მოთხრობის შემდეგი ნაწილი! მოთხრობის მკითხველები სრულიადში♥)) ეს თავი არ ვიცი ვის მივუძღვნა, ამიტომ დაწერეთ კომენტარებში ვის გინდათ მოგიძღვნათ შემდეგი თავი♥
თვალებზე ბინდი მეფარა, ვერაფერს ვხედავდი.. გული ისე ხმამაღლა ძგერს, გეგონება საგულეს გაანგრევს და წავაოო.. რაღაც უაზროდ მივლიდა მუცელში და ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა ჩემს თავს.. მომენტებში რაღაცეები ჩნდებოდნენ ჩემს წინ, მაგრამ მალევე ქრებოდნენ.. ვერაფერს ვგრძნობდი, თითქოს რაღაც მბოჭავდა.. დაა.. და.. უცებ ჩემს წინ მარიამი დადგა.. ულამაზესი იყო.. ჰოო ანგელოზს ჰგავდა.. გამიღიმა და ტკბილი ხმით მითხრა.. - ლიზა, არ შეგეშინდეს, ძლიერი იყავი, ჩემზე იფიქრე და მე ყველანაირი ხიფათისგან დაგიცავ.. მაგრამ ვეღარ მნახავ.. ეს ჩვენი ბოლო შეხვედრაა, გთხოვ არ ინერვიულო.. ცხოვრება გრძელდება!! უცებ რაღაც სასიამოვნოდ, მაგრამ ამავე დროს ცუდად მოხვდა გულს ეს ნათქვამი.. ჩემი სახელი.. ვიღაც ყვირის.. ლიზა, ლიზა.. უცებ თვალებს ვახელ, სინათლეს ვხედავ.. მეცნო ეს კედლები, საავადმყოფოს კედლები.. ირგვლივ მიმოვიხედე და ვიცანი ეს ყველაფერი.. - ლიზა.. (ლუკა) ხმას ვერ ვიღებ, ნეტავ იცოდეს როგორ გამიხარდა ახლა მისი დანახვა.. გავუღიმე.. მანაც გამიღიმა. - არაფერი თქვა.. (ლუკა) ლუკა ოდნავ მომიახლოვდა, მისი სახე ჩემსას გაუსწორდა და ამ დროს ელა შემოვიდა.. - ვაიმე ლიიზ, გაიღვიძე? ჩემი გოგო, როგორ გრძნობ თავს.. თავი ისევ გტკივა? ლუკამ უკმაყოფილო სახით შეხედა ელას და რაღაც ანიშნა.. - მაპატიეთ.. მე გავალ. (ელა) ლუკა ისევ მომიახლოვდა.. - ლუკა, მოიცადე.. რა მჭირს? - არაფერი არ გჭირს. - აბა აქ რატომ ვარ? - მაგის დრო არ არის ახლა, როცა გაგწერენ მერე მოგიყვები.. - კარგი.. დიდ ხანს ვიყავით ასე, ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით და ვგრძნობდი, რომ მარტო არ ვიყავი, ჩემს გვერდით ის ადამიანი იყო ვინც უნდა ყოფილიყო.. ასე ჩუმად ვუყურებდით ერთმანეთს, სანამ ეს სიჩუმე ექიმის შემოსვლამ არ დაარღვია: - როგორ გრძნობს თავს ჩემი ულამაზესი პაციენტი? - მადლობთ, უკეთესად.. - ჰოო.. ძლიერი ტრამვა არ იყო, უბრალოდ თავი დაარტყი მეტი არაფერი, დღეს საღამოს უკვე შეგიძლია სახლში წახვიდე.. - თავი დავარტყი? მოიცათ, ეგ როგორ მოხდა? - ლუკა, არ გითქვამს? - არა, ვეტყვი.. - ლუკა, რა უნდა მითხრა? - კარგით, მე დაგტოვებთ. ექიმი გავიდა.. ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოვარდა, ლუკას არაფერი უთქვამს, თითქოს ფიქრობს რა ვუთხრაო.. - ლუკა მითხარი.. - მოკლედ ხომ იცი, რომ მარიამმა დაგვტოვა.. მე სახე შემეცვალა, ისე მომხვდა ეს სიტყვები გულზე, რომ.. - კარგი მერე? - შენ ძალიან განიცადე, ალბათ გახსოვს როგორ არ იჯერებდი ამ ამბავს.. შემდეგ ისეთ ემოციებში იყავი, რომ სახეზე გაფითრდი წონასწორობას ვეღარ იცავდი, მე ვიგრძენი ეს და სანამ შენთან მოსვლას მოვასწრებდი, მანამ ქვემოთ დავარდი და გაითიშე.. შემდეგ აქ წამოგიყვანეთ, ღმერთის წყალობით სერიოზული არაფერია. - მარიამი.. ის მართლა წავიდა.. მან მითხრა, რომ არ უნდა შემეშინდეს.. - არაფრის არ უნდა გეშინოდეს, მე ხომ შენთან ვარ.. - ჰო.. მე წამოვიწიე და ლუკას ძალიან მაგრად ჩავეხუტე.. ისეთი სითბო ვიგრძენი მისგან, არ მინდოდა გამეშვა.. შემდეგ ელა ისევ შემოვიდა პალატაში, ლუკა ცოტა ხნით გარეთ გაიყვანა, რაღაც უთხრა და საღამოს 6 საათზე უკვე გამწერეს და ლუკამ სახლში წამიყვანა, მამასთან და მაქსთან.. სახლთან მივედით, კარი ღია დაგვხვდა.. შევედით, ყველაფერი ჩაბნელებული იყო და უეცრად რაღაც ნათება დავინახე, ეს სანთლები იყო: - გიილოცაავ დაბადეებიის დღეეს.. :*:* - ვაიმე ბავშვებოო.. მადლობთ!! ძალიან დიდი მადლობბაა.. ეს არც კი მახსოვდა.. ჰოლი ულამაზესად იყო მორთული, ყველანი აქ იყვნენ ელა, საბა, რატი, გიო, მაქსი, მამა და კიდევ ვიღაც ქალი.. ძალიან გამიხარდა, რომ ჩემი დაბადების დღე გაახსენდათ.. პირველი ელა გამოვიდა სიტყვაში: - ჩემი ცხოვრება, ხო იცი როგორ მიყვარხარ, მართალია ახლა ასეთი მხიარულობის დრო არაა, მაგრამ მარიამმა დამაბარა ჩემზე არ ინერვიულოთ, მე კარგად ვარო.. ძალიან გამიხარდება თუ ისეთივე მხიარულები იქნებით როგორც ადრეო.. ყველას ძალიან გვიყვარხარ და გვინდა, რომ ყოველთვის მხიარული და ბედნიერი იყო.. იცი როგორ მიხარია, როცა შენს სახეზე ღიმილს ვხედავ? ჩემზე ბედნიერი ამ დროს არავინაა.. გილოცავ დაბადების დღეს და ღმერთს მადლობა უნდა ვუთხრათ, რომ შენნაირი ადამიანი აჩუქა სამყაროს. - ვაიმე ეელ.. ვეღარ მოვითმინე, ჩავეხუტე, და ყურში ჩავჩურჩულე: - ძალიან მიყვარხარ ელა.. შენ რომ არ გამოჩენილიყავი ჩემს ცხოვრებაში, ალბათ ასეთი საინტერესო ცხოვრება არ მექნებოდა. შენი დამსახურებაა ახლა რაც ვარ.. ძალიან მიყვარხარ და სიცოცხლის ბოლომდე მეყვარები.. უფრო მაგრად ჩავეხუტეთ ერთმანეთს.. შემდეგ ყველამ თავისებურად მომილოცა, მათ შორის ლუკამ: - ჩემი ანგელოზი ხარ, ჩემი ყველაფერი ხარ!! შენ რომ არ ყოფილიყავი ჩემს ცხოვრებაში არ ვიცი, ალბათ ახლა არაფერი ვიქნებოდი ქვეყანაზე.. მე ყოველთვის დაგიცავ და მეყვარები.. ერთი წუთით ვერ იგრძნობ თავს მარტო.. მართალია ბევრჯერ გატკინე გული, რაღაც მიზეზების გამო, მაგრამ შენ მაინც ჩემთან ხარ.. საოცარი ადამიანი ხარ ლიზა! გილოცავ დაბადების დღეს და მინდა ოფიციალურად მოგანიჭო სრულწლოვნების ტიტული :დ - მადლობ ლუკა!! მიყვარხარ ძალიან.. განსაკუთრებული ხარ! მიუხედავად იმისა, რომ მარიამი ჩვენგან წავიდა მაინც კარგი დღე გამოვიდა, ყველა მხიარული იყო, მარიამს ეს ძალიან გაახარებდა.. მართლა ძალიან გვაკლია ყველას, ყველას გვენატრება და ის ყოველთვის ჩვენს გულებში იქნება.. ცოტა დავლიეთ და შემდეგ საჩუქრების ნახვის დროც დადგა. პირველი ელას საჩუქარი იყო, მან ძალიან ლამაზი კაბა მაჩუქა, რომელიც იმ წამსვე ჩავიცვი და ძალიან მიხდებოდა, რადგან ელამ ყოველთვის იცოდა ჩემი გემოვნების ამბავი.. შემდეგ საბას, რატის და გიოს საჩუქარიც ვნახე, მათ ბავშვის ულამაზესი აკვანი და ძალიან ბევრი სათამაშო მომიტანეს: - :დ ჰოო მართალია, ჯერ ძალიან ადრეა მაგრამ მაინც :დ (საბა) - ძალიან დიდი მადლობა ბიჭებო :დ რა საყვარლები ხართ <3 (მე) მაქსმა და მამამ ძალიან ლამაზი ბრილიანტის ყელსაბამი და ბეჭედი მაჩუქეს.. გამაგიჟა ისეთი ლამაზი იყო და საკმაოდ ძვირიც.. ბოლოს კი მთელი ოვაციებით გამაცილეს გარეთ ლუკასთან ერთად, სადაც ლუკას საჩუქარი მელოდა.. - აბა თვალები დახუჭე.. (ლუკა) ლუკამ გარეთ გამიყვანა და მითხრა, რომ თვალი გაახილეო.. თვალი გავახილე და რას ვხედავ.. ძალიან მაგარი მანქანა დამხვდა გარეთ.. ლუკამ გასაღები გამომიწოდა და მითხრა: - ეს მანქანა შენია! კინაღამ შოკში ჩავვარდი.. ემოციებს ვეღარ ვფარავდი.. - ვაიმეე ლუკაა.. ეს რა არიი.. ვაიმე რა მაგარი მანქანაა... ძაან დიდი მადლობაა.. მიყვარხაარ!! - რისი მადლობა ლიზა.. ეს არაფერია ჩვენს სიყვარულთან შედარებით.. შენ მეტი გეკუთვნის.. ლუკას მაგრად ჩავეხუტე და მაკოცა.. ეს უბედნიერესი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში... კარგად გავერთეთ და მოგვიანებით შევამჩნიე ქალი, რომელიც მთელი საღამო მაკვირდებოდა.. არ ვიცოდი ვინ იყო, ამაზე ვფიქრობდი როცა მამა მოვიდა ჩემთან: - ლიზა ჩემო საყვარელო გოგო, კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცო დაბადების დღე, უკვე დიდი გოგო ხარ.. აქ ხმაურია გთხოვ ერთი წუთით ზემოთ ავიდეთ.. მამას ზემოთ გავყევი, თავის კაბინეტში შევედით და მითხრა: - ლიზა, არ ვიცი შეამჩნიე თუ არა ის ქალი.. შავი კაბა რომ აცვია.. - შევამჩნიე და კითხვას ვაპირებდი, მაინტერესებს ვინ არის. - ის დედაშენია. - რაა? - ჰო.. დილით მომადგა სახლში, იმ კაცს დაშორებია, თან გაიგო რომ შენ გიპოვეთ და შენი ნახვა უნდა.. - მე არ მინდა მისი ნახვა.. - ვიცი რომ არ გინდა, მაგრამ ის დედაშენია და ძალიან გთხოვ ელაპარაკე, იცოდე არ მოისვენებს.. უცებ იმ ქალმა შემოაღო კარი, რომელზეც ახლა ვსაუბრობდით: - უკაცრავად, ცუდ დროს ხო არ მოვედი? - არა შემოდი. ლიზას უკვე ვუთხარი, რომ მასთან ლაპარაკი გინდა.. მე დაგტოვებთ. (მამა) მამა გარეთ გავიდა, დედა კი გვერდით მომიჯდა, თმაზე დამიწყო ფერება მაგრამ მე მაშინვე მოვაშორებინე ხელი.. - ლიზა პირველ რიგში გილოცავ დაბადების დღეს, ჩვენი შეხვედრა სწორედ ასეთ ლამაზ დღეს შედგა.. ვიცი რომ ჩემზე ცუდი რაღაცეები გელაპარაკეს, მაგრამ გარწმუნებ რომ ასეთი საშინელიც არ ვარ. - მადლობთ, მაგრამ როგორ მაინტერესებს რით აპირებთ თავის მართლებას? - თავის მართლებას სრულებით არ ვაპირებ.. მე იმას გეტყვი რაც სინამდვილეში მოხდა. გადავწყვიტე მისთვის მომესმინა, მივხვდი რომ ძალიან ვგავდი მას გარეგნობით. ის ძალიან ლამაზი ქალია და დაახლოებით მივხვდი რითაც მოიხიბლებოდა მამაჩემი. - კარგით, გისმენთ. - მოკლედ, ალბათ მამაშენმა მოგიყვა რომ ამერიკაში სხვა კაცის ცოლი გავხდი.. ეს ასე ადვილად არ მომხდარა და მიზეზიც მქონდა იმისთვის რომ მამაშენი მიმეტოვებინა.. როცა შენი ძმის, მაქსის განკურვნის მიზნით ამერიკაში ჩავედით, მამაშენმა დაახლოებით 1 თვის შემდეგ უაზრო სმა დაიწყო. მეგონა ეს შენი ძმის ავადმყოფობით გამოწვეული ნერვიულობის შედეგი იყო, მაგრამ სულ სხვა რაღაც აღმოჩნდა. მას ქალი გაუცვნია, რომელსაც მალევე დაშორდა, თითქმის გაცნობიდან 3 კვირაში, ეს გაუთავებელი სმა მათმა დაშორებამ გამოიწვია. მამაშენი ყოველ საღამოს მთვრალი მოდიოდა, უხასიათოდ იყო, თითქმის არ გველაპარაკებოდა. თავის ოთახში ჩაიკეტებოდა და ყველაფერს ლეწავდა. ერთ დღესაც ნაცემი მოვიდა, იმ ქალს ქმარი ჰყოლია და მამაშენი უცემია.. რით არ ვეცადე, რომ მისთვის ეს მდგომარეობა შემემსუბუქებინა. საყვარლის ყოლის მიუხედავად, მე ყოველთვის მის გვერდით ვიყავი. ერთ დღესაც გადავწყვიტე ამაზე გველაპარაკა და ვილაპარაკეთ კიდეც.. მაგრამ უეცრად რაღაცამ გააღიზიანა, იქნებ ჩემმა ამ საქმეში ცხვირის ჩაყოფამ და ხელი გამარტყა. ამით მან გული ძალიან მატკინა და სახლიდან წავედი.. შემდეგ ის კაცი გავიცანი, რომელიც ამ წლების მანძილზე ჩემი ერთგული იყო. მას რაღაც პრობლემები ჰქონდა და შვილი არ გვეყოლა. ნუ მოკლედ ეს შენთვის უკვე საინტერესო აღარაა მე და ჩემი ყოფილი ქმარი 1 კვირის წინ დავშორდით რაღაც მიზეზის გამო.. ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოვარდა, მე თითქოს ვიაზრებდი ამ ყველაფერს, მაგრამ კითხვები მაინც მიჩნდებოდა: - ეს ყველაფერი მაქსმა არ იცის? - არა! მაქსი მაშინ საავადმყოფოში იყო, თან პატარა ბიჭს გაუჭირდებოდა ამ ყველაფრის გააზრება.. მამაშენმა ბოლოს მაქსიც წამართვა და აქ წამოვიდნენ. ვიცი შენთვის უცხო ვარ, მაგრამ თუნდაც მთელი ცხოვრება დამჭირდეს შენი ნდობის მოპოვებისთვის ბრძოლა, ამას გავაკეთებ. უკვე დიდი გოგო ხარ და იმედია გამიგებ.. თუმცა ამას ჯერ არ გთხოვ, ვიცი, რომ დრო გჭირდება.. - მართალია, დრო მჭირდება.. ამ დროს ოთახში მამა შემოვიდა და მითხრა, რომ ბავშვები უკვე მიდიოდნენ და მეც ქვემოთ ჩავედი.. ბავშვებს დიდი მადლობა გადავუხადე და გავისტუმრე. მე და მაქსი საძინებელში შევედით, მაქსს ჩემთვის რაღაც უნდა მოეყოლა. კიბეზე ავედით თუ არა ყვირილი შემოგვესმა ერთ-ერთი ოთახიდან.. ხმა მამას კაბინეტიდან გამოდიოდა...
|