,მერე კი კვლავ ამერიკაში დავბრუნდებოდი :დ 
"თავისუფლების ქვეყანაში"–როგორც მე და ჩემმა დამ შევარქვით...
დამთავრებული არ გვქონდა გოგონებთან საუბარი,რომ ახლა დეივიდმა დაგვირეკა.
მხოლოდ მასთან საუბრის შემდეგ,მოვახერხეთ ადგომა და მოწესრიგება.
–მე დამირეკეს,უნდა წავიდე.ზედმეტად დაუნიშნავთ რეპეტიცია–სამზარეულოში ტეი შემოვიდა,როცა მე ჯერ კიდევ ვსაუზმობდი
–აუუუ,რაა?კვირასაც არ ივენეებ?
–იმ კვირას უკვე შოუა.ვინ დამასვენებს–გაიცინა და ლოყაზე მაკოცა
–ჭკვიანად.შეიძლება ჩარლი მოვიდეს და მიიღე
–მე მეგონა სახლში არ უნდა შემომეშვა–გავუღიმე და ჩაი მოვსვი
–როგორ ხუმრობ ხოლმე–გაიცინა და სამზარეულოს კარი მიიხურა.

მთელი დღე უსაქმურად ვიყავი.ცოტა ხანი ლეტპოპში რაღაცებს ვათვალიერებდი,შემდეგ ფილმს ვუყურე და დრო მაინც ნელა გავიდა.ჯერ მხოლოდ შუადღის 4 საათი იყო,მე კი რა მეკეთებინა არ ვიცოდი.
ჯასტნინს არც გავხსენებივარ.
ჩარლიც არ მოვიდა.ერთი სიტყვით ეს დღე ძალიან უინტერესოდ დასრულდა..

ორშაბათი დილა გთენდა.
ამ დღეს განსაკუთებით ხმაურიანი იყო ჩვენი ქუჩა.
დილით მანქანების ხმამ გამაღვიძა.წამოვდექი და პირდაპირ პირველ სართულზე ჩავედი,წყლის დასალევად..
–შენ უკვე მზად ხარ?–ტეი საუზმობდა
მე მხოლოდ ტრუსი და მოკლე მაისური მეცვა.საოცარ ფორმაში ვიყავი
ჩემს დანახვაზე ტეის გაეცინა

–კი,და 10 წუთში მივდივარ
–აა კაი–ზერელედ ვუპასუხე და მაცივრის კარები ზანტად გამოვაღე
–სხვათაშორის მარტო არ ვარ!
ამ სიტყვების მერე თითქოს რაღაც ჩამარტყეს თავში,ისეთი სახით შევბრუნდი უკან.კედელთან ჩარლი იდგა,რომელიც შემოსვლისას არც შემინიშნავს.
არ ვიცოდი რა გამეკეთებინა,ან რა უნდა გამეკეთებინა
უხერხულად მივხურე მაცივრის კარები და უაზროდ სიცილი დავიწყე
–რა უხერხულია!–თქვა ტეიმ
–გამაფრთხილებელი ნიშანი არ გივარგა საყვარელო–ვუთხარი ტეის და ჩარლისაკენ წავედი
–დაგვირბუნდი?
–დაგიბრუნდით,დაგიბრუნდით–გაიცინა და მომეხვია.

 დაძაბულობა იმისა,რომ ასეთ ფორმაში ვიყავი ორ წუთში მომეხსნა.
ჩარლი მიყვებოდა ლონდონზე,თან მათი წასვლის დროც მოვიდა..

–და აი ისევ მარტო ვარ–ვთქვი საწყლად და ჩემს ოთახში ავედი
–ღმერთო ჩემო–შევიყვირე როცა სარკეში ჩემს თავს შევხედე.
–ალბათ ჩარლის გული გაუსკდებოდა ასეთს რომ შემხედავდა
სარკეს მივუახლოვდი.ახლა უკვე ჩემ თავთან საუბარი დავიწყე,რაც ძალიან კარგად გამომდიოდა :დ
ტეის არ ყოფნით დრო ვიხელთე.მისი გარდერობის ოთახში შევედი.

 რაც მომწონა 5–6 წყვილი ფეხსაცმელი,რამოდენიმე მაისური და შორტი ჩემს კარადაში გადავიტანე :დ
იქ იმდენი იყო,რაოდენობის ცვლილებას ვერ შეამჩნევდა.
კარადიდან თეთრი მაისური და ჯინსის შორტი გადმოვიღე.
–ესს სულ ამობრუნებული როგორ არი–გავიფიქრე და შორტი ამოვატრიალე,რომ ჯიბიდან პატარა ფურცელი ამოვარდა.
–ჯონათანის სავიზიტო ბარათი,სტუდია,ორშაბათი დილა–ყველაფერმა ერთად გაიელვა თავში.
–ღიირს წასვლა?–ვფიქრობდი და ვერ გადამეწყვიტა რა გამეკეთებინა.
–მე მაინც ვცდი.მგონი უნდა ვცადო–ეს გადაწყვეტილება იმიტომ არ მიმიღია,რომ ამ საქმეზე სერიოზულად ვფიქრობდი,უბრალოდ იმიტომ რომ ქუჩაში გამევლო და რაღაც გასართობი მომენახა.

ტაქსიტს მისამართი ვანახე და მანაც ძალიან დიდ შენობასთან მიმიყვანა.
შესვლისას ჩემი ყურადღება შუაში მგდომმა შადრევანმა მიიქცია.
შენობაში შადრევანი,ძალიან ალოგიკური ხომ არაა?–გავიფიქრე და ცივად ავუარე გვერდი.ისე ძალიან ლამაზი კი იყო ;დ
–უკაცრავად სად მიბრძანდებით?–მომესმა გვერდით დახლიდან ხმა.მე თავი დავადე და ისე წავედი,რომ ეს ქალი არც შემინიშნავს
–მე ჯონათანს ვეძებ
–პროდიუსერს ჰო?
–დიახ–გავუღიმე და მოუთმენლად დაველოდე მის პასუხს
–მე7 სართული,71–ე ოთახი
–დიდი მადლობა–გავუღიმე და ლიფტში შევედი
ეს რა დაწესებულება იყო ჯერ ვერ მივხვდი,მაგრამ აქაურობა მართლა მომწონდა.
ფრთხილად დავაკაკუნე და რამოდენიმე წამში კარები შევაღე.
იქ ვიღაც გოგონა მობილურით საუბარში იყო გართული,ძალიან არ მინდოდა მაგრამ ცოტა ხნით საუბარს უნდა მომეწყვიტა.
–უკაცრავად ჯონათანი აქ არის?
–დიახ წინა ოთახში,მაგრამ ნახევარი საათი არ ეცლება–ისეთი სახით გამომხედა,მიმახვედრა რომ  საუბარში მისთვის ხელი არ უნდა შემეშალა
–კარგი გმადლობთ–გავუღიმე და ოთახის წინ მდგარ სკამზე ჩამოვჯექი.

–თითქმის დარწმუნებული ვიყავი,რომ აქ თქვენ დამხვდებოდით–ისევ ისეთი მხიარული ჩანდა ჯონათანი.თან 10 წუთიც არ მომიწია ლოდინი.
–მე ჯერ კიდევ არ ვიცი,აქ რას ვაკეთებ
–სამაგიეროდ მე ვიცი.შემომყევი

–ხელით მანიშნა მან.ამაყად გავიარე მისაღები ოთახი და ახლა მის კაბინეტში შევადგი ფეხი.
ძალიან დიდი ფართი იყო,კომფორტულად მოწყობილი.როგორც მან მითხრა მეორე კარი თავის ჩამწერ სტუდიაში გადიოდა.
–როგორც იცი არა მხოლოდ მე,არამედ ზოგადად ყველა მუსიკალურ პროდიუსერს ევალება აკონტროლოს სხვადასხვა მუსიკალური ნაწარმოები,მისი ჟღერადობა.მე ჩემს ასისტენტებთან,მემომნტაჟეებთან და ხმის რეჟისორებთან ერთად ვაკეთებ ამას.ვარჩევ შესაბამის რეპერტუარს.ხშირ შემთხვევაში ვარკსვლავები მე მმომართავენ,მაგრამ შენმა ხმის ტემბრმა წარსულში დამაბრუნა.ჩემი ძველი საქმისაკენ მიმაბრუნა.ანუ მე ახლა ვარკსვლავს კი არა,არამედ ჩვეულებრივ თინეიჯერ გოგონას დავეხმარები რომ გახდეს ვარსკვლავი
–რაც არაერთხელ გაგიკეთებიათ
–ნუ მიცდია მაინც!–გაიღიმა და გამომხედა
–თქვენს პროფესიონალიზმში ეჭვი არ მეპარება,მაგრამ მე არ ვარ მზად!

–მაშინ აქ არ მოხვიდოდი–გაიღიმა და სკამი დაატრიალა
–ჩვენ შეგვიძლიათ ჩავწეროთ რამოდენიმე სიმღერა.მიგგზავნი ერთ მუსიკოსთან,რომელიც უფრო დაამუშავებს შენ ხმას.რამოდენიმე კონკურსსში მიგაღებინებ მონაწილეობას,სადაც კიდევ უფრო დაიხვეწები და გამოცდილებას მიიღებ.მაგრამ ეს არ ნიშნავს,რომ შენ უარი უნდა თქვა შენს პროფესიაზე,ანუ მსახიობობაზე.რეჟისორებისთვის უფრო მომგებიანი იქნება,როცა შენივე ფილმის საუნდტრეკს შენ შეასრულებ.ან თუნდაც მიუზიკლში შენ იმღერებ და სხვის ხმას არ დადებენ შენს ნამღერს.იშვიათობა იქნები ;დ ისეთივე დონის მომღერალი,როგორიც მსახიობი.
–როგორც ჩანს შაბათ–კვირა ტყუილად არ დაგიიკარავთ–გამეცინა,როცა მისმა წინადადებამ საოცრად მომხიბლა და დამაფიქრა
–მართალია.სულ შენზე ვფიქრობდი.შენი ტემბრი დასაკარგი არაა ჩემო კარგო
–რაღა მეთქმის.თქვენი არგუმენტების წინაშე უსუსური ვარ,აბა რომელი სიმღერა ჩავწეროთ პირველი?–გახარებული წამოვდექი
–ასეც ვიცოდი–ნასიამოვნები სახით წამოდგა
–წამოდი მაილი,რამოდენიმე ვარიანტი უკვე შერჩეული მაქ.
სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვიყავი.დაუჯერებელი რამ ხდებოდა ჩემს თავს.
სიმღერა ყოველთვის მცვხენოდა,არადა ძალიან მიყვარდა.
მაგრამ ,ახლა, ყველაფერი პირიქით შემობრუნდა.
ჯონათანმა ჩემი თავის რწმენა მასწავლა,რომელიც ძალიან მაკლდა...

პირველი,საცდელი ვერსია იყო..ჯონათანისებური Whitney-ს სიმღერა :დ ძალიან მომწონდა და სიამოვნებით ვმღეროდი.ერთი სიტყვით 3 საათი ძალიან შეუმჩნევლად გავიდა.
ოთახში მისი დამხმარე რომ არ შემოსულიყო ალბათ კიდევ გავაგრძელებდით.
–მაპატიე მაილი..2 საათზე ჩაწერილები იყვნენ
–არაუშავს რას ამბობ.
–კიდევ როდის მოხვალ?–ორივე წამოვდექით
–როცა დამიბარებთ SiR-გავიცინე
–კარგი ორი წუთით გრაფიკს გადავხედავ.
–მააა,ფული უნდა მომცე.საფულე სახლში დამრჩა–კარი,ჩემი ასაკის გოგონამ შემოაღო და პირდაპირ ჯონათანისაკენ წავიდა

–ახლავე შვილო.მანამდე გაიცანი,ეს მაილია
–მაილი,ეს ჩემი პირველი შვილი,კლარისაა
–სასიამოვნოა–ნაზად გავუღიმე და მას დავაკვირდი.
ძალიან ლამაზი გოგონა იყო,საშუალო სიმაღლის,ლამაზი ნაკვთებით.ჩემი ყურადღება შემოსვლისთანავე მიიბყრო
–შენ ის მაილი ხარ?–გაეცინა მოულოდნელად
–კი ისაა–არ დააცადა ჯონათანმა
–რაც შენზე მამა გვიყვებოდა.ეჭვი მაქვს საოცარი ხმა უნდა გქონდეს
–გამეცინა–არც ეგრეა საქმე,მაგრამ მიხარია რომ ჯონათანს შევხვდი–ჯერ მას,შემდეგ კი ჯონს გავხედე,რომელიც კარგ გუნებაზე დააყენა.ჩემმა ნათქვამმა.
შემოსასვლელ ოთახში რაღაც ხმაური იყო
–როგორც ჩანს მოვიდნენ–თქვა ჯონათანმა–ერთი სიტყვით ნომერი დამიტოვე და ამ დღეებში დაგიკავშირდები
–კარგი–ვუთხარი და სასწრაფოდ დავუწერე ნომერი.
–აჰა აიღე–ფული მიცა კლარისას–სად მიდიხარ?
–რას მეკითხები.კლუბში
–როგორც ყოველთვის–უსიამოვნოდ ჩაილაპარაკა ჯონათანმა.და ახლა მის ადგილას,მზრუნველი,საყვარელი მამა დავინახე.
მე და კლარისა ერთად გავდით.ლიფტი ასე ადვილი გამოსაჭერი არ იყო,ცოტა ხანი ცდა მოგვიხდა.
–დაგეგმილი გაქვს რამე?–შემეკითხა მოულოდნელად

–არაა.სახლში წავალ ალბათ
–წამოდი ჩემთან ერთად.უკეთ გავიცნობთ ერთმანეთს
–ჰოო?კარგი აზრია
–თან ამ დროს კლუბი ყველაზე კარგი ადგილია–ლიფტი გაიღო–ზედმეტი ხმაური არაა,სიმღერები დაბალ ხმაზე,შენ შენთვის ზიხარ მეგობრებთან ერთად,ერთი სიტყვით დღის საათებში კლუბი ყველაზე მაგარი საჭორაო ადგილია
მის ნათქვამზ გამეცინა და ჩემი დაქალები გამახსენდა,პირველ რიგში ანი და ნუკი.ჩვენც ჰო გვქონდა ასეთი შეკრების საათები.
–სწავლობ?
–კი კოლეჯში პირველი წელია.მომავალი ჟურნალისტი
–კარგი პროფესიაა
–კი მეც მიყვარს–გამიღიმა
–ანუ წამოხვალ ჰო?
–კი–სიამოვნებით დავთანხმდი–თუ რომელიმე კონრეტულ ადგილას არ გაქვთ დაგეგმილი წასვლა,ჩემს საყვარელ კლუბში წავიდეთ
–კი მითხარი რომელია და უპრობლემოდ
იდეა იმის შესახებ, რომ ჩემი არჩევანით წამეყვანა,ვითომდა ჩემს საყვარელ კლუბში მომენტარულად გამიჩნდა.სინამდვილეში ეს ის კლუბი იყო,სადაც გუშინ ვიყაავით და იმ იმედით მივდიოდი რომ შეიძლებოდა ნიკი კვლავ მენახა.თუნდაც ამ დროს.

რაც აქ ვარ,მანქანით ან ტაქსით ვმგზავრობდი.ახლა კი კლარისას ვთხოვე ავტობუსით გვემგზავრა..:დ არ ვიცი რა იყო ამაში განსაკუთრებული,მაგრამ ქალაქი უკეთ დავათვალიერე.კლარისა იმდენად გაერთო მობილურში საუბრით,გაჩერებას ავცდით :დ და სანამ კლუბამდე მივიდოდით,ნახევარი ლოსანჯელესის შემოვლა მოგვიხდა.

იქვე შევიცანი ქუჩა,სადაც გუშინ ვიყავით.კლუბსაც მივადქეით.გუშინდელისგან გასხვვაებით,რადგან დღე იყო იმდენი რაოდენობის მანქანა არ ეყენა და კარებთანაც მხოლოდ ერთი დაცვა იდგა.
კარები შევაღე და იქაურობას თვალი მოვავლე.ძალიან ცოტა ხალხი იყო,ალაგ–ალაგ ისხდნენ და სვამდნენ.ჩვენც შუა მაგიიდას მივუსხედდით.მისი მეგობრები კიდევ არ იყვნენ მოსულები.
ცივი და ალკოჰოლური სასმელი შევუკვეთეთ.
საუბარში ძალიან გავერთეთ.
–აუუ ჩემი დაქალები სხვა კლუბში მივიდნენ–დაიწყო სიცილი კლარისამ–აშკარად სახელი ამერია
მეც გამეცინა.
–წავიდეთ თუ არ გეზარება
–იყოს ცოტა ხანი ვიყოთ,და წავიდეთ მალე
–კარგი–გავუღიმე და კოქტეილი მოვსვი...
ძალიან კარგად გავიცანით ერთმანეთი.
საქართველოში ასე 1 დღეში არავის ვუმეგობრდებოდი,აქ კი ძალიან მალე საკმაოდ ბევრი მეგობარი შევიძინე.ვცდილობდი უფრო გავსნილი ვყოფილიყავიი მათთან და კლარისასაც ძალიან ბევრი მოვუყევი ჩემზე.
–ნახე რა მააგარი ბიჭია–ფეხი ფეხზე გამკრა და ჩუმად მითხრა
მეც უკან გავიხედე.მაღალი,ცისფერთვალება,ძალიან სიმპატიური ბიჭი შემოვიდა და პირდაპირ დახლთან მივიდა.

–მართლა რა მაგარი ბიჭია–ვუთხარი ჩუმადვე და თვალი გავაყოლე
–ვიღაცას მაგონებს–ვთქვი და ჩავფიქრდი.გარეგნულად მართლა ძალიან გავდა ნიკის.
–ვის?
–არი ერთი,გუშინ გავიცანი–და მოკლედ ვუთხარი მასზე.

კლარისა ჯასტინს იცნობს.რამოდენიმეჯერ შევხდნენ ერთმანეთს.თურმე ადრე ჯონათანი ჯასტინის პროდიუსერი ყოფილა.ეს ნამდვილად არ ვიცოდი.
უკვე საათებიი გავიდა რაც იქ ვიყავით.წამოსვლა დავაპირეთ.ის სიმპატიური ბიჭი კვლავ დახლთან იჯდა და ბარმენს ელაპარაკებოდა.
კარი გამოვაღეთ თუ არა და გარეთ გავედით,თვალში ძალიან მაგარი შავი მანქანა მომხვდა
–დავნაძლევდეთ,ეს მანქანა იმ ბიჭის იქნება–გამომხედა კლარისამ და სიცილი დაიწყო
–მეც ეგრე მგონია–გავუცინე და კიბეები სწრაფად ჩავირბინე.
რამოდენიმე ნაბიჯი გადავდგი,რომ მანქანის კარიი გაიღო
–მაილი?–მზის სათვალეს ამოფარებული ნიკი,ჩემსკენ იყურებოდა.

–ნიიკ?–გამეცინა

–ეს ვინ არი გოგო/–ჩუმად ჩამჩურჩულა კლარისამ
–მე რომ გიყვებოდი გუშინდელზე ის–ნასიამოვნები სახით ჩუმად ვუთხარი და ნიკისკენ წავედი.
–ამ დროს აქ რას აკეთებ?–მომიახლოვდა
–საინტერესოს არაფერს–გამეცინა–შენ?
–ჩემს ძმას ველოდები.აი ისიც–
ის სიმპატიური ბიჭი ნიკის ძმა აღმოჩნდა,აი ამიტომაც მივამგვანე მას.
–გამარჯობა–უბრალო ღიმილით შემოიფარგლა  და მანქანისაკენ წავიდა
–არ გამოცნობს შენს მეგობარს?–შემეკითხა ნიკი
–ეს კლარისა–კლარისა ეს ნიკია )
–სასიამოვნოა–თითქმის ერთდროულად წარმოთქვა ორივემ
–ჩაჯექით სახლამდე მიგიყვანთ
–არ არი საჭირო–გადაჭრით ვუთხარი
კლარისამ ხელზე მაგრად მომიჭირა იმის ნიშნად რომ დავთანხმებულიყავი.
მათთვის ეს არანაირი პრობლემა არ იყო,მე კი ჩემებური ქართული მენტალიტეტი მამოძრავებდა
–წამო რა–საყვარლად მითხრა ნიკიმ
–მოვდივართ–თვალები დამიქაჩა კლარისამ,მერე ნიკის გაუღიმა და მანქანაში ჩაჯდა.

მეც სიცილით გავყევი მათ და მანქანის კარი გამოვაღე.

ნიკიმ თავისი ძმა გაგვაცნო.ლეო.
ორივე ძალიან საყვარელი ტიპეპი იყვნენ.ლეო შედარებით სერიოზული ჩანდა,უფროსი ძმა იყო და თავის როლს მშვენივრად ირგებდა.
ჯერ კლარისა დავტოვეთ კლუბში,მე აღარ ჩავყევი,სახლში წასვლა ვამჯობინე.
ნომერი გამოვართვი და მანქანაში დავბრუნდი.
სანამ სახლამდე მივიდოდით,უაზრო თემებზე ვსაუბრობდით.
თავს ცოტა უხერხულად ვგრძნობდი,მაგრამ არ ვიტყობდი.
ერთი სული მქონდა სახლი როდის გამოჩნდებოდა და ესეც ამიხდა.

მანქანის კარი გამოვაღე და გადავედი
ნიკიც გადმოვიდა.
ლეომ ფანჯარა ჩამოწია და ასე დამემშვიდობა.
–წამოხვალ დღეს დაახლოებით საღამოს 9 საათისთვის კლუბში?სადაც ახლა იყავი
–გამეცინა–მგონი კი 

–მგონი არა.წამოდი,ცოტას გავერთობით და მალე წამოვიდეთ.
–კარგი
–გამოგივლი.თუ გინდა კლარისასაც უთხარი
–კარგი წამოვალთ ორივე
–დროებით მაშინ–გახარებულმა მითხრა.მანქანა სწრაფად დაქოქა და თვალს 2 წამში მიეფარა.

ტეი ჯერ კიდევ არ მოსულიყო.9 საათამდე დიდი დრო იყო,მანამდე კლარისას მივწერე და ვუთხარი სადაც უნდა მოსულიყო.დარწმუნებლი ვარ ,ენდომებოდა ლეოს კიდევ ერთხელ ნახვა ;დ

რაც ჩამოსული ვარ ბასეინში არ მიბანავია.არადა ერთ დროს ვოცნებობდი,დიდ სახლზე რომელსაც აუზი ექნებოდა.მომეწონა ეს იდეა.შორტითა და მაიურით გასაბერ ლეიბზე წამოვწექი და ხელით ბასეინის შუაგულამდე მივედი.
ყურსასმენები,მობილური,დღევანდელ დღეზე ფიქრი–ეს ყველაფერი საკმარისი იყო,რომ ჩამძინებოდა...

როცა თვალები გავახილე,უკვე საღამო იყო.თავის აწევაც კი არ დამძალდა,ისე გავიგონე სიცილის ხმა და მერე წყალშიი აღმოვჩნდი.
ახალ გაღვიძებულზე ვერ მივხვდი რა ხდებოდა.
გაბრაზებულმა ამოვწიე თავი და ირგვლივ მიმოვიხედე.იქვე ჯასტინი იდგა და გულიანად იცინოდა.

–დებილო,შტერო,იდიოტო–დავიიწყე მისი ლანღძვა ქართულად.
ახლოს ვიყავი ასასვლელთან და ამიტომაც შეძლო ჩემი გადმობრუნება,სწრაფად ავედი და პირსახოცი მოვიფარე.
–შენ ამბობ რომ როცა შენს ენაზე საუბრობ არ მლანძღავ,მაგრამ შეგახსენებ რომ სიტყვა იდიოტი,ინგლისურიცაა,რომელიც შენ რამოდენიმე წამის წინ გამოიყენე
–როგორი მიხვედრილი ხარ–ძალით გავუღიმე
–ჩემი მობილური,ყურსასმენები,ჩემი აიფონი ბასეინშია?–წამოვდექი შეშინებული
–აქ მაქვს,დაწყნარდი–და ჩემი აიფონი დამანახა.
მეც ცოტა დავმშვიდდი.არც მწყენია,უბრალოდ,მოულოდნელად გააზრება ვერ მოვახერხე რა მოხდა.თანდათან მომიახლოვდა
–რატომ არ დამირეკე?–ცოტა ხნის შემდეგ შევეკითხე
–არ ვიყავი ქალაქში,ვერ მვახერხე.
–მეგონა დაგავიწყდი–ჩემს ნათქვამზე მე თვითონაც გამეცინა
–ძალიან მინდოდა,მაგრამ ვერ მოვახერხე–ცინიკურად მითხრა
სახიდან სველი თმა გადამიწია და ლოყაზე ძალიან თბილად მაკოცა.
იმდენად თბილად,რომ მომენტალურად სიამოვნებისგან გამაჟრჟოლა.
მერე კი გადამეხვია

–დღე როგორ გაატარე?
–დღეს იმდენი რამ მოხდა,იმდენი რამ შეიცვალა..
–მართლა?არ გინდა მომიყვე?
–შენის ნებართვით მშრალ ტანსაცმელს ჩავიცვამ და ყველაფრს მოგიყვები
–კარგი.აქ ვიქნები–გაეცინა.რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა და შეზლონგზე წამოწვა.
მალე გამოვიცვალე და მასთან დავბრუნდი.
ჩემი და ჯონათანის გაცნობის ისტორია მოვუყევი
დღევანდელ სიმღერაზეც,გაოცებული მიყურებდა.
–არ ვიცოდი თუ მღეროდი
–როდის უნდა მეთქვა?
–იმღერე რამე,ჯონათანზზე ისე მიყვები უკვე მომწონს შენი ხმა–მაცდურად გამიღიმა
–ოოო კარგი რა,სხვა დროს იყოს
–ჩემი გრცხვენია?–სიცილი დაიწყო–მოიხსენი კომფლექსი და რაც გინდა იმღერე
–ჯაას

–მიდი Swaggie,მიდი–ისეთი სახით მითხრა......სიმღერა დავიწყე.
ისიც ამყვა და ცოტა ხანში უდიდესი სიამოვნება ვიგრძენი
–მართლა ძალიან მაგარი ტემბრი გაქ–კმაყოფილმა გამომხედა–აქამდე სად მალავდი შენს ნიჭს?
–ნუ გამაწითლე–დავიწყე სიცილი–მოვრჩეთ რაა :დ თან დღეს ნიკი ვნახე
–ნიკი როომელი?
–გუშინ რომ გავიცანი,და ჯონათანის შვილთან ერთად დამპატიჟა კლუბში,წამოხვალ?
–სხვათაშორის მაგის სათქმელად ვიყავი მოსული.დღეს ემა და ტაილერიც მოდიან ჩემთან ერთად,უთხარი შენ დასაც წამოვიდეს..

ჩემი და რომ ახსენა სახე გამინათდა.მისი წამოსვლა,სავარაუდოდ ტაილერის იდეა უნდა ყოფილიყო.
–მე ხომ გითხარი რომ ნიკისთან ერთად მივდივარ?რამდენი მოვასწრო ერთად?
–ნუ კარგი,კარგი.იმ კლუბში წამოვალთ,სადაც შენ "შენს ნიკისთან"ერთად მიდიხარ–ეს სახელი ცოტა უხეშად თქვა და ცინიკურად გამიღიმა
–ჰოდა შევთანხმდით.9საათისთვის მოვალ,ახლა მოვემზადები
–კარგი–წამოდგა–მაშინ შეხვედრამდე  Swaggie
–შეხვედრამდე–გავუღიმე და სახლში შევედი.
ჩემი და შევაწრიალე,ვუთხარი რომ სწრაფად მოსლიყო.დღეს ჩვენთან ერთად უნდა წამოსულიყო,მას ხომ თვით ტაილერი ელოდებოდა :დ

9 საათი მალე მოვიდა.
მე და ტეი უკვე მზად ვიყავით,კლარისამაც მომწერა რომ უკვე მისული იყო.
–მემგონი უხერხულია თქვენთან ერთად რომ წამოვიდე,მე ცალკე წავალ
–რავი როგორც გინდა.
–ჰო ასე აჯობებს.ნიკის შენც არ იცნობ წესიერად

–ნუ კარგი მაშინ და იქ გნახავ
–კარგი წავედი მაშინ.–ტეიც წავიდა.მე კი სრულმზადყოფნაში მყოფი ფანჯრიდან ვიყურებოდი და ნიკის მანქანის გამოჩენას ველოდებოდი.

თან ვფიქრობდი,როგორი იქნებოდა ჩემი და ემას გაცნობის სცენა და საერთოდ დღევანდელი "ღამე" )) 

P.S.ლეოს როლზე არი,ლეონარდო დიკაბრიო კი არა ;დ
ახალგაზრდა ლეონარდო დიკაბრიო :დ მხოლოდ მისი ახალგზრდობის ფოტოებს ვიყენებ :დდ

გუშინ დაწერილი მქონდა ;დდ
დღეს რომ ვდებდი დენი წავიდა "დდ 
ბედი ჩემი შენახული მქონდა თორე გავაფრენდი :დ
ერთი სიტყვით ვეცადე რაც შეიძლება მალე დამედო ;დდ
ამაზე ვერ მეტყვით პატარაააოო :დდ დავდე და სრული აღწერა დიდი იყო,რისთვისაც ფერები ვეღარ მივეცი დიალოგებს.სამწუხაროა :დ
აი დიდი თავის მინუსი ;დ
თუ მოგეწონათ დააკომენტარეთ და შემდეგს ასე მალე დვდებ *
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1452 | დაამატა: holy♡queen | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 201 2 »
2013-04-06 Spam
mokle agwerashi aq ambebi xdebaao magari iyo.
sakmaood didi tavi iyo,magram kide minda.
au sad gawyviteeeeeeeeeee biggrin cudad var.shokshi
kide minda.unichieresi xar Swaggie
idioti inglisuradac idiotia :D-ara ra,jusos da mileys dialogebi mainc sul sxvaaaa
leo ra kargi xar/charli shenc/niki shenc biggrin
magari casti gyavs da kide pootoebs da gifebs zustad awyob
raga vtqva biggrin male male male