მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 9 » Party In The U.S.A./9
5:44 PM
Party In The U.S.A./9

ეს თავი Miss Barness <3-ჩემს ერთგულ მკითხვეელს ** 

9 საათი მალე მოვიდა.
მე და ტეი უკვე მზად ვიყავით,კლარისამაც მომწერა რომ უკვე მისული იყო.
–მემგონი უხერხულია თქვენთან ერთად რომ წამოვიდე,მე ცალკე წავალ
–რავი როგორც გინდა.
–ჰო ასე აჯობებს.ნიკის შენც არ იცნობ წესიერად

–ნუ კარგი მაშინ და იქ გნახავ
–კარგი წავედი მაშინ.–ტეიც წავიდა.მე კი სრულმზადყოფნაში მყოფი ფანჯრიდან ვიყურებოდი და ნიკის მანქანის გამოჩენას ველოდებოდი.

თან ვფიქრობდი,როგორი იქნებოდა ჩემი და ემას გაცნობის სცენა და საერთოდ დღევანდელი "ღამე" )) 
ნიკის მანქანა გამოჩნდა თუ არა,ჩანთა სწრაფად ავიღე და სახლიდან გავედი
ეზოსთან გააჩერა და მანქანიდან გადმოვიდა.
–როგორ ხარ ლამაზოშემეკითხა და მაცდურად გამიღიმა
–შენი აზრით?–გავუღიმე და მივუახლოვდი
–ანუ კარგად–კარები გამოაღო.

მანქანაში ჩავჯექი და ისიც უკან დაჯდა.ამჯერად საჭესთან ლეო იჯდა.
სარკიდან გამომხედა და მომესალმა.
–კლარისა არ მოდის?–შემეკითხა ნიკი
–მივიდა უკვე
–კარგია.
–იქ ჩემი მეგობრებიც იქნებიან,ჩემი დაც.
და მოკლედ ვუთხარი ჩემი დის ვინაობა.როგორც ჩანდა არ ელოდა,მაგრამ არაფერი უთქვამს
ჯერ ჩემს მეგობრებს გაგაცნობ,მერე  შენ გამაცანი შენი "ცნობილი"მეგობრები–მითხრა და კვლავ გამიღიმა
–კარგი–მის ნათქვამზე გამეცინა.

კლუბის ეზო,როგორც ყოველთვის  სავსე იყო
ერთად ეყენა,ტეი,ტაილერისა და ჯასტინის მანქანები.
–ანუ ყველა იქ იქნება–გავიფიქრე და მანქანის კარი გამოვაღე.

მარცხენა მხარეს ლეო,მარჯვენას კი ნიკი მიმშვენებდა.
შევსლისთანავე მეორე სართულზე ავედით,სადაც მხოლოდ მაგიდები იდგა და საცეკვაო ადგილი არ იყო.
ნიკი იმ მაგიდისაკენ წავიდა,რომელზედაც ყველაზე მეტ თინეიჯერს მოეყარა თავი.
 ჩემი თავი წარუდგინა მეგობრებს,მათი სახელები არ უთქვამს
ვერ დაიმახსოვრებო–მითხრა,და მართალიც იყო.
თავს ცოტა უხერხულად ვგრძნობდი.მათში ახალი ვიყავი და ყველა მე მათვალიერებდა.ნიკი,რომ არა სიამოვნებით ავდგებოდი და ჩემს ბავშვებთან ჩავიდოდი.კლარისას მივწერე და ჩვენთან მოვიდა.

ცოტა ხანში ეს დაძაბულობა მომეხსნა.საერთო ენა გამოვნახეთ.უაზრო თემებზე ვსაუბრობდით,ვიცინოდით.ასე გავიდა ნახევარ საათზე მეტი,როცა ჯასტინმა მომწერა:
-Sad Xar?
-Meore sartulze niki da klarisastan ertad,shen?
-ar chamoxval?iq sadac gushin
-ki vetyvi da chamovalt
-male,yvela aq vart:*
-Okey :)
ნიკის შევახსენე,რომ ახლა ჩემი ჯერი იყო,ჩემი მეგობრები უნდა გაეცნო.
ისიც დამეთანხმა.ბავშვებს დავემშვიდობე.ლეო მათთან დარჩა,ჩვენ სამნი კი პირველ სართულზე ჩავედით.
იმ მაგიდას მივუახლოვდით,სადაც გუშინ ვიჯექით და თვალები გამინათდა როცა ყველას იქ შევხედე.
ტეი,ტაილერი,ენდრიუ,ნოა,ჩარლი და რაც მთავარია ჯასტინი.

ბავშვებს კლარისა და ნიკი გავაცანი და თავისუფალ ადგილებზე ჩამოვჯექით.
ძალიან ბედნიერი ვიყავი,ახლა აქ ყველას ერთად მოეყარა თავი,ვინც ამერიკაში ჩამოსვლისას გავიცანი,რათქმაუნდა ჩემი დის გამოკლებით.
ტეი ტაილერის გვერდით იჯდა.
ნიკის დანახვაზე გაეცინა,გამომხედა და გამიღიმა,იმის ნიშნად რომ ნიკი მოეწონა.:)
ჯასტინი პირდაპირ ჩემს წინ იჯდა.
–Swaggie-ხმა არ გამიგონია,მაგრამ მიმიკით მივხვდი,რომ ეს მითხრა
–ჯას–მეც იგივენაირად ვუპასუხე.ჩვენი სრულიად გასაგები,ხვებისთვის კი გაუგებარი დიალოგი არავის ესმოდა ;დ
–ემა მოვიდა,წავალ შემოვიყვან,თქვენ სასმელი დაამატეთ–ფეხზე წამოდგა ჯასტინი და ენდრიუსა და ტაილერს,სასმელის დამატება სთხოვა.
ემას სახელის გაგონებაზე,მე ,ნოამ და ტეიმ ერთდროულად გავხედეთ ერთმანეთს და სიცილი დავიწყეთ.
ცოტა ხანში კი ჩვენსკენ მომავალ,ჯასტინსა და ემას შევხედეთ.

ახლა იმდენად კარგ ხასიათზე ვიყავი,ჩემდაგასაკვირად სულაც არ გამაღიზიანა ემას დანახვამ.
–მგონი ყველას იცნობ ჰო?–შეეკითხა მას ჯასტინი
–თითქმის–თქვა მან და მზერა ჩემზე,კლარისა და ნიკიზე მოიტანა.
–მართალია.ეს მაილია,ტეის და და ჩემი მეგობარი–გაეღიმა–ისინი კი მისი მეგობრები
–სასიამოვნოა–ფეხზე წამოვდექი
–ჩემთვისაც–ემამ გამიღიმა და ადგილი ჯასტნის გვერდით დაიკაავა.
2 ჭიქა კოქტეილი დავცალე და ცეკვის ხასიათზეც მოვედი.
–ახლა ავდგეთ და ყველა გავიდეთ რა საცეკვაოდ–ჩარლიმ დამასწრო მეთქვა.
ფეხზე წამოდგა და კლარისა გაიყვანა.ტაილერმა–ტეი,ენდრიუმ–ნოა.
დავრჩით მე და ნიიკი,ჯასტინი და ემა.მე წამოვდექი და ჩემი დის ადგილი დავიკავე.მისი კოქტეილიც დავცალე.
–ამ ღერსაც მოვწევ და ვიცეკვოოთ–მიხვდა ნიკი,რომ მას ველოდებოდი.
–კარგი–გავხდე და გავუღიმე

–თქვენ არ გადიხართ?
–ჩვენ ჯერ არ გვინდა ცეკვა–ჯასტინის ნაცვლად ემამ მიპასუხა.
–ჩვენ არა,მას არ უნდა–გაეცინა ჯასტინს.ნიკის სიგარეტი გამოართვა და თავის ადგილს დაუბრუნდა.როგორც ჩანს იშვიათად ეწევა,მე პირადად პირველად შევხედე.
–ერთ ჭიქასაც დავლევ და პრობლემა არაა–გაუღიმა ემამ და მხარზე დაადო თავი.
ჯასტინის მზერა,რომელიღაც წერტილს მიშტერებოდა.აშკარად რაღაცაზე ფიქრობდა,ამ დროს ნიკიც წამოდგა და საცეკვაოდ გამიყვანა
ბავშვების ძებნა არც დაგვიწყია,ხალხში გავიჭერით და მაშინდელივით შუაგულში აღმოვჩნდით.
ნიკი უკნიდან მომიახლოვდა და ხელები წელზე შემომხვია.
ძალიან მომწონდა მასთან ერთად ყოფნა.
საკმაოდ დიდხანს ვიყავით ესე.
მისი შეხება მსიამოვნებდა,და მისი მზერა მატკობდა.
როდესაც მისკენ შევბრუნდი,ცისფერი თვალები უფრო უბრწყინავდა.თითქოს რაღაცას მეუბნებოდა.ღიმილი კი მახვეედრებდა,რომ მასაც მოსწონდა ახლა,აქ ჩემთან ერთად ყოფნა.
–ძალიან დავიღალე,გავიდეთ–ვუთხარი როცა უკვე მართლა მომბეზრდა ცეკვა
–როგორც გინდა–გამიღიმა და გასასვლელისკენ წავიდა.ხელს არ მიშვებდა.
იმდენად დაღლილი ვიყავი,რომ ცხოვრებაში პირველად კიბეები ნელ–ნელა ჩავიარე და ტეის მანქანას მივეყრდენი
–ჰო კარგად ხარ?
–კი,უბრალოდ დავიღალე
–ეგ არაფერი–გაიღიმა და როგორცყოველთვის სიგარეტი ამოიღო
–ხშირად ეწევი
–ძალიან
–თითქმის ყოველთვის
–ვიცი,ძალიან დამოკიდებული ვარ
–ცუდია
–ეგეც ვიცი–გამომხედა და გამიღიმა.

–მერე იცი და მაინც ეწევი?
–ჰო–მოკლედ მომიჭრა.ისიც მოვიდა და ჩემს გვერდით დადგა.
–ჰოდა ახლა არ გინდა,ჩემი ხათრით–სიგარეტი გამოვართვი და ძირს დავაგდე
–კარგი,კარგი.შენი ხათრით–მაჯაზე ხელი მომკიდა,თავისაკენ მიმიზიდა.
მის წინ აღმოვჩნდი,მასთან ძალიან ახლოს.
–ძალიან მომწონხარ–თქვა ცოტა ხნის შემდეგ და დამაკვირდა.როგორც ჩანს ჩემს რეაქციას ელოდა,რას ვეტყოდი ან რას გავაკეთებდი.
–მეც–უნებურად წარმოვთქვი.
საჩვენებელი თითი ნიკაპზე დამადო და თავი ამაწევინა.
კიდევ უფრო ახლოს მოიწია და ძალიან თბილად მაკოცა.
ამ კოცნის წინააღმდეგი არც მე ვყოფილვარ. :))

არ მახსოვს,ზუსტად რომელი საათი იყო,მაგრამ სახლში გვიან დავბრუნდი.ბავშვები მის მერე აღარც მინახავს,შეიძლება წავიდა კიდეც ზოგიერთი.
მე,ლეო,კლარისა და ნიკი ერთად წავედით.
ჩვეულებრივ ჯერ კლარისა დავტოვეთ,მერე კი მე მიმაცილეს ბიჭებმა
ნიკი მანქანიდან გადმომყვა.კარებამდე მიმაცილა.
–არ იყო საჭირო–გავუღიმე და გასაღები მოვიძებნე
–მინდა დავრწუმნდე რომ სახლში ისეთივე შედიხარ,როგორიც გამოდი.
სიცილი დავიწყე
–გარწმუნებ ასეა–კარები შევაღე.–მხოლოდ ერთი განხვავებაა
–რა განსხვავება
–ახლა უფრო ბედნიერი ვარ–გამეცინა
ის მომიახლოვდა და უკვე მეორედ მაკოცა.
–გამოსამშვიდობებელი იყოს
–კარგი–მორცხვად ავხედე
–ხვალამდე მაილი–თბილად გამიღიმა და სწრაფად ჩაირბინა კიბეები.

ტეი ჯერ კიდევ არ მოსულიყო.მე თითქმის ერთი საათია წამოსული ვარ,ის კი კიდევ არ ჩანდა.მობილურს არ პასუხობდა,რამაც ცოტა არ იყოს შემაშინა.
გული ცუდს მიგრძნობდა და ერთ ადგილას ვერ ვისვენებდი.
ტანზე წყალი გადავივლე,ჩემი საყვარელი მოკლე ღამის პერანგი გადავიცვი და სასტუმრო ოთახში ჩავედი.ტელევიზორი ჩავრთე იმ მიზნით რომ არ ჩამძინებოდა.
სავარძელშიი რბილად მოვკალათდი,თავი ბალიშს დავდე და დღევანდელზე დავიწყე ფიქრი.გულიდან წამოსული სასიმოვნო გრძნობა მიბიძგებდა ნიკიზე მეფიქრა.ახლა მის გარდა ვერავის ვხედავდი.
მახსენდებოდა როგორი თბილი იყო ჩემს მიმართ და ერთი სული მქონდა კიდევ როდის ვნახავდი.არ ვიცი როდის,მაგრამ ტკბილ ფიქრებში წასულს ჩამძინებია.
კარების ზარმა გამაღვიძა.
უსიამოვნოდ წამოვდექი და საათს გავხედე.უკვე დილის 5 საათი იყო.
–მოგკლავ ტეი კოსტავა–გავიფიქრე და მის გამოსალანძღად მოვემზადე.
როგორც იქნა–კარები ამ სიტყვებით გამოვაღე,მაგრამ 
ტეის ნაცვლად ხელში ჯასტინი შემრჩა.
სახე წაშლილი ქონდა,როცა ასეთ ფორმაში მნახა ოდნავ მომაშტერდა და ჩაიცინა,მაგრამ ღიმილი სახიდან მალევე გაუქრა.
–რა გჭირს?
–ტეიმ თავისი მანქანა ნოას ათხოვა–ზღურბლს გადმოაბიჯა.–ის კი ტაილერმა წამოიყვანა
–მერე?–გული ამიჩქარდა
–ტაილერი ნასვამი იყო და ავარია მოსვლია
–რააა?როგორ არიან?–შიშისაგან დავიყვირე
–არ ვიცი.მგონი ტაილერია დაშავებული,ახლა ველოდები ავარიის ადგილს მომწერენ.შენს გარეშე არ მინდოდა წასვლა

–სწორადაც მოქცეულხარ.–გიჟივით ავარდი ჩემს ოთახში.არ მახსოვს როგორ გამოვიღე კარადიდან ტანსაცმელი,როგორ მოვწერიგდი და კისრისტეხვით ჩავიბრინე კიბეები.
ცუდად ვხვდებოდი,როცა ჩემს თავში იმ აზრს ვუშვებდი,რომ შეიძლებოდა ტეის რაიმე მოსვლოდა
–მოგწერეს?
–კი წავედით–ჯასტინი ფეხზე წამოდგა.ისიც ძალიან შეშინებული იყო.სახეზე ფერი არ ედო.პირველად ვნახე ასეთი სერიოზული.ცოტა მაშინებდა კიდეც მისი მზერა.
სისწრაფეში გასასვლელის კიბეებზე ფეხი გადამიბრუნდა
–ფუუუ ამის–სიმწრისაგან დავიყვირე და კიბეზე ჩამოვჯექი
–დაგეხმარო?–შემობრუნდა ჯასტინი
–არა,არა მოვდივარ 
თავს ძალა დავატანე და კოჭლობით ჩავიარე დარჩენილი ხუთი საფეხური.

ნერვიულობისაგან ყველაფერი მიკანკალებდა.
–მალე მივალთ?
–მოძრაობა არაა გადატვირთული და სავარაუდოდ კი
–კარგი–საჩვენებელ თითს სწრფ–სწრაფად ვირტყამდი მუხლზე.
–დამშვიდდი.–ხელზე ხელი დამადო ჯასტინმა–დიდი ავარია არ ყოფილა
–მაინც მეშინია–თვალებს უაზროდ ვაცეცებდი.
–ნუ გეშინია–გამომხედა და შუქნიშანზე გაჩერდა.

დანიშნულების ადგილამდე მალე მივედით.მანქანიდან კვლავ კოჭლობით გადმოვედი.ტაილერის ჯიპთან,ორი პოლიციის მანქანა იდგა.
როგორც ერთი შეხედვით ჩანდა,სერიოზული არაფერი იყო.
–ძალიან გტკივა?–გადმოსვლისას ფეხზე დამხედა ჯასტინმა,მიკვირდა რომ ამ დროს ჩემთვის ეცაალა
–არც ისე–უსიამოვნოდ ჩავილაპარაკე
მარჯვენა ხელი გამომიწოდა.მეც დავეყრდენი.
ტეი ტეილორის მანქანის წინ იდგა და პოლიციელს რაღაცას ეუბნებოდა.წინა მხრიდან პაპარაცებიც მოსულიყვნენ.ტაილერის ინციდეტს ვინ გამოტოვებდა?!
–კარგად ხარ?–შუაში ჩავეჭერი მათ და ტეს გადავეხვიე
–კი,კი–სხარტად მიპასუხა და მაგრად მომეხვია
–ჰო არაფერი დაგიშავდა?
–არაფერი,უკან ვიჯექი..
–ტაილერი?–იკითხა ჯასტინმა
–განყოფილებაში წაიყვანეს–გადაჭრით წარმოთქვა ოფიცერმა და ჩვენ გამოგვხედა
ჰო წაიყვანეს,მაგრამ მისი ბრალი არ იყო,.მოსახვევიდან ვიღაც გიჟივით გამოვარდა,სხვა გზა არ ქონდა და იძულებული გახდა ბოძს შეჯახებოდა

–მაგრამ ნასვამი იყო,თანაც უკვე მესამედ–მკაცრად თქვა პოლიციელმა
–და რო მხდება?–კვლავ ჯასტინმა იკითხა
–სავარაუდოდ,ერთი წლით ტარების ლიცენზიას ჩამოართმევენ.
სამივემ უსიამოვნოდ გადავხედეთ ერთმანეთს.ჯასტინმა ტეი მანქანაში ჩააჯინა,მე კვლავ იქ ვიდექი და ჩემს გასიებულ მარცხენა ფეხს დავყურებდი.
თავი რომ ავწიე მივხვდი,რომ პაპარაცების მთავარი ობიექტი ახლა მე ვიყავი.ყურადღება არ მიმიქცევია,ჩემსკენ მომავალი ჯასტინისაკენ წავედი
–ტეის სახლში დავტოვებ,და მერე განყოფილებაში წავალ
–და მე?
–აქ დარჩი ცოტა ხნით.მანქანის გადასყვანად რომ მოვლენ,ეს მისამართი მიეცი,აქ მიიყვანონ.მეც მალე მოვალ.
–კარგი.–დავეთანხმე და ფურცელი გამოვართვი,რომელზედაც მისამართი დამიწერა.
ტაილერის მანქანას მივეყრდენი.ცოტა შემცივდა და მანქანაში ჩაჯდომა ვარჩიე.ტეის ჩანთა ავიღე და თავი ფანჯარას მივადე.
მალე ევაკუატორიც მოვიდა.პოლიციელებს ჯასტინის დატოვებული მისამართი გადავეცი და ახლო–მახლოს ტროტუარზე ჩამოვჯექი
ტაილერის მანქანა წაიყვანეს.
–თქვენ.......?–ნიშნისმოგებით შემეკითხა პოლიციელი
ჯასტინს ველოდები
–ანუ სახლამდე მიგიყვანებენ
–დიახ–გავუღიმე
–კარგი.მშვიდობიან დღეს გისურვებთ
ამ სიტყვების შემდეგ მივხვდი,რომ თავზე დამათენდა.დილის რიჟრაჟი იყო,მე კი გარეთ ვიდექი და ჯასტინს ველოდებოდი.
ძალიან დააგვიანდა,მობილურიც არ მქონდა.ლოდინმა ძალიან დამღალა,მაგრამ სხვა გზა არ მქონდა.ფეხზე წამოვდექი,ბოძს მივეყრდენი და გამავალი მანქანების თვლა განვაგრძე :დ
რამოდენიმე წუთში ჩემს პირდაპირ,მანქანამ გააჩერა.ფანჯრები ჩამოიწია.იქ ოთხი ბიჭი იჯდა და ოთხივე ჩემსკენ იყურებოდა.
–რა გინდათ?=უსიამოვნოდ შევეკითხე.სიცილი დაიწყეს
–პირდაპირ ფასზე გადადი
–What The Fuck?
–100 დოლარი?–თავისას აგრძელებდნენ
–უკაცრავად თქვენ ოთხნი ხართ და 100 დოლარი არ მიღირს–მეც მათ ავყევი :დ
–აბა რამდენი?–შემეკითხა საჭესთან მჯდომი
–1000– ცინიკურად გავუღიმე
–რამდენიი?–ერთდორულად იკითხეს
–თუ თანახმა არ ხართ გაიარეთ
რაღაცის ბჭობა დაიწყეს,გულში გავიფიქრე ვაი თუ დამთანხმდენ,მერე რა უნდა გამეკეთებინა? :დ
ჩემდა ბედად ჯასტინის მანქანას შევხედე.
გვერდი ავუარე მათ და წავედი

–ეიეიეი სად მიდიხარ?–გადმოყო ერთ–ერთმა თავი მანქანიდან.
მათკენ აღარც გამიხედავს,ჩემი ხუმრობა ცუდად არ დასრულებულიყო.
უკანა კარები გამოვაღე და მანქანაში ჩავჯექი.
–მაპატიე რომ გალოდინე–სარკიდან გამომხედა ჯასტინმა
–არაუშავს–უსიამოვნოდ ჩაილაპარაკე და ტაილერს გავხედე.
–იმ მანქანაში ვინ იჯდა?–კვლავ სარკიდან იყურებოდა
–არ ვიცი,აინტერესებდათ რომელი ქუჩა იყო.–რას შვები?–სწრაფად შევეკითხე ტაილერს ,რომ საუბარი სხვა თემაზე გადამეტანა
–საშინელი ღამე იყო–გამომხედა.–ერთი წელი მაქანააზე ვერ დავჯდები.და რაც ყველაზე უარესია,ალბათ ტეი ვერ მიტანს

–რა სისულელეა–გაკვირვებულმა გავხედე,ეტყობოდა რომ ჩემს დას ჯერ კარგად არ იცნობდა
–რამოდენიმე დღეში გამოსვლა აქ და ჩემი ჯიუტობის გამო,შეიძლება დაშავებულიყო
–მაგრამ არაფერი მოსვლია
–მაინც ძალიან მცხვენია ჩემი საქციელის
–ღირსი ხარ–დიალოგში ჯასტინი ჩაერთო
–ტეის დაელაპარაკე და ნახავ არ იქნება შენზე ნაწყენი
–ახლა?
–ახლა,აბა როდის
–შესაფერისი დროა?
–ჩემი აზრით კი!–დამავშიდე და თავი მხარზე დავადე.ძალიან მეძინებოდა.სანამ სახლამდე მივიდოდით,მანამდე ჩამეძინა.
–მივედით–ტაილერის ხმამ გამაღვიძა.
მანქანიდან გადმოვედი და კოჭლობით შევედი ეზოში.
–რამე სერიოზუული არ იყოს,ექიმთან წაგიყვან
–არაა ექიმის თავი ნამდვილად არ მაქ–ჯასტინს გავხედე–უბრალოდ გადამიბრუნდა.
–ახლა თუ არა,რომ გამოიძინებ მერე მაინც წავიდეთ
–ეგრე შეიძლება.
კიბეებზე ასვლისას ხელში ამიყვანა და პირდაპირ კარებთან დამსვა.
წინ ტაილერი მივუშვით.
–ჯერ შენ შედი–ერთად ვუთხარით მე და ჯასტინმა.
კარგი შევდივარ–ეტყობოდა ნერვიულობდა.სახელურს ხელი ჩამოკრა და სახლში შევიდა.
შევედით–ჩუმად მითხრა ჯასტინმა.კარები ჩუმად დავხურეთ.
ტეის ხმა გავიგონე.ტაილერს რაღაცას ეკითხებოდა.ჩვენ ხელი არ შევუშალეთ და მეორე სართულზე ავედით.
–მოიცადე,აქ ვიყოთ–ვუთხარი ჯასტინს და კიბეზე ჩამოჯექი
–აქ რა გვინდა.
–ჩუუუ!გავიგო რას ეუბნებდა
–და მერე მე მეტყვის ცანცარა ხარო

–ზუსტადაც ხარ.
რაღაცის თქმას აპირებდა.
–ჩუ,ჩუ.არ მესმის კარგად
თავი უსიამოვნოდ გააქნია,გაიცინა და გვერდით მომიჯდა.
სასტუმრო ოთახის კარები ღია იყო,მათი ხმა გვესმოდა.
ტაილერმა ბოდიში მოუახადა ჩემს დას.
ცოტა ხანში მათი ხმა ვეღარ გავიგონეთ.ნელ–ნელა ჩავიარეთ კიბეები,მე მოაჯირის ქვემოდან ვიყურებოდი,ჯასტინი კი ზემოდან.
სად წავიდნენ?–იკითხა ჯასტინმა
–ისევ იქ არიან დებილო
–როგორ არიან,აღარ ჩანან.
–შენ ვერ უყურებ ალბათ
–დებილო,ფეხი დამაბიჯე
სიცილი ამიტყდა
–მხოლოდ მე ხო არ უნდა ვიყო კოჭლი?

–რა შურიანი ხარ!
–ხმაურს იწვევ ბიბერ!გაჩუმდი და გამაგონე
–მე შენსავით ჭორიკანა არ ვარ.აღარ მინდა,ოთახში ავალ
–კარგი–კიბის შუა ნაწილამდე ვიყავი ჩასული და იქიდან ვიყურებოდ.
–არ მიდიხარ?–ჯასტინს ავხედე
–გაიგონე?მგონი ტეიმ რაღაც უთხრა
სიცილი ამივარდა
–არ გაინტერესებს ჰო?
–არაა–თვითონაც გაეცინა.

–აქ ჯდომმას რა აზრი აქ,ჩავიდეთ
–კარგი იდეაა–წარბები აათამაშა.
კარებს მივუახლოვდით თუ არა შევხედეთ,რომ ტეი და ტაილერი ერთმანეთს კოცნიდნენ.
–საყვარლეები–ვუთხარი ჩუმად ჯასტინს
–წამოდი,წამოდი,აღარ შევუშალოთ ხელი
–ჰო ეგრე ჯობს–ჯასტინს გავხედე.
–მადლობა,რომ დამეთანხმე ცხოვრებაში პირველად და არ შემეწინააღმდეგე
–არის დღეები,როცა ჭკვიანურსაც ამბობ ხოლმე
–შენ ვის ეუბნები

თავის უაზროდ ცეცება დავიწყე
–შენს გარდა ხედავ აქ ვინმეს?
ვიცოდი რომ ასეთი რაღაცები აღიზიანებდა.მე კი სიცილს ძვლივს ვიკავებდი
–მაილი
–ჰო
–მე წავედი დასაძინებლად.–ვერ მივხვდი რა იგულისხმა
–ჰა?
–წავედი,უნდა დავიძინო.შენს საწოლში
–არ გაბედო–საჩვენებელი თითი დავუქნიე
–დამეწევი კოჭლო?–მხიარულად თქვა და კიბეები სწრაფად აირბინა.
სანამ მე ოთახამდე ავედი,ის უკვე ჩემს საწოლში იწვა და ტკბილად ეძინა.
–აუუ რა იდიოტი ხარ.დებილო,სულელო.
–ჯერ არ მძინავს–თავი აწია
–უი არა?
–არა–გადმობრუნდა.–მოდი აქ–ხელი საწოლზე დაარტყა და გამიღიმა
მორცხვად გავუღიმე.

ფეხსაცმელები იქვე მივყარე და საწოლზე ავედი.
ხელი გადამხვია.მეც მივუახლოვდი და თავი გულზე დავადე.
–დაიძინე Swaggie-თბილად მითხრა და თავზე მაკოცა...

*საჩვენებელი თითი ნიკაპზე დამადო და თავი ამაწევინა.
*საჩვენებელ თითს სწრფ–სწრაფად ვირტყამდი მუხლზე.
*საჩვენებელი თითი დავუქნიე
ამ თავში მაილის საჩვენებელი თითი ძალიან პოპულარული იყო :დ 
 
იმედია მოგეწონათ :* )) 
თუ ასეა დააკომენტარეთ და გავაგრძელებ,რას შეიძლება მალე
ხვალ დასვენებაა და... :დ 


კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1288 | დაამატა: holy♡queen | რეიტინგი: 4.3/6
სულ კომენტარები: 191 2 »
2013-04-10 Spam
aaww ra magariaa^^
maleee gaagdzeeele raa ^^ <3