მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მაისი » 12 » Party In The U.S.A./16
2:00 AM
Party In The U.S.A./16
ეს თავი მინდაა ჩეეემს გოოგოს –GvanciIi)))-ს და ერთგულ მკითხველ
PerfectBelieber-ს ვაჩუქოო))
დაგვიანება დიიდი თავით ავინაზღაურო..იმედია მოგეწონებათ გოგონებო
მადლობთ რომ კითხულობთ..

–პეტი ამას ვეღარ გადაიტანს...–მისი ცრემლი ხელზე დამეცა.
–პეტი ამას ვერ გადაიტანს
–პეტი ამას ვერ გადაიტანს–მესამედ,უფრო ხმადაბლა ჩაილაპარაკა.ჩემსკენ მობრუნდა და მხარზე ძალიან მაგრად მომეხვია...
ხმას ვერ ვიღებდი..არ ვიცოდი რა მეთქვა.
ეს არის ყველაზე საშინელი მომენტი,რაც შეიძლება ადამიანმა განიცადოს.არ შემეძლო მისი დამშვიდება,არ შემეძლო მეთქვა ისეთი რამ რაც მას ოდნავ მაინც დააწყნარებდა.
მე ვერაფერს შევცვლიდი.ერთადერთი რაც ახლა შემეძლო–გვერდში დგომა იყო...
არ გასულა რამოდენიმე წუთი გიჟივით წამოვარდა.
–კერძო თვითმფრინავი გზაშია–თან კარებში ჩაზი გამოჩდნა
–ძალიან კარგი–მისთვის არც შეუხედავს ისე დატოვა ოთახი.
–გავყვეთ–მითხრა ჩაზიმ ჩუმად.მეც წამოვდექი და ჯასტინს გავყვევი.
კარადიდან შავი მაისური გამოიღო და სწრაფად გადაიცვა.
–აღარ მივდივართ?–მის ხმაში იგრძნობოდა დიდი ტკივილი,რომელსაც სიბრაზეში ანთხევდა.
–მანქანა ქვემოთ გელოდება
–ჰოდა რას ველოდებით.წავედით–მობილურს ხელი დაავლო და როგორც სწრაფადაც შემოვიდა,ისე სწრაფადვე დატოვა ნომერი.გავიგონე ჩაზის ხმა,რომელმაც დამატებით ორი სასტუმროს დაცვა გამოიძახა.გასასველი სავსე იყო ჟურნალისტებითა და პაპარაცებით...ჯასტინის გაყოლას აზრი არ ქონდა.მივხვდი,ახლა ჩემთან ყოფნა მას ყველაზე ნაკლებად უნდოდა...
აივანზე გავედი.დაცვას პატარა გასასველი გაეკეთებინა ჯასტინისთვის.აჟიოტაჟი გამოიწვია მისმა გამოსვლამ.სახეზე ხელებაფარებულმა სასწრაფოდ მოძებნა გზა,და ყოველგვარი კომენტარის გარეშე შავ მერსედესში ჩაჯდა...
თვალი გავაყოლე მანქანას,მანამ სანამ თვალს არ მიეფარა.
უსიამოვნოდ გავაქნიე თავი და ნომერში დავბრუნდი.
ჯასტინის ჩემოდანი გამოვიღე და ტანსაცმლის ჩალაგება დავიწყე.გამიმართლა ნახევარი ჯერ კიდევ ჩემოდანში ელაგა.
გაოცებული დავრჩი მისით )) რაოდენობით ჩემზე ორჯერ მეტი ტანსაცმელი ქონდა წამოღებული.
ნელ–ნელა ვკეცავდი მის ჯინსებს და სულ მის სიტყვებზე ვფიქრობდი.
ვერ დამეჯერებინა,რომ ჯასტინმა მოასწრო და ეს ყველაფერი მართლა მითხრა.
თვალებზე ცრემლი მომადგა.ძალიან გამოუვალ მდგომარეობაში ვიყავი.მასთან ყოფნა მინდოდა,მისი დახმარება,მისი ნუგეში–მაგრამ საშუალება არ მომცა,ისე სწრაფად ჩაიქნია ყველაფერზე ხელი და შეძლო, თუნდაც ასეთ რთულ სიტუაციაში,უკვე მეორედ დავეტოვებინე მარტო...
–მაილი–ჩაზის ბოხმა ხმამ შემაშინა და უნებურად შევკრთი
–მაპატიე,არ მინდოდა–უღიმღამოდ გაიღიმა–კერძო თვითმფრინავი დატოვებს თუ არა ჯასტინს უკან დაბრუნდება,შენს წასაყვანად.
–არა,არა ძალიან გთხოვ.ჩემთვის იმავე რეისზე აიღე ბილეთი,რომლითაც მოცეკვავეები წავლენ.
–დარწმუნებული ხარ?
–კი.ასე ჯობს–გავუღიმე და მაისურები ჩემოდანში ჩავაწყვე
–კიდევ ერთი რამ..
–გისმენ
–ჟურნალისტები არ მიდიან.ჯასტინმა მათ კითხვებს არ უპასუხა,ისინი კიდე ამბობენ რომ არ დატოვებენ აქაურობას,სანამ არ მიიღებენ კითხვებზე პასუხს
–მთელი ცხოვრება აქ ჰო არ დარჩებიან?როდესმე წავლენ!–გაბრაზებულმა ვთქვი
–მაილი ვერ გამიგე,უნდათ რომ ინტერვიუ მიცე
–არა ჩაზ გამორიცხულია.ერთი,რომ ამდენი კამერის წინ ვერ დავდგები,მეორე კიდე....–გავჩერდი–არ შემიძლია
–მაილი ძალიან გთხოვ.სასტუმროს ადმინისტრაციაც შეწუხდა.
–ჩაზ...
–ჯასტინის გამო
ცოტა ხანი დავფიქრდი.
–კარგი,კარგი,ცოტა მოვწესრიგებდი და ჩავალ.
თმა ავიწიე,ჩემი საყვარელი მაისური ჩავიცვი,მსუბუქი მაკიაჟი,ჩვეულად აიფონი ავიღე და ჩაზს გავყევი.
მინის კარებიდანვე ვხედავდი,როგორი არეულობა იყო გარეთ.პირველად ვიყავი ასეთ ამპლუაში,როდესაც საჯაროდ უნდა მეთქვა ისეთი რამ,რასაც ნახევარი მსოფლიო ელოდა.ჩემებურად მოვემზადე,თავი შევმართე რომ არ დავბნეულიყავი და კარი გამოვაღე.დაცვამ ჟურნალისტები ახლოს არ მოუშვა.
თვალებს უაზროდ ვაცეცებდი,კითხვებს ვერ ვარჩევდი.ვერ გამეგო ვისთვის რა მეთქვა.წამიერად ისიც კი გავიფიქრე,უკან დავბრუნდებითქო,მაგრამ თავის შებრუნებისას სახეში ჩაზის გაცეცხლებული მზერა მეცა.
–რიგ–რიგობით–დავიყვირე მოულოდნელად–გისმენთ–ხელი ჩემს წინ მდგარი გამხდარი გოგონასკენ გავიშვირე.
–რამდენი ხანია რაც ჯასტინმა,მამინაცვალის ტრაგიკულ გარდაცვალებაზე გაიგო?
–ნახევარ საათზე მეტია.ამბის გაგებიდან,რამოდენიმე წუთში დატოვა აქაურობა
–თქვენ იცნობდით ჯეიკს?–შემეკითხა მის გვერდით მდგომი გგოგონა,და მიკრაფონი უფრო ახლოს მოწია
–არა საწმუხაროდ,თუმცა ჯასტინისგან ბევრი ვიცოდი მასზე
მზერა მარჯვენა კუთხეში მდგომ გოგონას მივაბყარი და მიხვდა რომ ახლა მისი ჯერი იყო–რა ბედი ეწევა კლიპს?
–სამწუხაროდ ამის შესახებ არც მე ვიცი არაფერი.სავარაუდოდ გადაიდება გადაღებები,რამოდენიმე კვირით.ან რამოდენიმე თვით)
–როდესაც ჯასტინმა გაიგო,ერთად იყავით?–ვერ გამეგო,რაში აინტერესებდათ ასეთი დეტალები
–დიახ ერთად ვიყავით–უსიამოვნოდ გავხედე კითხვის ავტორს
–შეიძლება რამოდენიმე კითხვა თქვენი პირადიდან?
–დიახ,გისმენთ–თავაზიანად ვუპასუხე ახლა უკვე ჩემგან მარცხნივ მდგარ გოგონას და ინტერესით დაველოდე კითხვას
–აქ რა მიზნით ჩამოხვედით,და როგორ დაუმეგობრდით ჯასტინს?
–აქ სასწავლებლად ვარ ჩამოსული,ჯასტინს კი სრუილიად შემთხვევით დავუმეგობრდი.
–თქვენ მსახიობი ხართ?
–მომავალი მსახიობი..
–და მღერით?
–ვცდილობ..–დაბნეული ხან ერთ,ხან მეორე კამერაში ვიყურებოდი
–მართალია,რომ ტეი ვიქტორია სეკრეტის მოდელი აღარ არის?
–არა.ის ჩვეულებრივ განაგრძობს თავის კარიერულს წინსვლასყალბად გავიღიმე
–ჯასტინი და ემა ისევ ერთად არიან?–ამ კითხვამ საშინლად გამაღიზიანა.შემეშინდა არ დამტყობოდა და რაც შეიძლება გულიანად გავიღიმე
–რათქმაუნდა.–აღელვება არ შევიტყვე
–მაილი,როდის ბრუნდება ლოსანჯელესში?
–როდესაც,თავის და ჯასტინის ბარგს ჩაალაგებს
–კერძო თვიმთფრინავით?
–ამის უფლებას არ ვაძლევ საკუთარ თავს )) პირველივე რეისით გავფრინდები,თუ საშუალებას მომცემთ დაგტოვოთ–გავიღიმე და შევბრუნდი..
რამოდენიმე კითხვა კიდევ გავიგონე,მაგრამ აზრი აღარ ქონდა.
ჩაზმაა ხელი მომხვია და დამეხმარა სასწრაფოდ შევსულიყავი სასტუმროში
–ასე კარგად პროფესიონალები ვერ ართმევენ თავს–გამიღიმა ჩაზმა–ძალიან თავდაჯერებული იყავი
–მადლობა არც ისე ძნელი ყოფილა..ნუ ჯერ–ჯერობით ასე ჩანს–გავუღიმე და ლიფტში შევყევი
–რაც შეიძლება მალე უნდა დავბრუნდეთ!
–საღამოს 6 საათამდე ფრენა არაა! იქნებ კერძო თვით.....
–მოვიცდი საღამოს 6 საათამდე–ავხედე ჩაზს და თვალებით დავარწმუნე,რომ მეტ მცდელობას აზრი არ ქონდა...
ჩალაგებას 1 საათში მოვრჩი )
ძალიან ვღელავდი.ჯასტინს დავურეკე,მაგრამ გათიშული ქონდა.
დრო უაზროდ გაიწელა.მე კი ყველანაირად მზად ვიყავი.
რაღათქმაუნდა გული ვერც წიგნებს და ამჯერად ვერც ფილმებს გადავაყოლე.გავყურებდი ჩემი ფანჯრის ლამაზ ხედს და ფიქრებში წასული ველოდი,როდის შემოვიდოდა ჩაზი და მეტყოდა,რომ წასვლის დრო იყო...
ტეის ველაპარაკე.მასთან საუბარმა,როგორც ყოველთვის ცოტა დამწყნარა.

***
ჩემოდნები ტაქსამდე მივიტანე.
–დაგეხმარებით–გადმოვიდა მძღოლი და ჩემოდნები საბარგულში ჩააწყო.ვინ წარმოიდგენდა,რომ ერთ–ერთი თვით ჯასტინ ბიბერის იქნებოდა.
თვალი მოვავლე იქაურობას.) გამახსენდა პირველი გრძონა,როცა აქ ფეხი დავადგი.მაშინ მამასთან ერთად ვიყავი და გაცილებით ნაკლები პრობლემები მქონდა,ვიდრე ახლა.გაცილებით უდარდელი ვიყავი ვიდრე ახლა,და გაცილებით ბედნიერი იმით,რომ ლოსანჯელესში დავადგი ფეხი...
სანამ მანქანაში ჩავჯდებოდი ჩაზისგან 10 გამოტოვებული ზარი მივიღე.ბოლოს მე დავურეკე და ავუხსენი,რომ ჯასტინის სახლამდე თვითონ მივიდოდი..

გზაში ვფიქრობდი,ვფიქრობდი ძალიან ბევრს.რა მეთქვა პეტისთვის,რა მეთქვა ჯასტინისთვის...ყველაფერი ძალიან რთული მეჩვენა.
თავი ხელებში ჩავყავი და ვეცადე დავწყნარებულიყავი..
–მივედით–დაიყვრია მძღოლმა,როცა მიხვდა რომ მის პირველ სამ ნათქვამზე რეაქცია არ მქონდა
–მაპატიეთ,აი აიღეთ–ფული გავუწოდე და მანქანიდან გადავედი..
იქვე დაწყობილი ჩემოდნები ავიღე და ნელ–ნელა ავუყევი ჯასტინის სახლისკენ მიმავალ გზას.
–მაილია,კარი გააღეთ–დაცვის თანამშრომლებში დიდი პოპულარობით ვსარგებლობდი..ეზოს კარი გაიღო და მეც ნელი ნაბიჯით მივუახლოვდი შესასვლელ კარებს..ჩემოდნების შეტანა დაცვას ვთხოვე,მე კი კიბეები ავიარე და სახლის კარები ფრთხილად შევაღე...

სასტუმრო ოთახში რამოდენიმე ქალი შეკრებილიყო.სავარაუდოდ პეტის შემორტყმოდნენ გარს..ცალი თვალით შევიხედე,შესვლა არც მიფიქრია.ჯასტინს რომ ვერ შევხედე,მოვშორდი იქურობას და გეზი მისი ოთახისაკენ ავიღე.
გული უცნაურად ამიძგერდა.მუცელი ამტკივდა და ხელები ოდნავ გამეყინა.ასეთი რაღაც პირველად ვიგრძენი!თითქოს რაღაც ძალა მაჩქარებდა.ერთ სულზე ვიყავი როდის ვნახავდი,გადავეხვეოდი და მისგან თბილ სიტყვებს მოვისმენდი.
როცა წარმოვიდგინე,რომ რამოდენიმე წამში მის მკლავებში აღმოვჩნდებოდი გული სიხარულით ამევსო.სახე ღიმილმა დამიფარა.
კარებს მივუახლოვდი.ნახევრად ღია იყო.ოდნავ ხელი ვკარი და შევიხედე.
 თითოქოს ჩემი სიხარული აქ დამთავრდა! 
სამყარო,რომელიც ილუზიით შევქმენი დაინგრა.
ადგილზე გავშეშდი.
საწოლზე ზურგით იჯდა ჯასტინი.თავი დახრილი ქონდა.მხარზე კი ემა ეკროდა და რაღაცას ეუბნებოდა.
ვერ წარმოვიდგნედი თუ როდესმე ამას ვიგრძნობდი,მაგრამ ამ გოგოს მიმართ წამებში უდიდესი სიძულვილის გრძნობა გამიჩნდა! ეგოიზმით აივსო ჩემი გული.ცოტას და სიმწრისგან ვიყვირებდი..
არაფერი მითქვამს ისე გავიხურე კარი და ცივად გადავდგი ორი ნაბიჯი.მოაჯირს დავეყრდენი და თავ დავხარე..
–ახლა ამის დრო არ იყო.ალბათ ვერ მოახერხა ემასთან ურთიერთობის დამთავრება–თავი დავიმშვიდე.ვცდილობდი ჯასტინის გამართლებას,მაგრამ როდესაც მისი სიტყვები მახსენდებოდა...მახსენდებოდა,რა მითხრა წარმოუდგენლად მიმაჩნდა რომ ემას კვლავ დაუბრუნდებოდა.მას შეეძლო ისევე ცივად მოქცეოდა მას,როგორც მე .ისევე უსიტყვოდ დაეტვოებინა ის,როგორც მე!!
ვეღარ მოვითმინე...სიმწრის ცრემლები წამსკდა.თავი დახრილი მქონდა.კარგა ხანი ვიყავი ასე,სანამ მობილურის ზარმა არ მომიყვანა არზრზე.
ტეი იყო.ნამტირალებს შემატყობდა და არ ვუპასუხე.
სწრაფად ავიარე ის ორი საფეხური,რომელზეც გაჩერებული ვიყავი და სააბაზანოში შევვარდი.
თავი ნელა ავწიე.თითქოს მეშინოდა ჩემი თავისთვის შემეხედა.
მარჯვენა ხელი ფრთხილად შევახე საკუთარ ლოყას.სახეზე ხელი მოვისვი და ცრემლი ნაზად მოვიწმინდე.შემდეგ ხელის გულს უცნაურად დავხედე.თითქოს ჩემი თავი ვიუცხოვე.ასეთი რამ არასდროს მომსვლია.ბიჭის გამო არასდროს მიტირია.
ჩემს თავს ვერ ვცნობდი.! არ მომწონდა ასეთი მაილი.ზიზღით ავხედე ჩემს ანარეკლს და თავი კლავ დავხარე..
გააზრებასაც ვერ მოასწრებდა ადამიანი,ისე სწრაფად მოვახდინე ჩემს თავში ყველაფრის საპირისპიროდ შეცვლა.მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე,(ჩანთით ყოველთვის დამქონდა),თმა შევისწორე და სააბაზანო დავტოვე.ჯასტინის ოთახს სიამაყით სავსემ ჩავუარე და კიბეებზე ჩასვლა დავაპირე.ამ დროს კი ახლო ოთახიდან,ქვითინის ხმა მომესმა.სასწრაფოდ ავბრუნდი და პეტის ოთახის გვერდით მდებარე კარი შევაღე.
ტირილის ხმას მივყევი...ბოლოს კი საწოლის გვერდით,კუთხეში,იატაკზე მჯდარ პატარა ჟასმინს შევხედე..გოგონა სულ მარტო იყო.ალბათ 4 წლის ბავშვი,ვერ იაზრებდა მომხდარს...პეტის თავის გაჭირვება აქვს,ჯასტინს დისთვის სად ცალია?!
–ჟასმინ–ჩუმად დავიხარე და თვალებიდან ხელები ჩამოვაწევინე.სწრაფად ამომანათა,ცრემლიანი,თაფლისფერი თვალები...
–მაილი–გამიღიმა
–მიცნობ?–გაკვრივებულმა შევეკითხე
–კი ჩემი ძმა სულ მიყვებოდა შენზე,და სურათებიც მანახა.ძალიან მომეწონე–წამში დაავიწყდა ყველაფერი.გამიხარდა,რომ მისი გამხიარულება შევძელი
–დიდი მადლობა.მეც მიყვებოდა ჯასტინი შენზე...
წამოდგა და გადამეხვია.
მისგან თბილი დამოკიდებულება ძალიან მესიამოვნა..
ამ დროს თავში ერთმა აზრმა გამიელვა.არ შეიძლება ბავშვი ასე უყურადღებოდ იყოს.შეესწროს იმ მძიმე გარემოებას,რომელიც მის სახლში რამოდენიმე დღის განმავლობაში იტრიალებს..
–ჩემთან წამოხვალ?–გავუღიმე
–შენთან,ახლა?
–ჰო.ახლა..შენ აქ დამელოდე,ვეცდები დედას ვუთხრა.აქ მარტო ხარ,ჩემს სახლში წავიდეთ.
–ძალიან მინდა–მისი მზერა საცორად გავდა ჯასტინისას.მეგონა ის მიყურებდა და ახლა ჟასმინის კი არა,ჯასტინის თვალები გამოცემდა ასეთ სიხარულს!
ბევრი აღარ მიფიქრია.პირველ სართულზე ჩავედი,სასტუმრო ოთახში,სადაც ხალხი შედარებით შეთხელებულიყო..
პეტი სავარძელში იჯდა.ხელში შავ შარფს ათამაშებდა და ერთ წერტილს მიშტერებოდა.როგორც მჩვევია,დავიბენი.შესვლისას ფეხი მაგიდას წამოვკარი და ყველას ყურადღება წამში მივიბყარი..
პეტიმ გამომხედა.თანაგრძნობით გავუღიმე და მისკენ წავედი.
ჩავიმუხლე და ხელებზე ხელი დავადე.
მუდარით სასვე თვალებით ავხედე.ჩუმად,თითქოს გაუგებრად ჩავილაპარაკე:
-I'm Sorry
პეტიმ ხელები თავზე გადამისვა.აცრემლინებული თვალებით გამომხედა და თბილად გამიღიმა.როგორც ყოველთვის მისგან დედობრივი ზრუნვა ვიგრძენი,რომელიც ყოველთვის მაკლდა.
–ჯასტინი სად არის?–დაბალ ხმაზე ჩაილაპარაკა
–თავის ოთახში...ემასთან ერთად
–ჟასმინი თავის ოთახში გაიქცა.შეგიძლია ნახო?
–ვნახე უკვე..პეტ შეიძლება ახლა ამის დრო არ იყოს,მაგრამ შეიძლება ჟასმინი რამოდენიმე დღით ჩემთან წავიყვაანო?ბავშვია და....
–არ მინდა ასე შეგაწუხო..
–პირიქით.მთავარია ეს გადალახოთ,ყველაფერი კარგად იქნება–წამოვდექი და გადავეხვიე.არ ვიცი რამ იმოქმედა მასზე,მაგრამ მისი აქვითინება ვიგრძენი.
ნაღვლიანი თვალებით ავხედე და რამოდენიმე წუთში იქურობა დავტოვე..

როდესაც ოთახში ავბრუნდი ჟასმინს,უკვე ჩატენილი ქონდა თავისი ტანსაცმელი.ხელში სამი სათამაშო ეჭირა და გაღიმებული მე მელოდა
–წავედით?
–შენ უკვე ჩაალაგე?–გავიცინე და ჩანთა გადმოვატრიალე.
მისი ჩაკუჭული ტანსაცმელი ამოვალაგე...რაც მართლა დაჭირდებოდა ზურგზაგში ჩავუკეცე და მხრებზე ავკიდე.
–ახლა შეგვიძლია წავიდეთ..–ხელი ჩავკიდე,ცალი სათამაშო გამოვართვი და ოთხაიდან ერთად გავედით..
გასულს წინ ემა შეგვეფეთა.
–მაილი...–გამიღიმა–როგორ ხარ?–წამოვიდა და გადამეხვია.
კარგად.–პირფერობას ვერ ვიტანდი.თუ უნდოდა მიმხდვარიყო,რომ ასე ჯასტინის გამო ვიყავი)–მივდივართ,კარგად.
–რა გჭირს?ჟასმინის ნახვა მინდოდა–და ბავშისკენ დაიხარა.კოცნას აპირებდა,როცა ჟასმინმა თავი უკან გაწია.ვერც კი წარმოდგენთ როგორ მესიამოვნა ))
ცივად წამოიწია და გამომხედა
–ჯასტინს აინტერესებდა....–შევაწყვეტინე
–ჯასტინს გადაეცი,რომ გოგონა კარგად არის)ჩემთან მიმყავს.
–სწორად იქცევი...ჯასტინიც ძალიან განიცდიც..
–ჰო წავედით ჩვენ–არ მინდოდა,რაიმე კიდევ მეთქვა.ვიცოდი,როგორი უხეშიც ვიქნებოდი.თუ აქამდე ემა ძალიან მომწონდა,ახლა მეგონა რომ ყველა მისი ნათქვამი სიტყვის უკან,კარგი არაფერი იმალებოდა.)
ჟასმინმა ხელი მაგრად ჩამკიდა.სწრაფად ჩავირბინეთ კიბეები.გასასვლელში ჩემს ჩემოდანს დავავლე ხელი და იქაურობა სწრაფად დავტოვეთ..

–ეს შენი სახლია?–მკითხა ჟასმინმა როდესაც სახლს მივუახლოვდით..
–კიი,ასეა..აქ მე და ჩემი და ვცხოვრობთ–მანქანაში უკვე ნათქვამი მქონდა ტეიზე
–ერთი სული მაქვს როდის გავიცნობ შენს დას
ტეის მანქანა ეზოში ეყენა.მივხვდი რომ სახლში იყო.
–ტეეიი–დავიყვირე და სახლის კარი შევაღე.
–მოხვედი?–გამოიქცა.დიდი ხნის უნახავებივით გადავეხვიეთ ერთმანეთს
–ეს ვინ არი?–გაოცებულმა გახედა კარებთან მდგარ ჟასმინს
–ჯასტინის და..ჟასმინი.ერთი სული ქონდა როდის გაგიცნობდა
–მართლააა?პაატაარა.მოდი ჩემთან–დაიხარა ტეი.ჟასმინიც მისკენ გაიქცა.
–წამოდი ტელევიზორს ვუყუროთ–ვთქვი ცოტა ხნის შემდეგ.ჟასმინი სირბილით წინ გაიჭრა.
–სულ მარტო იყო..წამოვიყვანე.პეტიც ვერ აქცევს ყურადღებას.რამოდენიმე დღე ჩვენთან იქნება
–კარგი გადაწყვეტილებაა დაიკო.ჯასტინი რას შვება?
–ნუ მიხსენებ–გაბრაზებულმა ვუთხარი და სასტმრო ოთახში შევედი..სავარძელში ტაილერი მოკალათებულიყო და ჟასმინს ეფერებოდა.ჩემს დანახვაზე ფეხზე წამოდგა და გადამეხვია.
–რამდენი ხანია არ მინახიხარ..
–მეეც...
–ახლა მოვედი.მე და ენდირუი ვიყავით ჯასტინთან,მერე ემასთან დავტოვეთ
–ჰო ვიცი..–უსიამოვნოდ ჩავილაპარაკე
–ესენი მგონი ნაჩხუბრები არიან–გამომხედა ტეიმ–მართალია,გუშინ ძალიან გაბრაზებული იყავი მარტო რომ დაგტოვა.
–მარტო დაგტოვა?–უცნაური სახით გამომხედა ტაილერმა
–ჰო რა იყო რა გიკვირს–ყალბად გავიღიმე–გვიან დაბრუნდა,ნასვამი.მაგრამ იმ ღამესვე შევურიგდი.ახლა კი ძალიან დაღლილი ვარ,რამეს შევჭამ.ჯასტინზე სხვა დროს ვისაუბროთ–ჩანთა იქვე მივაგდე და სამზარეულოში გავედი.

ჩემს საყვარელ საქმიანობას შევუდექი.როგორი დაღლილიც არ უნდა ვყოფილიყავი,საჭმლის კეთება სიამოვნებას ყოველთვის მანიჭებდა.მსუბუქი ვახშამი სწრაფად მოვამზადე და ბავშვებს დავუძახე.)
გაღიმებული სახით,შევთავაზე თავიანთი ადგილები დაეკავებინთ..
ჟასმინ,ბლინები ხომ გიყვარს?
–კი–სიხარულისგან ტაში შემოკრა.
–ჰოდა გადაიღე–წინ დავუდე ბლინებით სავსე ლამბაქი და  გვერდით დავუჯექი.ტეი ფოტოსესიაზე ყვებოდა,რომელიც რამოდენიმე დღეში ექნებოდა.მე და ტაილერი კი დიდი ინტერესით ვუსმენდით და გვსიამოვნებდა რომ ასე აღტაცებით გვიყვებოდა ამ ყველაფერს.

10 საათი იყო,როცა ჟასმინს სახლი დავათვალიერებინე,ბოლოს კი ჩემს ოთახში ავიყვანე.კარადაში ადგილი გავათავისუფლე მისი ტანსაცმლებისთვის და საწოლი გადავშალე.
–აბა დავიძინოთ))–საწოლისკენ მივუთითე.
სათამაშოები თავთან დაიწყო და თბილ საწოლში ჩაწვა
–შენ არ იძინებ?
–კი მეც დავწვები პატარა..ამათ შევალაგებ
–რამდენი ტანსაცმელი გაქვს–კარადაში შეიხედა და კვლავ საწოლს დაუბრუნდა
–ეს დიდია?–გავუღიმე–ხვალ ტეისას განახებ
–ძალიან მაინტერესებს.ჯასტინსაც ძალიან დიდი აქვს.ზოგჯერ ვპარავ ქუდებს,მაგრამ ღამეს მაინც მიაქვს.
–ჯასტინის ქუდები რად გინდა?–სიცილი დავიწყე
–ჩემს დათვს ზუსტად ეტევა.იცი რა საყვარელია?
–არ ვიცი,და როცა დავბრუნდებით აუცილებლად მანახე.
–კარგი–გახარებულმა თავი ბალიშში ჩარგო...
–დაიძინე,ტკბილი სიზმრები– ვაკოცე და გასვლა დავაპირე,რომ კარებში ტეი შემეგება
–პატარებთან რა კარგად გამოგდის ურთიერთობა
–ვცდილობ,რავიცი–თავდმდაბლური პასუხი გავეცი და ჟასმინს გავხედე.
–ახლა როცა ტაილერი წავიდა,დროა ყველაფერი მომიყვე..
–მართალია.
ტეის ოთახში გვიანობამდე ვილაპარაკეთ)) 
–ვერც კი ხვდება,რომ ამის შემდეგ მეგობრობას ვეღარ შევძლებთ..შენც არ იცი რა ვიგრძენი,როდესაც ეს სიტყვები მითხრა.ჩემში სულ სხვა გრძნობა გააღვიძა.ჯასტინი სულ სხვა თვალით დამანახა.ჩამოვედი და აი....რაში ჭირდებოა ტეი?–შეწუხებულმა თავი მუხლებზე დაავადე.
იქნებ არ ქონია შესაძლებლობა,რომ ემას დაშორებოდა.ასე ადვილი ჰო არაა მაილი?
–ან იქნებ,ემას ნახვის შემდეგ მიხვდა რომ უყვარს.
–არ ვიცი,მაგრამ მგონია რომ ასეთ სიტუაციაშია და არ შეუძლია დაშორდეს ემას..ცოტა ხანი დავიცადოთ.ოჯახური პრობლემები გადაიტანოს და პირადულსაც მიხედავს..
–ჯასტინს როცა უნდა,რასაც უნდა ყველაფერს აკეთებს..ძალიან უსუსური არგუმენტია,მაგრამ იყოს ეგრე..დაველოდოთ მოვლენებს..–გავუღიმე და ლოყზე ვაკოცე.
–ჟასმინს შევაკითხავ!
–შეაკითხე–გაიღიმა–და არ დაგავიწყდეს,რომ ჩემი პატარა შენ ხარ,და არავის ვაპატიებ შენი პატარა გულის ტკენას..
თბილად გავუღიმე და ოთახიდან გამოვედი..
ჟასმინს ტკბილად ეძინა..შუბლზე ვაკოცე და გვერდით მივუწექი..
მეორე დღის მოლოდინში,მალე დამეძინა......

მაააილი.მე წავედი.–ოთახში ტეი შემოვიდა.–ჟასმინს უკვე ღვიძავს.ტელევიზორს უყურებს
თავი ზანტად წამოვწიე და საწოლს გადავხედე,სადაც მხოლოდ ჟასმინის 3 სათამაშო ეწყო
კარგი წადი დაიკო–თვალებზე ხელი ავიფარე და ზურგი ვაქციე სინათლეს..
როცა გამოვხფხიზლდი,თავი მოვიწესრიგე.ჩავიცვი და ჟასმინს ჩავაკითხე.
–აბა რას შვება ჩემი პრინცესა?
–ჩემს საყვარელ მურტფილმს ვუყურეებ მაილიი.
–კარგი,მაშინ მე საუზმეს მოვამზადებ.მერე სასეირნოდ წავიდეთ
–აუუ პარკში წამიყვან?–თავი მარჯვნივ გადაწია და ორივე ხელი კისრზე მიიდო,თხოვნის მიზნით
–რათქმაუნდა..წავიდეთ.–გავუღიმე და შუბლზე ვაკოცე
–დღესაც ბლინები შეიძლება?
–დღესაც?–სიცილი ავიწყე–კარგი როგორც გინდა..
სამზარეულოში ჩევედი და და–ძმა ბიბერების საყვარელი ტკბილი საუზმის მზადება დავიწყე..
(ჟასმინი ბიბერი არააა,მაგრამ როგორც ჯასტინის დას,ყველა ბიბერად იცნობს)

მე და ჟასმინმა ძალიან ბევრი ვისეირნეთ..პარკში ვიყავით.ვცდილობდი,დაევიწყა ყველაფერი ცუდი და შემესრულებინა რასაც მთხოვდა.
სამჯერ ვიჯექით ეშმაკის ბორბალზე.
სიმაღლის მეშინოდა.კენწეროში ასულები თავს ვხრიდი და ჟასმინს ვუჭერდი ხელს...
მაილი,მაილი შეხედე რა ლამაზი ხედია
–აააარ მიიინდააა,ვნახეე უკვეეე–შიიშნარევი ხმით ვეუბნებოდი და ძალით ვუღიმოდი.

ბოლოს სილებში ჩაფლულ საქანელებს მივადექით))
სირბილისგან დაქანცული ჟასმინი ჩამოჯდა და მოახლოებულ პაპარაცს გულიანად გაუღიმა...
–მამა მენატრება..–არ ვიცოდი მისი მოულოდნელი სევდა,რამ გამოიწვია
საქანელა გავაჩერე,მუხლებს დავეყრდენი და ორივე ხელი სახეზე მოვხვიე.
–მამა ყოველთვის შენთან იქნება პატარა...
–შენ რა იცი?–თვალები აუცემლიანდა.ცოტაც და მასთან ერთად ვიტირებდი.
მე დედა არ მყავს,მაგრამ ვგრძნობ ის ყოველთვის ჩემთან არის..ის ახლა,შენ მამასთან ერთად ზევიდან იყურება–გავუღიმე და ლოყაზე ჩამოგორეული ცრემლი მოვწმინდე
ბავშვმა უნებურად მაღლა აიხედა..
–ანუ მამიკო იქ არის?
–კი საყვარელოო
–მააა მიყვარხარ–მზის სინათლემ თვალი მოჭრა,თავი დახარა და ძალიან თბილად გადამეხვია...

საღამოს პეტისთან წავედით.დედას ნახვა ძალიან გაუხარდა.
ისინი მარტო დავტოვე და ჩაზთან გავედი.
როგორც მან მითხრა,ხვალ მიდიოდნენ ჯეიკის მშობლიურ ქალაქში,სადაც ცხდარი ესვენა და დასაფლავებაც ხვალ იქნებოდა..

მადლობ,რომ გამაგებინე
–რას ამბობ–გამიღიმმა ჩაზმა–შენს სამსახურში მიგულე
იქაურობა სწრაფად დავტოვე და სახლში შევრბუნდი.
სასტუმრო ოთახში შევდიოდი ჟასმინთან რომ კიბეებზე ჯასტინის ჩვეული ჩამოსვლის ხმა გავიგონე.
–გამარჯობა მაილი–წარბიც არ შეუხრია,ისე ამიარა გვერდი და ოთახში შესვლა დამასწრო.ჟასმინი მისკენ გაიქცა და გადაეხვია.მე პეტთან მივედი..
ცოტა ხანი ვსაუბრობდით და გადაწვიყივტეთ რომ ჟასმინის ხვალ წაყვანას, ჯობდა ჩემთან დარჩენილიყო..
იქ მყოფმა რამოდენიმე ქალმა იქაურობა მალე დატოვა.პეტი და ჟასმინიც გავიდნენ,და ვერც კი მივხვდი ისე დავრჩით მე და ჯასტინი მარტო.
ერთმანეთთან პირისპირ.
საუბრის წაწმოყება მინდოდა,მაგრამ თვალს მარიებდა.
–როგორ ხარ?–ძვლივს ამოვღერღე და ახლა თვალი მე ავარიდე
–არ ვიცი! ფსიქოლოგიურად ვემზადები ხვალინდელი დღისთვის.ნეტა შემეძლოს პეტის დახმარება და მისთვის ამ დღის აცილება..
–წარმოდგენაც არ მინდა..
–ოთახში ავალ–მოულოდნელად წამოდგა და გასვლა დააპირა
–როგორც გინდა–გაკვირვებულმა თავი გავაქნიე.
არ მესმოდა მისი! გულს ძალიან მტკენდა,ყველაზე უარესი კი იყო რომ ამის დანახვას საერთოდ არ ცდილობდა....

მეორე დღეს ჯასტინი და პეტი,ჯეიკის მშობლიურ ქალაქში გაემგზავრენ.ჩაზს ვუკავშირდებოდი და მისგან ვგებულობდი ყველაფერს..
3 დღე იყვნენ წასულები.მე და ჟასმინი კი ყოველდღე ახალ გასართობს ვპოულობდით.როდესაც დედას ახსენებდა,ყურადღებას სხვა საგანზე ვატანიებდი..
ერთი სიტყვით,ეს სამი დღე რის ვაივაგლახით გადავიტანეთ..
ჟასმინი როგორც საკუთარი და ისე შემიყვარდა.ვერ წარმოვიდგენდი როგორ გავძლებდი მისი წვრილი ხმის და გაუთავებელი ტიტინის გარეშე...

საღამოს,როცა პეტი,ჯასტინი და ჩაზი ქალაქში დაბრუნდენ,ჩაზმა მომწერა რომ პეტის ბავშვი ძალიან ენატრებოდა და მანქანას გამოუშვებდა ჟასმინის წასაყვანად.
რას ვიზამდი.........
ნელ–ნელა დავიწყე მისი ნივთების ჩალაგება..
დღეს ადრე დაეძინა და მანქანის მოსვლამდე აღარ გავაღვიძე...
ბოლოს კარებზე ზარი გავიგონე...სწრაფად ჩავირბინე კიბეები.
დაცვისთვის ვაპირებდი თქმას,რომ ჟასმინს გავაღვიძებდი და ორ წუთში ჩავიყანდი,თუმცა ხელში მის ნაცვლად ჯასტინი შემრჩა...

–ჯასტინ?–გაოცებულმა ავხედე.
–ჟასმინის წასაყვანად მოვედი–ცივად ამომხედა
–ჰო ვიცი..გავაღვიძებ და შეგიძლია წაიყვანო
–კარგი–თვალი ამარიდა და სახლში შემოვიდა.უსიტყოდ ვაპირებდი კიბეებზე ასვლას,მაგრამ ვეღარ მოვითმინე.
–ბოლო დროს ჩემთან მიმართებაში ძალიან გაიცვდი–ძალა მოვიკრიბე და ეს სიტვები პირდაპირ მივახალე.
ალბათ....
–საჭირო არ არის..შეგიძლია პირდაპირ მითხრა
–ალბათ...................

ალბათ,ალბათ,ალბათ მალე დავდეებ :დდ
ბოდიშით,რომ ეს ორი დღე ვერ მოვახერხე..
ჩემო მოუცლელობის გამო,დუცისთან(sunshine)
 დადებული თვით Pinky Promise-გავტეხე :))
იმედია მოგეწონათ და ცოტა მაინც დაინტრიგდით...
დანარჩენი გააგრძელეთ კომეტარებში.))) *** 
Lovee U - იუსელებო)
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1538 | დაამატა: holy♡queen | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 291 2 3 »
2013-05-19 Spam
movkvdi lodinit male dade raa :(( biggrin