მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 28 » Party In The U.S.A./13
7:58 PM
Party In The U.S.A./13
არ ვიცი რატომ,მაგრამ ეს ჩუქებები მაგრად მევასება რა :დდ
ამიტომ  ეს თავი ჩემს ერთგულ მკითხველებს:
Irinka✘ –ს და Sopho♥ ს ** 
დიდი მადლობა გოგონებო რომ კითხულობთ მოთხრობას და დაუზარებლად აკომენტარებთ ყველა თავს*)


[სიმღერა,რომელიც ახლავს უხდება ამ თავს ** თხოვნა იქნება არ გამორთოთ]
მართალია მისი კოცნა მესიამოვნა,ტანში დამაჟრიალა მაგრამ გავიაზრე რომ ამ კოცნით ყველაფერი გავაფუჭე.სამუდამო დაღი დავუსვი ჩვენს მეგობრობას.!!!
სწრაფად დავიწიე და სახე არ დავანახე.
–ჯასტინ მაპატიე...........
–მაილი!
–ჯასტინ წადი..–ჩემს თავზე გაბრაზებულმა ავიარე კიბეები და ოთახში გიჟივით შევვარდი.
–კარი გამიღე–დავინახე რომ კარის სახელური ქვემოთ ჩამოიწია.მე იქვე კუთხეში ვიყავი ჩაკეცილი და კიდევ ვერ გამეაზრებინა რა გავაკეთე.
–მაილი–რამოდენიმეჯერ დააკაკუნა.
მის თითოეულ დაძახაბაზე,თითოეული სიტყვის გაგონებაზე,გული მიჩქარდებოდა.
მეშინოდა კარების გაღება,მასთან დალაპარაკება.
სირცხვილით თვალებშიც ვერ შევხედავდი
თვითონაც არ ვიცი რა დამემართა,თავი ვერ შევიკავე..ამ საქციელით კი სამუდამოდ დავანგრიე ჩვენი მეგობრობა.
დარწმუნებული ვიყავი,თუ ახლა კარს გავაღებდი ჯასტინისგან კარგს ვერაფერს მოვისმენდი
ახლა არა გთხოვ!–დავიყვირე.პირზე ხელი ავიფარე და ტირილი დავიწყე.
–მაილი!–დაიყვირა და რამოდენიმჯერ,გაცილებით მაგრად დააკაკუნა
–წადი–დავიყვირეე.
 ვფიქრობდი,რომ მცდელობას არ შეწყვეტდა და დამიყოლიებდა კარი გამეღო,მაგრამ შევცდი.დავუყვირე თუ არა იქაურობას მოცილდა..კიბეები ხმაურიანად ჩაირბინა.რამოდენიმე წუთში მანქანის დაქოქვის ხმა გავიგონე,რომელიც ნელ–ნელა  მისუსტდა,ბოლოს კი საერთოდ გაქრა.
–იდიოტი ხარ,იდიოტი მაილი! დებილი–ვიძახდი და გაბრაზებულ გულზე  ოთახში ყველაფერს აქეთ–იქით ვყრიდი.ახლა ნიკი საერთოდ აღარ მახსოვდა,ახლა გული იმის გამო უფრო მტკიოდა ,რაც რამოდენიმე წუთის უკან გავაკეთე..
იქაურობას თვალი მოვავლე.თუ აქამდე ყველაფერი მომწონდა,ახლა ოთახი ერთფეროვანი,ჩაჟამებული და საშინელი მეჩვენა.
ყველაფერი ზიზღს მგვრიდა.ამ წუთას ყველაფერს სხვა თვალით ვუყურებდი.
დამნაშავეს ვეძებდი,მაგრამ ის მხოლოდ ჩემში იყო.ისევდაისევ ჩემში.
რა გამეკეთებინა?თავი დამესაჯა?და როგორ?.....

ცოტა ხანში აზრზე მოვედი.ვის არ მოსვლია,უშეცდომო ჰო არავინათქო–გავიფიქრე და დიდი ხნის ტირილის შემდეგ ფეხზე წამოვდექი.

–უნდა დავწყნარდე! როგორმე ჯასტინის დაკარგვასაც გადავიტან–მტკიცედ ვთქვი,მაგრამ ჩემი ნათქვამის მე თვითონაც არ მჯეროდა.
კარადიდან მოსაცმელი გამოვიღე და კიბეები სწრაფად ჩავირბინე.
გზას დავადექი.არ ვიცოდი სად წავსულიყავი,მაგრამ ცოტა ხანში ის ადგილი გამახსენდა სადაც პირველად ჯონათანს შევხვდი.იმ დღეს ხომ ჯასტინიც გავიცანი.
ფიქრებში წასული მივაბიჯებდი ნაცნობ ტერიტორიაზე,სადაც ჩამოსვლის პირველ დღეებში ყოველ საღამოს დავდიოდი..
სწორედ რამოდენიმე წამის წინ გადავიარე ის გადასასვლელი,რომელზეც ჯასტინი მანქანით ლამის დამეჯახა.
მის გახსენებაზე ბოლო დროინდელმა მოვლენებმა გადამირბინა თვალწინ,და ჩემი ღიმილი, რომელიც მოგონებებს უკაავშირდებოდა,ცრემლებით სავსე თვალებმა შეცვალა.ჯონათანის შემოსასღვრული ტერიტორია პლაჟზე განათებული იყო...
პლიაჟის სახლში ამ დროს არავინ იყო.
მე თუ ვინმე დამინახავდა არავინ არაფერს მეტყოდა,ამიტომ მის ტერიტორიაზე შევიჭერი...
–ერთ დღესაც კლარისას წამოვაყვანიებ აქ თავს–გავიფიქრე და სახლი გარედან შევათვალიერე.
ოკეანე დღევანდელთან შედარებით ოდნავ აღელვებულიყო  :))
თითქოს ზუსტად ჩემს ხასიათებს ეხამებოდა.
დილით მშვიდი იყო,წმინდა,სუფთა,პერიოდული აქაფებითა და ნაზი ტალღებით)
ახლა კი თავის სიბრაზეს ნაპირზე დახეთქებული ტალღებით გამოხატავდა.ხან ქვებს,ხან კიდე პატარა კენჭებს გამორიყავდა.
მე ნაპირზე ვიჯექი და ვერთობოდი ამის ყურებით!!
ცოტა ხანში წყალში შესვლა გადავწყვიტე.რამოდენიმე მეტრი რომ გამეცურა,აღარც გამოვჩნდებოდი.პლიაჟის განათება შორს არ წვდებოდა.
ეს გარემოება არ მაშინებდა,პირიქით ძალიან მომწონდა.უფრო მამშვიდებდა და მაძლევდა საშუალებას დღევანდელზე დავფიქრებულიყავი.

იმდენად გამიტაცა ფიქრებებმა,რომ ხმა რომელიც გავიგონე მეგონა მომელანდა.
–მაილი სად ხარ? შენს ტანსაცმელს ვხედავ–წყალზე ზურგით ვიწექი.ამ სიტყვებმა ამაფორიაქა.შევბრუნდი და პლიაჟზე ჯასტინი დავინახე.
ნაპირთან ახლოს, ჩემი ტანსაცმლის გვერდით მოკალათებულიყო.
–როგორ მომაგნო–გავიფიქრე და კიდევ უფრო შორს გავცურე.
შემეშინდა ჩემთვის არ შეეხედა.ვიცოდი ამ მცდელობას აზრი არ ქონდა,ტანსაცმელი ხომ ყველაფერს მოწმობდა,მაგრამ მისკენ წასვლას ნამდვილად არ ვაპირებდი...
–მაილი! ვიცი რომ აქ ხარ,და ისიც ვიცი რომ გესმის–ფეხზე წამოდგა და წყლისაკენ წამოვიდა.
–მაილი! ვერ გხედავ...გამოდი ნაპირზე.საკმაოდ დიდი ტალღებია.თან ბნელა.
მართალს ამბობდა,ტალღები მართლაც დიდი იყო და შორს წასვლის მეშინოდა.
მე ვდუმდი.შორიდან ვუყურებდი რას გააკეთებდა და წყალში გაშეშებული მის ქმედებას ველოდი.ნერვიულობისგან ტუჩები ამითთროლდა და სულ გამილურჯდა.
–რადგან შენსას არ იშლი.....–ხმამაღლა დაიყვირა.მაისური გაიხადა,ფეხსაცმელები იქვე მიყარა და ჯინსის შარვლით შემოცურა.
წყალი ჯერ მხოლოდ წელამდე წვდებოდა..
მანდ გაჩერდი..მოვალ–მშვიდად ვუთხარი და სიბნელიდან,ნელ–ნელა გამოვედი.
–აქ არ უნდა იყო
–მადლობა ღმერთს! უკვე შემეშინდა 
–იცი,რომ ცურვა კარგად ვიცი.! ვიცი რომ არ შეგშინებია
–მართალია..უბრალოდ ასე არ შეიძლება
–არ ვიცი როგორ მომაგენი,ისიც არ ვიცი აქ რას აკეთებ.
მაგრამ რაც არ უნდა იყოს წადი.–ჯერ კიდევ არ ვჩანდი,მე კი მისი სახის თითოეულ ნაკვთს  ნათლად ვხედავდი.
ამიხსენი რატომ უნდა წავიდე და ახლავე წავალ–გაკვირვებულმა ხელები აწია.

წყალი უკვე წელამდეც არ წვდებოდა.წამოსული ტალღა თუ გაიყოლებდა უკან–უკან,მაგრამ კვლავ თავის ადგილს უბრუნდებოდა.
–არ ვიცი!–სევდიანი ხმით ვუთხარი.
–აი ხომ ხედავ? წყლიდან ამოდი.წავიდეთ..საბანაოდ უკვე ძალიან გვიანია.
ვიცოდი რომ მართალი იყო და წინააღმდეგობა არ გამიწევია.
–ჯერ შენ ადი და ზურგით დადექი
სიცილი დაიწყო
–შიშველი ხარ?–მე ვუყურებდი მის მომღიმარე სახეს,ის კი ვერ ხედავდა როგორ მსიამოვნებდა მისი ღიმილი ახლა.
–ნუ გეშინია.ქვედა საცვალი მაცვია–გამეცინა.
ოკეანის ხმა ჩვენს დიალოგს წყვეტდა ხოლმე....
–კარგი ავალ–ნელი ნაბიჯით აიარა ის ადგილი,სადაც ჩემი ტანსაცმელი ეწყო და ლამპიოებთან ზურგით დადგა.
სწრაფად ავედი და კაბა გადავიცვი,...
–აჰა აიღე–მაისური ვესროლე,იმის ნიშნად რომ უკვე მზად ვიყავი
შემობრუნდა და მომღიმარი სახით ჩემსკენ წამოვიდა.
–მაილი მომისმინე–ნიშნისმოგებით მითხრა და მომიახლოვდა
–არა შენ მომისმინე.! არ ვიცი რას მეტყვი და რას ფიქრობ,მაგრამ იცოდე ჩემს საქცილეს მთელი გულით ვნანობ.არ მინდა ჩვენი მეგობრობის დანგრევა,მაგრამ ყველაფერი შენი გადასაწყვეტია ჯასტინ..
–მე მესმის შენი–ცოტახნიანი დუმილის შემდეგ,დინჯად წარმოთქვა 
–ჩემი გესმის?–ცინიკურად ჩავიცინე
–ეს კოცნა არაფერს ცვლის,ჰო მართალია?შენ უბრალოდ სასოწარკვეთილი იყავი,იმ წუთში კი შენი ერთადერთი ნუგეში მე ვიყავი
–მართალია–მხრები ავიჩეჩე–ზუსტად ეგრე იყო..მაგრამ ის რაც გავაკეთე..
–მორჩი–გამიღიმა–შენ არაფერი გაგიკეთებია ისეთი,რაც მე არ მინდოდა.–ამ სიტყვების შემდეგ ბაბნიკური მზერა მომაბყრო.მისმა ნათქვამმა სახტად დამტოვა.
რას გულისხმობ?
–ჩვენ მეგობრები ვართ.საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლები.მიუხედავად ჩვენი მეგობრული ურთიერთობისა,ჩვენს შორის არის რაღაც უხილავი კავშირი,რომელიც აქამდე არასდროს,არავისთან მქონია.
გული ამიჩქარდა.მისი სიტყვები ცოტა არიყოს მაშინებდა.
–ჩვენ მეგობრები ვართ–კიდევ უფრო დინჯად გაიმეორა ეს სიტყვები და მომიახლოვდა–მეგობარი უნდა მოგწონდეს,წინააღმდეგ შემთხვევაში მას ვერ გაუგებ.ჩვენ მოგვწონს ერთმანეთი,მაგრამ კავშირი "მეგობრობა" ჩარჩოებს შორის გვაყენებს.მაგრამ–აქ ცოტა ხანი შეჩერდა–რა არის იმაზე საინტერესო,დაარღღვიო წესები,გასცდე ჩარჩოებს და გააკეთო ის,რაც ახლა ყველაზე მეტად გინდა–გამიღიმა...
ხელი წელზე მომხვია,მეორე ხელით სახეზე მომეფერა.
–შენ განსაკუთრებული ხარ
ცხვირით–ცხვირზე გამეთამაშა და მაკოცა...
სისხლი ამიდუღდა,ტანში ჟრუანტელმა დამიარა და ხელები ამიკანკალდა.
ხელი სველ თმაში შეაცურა და თავისკენ კიდევ უფრო ახლოს მიმწია.
ეს იყო რაღაც განსხვავებული გრძნობა,გრძნობა რომელსაც ვერ ვარქმევ სახელს.
მე იმ წუთებში არ ვფიქრობდი იმაზე რა გამეკეთებინა,მე იმ წუთში ვაკეთებდი იმას რასაც მკარნახობდა გული და არა გონება...
თავი სულ სხვა ადამიანი მეგონა.რას ნიშნავს ეს ყველაფერი?თავი ძალიან კარგად და ამავროულად ძალიან ცუდად ვიგრძენი.თან ვერ ვერგებოდი ამ ამპლუას,თან კიდე ძალიან მომწონდა მასთან სხვაგვარი სიახლოვე.
–ჯასტინ–უხერხულად ჩავილაპარაკე და
 ხელი გავაშვებინემითხარი რომ ეს კოცნა არაფერს ცვლის.
–არაფერსალმაცერად გამომხედა
–ნამდვილად არაფერს–გული ამიჩქარდა.სიტყვებს ერთმანეთს ძვლივს ვაბამდი
–ჩვენ გვექნება ყველაზე განსხვავებული მეგობრობა,ჩვენ შეგვეძლება ერთმანეთთან გრძნობების გამოხატვა...–მშვიდად და გადაჭრით თქვა
–და ეს ძალიან იშვიათად მოხდება
–ძალიან იშვიათად
–და ამას არავინ გაიგებს,თვით ენდრიუც
–არავინ გაიგებს,თვით ტეიც
–თვით ტეიც–გავუღიმე.
ახლა ერდროულად გადავდგით რამოდენიმე ნაბიჯი და ერთმანეთს კვლავ ვაკოცეთ...

ღამის 2 საათი იყო,სახლში რომ დავბრუნდით.
ბოლო კოცნის შემდეგ წესიერად აღარც გვისაუბრია.არ გამიგია როგორ მომაგნო,არ დავინტერესებულვარ რას ნიშნავდა მისი საქციელი,უბრალოდ ყველაფრის ასე დატოვება ვარჩიე.
ის რისი შეთანხმებაც მე და ჯასტინმა დავდეთ,იყო რაღაც არაორდინალური,გასნხვავებული,შეუცნობელი...
მასთან წამიერად ჩამომიიყალიბდა ისეთი ურთიერთობა,რომელიც ჩემს ყოფილ საპირისპირო სქესის არცერთ მეგობართან არ მქონია.
კიდევ უფრო დავინტერესდი რა იქნებოდა მომავალში.ნაცვლად იმისა,რომ ჯასტინისთვის მეთქვა ასე მოქცევა არ შეიძლებათქო,დავთანხმდი გვქონოდა "სხვანაირი"მეგობრობა,რომელიც ღმერთმა იცის რამდენ ხანს გატანდა.
არ ვფიქრობდი შედეგებზე,უბრალოდ ვმოქმედებდი დღევანდელი დღით )

სახლში მისულმა,მობილურს დავხედე.
12 გამოტოვებული ზარი იყო ტეისგან,და 3 კლარისასგან.
მათთან საუბრის თავი არ მქონდა.
სამზარეულოში შევედი და ჯასტინიც შემომყვა.
ჯინსი ტანზე შეშრობოდა.სახეზე ეტყობოდა ჩემსავით დაღლილი იყო და ეძინებოდა.
მთელი ამ ხნის განმავლობაში,პირველად შევხედეთ ერთმანეთს თვალებში.
მინდოდა მკითხა"რას ვაკეთებთ,რას ნიშნავს ეს ყველაფერითქო"მაგრამ ვერ ვთქვი.
–შეჭამ რამეს?
–წყალს დავლევ და დავიძინებ
–დარჩები?
–ჰო რავიცი თუ დამიტოვებ
–გამეცინა–ვერაფრით–წამოვდექი და წყალი დავუსხი.
მისკენ წავედი წყლიანი ჭიქის მისაცემად,რომ ხელიდან გამივარდა.
ნამსხვრევებად იქცა მინის ჭურჭელი და წყალიც სულ დაიღვარა.
–ShiT!-ზიზღით ჩავილაპარაკე და ნასმხვრევების ასაკრეფად დავიხარე
–შეეშვი!!–მომიახლოვდა ჯასტინი,იდაყვზე მომიჭირა და წამომაყენა.
–წადი დაიძინე,მე მივალაგებ–სე მითხრა,რომ მორჩილად გავუღიმე და ჩემს ოთახში ავედი.აქ ყველაფერი თავდაყირა იდგა.კარი ჩავკეტე,მას რომ არ ენახა და ტეის ოთახში შევედი.
ჯასტინმმა იცოდა თავისი ოთახის მისამართი,რომელიც მისთვის იყო განკუთნვილი.რომელსაც,ადრე სასტუმრო ,ბოლო დროს კი ჯასტინის ოთახი დაერქვა...ისე ცუდად ვიყავი,ისე დაღლილი...ყველაფერი მტკიოდა.ფიქრის საშუალებაც არ მქონია,ისე დამეხუჭა თვალები და დამეძინა.
ახალი ჩაძინებული ვიყავი,ამიტომ ვიგრძენი ბეჭზე 
ნაზი შეხება,რამოდენიმე წამში კი ლოყაზე კოცნა.

დილით რომ გავიღვიძე,ჯერ კიდევ 10 საათი იყო.
ძილის გაგრძელებას ადგომა ვარჩიე.
საწოლი გავასწორე და ტეის ოთახი დავტოვე.ჩემს ოთახში შესვლამდე, ჯასტინის ოთახის კარი ფრთხილად შევაღე.მას ახლა ისევე მშვიდად ეძინა,როგორც რამოდენიმე წუთის უკან მე...

ჩემი არეული ოთახი დავალგე.
წყალი გადავივლე,ტანსაცმელი გამოვიცვალე და პირველ სართულზე ჩავედი...
მობილურს დავხედე,სიახლე არაფერი იყო.
სამზარეულოში შესვლისას შევამჩნიე,რომ გუშინდელი ნამსვრევების კვალიც კი აღარ იყო იატაკზე.კარგად უმუშავიათქო–გავიფიქრე და საუზმის კეთებას შევუდექი.

დარწმუნებული არ ვიყავი,მაგრამ მგონი ადრე მითხრა რომ ბლინები უყვარდა,განსაკუთრებით საუზმეზე.მეც კარგად გამომდიდა PunCake–ების კეთება..
15 წუთში საუზმე მზად იყო..დიდ ლამბაქზე დავაწყვე,ბლინებით სავსე თეფში,წვენი,2 ჭიქა და ჯასტინის ოთახისაკენ წავედი...
რომ შევედი მობილურზე საუბრობდა.
არ ვიცი თვალები,ჩემმა დანახვამ თუ ბლინებმა გაუნათა,მაგრამ ფაქტია გაეხარდა.
–კარგი,კარგი დაგირეკავ მეთვითონ–სწრაფად თქვა და მობილური გათიშა.
–ეს რისთვის დავიმსახურე?–წამოიწია და საწოლის თავს ზურგით მიეყრდნო.
–თუ არ გინდა უკან წავიღებ
–და ვინ თქვა რომ არ მინდა?

–რავიცი–გამეცინა–ჰო გიყვარს?
–ძალიან..–წარბები აათამაშა...
საწოლში საუზმობას მალე მოვრჩით...ლამბაქი გვერდით გადავდგი და თავი ბალიშში ჩავრგე.
–კიდევ მეძინება
–დაიძინე.სად გეჩქარება
–რავიცი.–გავხედე.
–მოდი ჩემთან–ხელი გამომიწოდა.მეც თავი გულზე დავადე და თვალები დავხუჭე.
კარგა ხანს ვგრძნობდი თმაზე მის შეხებას.იჯდა და ჩემს თმაზე თამაშობდა.მე კი ფიქრებში წასული,ძილბურანში ვიყავი.
მისმა მობილურის ზარმა გამომაფხიზლა.თავი წამოვწიე.
–ვინ არი?
ცოტა ხანი პასუხი არ გამცა,რადგან თვითონაც გაკვირვებული 
იყო ზარით.როგორც ჩანს არ ელოდა.
–ემა–გამომხედა.
–უპასუხე,მიდი რას ელოდები–წამოვდექი 

–ვუპასუხო?
–აბა რა უნდა გააკეთო,სწრაფად–ვუთხარი და მის პასუხს დაველოდე.
კარგა ხანი ისაუბრებს.მათი დიალოგიდან კი საბოლოო აზრი ის გამოვიტანე,რომ დღეს საღამოს ერთმანეთს უნდა შეხვდნენ და უკეთ დაილაპარაკონ..
–არ მეგონა თუ დამირეკავდა–ის მართლა გაოცებული ჩანდა
–კარგი რა მოხდა მერე.ალბათ მიხვდა რომ დამნაშავეა.მართალია,კარგად არ მოგიყოლია ჩემთვის თქვენზე, მაგრამ მაინც გავიგე რაღაცები )
–გაეცინა–დღეიდან არაფერს დაგიმავალავ,არა არც მაშინ მინდოდა დამალვა.უბრალოდ არაკომფორტულად მეჩვენბოდა ფაქტი,შენთან ემაზე მესაუბრა..
–მას შემდეგ კი,რაც ჩვენ გუშინ გავბედეთ....–გამეცინა
–მას შემდეგ,რაც გუშინ გავბედეთ,ჩვენს შორის აღარ არსებობს რაიმე სახის ბარიერი.
–მართალია,მიუხედავად იმისა რომ ეს მხოლოდ კოცნა იყო–გავუღიმე
–შენ უფრო მეტი გინდა?No Problem!-ჩვეულ ბაბნიკურ მზერას,ახლა წარბების თამაში დაემატა.

–უაკცრავად?–ბალიში პირდაპირ თავში გავუქანე.
–რაღაც უნდა გითხრა–გავიცინე და საწოლიდან სწრაფად გადმოვედი
–გისმენ–მიხვდა,კარგს არაფერს რომ არ ვეტყოდი და ისიც სამორად მოემზადა.
მეგონა,ყველასათვის ცნობილ მომღერალს,მანათობელ ვარსკლავს,გოგოებთა გულთამპყრობელს,თვით ჯასტინ ბიბერს,უკეთესი კოცნა ეცოდინებოდა–ვთქვი და სიცილი დავიწყე...

–ჰაჰა–ძალით წარმოთქვა–ძალიან სასაცილოა–გამიღიმა და ბალიში ახლა მან მესროლა
–შენი არ ვიცი,მაგრამ მე კარგად ვიხალისე–სიცილსგან უკვე ცრემლები მომდიოდა
–მაილი,შენს ნათქვამზე გეცინება?თან ასე მწარედ?–დამცინავად მითხრა.კიდევ მივიღე მისგან ორჯერ ბალიშის ტყვია :დ,მაგრამ შებრძოლების თავი არ მქონდა.
–მაილი უკვე მაღიძიანებ– მითხრა,როცა კიდევ ვერ მოვრჩი სიცილს.
–რაო ჯასტინ?!–დამცინავად ვუთხარი და ოთახიდან გავიქეცი.გასვლამდე ბალიშის სროლა მოავსწარი.დამედევნა.მთელი სახლი პატარა ბავშვებივით შემოვრბინეთ.
ბოლოს, სიცილისგან დაქანცულები, მეორე სართულის ღია კორიდორში დავენარცხეთ)
–კარგა ხანია ასე აღარ მიცანცარია–გავიცინე და ჭერს ავხედე
–არც მე! თან მართლა დიდი ხანია–მანაც ზემოთ აიხედა.
–რაღაც მინდა შემოგთავაზო...
–რას გულისხმობ?
–გუშინ გადავიწყვიტეთ,რომ ჩემი ახალი სიმღერის კლიპი გადავიღოთ.სავარაუდოდ გადაღებებს მალე დავიწყებთ)მინდა ჩემთან ერთად ითამაშო.
–ჯასტინ–წამოვიწიე და დავხედე
–არა?–სახე მოეღუშა–ძალიან გთხოვ,ისეთი როლიც არაა შესასრულებელი თავი რომ ვერ გაართვა.
–მესმის მაგრამ,შენს ნებაზეა?
–კასტინგი აღარ გამოცხადდება,თუ შენს კანდიდატურას შევთავაზებ.
–მგონი არც ისე კარგი იდეაა
–მაილი! უარი არ მითხრა
–არა,ჯას არ გამოვა.
-Swaggie,ძალიან გთხოვ.
–ჩვენი კლიპში ერთად მონაწილეობა,ეს იქნება ნამდვილი ბუმი.მე რამოდენიმე თვეში სწავლა მეწყება,მინდა მშვიდად ვცხოვრობდე.
–დამიჯერე,კლიპი ბევრს არაფერს შეცვლის..უბრალოდ ძალიან მინდა.ჩათვალე ასე შენთვის,არასდროს არაფერი მითხოვია
–გასაგებიაცოტა ხანი ჩავფიქრდი–მაგრამ მეც გამიგე.

–გავიგე მაილი,გავიგე რომ არ გინდა იყო ცნობილი–ცოტა მკაცრად გამოუვიდა ნათქვამი–ვიცი რომ ეს ზედმეტი თავსატეხია შენთვის,ისიც ვიცი რომ თუ რამეს მიაღწევ გინდა შენით მიაღწიო,მაგრამ მე ხომ გთხოვე–უცნაურად გამომხედა.
–მეგონა ჩემი თხოვნა შენთვის მეტს ნიშნავდა.

–ფეხზე წამოდგა–იქნებ იმის გამო რომ უფრო მშვიდი ცხოვრება გქონდეს,აღარც ვიმეგობროთ–თავი უსიამოვნოდ გააქნია და კიბეები სწრაფად ჩაირბინა.
აზრზეც ვერ მოვიდოდი თუ ჩემს უარზე ასეთი რეაქცია ექნებოდა.
–ჯასტინ მოიცადე..ეგ არ მიგულისხმიარამოდენიმეჯერ დავიყვირე,მაგრამ უშედეგოდ.გაბრაზებულმა დატოვა სახლი და წავიდა....

ორი გამოცდა მქონდა ამ კვირაში და მაპატიეთ ვერ მოვახერხე დადება..
დღეს მართლა ძალიან დავიღალე და ისიც ვიცი,რომ არაა დიდი თავი,მაგრამ ჯილეის ფანებმა ამ თავის გამო კი უნდა აიტანოთ სიმცირე :დ ვეცდები აღარ განმეორდეს ;დ სულ დიდებს ჰო არ დვაწერ.
თქვენ მთავარიაა დააკომენტაროთ ))
მაინტერესებს რას ფიქრობს მათ ამგვარს მეგობრობაზე? )) 






კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1323 | დაამატა: holy♡queen | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 221 2 3 »
2013-05-01 Spam
Me aseti megobroba ar mesmis )))
Momewona es tavi ♥