მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მაისი » 19 » Party In The U.S.A./17
9:13 PM
Party In The U.S.A./17
დიდი მადლობა წინა თავზე ასეთი თბილი კომენტარებისთვის**

–საჭირო არ არის..შეგიძლია პირდაპირ მითხრა
–ალბათ,იმიტომ რომ მივხვდი....–თვალი ამარიდა
–როგორ მაბნევ ჯასტინ–გაბრაზებული შევუტრიალდი
მივხვდი,რომ ჰავაიზე რაც გითხარი,ვიჩქარე.ახლა კი არ ვიცი როოგორ გამოვასწორო ჩემი საქციელი.–ამ სიტყვების გაგონებაზე ყელში რაღაც მომაწვა.ემოციებს რომ ავყოლოდი გულიანად ვიტირებდი,მაგრამ არ მივცემდი საშუალებას ასე მომქცეოდა.
როგორც ჩანდა მან კარგად ვერ გამიცნო..
–ანუ იჩქარე–ცინიკურად ვუთხარი და ყალბად გავუღიმე–ძალიან მრცხვენია რომ ახლა შენს გვერდით ვდგავარ.როგორც ჩანს ბოლომდე ვერ გავაცნობიერე,ვისთან ვიყავი მთელი ამდენი ხნის განმავლობაში.ნამდვილად არ მეგონა,თუ შენი გრძნობების აღიარების შეგეშინდებოდა–თვალს არ ვაშორებდი და ამ სიტყვებს მთელი სიმკტიცით წარმოვთქვამდი.ეს ის შემთხვევა იყო,როცა წინასწარ არ მქონდა განსაზღვრული რას ვეტყოდი,რას გავაკეთებდი,რისგან შევიკავებდი თავს.რადგან ახლა ვამბობდი ყველაფერს,რაც გულიდან მოდიოდა,რასაც ჯასტინი ჩემგან იმსახურებდა...
–ჩემი გრძნობების აღიარების არ მრცხვენია მაილი–ხმას აუწია–უბრალოდ ვიჩქარე.მეგონა ჩემთვის მეგობარზე მეტი იყავი.
–ძალიან კარგი რომ შენთვის მეგობარზე მეტი არ ვყოფილვარ.მიხარია,რომ შენი გრძნობები,რომელზეც მითხარი ყალბი აღმოჩნდა,და იცი რატო?მე მათზე არასდროს გიპასუხებდი.არადა სიმართლე გითხრა უიმედოდ შეყვარებული ბიჭები,გულზე არ მეხატება
–შეურაწყოფილი ვარ))–ცინიკურად გაიღიმია
–რას ვიზამ.უბრალოდ იცოდე,რომ ჩვენ ამის მერე მეგობრები ვეღარ ვიქნებით.შენ ყველაფერი გააფუჭე.ჩვენი მეგობრობა დაანგრიე.ვერც კი წარმოიდგენ როგორ მეჯავრები ჯასტინ ბიბერ! ერთადერთი რაც დაგრჩენია,ესაა რომ ჩემი ცხოვრებიდან სამუდამოდ გაქრე.ისე თითქოს აქამდე არც არაფერი გვაკავშირებდა.გაქრი,შემეშვი გაიგე?–ემოიცები მომაწვა.თავი ვეღარ შევიკავე და ცხელ გულზე,რასაც ვფიქრობდი პირდაპირ,დაუფარავად ვუთხარი.
ადგილიდან,არ გარყეულა.რამოდენიმეჯერ უცნაურად შემოვალო თვალი
თითქოს დარწმუნდა,რომ ამ სიტყვებს ნამდვილად მე ვამბობდი.
სასაცილოდა.გასაკვირი აქ არაფერი იყო.
თუ ვერ ხვდებოდა,რომ ჩვენი მეგობრობა აღარ შედგებოდა,მაშინ ძალიან სულელი ყოფილა
თვალს არ ვაშორებდი.მის თითოეულ მიმიკას ვაკვირდებოდი.
უაზროდ მომაშტერდა.
–ასე ვერ მომექცევი.–ჩუმად ჩაილაპარაკა
-დარწმუნებული ხარ?
–ახლა არ იცი რას ამბობ.დავივიწყოთ ეს დიალოგი,ახლა არ ვარ ამის განწყობაზე და რამოდენიმე დღეში დავილაპარაკოთ..
–მესმის შენი რთული მდგომარეობა–ოდნავ მოვლბი.–მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას,რომ ჩვენი საუბარი გადაიდება,ის არ შედგება.ნუ ცდილობ გამაღიზიანო.თემა დახურულია–ზიზღით ჩავილაპარაკე და კიბის თავში მდგომ,ახალგაღვიძებულ ჟასმინს ავხედე..
უცნაური მზერით გვიყურებდა.მიუხედავად იმისა,ვიცოდი როგორ ენატრებოდა მისი ძმა,ადგილიდან არ გარყეულა.სწრაფად ავირბინე კიბეები და მასთან ჩავიმუხლე.
–ჩანთა უკვე ჩაგილაგე–ვუთხარი და სახიდან თმა გადავუწიე–ახლა კი შეგიძლია სახლში დაბრუნდე,შენს ძმასთან ერთად
–თქვენ იჩხუბეთ?
თვალი ჯასტინისკენ გამექცა,რომელიც ნელ–ნელა გვიახლოვდებოდა
–არა პატარა.შენ ზედმეტად ჭკვიანი ხარ,იმისთვის რომ ასეთ უაზრობაზე მოგიყვე–ეს სიტყვები ჟასმინის კი არა,მისი ძმიასდმი უფრო იყო მიმართული.
წამოვდექი და ოთახიდან ჩანთის გამოსანატად წავედი.მონატრებული და–ძმა ერთმანეთს გადაეხვია...
ჯერ კიდევ აღელვებული ვიყავი,ჩანთას და სათამოშოებს ხელი დავავლე და ჟასმინთან გავედი.ჯასტინიც მასთან ერთად იყო,კიბის თავში ჩამომსხდრნი რაღაცაზე საუბრობდნენ.
ჟასმინს გვერდით მივუჯექი და ფეხზე ჩავაცვი.
ვგრძნობდი ჯასტინის დაჟინებით მზერას,მაგრამ მისკენ არ ვიხედებოდი.თავი ამაყად ავწიე და პატარას გადავეხვიე.
–ჰო მოხვალ ჩემთან?
–რათქმაუნდა–გავუღიმე და კვლავ ვაკოცე
ჯასტინი ფეხზე წამოდგა.მეც წამოვდექი.
ჟასმინმა სწრაფად ჩაირბინა კიბეები.ჯასტინი ჯერ კიდევ ჩემს გვერდით იდგა,ჩანთით ხელში,.
მაილი
–კარგად იყავი–თვალებში არ ვუყურებდი
–ვიცი,რომ ასეთი არ ხარ.
-ასეთი როგორი?–ერთ წერტილს მივშტერებოდი
–ძალიან გთხოვ–ხმაში სისუსტე შეეპარა
–ასეთი როგორი?–მკაცრი მზერა,პირდაპირ თვალი–თვალში გავურჭვე
თავი უსიამოვნოდ გაქნია
–არ მჯერა რომ ჩემს წინ მაილიი დგას

თვალებზე ცრემლები მომადგა.
–უბრალოდ ერთმანეთს კარგად არ ვიცნობთ.
ჩვენი პრობლემა ისაა,რომ ჯერ დავმეგობრდით.ერთმანეთი კი მოგვიანებით გავიცანით.ყველაფერი პირიქით მოხდა.აი ეს არი ჩვენი უთანხმოების მიზეზი.კარგად რომ მიცნობდე,გეცოდინებოდა:ადამიანებს,არ ვაძლევ საშუალებას გული მატკინონ.ამას ძალიან ძნელად ვივიწყებ,ამის გამოსწორება ძალიან რთულია.შენ კი შენს ნებაზე ვერ მოიქცევი ჯასტინ.არ შემიძლია შენს გრძნობებს ავყვე,რომელიც ხან ნამდვილია ხან კი საერთოდ არ არსებობს.იქნებ ჩემმა მაგალითმა გასწავლოს,ცხოვრებაში რაღაც.თუნდაც,ის რომ ჯერ კარგად დაფიქრდი და შემდეგ თქვი.იქნებ ეს შედეგი,მაინც გამოიღოს ჩვენმა ორთვიანმა ურთიერთობამ.
-კარგად ჯასტინ
უკან მოუხედავად ავუარე გვერდი.ნაცნობმა სურნელმა,გადატრიალბა მოახდინა ჩემს გულში.არ მინდოდა წასვლა,არც ამ სიტყვების თქმა მინდოდა.მაგრამ გონება,არ მაძლევდა საშუალებას მეღალატა პრინციპებისთვის და მასთან ურთიერთობა,ჩემს თავმოყვარეობაზე მაღლა დამეყენებინა.ოთახის კარები მაგრად მივაჯახუნე და საწოლზე პირქვე დავემხვე.
ვიცოდი,რომ სამუდამოდ ვერ დავშორდებოდით.ჩვენ გვყავდა საერთო სამეგობრო წრე,პეტი და ახლა უკვე ჟასმინი.რთულია ამ ყველაფრის დავიწყება,მაგრამ დროებით საჭიროა.ვერ წარმომედგინა,ჯასტინის გარეშე როგორი იქნებოდა ამერიკაში გატარებული,რომელიმე დღე.
რაც უფრო მეტად ვბრაზობდი,მით უფრო მეტად ვრწმუნდებოდი როგორი დამოკიდებული ვიყავი მასზე.მის გარეშე არაფერს წარმოვადგენდი.მას კი თავისუფლად შეეძლო ცხოვრების გაგრძელება მაილის გარეშე.როგორც თვითონ თქვა,უამრავი მეგობარი ყავს დაკარგული,როგორმე ჩემთან განშორებასაც გადაიტანს...
კარებზე ტეიმ დააკაკუნა.
–გავიგონე რაც უთხარი.
თავი წამოვწიე.
–ჰო მართალი ვარ?

–როგორც ყოველთვის–გამიღიმა და გვერდით დამიჯდა.–ასე ჯობს,ორივე გაერკვევით საკუთარ თავებში
–მე გასარკვევი არაფერი მაქვს.თვითონ გაერკვას–აამაყად წარმოვთქვი
ტეის გაეცინა
–ცდები პატარა,შენც ბევრი რამ გაქვს გასარკვევი
–ტეი–უცნაურად ავხედე.
–უბრალოდ დაფიქრდი.რავიცი,რავიცი.მეგობარი,ემაზე ასე ძალიან არ იეჭვიანებდა.აიიი ჯასტინზე შეყვარებული ადამიანი კი...
ფეხზე წამოვდექი
–უკვე მეორედ მეუბნები მაგას.არ მიყვარს ჯასტინი.არ დაიწყო ახლა სიყვარული სირცხვილი არაა,მე და ტაილერს შემოგხვედეო და ასე შემდეგ
–გაეცინა–არ ვაპირებდი მაგის თქმას.უბრალოდ ტაილერისგან ჯასტინზე ბევრი ვიცი .თუ მაშინ გირჩევდი,რომ შენი გრძნობები არ დაგეფარა,ახლა საპირისპიროს გეუბნები.არ მინდა ჯასტინი შეგიყვარდეს.არ მინდა გული გატკინოს.ვერ ავიტან ჩემ დას,მექალთანე ბიჭის გვერდით
–რათქმაუნდა...თუ ოდესმე ჩვენი ურთიერთობა აღდგება,ამ ურთიერთობის სახელი აუცილებლად "მეგობრობა",ან უბრალოდ "ნაცნობობა" იქნება...

 ***
მეორე დღეს 1 საათი იქნებოდა,რომ გამეღვიძა.აბაზანა მივიღე,საწოლი გავასწორე,ტანსაცმელი ჩავიცვი და ქვემოთ ჩაავედი.ჩემი და სახლში არ იყო.
დღეს არ მქონდა არანაირი გეგმა,ერთადერთი რაც შემეძლო ის იყო რომ დამერეკა კლარისასთვის და ყველაფერი მომეყოლა.
შუადღეზე კლარისა უკვე ჩემთან იყო.ძალიან ბევრი ვისაუბრეთ მომხდარზე.
როცა ყველაფრის მოყოლას მოვრჩი,ვთხოვე რომ ჯასტინი აღარ ეხსენებინა.
საღამოს ტეიც შემოგვიერთდა,ნოასთან  ერთად.
ბოლოს კი კლუბში წასვლა გადავწყვიტეთ,იქ სადაც აქამდე დავდიოდით ხოლმე.

–დავლიოთ რაა–ვთქვი,როდესაც ოთხივე ერთად კლუბში შევედით

–რათქმაუნდა.დავლიოთ–გამომხედა ნოამ
სასმელი ვიყიდეთ,და ბოლო მაგიდას მივუჯექით.როგორც ყოველთვის აქ საშინელი არეულობა იყო.ამ ადგილმა ამჯერად ნიკი გამახსენა.გამიკვირდა,რომ აქამდე მასზე არც მიფიქრია.მერამდენჯერ უნდა მატკინონ გული?–გავიფიქრე ჩემს თავზე ნაწყენმა და მე–6 ჭიქა სწრაფად გადავკარი
–ამდენს ნუ სვამ–თავი გამოიჩნა ტეიმ
არ დაიწყოო–თვალები გადავტრიალე
–დეივიდს შევპირდი,წამოსვლამდე რომ არ დავლევდით–გაიცინა
დეივიდთან არ გამცე–გავუღიმა და ამჯერად მე–7 ჭიქა გადავკარი.

საცეკვაოდ წამოვდექით და ოთხივე ხალხს შევერიეთ.გოგონები თვალთახედვიდან დავკარგე.შუაგულისკენ წავედი და ცეკვა მარტომ დავიწყე.
არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი იქ...როცა უკვე თავის კონტროლი აღარ შემეძლო,გასასვლელისკენ წასვლა დავაპირე.ვგრძნობდი,გარშემომყოფებისგან უხეშ,უაზრო და არაფრისმთქმელ გრძნობას.ვიღაცამ წელზეც კი მომხვია ხელი,რომ იქ დავრჩენილიყავი.ნელა გავაშვებინე და სიარული განვაგრძე.ახლა მასთან კამათის თავი არ მქონდა.
მოულოდნელად ბეჭზე ვიღაცის ხელი ვიგრძენი.მაგრად მომიჭირა და თავისკენ მიმიზიდა.ცალი თვალით ავხედე ენდრიუს,რომელიც გაბრაზებული მიყურებდა.
ენდრიუუუ–გავიღიმე და გადავეხვიე
რა კარგ ხასიათზე ხარ..
–ცუდზე რატომ უნდა ვიყო?
–იმიტომ,რომ სახლში წასვლის დრო მოვიდა.მომინდომეს გოგონებმა,ჩვენს გარეშე დალევა.
–არ მინდა წამოსვლა.წამოდი ვიცეკვოთ
–აუცილებლად–არც შემოუხედავს ისე დამავლო ხელი და გასასვლელისკენ წამათრია
–რა უხეში ხარ–უსიამონვოდ ავხედე და ხელი მაჯაზე მოვისვი.
არ ვარ უხეში.შენზე ვზრუნავ.
–გოგონები სად არიან?
–მანქანამდე მიიტანა სამივე ტაილერმა
–ახლა მე უნდა მიმიტანო?–გავუღიმე და წავრბაბაცდი
–მომიწევს–გამიღიმია–მომენატრე ძალიან.თუმცა ამის თქმას რა აზრი აქვს,ხვალ არ გემახსოვრება :დ–ხელი მომკიდა.კიბეები ერთად ჩავირბინეთ.მანქანის კარი გამოაღო და ხელით მანიშნა ჩავმჯდარიყავი
–გოგონეეებო–დავიყვირე,ისე თითქოს საუკუნეა ერთმანეთი არ გვინახავს.
ენდრიუ წინ დაჯდა,საჭესთან ტაილერი იჯდა.ჩვენ ოთხნი კი უკან ვიყავით ჩაკუჭულები.
ნასვამები უაზრო რაღაცეებს ვიძახდით,ვმღეროდით და ვიცინოდით.
ასე გაგრძელდა,მანამ სანამ სახლამდე არ მივაღწიეთ...
მის მერე არ მახსოვს არაფერი,სანამ დილით საწოლიდან გადმოვარდნამ არ გამაღვიძა
–ShiiiiiiT-დავიყვირე და თავვი წამოვწიე.ერთ საწოლზე ვიწექით,მე,ნოა ტეი და კლარისა.
–ახ თავიიი–უსიამოვნოდ წარმოვთქვი
გეტიკნება,ისეთი ნასვამი იყავიიი–გავიგონე ენდრიუს ხმა,რომელიც კარებს ბეჭით მიყრდნობოდა და მიყურებდა

–აქ ხარ?–გამეცინა–რა მოხდა გუშინ?
–რა მოხდა კი არა,რა მოხდებოდა ტეის ტაილერისთვის რომ არ მიეწერა.:დ როგორც ჩანს ყველაზე ნაკლები მან დალია.
–ალბათ–წამოვდექი .ისიც ჩემსკენ წამოვიდა
ერთმანეთს გადავეხვიეთ
–ძალიან მომენატრე–სახიდან თმა გადამიწია.
–მეცც–გავუღიმე მკერდზე დავადე თავი.
–რაღაც უნდა გითხრა,უბრალოდ მინდა რომ იცოდე
–თუ ჯასტინზე აპირებ რაიმეს თქმას,აზრი არ აქვს–გადაჭრით ვუთხარი და თავი წამოვწიე

–არა.ჰო გითხარი უბრალოდ მინდა იცოდეთქო
–კარგი–გავუღიმე
ამ მოკლე ხანში ძალიან შემიყვარდი.ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებთ.როცა შენ და ჯასტინს შორის რაღაც უთანხმოებაა,არ უნდა ნიშნავდეს იმას,რომ ჩვენს შორისაც მოხდეს რაიმე განხეთქილება.ორივე ჩემი მეგობრები ხართ,არ ვაპირებ რომელიმეს მხარე დავიჭირო.უბრალოდ იცოდე,რომ ჩემი იმედი შეგიძლია ყოველთვის გქონდეს.
–მადლობა ენდრიუ–გავუღიმე–მეც ძალიან მიყვარხარ
კარგა ხანი ვიყავით ასე.
–წყალი გადაივლე,მოწესრიგდი.ესენიც გააღვიძე.მე და ტაილერი ქვემოთ დავიცდით.
–კარგი.–მორჩილად გავედი სააბაზანოში.

გოგონები გავაღვიძე.ძალიან ბევრი ვიცინეთ,როდესაც გუშინდელი გავიხსენეთ.ტეიმ ნოა თავის ოთახში გაიყვანა,კლარისას კი შევთავაზე აეღო ჩემი გარდერობიდან,რაც ენდომებოდა..მოვწესრიგდით და ქვემოთ ჩავედით.
ტეი და ნოა უქვე იქ იყვნენ.
–ცოტა ხანში ჩარლიც მოვა და ჩვენი მეგობრული წრეც შეიკრება–თქვა ნოამ და ტაილერს დაეჭყანა.
ჯასტინიც,რომ იყოს უფრო სრულყოფილი წრე იქნებოდა–გაიცინა ტეიმ და ტელევიზორი ჩართო.ისე წამოვდექი თითქოს მისი ნათქვამი არ გამიგონია.
–ჩარლის მოსვლამდე,რაიმეს მოვამზადებ))
–კარგი აზრია–ჩემკენ გამოიქცა ნოა
დაგეხმარო?
–როგორ გინდაა.თუ გეხერხებააა
–არაა ეგ სამზარეულოში საშიშია–წამოვარდა ტეი ფეხზე–აქ დარჩეს
სიცილი დავიწყეთ ყველამ
–კარგი,მარტო მე წავალ...

როგორც ყოვეელთვის სამზარეულოს მოვერგე.საუზმის კეთება დავიწყე.იმდენად დიდ სიამოვნებას ვიღებდი ამ საქმისგან,თითქოს სულიერად დავმშვიდდი,
ცოტა ხანში ჩარლის მოვიდა..

საუზმემ ძალიან მხიარულად ჩაიარა.როგორც ყოველთის კომლპიმენტები მივიღე ბავშვებისგან,რომ ყველაფერი ძალიან გემრიელია.ბევრი ვისაუბრეთ,ბევრიც ვიცინეთ.
ძალიან მომწონდა მათთან ერთად ყოფნა.ვხვდებოდი,რომ ისინი მართლა ჩემი მეგობრები იყვნენ.მეგობრები,რომელთა იმედიც ყოველთვის შეიძლებოდა მქონოდა.

ასე გავიდა ორი კვირა.
 ჯასტინი მთელი ამ ხნის განმავლობაში არ მინახავს.მივხვდი,ტყუილ–უბრალოდ მეგონა,რომ ჯასტინის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა აქაური ცხოვრება.მის გარეშე დავდიოდი კლუბებში,,მის გარეშე დავყვებოდი გოგონებს საყიდლებზე,მის გარეშე ვხვდებოდი ნოასთან და ტეისთან ერთად პაპარაცების ყურადღების ცენტრში.ერთი სიტყვით მის გარეშე ვატარებდი ყოველ დღეს.
ჩაზს ვეკონტქატებოდი.როდესაც ჯასტინი სახლში არ იყო,პეტისთან და ჟასმინთან დავდიოდი.
გარდა ამისა,ნოემბერიც იწურებოდა...დეკემბერი და სწავლას ვიწყებდი)
ამ თვეში განსაკუთრებულს არაფერს ვგეგმავდი.
ახალ წელს ჩემს მეგობრებთან ერთად შევხვდებოდი.
არ მომწონდა,რომ ამ წელს ნუკი,ანის და თოვლის გარეშე უნდა შევხვედროდი,მაგრამ ამ აზრსაც ნელ–ნელა ვეგუებოდი))

გათენდა 1 დეკემბერი )) ლოსანჯელესისთვის ერთი ჩვეულებრივი თბილი დღე.
ფარდები გადავწიე და სასვე ბასეინს დავხედე.
ამ დროს თბილისში ჩვეულებრივ თოვს ხოლმე..
ფიქრებში წავედი,როცა რელაობაში მობილურის ზარმა დამაბრუნდა
გისმენთ–უცნაური ხმით ვუპასუხე,როცა ნომერი მეუცხოვა
–მაილი დილამშვიდობის
–დიალმშვიდობის
–ალბათ გახსოვარ,მე შენონი ვარ ჯასტინის მენეჯერი
–აჰჰ,შენონი დიაახ–უღიმღამოდ გავიღიმე,ჯასტინის სახელის ხსენებაზე
–დღეს საღამოს 6 საათზე არის  შეკრება კლიპთან დაკავშირებით
–კლიპიი,ვის გაახსენდა–გავიფიქრე და სმენად ვიქეცი
–რა შეკრება,ვერ მივხვდი
–მთელი გადამღები ჯგუფი,მოცეკვავეები.ყველა იქ იქნება,კლიპის გადაღების ზუსტ თარიღზე შეთანხმდებიან.
–კარგი 6 საათზე.სად მოვიდე?
–ჯასტინის სტუდიაში
–კარგი.
გავუთიშე და მობილური საწოლისაკენ მოვისროლე.

6 საათისთვის უკვე მზად ვიყავი.

–რას შვები?კიდე ვერ დაასრულე თმის გაკეთება?–ოთახში კლარისა შემოვარდა
–კიკი მზად ვარ.
–სწრაფად.6 საათი არი უკვე.
–აუ დამაგვიანდა.სირცხვილია ხო?
–რას მეკითხები–გაიცინა–სირცხვილია,აბა რა არის
–ანუ დარწმუნებული ხარ,რომ კონტრაქტის გაუქმება არ შეიძლება?
–დარწმუნებული ვარ–ჩანთა მომაწოდა და დამაჩქარა
–კარგი,კარგი–უსიამოვნოდ ჩავილაპარაკე და კიბეები ნელა ჩავიარე.

ქვემოთ ტეი მელოდებოდა მანქანით...გზაში საცობები შეგხვდა და შეხვდრაზე 45 წუთი დავაგვიანე.
სტუდია,დიიდი შენობის მე–10 სართუზლე იყო.აქ ადრეც ვიყავი ნამყოფი,მაგრამ აქაურობა კარგად არ მახსოვდა.შესასვლელში შენონი შემომეგება.

–ახლა ვაპირებდი შენთან დარეკვას.როგორ ხარ?–ერთმანეთს გადავეხვიეთ
–რავიცი.ძალიან დამაგვიანდა ჰო?
–კი–საწყალი თვალებით ავხედე და ლიფტში შევედი.
–მეც მოვდივარ–ლიფტის კარები ხელით შეაჩერა,სასიამოვნო აღნაგობის გოგონამ

–თქვენ მაილი ხო?
–დიახ.–გავუღიმე
–როგორც იქნა გაგიცანით.თქვენთვის არ უთქვამთ,რომ შეხვედრებზე რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია 45 წუთი არ იგვიანებენ?–ამ სიტყვებს არ ველოდი,და მოულოდნელობისაგან დავიბენი.
ეს ვინ არი?–ჩუმად შევეკითხე შენონის
–მერლინი.ჯასტინის მეორე მენეჯერი
–მერლინ–ხმამაღლა  წარმოვთქვი–ისეთი დაბალი წრის ხალხს,რომელსაც არაფრის გაეგება ელიტის,შეხვედრებზე 45 წუთი და ზოგჯერ უფრო დიდიხანიც აგვიანებენ
–სამწუხაროა–ცინიკურად გაიღიმა–იმედია ეს აღარ განმეორდება
მასთან კამათის თავი არ მქონდა.შენონმა უსიამოვნოდ გახედა მერლინს.როგორც ჩანს,მათ შორის იყო რაღაც სახის კონფლიქტი.რთულია,როცა ორი ადამიანი ერთის მენეჯერია.მათ შორის გამუდმებით იქნებოდა კონკურენცია.

ლიფტიდან გამოსული,იმ ოთახისკენ წავედი რომლისკენაც შენონმა მიმითითა.
კარზე სამჯერ დავაკაკუნე და ფრთხილად შევაღე.
ოთახი სავსე იყო.
–მობრძანდით ქალბატონო–ვერ ვიტანდი ასეთ ოფიციალურობას
–მაილი–გავუღიმე და ნელ–ნელა წინ წავედი.
შუაში დიდი მაგიდა იდგა,რომლის ირგვლივაც შევხედე რამოდენიმე უცხო სახეს,ასევე რეჟისორსა და სცენარისტს.
–დაგვიანებისთვის ბოდიშს ვიხდი–მითითებულ საკმზე ჩამოვჯექი.

უკნიდან ვერ მივხვდი,რომ ადამიანი ვის გვრდითაც დავჯექი ჯასტინი იყო...

ძალიან დიდი ბოდიშით დაგვიანებისთვის )) 
მართლა არ მქონდა დრო..
შეიძლება ასეთი დიდი დაგვიანება,უკეთესს თავს იმასუხრებდა,
მაგრამ ამ მოვლენებს ვერ დავაჩქრებდი))
იმედია მოგეწონათ.აუცილებლად დააკომენატრეთ და ვეცდები მალე დავდო ** 
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1662 | დაამატა: holy♡queen | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 261 2 3 »
2013-05-26 Spam
აუფ ეს ინტრიგები :დ
მალე დადე რაა :**