მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 4 » Learn To Forgive (21)
11:01 PM
Learn To Forgive (21)


Learn To Forgive  


მოთხრობის შემდეგი ნაწილი!


მოთხრობა გრძელდება და იმედი მაქვს ისევ ისე და 
უკეთესად გააგრძელებთ კითხვას და კარგი თუ ცუდი რაღაცეების თქმას ))
ბევრს აღარ ვილაპარაკებ შემოდით, სრულიადში შემდეგი ნაწილი! დიდი თავია!
  

- ასე ნუ ამბობ. მე გირჩევ რომ დაელაპარაკო, მგონი არ ღირს მისი დაკარგვა.
- არ ვიცი... შეიძლება ღირს კიდეც.
- მე ახლა უნდა წავიდე რაღაც საქმეები მაქვს და გთხოვ წადი მასთან, გუშინ ალბათ გაღიზიანებული იყო და ვერ მოგისმინა. გთხოვ წადი!
დედას თავის დაქნევით ვუპასუხე და ის ოთახიდან გავიდა. არ ვიცოდი რა უნდა მექნა, რამდენიმე დღეა სულ ის მიტრიალებს თავში, რომ იქნებ ელას ჩემი მოშორება უნდა და იმიტომ არ მისმენს, მაგრამ რატომ? ამ კითხვას პასუხს ვერ ვცემ, მე და ელას ხომ ყველაფერი ერთნაირად გვიხაროდა და ყველაფერი ერთნაირად გვაწუხებდა. არ მინდოდა თავი კიდევ ერთხელ დამემცირებინა მასთან, რადგან საკმაოდ ამაყი ვარ. ამიტომ გადავწყვიტე თვითონ ელას გამოხმაურებას დავლოდებოდი და ჩემს ოთახში შევედი. ტელეფონს როცა დავხედე 11 Missed Call და 1 შეტყობინება დამხვდა ლუკასგან:
Sending an sms to my dear @yelyahwilliams, haha <3 on Twitpic
,,- ლიზა რა დაგემართა გუშინ? გთხოვ შეტყობინებას რომ ნახავ დამირეკე!" ლუკას ნომერი სასწრაფოდ ავკრიბე და ხმის ამოღებაც არ ვაცადე ისე ვუთხარი:
- ლუკა რაებს მეკითხები? არ იცი რაც დამემართა?
- ხო კარგი, მომესალმე მაინც.
- აუუ ლუკა! 
- ჰო კარგი, რაზე იჩხუბეთ შენ და ელამ?
- რაზე და ასე მითხრა რაც გამდიდრდი იმის მერე ყველა დაგვივიწყეო. ხო იცი რო მე ასეთი არ ვარ? ნუ მართალია დაბადების დღის შემდეგ არ დამირეკავს მისთვის რადგან სახლში პრობლემები მქონდა, მაგრამ მე რომ მსაყვედურობს თვითონ რატომ არ დამირეკა ან არ მომიკითხა?
- ალბათ შენგან ელოდა, რომ გაგახსენდებოდა.
- ჰმმ, ხო და ელოდოს რამდენიც უნდა!
- იცი, ელამ ასე მითხრა რო შენთან ლაპარაკი უნდა და დღეს საღამოს მასთან გელოდება.
- აჰაა ესეიგი კიდევ მე უნდა მივიდე და თავი დავიმცირო? მაგას გადაეცი რო თუ უნდა თვითონ დამირეკოს ან თუნდაც სახლში მომაკითხოს და შენ შუამავლად ნუ გიყენებს. 
- კარგი გადავცემ. ძალიან მომენატრე!
- გუშინ არ გნახე?
- ჰო გნახე, მაგრამ მე შენთან მარტო ყოფნა მომენატრა, რამდენი ხანია ერთად, მხოლოდ ჩვენ ორნი არსად ვყოფილვართ. იცი, დავიღალე ამდენი პრობლემებით. თითქოს ჩვენი სიყვარული განელდა და უბრალო ნაცნობებს დავემსგავსეთ, რომლებიც ერთმანეთთან მხოლოდ გამარჯობით და მოკითხვით შემოიფარგლებიან. მე ეს არ მინდა, მომბეზრდა ასე ცხოვრება და ისიც არ მინდა, რომ ამ პრობლემებმა ჩვენს ურთიერთობაზე იმოქმედოს..
Love
- ლუკა! შენ რა გგონია, რომ მე არ დავიღალე? რომ შენთან ყოფნა არ მინდა? მთელი დღეები უშენოდ ვარ, ოთახში გამოკეტილი და თითოეულ ნაბიჯზე მეშინია, თითოეულ მილიმეტრზე საფრთხე მელის. მარტო მე არა, ეს ყველა იმ ადამიანს ეხება ვინც ჩვენს ირგვლივაა! ჩვენ, ჩვენი სიყვარულის გადასარჩენად უნდა ვიბრძოლოთ და გავანადგუროთ ის ადამიანი ვინც ამ დიდი ხნის განმავლობაში სიცოცხლეს გვიმწარებს. ამიტომაც ახლა ყველა ერთად უნდა დავდგეთ და მალე ბედნიერებაც მოვა, მაგრამ არა თავისით, ბედნიერება ჩვენით უნდა მოვიპოვოთ. შენ გგონია, რომ მე თავს გარიდებ, მაგრამ ეს ასე არ არის! ეს განსაცდელი ჩვენ იმ რეალობამ მოგვივლინა რომელშიც ვცხოვრობთ. ახლა გესმის ჩემი?
რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა და ცოტა ხანში ლუკამ 1 სიტყვა მითხრა და ტელეფონი გათიშა:
-გასაგებია!
კარგა ხნის ფიქრის შემდეგ სამზარეულოში ჩავედი სასაუზმოდ. ვიცოდი, რომ სოფი შაბათობით ისვენებდა და საუზმის მომზადება მე მომიწევდა, მაგრამ ჩემდა გასაკვირად სოფი ქურას დაყრდნობოდა და რაღაცაზე ღრმად ჩაფიქრებულიყო.
Turquoise kitchen
 ის ჩემმა ხმამ გამოარკვია:
-სოფი! შენ აქ ხარ?
- უიჰ ლიზა როგორ შემაშინე. ჰო აბა სად უნდა ვიყო?
- მაპატიე! მე მეგონა, რომ შაბათობით ისვენებდი?!
- დღეს მაქსი ისვენებს და...
- მაქსი რა შუაშია?
სოფი გაჩუმდა.
- სოფი! მითხარი რა გაწუხებს? მეც ხომ ყველაფერს გიყვები ხოლმე, მენდე კარგი?
- კარგი! ძალიან მერიდება ამის თქმა მაგრამ, იმდენი წელია ამ საიდუმლოს ვინახავ, მგონი დროა ვინმეს გავუმხილო.. 
- მიდი სოფი მითხარი რისი თქმაც გინდა.
- მე... მეე მაქსი მიყვარს...
- რაა?
- ჰო! 3 წელია რაც ამ სახლში ვარ და მაქსი დანახვისთანავე შემიყვარდა. მე და მაქსი ძალიან დავმეგობრდით, საუკეთესო მეგობრებიც კი გავხდით. ყოველთვის მიყვებოდა და მიყვება კიდეც თავისი ერთგვარი ფლირტების შესახებ, უნდა რომ ჩემგან რჩევა მიიღოს, როგორც მეგობრისგან. როცა ვინმე გოგოს გაიცნობს აუცილებლად მაცნობს ან მის შესახებ მიყვება. მე კი ვუსმენ, მართალია ეს ძნელია, მაგრამ ამას თითქმის შევეჩვიე, რადგან მაქსი როგორც საუკეთესო მეგობარს და მსმენელს ისე მიყურებს და არ მინდა იმედები გავუცრუო...
- უბრალოდ არ ვიცი რით დაგეხმარო..
- არა ლიზა შენ მაგაზე ნუ იდარდებ, ამას უკვე შევეგუე.. აი ახლაც ერთი გოგო გაგიჟებით შეუყვარდა, საათობით მასზე მელაპარაკება. მგონი შენც იცნობ იმ გოგოს..
- ვა მართლა?? და რა ქვია ხომ არ უთქვამს?
- ელა?? ჰო, მგონი ელა ქვია. კი ნამდვილად ასე თქვა!
- ელა?
- ჰო! 
სოფიმ კიდევ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ კარზე ზარის ხმა გაისმა, საუბარი შეწყვიტა და კარის გასაღებად წამოდგა.
FUCK YEAH CUTE WISHES | via Tumblr
- მოიცა სოფი! მე გავაღებ.
- კარგი!
მე მისაღებ ოთახში გავედი და კარის ჭუჭრუტანაში გავიხედე, თვალებს ვერ ვუჯერებდი, რომ ისინი აქ ერთად მოვიდნენ. კარი გავაღე:
- კატო? ელა? თქვენ აქ რა გინდათ?
- ლიზა, მინდა ვილაპარაკოთ და არ შემოგვიშვებ?
- მოდით! აქ დასხედით.
მათ სასტუმრო ოთახის ცენტრში მდგომ სავარძლებზე მივუთითე.
- ელა შენ ხო ჩემთან გინდა ლაპარაკი?
- ჰო.
- აბა დამსწრეები რა საჭიროა? ან საერთოდ თქვენ ერთად რატომ მოხვედით?
- კატო ჩემთან მოვიდა სახლში, უნდოდა გაეგო როგორ ვიყავი, შემდეგ ვუთხარი, რომ შენთან მოვდიოდი და მითხრა რომ აქამდე მომაცილებდა. ხომ იცი ჯერ ისე კარგადაც ვერ დავდივარ, რომ აქამდე მარტომ მევლო.
- გასაგებია!
ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა და კატომ ცოტა არ იყოს უხერხულობა იგრძნო და წასასვლელად წამოდგა:
- კარგი, მე წავალ და მშვიდად ისაუბრეთ.
- არა კატო, მოიცა! დარჩი!
ძალიან გამიკვირდა ის რომ ელას კატოს დარჩენა სურდა, მაგრამ კატომ კარი გამოაღო და წავიდა. მე და ელა კი საძინებელში ავედით, კარი ჩავკეტეთ და ელას ვთხოვე ეთქვა, ის რისთვისაც ჩემთან მოვიდა:
- მითხარი ელა რისი თქმაც გინდა.
♥
ელა ცოტა ხანს შეყოყმანდა და რამდენიმე წამის შემდეგ მითხრა:
- ლიზა.. მინდა რომ მაპატიო, ასე არ უნდა მოვქცეულიყავი.
- კარგი ელა, მე დიდი ხანია გაპატიე, ახლა მივხვდი, რომ ბევრი რამ ჩემი ბრალიც იყო. 
- ანუ შევრიგდით?
- ხო აბა რა!!
მე და ელა ერთმანეთს მაგრად ჩავეხუტეთ. აი ამ დროს ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ჩემი საუკეთესო მეგობარი ისევ ჩემს გვერდით იყო, ისევ ერთად ვიყავით და იმასაც მივხვდი, რომ მეგობრის ფასი არაფერია და ამის შემდეგ ყველაზე ძალიან მათ და ჩემს ოჯახს გავუფრთხილდებოდი. 
- ელა რაღაც მინდა გკითხო და გთხოვო კიდეც.
- ჰო მიდი გისმენ.
- კატოსთან ერთად რატომ მოხვედი? 
- ხომ გითხარი, ჩემს სანახავად მოვიდა და შემდეგ აქ წამოვედით, ისე ამ დღეებშიც დადიოდა და დიდ სითბოს იჩენდა ჩემს მიმართ, როცა სულ მარტო ვიყავი.
- ახლა არ მითხრა დავმეგობრდითო და მისი მჯერაო!
- არა რას ამბობ, რაც გაგვიკეთა იმის შემდეგ მისი აღარ მჯერა.
- ჰო ელა და გთხოვ ხშირად ნუ მისცემ შენი მონახულების უფლებას, რადგან უნდა, რომ რამენაირად დაგიახლოვდეს და მე ჩამომშორდე.
- არის! :დ
- აუ ხვალ გვაქვს ბანკეტი და მინდა ლამაზად ვიყო. დედა რამდენიმე კაბას მომიტანს და ხო ამარჩევიებ? 
- აბა რას ვიზამ!
მე და ელა თმის ვარცხნილობაზე ვსაუბრობდით როცა მინის მსხვრევის ხმა მოგვესმა, ინსტიქტურად ფანჯრისკენ გავიქეცით, მაგრამ რომ გადავიხედეთ არავინ ჩანდა. იატაკზე კი ფურცლის ნაკეცი ეგდო, რომელიც სასწრაფოდ გავხსენით და ზედ სისხლით ეწერა: ,,ყველას სათითაოდ დაგხოცავთ". 
Image - TinyPic - Free Image Hosting, Photo Sharing & Video Hosting
 - ვაიმე ელა ეს რა არის?
- აუუ მაგრად მეშინია!
- სწრაფად წამოდი მაქსს ვაჩვენოთ.
მე და ელა მაქსის ოთახის კართან მივვარდით:
 - მაქს! მაქს! გააღე კარი რაღაც მნიშვნელოვანი ვიპოვეთ!
- მაქს გააღეე!!!
კარი ღია იყო და მაქსმა რომ აღარ გაგვიღო, უნებართვოდ შევედით, ოთახშიც ვყვიროდით მაგრამ მაქსმა ხმა არ გაგვცა და ბოლოს აბაზანაშიც შევედით. აბაზანა სისხლით იყო მოსვრილი და მაქსი ამ სისხლში ცურავდა.
 - ვაიმე ლიზა ეს ვინ გააკეთა, რა ვქნათ?!!!
- ელა დაწყნარდი, გთხოვ დაწყნარდი.. ვნახავ ცოცხალია თუ არა.
მაქსს პულსი გავუსინჯე, ამდენი სისხლი დაკარგა მაგრამ მაინც ცოცხალი იყო, პულსი სუსტად უცემდა, ამიტომ სასწრაფოდ რაიმე უნდა მოგვეფიქრებინა, რომ მაქსი არ დაგვეკარგა.
 - ცოცხალია! შენ ტელეფონი აიღე სასწრაფოში დარეკე რაც შეიძლება მალე მოვიდნენ, ეს პირსახოცი ალბათ ცოტათი შეუჩერებს სისხლს, მე კი სოფისთან ჩავალ იქნებ რაიმე ჰქონდეს.
ელა ოთახში დავტოვე, მე კი სასწრაფოდ კიბეები ჩავირბინე და სოფის ვუთხარი:
- სოფი!! სწრაფად ბამბა და ისეთი სითხე ამოიტანე მაქსის ოთახში, რომელიც სისხლს შეაჩერებს!
- რატოო რა მოხდა?
- ახსნის დრო არ არის, სწრაფად! 
მე ისევ ავიარე კიბეები და ოთახში შევედი, პირსახოცი სულ გასისხლული იყო, მეორე პირსახოციც ავიღე და ახლა იმით ვცადე სისხლის შეჩერება.
 სოფიც მალე მოვიდა, შემოვიდა და მაქსი დაინახა თუ არა გონება დაკარგა, ხელიდან ყველაფერი დაუცვივდა და სითხე დაიღვარა. აღარ ვიცოდი რა მექნა, ელა სოფის მოსულიერებას ცდილობდა ამ დროს სასწრაფო დახმარების სიგნალის ხმა გაისმა და ელას ვთხოვე ქვემოთ ჩასულიყო და ექიმები ზემოთ ამოეყვანა. ექიმები ზემოთ ამოვიდნენ, მაქსი მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს. ჩვენც მანქანით უკან გავყევით და თან ყველას შევატყობინეთ ეს ამბავი და ვუთხარით სადაც უნდა მოსულიყვნენ. 
♡ ein wildes Tier ♡ | via Tumblr
. . . . . . .
დედა, მამა, ლუკა, საბა, რატი, გიო.... ყველანი მოვიდნენ, ყველანი მაქსის გვერდით ვიყავით.
- ლიზა, ლიზა რა ხდება? სად არის მაქსიი? რა დაემართა მითხარი? (დედა)
- ლიზა რა ხდება თქვი? (მამა)
ყველა მეკითხებოდა თუ რა მოხდა, რა უნდა მეთქვა? ის რომ მაქსის სხეულში სისხლი აღარ არის? ის რომ მას ვიღაცამ რაღაც დაუშავა და ჩვენ არც გაგვიგია? რა მეთქვა?.. მაგრამ მათ ეს უნდა სცოდნოდათ, სიმართლის დრო დადგა და ყველაფერი მოვყევი, თუ როგორ გვამწარებს ვიღაც, გვემუქრება, გვიშავებს და არ ვიცით რა გავაკეთოთ.
- ლიზა რა თქვი? ეს აქამდე რატომ არ ვიცოდით ჩვენ? იქნებ რომელიმეზე ისეთი რამ დაეშავებინა რაც სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა. 
- მაპატიე დედა! ეს ყველამ ვიცოდით შენი და მამას გარდა. არ გვინდოდა გაგეგოთ და გენერვიულათ. თან ვიცი ამ საქმეში უამრავ ხალხს ჩარევდით და შეიძლება ჩარიოთ კიდეც, რადგან ახლა ყველაფერი იცით. მაგრამ გთხოვთ, რომ არავის გააგებინოთ ეს! ძალიან გთხოვთ!
- ლიზა ასე არ შეიძლება, რაღაცას დაგიშავებთ! შენ რომ მშობელი იყო ჩვენსავით ინერვიულებდი და ამ საქმეს ბევრ ადამიანს გაანდობდი. არ დაფიქრებულხარ, რომ მაგ უჩინარმა შეიძლება სხვა ადამიანებიც დააზარალოს? (მამა)
- არა მამა! მაგის არ მეშინია, რადგან უკვე ვიცი, რომ ეს ადამიანი მხოლოდ ჩემს ირგვლივ მყოფთ უქმნის საფრთხეს და აი ამიტომ არ მინდა ეს ყველამ გაიგოს და ხალხს მოსვენება დაეკარგოს. ძალიან გთხოვთ, თქვენც მიიღეთ ამაში მონაწილეობა, მაგრამ სხვების გარეშე. ძალიან გთხოვთ!
- ოხხ ლიზაა.. რატომ გიყვართ შენ და შენს მეგობრებს საფრთხესთან მარტო გამკლავება?
- იმიტომ, რომ ჩვენ უშიშრები ვართ :დ
. . . . . . . . .
2 საათზე მეტი გავიდა რაც მაქსი საოპერაციოშია, ყველანი ვნერვიულობთ, რომ არ დაბრუნდეს? მერე რა უნდა ვქნათ? ეს ხომ სამოთხე არ არის სადაც ადამიანები რამდენიმე საათის შემდეგ ბრუნდებიან? ეს წუთები საშინლად დამამახსოვრდება, რადგან შეიძლება დავკარგო საყვარელი ადამიანი, რომელიც ახლახანს ვიპოვე! ვიცი, რომ ახლა ყველაზე მეტად დედა და მამა ღელავს. ისინი ხომ მშობლები არიან!
- დეე... მაა.. არ ინერვიულოთ კარგიი? ((
- მოდი ჩემთან!
დედამ გულში ჩამიკრა, მამამ კი ორივე თავის მკლავებში მოგვიქცია და ასე ვიყავით კარგა ხანს, სანამ ექიმი არ გამოვიდა საოპერაციოდან.
Dr. Avery | Flickr - Photo Sharing!
- ექიმო რახდებაა!!... 
- ექიმო ხომ კარგადაა მაქსიი!!!...
ექიმი წამით შეჩერდა და თქვა:
- ბევრი ვეცადეთ გადაგვერჩინა...
- დაა???? 
- ნუ ღელავთ! გადავარჩინეთ!
სევდიანი სახე, ყველას გაუბრწყინდა, ყველანი გამხიარულდნენ..
- და ახლა როგორ არის?
- ძალიან კრიტიკული მდგომარეობა იყო, სისხლისგან ბოლომდე არ იყო დაცლილი.
- დიახ ვეცადეთ შეგვეჩერებინა.
- ძალიან კარგი! ცოტაც რომ დაგეგვიანებინათ შეიძლება დაგვეკარგა. ახლა სტაბილური მდგომარეობაა, თუ სტაბილურობას ხვალ დილამდე შეინარჩუნებს მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება და შეგიძლიათ მოინახულოთ კიდეც.
- ვაიმე, დიდი მადლობა ექიმო! ძალიან დიდი მადლობა, რომ შვილი გადამირჩინეთ. (დედა)
თითქოს ჩვენში სიმშვიდე სუფევდა, მაგრამ დილამდე მაინც გვქონდა სანერვიულო, რაიმე გართულება არ მოყოლოდა ოპერაციას. მე ლუკასთან მივედი და ვუთხარი:
- როგორ ხარ?
- არამიშავს ლიზა! შენ?
- რავიციი.. ხვალ არ გამომიარო კარგი? ბანკეტზე არ მოვდივარ..
- კარგი, როგორც გინდა.
- ლუკა... რაღაც მინდა გითხრა!
- გისმენ..
- იციი... ისეთი აღარ ხარ როგორიც ადრე იყავი!
- როგორი ვიყავი?
- თბილი <3((
- შენ თვითონ არ თქვი, რომ ახლა ამის დრო არ არის?
- ლუკა! ჩემი რატომ არ გესმის?
- მესმის. ლიზა მაპატიე, ახლა უნდა წავიდე რაღაც საქმე მაქვს და შეგეხმიანები.
- ააჰ, კარგი. 
და ლუკა წავიდა... ეს არ იყო ის ლუკა რომელიც შემიყვარდა, მას აღარ ესმოდა ჩემი, ალბათ ისიც აღარ ახსოვდა, რომ რამდენიმე კვირის წინ ცოლობაც კი მთხოვა, მაგრამ ახლა? ახლა ისე მელაპარაკა თითქოს ერთმანეთი დღეს გაგვეცნო..
.
. . . . . . . .
რამდენიმე საათის შემდეგ მე, ელა და სოფი სახლში წამოვედით. სოფიმ დავიღალეო და თავის ოთახში შევიდა, მე და ელა კი ჩემს საწოლზე მოვკალათდით:
- ბანკეტზე წასვლას არ აპირებ?
- არა! ახლა მაქსთან უნდა ვიყო, თან რაღაც არ მინდა. არაუშავს ჩემს გარეშეც კარგად გაერთობიან.
- აუუ რამდენი ხანია ასე არ გვილაპარაკია..
- აუუ ხოო... ძაან ვღელავ, თავიდან ხუმრობა მეგონა, მაგრამ ეს ვიღაც არ ხუმრობს. 
- ლიზა ისე შენი მშობლები მართლები არიან, პოლიციას უნდა მივმართოთ!
- ვაიმე არაა, ეგ აღარ თქვა. არავის არ ვეტყვი ამ ამბავს.
- კარგი, შენი ნებაა.. მაგრამ ვინ დაგვიცავს? ხომ ხედავ როცა თითოეული ჩვენგანი მარტო რჩება რაღაცას გვიშავებს. ჯერ იყო და სისხლით წერს რაღაცეებს, მერე კიდე მე დამიშავა და ახლა ალბათ მაქსსაც მან ავნო.
- კი ეგრე იქნება. მაგრამ ვინ არის ვინ? აი ამას ვერ ვხვდები ვინ უნდა იყოს. ისე ახერხებს ყველაფერს, რომ მისი სახე ვერავინ დაინახოს.
- ხოო და ამიტომაც უნდა ვუფრთხილდეთ. ისე არ გეძინება?
- აუუ კიი.. ძაან დავიღალე დღეს, დავიძინოთ.
რამდენიმე წუთში ჩამეძინა კიდეც და უცებ ვიღაცის კივილის ხმა მომესმა. უცებ ორივენი წამოვვარდით და შეშინებულები ერთმანეთს მივეკაარით:
- ვაიმე ლიზა ვინ კივიისს?? :XXXx 
- მეშინია!...
Seyda Cetintas
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 749 | დაამატა: elle♥(M) | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 7
2013-10-13 Spam
თავიდან რომ დაიწყერა წერა ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდი და არც ისე საინტერესოდ წერდი....
მაგარმ ეხლა უზადოდ გაკვირვებული ვარ... წერის მანერა საოცრად გამოასწორე და თან ისე საინტერესოდ წერ რომ მოთმენაც აღარ შემიძლია.. ასე გააგრძელე ელეე :*
მიყვარხარ შენ და ვგიჟდები ამ მოთხრობაზე :*