მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მაისი » 6 » Party In The U.S.A./14
0:24 AM
Party In The U.S.A./14
MDAAAAH!
არც კი ვიცი საიდან დავიწყო..
პირველ რიგში მაპატიეთ,რომ ძალიან დავიგვიანეე.
მერე მეორე,ძალიან დიდი მადლობა ჩემო მკითხველებო ასეთი ერთგულებისთვის**დიდი მადლობა თითოეული ხმისთვის.
არ მეგონა,ანას მოთხრობა ასე მალე თუ დამთავრდებოდა.
როგორ წესი ტიტული,თქვენი წყლობით მოთხრობას უბრუნდება**
მართლა ძალიან დიდი მადლობა...
და გპირდებით ასე აღარ დავაგვიანებ..

ახლა კი წაიკითხეთ შემდეგი თავი და გაიგეთ,მოწონს თუ არა მაილის
ასეთი მეგობრობა.:დ

–მეგონა ჩემი თხოვნა შენთვის მეტს ნიშნავდა.

–ფეხზე წამოდგა–იქნებ იმის გამო რომ უფრო მშვიდი ცხოვრება გქონდეს,აღარც ვიმეგობროთ–თავი უსიამოვნოდ გააქნია და კიბეები სწრაფად ჩაირბინა.
აზრზეც ვერ მოვიდოდი თუ ჩემს უარზე ასეთი რეაქცია ექნებოდა.
–ჯასტინ მოიცადე..ეგ არ მიგულისხმიარამოდენიმეჯერ დავიყვირე,მაგრამ უშედეგოდ.გაბრაზებულმა დატოვა სახლი და წავიდა....
მინდოდა გავყოლოდი,მაგრამ აზრი არ ქონდა.შემეჩერებინა რა მეთქვა?თავი როგორ მემართლა?მითუმეტეს ჩემი სიამაყე არ გამიშვებდა,დავდევნებოდი გაბრაზებულ ბიბერს!
ასე სერიოზულად მგონი პირველად ვიჩხუბეთ! უფროსწორად მეჩხუბა.
გაბრაზებულმა და ნერვებმოშლილმა დიდი და მძიმე ნაბიჯებით ჩავიარე კიბეები.თითოეულ ნაბიჯში ჩემს სიბრაზეს გამოვხატავდი,რომელიც დამშვიდების საშუალებას არ მაძლევდა.ფეხებს იატაკზე ვაბაკუნებდი და სიბრაზეს ასე გამოვხატავდი.იქვე მდგარ ლარნაკს ხელი გავკარი და ორ წამში ნამსხვრევებად ვაქციე.ამ ჟესტმა თითქოს ოდნავ დამაწყნარა.
გაღიზიანებულმა დავხედე ნამსხვრევებს და სასტუმრო ოთახში შევედი...კიდევ რაიმეს ვიმსხვერპლებდი აიპადში სკაიპის ხმა რომ არ გამეგონა.

ჩემი გოგონები რეკავდნენ საქართველოდან.
თავი წამში მოვიწესრიგე,შედარებით დავმშვიდდი,ხალიჩაზე მოვკალათდი და მათ ზარს ვუპასუხე.
ანი და ნუკისთან საუბარს ყოველთვის ხასიათზე მოვყავდი..დეტალს არ ვტოვებდით ერთმანეთისთვის რომ არ მოგვეყოლა.ბევრი ვიცინეთ და ბოლოს ცხარე ცრემლითაც ავტირდით...ახლა ერთმანეთისგან ისე შორს ვიყავით როგორც ცა და დედამიწა და ერთმანეთი ისე გვენტრებოდა, როგორც არასდროს...
–თქვენთან მინდა–წარმოვთქვი ბოლოს და ცრემლები მოვიწმინდე
–იმედია მალე გნახავთ–ტირილითვე მიპასუხა ნუკიმ
როცა ძველი დრო გავიიხსენეთ და ცრემლებისგან სულ დავიცალეთ ერთმანეთს გამოვემშვიდობეთ,მითუმეტეს საქართველოში უკვე ღამე იყო,მათი ძილის დრო....
ნიკიზე რათქმაუნდა ორივემ იცოდა,გუშინდელზე რომ მოვუყევი ძალიან გაბრაზდნენ.ჯასტინზე კი მხოლოდ ის ვუთხარი,რომ კლიპში მონაწილეობა შემომთავაზა.
მთელი საუბრის განმავლობაში ის აზრი მიღღრნიდა გულს,რომ ჯასტინთან დადებული პირობის გამო,არ შემეძლო პლიაჟზე მომხდარი მათთვის მომეყოლა და რჩევა მიმეღო.სულ ჩვენი დიალოგი მახსენდებოდა:
"და ეს ძალიან იშვიათად მოხდება
–ძალიან იშვიათად
–და ამას არავინ გაიგებს,თვით ენდრიუც
–არავინ გაიგებს,თვით ტეიც
–თვით ტეიც"
–არ გათიშოთ–წამოვიძახე უცებ,თითქოს გადავწყვიტე უბრალოდ ყველაფერი მომეყოლა
–რა ხდება მაილი?–შემეკითხა ანი
–არაფერი,არაფერი..კარგად გოგონებო–ძალით გავიღიმე და სწრაფად გავთიშე.ვერ ვიტანდი,როცა მათ ვატყუებდი.ეს ტყუილი არც ყოფილა,უბრალოდ სიმართლეს ვუმალავდი...მაგრამ თავს მაინც დამნაშავედ ვგრძნობდი...გულის გადასაყოლებლად
Facebook–ში შევედი...უჩვეულო რაოდენობის სიახლე დამხვდა.ჩემი კედელი სავსე იყო პოსტებით! მართლა არ ვიცი იქ კარგი ეწერა თუ ცუდი,რადგან წაკითხივს ნერვები არ მქონდა.მითუმეტეს ჩემი თავის ამბავი ვიცოდი,ჩემზე რაიმე ცუდი რომ წამეკითხა ნერვებს ვერ მოვთოკავდი და ავტორს საპასუხო წერილს მივწერდი.
მე ხომ ჯერ არ მაქვს გამომუშავებული იმუნიტეტი ანტიფანების მიმართ :))
იმეილზეც სიახლე არაფერი იყო/აიპადი გადავდე და ფეხზე ზანტად წამოვდექი.
მხოლოდ ჯასტინზე ვფიქრობდი და იმაზე რომ ვალდებული ვიყავი,გავჩუმებლიყავი.ახლა ტეის რჩევა ჩემთვის ნამდვილი წამალი იქნებოდა....სადაც იყო გავგიჟდებოდი,არ მინდოდა მისი დაკარგვა,ამავდროულად კი გუშინდელი კოცნა მახსენდებოდა,რომელიც ჩვენი მეგობრობის პირველი მტერი იყო.!რა უნდა გამეკეთებინა?რა შემეძლო?თავი უსიამოვნოდ გავაქნიე,როცა ჰოლში დაყრილი ლარანაკის ნამსხვრევები გამახსენდა.ასაკრეფად წავედი.ამ დროსგავიგონე კარების ხმა.
სანამ გავაღებდი,კარებთან ახლოს დაკიდებულ გრძელ სარკეში ჩავიხედე.ნამტირალები ჯერ კიდევ მეტყობოდა.სწრაფად მოვწიმნდე თვალები იმ იმედით რომ ცოტას მაინც მიშველიდა და სახელურს ხელი ჩამოვკარი.
ჩემს დას ველოდი,იქ კი ის ვაჟბატონი დამხვდა,რომელიც ბოლო დროს მომხდარი ყველა მოვლენის დასაწყისი და დასასრულია.
–რა გნებავს–მკაცრად ვუთხარი
ჯასტინმა ჯერ ჩემს სახეს შეხედა,შემდეგ კი თვალები გატეხილი ლარნაკისკენ გაექცა.მეც უნებურად უკან გავიხედე და კვლავ მას გავხედე,.ჯერ კიდევ კარებში იდგა.
–ხელი გამეკრა–უტეხად გავუღიმე
–კითხა ვინმემ რამე?–ცინიკურად ჩაილაპარაკა,ბეჭი გამკრა და ჩემსკენ არც კი გამოუხედავს ისე გაიარა ჰოლი.ასვლამდე პასუხის ღირსად ჩამაგდო
–მობილური დამრჩა–უკან მოუხედავად,მძიმე ნაბიჯებით, აიარა კიბის თითოეული საფეხური...
მივხვდი რომ ჩემგან უხეში საუბრის დრო არ იყო.
ნეტა შემძლებოდა და მისთვის მეთქვა,რომ თანახმა ვიყავი მის კლიპში მონაწილეობაზე,მაგრამ მე არც კი დავფიქრებულვარ ამაზე.მინდოდა,მაგრამ ვერ ვბედავდი.დაფიქრება და ყველაფრის გაანალიზება მჭირდებოდა.
"მისი ღიმილისთვის"სპონტანურ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებდი.
ნამსხვრევების ასაკრეფად მუხლებზე ვიდქი,როცა ზემოდან გადმომხედა.გასვლამდე სარკეში ჩაიხედა და კარი გამოაღო.
–ჯასტინ–ჩუმად ჩავილაპარაკე,თითქოს ვერ გავბედე ეს სახელი ბოლომდე წარმომეთქვა
–რა!–ვერ ვიტანდი როცა ასე ცინიზმით სავსე მზერას მესროდა
–ორი წუთით დაივიწყე,რომ ჩემზე ნაწყენი ხარ და მიპასუხე...
–კითხვისდა მიხედვით მივხვდები,ღირს თუ არა ამის დავიწყება
მისი ეს მწარე ნაათქვამიც გავატარე და თავი ძირს დავხარე.
–ცუდად ვარ..გონებაში ამდენ რამეს ვეღარ ვატევ–ერთ–ერთი ნამსხვრევი ხელში ავათამაშე.
–რას გულისხმობ?–ღია კარები მიხურა და ნელი ნაბიჯით წამოვიდა ჩემსკენ
–დავივიწყოთ ის რაც გუშინ მოხდა...–კვლავ იატაკს მივშტერბოდი–ან მომეცი უფლება ჩემს დას ყველაფერი მოვუყვე
–უფლება?მე ხომ არაფერი ამიკრძალავს–მის ხმაში ახლა უკვე იგრძნობოდა სითბო.ისიც მუხლებს დაეყრდნო და გამომხედა.
–ჩვენ პირობა დავდეთ.არ მინდა შენი ნების გარეშე დავარღვიო...
–თუ ეს დაგეხმარება მოუყევი გუშინდელზე ტეის...–რამოდენიმე წუთი უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა–მაპატიე.ალბათ თავგზა აგიბნიე,მაგრამ რა გასაკვირვია.მე თვითონაც დაბნეული ვარ.
–უბრალოდ ვაღიაროთ რომ შეგვეშალა.–გავბედე მისთვის თვალებში შემეხედა.

–მაილი ჩვენ არაფერი შეგვშლია.ის რაც გითხარი სიმართლეა.ვიცი უცნაურია,მაგრამ სიმართლეა.შენ მართლა განსაკუთრებული ხარ–ეს სიტყვები უკვე მეორედ მითხრა.
ჩვენი მზერა ერთმანენეთს შეეჯახა.თავს ვკარგავდი,როცა ასე მიყურებდა.გული ამიჩქარდა და სუნთქვა შემეკრა.მან კვლავ დააპირა კოცნა.
–ჯასტინ!–ხელები ბეჭებზე დავადე და შევაჩერე.

მართალი ხარ!!არ ღირს,ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვართ.დავივიწყოთ ყველაფერი–გამიღიმა და ლოყაზე ძალიან თბილად მაკოცა.
ფეხზე წამოდგა,შარვალი გაისწორა და გასვლა დააპირა.
–ჰო მართლა შენზე ისევ ნაწყენი ვარ!!–გამიღიმა და კარები მაგრად მიაჯახუნა.
-როგორ შეუძლია,რომ ერთი წამში გონება ამიბნიოს,ყველაფერი დამავიწყოს და თავის ჭკუაზე მატაროს–გაბრაზებულმა წარმოვთქვი. თითქმის ვამთავრებდი ალაგებას რომ,ხელის გაჭრაც მოვასწარი.
–FUCK!მარცხენა ფეხზე ადექი მაილი?–შევეკითხე ჩემს თავს.სიმწრისგან მომდგარი ცრემლები მოვიწმინდე  და საზმარეულოში გავიქეცი.

ასეთუისე დღის პირველი ნახევარი სიმწრით გადავიტანე.
კლარისამ მომწერა,დღეს მასთან გავსულიყავი.რათქმაუნდა დავთანხმდი,რადგან სადაც იყო მარტოობა გამაგიჟებდა.ვინესთვის რომ არ მომეყოლა ყველაფერი რაც ჩემს და ჯასტინს შორის გასულ ღამესა და დილლით მოხდა,გავაფრენდი...
სიხარულით ჩავირბინე კიბეები,როცა კარების ხმა გავიგონე.
–ტეიიიიი!–ვიყვირე და ჩემს დას გადავეხვიე.
როგორც ჩანს ჩემი საქციელით ცოტა გაკვირვებული დარჩა,მაგრამ ისიც გადამეხვია
–რა ხდებააა?
–რა არ ხდებაა,სად ხარ ამდენ ხანს.შეთვის იმდენი რამ მაქვს მოსაყოლი..
–მოიცა ერთი ღამეა არ მინახიხარ,რა მოხდა?–გაკვირვებული შემეკითხა.ჩანთები შესასვლელში დაყარა და უკან გამომყვა.
–ხელზე რა გჭირს?–შეხვეული ხელის გული გადმომიბრუნა
–არაფერი.ახლა ამაზე მნიშვნელოვანი ორი ამბავი მაქვს მოასოყილი.
–დავიშოკები?
–დაიშოკები–გავუღიმე და მოყოლა დავიწყე...
ჩემი ამბის დასაწყისი კი რათქმაუნდა ნიკი და მისი გუშინდელი საქციელი იყო...

...................–არ არსებობს!! გამორიცხულია,შეუძლებელი–წამოდგა ფეხზე და გაოცებულმა გამომხედა,როცა ჩემზე და ჯასტინზე მოვუყევი.როგორც ველოდი,ნიკიზე მეტად, ამ ამბავმა უფრო დიდი დაინტერესება გამოიწვია მასში
–ანუ ჯერ შენ აკოცე,მერე მან მოგაკითხა პლიაჟზე და გითხრა ის სიტყვები?
–კი–მხრები ავიჩეჩე
–მაილი...–მუდარით სავსე მზერა მომაბყრო.მუხლებზე დაეყრდნო და ხელი ხელზე დამადო–ჯასტინი გიყვარს?

რამოდენიმე წამი სერიოზული სახით ვუყურებდი,
როცა მის ნათქვამს ჩავწვდი მწარე სიცილი წამსკდა.
–რა თქვი?
–მაილი ნუ იცინი!–მკაცრად მითხრა–მიპასუხე
–არა რათქმაუნდა.გაგიჟდი?–ჩემს სიტყვებში დარწმუნებული ვიყავი.
–მაილი შემომხედე–მეც დასამალი არაფერი მქონდა და თვალი თვალში გავურჭვე
–მე და ტაილერს შემოგვხედე,სიყვარული სირცხვილი არაა.მთავარია აღიარო–გამიღიმა.ცოტა ხანი გავჩუმდი.
–გუშინ ღამეს სად იყავი?–ჩუმად ვკითხე
–ჩარლისთან–გაკვირვებულმა მიპასუხა,რადგან მიხვდა რომ ეს კითხვა ახლა სრუილად უადგილო იყო
მერე?ჩარლისთან თავი ხომ არაფრისთვის მიგირტყია?ჯასტინი მიყვარს?
მე მაილის,მიყვარს ჯასტინ ბიბერი?–ცინიკურად ჩავიცინე–არასოდეს!!ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვართ
–და იცი რას გამოიწვევს გუშინდელი თქვენი მეგობრული კოცნა?
–არაფერს!ტეი,ყველაფერს ნუ ართულებ–თვალები გადვატრიალე.–მე წესით ეს ყველაფერი შენთვის არ უნდა მომეყოლა.უბრალოდ შენი აზრი მაინტერესებდა..
–ჰოდა ისწავლე არ შემეწინააღდეგო და მიიღე რჩევა!კარგად მომისმინე,ან ჩააყენე შენი ჯასტინის მეგობრობა ისევ იმ ჩარჩოებში,რომელშიც აქამდე იყო მოქცეული ან საერთოდ დაივიწყე რომ არსებობს.
შეშინებულმა გავხედე.ვიცოდი რომ მართალი იყო,მაგრამ როგორც ყოველთვის აღიარება მიჭირდა.
–დილით როცა ვილაპარაკეთ,ავუხსენი და ისიც ვუთხარი,რომ ყველაფერი დავიწყებას მიცემოდა.

–ძალიან კარგი...ზედმეტი სირთულეების გარეშე უბრალოდ დაივიწყე რაც მოხდა და მასთან ჩვეულებრივ განაგრძე ურთიერთობა))–კლიპსაც დათანხმდი,ეს ძალიან მაგარია მაილი!
–ასე ფიქრობ?
–ვფიქრობ?დარწმუნებული ვარ

–წარბები აათამაშა–აირჩიე, კოლეჯის პირველ დღეს ვერავინ შეგამჩნიოს,ან მთელმა კოლეჯმა კი არა,მოსფლიომ შენზე იჭარაოს..პოპულარობას ხანდახან კარგი მხრიდანაც გახედე დაიკო–გამიღიმა და თბილად ჩამეხუტა..მისმა სიტყვებმა დაფიქრების საშუალებაც კი არ მომცა,ისე აავსო ჩემო გული სიხარულით.როდესაც წარმოვიდგინე,ეს ყველაფერი მივხდვი რომ უარის თქმა არ ღირდა..როგორც ყოველთვის ტეისთან საუბარმა ყველაფერში გამარკვია.ახლა გაცილებით უკეთ ვგრძნობდი თავს და ვიცოდი უახლოს მომავალში რას გავაკეთებდი....

საღამოს ჯასტინს ემასთან ქონდა შეხვედრა ,ამიტომ აღარ დავურეკე.
კლარისასთან წავედი.რათქმაუნდა მასაც მოვუყევი ყველაფერი...

გვიანი იყო,როცა ჯასტინს მივწერე..
"Tanaxma Var"
არ გასულა რამოდენიმე წამი,რომ მისგან პასუხი მივიღე
–"Swori gadawyvetilebaa Swaggie"
–"emma naxe?"
-"ki axlac erTad vart...ShevrigdiT"
-Mixaria.Good Luck!:* 
-:***
როცა კლარისას მშობლები სახლში დაბრუნდნენ წასვლა დავაპირე.უხერხული იყო რომ  გვიანობამდე მათთან ვიყავი.მართალია ჯონათანთან არანაირი უხერხულობა არ არსებობდა,მაგრამ არ მინდოდა მისი ორსული მეუღლისთვის ხელი შემეშალა..
კლარისას გამოვეშვიდობე და სახლში საკმაოდ გვიან დავბრუნდი..)

1 კვირის განმავლობაში ჯასტინი რაღაც საბუთებს აწესრიგებდა.კონტრაქტრის შექმნის შემდეგ კი,ოფიციალურად დაიწყო კლიპზე მუშაობა.ჯასტინის თქმით სცენარი უკვე დაწერილი იყო,ახლა რამოდენიმე დეტალიღა დარჩენილიყო...
კასტინგების შემდეგ,მოცეკვავეები აიყვანეს და გადაღებების ზუსტი თარიღი დანიშნეს) ბევრი ფიქრის შემდეგ,ადგილიც გადაწყდა..)
ჯასტინის კლიპის გადაღებები:15 ნოემბერი,კუნძულ ჰავაიზე..))

ბარგის ჩალაგება 1 კვირით ადრე დავიწყე.ჰავაიზე მოხვედრა ჩემი ოცნება იყო.ახლა კი იქ პირველად ჩავიდოდი,პირველი გადაღებებით.
ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა.კლარისა,ნოა,ტეი–სამივე ჩემს ჩემოდანს ალაგებდა.იმდენი რამ მიმქონდა თითქოს 3 დღით,კი არა სამუდამოდ დასარჩენად მივდიოდი...15–ში დილით,ჯასტინმა მანქანით გამომიარა.)გოგონებს გამოვემშვიდობე და ჩემს ოცნებაში ფეხის შესადგმელად მოვემზადე.....

შუადღეზე უკვე ჰავაიზე ვიყავით,,,


იმედია მოგეწონათ ***
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველაფრისთვის*
იმედია მოგეწონათ.აუცილებლად დააკომენტარეთ,თუ გინდათ რომ შემდეგი მალე დავდო**
P.S.ქრისტე აღსდგა! მრავალს დაესწარით **

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1107 | დაამატა: holy♡queen | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 211 2 3 »
2013-05-07 Spam
kargi iyo, magram uketesad tser kholme shen ** cheshmaritad aghsdga