მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » ივნისი » 19 » Party In The U.S.A./20
3:01 PM
Party In The U.S.A./20

უაზრო თემებზე ვასუბრობდით.მანაც ის შეუკვეთა,რაც მე...
არ მომეწონა რომ ჩემზე იყო დამოკიდებული.ერთი სული მქონდა,როდის მოვიდოდა წასვლის დრო..ძალით ვიღიმოდი მის ხუმრობებზე..
და რომ დავაკვირდი,ვიგრძენი რომ სიმპატიურიც მხოლოდ ცეკვის დროს იყო...
საათისკენ  თვალი გამექცა,როცა ენდრიუს ზარი შემოვიდა.
–ხო–უხეშად,მაგრამ ამავდროულად გახარებულმა სწრაფად ვუპასუხე
–გასასვლელისკენ გამოიხედე.გელოდები
მეც უკან გავბრუნდი.კარებში იდგა და იღიმოდა
–წავიდეთ ხო?
–კი კი რათქმაუნდა–წამოდგა ჩეისი–შენ წადი,მეც დაგეწევი
–კარგი.–გავუღიმე.ჩანთა ავიღე და ენდრიუს მივუახლოვდი
–როგორი პაემანი იყო?–წარბები აათამაშა და ხელი გადამხვია
–ძალიან მაგარი.როგორ ცუდ დროს იცი ხოლმე მოსვლა–იმდენად დამაჯერებლად გამომივიდა ნათქვამი,რომ ლამის ჩემი ტყუილი მეც დავიჯერე
–უკვე წასვლის დრო იყო,თორე ხელს როგორ შეგიშლიდით
აღარაფერი მითქვამს...ხის დეკორაციული ოთხი საფეხური,ნელ–ნელა ჩავიარე.
გასვლისას მხარზე წვიმის წვეთი დამეცა.
–ჰავაიზეც რომ იწვიმოს გავაფრენ.–ჩავილაპარაკე და ჩეისს გავხედე,რომელიც ისისიყო გამოვიდა ბარიდან.
–გოგონები მელოდებიან,ერთად მოვდივართ.თან მათი ფორმები მე მაქვს,გავუვლი და ჩვენც მალე მოვალთ
–კარგი.მაინც ერთი გზა გვაქ.მადლობა საუზმისთვის
ფეხისწვერებზე აწევით ლოყაზე ვაკოცე და მორცხვად გავუღიმე
–შეხვედრამდე–თვალი ჩამიკრა და თავისი მანქანისკენ წავიდა....

აეროპორტში თითქმის ყველა ვიყავით.კერძო თვითმრფრინავით მივფრინავდით,მაგრამ მასაც ქონდა განსაზღვრული დრო.
აფრენის,რამოდენიმე წუთიანი დაგვიანებაც კი საკმარისია იმისთვის,რომ რაიმე საშინელება დატრიალდეს.
ანერვიულებულმა მეასედ ჩავიუარე ენდრიუს სკამს გვერდი.
ბოლოს ხელი დამავლო და გვერდით დამსვა:
დაწყნარდი!
–ვერ ვიტან ლოდინს.1 საათია უკვე აქ ვართ.რა უბედურებაა,მობილური მაინც აიღოს–გაბრაზებულმა ვთქვი ჯასტინზე და თმა ავიწიე
–კარგი ალბათ რამე საქმე გამოუჩნდა.ჩაზიც რომ არ იღებს...
–საქმე?ჰავაიზე წასვლის წინ რა საქმე უნდა გამოჩენოდა.პროდუსერები,რეჟისორები,მთელი გადამღები ჯგუფი ემას და ჯასტინს უნდა ელოდოს?–გაცოფებული კიდევ ერთხელ წამოვდექი ,და მოცკვვავეებთა წრეს გავხედე,რომლებიც რაღაცაზე წყნარად საუბრობდნენ.
ყველაზე მეტად ის მიშლიდა ნერვებს,რომ ჯასტინის დაგვიანების მიზეზი ემა იყო.ყოველშემთხვევაში მე ასე ვთვლიდი.
–მოდიან–გაისმა დაცვის ხმა აეროპორტის მინიან კარებთან.
მეც ჩანთას ხელი დავავლე და "ხელჩართული ბრძოლისთვის"მოვემზადე.
–თუ ოდნავ გიყვარვარ ახლა არაფერი უთხრა–ჩანაფიქრს ენდრიუ მიმიხვდა და ფეხზე წამოდგა
ისეთი სახით გამომხედა,სიცილი ვერ შევიკავე
–მხოლოდ შენს გამო.მაგრამ იცოდე,ჯასტინს ამას არ შევარჩენ

–არც მე–თვალი ჩამიკრა და ხელი მომხვია...

როგორც ყოველთვის სწრაფი ნაბიჯებით შემოვიდა.გაღიმებული სახით ყველას მიესალმა და ჩვენსკენ წამოვიდა...

მოგვიახლოვდა თუ არა ზურგი ვაქციე და წინ წავედი..
–ამას რა ჭირს?–გავიგონე მისი ნათქვამი
–შენ რა გჭირს?–ენდრიუს ოდნავ ხმამაღალი,მაგრამ დიდი სიბრაზით ნათქვამი სიტყვებიი მკვეთრად გავიგონე.მძიმე ნაბიჯებით მომიახლოვდა და კვლავ ხელი გადამხვია.
–idiot!-გაბრაზებით ჩაილაპარაკა და ერთხელ კიდევ გახედა ჯასტინს...
თვითმფრინავში ასვლამდე ემას ძალით მივესალმე.გავუღიმე და ჩემი ადგილი დავიკავე ენდრის გვერდით...
ჩემი ადგილიდან,პირდაპირ ჩანდა ჯასტინი...რამოდენიმეჯერ მისი დაჟინებითი მზერა ვიგრძენი,რომელსაც ემასთან გაუთავებელი საუბარი ცვლიდა.
–მე ვიძინებ–მტკიცეედ ვთქვი როცა ავფრინდით და ყუსასმენები მოვიმაჯრვე
–კარგი მიდი....
ენდრიუს მხარზე თავი დავადე...წყნარი სიმღერის ფონზე ფიქრებმა გამიტაცა.ფიქრებს ღრმა ძილი,ღრმა ძილს კი ლამაზი სიზმრები მოყვა...
-ჩაააავედით.ჩქარა,ჩქარა გაიღვიძე–გავიგონე ყვირილის ხმა და თავი სწრაფად წამოვწიე.ჯერ კიდევ ძილბურანში ვიყავი და ვერ მივხვდი ჯასტინის გაუთავებელი სიცილის მიზეზს.
–რა გაცინეებს?–ძვლივს ამოვღერღე და ხელები სახეზე ავიფარე.
–არაფერი.შენი გაღვიძება მინდოდა–როგორც ჩვევია ცანცარი დაიწყო–შეიძლება დავჯდე?კარგი მადლობ.აი აქ დავჯდები,ენდრიუს ადგილას.–სწრაფ–სწრაფად მიააყარა ეს ყველაფერი ერთმანეთს და ჩემს გვერდით სკამზე მოკალათდა.
–აბა გისმენ!
–მე მიისმენ?–და თვალი ემასკენ გამექცა,რომელსაც ჩაძინებოდა.
ჰო შენ.."Queen of Anger"
-"Queen of Anger"? ეგ სიბრაზე,არასდროსაა უმიზეზო.
–მაშინ გიცდი ამიხსენი..
–არაფრის ახსნას არ ვაპირებ ჯასტინ..შენ თვითონ ვერ ხვდეები?.რატომ უნდა დააგვიანო 1 საათით,ასეთი მნიშვნელოვანი რეისის დროს.
–ჩემი ბრალი არ იყო..
–ჰოდა სწორედ მაგაშია საქმე )–ნაგლურად გავუღიმე

–ახლა გამახსენდა.მთავარი პრობლემა ემაა–ჩუმად მითხრა და გადმომხედა
–ემა?–გავიკვირვე და თვალი ავარიდე–ამ წუთას მე შენზე ვსაუბრობ.გინდა მეგობრულლი რჩევა მოგცე?....–არ დამამთავრებინა
–არა არ მინდა.–უღიმღამოდ გაიღიმა
–კარგი როგორც გინდა–გაბრაზებულმა ფანჯარაში გავიხედე
–კარგი ვხუმრობ.ისევ გაბრაზდი.აი ხომ ვამბობდ,ნამდვილი "Queen of Anger" ხარ Swaggie.
-ერთი ზედმეტსახელიც და თავით გადაგიშვებ–ფანჯარზე მივანიშნე და გავუღიმე–კარგი არავითარი რჩევა!არავითარი გაბრაზება.დავტოვოთ ჯერ–ჯერობით ყველაფერი ასე.იქნებ ერთ დღესაც მიხვდე,რომ შენთვის კარგს ვამბობ.თორე შენი დაგვიანებით,არც რეჟისორთან და არც არავისთან ჩემი ავტორიტეტი არ ილახება.
თითქოს სახეზე სიამოვნების ელფერმა დაკრა,გამიღიმა და ჩემსკენ გადმოიწია
–ჩემზე ზრუნავ Swaggie?.ეს აღარ განმეორდება,გპირდები

გაიღიმა და ლოყაზე,ძალიან თბილად მაკოცა...

* * * 
მომნატრებია ეს სასტუმრო...–გადავუჩურჩულე ენდრიუს და მომსახურე პერსონალს ჩემოდნებისაკენ მივუთითე
–კარგიააა.სწრაფად ავიდეთ,მოვწესრიგდეთ და პლიაჟზე გადავიდეთ ,სანამ დრო გვაქვს

–კარგი..–ერთმანეთი დავაჩქარეთ.
დანარჩენები ჯერ კიდევ გზაში იყვნენ.მე და ენდრიიუ,პირველები მივედით ჰავაის სასტუმროში.ჯასტინმა კვლავ იქ დაბინავება არჩია,რომელშიც წინა ჩამოსვლაზე ვიყავით...
ენდრიუ წინ გაიჭრა და დახლს ორივე ხელით დაეყრდნო
–მოგესალმებით–გაიღიმა ფორმაში გამოწყობილმა გოგონამ
–ჩვენი ოთახები თუ შეიძლება–ღიმილითვე უპასუხა ენდრიუმ და მე გამომხედა
–მაილი თქვენ კვლავ იმ ნომერში ჩაგწერეთ სადაც წინა ჩამოსვლაზე იყავით,ენდრიუ თქვენ მის გვერდით ოთახში ხართ–კლვიატურაზე რაღაც ძალიან სწრაფად აკრიფა და გასაღებები მოგვაწოდა
მადლობა გადავუხადეთ და ჩვენი ოთახებისაკენ წავედით...
წინათ ჩემს გვერდით ოთახში ჯასტინის დაედო ბინა,ახლა კი ის ენდრიუმ ჩაანაცვლა.
რათქმაუნდა ამის გამო გული სულაც არ მწყდებოდა,პირიქით...
მაგრამ საშინლად ვღიზიანდებოდი,როცა ემას ფონზე მისთვის მეორეხარისხოვანი ვხდებოდი.
რამოდენიმე წუთით ერთმანეთს გამოვეთხოვეთ და ოთახებში გავნაწილდით.
შესვლისას უცნაური გრძნობა დამეუფლა.
თვალწინ,ნათლად წარმომიდგა ის ღამე...
ოკეანის ტალღების ხმა,წვიმის უცნაური სუნი,ფარდები რომელიც დროდადრო ირხეოდა და მთვარე რომლის,სინათლეც ვერცხლისებურად ელვარებდა.
იმ ღამეს ჯასტინი განსაკუთრებული იყო.
თითქოს მისი თვალები ძალიან ნაღვლიანი ჩანდა,მაგრამ ამავდროულად იყო მასში რაღაც სიხარულის სხივი.ტუჩები უჩვეულოდ უთთროდა და წამიერ დაბნეულობას,თმაზე ხელის გადასმით იშორებდა...
მაშინ მითხრა სიტყვები,რომელმაც ჩემს გულში ყველაფერი შეცვალა...
არ შეცვლილა არაფერი ჩვენს ურთიერთობაში,მაგრამ შეიცვალა ჩემთვის.
თუ აქამდე მხოლოდ მეგობარს ვუყურებდი,ახლა თავი უცნაურად ვიგრძენი.შევძელი მისთვის სხვა თვალით შემეხედა.და იმ ღამეს,როცა ოცნების კოშკების შენება თითქმის დავასრულე..........–რა უაზრო ვარ.რაზე ვფიქრობ.ამ სამყაროს ხომ უკვე დიდი ხანია მოეღო ბოლო?ეს სამყარო ხომ ჯასტინმა დიდი ხნის წინ დაანგრია.
რაზე ვფიქრობ,რა დებილი ვარ–გაბრაზებულმა ჩემოდანს ფეხი გავკარი და სარკეში ჩავიხედე
–გართობის დროა მაილი–უცნაურად გავიღიმე და ჩემი საცურაო კოსტიუმის ძებნა ვიწყე.

* * * 
–სად ხართ მაილი?–ჯასტინის ხმაში მისი გაბრაზებული ტონი იკვეთებოდა
–პლიაჟზე ვართ–მორიდებით ვთქვი და ენდრიუს შეშინებულმა გავხედე
თქვენ რა გაგიჟდით?რა დროს პლიაჟია.ჰო იცი რომ გადაღებები რაც შეიძლება მალ უნდა დაგვეწყო.10 ჯერ მაინც დაგირეკე.სწრაფად მოდით სასტუმროში–კი არ საუბრობდა ყვიროდა.ვიცოდი ახლა არაფრის თქმას აზრი არ ქონდა.გავუთიშე და ენდრისუ გავხედე
–წავედით....!!! დიდი ამბავი არ გვაცადეს ნახევარი საათი გართობა–უსიამოვნოდ ამოვიცვი შორტი
–ეეეე რა უნდა კიდე მაგას?ვერ გაგვაფრთხილა?

–ჰო ახლა გაახსენდა რომ დავაგვიანეთ.ერთი საათით გვიან რომ წამოვედით,როგორც ჩაანს დაავიწყდა.თუმცა არაუშშავს.მე შევახსენებ–ცინიკურად ჩავილაპრაკე და ენდრიუს ხელი ხელში გავუყარე...
სასტუმროსთან ძალიან ბევრი ხახლი შეკრებილლიყო.
იყვნენ მათში ფანები,ჟურნალისტები,პაპარაცები თუ უბრალოდ გადამღები ჯგუფის წევრები
მაილი–ვიღაც მწვდა მკლავზე და თავისკენ წამიყვანა
–შეენონ?–გახარებულმა გავხედე ჯასტინის მენეჯრს და გადავეხვიე
–ძალიან გვეჩქარება,ისინი უკვე წავიდნენ..
–მართლაა?უკვე ვიწყებთ?
–კი კი.ხვალ მგონი ცუდი ამინდია და  უნდა მოვასწროთ.
–კარგი.და მოწესრიგება არ გვინდა?
–იქ გაგიკეთებენ ყველაფერს.
–და ენდრიუ?
–რა დროს ენდრიუა,გვეჩქარება–მანქანის კარი ღია იყო.ხელი მკრა და პირდაპირ თავით შემაგდო შიგნით.გზაში მოვასწარი და ენდირუს მივწერე,მანაც მიპასუხა რომ მალე შემოგვიერთდებოდა...

არ ვიცი ასე სწრაფად რა მოასწრეს,მაგრამ გადაღებები უკვე დაწყებულიყო.

ჯერ ისეთ სცენებს იღებდნენ სადაც საჭირო არ ვიყავი...
ადგილი შემოსაზღვრული იყო,რომელსაც გამვლელები და იქ დამსწრე საზოგადოება ვერ ეკარებოდა.შუაგულში ჯასტინის შავი მანქანა,ფორმებში გამოწყობილი მოცეკვავეები და უამრავი კამერა.
–ვააუ–გავიფიქრე და იქაურობა კიდევ ერთხელ შევათვალიერე.
–მაილიი.სულ როგორ უნდა გეძებდე–ხელი დამავლო შენონმა.

დღეს განსაკუთრებით აღელვებული მეჩვენა,ცდილობდა ყველაფერი მოესწრო.წესიერად არაფერი აუხსნია ისე მიმიყვანა დიდ თეთრ ფურგონთან
–ეს რა არის?
–შიგნით შედი–მითხრა და კარი გამოაღო
ეს შენი დროებითი ოთახია.აქ გამოიცვლი.აქ აირჩევ ტანსაცმელს.როცა მზად იქნები სტილიტსა და ვიზაჟისტს შემოვიყვან
–მაგარია–გავუღიმე და სარკის წინ ჩამოვჯექი.
ერთი შეხედვით ჩვეულებრივი,ამ დროს კი უჩვეულო ფურგონი ძალიან მომეწონა.
მყუდრო,პატარა,სავსე მხოლოდ საჭირო ნივთებით.ასეთი ადრე მქონდა ნანახი,ფილმების გადაღებებზე.არ მეგონა,თუ ერთ დღესაც საკუთარი მექნებოდა.
იქვე იყო პატარა კარადა,რომელიც სასვე იყო ჯინსის შორტებით და მაისურებით
–ამდენი რა საჭიროა?–შევეკითხე შენონს როცა დაბრუნდა
–რავი,რომელიც გინდა აირჩიე
–კარგიაა–ნასიამოვნებმა გავუღიმე
დაღლილი სკამზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩაყო
–მაპატიე წესიერად ვერც დაგელაპარაკე
–რას ამბობ.! არაუშავს–გავუღიმე
–მეგონა ჩამოსვლას ვერ მოვასწრებდი,მაგრამ დროში ზუსტად ჩავეტიე.ძალიან დავიღალე
–ჯასტინის მეორე სწერვა მენეჯერი რას აკეთებს?მერლინი თუ რა ქვია–უსიამოვნოდ ჩავილაპარაკე
–მერლინიც აქ არის.უბრალოდ ისვენებს.ეს საქმე მე ჩამაბარა ჯასტინმა და..მეშინოდა,თავი რომ ვერ გამერთვა
–მაგრამ ყველაფერი კარგადაა–გავუღიმე–მგონი ეს ჯობს ყველას–და ლურჯი,გაცრეცილი ჯინსით წარვსდექი მის წინაშე.

როცა უკვე თმა,მაკიაჟი ყველაფერი წესრიგში მქონდა,კარებზე რამოდენიმე ბრახუნის შემდეგ დაბალი ასისტენტი გოგო შემოვიდა.
მითხრა რომ საჭირო ვიყავი.
ანერვიულებულმა გავხედე შენონს და ღრმად ამოვისუნთქე
–შენ ამას შეძლებ–გამამნხევა და თბილად გადამეხვია
–როგორ გამოვიყურები?–სწაყლად შევეკითხე
შენ ნამდვილი თოჯინა ხარ...შენით კლიპს დიდი მოგება ექნება.შენი სილამაზით.)–გაიღიმა შენონმა

–აჭარბებ–თავი უსიამოვნოდ გავაქნიე–მაგრამ,შენ რომ არ ყოფილიყავი,ალბათ ნერვიულისგან მოვკვდებოდი–ვუთხარი და ასისტენტ გოგოს გავყევი,რომელიც ისეთი ნაბიჯებით მიალაჯებდა,რომ ძლივს დავეწიე.
–იქ შედი–მიმანიშნა.ორ წუთში გადასაღები მოედნის შუაგულში აღმოვჩნდი.ჯასტინი ჯერ არ ჩანდა,მაგრამ ჩანდა უამრავი უცხო სახე.
ყველა ჩემსკენ იყურებოდა და მათვალიერებდა,ისე თითქოს უცხოპლანეტელი ვყიფილიყავი.შეიძლებოდა მათი მზერა სულაც არ იყო ისეთი ბოროტული,როგორიც მე იმ წუთებში მეჩვენებოდა.
სისულეებზე ფიქრს მოვეშვი და მათგან ზურგით დავდექი.
გამიხარდა,როცა რეჟისორს და ჯასტინს შევხედე.
იქვე იყვნენ მოცეკვავეებიც,რომლებიც როგორც ჩანს ისვენებდნენ.
ენდრიუ,ემა და მერლინი კი ოდნავ მოშორებით რაღაცაზე საუბრობდნენ.
მანამ ვიდექი შუაგულში მარტო,სანამ რეჟისორი არ მომიახლოვდა.
ხელში სცენარი მომაჩეჩა,რომელიც უკვე გაზეპრებული მქონდა.
კლიპის სცენარი–ეს ხომ ელემენტარული იყო..
რამოდენიმე წუთი მესაუბრა,რაღაცები ამიხსნა,რაც იმ წუთში შეძლო მასწავლა და თავის ადგილს დაუბრუნდა.
მანქანასთან მიყრდნობილი ჯასტინს ველოდი.ის ამჯერად სხვა ტანსაცმლით გამოცხადდა.ნელ–ნელა მომიახლოვდა და გაიღიმა:
–ძალიან დავიღალე
–ხო–ცინიკურად გავუღიმე და თვალი ავარიდე
–რა გჭირს?–როგორც ჩანს "გადაავიწყდა,პლიაჟზე გადასვლის გამო რა სცენები გამიმართა"

–არაფერი.არაფერი არ მჭირს "King Of Anger"-თავისი დანაშაული,მისივე შერქმეული ზემდეტსახელით შევახსენე და ჩემს ადგილს დავუბრუნდი...

გადაღებები დაიწყო.
ყველაფერი ძალიან ადვილი მეჩვენა.
მიუხედავად იმისა,რომ ამდენი კამერის წინ პირველად ვიყავი არ დავბნლეურვარ.საქართველოს დასში სიარულის გამოცდილება,ჯერ კიდევ შემრჩენოდა.
როგორც რეჟისრომა მითხრა,პირველადი როლი ძალიან კარგად მოვირგე.
მომწონდა კლიპის გადაღებები.
ჯასტინს იმდენად აღარ ვუბრაზდებოდი..ბუზღუნში,სიცილსა და ცეკვაში გადავიღეთ კლიპის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი...

–შესვენება ნახევარი საათი,და კვლავ გავაგრძელებთ–დაიყვირა რეჟისორმა.
ყველა ერთიანად დაიშალა.
ჩემთან ენდრიუ მოვიდა და კომპლიმენტებით ამავსო.
ბოლოს მითხრა,რომ ყველა სანაპიროს რესტორანში მივდიოდით სასადილოდ.
შენონი გამოსაცვლელად გამყვა.15 წუთში კი იქ მყოფთ შევუერთდით.
ძალიან მაგარი ადგილი იყო...
რესტორანი პირდაპირ ქვიშაში,რომელიც ლურჯად ელვარე ოკეანეს გადაყურებდა.
მზის სხივები ანათებდა იქაურობას.ქვიშაში გასვლისას,ისეთი შეგრძნება გქონდა,თითქოს ახლა მოოქროვილ ზედაპირზე მიაბიჯებდი..
მთელი რესტორანი ჩვენ დაგვეკავებინა..
ცალკე მაგიდა ეჭირა გადამღებ ჯგუფს.მათ გვერდით მოცეკვავეები მოთავსებულივნენ.ბოლო მაგიდაზე,კი რეჟისორი,პროდუსერი,მერლინი,ემა,ენდრიუ და ჯასტინი ისხდნენ.სავარაუდოდ ჩვენი ადგილიც იქ იყო...
–დაგვიანებითვის ბოდიშს ვიხდი–თავაზიანად თქვა შენონმა და ენდრიუს გვერდით ჩამოჯდა
მეც რაღაცის თქმა დავაპირე,რომ ჯასტინმა გამაჩერა
–ბოდიში საჭირო არაა.ვიცით,შენი არაპუნქტუალობის შესახებ
–ბოდიშს არც ვიხდიდი–სიცილით ვთქვი–უბრალოდ მაინტერესებდა,შენთვის ბლინები უკვე შეუკვეთე თუ მე გავაკეთო?–თვალი ჩავუკარი და მასსა და ემას წინ დავჯექი
–შენ რა ბლინები გიყვარს?–უსიამოვნოდ გახედა ემამ და სახე დამანჭა
–ჰო რა იყო მერე?–უცნაური სახით გახედა ჯასტინმა და წვენი მოსვა
როგორ უგებენ ერთმანეთს–გადავუჩურჩულე შენონს და სიცილი დავიწყე..
მერლინის სახეზე აშკარად იხატებოდა,ჩემი დანახვით გამოწვეული უსიამოვნება.
აშკარა იყო,რომ ემას მხარე ეჭირა..

ცოტა ხანში ემას,დამცინავი ტონით ნათქვამი სიტყვები გავიგონე:
–იმ გოგოს როგორი კაბა აცვია–მერლინს,ერთ–ერთი მოცეკვავე დაანახა,რომელსაც წითელი სპორტული კაბა,უბრალოდ შესვენბის დროს გადაეცვა.
ორივემ სიცილი დაიწყო.
შეიძლება ვცდები,და ეს არავის გაუგონია.ან გაიგონეს და რეაქცია არ ქონდათ.მე კი თავი ძალიან უხერხულად ვიგრძენი.თითქოს რომელიმ მაღალი წრის წარმომადგენელი ვყოფილიყავი მე–15 საუკუნეში,და უფლება მქონდა ვინმე დამემცირებინა.
–უკაცრავად–ხმამაღლა ვთქვი და სკამი ხმაურიანად გავწიე უკან
–რა ხდება?–შემეკითხა ენდრიუ
–მე დაგტოვებთ–თავაზიანად ვთქვი და ამჯერად იმ მაგიდაზე დავჯექი,სადაც მოცეკვავეები ისხდნენ.მაგიდაზე სადაც,გაცილებით სასიამოვნო პირებს მოეყარათ თავი
–როგორ ხართ?–მხიარულად შევეკითხე ბავშვებს და ჩეისის გვერდით ჩამოვჯექი.
ვიგრძენი ჯასტინის გაოცებული მზერა
–რას აკეთებ?–თავის ერთი გაქნევით და მიმიკით მივხვდი რასაც მეკითხებოდა
–არაფერს–მეც ჩემებური მიმიკით,ქვედა ტუჩი გადმოვაბრუნე და მხრები ავიჩეჩე.

გადაღებები განახლდა....
ყველაფერი იმ ტემპტით მიდიოდა როგორც წინათ...
ჩემი როლიც თითქმის იწურებოდა.მხოლოდ ბოლო სცენაღა დარჩენილიყო.
და ეს ჩემი და ჯასტინის საერთო სცენა იყო....
–თამაამად,თამამად მაილი–გაისმა რეჟისორის ბოხი ხმა
უკუთვლა იწყო.ყველაფერი სრულმზადყოფნაში იყო...

ჯასტინმა წელზე ფრთხილად მომხვია ხელი და თავისკენ მიმიზიდა.

მისკენ შევბრუნდი...ხელი წელიდან ნელ–ნელა ქვემოთ ჩააცურა
ხელი ხელზე დავარტყი–ესეთი რაღაც სცენარში არ ეწერა–გავუღიმე და წარბი ავათამაშე
–შეწყვიტეთ–გავიგონე რეჟისორის განწირული ხმა
რას აკეთებთ,ახლა უნ......
–ვიცით–თითქმის ერთდორულდ დავიყვირეთ მე და ჯასტინმა
გავაკეთოთ ის რასაც ყოველდღე ვაკეთებთ..ეს ძალიან ადვილია–ჩვეული ბაბნიკუ მზერა.

–კარგი რაა.შუა გადასაღებ მოედანზე ნუ ვიხუბებთ
სიცილი დაიწყო და თავი გააქნია
–სხვა რაღაცას ვგულისხმობ.
–აქ ემა არის...თორე–ენა გადმოვუყევი და მას გავხედე,რომელიც მერლინთან ერთად შორიახლოდან გვიყურებდა...
–ხელახლა ვიწყებთ,იმ დუბლის გადაღებას–გაისმა ხმა და ჩვენც მოვემზადეთ....

რატომღაც ამ დუბლის შეწყვეტა,სხვადასხვა მიზეზის გამო,ბევრჯერ მოგვიწია.
მგონია,რომ ისეთი არარის როგორიც უნდა იყო.გადაიღალეთ?ხვალ გავაგრძელოთ?–მოგვიახლოვდა რეჟისორი,რომელიც ჯერ–ჯერობით წყნაარად გვესაუბრებოდა
–რა სისულელეა.თავს გავართმევთ–ფეხზე წამოვდექი–ჩართეთ კამერები–ვთქვი და სიცილი ძვლივს შევიკავე.
წინა დუბლები,ჰო ჩემი და ჯასტინის არასერიოზული დამოკიდებულების გამო შეწყდა...

ამ მოძრაობას უკვე მერამდენედ ვიმეორებდით..
წელზე ნაზი შეხება,მისკენ შებრუნება.რამოდენიმე წამიანი პაუზა.
ერთმანეთს თვალს არ ვაშორებდით...
თითქოს ყველაფერი ძალიან ადვილი გახდა.
თითოეული ეს მოძრაობა დაწერილი არ იყო.თითოეული მათგანი თვითონ მოდიოდა.
თვითონაც არ მახსოვს რას ვაკეთებდით.
შევამჩნიე რეჟისორის გაბადრული სახე და ჯასტინისკენ კმაყოფილი შევბრუნდი...
თვალის ერთი მოძრაობით თითქოს ვაგრძნობინე,რომ სწორედ დრო იყო..
ერთი ხელი თმაში შეაცურა,მეორეთი კი სახეზე შემეხო..
უფრო და უფრო მომიახლოვდა...მისი შეხება,მისი მოფერება.
მისი თბილი კოცნა..
ეს არ იყო უბრალო "ფირი",ეს იყო რეალობა.
რეალობა რომელსაც ვგრძნობდიი,რომლის შეწყვეტაც არ მინდოდა.
ეს იყო წამალივით,ეს იყო იგივე ნარკოტიკი,რომლისაგანაც თავისდაღწევა რთულია.
თვითონაც არ ვიცი რა დამემართა.ჩემმა შინაგანმა სამყარომ,სრული კრახი განიცადა.ყველაფერი თავდაყირა დადგა."საკუთარი მე" კი გრძონების არამარა დამტოვა.
ეს უცნაური "რაღაც",მხოლოდ რამოდენიმე წამს გაგრძელდა.
რეჟისორის კმაყოფილმა ტონმა,დუბლის დასრულება გვაუწყა.
თვალები გავახილე და ჩემს წინ სულ სხვა ჯასტინი დავინახე.
ისეთი,როგორსაც აქამდე ვერ ვხედავდი.
თბილი,მოსიყვარულე,მგრძნობიარე ჯასტინი...
წამიერად გამიჭირდა კიდეც ამ სამყაროდან თავის დახსნა.გონზე ვერ მოვედი,მანამ სანამ ჯასტინმა კითხვა მეორედ არ გაიმეროა და რეალურ სამყაროში დამაბრუნა.
მაშინ თვითონაც არ ვიცი რა ვიგრძენი.
ტკივილი,სევდა.თითქოს გავიაზრე,რომ ის მე მხოლოდ რამოდენიმე წამით მეკუთვნოდა.მხოლოდ რამოდენიმე წამი იყო ჩემი.
სინამდვილეში მისი გული სხვას ეკუთვნოდა.
ამის გაფიქრებაზე კიდევ უფრო დავიბენი.
ჯერ ემას,მერე კი ენდრიუს გავხედე...

–მაილი,ნამდვილად კარგად ხარ?
–ჯას,მაპატიე.ორი წუთით უნდა გავიდე–ვუთხარი და იმწამსვე იქაურობას გავცილდი.
შემხვედრი მომღიმარი სახეები უკან მოვიტოვე და ფურგონში შევვარდი.
სარკეში ჩავიხედე.
თითქოს ამ ჟესტით დავრწმუნდი,რომ ეს ნამდვილად მე ვიყავი...
რა დაემართა მაილის?
რატომ დაეუფლა ეს გრძნობა ახლა და არა სხვა დროს...
რას ნიშნავს ან რა გრძნობაა ?

ხელები კედელს დავადე და თავი შიგ ჩავრგე.
თითქოს მხოლოდ ახლა გავიაზრე მომხდარი...
თავი წამოვწიე და მზერა უიმედოდ ერთ წერტილს მივაშტერე.
–ჯასტინი მიყვარს–ეს სიტყვები უხმოდ,მაგრამ მკაფიოდ წარმოვთქვი...
თვალზე ცრემლები მომადგა..დაუძლურებული სკამზე ჩამოვჯექი და კიდევ ერთხელ,გავხედე ჩემს ანარეკლს,რომელიც ესეოდენ უცხო გახდა ჩემთვის....

არ დავიწყებ თაავის მართლებას..
დრო მართლა არ მქონდა.
ახლა კი თუ კომენტარები იქნება გავაგრძელეებ რაც შეიძლება მალე
იმედია ბოლო ნაწილში,სწორად შევძელი იმ გრძნობების გადმოცემა,
რასაც მაილი განიცდის"სევდა,მწუხარება,იმედგაცრუება,უიმედო სიყვარული"
CommenT SWAGGIES <3
+მახსოვს ერთხელ როცა,Sophies კომენტარი გამოვყევი ვიღაცეებს ეწყინათ.
"ახლა ყველამ ეგეთები უნდა წეროსო?"
მე არ თხოვ არავის დაწეროს დიდი კომენტარი...
უბრალოდ მინდა მოვისმინო თქვენი სუბიექტური ან ობიექტური აზრი...
საათები არ ვწერ იმის გამო,რომ წავიკითხო "მალე"
მე თქვენს გარეშეც ვიცი,რომ მალე უნდა დაავდო...
რაც უფრო ბევრი მალე ეწერება.მით უფრო მალე დაიდება ახალი თავი?
პირიქით..მე მჭირდება მეტი შენინიშვნა,რაიმე თბილი სიტყვა,სტიმული თითოეულ კომენტარში,
რომ ვწერო სიამოვნებით და არა ვალდებულებით
მემგონი არც ისე ბევრს გთხოვთ,რომ კომენტარში რომელსაც წერთ თქვენი აზრი დააფიქსიროთ.ჩემს იმედებს ყოველთვის ამართლებს,Sophies–და რა ვქნა როგორ არ გამოვყო..
იმედია გამიგებთ და არ გეწყინებათ(ყველას არ ვგულისხმობ)






კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1456 | დაამატა: holy♡queen | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 261 2 3 »
2013-06-20 Spam
ise dzaan dzaan dzaan dzaan momewonaa ro arvicii:D:**
martla umagresii tavi iyo, gansakutrebit bolos iyo shokiiiii
'' queen of anger'' da ''king of anger'' kiideee dzaaaaaan momewonaa :D:D:D
chemi dzaan dzaaan nichierii gogo:**
gtxov rac sheidzleba male gaagrdzeleee. moutmenlad velodebi shemdeg tavs <3 <3 <3