მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » თებერვალი » 14 » Romeo VS Juliet?=26
4:25 PM
Romeo VS Juliet?=26
იმ დღეს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა,,,ნახევარი დღე სახლში გავატარე.საღამოს ჯესის დავურეკე ))
ჩვენთან დავპატიჟე,ძალიან მინდოდა მას და ადრიანას კარგაად გაეცნოთ ერთმანეთი.
იმ საღამოს ძალიან ბევრი ვისაუბრეთ.თითქმის ყველა თემას შევეხეთ,ყველაფერი დეტალებში მოვყევით,ის რაზეც შეიძლება "ორი წლით დაშორებულ"დაქალებს ესაუბრათ ))
ბოლოს თემა ჩემს ყველაზე მტკივნეულ ადგილს შეეხო.
ჯესიმ ჰარი ახსენა,რადგან შეუძლებელი იყო ამ ადამიანის გარეშე კოლეჯის წლების გახსენება...
–ჯეს რაღაც უნდა გითხრა–და ადრიანას თვალბით ვანიშნე,რომ ამ ყველაფრის დამალვას აზრი აღარ ქონდა.
–გისმენ?–მზერა მე მომბაყრო
–გუშინ ჩავთვალე,რომ თქმა არ ღირდა.უბრალოდ იცოდე,რომ ჩემი გრძნობები ჰარის მიმართ ხელუხლებელია...
–ისევ გიყვარს–მშვიდად მითხრა.რადგან ვფიქრობდი რომ გაუკვირდებოდა
–კი ისევ ისე მიყვარს.!–თვალები დავხარე

მიუხედავად იმისა,რომ ორი წელია არ მინახიხარ,არ ნიშნავს რომ დამავიწყდი.ჩემს თავზე უკეთესად გიცნობ ელის.ჩვენი გატარებული ყოველი დღე,ყოველი წუთი,ადვილად დასავიწყებელი არაა.!ამ დროში კი საშუალება მოგვეცა ძალიან კარგად გამეცანი..როგორც კი ჰარის სახელი ვახსენე,სახე შეგეცვალა,მივხვდი რომ ყველაფერი რიგზე ვერ იყო.წინააღმდეგ შემთხვევაში როგორც ძველ შეყვარებულს,მხიარულად გაიხსენებდი.შენ კი ისეთი სევდიანი იყავი..
არ ვიცი რატომ,ცრემლები ვერ შევიკავე და ტირილი დავიწყე..

–შენ ტირი?–ცოტა გაოცებულმა შემხედა ჯესიმ.
ამ ბოლო დროს–გამეცინა და ცრემლებისგან დასვეებული სახე გამიწითლდა.
ჩვენი მეგობრული შეკრება,ღამის 12 საათამდე გაგრძელდა.
გვიან ადრიანამ ჯესი წაიყვანა და მალევე დაბრუნდა.

მეორე დილით ლუისმა გვითხრა,რომ დაურეკეს და 2 საათზე ნიუორკში უნდა წასულიყო,თამაში ქონდა.
დილიდანვე დავიწყეთ ბარგის ჩალაგება.ვეხმარებოდით ორივე,თორე მისი ზოზინა თავის ამბავი რომ ვიცოდი,ალბათ საღამომდე ვერ მოაწესრიგებდა თავის ნივთებს..
1 საათზე ჯესიკას გავუარეთ,ისიც მიყვებოდა.მალევე კი აეროპორტში მივეედით.
–უკვე მეორედ გაცილებთ–ვუთხარი ლუისს მანქანიდან გადმოსვილას
–მომავალში უფრო ხშირად მოგიწევს–გამიღიმა და ხელი გადამხვია...
–აბა შენ იცი მოიგე თამაში–ვუთხარი და ჩავეხუტე..

სავარაუდოდ ერთი–ორი კვირა ნიურკში დარჩებოდნენ,პრაქტიკულად ეს დღევანდელ თამაშზე იყო დამმოკიდებული.
გამოვემშვიდობეთ ჯესის და ლუისს,და სახლში დავბრუნდით..
მთელი ზაფხული შენი ფილმის კასტინგის პასუხს უნდა ველოდოთ?–მითხრა ადრიანამ,როცა უკვე ჩვენს ქუჩას ვუახლოვდებოდით
–არ ვიცი,არ ვიცი.ეგ რომ არა ახლა,სადმე წავიდოდით.
–მართალია.იქნებ შენ თვითონ დაურეკო ნიკოლასს?
–მე თვითონ?არა სირცხვილია–ცოტა გაკვირვებულმა გავხედე მას.
–ეგეთი სახით ნუ მიყურებ.უკვე მომბეზრდა ერთფეროვნება,ბოლოსდაბოლოს ზაფხულია ) ჩვენც დავიმსახურეთ დასვენება–გამომხედა და საუბარში გართულმა საჭეს ხელები აუშვა.
–დავიმსახურეთ,დავიმსახურეთ–ძალთ მივაყარე ეს სიტყვები და ვანიშნე წინ გაეხედა..
მოულოდნელად მოსახვევიდან ძაღლი გამოვარდა.
ვიცოდი ადრიანას ხასიათი.ასეთ წამებში უმექმედო ხდებოდა.
მე ვითავე ძაღლის გადარჩენა,ადრიანას ხელი გავაშვებინე და საჭე მარცხნისაკენ მივატრიალე.მიტრიალება და დიდ ბოძს შეჯახება თითქმის ერთად მოხდა.
ეს ყველაფერი წამებში დატრიალდა.გაოგნებული ვიყურებოდი,და ადრიანას გათეთრებულ სახეზე,გულში მეცინებოდა.
არაფერი მითქვამს.სწრაფად გავაღე კარები და მანქანიდან გადავედი.
დანაჯახები ადრის მხარე იყო.წინიდან მოვუარე და მანქანას შევხედე,რომლის მარცხენა მხარე,მომსპარი იყო.

–ო არა!!–პირზე ხელი ავიფარე და ადრიანას გავხედე მინიდან,
რომელიც საჭესთან ჯერ კიდევ გაოგნებული იჯდა.
–ჰაჩი!–მომესმა ქუჩის მეორე მხრიდან "მისი ხმა"
ეს ჰაჩი იყო?–გავიფიქრე და რამოდენიმე ნაბიჯი გადავდგი
–კი მაგრამ აქ რა მოხდა?–გადმოვიდა "უხეში"ბიჭი ჩვენს მხარეს და მანქანას დააკვირდა.ჰაჩიმ თითქოს მიცნო,ან გადარჩენისვთის მადლობა გადამიხადა,:დ,მომიახლოვდა და წკმუტუნი დაიწყო.მეც დავიხარე და მოვეფერე.
მაგრამ შემდეგ მანქანა გამახსენდა და სწრაფად წამოვდექი..
შენ სულ გაგიჟდი?მაგ იდიოტი ძაღლის გამო ლამის მე მომკალი?–როგორც ჩანს არზრე მოვიდა გაოგნებული ადრიანა და მანქანიდან ამ სიტყვებით გადმოვიდა.
–ისეთიც არაფერი მომხდარა,რომ მოკვდარიყავი–გაეცინა ძაღლის პატრონს
–და შენ საერთოდ ვინ ხარ?–არ ცხრებოდა ადრიანა
–ჰაჩის პატრონი
–ჰოდა ეცადე,რომ შენი ძაღლი აღარ გამოიქცეს და სხვისი ავარიის მიზეზი არ გახდეს.–ყვიროდა და მანქანის დაზიანებუულ მხარეს ათვალიერებდა
–კარგი,კარგი ნუ ყვირი.მე გადავიხდი მაგ მანქანის შეკეთების თანხას

თქვა და ჰაჩის ხელით ანიშნა თავისკენ წასულიყო
ამ სიტყვებით,როგორც იტყვიან ცეცხლზე ნავთი დაასხა
–ჰაჰ!შენი დამცინავი სიტყვები,შენთვის შეინახე,იდიოტი–ჩაილაპარაკა ბოლოს ადრიანამ
–სხვათაშორის გავიგონე–გახედა და ძალით გაუღიმა.
–ძალიან კარგი თუ გაიგონე,ის რაც გეკუთვნის.

–გეყოთ–მივხვდი,რომ მათ კამათს დასასრული არ ექნებოდა და მერჩივნა ჩავრეულიყავი.–უკვე მეორედ გქონდა ეგეთი შემთხვევა,თუ ჰაჩის ვერ უვლი,სახლიდან არ გამოოიყვანო.–ცინიკურად გავუღიმე
–რაც შეეხება მანქანის გაკეთებას,შენი დახმარება არაფერში გვჭირდება ))
–მე დახმარება შემოგთავაზეთ–ჯიბიდან,პატარა ფურცელი ამოიღო–ეს ჩემი ნომერია.შესაკეთებლად რომ მიიყვანთ დამიკავშირდით და ხარჯებს მე დავფარავ
ნომერი გამომიწოდა..
წინ ადრიანა გადამეღობა.სასწრაფოდ გამოგლიჯა ფურცელი ხელიდან და გაბრაზებულმა ძირს დააგდო.
–ისე ძალიან უცნაური ხერხი კი გცოდნია,დახმარების შეთავაზების.
–წამოდი ელის.!
მეც არაფერი მითქვამს.შევბრუნდი და დაველოდე,ადრი როდის ჩაჯდებოდა მანქანაში.რამოდენიმე წამში მიხედვა გავბედე და ის უკვე თვალს მიფაროდა.ადრიანას რომ არ დაენახა,ისე გადავდგი რამოდენიმე ნაბიჯი და ფურცელი,რომელზეც მისი ნომერი ეწერა ჩანთაში ჩავიდე........

სახლში საღამოს დავბრუნდით )) მანქანა შესაკეთებლად დავტოვეთ,და ამავდროულად საყიდლებზე გავიარეთ.გზაში ვუხსნიდი ადრიანას ვინ იყო ეს ბიჭი,რომლის სახელიც კი არ ვიცოდი,და რომელმაც თავისი უხეირო მოპყრობით დამამახსოვრა თავი...
მისი ნომერი,რომ მე მქონდა არ მითქვამს.ან რა სათქმელი იყო.მეც კი დარწმუნებული ვიყავი,რომ არ დავრეკავდი,საერთოდ რატომ ავიღე ისიც არ ვიცი.

მეორე დილით ადრე გამეღვიძა..შეიძლება უბრალოდ შემთხვევით,ან კიდეც იმ იმედით,რომ გარეთ სირბილისას "მას" ვნახავდი.
არ ვიცი რას მომცემდა მისი ნახვა,მეწყინებოდა,გამიხარდებოდა...მაგრამ ფაქტი იყო,ახლა სირბილის ხასიათზე ვიყავი ))
სწრაფად ჩავიცვი და სპორტიულ ფორმაში გავუყევი ჩემს ქუჩას..
1 საათზე მეტხანს დავრბოდი,მაგრამ არც ჰაჩი გამოჩენილა და არც მისი პატრონი...

როდესაც სახლში დავბრუნდი,კარი ჩუმად შევაღე,ჯერ კიდევ დილის 9 საათი იყო და მეგონა ადრის ისევ ეძინებოდა.
გამიკვირდა,როდესაც სამზარეულოდან მისი ხმა გავიგონე.
როგორც ჩანს ტელეფონზე საუბრობს.
–იცით?ელისი ახლა სახლში არ არის.თუ შეიძლება გავიგო ვინ ურეკავს და აუცილებლად გადავცემ...–მომესმა სამზარეულოდან ეს სიტყვები.ნაბიჯებს ავუჩქარე და დავენახე,რომ უკვე სახლში ვარ.
უი მოსულა,2 წუთით მოითმინეთ–სიცილით თქვა მან და ყურმილი მომაწოდა
–ვინ არის?–ჩუმად შევეკითხე
ვიღაც ბოხხმიანი კაცი–მითხრა და სიცილი დაიწყო..
–გისმენთ–ნაზად ვუპასუხე და სამზარეულოს სწრაფად გამოვცილდი,ადრიანას სიცილის ხმა რომ დამეფარა...
–ელისს თქვენ ხართ ხო?
–დიახ.ვინ რეკავს?
–აჰ,სულ დამავიწყდა.მე ფილმის კასტინგიდან გირეკავთ,რომელზედაც დღეების წინ იყავით,რეჟისორი გიბარებთ დღეს 4 საათზე.იმავე ოფისში სადაც,კასტინგი იყო ))
–და ჰომ არ იცით რასთან დაჯავშირებით?
–არა სამწუხაროდ.ვიცი,რომ აუცილებლად უნდა მოხვიდეთ ))
–კარგით გმადლობთ...–ასევე ნაზად დავემშვიდობე და ყურმილი მდივნისაკენ მოვისროლე
–ნეტა რა ხდება? )) 
–რა უნდა ხდებოდეს,ალბათ კიდევ შემოწმებაა–მითხრა ადრიანამ,რომელიც საზამთროს ძალიან გემრიელად შეექცეოდა.

მთელი დღე აფორიაქებული ვიყავი.თითქოს რაღაც მაშინებდა,რა არ ვიცოდი ))
3 საათზე მომზადება დავიწყე..
მანქანა არ გვყავდა და სახლიდან გასვლა ადრე მომიწია.
მთელი გზა ვფიქრობდი,რა შეიძლებოდა მომხდარიყო..
–ვითომ ამიყვანეს? ან კიდევ უნდა შემამოწმონ?
ეს კითხვები ტვინს მირევდა და სხვა საკითხზე დაფიქრების საშუალებას არ მაძლევდა...
სწრაფად გავიარე ნაცნობი ქვაფელიანი შესასვლელი.მინის კარები შევაღე და ირგვლივ მიმოვიხედე.მაღალი გოგონა,რომელიც თავისი გარეგნობით,დიდად ვერ გამოირჩეოდა,ახლა აქ არ იყო..მეც ვიფიქრე,რომ არაფერი დაშავდებოდა თუ ვინმეს თვალყურის დევნის გარეშე,ავიდოდი დანიშნულ ადგილას...
ასეც მოვიქეცი.შესვლამდე კლვავ გადავხედე,ჩემთვის არასასიამოვნო,მაგრამ ლამაზ ხედს ფანჯრიდან და კარებზე ორიდაკაკუნების შემდეგ,ოთახში შევედი...
–ელისი ჰო?–წინ დაბალი,ოდნავ მსუქანი კაცი მომეგება.ხმით ვიცანი,ის იყო ვინც დილით ტელეფონზე მესაუბრა.ჩემი წარმოდგენით,ის მაღალი სუსტი კაცი უნდა ყოფილიყო,მაგრამ რეალობას ნამდვილად ავცდი..
–დიახ–ძალით გავუღიმე
–აქეთ წამობრძანდით.–მიმითითა კარებისაკენ და წინ წამიძღვა.

შესვლისას თვალში უამრავი ახალი სახე მომხვდა,რომლებსაც ახლა პირველად ვუყურებდი.რაც მთავარია ჩემს მზერას არ გამორჩენია,"უხეში ბიჭი",რომელი ახლა ფანჯრის რაფას მიყრდნობოდა და ვიღაცას ესაუბრებოდა.

–აქ რას აკეთებს–გავიფიქრე და დაბნეულმა რეჟისორს,გავხედე რომელიც მიახლოვდებოდა.
–ძალიან კარგია რომ აქ ხარ ) საქმიანი დიალოგი გვექნება

–საინტერესოა,და რას ეხება ჩვენი საქმიანი დიალოგი?
–შენს როლზე დამტკიცებას
–უკვე დამამ,დამამ,დამატკიცეთ?–მოულოდნელად წავიბლუკუნე
–გაეცინა–თუ ყველა ჩვენს წინადადებას დაეთანხმები კონტრაქტის მიხედვით,მაშინ ჩათვალე რომ ეს როლი შენია
–ძალიან მაგარია

და თვალი მისკენ გამემქცა.როგორც ჩანს შემამჩნია,გამომხედა და ცოტა ხანში ჩვენსკენ წამოვიდა.
მე თითქოს მისთვის არ შემიხედავს.რეჟისორთან დიალოგს ვაგრძელებდი.რას ვეკითხებოდი,თვითონაც არ მახსოვს.
–გამარჯობა–ჩვეულად,უღიმღამოდ გამიღიმა და ჯოს დაუდგა გვერდით
–ჩარლი,გაიცანი ეს ელისია,ელის ეს ჩარლია,ჩემი შვილი–გაიღიმა და მას გახედა
მე კი გამიხარდა,რომ ამ იდუმალიი და უხეში ბიჭის შესახებ,ცოტა რამ მაინც გავიგე.თუნდაც მისი სახელი და ვინაობა.
–სასიამოვნოა–მინდოდა ეს სიტყვები ცოტა უხეშად გამომსვლოდა
–ჩემთვისას–ჩემი არა,მაგრამ მისი მცდელობა გამართლდა.

–შენ წასვლას აპირებდი ჰო?–შეეკითხა მას ჯო..
–კი მაგრამ,არაფერი დაშავდება ცოტა ხანს კიდევ თუ დავრჩები–ამათვალიერა და სწრაფად შებრუნდა.
–ყურადღებას ნუ მიაქცევ.ჯობს საქმეს მივხედოთ.ნიკოლასიც მალე მოვა..დანარჩენი წევრები კი უკვე აქ არიან...–მითხრა ჯომ და ხელში რაღაც ფურცელი მომაჩეჩა.

იმედია ძალიან უნტერესოც არ გახდა და ოდნავ მაინც მოგეწონათ 0)
არ მიინდა გავწყვიტო და ამიტომ ვაგრძელებ..!
ჩემი აზრით კი ძალიან გაიწელა..
თქვენ რას ფიქრობთ? 

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1127 | დაამატა: holy♡queen | რეიტინგი: 5.0/5
სულ კომენტარები: 191 2 »
2013-02-16 Spam
Malee Ra Chemii Lamazii < 3