–ჯასტინი მიყვარს–ეს სიტყვები უხმოდ,მაგრამ მკაფიოდ წარმოვთქვი...
თვალზე ცრემლები მომადგა..დაუძლურებული სკამზე ჩამოვჯექი და კიდევ ერთხელ,გავხედე ჩემს ანარეკლს,რომელიც ესეოდენ უცხო გახდა ჩემთვის....
–აააააა,რა მაგარი იყაავი–გიჟივით შემოვარდა შენონი და გადამეხვია
–მადლობა შეენ–გავუღიმე და ხელები წელზე მოვხვიე
–ეს,ეს ყველაფერი ისეთი მაგარი იყო..მეგონა მართლა ხდებოდა,რაღაც ფილმის გადაღებებზე მეგონა თავი
–მიხარია..ჩემი დავალებაც ეგ იყო,რომ მეთამაშა "შეყვარებული გოგო"–ყალბად გავიღიმე და თვალი ავარიდე.
–შენონ–ამ ხმის გაგონებაზე ტანში ჟრუანტელმა დამიარა
შენონი შეცბა და კარი სწრაფად გამოაღო
–დიახ ჯასტინ–ორ წუთში ოფიციალურ ქალბატონად იქცა,რომელსაც არ ავიწყდებოდა თავისი საქმე..
კარგად ვერ გავიგონე ჯასტინმა რა უთხრა,რადგან ამით არც დავინტერესებულვარ.
სარკეში კვლავ ჩავიხედე და თმა გავისწორე.
ჩემი ჩანაფიქრი გამართლდა.კარები ჯასტინმა შემოაღო
–აქ რას აკეთებ?
–არაფერს–აღელვებულმა ძალით გავიღიმე
–წამოდი.ყველა გარეთ ვართ...რამოდენიმე წუთში საღამოს გადაღებები დაიწყება
–მე ხომ აღარ ვარ საჭირო
–არა,მაგრამ მეგონა გაინტერესებდა...–ცოტა ხანი გაჩუმდა და მომაშტერდა–ძალიან მაგარი იყო..უფროსწორად მაგარი იყავი–გაიცინა და თავი დაბლა დაწია
–მადლობ.კომპლიმენტად მივიღებ–ცალი ხელით მაგიდას დავეყრდენი
–რა გჭირს?რაღაც აღელვებული ჩანხარ
–მეე?არაა.უბრალოდ გადავიღალე.სასტუმროში დავბრუნდები
–დარწმუნებული ხარ?–რამოდენიმე ნაბიჯი გადმოდგა და მომიახლოვდა
–ჰო ალბათ საჭმელმა მაწყინა..მუცელი საშინლად მტკივა–"საქართველოს დასში მიღებული გამოცდილება დამეხმარა,მემუშავა კამერებთან და მომეტყუებია ჯასტინი"
–ექიმს ჰო არ გამოვუძახოთ?ახლავე ვეტყვი შენონს
–ჯასტინ–წარბები შევკარი–არაფერია.უბრალოდ სასტუმროში უნდა დავბრუნდე
–როგორც გინდა...მანამ კი მადლობა მინდა გადაგიხადო
–მადლობა?რისთვის
–რომ ასეთი მაგარი ხარ–თვალი ჩამიკრა–შენი საქმე ნამდვილად კარგად გამოგდის.სულ ცოტა გამოცდილებაც და შენი ვარსკვლავი მალე აციციმციმდება–მომიახლოვდა და მოულოდნელად მომიახლოვდა,ლოყაზე მაკოცა და მომეხვია...
შეიძლება აქამდე ეს არაფრად ჩამეგდო,ჩვენ ხომ ყოველთვის თბილი დამოკიდებულება გვქონდა ერთმანეთთან,ახლა კი ყველაფერს სხვა თვალით ვუყურებდი.მოულოდნელად გამიჩნდა,კითხვა რატომ მოვიდა,რატომ დამელააპარაკა,რატომ გადამეხვია.ჩემი აზრი და გონება ახლა სულ სხვაგან იყო.იქ სადღაც ჰაერში,რომელსაც ნამდვილ მაილისთან არანაირი კავშირი ქონდა...
–ენდრიუს ვეტყვი გამოგყვება
–ჩემზე ნუ ღელავ.თავს მივხედავ.შენ სხვა ,გაცილებით უფრო საინტერესო რამეები გელის წინ –გავუღიმე და თვალებში შევხედე.ისინი საოცარ დადებით მუხტს აფრქვევდნენ...
–როგორც იტყვი–სიცილი დაიწყო–სასტუმროში შევხვდებით..
–კარგი–შევრბუნდი და ჩემს ტანსაცმელს დავავლე ხელი
–ისე მეწყინა რომ არ რჩები...–გასვლისას კარებიდან თავი შემოყო
–ხომ აგიხსენი ჯა.....–შემაწყვეტინა
–ვიცი ვიცი .კარგი–თვალები გადაატრიალა და კარები სწრაფად დახურა.
გამოვიცვალე,მაკიაჟი მოვიშორე,თმა ავიწიე და გასვლა დავაპირე...
–ეს ფურგონი დიდ საიდუმლოს ინახავს–ჩემთვის ჩავილაპარაკე და კარი გამოვაღე
–heeey.ზუსტ დროს მოვსულვარ–გასვლისას ენდრიუ შემომეგება და ხელში ამიტაცა
–რისთვის დავიმსახურე?
–შენი როლისთვის და ასეთ შესრულებისთვის–გამიღიმა და ლოყაზე თბილად მაკოცა.
–რა საყვარეელი ხარ–გავუღიმე და თმა ავუჩეჩე–წავედით?
–კი,მაგრამ მანამ რეჟისორს უნდა შენი ნახვა
–ეეეეეეეეეენდ–თვალები გადავატრიალე და მხრები დაბლა დავწიე,იმის ნიშნად რომ დავიღალე
–უნდა და რა გავაკეთო?
–კარგი! სად არი?–წელში გავიმართე და უკან გავყევი...
რათქმაუნდა ძალიან მესიამოვნა რეჟისორის უჩვეულო ქება,თბილი სიტყვები,მაგრამ ახლა ამის ხასიათზე არ ვიყავი.რამოდენიმე საათის წინ ეს ყველაფერი გაცილებით კარგი იქნებოდა,ვიდრე იყო ახლა..ერთი სული მქონდა როდის დაასრულებდა,როდის შემეძლებოდა გავცილებოდი ამ ადგილს.ჩავწოლილიყავი თბილ საწოლში და გადავშვებულიყავი იმ ლამაზ სივრცეში,რომელსაც არარაელური სამყარო ერქვა...
–მაილი მისმენთ?
–რათქმაუნდა–გავიკვირე და ისეთი სახე მივიღე,თითქოს "ეს რა მაკადრეთქო"–უბრალოდ გაოგნებული ვარ...
–მაპატიე.ისეთი სახით მიყურებდი,მეგონა ფიქრებით სხვაგან იყავი–თავაზიანად მითხრა რეჟისორმა და გაიღიმა
–ამ დროს სხვაზე რაზე უნდა მეფიქრა?ძალიან მიხარია თქვენი აზრის მოსმენა
ცოტა ხანი კიდევ მელაპარაკა..ბოლოს როგორც იქნა შესვენების დრო ამოიწურა და გადასაღებ მოედანზე დაბრუნდდა.მადლობა გადავუხადე და ენდრიუს დავუბრუნდი,რომელიც ტაქსის მანქანაზე მიყრდნობილი მე მელოდა....
სასტუმროში მისულები,ენდრიუ ოთახში შემომყვა.
–თავი ისე იგრძენი,როგორც საკუთარ ოთახში,მე ტანზე წყალს გადავივლებ
–როგორ იცი ხოლმე–გაიცინა და საწოლზე დაეხეთქა
რა საშინლად ვგრძნობდი თავს!
მარტო დარჩენა არ მინდოდა,თუმცა ამავდროულად არ მინდოდა ჩემთვის ფიქრში ვინმეს ხელი შეეშალა.
ჯასტინის თვალებს,ღიმილის,გამოხედვას–თავიდან ვერ ვიგდებდი.
მაგიჟებდა ეს ყველაფერი...მე თვითონაც ვერ წარმომედგინა,რომ ეს შეიძლებოდა მართლა მომხდარიყო.
წყლის წვეთების ხმა ამ საშინელ,არაფრისმთქმელ,სრულიად უადგილო,სიჩუმეს,სიწყნარეს და უმოქმედობას არღევდა.
მარტო ყოფნა გამაგიჟებდა.გამაგიჟებდა მასზე ფიქრი.
არ მინდოდა რომ ასე მომხდარიყო..
ახლა რა გავაკეთო?როდემდე გავუძლებ?როდემდე ვიქნები მისი მეგობარი?
მერე ხომ ყველაფერს დავკარგავ.........
–ჯასტინ, მე არ მინდოდა ასე მომხდარიყო,მაგრამ ჩვენმა მეგობრობამ ძალიან შორს წამიყვანა.მე შენ შემიყვარდი, ახლა კი თავს ვეღარ ვერევი...
–კი მაგრამ მე ემა მიყვარს მაილი...
–ვიცი ჯასტინ,და არც ვაპირებ თქვენს შორის ჩავდგე.მე გადავწყვიტე სწავლა აღარ გავაგრძელო და საქართველოში დავბრუნდე.ჩემს ნაცვლად კი ვინმე სხვა იღბლიან გოგონას გამოგზავნიან,რომელსაც ალბათ არასდროს გადახდება ის, რაც გადამხდა. აამას არასდროს ვინანებ,მიუხედავას იმისა რომ ჩვენს ისტორიას
არ ქონდა Happy End-ი..
–happy end?-ისედაც არ მიყვარს ბედნიერი დასასრულები,ისინი ჩემში ყოველთვის დაუკმაყოფილებლობის გრძნობას ტოვებენ.ჯობს ყველაფერი ასე დავტოვოთ.ორივესთვის ასე აჯობებს.მშვიდობით მაილი............
–ჰეი,აღარ გამოდიხარ?–ენდრიუმ კარები ლამის ჩამოანგრია,ისეთი ძალით დააკაკუნა
იმდენად ვიყავი ფიქრებში წასული,მის ყვირილზე გული გადამიცივდა
–იდიოტო,გამოვალ ახლავე!–დავუყვირე და მაღლა ავიხედე
–ეჰ...((ეს დღეც მალე დადგება...–გავიფიქრე და მოწყენილი გადმოვედი აბაზანიდან...
ყოველთვის მეგონა,რომ სიყვარულისთვის არ უნდა მებრძოლა.მაგრამ,როცა მისი სახე მახსენდებოდა,მე მზად ვიყავი ომისთვის.
თმა გავიშრე,ჩავიცვი მოვწერიგდი,და მხოლოდ ამის მერე გავედი აბაზანიდან.
ძალიან გამივკირდა,როცა შევხედე რომ ენდრიუ ჩემი აიპადით ვიღაცას ელაპარაკებოდა
–აქ რა ხდება?–საწოლზე დავხტი და აიპადის ერკანს დავხედე
–ანიი? აქ რას აკეთებ?
–არაფერს.ენდრიუ გავიცანი.კარგი ბიჭია–წარბები აათამაშა და მონატრებული ქართულ–თბილისური აქცენტით სიტყვები ერთმანეთს მიაყარა
–ვიღაც გირეკავდა და მეც შენს გარეშე ვუპასუხე.ჰო არ გეწყინა?–საწყლად მკითხა ენდრიუმ
–არა რა სისულელეა..–აბა რა ხდება?
–რავიცი.ნუკი ჯერ მასწავლებელთანაა.მანამ ვიფიქრე დავურეკავთქო.ენდრიუმ მომიყვა დღევანდელ გადაღებებზე
–აუ ძალიან გთხოვთ ინგლისურაად (( –დაიჭყანა ენდრიუ
–კარგი როგორც შენ იტყვი სიხარულო–გავუღიმე და თავი გულზე დავადე.
მე ანიმ და ენდრიუმ საკმაოდ დიდხანს ვისაუბრეთ..
ზოგჯერ ანის ვეხმარებოდი,რაღაც სიტყვებს ვახსენებდი :დ მასაც მოწონდა ეს უცნაური დიალოგი.
ყველაფერი ძალიან მხიარულად წარიმართა...
ვატყობდი,რომ იმ წუთას ზედმეტი ვიყავი,მაგრამ წასასვლელი არსად მქონდა...
მათთან საუბარმა გუნებაზე მომიყვანა...
პირველი საათი იქნებოდა,ენდრიუზე ჩახუტებულს რომ ჩამეძინა...
* * *
საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა..თავი წამოწიე და ოთახში მიმოვიხედე.
იქ არავინ იყო.მხოლოდ მე და ეს მომაბეზრებელი ფიქრები,რომელიც თვალის გახელისთანავე ჩემთან ჩნებოდა.
შუბლი სულ ცხელი მქონდა.
როგორც ჩანს ჩემი სულიერი ტკივილი,ფიზიკურში გადაიზარდა.
ზანტად წამოვდექი და თავბრუსხვევას რომ გავკლავებოდი,კედელს მივეყრდენი.
ვიფიქრე ენდრიუსთან გავიდოდი...
ნელ–ნელა წავედი კარებისკენ და ფრთხილად გამოვაღე
სრული უიმედობა აღმებეჭდა სახეზე,როცა ენდრის საწოლი ცარიელი დამხვდა...
დაძახების თავიც არ მქონდა ისე წამოვწექი მის საწოლზე,და ტკივილისგან თავისდასაღწევად ძილი განვაგრძე...
–ეეეე შენ აქ რას აკეთებ,ჩემო პრინცესა?–თვალებში ენდრიუს გაღიმებული სახე მეცა
–უბრალოდ შემოგიარე–საუბრის თავი არ მქონდა.–სად იყავი?–ძვლივს ამოვღერღე–რომელი საათია?
–ღამის 5 საათი,თუ უკვე დილის.როგორც არი რა.კლუბში ვიყავით.შენი გაღვიძება ვეცადე და მაგრამ არ გამომივიდა.ცოტა გაიწიე რა..შუაში წევხარ,მეც მეძინება
პასუხი არ გამიცია..ძალიან შემცივდა და მისი პლედი მოვიფარე.
–აუ მაილიიიი–საწოლზე ამოვიდა და ჩემი აყენება ცადა
–არა გთხოოოვ.მართლა ცუდად ვარ.დამანებე თავი
–მაილიი.იცოდე საწოლიდან გისვრი–მხიარულად მითხრა და ჩემი წამოყენება კვლავ ცადაა
–ენდრიუ ცუდად ვარ.!
–მაილი უკვე ნერვებს მიშლი
–დამაწვინე.
–მაილი.
იმეორებდა და იცინოდა.როგორც ჩანს სასმელმა ძალიან კარგ ხასიათზე დააყენა.
თავს ძალა დავატანე და წამოვდექი.
–ჩემს ოთახში გავალ
–ეგ არ მიგულისხმია–სახე დაუსერიოზულდა–მართლა ცუდად ხარ?
–ჰო გითხარი?
–თვალები ჩაწითლებული გაქ.
–მცივა–საწყლად ვუთხარი და ორმაგად მოვიფარე მისი პლედი
–მაილი–მომიახლოვდა და გულზე მიმიკრა
მობილურით ჯასტინს დაურეკა...
–რა ხდება?–არასდროს დამავიწყდება ჯასტინის შეცბუნებული სახის მიმიკა,რომელიც შემოსლისთანავე თვალში სასიამოვნოდ მომხვდა.ალბათ მხოლოდ გიჟს შეეძლო ახლა სიიამოვნებაზე ფიქრი,ასეთ უცნაურ სიამოვნებაზე.გავიჟდი?რა გასაკვირია.იქნებ გავგიჟდი.............
–ექიმს დაურეკე მიდი სწრაფად.ადმინისტრაციაში ჩადი და ისინი დარეკავენ
–კარგი ახლავე–მორჩილად ადგა ენდრიუ და ადგილი ჯასტინს დაუთმო
–Swaggie,ასეთს ვერ გიყურებ
–არ მიყურო–ვუთხარი და თავი დაბლა დავწიე.
არაფერი უთქვამს.უკდნიდან მომიახლოვდა და როგორც ჩვევია,ხელები მაგრად მომხვია.თავი მის მკლავზე მედო და ასე ჩამეძინა.....
მას შემდეგ ყველაფერი ბუნდოვნად მახსოვს..
სერიოზული არაფერი ყოფილა,მაღალი სიცხე,მოთენთილობა,გადამღლელი გრაფიკი–ჩამესმოდა მაღალი,თეთრხალათიანი კაცის საუბარი..
და გადაწყვეტილება,რომ ამ ღამესვე ლოსანჯელესში წავსულიყავით.
–შენონ ბარგი ჩაულაგე
–ახლავ ჯასტინ...–მორჩილად თქვა შენონმა და ოთახი დატოვა
ფეხზე დგომა მიჭირდა,და ენდრიუს დავეყრდენი
–წავედით?–იკითხა ჯასტინმა და ახლადდაბრუნებულ შენონს გახედა
–ჯასტინ,გადაღებები არ დასრულებულა.ახლა როგორ უნდა წახვ..
–მე არ მითხოვია ნებართვა შენგან.მე გკითხე დაფრინდა თუ არა თვითმფრინავი.
–წუთი–წუთზე დაფრინდება...–შენონი მიხვდა რომ კამათს აზრი არ ქონდა
–ძმაო,შენი საქმეები მოილიე.მაილის მე გავყვები
–მართალია–ძვლივძვლივობით ვუთხარი და თავი დავხარე
–არა რა სისულელეა–ჩაიცინა და ენდრიუს მოსაცმელი ესროლა–წავედით...
–ჯასტინ–შეაჩერა იგი ენდრიუმ–ერთი დღის გამო არ ღირს
–ჰო არ ღირს–შენონმა დაბალ ხმაზე წარმოთქვა.
ჯასტინი მომიახლოვდა და ჩემი სახე ხელებს შორის მოაქცია
–თავს მიხედე Swaggie,მეც მალე დავბრუნდები.მაპატიე,რომ ასე მოხდა..
–შენ რა შუაში ხარ?პირიქით მე მაპატიეთ,რომ ზედმეტი პრობლემები შევქმენი..–თვალები გადავტრიალე და მოსაცმელში გავეხვიე......
მგაზვრობა არ გამიგია..
ძალიან გამიხარდა,როცა ჩემს ოთახში,ჩემს საწოლში,ჩემს საყვარელ ნივთებით გაშემორტყმულ სივრცეში გამეღვიძა.რა კარგია,როცა სახლში ხარ...
ჩემი მაღალი სიცხე,გაუთავებელი ცემინება ,3 დღეს გაგრძელდა.
მეოთხე დღეს უკვე კარგად ვიყავი,მაგრამ ტეი საწოლიდან ადგომის უფლებას არ მაძლევდა.
–რას შვები?–ოთახში ტეი შემოვიდა და ფარდები გადაწია–ეს დალიე გესიამოვნება–ცხელი ჩაი ტუმბოზე დადო და საწოლზე ჩამოჯდა
–მადლობა–გავუღიმე და სიამოვნებით მოვსვი
–როგორ ხარ?
–დღეს კარგად..არა მართლა კარგად ვარ
–კარგია–გამიღიმა და თავზე გადამისვა ხელი–მას შემდეგ წესიერად არ გვიალაპარაკნია.მაპატიე–თქვა და თვალები ძირს დახარა
–ყველაზე ძვირფასს დავიფიცებ,დეივიდს,შენ,ტაილერის,დედის სულს,ყველას ვინც მყავს, მართლა არ ვფიქრობ რომ ცუდი მეობარი ხარ.პირიქით,შენ ხარ ყველაზე ერთგული ადამიანი.ის ვინც ყოველთვის მზად არის დაგეხმაროს და მხარში ამოგიდგეს
–ვიცი ტეი,ვიცი.საჭირო არაა გთხოვ–გავუღიმე და ხელი ხელზე დავადე
–არ ვიცი შენს გარეშე რა მეშვეელებოდა
–არც მე...–ჩუმად ვთქვი და მწარედ ამოვიხნეშე
თავი გულზე დამადო და თითებზე თამაში დაიწყო...
–ეს სამი დღე ყველა იყო შენს სანახავად,კლარისა,ტაილერი,ედნრიუ თავისთაავად,ყველა ჯასტინის გარდა...
–ვიცი...–მტკიცედ წარმოვთქვი და მის თმებზე ვიწყე თამაში–ალბათ უკეთესიცაა
–უკეთესი?–თავი წამოწია და თვალებში შემოხედა.ისე თითქოს ჩემს სათქმელს ისინი ეტყოდნენ–მაილი რამეს მიმალავ?
–შენი აზრით?
–არ მიმალავ.უბრალოდ აქამდე საშუალება არ მოგეცი გეთქვა..
–მართალია...–გავუღიმე
–ის არის რასაც მე ვფირობ?
–დაახლოებით...
–და რასაც ყველაზე ნაკლებად ველი?
–კი....
–რაა???????? მართლა?–გაოცებული მიყურებდა.
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე
–ეს ხომ წარმოუდგენელია?–ფეხზე წამოდგა–წარმოუდგენელი და....
–შეუძლებელი–დავასწარი თქმა და თვალი ავარიდე
–როდის მიხვდი?
–გადაღებებზე...რა კონკტრეტულად მთხოვ პასუხებს–ყალბი ღიმილი,საუკეთესო საშუალებაა ასეთი სიტუაციებისგან თავისდასაღწევად.
–მაილი სულაც არაა სასაცილო.შენ ჯასტინი..
არა ეს მართლა წარმოუდგენელი მეგონა...
–მეც!
–მერე ახლა რა მოხდება?
–არც არაფერი არ მოხდება.ჰო იცი,რომ ჩვენს მეგობრობას ჩემი გძრნობების გამო ვერ დავანგრევ
–აბა როდემდე უნდა დამალო?
–სანამდედაც გავძლებ
–ასე არ შეიძლება
–სხვა გზა არ მაქ...ეს დღეები სულ ერთ რაღაცაზე ვფიქრობ.
–რაზე?
–საქართველოში უნდა დავბრუნდე
ტეის ჩაეცინა.მობრუნდა და თავი გააქნია
–აღარ გაბედო მაგაზე ფიქრი.შენ სულ გაგიჟებულხარ
–ასე აჯობებს...მისი ნახვა აღარ მინდა.
–მოგიწევს..ხვალ კლიპის პრემიერაა
–რაა?–გაგიჟებულმა თავი წამოვწიე–ასე მალე?
–კი...მონტაჟი 2 დღეში დასრულდა და ხვალ უკვე პრემიერაა
–კი მაგრამ....
–კაბა უკვე შეგირჩიეთ მე და კლარისამ.ფეხსაცმელების საკითხიც მოგვარებულია.ისღა დაგრჩენია მოწესრიგებას შეუდგე და ის აზრი თავიდან ამოიგდო,რომ ჯასტინს აღარ შეხვდები...
–რატომ არ მოვიდა?რატომ არ მნახა?–თავი ძირს დავხარე და დანანებით ჩავილაპარაკე
–ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ...წამოდექი,ცოტა გავლა არ გაწყენდა.კლიპის პრემიერა გადაიტანე და დანარჩენს შემდეგ მივხედოთ...........
–1,2,3–ტატააააააააააამ–დაიძახა ტეიმ და თავისი გარდერობის კარი გამოაღო,სადაც მე ვიდექი..მის ოთახში,ენდრიუ,ნოა,კლარისა,ჩარლი და ტაილერი მელოდებოდნენ
–აბა როგორ გამოვიყურები?–ვთქვი და საწყლად გავუღიმე ბავშვეებს
–საოცაარია
–ძალიან ლამაზი ხარ.!
–არაჩვეულებრივია–მესმოდა მათი კომპლიმენტები და სიხარულით მეცხრზე ცაზე ვიყავი....
–მანქანმდე ჩაგაცილებ...–მომიახლოვდა ენდრიუ
–და შენ არ მოდიხარ პრემიერაზე?რატომ არ გაცვია სმოკინგი–გავუღიმე და ხელი,ხელში გავუყარე
–ჯერ მხოლოდ მონაწილეები იკრიბებიან.მეც მალე მოვალ
–კარგი...
ჩემს დას გადავეხვიე,მადლობა გადავუხადე იმისთვის რომ ეს დღეები გვერდიდან არ მშორდებოდა.ბავშვებს გამოვეშვიდობე და ენდრიუს გავყევი..
ეზოდან გასულებმა ირგვლივ მიმოვიხედე
–აბა მანქანა?
–მოიცა და ამ სიგრძე ლიმუზინს ვერ ხედავ?–ხელი მოპირდაპირე მხარეს გაიშვირა
–ლიმუზინი?ოღონდ ეს არაა.
–რატომაც არა.დღეს ისეთი ლამაზი ხარ...
–გავუღიმე და მოვეხვიე–წარმატებები მისურვე
–წარმატებები პრინცესა–კარი გამოაღო და ხელით მანიშნა ჩავმჯდარიყავი..
მანქანა დაიძრა.რამოდენიმე წუთი სარკეში ყურებით გავირთე თავი.ბოლოს დაინტერესებულმა ფანჯრიდან გახედვა მოვინდომე,მაგრამ ისინი იმდენად დაბურული იყო,არამცთუ გარედან შიგნიდანაც კი არ ჩანდა არაფერი...
ცოტა არ იყოს შიშმა ამიტანა და პატარა ყურმილით მძღოლთან დაკავშირება ვცადე
–შეიძლება გავიგო,სად მივდივართ?
–ცივი შამპანური მიირთვით–მომესმა მშვიდი ტონით ნათქვამი სიტყვები და თვალი შამპანურის ბოთლისკენ გამექცა,რომელიც აქამდე არ შემინიშნავს
–მგონი კითხვა დაგისვით
–ჰეიი,გამეცით პასუხი
როცა მივხვდ რომ აზრი არ ქონდა,ყურმილი მოვისროლე და თვალების უაზროდ ცეცება ვიწყე.ბოლოს ჩემი თავის მეც გამიკვირდა,რა უნდა მომხდარიყო.ჩემი მოტაცება არავის უნდოდა.ეს უაზრო ფიქრები თავიდან ამოვიგდე და მძღოლის შემოთავაზებული შამპანური დავისხი...
მანქანა გაჩერდა და კარებების საკეტებიც აიხსნა.
–მადლობა ღმერთს–გახარებულმა ჩანთას ხელი დავავლე და გადასასვლელად მოვემზადე.სახე დავიყენე.მაინც ყოველი შემთხვევისთვის,კამერები ხომ ყველა დეტალს აფიქსირებენ.
კარი გავაღე და გადასვლა დავაპირე.
ნაცვლად იმისა,რომ ფეხი წითელ ხალიჩაზე დამედგა ქვიშაში ჩავარდი.
–ეს რა ჯანდაბაა?–ჩემს თავს შევეკითხე და იქაურობას თვალი მოვავლე....
–სანაპიროზე რას ვაკეთებ???...........
უკომენტაროდ ვტოვებ...უბრალოდ
CommenT SWAGGIES <3