მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » ივნისი » 7 » Party In The U.S.A./19
1:13 AM
Party In The U.S.A./19

არ შემიძლია ეს თავი,-Skippy-ჩეემს ნინიკოოს არ ვაჩუქოო)
რატომ,ქვემოთ გაიგებთ.

ჯასტინმა ბევრი იცინა,როცა იატაკზე და მაგიდაზეც კი მძინარე ბავშვებს შეხედა.
მათ გაღვიძებას რა აზრი ქონდა.ძალიან მეძინებოდა.
არეულ სახლს,სწაყლად მოვავლე თვალი და კიბეებისკენ წავედი.
–fuck!-გავიგონე ჯასტინის განწირული ხმა,როდესაც ფეხი აუსრიალდა იატაკზე დასხმულ კოკაკოლაზე.
–ჯასტიიინ–თავზე დავადექი და სიცილი დავიწყე
–არ მეცინება–ჩაიბუზღუნა
–წამოდექი,წამოდექი–სიცილით ხელი გავუწოდე
–მაილი–დაიბღვირაა
–რა?!–ვუთხარი და სიცილისგან წამოსული ცრემლები მოვიწმინდე
–დაგეხმარები–ხელი გავუწოდე და შედარებით ვუკელი სიცილს
ისიც ჩამეჭიდა და წამოდგა.
–ძალიან,რომ არ მეძინებოდეს სამაგიეროს გადაგიხდიდი

–ძალიან შემაშინე–დავეჭყანე და ავხედე
–ზურგი მეტკინა.ისე რამ წამაქცია–თავისთავს შეეკითხა და გაკვირვებულმა გამომხედა
არ ვიცი–მხრები ავიჩეჩე.მისი სახე რომ გამახსენდა,როგორ იყურებოდა როცა წაიქცა კვლავ სიცილი წამსკდა
–გეყოს–დამიბღვირა და კოჭლობით გადადგა რამოდენიმე ნაბიჯი
–მგონი ჯობს დავიძინოთ–სიცილით ვუთხარი და მივუახლოვდი

ხელი გადამახვია და დამეყრდნო.როგორც ჩანს წაქცევისას მართლა იტკინა რაიმე(ისეთი ხმა იყო).აღარ დავცინე.ხელი წელზე მოვხვიე და "თავის"ოთახამდე მივიყვანე...

მიუხედავად იმისა,რომ მეგონა მეძინებოდა თვალი ვერ მოვხუჭე.ფარდები გადავწიე,საწოლზე ჩამოვჯექი და ფანჯრიდან ვარკსვლავების ყურება ვიწყე...
ფიქრებმა ძილბურანში გამახვია.ცოტაც და მიმეძინებოდა,რომ კარებზე ნაზმა კაკუნმა გამომაფხიზლა.

–შეიძლება?–გავიგონე გარედან ჯასტინის ხმა
–რათქმაუნდა,შემოდი–მშვიდად გავაბრუნე თავი.ღიმილი,რომელიც მისი დანახვით მიღებულმა სიამოვნებამ მომგვარა,დავმალე.თავი სწრაფადვე გავაბრუნე წინ.
–არ მეძინება–ნაბიჯების ხმა საწოლს უახლოვდებოდა
–არც მე.–ვთქვი და თავი შევიკავე დამთქნარებისგან
საწოლზე ამოვიდა,მუხლებით გამოიარა შუაგული .უკან დამიჯდა,წელზე მომხვია ხელები და თავი მხარზე დამადო
სითბოს გამოსახატად ხელები ხელზე დავადე და მას "ტკბილი" მზერით ავხედე.
–ძალიან მომწონს შენი თმა–თქვა და ნაზად აათამაშა ჩემი კულულები 
–კიდევ რა მოგწონს?–დარცხვენილმა ვკითხე
რათქმაუნდა შენი თვალები.ბევრის მთქმელი,მეტყველი,ცისფერი თვალები.როცა გიყურებ მგონია შიგ ჩავიძირები,იმდენად დიდი ძალა აქვს შენს მზერას
–აჭარბებ–გავიცინე და "ნაქები" თვალები ძირს დავხარე

–ოდნავადაც არ ვაჭარბებ.რაც არ უნდა მქონდეს ჩაფიქრებული,შენ გამოხედვას ყოველთვის შეუძლია ეს რაღაც გადამაფიქრებიოს და თავის ჭკუაზე მატაროს
–საინტერესოა....–ასეთი რამ ჩემს თვალებზე არასდროს უთქვამთ
–ვერ ბედავდნენ,ან შენი შურდათ–გაიღიმა და მხარზე ნაზად მაკოცა
შენ რა მოგწონს ჩემში?
–მდააა–ჩავილაპარაკე და მისკენ შევბრუნდი–ძირითადად არაფერი
–მადლობ Swaggie
-არაფრის ჯას–გავუღიმე და ცხვირზე სწრაფად ვაკოცე
–ვგიჟდები შენს ცხივრზე.
–ტუჩებზე?–ბაბნიკურად გაიღიმა
–ტუჩებიც მომწონს...–ტყუილად გაგიხარდა არ გაკოცებ
–ასეც ვიცოდი–ხმამაღლა გაიცინა და თავის სწრაფი აქნევთ,შუბლიდან თმა გადაიწია.
ხასიათები როგორი მაქვს?–ვკითხე რამოდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ
–ხასიათები ზუსტად ეხამება ჩემსას.ნუ როგორ ვთქვა,ისეთი ჩემნაირი  კარგად რომ შეეწყობა.პირველ რიგში ხარ ძალიან მხიარული და ბავშვური,მაგრამ მომწონს რომ რიგ შემთხვევბში შეგიძლია იყო ძალიან სერიოზული.
კიდევ,კიდევ–ჩაფიქრდა–ჰო,ხარ ჯიუტი
–ჯიუტი? მეგონა,მაგ თვისებას უარყოფითებში იტყოდი
–არა რატო?პირიქით...მაგრამ მე უფრო ჯიუტი ვარ,ასე რომ შენს ჭკუაზე მაინც ვერ მატარებ
–ჰაჰ–ცინიკურად ჩავიცინე–მაგასაც ვნახაავთ 
–ჰო კიდევ ძალიან პირდაპირი ხარ და რაც მთავარია ძალიან გემრიელ ბლინებს აკეთებ :დ
–სულ ბლინები როგორ გახსოვს–ხმამაღლა გავიცინე–შენ ძალიან კეთილი ხარ,ცანცარა,ზოგ შემთხვევებში სერიოზული,.პრინციპულიც ხარ.
ნასიამოვნებმა გაიღიმა,როცა მისი კარგი თვისებების ჩამოთვლა დავასრულე
–პრინციპული შენც ხარ!
–მეც ეგრე მეგონა,სანამ არ შეგირიგდი–დავეჭყანე
–მე გთხოვე და გასაქანი არ მოგეცი,თორე დარწმუნებული ვარ პრინციპებს არ უღალატებდი.მაგრამ იმაშიც დარწმუნებული ვარ,რომ შერიგება ძალიან გინდოდა
–არაა ცდები :)) რამოდენიმე დღე შენი სახელის ხსენებაც არ მინდოდა
–ხასიათს ნუ გავიფუჭებთ–გადმოიწია და კვლავ შუბლზე მაკოცა...

–ვიმღეროთ?
–სიამოვნებით–გავუღიმე და საწოლიდან გადმოვხტი
–მანდ რას ეძებ?–მკითხა როცა საწოლის ქვეშ ხელების ფათური დავიწყე
–რომ ჩამოვეედი გიტარა აქ დავდე,მის მერე არც გამხსენებია–ვთქვი და სწრაფად გამოვიღე,ოდნავ დამტვერილი ჩანთა.
აიღე–ვუთხარი და ფრთხილად მივაწოდე მამის ნაჩუქარი გიტარა
–კარგიააა–თქვა და სიმებს ნაზად ჩამოკრა ხელი

–რა ვიმღეროთ?
–რაც გინდაა ჯას–საწოლს დავუბრუნდი–შენი მომავალი კლიპის სიმღერა
–Boyfriend?
-აჰააა.ეგ
–კარგი,როგორც გინდა...–გაიღიმა და რამოდენიმე წუთში სასიამოვნოდ ამოუშვა რამოდენიმე ტკბილი ნოტი...
–If I was you Boyfriend,
I'd never let you go–ავყევი მისამღერს...
ცოტა ხანში ოთახი ჩვენმა ორ საათიანმა სიმღერამ,კამათმა და სიცილმა გააბრუა:))


(From There by -Skippy)
დილით,როცა გავიღვიძე ჯასტინს ჯერ კიდევ ეძინა, ბალიშს ძლიერად იყო ჩახუტებული და როგორც ჩანს კიდევ კარგა ხანი არ გაიღვიძებდა, თუმცა თავში ბოროტულმა აზრმა გამიელვა, ფრთხილად წამოვდექი საწოლიდან, ფეხის წვერებზე გავიარე ოთახი და ფარდები გადავწიე, ოთახში წამში შემოიჭრა მზის თბილი სხივები და ჯასტინის სახეზე დაიწყეს თამაში, ჯასტინს არ ესიამოვნა, სახე დამანჭა და მეორე მხარეს გადატრიალდა. რახან მზის სხივებმა არ გაჭრა, საწოლისკენ გავიქეცი, ზედ დავხტი და ჯასტინი შევანჯღრიე
-ჯას, ჯას გაიღვიძე
-დედა, ცოტაც და ავდგები
–ბალიშის ქვეშ შეძვრა
-ჯასტინ არ ვარ დედაშენი და ადექი–ბალიში ავაცალე
-ცოტაც მაცადე
-იცოდე ბლინებს მარტო შევჭამ
 –მომგებიანად ვუთხარი და საწოლიდან ჩამოვედი
ბლინების ხსენება და ჯასტინის საწოლიდან წამოვარდნა ერთი იყო, თვალები მოიფშვნიტა და ღიმილიანი სახით მომიტრიალდა
-Swaggie მართლა გამიკეთებ ბლინებს ? 

-ჭამის მინისტრი ხარ!–
თვალები გადავატრიალე და აბაზანის კარი ცხვირწინ მივუხურე

თავი მოვიწესრიგე და დაახლოებით 20 წთში აბაზანიდან გამოვედი, ოთახში უკვე ჩაცმული ჯასტინი დამხვდა..............
-მაილი წავედით ბლინები გაქ გასაკეთებელი
ხელი მომკიდა და ორივე პირველ სართულზე ჩავედით. ბავშვებს უკვე ეღვიძათ, აშკარა იყო რომ არც ერთა არაფრის თავი არ ქონდათ,მაგრამ ტეის ჩემი ლექციის მოსმენა მაინც მოუწევდა
-ჯას ნახე

აუღვიძიათ "კრიმინალებს"
-აუ მაილი ნუ ყვირი გთხოვ–ს
აცოდავი სახით ამომხედა ენდრიუმ
-შენ წარმოიდგინე და ხმადაბლა ვლაპარაკობ, თუმცა ყველამ იმდენი დალიეთ რომ ჩემი ხმადაბალი ლაპარაკი ყვირილად გეჩვენებათ–დივან


  მოვუარე და მათ წინ გავჩერდი
ჯასტინიც უკან მომყვა და გვერდით ამომიდგა, ორივე გაბრაზებულები ვიყავით მათ გუშინდელ საქციელზე, წარბშეკრულები ვუყურებდით, მათ კი დამნაშავე ბავშვებით, რომლებსაც მშობლები ტუქსავენ თავი ჩაღუნეს და განაჩენის მოსასმენად მოემზადნენ:
-ტეი, გუშინ ზედმეტი მოგივიდა, სახლში ისეთი საზოგადოება შეკრიბე რომელთაც არ იცნობდი, მეზობლები გააღიზიანე და მათ პოლიცია გამოიძახეს,და ყველაზე უარესი.შენმა "ძვირფასმა სტუმრებმა" ნარკოტიკი მოიტანეს და რომ არა ჯასტინი ,ახლა განყოფილება
ი გაიღვიძებდი

ჩემი ლექცია კიდევ 10 წთს გაგრძელდა, ბოლოს დავამთავრე სიტყვით გამოსვლა და უკანმოუხედავად სამზარეულოს მივაშურე, აქ შემოსვლა და უარყოფითი ემოციების გაფანტვა ერთი იყო, ასე ვთქვათ ჩემს სამფლობელოში შემოსვლამ ცოტა მიშველა და ჯასტინის სურვილის ასრულებას შევუდექი, საყვარელი საქმის კეთებამ გამამხიარულა. ყველამ ერთად ვისაუზმეთ, ბავშვები საუზმის შემდეგ სახლებში წავიდნენ, დავრჩით მე და ტეი, პატარა ბავშვივით უკან დამყვებოდა და ბოდიშებს მიხდიდა თუმცა ასე ადვილად არ ვაპირებდი მის პატიებას. ასე გავიდა 4 დღე...ამ დღეების განმავლობაში ტეის არ ველაპრაკებოდი,მიუხედავას იმისა რომ მისგან ბევრი მცდელობა იყო შერიგებს.ვნახულობდი ბავშვებს,დავდიოდი რეპეტიციებზე.ნელ–ნელა მოცეკვავეებს ძალიან დავუახლოვდი,განსაკუთრებით ჩეისს, სასიამოვნო პიროვნება ჩანდა............................

(By Me)
ჰავაიზე წასვლის დღეს,როცა უკვე ყველაფერი მზად მქონდა მობილურზე უცხო ზარი შემოვიდა.კლარისამ უცნაურად დახედა ეკრანს და მომაწოდა
–გისმენთ!–პასუხისას გავინაზე
–მაილი..ჩეისი ვარ
–ჰო ჩეიის.არ გელოდი
–ვიცი–გაეცინა–აეროპორტში 12 ზე ვიკრიბებით და ვიფიქრე მანამ ერთად ვისაუზმებდით....
–ჰოოო?–კლარისას გავხედე,რომელმაც უკვე მოისმინა მისი ნათქვამი.თვალები დამიქაჩა და მანიშნა დავთანხმებულიყავი
–კარგი..11 საათზე "loudspeaker"-ში
–გამოგივლი
–იყოს თვითონ მოვალ..
–კარგი გელოდები
–ეეეეე,ეს ნაახე რააა–გახარებულმა წარმოთქვა და საწოლზე შეხტა–მგონი მოწონხარ
–რადგან საუზმეზე დამპატიჟა?–უღიმღამოდ შევეკითხე
–ფოტოებიდან კარგი ტიპი ჩანს!შენს ადგილას ხელიდან არ გავუშვებდი
მის ნათქვამზე გამეცინა
–როგორც ჩანს გადაგიღია ნოასგან რაღაცებიი..
–არაა მან გადმოიღო ჩემგან–გაიცინა და წარბები აათამაშა.
ბარგი აეროპორტში გავგზავნე.კლარისაც გამომემშვიდობა და წავიდა.მე ჩანთას ხელი დავალე და კიბეები ხმაურიანად ჩავირბინე.შესასვლელში ენდრიუ და ტეი დამხვდნენ.როცა მოვიუხლოვდი საუბარი შეწყვიტეს.
–გაიღვიძე?–სიმწრით წარმოთქვა ტეიმ
მისკენ არც კი გამიხედავს ისე გადავეხვიე ენდრიუს.
–მე წავედი....
–ასე ადრე სად მიდის?–შეეკითხა ტეი ენდრიუს,როცა მიხვდა რომ ჩემგან პასუხს ვერ მიიღებდა
–ასე ადრე სად მიდიხარო,შენმა დამ–სიცილით შემეკითხა ენდრიუ
–გადაეცი რომ მეგობარმა დამპატიჟა საუზმეზე
–გადმოგცა მეგობარმ.......–დაიწყო გამეორება,როცა სიტყვა შუაში გაწყვიტა–ვინ მეგობარმა მაილი?–ცალი წარბით აწევით,უცნაური მზერა მესროლა

–ისეთი არავინ.უბრალოდ მეგობარმაა...წავედი მე
–სხვათაშორის მეც მოვდივარ ჰავაიზე.მომწერე სად იქნები და გამოგივლი
–ჯასტინი გამომივლის
–მთხოვა რომ მე წამეყვანე.აქ ამიტომ ვარ.მას ემა მოყავს
–აა ემაც მოდის?–ირონიული სახით ვიკითხე.და ორ წამში უფრო გამიმძაფრდა სურვილი ჩეისსთან საუზმეზე წასვლის.
კი ფოტოსესია გადადოო,როგორც ჯასტინმა თქვა
–კარგი რაში მაინტერესებს,მე წავედი.–ხმას ავუწიე,ისე რომ ტეის გაეგონა–ჩემს დას გადაეცი,სახლი საღი დამახვედროს.ყოველშემთხვევაში ჩემი ოთახი
რკინის კარი ხმაურიანად მივიხურე და კიბეები ელვისებური სისწრფით ჩავირბინე.


როდესაც დათქმულ ადგილას მივედი,ჩეისი ჯერ კიდევ არ ჩანდა.
ვერ ვიტანდი ლოდინს,თან ვინ მალოდინებდა?
ახლობელი კი არა,ვიღაც 5 დღის გაცნობილი ბიჭი...
ცოტა არ იყოს ჩემს თავზე გავბრაზდი.რა აღარ ვიფიქრე.
არ უნდა დავთანხმებულიყავი აქ მოსვლას.ახლა ჩემი თავი დავიმცირე.
უკვე წასვლას და ადგომას ვაპირებდი,რომ ჩეისმა შემაჩერა...
–მიდიოდი?
–არააა–დაბნეულმა მაგიდას გავხედე–ვიფიქრე სხვა მაგიდას ავირჩევდი
–კარგი აზრია.წამომყევი იქეთ დავჯდეთ–ხელი იმ მაგიდისკენ გაიშვირა,საიდანაც ახლახანს რამოდენიმე გოგონა ადგა.
მაგიდა ძალიან კარგ ადგილას იყო.მესამე სართული,ღია აივანი,ქუჩის ულამაზესი ხედი იშლებოდა..
–ისე ლოდინს ვერ ვიტან!–ჩამოვჯექით თუ არა პირდაპირ ეს ვახალე
–ვერც მე!.უფროსწორად ვერც მე რომ ვინმეს ვალოდინებ,ამ ქუჩაზე ყოველთვის დიდი საცობებიაა..–მხრები აიჩეჩა.
დღეს განსაკუთრებით დბნეული მეჩვენა.
მასზე წამოდგენა ჩამომიყალიბდა.ძალიან მორცხვი და თავმდაბალი ბიჭი იყო,ისეთი როგორიც აქ ჩამოსვლისას ჯერ არ შემხვედრია...
უაზრო თემებზე ვასუბრობდით.მანაც ის შეუკვეთა,რაც მე...
არ მომეწონა რომ ჩემზე იყო დამოკიდებული.ერთი სული მქონდა,როდის მოვიდოდა წასვლის დრო..ძალით ვიღიმოდი მის ხუმრობებზე..
და რომ დავაკვირდი,ვიგრძენი რომ სიმპატიურიც მხოლოდ ცეკვის დროს იყო...


და აი მიხვდა მაილიც,რომ სხვა ბიჭებთან პაემაანი აღარ მოწონს :დდ
ნუ რა ვთქვაა! ან რა მაქ სათქმეელი.
ამ კვირაში სრული კრახი მქონდა.
აზრებს თავს ვერ ვუყრიდი..წერას ვიწყებდი და იქვე ვწყვეტტდი..
ჩემდა ბედად,ნინიმ ჩემი დახმარება ითავა.მივწერე რა მქონდა დაგეგმილი და ის ნაწილი სადაც By Skippy წერია მისი დაწერილია..
დიდი მადლობა,მას რომ წერის მუღამზე მომიყვანაა <3
მომდევნო თავში ჰავაი,კლიპის გადაღებები და კლიპის პრემიერა გელოდებათ))
CommenT SWAGGIES <3



კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1296 | დაამატა: holy♡queen | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 201 2 »
2013-06-09 Spam
❤holy ShiT ShiT ShiT❤, aaa ;ddd
ise cispertvaleba amanda ro warmovidgine momewona xo ici ;dd
male dade raa <3