მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მაისი » 28 » Party In The U.S.A./18
10:00 PM
Party In The U.S.A./18
Love Me If You Dare )) 
დიდი მადლობა წინა თავზე ასეთი თბილი კომენტარებისთვის**
უკნიდან ვერ მივხვდი,რომ ადამიანი ვის გვრდითაც დავჯექი ჯასტინი იყო.
არ დავიბენი.თვალი გავუსწორე მის მკაცრ მზერას,ბოლოს კი ამაყად გავხედე რეჟისორს,რომელმაც სიტყვით მმომართა.
ცოტა არ იყოს ვღელავდი.საკმაო დრო იყო გასული,რაც "ის"არ მენახა.ახლა კი ჩემთან ძალიან ახლოს იყო,იმდენად ახლოს რომ მის ყოველ მოქმედებას ვგრძნობდი.მიუხედავად იმისა,რომ სხვა მხარეს ვიყურებოდი ვხვდებოდი რომ მიყურებდა.მეშინოდა მისკენ გახედვა,მეშინოდა რომ მის დაჟინებით მზერას ვერ გავუძლებდი...
რეჟისორმა რაღაც ფურცლები გადმომაწოდა.როგორც მოგვიანებით ამიხსნეს ეს კონტრაქტი იყო,რომ კიდევ ერთხელ გადამეხედა მისთვის.
უაზროდ გადავფურცლე და გაღიმებული სახით უკან დავაბრუნე.
–იმედია 4–14 დკემბრამდე არაფერს გეგმავთ–მომმართა კვლავ რეჟისორმა.–ჩვენ ამ თარიღზე შევთანხმდით
"არაფერს გეგმავთ"–ამ სიტყვების გაგონებაზე ჯასტინს ჩაეცინა.ცინიზმით სავსე მზერა ვესროლე და თვალები გადაავატრიალე.
როგორ მინდოდა ჩემი პასუხი დადებითი ყოფილიყო,მაგრამ რას ვიზამდი.ამ დღეებში ნამდვილად არაფერი მქონდა დაგეგმილი
–არა არაფერი–ყალბად გავიღიმე–გადაღებები 3 დღე გაგრძელდება?

–ჰავაის დეკემბრის ამინდს ვერ დავეყრდნობით.შესაძლოა უფრო დიდხანსაც გაგრძელდეს.
–გასაგებია...
ეს მოსაწყენი საუბარი კიდევ 10 წუთს გაგრძელდა.
დასასრულს იქ მყოფნი ახმაურდნენ.ოთახი ნელ–ნელა იცლებოდა.
მე და ჯასტინის კვლავ მაგიდასთან ვისხედდით
–მოცეკვაავეებს რეპეტიცია აქვთ) მითხრეს რომ შენც საჭირო ხარ–წამოიწყო დიალოგი ჯასტინმა,ჩვეული მშვიდი ტონით.

–კარგი,მივალ–მიუხედავად იმისა,რომ ძალიან მეზარებოდა უნებურად დავთანხმდი
არაფერი უთქვამს.სკამი ხმაურიანად გაწია და ფეხზე წამოდგა.რამოდენიმე წუთის შემდეგ,მეც წამოვდექი და იქაურობა დავტოვე.
ლიფტის მოსვლას ველოდი,რომ დინჯი ნაბიჯით მომიახლოვდა და ჩემს გვერდით დადგა.ისეთი სერიოზული იყო,რომ არ ვიცნობდე დავიჯერებდი რომ სინამდვილეშიც ასეთია.
კარი გაიღო თუ არა ერთდროულად შევედით.უკანა ფლანგზე გადავიწიე,ის კი ჩემს წინ, ზურგით დადგა.სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა.თითქოს ჩვენს შორის დიდი ზღვარი იყო,რომელიც ყოველ წამს უხერხულ სიტუაციას გვიქმნიდა.
გული ამიჩქარდა.მასთან საუბარს გავურბოდი.
თვალი პატარა ეკრანიდან არ მომიშორებია,რომელზეც
 სართულის ნომრები ნელ–ნელა იკლებდა.ჯერ კიდევ მეშინოდა არ შემობრუნებულიყო და რაიმე არ ეთქვა.
თითქოს თავი დანმაშავედ ვიგრძენი,მაგრამ სინამდვილეში ვიცოდი რომ ჩემი ბრალი არაფერი ყოფილა.აღელვებულმა კვლავ გავხედე ეკრანს და შვებით ამოვისუნთქე,როცა მასზე "1"–ანი დავინახე...
სწრაფად გავიჭერი გასასვლელისკენ,რომ წინ ენდრიუ შემომეგება.
ერთმანეთს გადავეხვიეთ
–როგორ ხარ პატარა?
–კარგაად.აქ რას აკეთებ?
–ვიცოდი აქ რომ იქნებოდი და შემოვიარე.
–ძმაა–მხიარულად დაიყვირა ჯასტინმა და მას გადაეხვია.
ენდრიუ ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდა.
როცა ჩემი მკაცრი მზერა იგრძნო,ჯასტინისგან რამოდენიმე ნაბიჯით უკან დაიწია.
–აბა რას შვებით?–ჯერ ჯასტინს,მერე მე გამომხედა
–ტეიმ მითხრა რომ საღამოს ბავშვები იკრიბებიან შენთან სახლში
–მართლა?არ ვიცოდი–მხრები ავიჩეჩე
–ჰოდა მითხრა რომ ორივე ერთად წამეყვანეთ
–ძალიან კარგია.წავედით–მხიარულად თქვა ჯასტინმა
–მეგობრების შეკრებაში მხოლოდ სასიამოვნო სტუმრები არიან ჰო?–ცინიკურად გავიღიმე.ენდრიუს ვუყურებდი,თუმცა სინამდვილეში ეს სიტყვები ჯასტინისთვის იყო განკუთვნილი
–მაილი კარგი რაა–თვალები გადაატრიალა ენდრიუმ
–ჰო რა იყო? არ შეიძლება ჩემს სახლში მიმსვლელთა სია მე შევადგინო?–კვლავ გავიცინე.
–შენ სხვა საქმე გაქ–მომიახლოვდა ჯასტინი და 
პატარა ბარათი მომცა–რეპეტიცია,ჰო მართლა დაგვიანება არ შეიძლება–გაიღიმა და ენდრიუს ხელი გადახვია
–წავედით?
–ჰო მაგრამ მაილის აქ ვერ დავტოვებ–როგორც ჩანს მასაც ძალიან ეჩქარებოდა,ტეის "მეგობრების შეკრებაზე".
–ჩაზი მიხედავს–მხიარულად თქვა ჯასტინმა და შებრუნდა
–ჭკვიანად–თვალი ჩამიკრა ენდრიუმ და ჯასტინს დაეწია

იდიოტები! მეგობრული შეკრება,რა სასაცილოა–ჩემთვის ჩავილაპარაკე და ნელა გავუყევი გასასვლელს.მართლაც იქ ჩაზი დამხვდა.დამეხმარა,თავი დამეღწია გარეთ შეკრებილი ჟურნალისტებისგან და მანქანამდე მიმაცილა...

დანიშნულ ადგილას მივედი )) 
შენობაზე დიდი წარწერით მიხვდებოდით,რომ სწორ მისამართზე ვიყავი.
როდესაც კარი შევაღე,ყოველგვარი შესასველის გარეშე დიდ დარბაზში მოვხვდი.
სიმღერები ბოლო ხმაზე იყო ჩართული.შუაგულში კი 3 გოგო ენერგიულად ცეკვავდა.
–ვის ეძებ?–უკნიდან ვიღაც ტიპი მომიახლოვდა.მე კი იმდენად გართული ვიყავი ცეკვის ყურებით,რომ კითხვის მეორედ გამორება მოუწია.
–ბიბერის კლიპის მოცეკვავეებს–ვთქვი და მისკენ შევბრუნდი.
ხელში მაღალი,ენერგიული,სიმპათიური,მშვიდი მზერის ახალგაზრდა მოცეკვავე შემრჩა.
–მაილი–გაიღიმა

–ჩემი სახელიც გცოდნია
–შეძლებისდაგვარად,ჩეისი–ხელი გამომიწოდა
–სასიამოვნოა.
–გამომყევი–დარბაზი გადაჭრა და იქვე მდებარე კარებში შევიდა.
იქ მყოფი მოცკვავეები ვიცანი.ისინი ჩვენთან ერთად იყვნენ ჰავაიზე.
–როგორ ხარ?–რამოდენიმე გოგო მომიხალოვდა,რომლებსაც უკვე ვიცნობდი.
–კარგად.მიხარია რომ ისევ შეგხვდით
–ჩვენც–გაიღიმეს.–გადავწყვიტეთ ცეკვის მონახაზი დაგვედგა.სიმართლე გითხრა შენი პარტია არც ისე დიდი და მნიშვნელოვანია,ძირითადად მთელი კლიპი ჯასტინთან ერთად ხარ,მაგრამ მაინც გასწავლით რამოდენიმე მოძრაობას."ქუჩის ცეკვებზე"–გსმენია?
–მკითხე სიმღერის ნებისმიერ განხრაზე,ცეკვის არაფერი გამეგება.ისიც კი არ ვიცი,შემიძლია თუ არა რამის გაკეთება–უხერხულად გავუღიმე
–ეგ არაფერი–შუაში ჩეისი ჩაგვიდგა–ყველაფერი ძალიან მარტივია,შენ გამოიცვალე და დავიწყოთ
ქერა გოგონამ გამოსაცლველი ოთახისკენ წამიყვანა და ერთიანი ჯინსის კომბინიზონი ხელში მომაჩეჩა.მეც სწრაფად გადავიცვი და დარბაზში დავბრუნდი.ყველა მხარეს,მთელ სიგრძეზე სარკეები ეკიდა.ერთ–ერთ მათგანში ჩავიხედე და ბავშვებს ვანიშნე,რომ მზად ვიყავი.

ჩეისის თქმის,ეგრედწოდებულმა შემოწმებამ კარგად ჩაიარა.
მისი ნასწავლი ილეთები,ბავშვებთან ერთად შეძლებისდაგვარად გავეკეთე.

რეპეტიცია 3 საათი გაგრძელდა.მე ნახევარი დრო ვიჯექი,მაგრამ იქ ყოფნა მაინც გვიანობამდე მომიწია.ძალიან მომწონდა მათი ცეკვის ყურებდა.ხასიათზე მოვყავდი მათ ენერგიულ სიმღერებს.
დასასრულს ჩეისმა მითხრა რომ ჰავაიზე წასვლამდე,კიდევ რამოდენიმეჯერ მომიწევდა იქ მისვლა.როგორც დანარჩნებმა ტანზე სწრაფად გამოვიცვალე და იქურობა მალე დავტოვე.
იმდენად დაღლილი ვიყავი,რომ ტაქსში ლამის ჩამომეძინა.ერთი სული მქონდა,როდის მივიდოდი სახლში და ჩემს წყნარ ოთახში,მშვიდად დავიძინებდი.
სახლთან მისულებმა,საჭირო თანხა სწრაფად გავუწოდე მძღოლს და მანქანიდან გადმოვედი.ვერ მივხვდი,რატომ გამოდიოდა ჩვენი სახლიდან სიმღერების ხმა.
იმდენად დაღლილი ვიყავი,რომ ტეის "მეგობრების შეკრება"საერთოდ აღარ გამხსენებია.ფრთხილად შევაღე ეზოს კარი და სახლისკენ ნელა წავედი.
ბასეინის მხარეს სინათლეები ანთებული იყო.მეც პირი ვიცვალე.მიახლოებაც კი  არ დამჭირვებია,ისე გავიგონე ბავშვების გაუთავებელი სიცილ–კისკისი.
როგორც ჩანს ტეის,მცირე შეკრების ნაცვლად გრანდიოზული ფართი გამოუვიდა.
უამრავი უცნობი სახე ირეოდა.ზოგი  ბასეინში,ზოგი შეზლონგზე,ზოგიც იქვე ბეტონზე წამოწოლილები.საცურაო კოსტიუმში გამოწყობილნი კოქტეილით ხელში, ხან ერთი ხან კი მეორე გოგო მივლიდა გვერდს.
ჯერ–ჯერობით ნაცნობს ვერავის შევხედე.ბევრი აღარ დავაყოვნე.გამოვბრუნდი და გაბრაზებული სახლში შევვარდი.
იქაც  სრული ქაოსი იყო.
შესასვლელი სავსე იყო ცარიელი ჭიქებით,რომელიც აქაიქ იყო მობნეული.სასტუმრო ოთახში,კი ტელევიზორთან 10 მდე ბავშვი წამოწოლილიყო და ფილმს უყურებდა
ძალიან გავღიზიანდი.თითქოს მოლანდება ვიყავი.ყურადღებას არავინ მაქცევდა.ჩემს სახლში თავს ისე ვგრძნობდი,როგორც რომელიმე წვეულებაზე დაუპატიჟებელი სტუმარი.გაბრუნებას ვაპირებდი,რომ კარებში ნასვამ ტეის შევეჩეხე.
იქნებ ამიხსნა აქ რა ხდება?
–რა გაყვირეებს–სახე შეეცვალა
ხელი მოვკიდე და სამზარეულოში ძალით გავიყვანე
–აქ რა ხდებათქო?–დავუყვირე
–წვეულებაა მაილი–ფეხზე ძვლივს იდგა
–წვეულება?მე უფრო იდიოტების თავყრილობას მაგონებს
–ეს იდიოტები ჩემი მეგობრები არიან–გამიღიმა და საჩვენებელი თითი გულთან მიიტანა
–სად არიან ნოა,ენდრიუ,ტაილერი ვინმე ნაცნობი?
–ყველა ბასეინშია.მაგრად ვერთობით–გაიცინა და სასმელი მოსვა
–ყოჩაღ!ძალიან მაგარია–უხეშად ვუთხარი და კიბეებიდან ჩამომავალ ორ გოგონას გავხედე
სტუმართა ნახევარს შენი საცურაო კოსტიუმები აცვიათ
–რა იყო მერე?ახლებს ვიყიდი

–საქმე ახლების ყიდვაში არაა ტეი.როდის მერე ასეა თავისუფლად ქცევის ნებას აძლევ უცნობ ხალხს
–აუუ არ დაიწყო.არ მაქ შენი თავი.წამოდი დალიე,გაერთე
–გავერთო?გაიხედეე ტეი.ასეთ სახლში როგორ დავიძინო?
–დილით დამლაგებლებს დავურეკავ.პრობლემა დახურულია,ვსვამთ–ხელები მაღლა აწია და გაიღიმა
–ყველა შენსდღეშია?–(ტაილერი,ენდრიუ,ნოა და დანარჩენები ვიგულისხმე)
–რავიცი,მე თავს მშვენივრაად ვგრძნობ–გაღიმებული სახით დატოვა სამზარეულო.გამწარებული მაგიდას მივეყრდენი.
ფიქრებში წავედი,როცა კიბეების ხმა გავიგონე.სწრაფად წამოვდექი და გავიქეცი.
ზუსტად მაშინ დავეწიე მაღალ,შავგვრემან გოგონას,როცა ჩემი ოთახის კარებს აღებდა.
უკაცრავად?–უხეშად ვუთხარი და შესვლა დავასწარი
–შენ მაილი ხო?–ისეთი ნასვამი იყო,ფეხზე ძვლივს იდგა
–ტეის გარდერობში საცურაო კოსტიუმი აღარ არის.შენსას ვერ მათხოვებ?
–ვერა–ნაგლურად გავუღიმე და ოთახის კარი ცხვირწინ მივუხურე.
აივნიდან ხმაური შემოდიოდა.რამოდენიმე წამით გავედი,ნოას და ჩარლის შევხედე.დანარჩენების ძებნა არც დამიწყია,ისევე ცივად დავბრუნდი ოთახში და კარებები მოვიხურე.
ძილის საშუალება რათქმაუნდა არ მქონდა.სიმღერის ხმა,ალბათ ახლა მხოლოდ მე კი არა,მთელს უბანს აყრუებდა.ვეცადე,თავი ამერიდებია ამ არეულობისათვის.
ყურსასმენები მოვიმარჯვე და ლეპტოპი ჩავრთე.
ნახევარი საათი შევძელი ყურადღება სხვა თემაზე გადამეტანა.მაგრამ გულს ის აზრი მიღრღნიდა,რომ მამისთვის მიცემულ პირობას ვარღვევდი.ტეის ასე თავისუფლად მოქმედების საშუალებას ვაძლევდი.
ბოლოს ვეღარ გავუძელი! სწრაფად წამოვდექი და ქვედა სართულზე ჩავედი.
გამიხარდა როცა სასტუმრო ოთახში უცხო ხალხის ნაცვლად ჩემი მეგობრები ტაილერი, ენდრიუ, ნოა,კლარისა,ჩარლი და ტეი დამხვდნენ.
ჩემი სიხარული არ შევიტყვე და ოთახში მიმოვიხედე.ყველამ თავისებურად გამოხატა ჩემი დანახვით მიღებული სიამოვნება.ისინიც ისეთი ნასვამები იყვნენ,როგორიც ტეი.
დავიხარე და მათი თანდასწრებით ნარჩენი ქაღალხდების და კოკაკოლას ბოთლების ალაგება დავიწყე.
–შენ სულ გაგიჟდი ჰო?–დამდგა თავზე ტეი და ბეჭზე მაგრად მომიჭირა ხელი
–რა იყო?–არც ამიხედავს ისე განვაგრძე წამოწყებული საქმე
–რას აკეთევ ვერ ვხვდები
–შემხედე და მიხვდები.არ მინდა,სახლი ასეთ მდგომარობაში დავტოვო.
–რა უხასიათოდ ხარ–ჩაერია ენდრიუ
–ნერვებს ნუ მომიშლით.მინდა და ცუდ ხასიათზე ვარ
–და ვერ გავიგე შენი ხასიათების გამო,ჩვენზე უნდა იყარო ჯავრი?–ფეხზე ვეღარ დგებოდა და ენდრიუს დაეყრდნო
–მოიცა და ჩემმა ცუდმა განწყობამ ვინმე შეაწუხა?
–კი მე მაწუხებს.ფართია,ჩვენი მეგობრები შევკრიბე.შენ კიდე როგორ იქცევი
–ტეი ჩვენი მეგობრები?–ცინიკურად ჩავიცინე და საუბრის ტონს ავუწიე–ჩვენი მეგობრები აქ არიან!დანარჩენებს კი ჯანდაბამდეც გზა ქონია.გარეთ ვინც არის ისინი მეგობრები კი არა,"პონტის მოყვარული ხალხი არიან"–ორივე ხელზე საჩვენებელი და შუა თითი ერთდროულად მოვხარე.

–კარგი იყოს ეგრე,მაგრამ არ გაქ უფლება ჩემი წვეულბა ჩაშალო
–არც ვაპირებ–ხელი გავაწევინე–თვითონაც არ იცი რას ამბობ.ამიტომ მოკეტე
–მოკვეტო?–ცინიკურად ჩაიცინა

და მოულოდნელად თვალწინ წარმომიდგა წლების წინ როგორ გვაზავებდა მამა,რომ ერთმანეთი არ დაგვეხოცა.
გეყოთ რა გოგონებო–შუაში ტაილერი ჩადგა–მაილი მართალია.ჯობს დავამთავროთ ეს წვეულება–დანარჩენებთან შედარებით ტაილერი საღ გონებაზე იყო
–არაფერსაც არ მოვრჩებით! დილამდე გავაგრძელებთ.ეს ჩემი წვეულებაა,მე ვერთობი.მაქვს უფლება ჩემს სახლში ის მივიყვანო ვინც მე მომინდება და ისეთი ფართი მოვაწყო როგორიც მე გამიხარდება.ალბათ ვერც ხვდები მაილი–ხელი მკრა–ალბათ ვერ ხვდები,როგორ შეიძლება ამდენი მეგობარი მყავდეს.საერთოდ თუ იცი მაგ სიტყვის მნიშვნელობა.–სიცილი დაიწყო.ძალიან მაღიზიანებდა მისი საუბარი და ვერც ხვდებოდა ისე მტკენდა გულს
–თუმცა საიდან გეცოდინება–თავისას აგრძელებდა–შენ ხომ მეგობრები არ გყავს!
–ტეი–ხმამაღლა დაიყვირა ნოამ და ფეხზე წამოდგა
–აცადე,აცადე გააგრძელოს–ცრემლები მომადგა–მეცოდები ტეი!
არაფერი მითქვამს ისე დავტოვე იქაურობა და ჩემს ოთახში ჩავიკეტე.
ვიცი ნასვამი იყო,თვითონაც არ იცოდა რას ამბობდა,მაგრამ დისგან ეს სიტყვები გულზე მომხვდა.ყველა ემოციამ ერთდროულად გაიღვიძა
"სიბრაზემ,სიყვარულმა,მონატრებამ'–სასწრაფოდ აიპადი ავიღე და ჩემს გოგონებს დავურეკე.
–მაიიილიიიიი–დაიყვირა ნუკიმ და თვალი ჩართო
ხმა არ ამომიღია.ცოტა ხანში ანიც შეუერთდა
–ჩემოო გოოოგო.რას შვები?
–არაფერს–საწყლად ვთქვი და ტირილი დავიწყე
–მაილიი რა გჭირს?–ერთდროულად შემეკითხა ორივე
–ძალიან მენატრებით–ცრემლების მოსაწმენდად საწოლზე წამოფარებული პლედი მოვიშველიე
ჩვეენც–ორივეს სახ მოეღუშა–კარგად ხარ?
–არააა.არ ვარ კარგად.აღარ მინდა აქ ყოფნა–ტირილის არ ვწყვეტდი.–ძალიან კარგია,ძალიან კარგ დროს ვატარებ,მაგრამ მე თქვენ მჭირდებით.ჩემი გოგონები მჭირდება.მინდა სულ გელაპააკოთ.მინდა სულ ერთად ვიყოთ.საათები ვერ ვძლებდით ერთად და ახლა? რამდენი წამი,წუთი,საათი და დღე უნდა გავიდეს უთქვენოდ?
ჩვენს შორის ცხოვრებაში პირველად,სიჩუმე ჩამოწვა.
ცრემლები ღაპაღუპით მოგვდიოდა.თითოეულ წვეთში დიდი ტკივილი და მონეტრება იღვრებოდა
–დაწყნარდი მაილი.ჩვენ მაინც სულ ერთად ვართ–ბოლოს ამოღერღა ნუკიმ
–ჩვენც ძალიან გვენატრები,მაგრამ სამუდამოდ ასე ჰო არ ვიქნებით?
–იმედია.....
როცა თითქოს სევდიანმა საუბარმა უკანა პლანზე გადაიწია,ანიმ გაკვირვებული სახით გამოიხედა
–მეჩვენება თუ სიმღერების ხმა გამოდის?
–გეჩვენება?უნდა ნახო რა წვეულება მოაწყო ტეიმ!
–რააა?რა მაგარია
–რა არის მაგარი!წვეულების კარდა ყველაფერია.სახლი ნამდვილ საღორეს გავს.ზრდასულ მოდელს,რომელსაც ძალიან სერიოზულ ხალხთან აქვს ყოველდგე კავშირი, მოსწავლეების დონის წვეულებებს არუნდა აწყობდეს.

–არ დაუშალე?
–არც ვიცოდი.რომ მოვედი სახლში სრული ქაოსი დამხვდა.როგორც ჩანს სასმელი ბევრი მოუვიდათ და ასეთი "გენიალური" ფართის მოწყობა დაგეგმა 15 წუთში. მოყარა ყველა,ვინც კი ოდესმე უნახავს კლუბებში
გოგოებმა სიცილი დაიწყეს
–კარგი არაუშაავს! როცა გამოფხიზლდება თვითონაც არ მოეწონება და აღარ გაიმეორებს
–იმედია!საშინელ ხასიათზე ვარ....
–ჩვენ აქ ვართ მაილი–სმაილი.კვლავ საშინელ ხასიათზე ხარ?–წარბები აათამაშა ანიმ
–არა/ახლა არა...

კარგა ხანი ვისაუბრეთ..ბოლოს კიდევ ვიტირეთ და აცრემლებული თვალებით დავშორდით ერთმანეთს.მათთან საუბარმა ცოტა დამამშვიდა.საათს დავხედე.ღამის 3 საათი სრულდებოდა.აიპადი გვერდით გადავდე და ყურსასმენები მოვიმარჯვე.
სიმღერის ჩართვას და დაძინებას ვაპირებდი,რომ ეზოსთან პოლიციის სირენის ხმა გავიგონე.
გიჟივით წამოვარდი და აივნის კარები სწრაფად გამოვაღე
არ შევმცდარვარ...პოლიციის ორი მანქანა ეზოსთან გაჩერდა.
ბასეინში მყოფ ბავშვებს დავხედე და უკან შევბრუნდი.
კიდევ კარგი რომ რამოდენიმე წუთი სიმღერები გამორთული ქონდათ,თორე ალბათ პოლიციის მანქანის ხმას ვერც გავიგებდი.
–ჰო უნდოდაა.და აი მიიღო–გაბრაზებულმა ჩავილაპარაკე და კიბები ჩავირბინე
სასტუმრო ოთახში შევვარდი.მინდოდა ტეისთვის ყველააფერი მეთქვა მაგრამ....
ნოას,ჩარლის,კლარისას,ტაილერს,ენდრიუს და ტეის ერთმანთზე მიწყობილებს ეძინათ.როგორც ჩანს,ფილმის ყურებამ ნასვამ მდგომარეობაში ძილი იცის.ძალიან დამაინტერესა რომელ ჭკუათმყოფელს მოუვიდა ახლა ფილმის ყურება აზრად?!
ჯასტინი ალბათ ბასეინში ერთობა–გავიფიქრე და ტელევიზორი გამოვრთე
–ტეიი.ტეი გაიღვიძე–ენდრიუ,კლარისა–ცალ–ცალკე მივდიოდი თითოეულთან და მათ გაღვიძებას ვცდილობდი.თვალებს გაახელდნენ და კვლავ ხუჭავდნენ
–ო,ღმერთო!!!–გაბრაზებული წამოვდექი,როცა მივხვდი რომ ბოლო ხმაზე ყვრილის აზრიარ ქონდა.
როცა გარეთ გავედი,2 პოლიციელი უკვე ბასინისაკენ მიდიოდა
უკაცარავაად!–დავიყვირე და მათკენ ნელი,დინჯი ნაბიჯით წავედი.ვაგრძნობიე,რომ ჩემთან საუბარი შეეძლოთ
–გამარჯობათ.ბოდიში რომ ასე შემოგეჭერით
–არა რას ამბობთ–მათ მივუახლოვდი
–მეზობლებმა დაგვირეკეს.როგორც ამბობენ ხმაურიანი წვეულება საღამოს 11 საათიდან არის და ძალიან შეწუხდნენ.მგონი დროა დაიშალოთ.თვითონ ტეი სად არის?სახლის მეპატრონე
–მე წვეულების სტუმარი არ ვარ,ტეის და ვარ.არამგონია ახლა მასთან საუბარი შეძლოთ,რაც შეეხება ბავშვების დაშლას,თქვენ თუ ამას შეძლებთ ნამდვილად არ შეგეწინააღმდეგებით
–ძალიან კარგი–თავი დააქნია ერთ–ერთმა–ყველაზე პრობლემატური უბანია.ძალიან ბევრი ვარსკვლავი ცხოვრობს,აღარ გვიკვირს შეეწხუებული უბრალო მოსახლეობა.მაგრამ რადგან ტეისთვის პირველი შემთხვაა,ჯარიმისგან თავს შევიკავებთ.
–დიდი მადლობა
–დაშალეთ–ხელისაწევით მოუხმო დანარჩენებს.
7ამდე პოლიციელი ეზოში შემოვიდა.ვანიშნე ბასეინისკენ წასულიყვნენ.ყურებმა დაისვენა,როცა სიმღერები გამორთეს.
ნელ–ნელა ეზო იცლებოოდა.მე იქ ვიდექი,გაუნძრევლად ორ პოლიციელთან ერთად.
–ლეიტენანტო,პრობლემაა–მოგვიახლოვდა,შავ ფორმაში გამოწყობილი დაბალი პოლიციელი
–რა ხდება?
–ბასეინთან წამალი ვნახეთ
–რააა?–გაკვირვებისგან ვერ მოვზომე და ხმამაღლა დავიყვირე
–დიახ.მცირე რაოდენობით,თუმცა ფაქტია ვიპოვნეთ
–ძალიან ვწუხვარ.სახლის მეპატრონე განყოფილებაში უნდა წავიყვანოთ–გადმოდგა წინ უფროსი ლეიტენანტი
მაპატიეთ მაგრამ წამალი ტეის არ ეკუთვნის.თვითონაც ნახეთ.ის სახლშია
–კი მაგრამ თქვენს ეზოში ვიპოვნეთ.მისი არ იყო,მაგრამ საჭიროა ერთი ღამით განყოფილებაში წავიყვანოთ
შეკამათებას ვაპირებდი,რომ უკნიდან ორი პოლიციელი დამდგა თავზე
–მოიცა,მოიცა რას აკეთებთ–უკან გავიხედე
–ნუ გვეწინააღდეგებით
–რას აკეთებეთ–დაბნეული მორჩილად გავშეშდი და უფლება მივეცი ხელებზე ბორკილები დაედოთ
წამობრძანდით
–ხელი გამიშვი–უხეშად ვუთხარი და ლეიტენანტს შევუბრუნდი
ასე არ შეიძლება.ამის უფლება არ გაქვთ–ძალიან ავღელდი.ვერც კი გავაცნობიერე რა მოხდა.
–მაილიი?აქ რა ხდება?–თითქოს მომეშვა,როცა ეზოში ჯასტინი შემოვიდა
–ეს რაღაც შეცდომაა ოფიცერო
–ჯასტინ ნუ ერევით!
–ჯასტინ აუხსენი რაიმე–გაბრაზებულმა ვთქვი
–თუ შეიძლება ცალკე დავილაპარაკოთ–მშვიდად თქვა ჯასტინმა.ლეიტანათთან ერთად ეზო დატოვა.მე ორი ზედმხედველი დამიტოვეს,ისე თითქოს დამნაშავე ვყოფილიყავი.ნელი ნაბიჯით კიბისკენ წავედი.ჩამოჯდომას ვაპირებდი.უკან გამომყვნენ
–გაქცევას არ ვაპირებ–ცინიკურად გავხედე მათ და იქვე ჩამოვჯექი
–რა დღე გეელის ტეი კოსტავა! რა დღე–ვფიქრობდი და სიბრაზით სახეზე ალმლმური მედებოდა.ეს წუთები საშინლად გაიწელა.წარმოვიდგინე რა დამემართებოდა განყოფილებაში რომ წავეყვანე.თან რის გამო..!!
ეზოში ჯასტინი შემოვიდა.უკან მოყვებოდა ოფიცერი,რომელიც შედარებით დაწყნარებული ჩანდა
–გაუხსენით ხელები–დაიყვირა და მეც ორ წუთში ბორკილები მომხსნეს
–იმედია ასეთი შემთხვევა კვლავ არ განმეორდება
–რათქმაუნდა–ეზოს კართან უცდიდა ჯასტინი მათ წასვლას.როცა მანქანების ხმა ნელ–ნელა მიყრუვდა შემობრუნდა და ჩემსკენ წამოვიდა.
–როგორ ხარ
–ცუდად–სწაყლად ვთქვი და სულელივით აქეთ–იქით ვიწყე ყურება.თვალებს ვერ ვუსწორებდი

–მადლობ!
–სამადლობელი არაფერია.
–ძალიან შემეშინდა
ნელ–ნელა მიახლოვდებოდა.
–არაუშავს.ეს ლოსანჯელესია.აქ ყველაფერი ხდება
ის ისეთი თვალებით მიყურებდა,როგორც ადრე.ისევე თბილი მზერით და მზრუნველი გამოხედვით.მინდოდა რამოდენიმე ნაბიჯი სწრაფად გადამედგა და ძალიან მაგრად ჩავხუტებოდი,მაგრამ ვერ გავბედე.
თვალი ერთ წერტილს მივაშტერე.
მაპატიე.
–ჯასტინ–თავი უსიამოვნოდ გავაქნიე
–მაილი მაპატიე.
–ჯასტინ ძალიან გთხოვ–დღეს იმდენაც ემოციური დღე მქონდა ცრემლების შეკავება ვერ შევძელი
–არა მე გთხოვ.გთხოვ მაპატიო ყველაფერი.ყველაფერი რაც დაგიშავე,ყველა სიტყვა რომლითავ გული გატკინე.მომეცი საშუალება ყველაფერი აგიხსნა.დაგიჩოქო.გინდა?არა მართლა დავიჩოქები და ისე გთხოვ–ორ წამში ორივე მუხლი მოხარა
–ჯასტინ,ფეხზე ადექი–ახლოს მივედი და სიცილით წამოყენება დავაპირე
–არა,ჯერ მითხარი რომ ყველაფერს მპატიობ.
–ჯას–წამოვაყენე
-swaggie,მპატიობ?
–ახლა ვერაფერს გეტყვი.ნუ სარგებლობ ჩემი მდგომარეობით
–მორჩა,მორჩა არაფერს ვამბობ.–სახე დაუსერიოზულდა–გეფიცები,არც მიფიქრია რომ მდგომარეობით მესარგებლა

–ვიცი,ვიცი–სწრაფად მივაყარე სიტყვები ერთმანეთს და მისკენ რამოდენიმე ნაბიჯი გავადგი.
თვალს არ მაცილებდა.მის მზერას ვეღარ გავუძელი და ძალიან მაგრად ჩავეხუტე.
ხელები მომხვია და გულთან უფრო მაგრად მიმიკრა.
თითქოს ყველაფერი ერთიანად დატრიალდა.თითქოს ყველაფერი ერთწამში შეიცვალა.თითქოს გულში რაღაცამ გაიღვიძა.თითქოს თვალების გახელისას,ყველაფერი თავიდან დაიწყო........
–შენ რა ტირი?–ნიკაპზე ხელი შემახო და თავი ამაწევინა
–ყურადღებას ნუ მომაქცევ.უიღბლო დღე მქონდა–გავიღიმე
–დანარჩენები სად არიან?
–ყველა ერთად სასტუმრო ოთახში...
–არაფერი გაუგიათ
–საერთოდ არაფერი.მეგონა შენც აქ იყავი.ვიფიქრე,ნასვამი იქნებოდი გოგონებით გარშემორტყმული–ჩამეცინა
–არა.მე მალე წავედი.თავიდანვე არ მომეწონა წვეულების იდეა,მაგრამ მე ერთი ვიყავი.ისინი კი შვიდნი :დ რას გავაწყობდი
–მართალია
–ეს მზერა მომენატრა...
–მაპატიე ის სიტყვები,რაც ბოლოს გითხარი–ჩემთვის პატიების თხოვნა ძალიან რთული იყო.–თუმცა რაც გითხარი ყველაფერი ტყუილი არ ყოფილა
–ვიცი და ღირსიც ვარ.
–კარგი ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ
–კარგი Swaggie-კვლავ თავისკენ მიმიზიდა და შუბლზე მაკოცა
სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა.თითქოს ვიგრძენი,რომ კვლავ ცოცხალი ვარ ) 


ძალიან დიდი ბოდიშით დაგვიანებისთვის )) 
iმედია მოგეწონათ.აუცილებლად დააკომენატრეთ და ვეცდები მალე დავდო ** 
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1603 | დაამატა: holy♡queen | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 271 2 3 »
2013-06-04 Spam
dzaaaaaaaan magariaa!! <333maleee <33