მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 17 » Romeo VS Juliet?=13=
7:39 PM
Romeo VS Juliet?=13=
My NeStor) Romeo Vs Juliet?
ახალი თინეიჯერული თავგადასავალი)
პირველად ჟანრი"ფანტასტიკა")P A R T   ="13"=
 
დიზაინერთან პირველი მე შევედი )) მანაც გამომიტანა,კაბა მოსასინჯად,რომელსაც თითქმის დასრულებულის სახე ქონდა.კარგად უმუშავიათ )) 
კაბა გადავიცვი და სარკესთან დავდექი
-ძალიან უხდება-გაიფიქრა დიზაინერმა და ამათვალიერა..
შემდგე მომიახლოვდა
-ცოტა ჰო არ დავწიოთ სიგრძე?(მკითხა)
-იმედია არას მეტყვის,მეტი გრძელი არ ივარგებს-გაიფიქრა მან
-არა ესე ჯობს!მეტი გრძელი არ ივარგებს(გავხედე და გავუღიმე)
-ზუსტად ეგრე ვფიქრობდი
-დარწმუნებული ვარ-გამეცინა ჩემს სიტყვებზე..! 

ბევრი რაღა ვთქვა,ისე გავაკეთე როგორც დიაზინერს მოწონდა.ჩემთვის არსებით მნიშვნელობას არ წარმოადგენდა ეს კაბები.! ყველანაირი მომწონდა..და არა მხოლოდ ჩემი,ყველას ფორმა ძალიან დახვეწილი და კარგი იყო!! 
ამ ფიქრებში ვიყავი,რომ ჰარი გამოვიდა გასახდელიდან.ფორმა ,ძველებური სტილის ძალიან უხდებოდა.

რათქმაუნდა არაფერი შევმიჩნიე.ავხედე და კვლავ მობილურს ჩავაცქერდი.ერთი სული მქონდა სახლში როდის გამიშვებდნენ,რომ ჩემები მენახა.ახლა ნამდვილად აღარ გადავუხვევდი გზას..!

მანამ,რათქმაუნდა შევესწარი ნინას აფერისტულ ქცევებს ჰარისთან და საქმის გარჩევებს დანარჩენ მონაწილეებთან.როგორი მოსაბეზრებელი იყო ეს ადამიანი! ისე ერთფეროვნებით გამოირჩეოდა,რომ უკვე მისი ყურებააც მაღიზიანებდა..
წამოსვლამდე,დიზაინერმა გვითხრა,რომ მე და ჰარი საღამოს 10 საათზე კვლავ უნდა მოვსულიყავით,,ამ წუთში ყველაზე ბევრი ჩვენი ფორმები იყო და ვერ მოვასწრებდა შეკერვას პრემიერამდე,თუ ნელი ტემპით გავაგრძელებდით სიარულს...

ყველანი გასასვლელთან შევიკრიბეთ..
-წასვლის დროა.(თქვა ოლივერმა)-დირექტორიც მოვა და კოლეჯში წავალთ..ქალაქში ჰარი და ელისი რჩება,საღამოს კიდევ არიან მოსასვლელები..ჩვენ კი ერთი კვირა აღარ მოგვიწევს აქ ჩამოსვლა..ხვალ თვითონ კოლეჯში ჩამოგვიტანებენ ფორმებს..! ერთი სიტყვით ჩავსხდეთ...
რათქმაუნდა ამ პროცესმა ხმაური გამოიწვია..! 
წასვლამდე ანი მოვიდა ჩემთან
-ჯესის რამე ჰო არ გადავცე?
-არა.!(უხეშად ვუთხარი,როცა გამახსენდა,რომ მან ყველაფერი უთხრა ჰარის ჩემზე და ლუისზე
-კარგი!
-ბოდიში,შენ რა შუაში ხარ! არაფერი არ უთხრა.ნაწყენი ვარ რაღაცაზე და..
-როგორც გინდა.-ნეტა რა ხდება(გაიფიქრა და გამიღიმა)-კარგი ხვალამდე.(გადამეხვია და ავტობუსსში ავიდა)
ოლივერმა დამიძახა,რომელიც ჰარისთან ერთად იქვე იდგა
-ბავშვებო დღეს მე ვეღარ დავბრუნდები უკან და ჩემი შვილი მოვა 10საათზე .ის ურზუნველყფს დღეიდან ამ თემას.მე რეჟისორი ვარ,და უმეტეს შემთხვევაში ფორმები არ უნდა მეხებოდეს.ამიტომ როგორ კოლეჯის წარმომადგენელი,ისიც გამოგყვებათ ხოლმე
-კარგი არაა პრობლემა.(ვუთხარი ოლივერს)
-კარგი! და გვიან რეპეტიცია გვექნება.ამიტომ არ დააგვიაანოთ.! 12 საათზე დავიწყებთ.რა ვქნა,ორი დღე გაგვიცდა.
-ღამის 12 საათზე რეპეტიცია?(გამეცინა)
ოლივერმა ისე,გამომხედა თითქოს არც უნდა გამკვირვებოდა.
-ჭკვიანად იყავით და არსად გაიაროთ..!12 ზე რეპეტიციაზე იყავით..
-კარგი(ამდენი ხნის დიალოგის შემდეგ,ხმა ჰარიმაც ამოიღო)
-იქნებ არ ვაპირებ ჰარისთან ერთად წასვლას-გავიფიქრე და მას გავხედე..
-კარრგი დროებით ბავშვებო..(დაგვემშვიდობა ოლივერი და წავიდა)


მე და ჰარი მარტო დავრჩით.
-10 საათზე მოდი ზუსტად,არ დაგვიანო )) ისე,რომ ერთად შევიდეთ
გამოვასწორე უხერხული სიტუაცია
-კარგი-რაღაც დღეს მოწყენილი მეჩვენა.
-თუ სახლში მიდიხარ გაგიყვან-
ძალიან გამიკვირდა,რომ ეს მითხრა..
-არა იყოს.!მარტოც წავალ.
-როგორც გინდა.(გამიღიმა და თავისი მანქანისკენ წავიდა)
-ნეტა ეხლა მისი ფიქრების წაკითხვა შემეძლოს-გავიფიქრე და ტროტუარის გზას გავუყევი..

სახლს,რომ მივადექი გული უჩვეულოდ ამიჩქარდა..ისე მენატრებოდა აქაურობა.მხიარულად გატარებული ბავშვობის წლები.
კარი ჩემმა დამ გამიღო..
-ელის?(გაოცებული მიყურებდა ბავშვი)
-მოდი ჩემო პატარა ჩემთან..-უკვე კარების გაღება ისწავლე?
(მისკენ დავიხარე და ხელში ავიყვანე)
-როგორ მომენატრე.(ძალიან მაგრად ჩავეხუტე)
-მეც...(მითხრა და მხარზე ჩამომადო თავი)
-ჩემი პატარაა.!ჩემი ბუსუსა..ჩემი ტესი(დავუწყე ჩემებური,მოფერება,რომ ამ დროს სამზარეულოდან დედაჩემი გამოვიდა)
-ელის!(გახარებულმა შეიცხადა)-რატომ არ გამაფრთხილე თუ ჩამოდიოდი..
ტესი ძირს დავსვი და ეხლა დედას გადავეხვიე
-მინდოდა სიურპრიზი გამეკეთებინაა
-ჩემი დდიდი გოგო-გადამეხვია დედა-როოგორ მენატრებოდი
-მეც დედა...

ასე თბილად ჩაიარა ჩვენმა შეხვედრამ...სადილის დროს,თითქმის ყველაფერი ვუამბე რაც თავს გადამხდა და არ იცოდა)) რათქმაუნდა ის ჩემი გადმოცემით იცნობდა, მიჩელსაც,ჯესისაც,ნინასაც და რავიცი ყველას ვიზეც ვუყვებოდი..! მან აქაური ამბები მომიყვა.ტესის პირველი დღე ბაღში,მამას ახალი სამუშაო და ისეთი დეტალები,რაზეს ტელეფონში ვერ ვსაუბრობთ ხოლმე..
რათქმაუნდა ვუთხარი,აქ რისთვისაც ვიყავი ჩამოსული..რომ მან გაიფიქრა
-ნეტა,ჰარი რატომ არ ახსენა?
გულში გამეცინა.და გადავწყვიტე მე წამომეწყო თემა
-არ გაინტერესებს ჰარისთან ერთად რატომ არ ვარ?

-(გაეცინა)-სწორედ მაგის თქმას ვაპირებდი,ოღონდ არ ვიცოდი როგორ მეკითხა
-ნაჩხუბრები ვართ..და მგონი სამუდამოდ.ვერ ვეწყობით ერთმანეთს.ერთი თავში ავარდნილი,უხეში,მექალთანე და ძალიან სიმპატიური ბიჭია
-ბოლოს,რომ გნახე მაშინ ასე არ ფიქრობდი.
-ვიცი და ძალიანაც ვცდებოდი
-იქნებ ახლა ცდები?
-რაა?
-ჰო რა იცი,იქნებ ახლა ცდები 
-არამგონია..მან მისი ასეთი სახე უკვე ბევრჯერ გამოავლინა,რაც უკვე მოსაბეზრებელია ჩემთვის
-იქნებ,შენ არ აძლევ საშუალებას,თავისი ნამდვილი სახე გამოავლინოს..
ცოტა ხანი გავჩუმდი
-მე მადანაშაულებ?
-მე არაფერში არ გადანაშაულებ ელის(მზრუნველად მომეხვია)-უბრალოდ ძალიან კარგად გიცნობ!ვიცი შენი ხასიათები,ვიცი რასაც იტან და ვერ იტან ადამიანისგან.ისიც ვიცი,რომ ერთი შეცდომის პატიება ძალიან გიჭირს..კარგად დაფიქრდი შვილო.არ მინდა,რომ მომავალში რამე ინანო..
მისმა სიტყვებმა ჩამაფიქრა..მართლა რა კარგად მიცნობდა..მაგრამ ხმა არ ამომიღია..ჩემს დაქალებს(წასვლამდე ვისთანაც ვიყავი კარგად,არ დამიკარგავს ისინი),დავურეკე და ჩემთან გამოვიდნენ..რათქმაუნდა სამივე დავპატიჟე,სპექტაკლზე.!! კარგა ხანი ვისაუბრეთ..საღამოს 7 საათი იქნებოდა,რომ დედას გამოვეთხოოვე,ტესის ერთი საათი ვკოცნე და სახლი დავტოვე..თან პატარა ჩანთაში აქ დატოვებული,ტანსაცმელებიც წავიღე,რათა გარდერობში სიახლე შემეტანა..ამას ემატებოდა,გუშინდელი შოპინგი )) 

ერთი სიტყვით,ჯერ დიზაინერთად მისვლა ადრე იყო..! რამოდენიმე დღით ადრე,რომ ჩამოვსულიყავი ალბათ წასვლამდე სახლში გავჩერდებოდი,ახლა კი სულ ადრიანა და ლუისი მიტრიალდება თავში,ამიტომაც მოვიტოვე დრო,რომ მათთან შემევლო )) ასეც მოვიქეცი..ტაქსით პირდაპირ მათი სახლისკენ წავედი

-არ არსებობს(შეიცხადა კარებთან ადრიანამ)-შენ კიდე აქ ხარ?

-კი მთელი დღეააა.(სახლში შევედიი)-სახლში ვიყავი ჩემები ვნახე..10 საათზე ფორემბზე მივდივარ ისევ და მერე კოლეჯში ვბრუნდები
-ანუ 3 საათი გაქვს(საათს დახედა და გამიცინა)
-ეგრე გამოდის..
ლუისი სახლში არ იყო! ჩვენ ტელევიზორთან დავჯექით.ადრიანას რაღაცებს ვუყვებოდი,

იისიც ასევე.ჩვენ ერთამანეთზე,ჰო თითქმის არაფერი ვიცოდით,რომ ამ დროს კარებზე ზარი იყო
-ლუისი იქნება.(წამოდგა ადრიანა)
-მე სამზარეულოში დავიმალები..(და გავიქეცი)

-სად იყავი?(ამ სიტყვებით გააღო კარები ადრიმ,სამზარეულოში მესმოდა მათი დიალოგი)
-თამაში მქონდა.! 
-ააა.არ ვიცოდი.(და სასტუმრო ოთახისკენ წამოვიდნენ)
-მე მთელი დღე სახლში ვარ(თქვა ადრიანამ და სავარძელში მოკალათდა)
-სიურპრიზიი.. (გამოვიქეცი სამზარულოდან,პირდაპირ ლუისისკეენ)
-ჰაჰა,ელის..!(მანქანის გასაღები მაგიდისკენ ისროლა და ჩემსკენ წამოვიდა)
-ასეთი სიურპრიზების გაკეთება ხშირად გჩვევია? 

-გააჩნია ვისთვის ან რისთვისაა ეს სიურპრიზი..
ხელი მომკიდა და თავისკენ მიმიზიდა
-რაც არ უნდა იყოს,ძალიან გამიხარდა..
-მეც არ მინდოდა წასვლა,კიდევ ერთხელ რომ არ მოვსულიყავი აქ__
გაეცინა
-ასე შეგიტყუა ჩვენმა სახლმა?(გამოგვეხმაურა ადრიანა)

-ნამდვილად..(ხელი,რომელიც წელზე ქონდა ლუის შემოხვეული გავაშვებინე და სამზარეულოში დავბრუნდი)

სახლში ჯდომას გასვლა ვარჩიეთ..სამივენი ახლო,წყნარ რესტორანში გავედით..დრო ძალიან მხიარულად გავიყვანეთ,რომ თანდათან ათი საათიც ახლოვდებოდა.მეც ვერ დავაგვიანებდი..
ამიტომ მალე მოგვიწია წამოსვლა...

-ამ ადგილას,უკვე  მოერედ გტოვებ.(მისვლისას შემომიბრუნდა ლუისი)
-მართალია..(გამეცინა)
-არ მინდა,რომ კიდეე დაგვტოვო(თავი დამადო მხარზე ადრიანამ)-შენთან ერთად ძალიან ვერთობი
-მეც მაგრამ,სხვა რა გზაა..!(მოწყენით ვთქვი)-ჩამოვალ თუ არა აუცილებლად გამოვალ.!
-მოგწერ ხვაალ,!! 
-კარგი!(გადავეხვიე ადრიანას)
-თბილი სიტყვა(ჩაიცინა ლუისმა და სარკიდან გამომხედა)

უკანა სავარძელში ვიჯექი და კარგად ვჩანდი
-ცივი სიტყვა.!(დავეჭყანე)
-წავედი,წავედი..ჰარიც მოვიდა
მისი ხსენება აშკარად არ ესიამოვნა
-ერთად ხართ ისევ დაბარებულები?

-ჰო,რა იყო მერე?(გამეცინა.ისე თითქოს მისი ეს კითხვა ძალიან გამიკვირდა)
-არაფერი..!
-დროებით ბავშვებო..(კლავ გადავეხვიე ადრიანას და მანქანიდან გადმოვედი)

ჰარი უკვე შესასვლელთან იდგა..ვიღაც გოგოს ესაუბრებოდა.როგორც შორიადან მათი დიალოგით გავიგე,ეს ოლივერის შვილი იყო))
შემხედა თუ არა გამომელაპარაკა
-შენ ალბათ ელისი ჰო?
-კი..
-მე სოფია
-სასიამოვნოა)(გავუღიმე)
-არ შევიდეთ?
-რათქმაუნდა..
-კი დროა უკვე.(კარები გამომიღო ჰარიმ და  შესვლა დამითმო)
მის საქციელზე  გამეცინა)

ფორმების მოზომვა,არც ისე დიდხანს გაგრძელდა.თერთმეტი საათიც არ იქნებოდა,რომ
წამოვედით.სანამ სოფია დიზაინერთად,რაღაც საკითხებს არკვვევდა,მე და ჰარი გარეთ გავედით..


-იმედია,ჩემთან ერთად მოდიხარ(გამომხედა)
-არა!არ მიფიქრია
-კარგი რა.! ამ შუაღამეს როგორ აპირებ წასვლას?
-ტაქსით )) 
-ნუ სულელობ! ჩაჯექი მანქანაში(ცოტა ხმამაღალი ნათქვამი მოუვიდა)
-შენთვის რა მნიშვნელობა აქვს,კოლეჯამდე როგორ მივალ)
-არავითარი,უბრალოდ რეპეტიციაზე არ მინდა დააგვიანო!რეჟისორის სიტყვას ვსრულებ
-ანუ ოლივერზე ზრუნავ(გამეცინა)
-და შენზეც..-გამომხედა და მაქანისკენ წავიდა.

კიბეებზე სახტად დავრჩი..მისი დამოკიდებულა დღითიდღე იცვლებოდა
-ყველაფერი გავარკვიე(როგორც იქნა სოფიაც გამოვიდა)
-კარგია.წავედით ჰო?
-აჰაა)
კიბებზე ერთად ჩავედით.ის უკან დაჯდა,მე წინ,ჰარისთან ) 
სოფია სახლთან დავტოვეთ,ჩვენ კი კოლეჯის გზას დავადექით..
ჩვეულ პოზაში ვიჯექი..თავით ფანჯარას მიყრდნობილი,ფიქრებში წასული,გადაწმენდილ ცაზე ვარსკვლავებს ვუყურებდი..
არ ვუყურებდი,მაგრამ ვგრძნობდი,რომ ჰარი ზოგჯერ ჩემსკენ იხედებოდა...თავიდან ძალიან უხერხულად ვიყავი,თანდათან კი ეს უხერხულობაც გაიფანტა,რადგან რაღაც ძალიან ახლო ვიგრძენი მასთან!

ნახევარი გზა უკვე გავლილი გვექნებოდა,რომ მანქანის სიჩქარე ნელ-ნელა თავისით დაეცა..
-რა ხდება?(შეშინებულმა წამოვწიე თავი)
-მგონი საბურავი დაეშვა...(საჭეს დაარტყა ხელი და მანქანიდან გადავიდა)
მეც რა გამაჩერებდა.გადავაედი...
წინა საბურავი ჩემს მხარეს დაშვებული იყო..
-ესღა გვაკლდა..
-ნამდვილად..!ამის გარდა ყველაფერს ველოდი.(გაბრაზებულმა თქვა და მანქანიდან მობილური გადმოიღო)
ფარების შუქი პირდაპირ უნათებდა მას სახეს..ახლაც შევხედე,როოგორც შეეცვალა გამმოეტყველება,როცა მობილურს დახედა
-რა ხდება ჰარი?
-არ იჭერს.(და ცინიკურად ჩაიცინა)
მეც დავხედე ჩემს მობილურს0
-რა უბედურებაა.ასეთ ადგილას სად ვართ,ეხლა გავგიჟდები
-კარგი მოიცა,რამეს მოვახერხებთ
-მაინც რას..!მთელი ღამე აქ მოგვიწევს ყოფნაა..
როგორც ნერვიულობისას მჩვევია,აქეთ-იქის სიარული დავიწყე.
ის კი მანქანას მიეყრდნო.

-მოიფიქრე ახლა რამე
-ვფიქრობ ელის..! და გაჩერდი,თორე თვალები მეტკინა.
მისკენ წავედი და მის მსგავსად მანქანას მივეყრდენი
-დამატებითი საბურავი არ გაქ?
-არა(მოკლედ მომიჭრა)
-მაშინ?
-დაველოდოთ გამვლელ მანქანას
-და ამდენი ხანი ამაზე ფიქრობდი?
-შენ რაიმე უკეთესი იდეა გაქვს?
-არა)) 
-მერე ჩემზე რა გაქვს სათქმელი(გაეცინა)-ძალიან ცივა..ჩავჯდეთ
-შენ ჩაჯექი.! მე არ მცივა
უხეშად ვუთხარი,თითქოს მისი ბრალი იყოს,რომ საბურავი დაეშვა..
მანქანაში ჩაჯდათუ არა მანქანის სინათლეები გამომირთო
-ჰარი(ბოლოხმაზე ვიყვირე და მობილური გავანათე)
მისი სიცილის ხმა მესმოდა..სრულიად სიბნელე იყო.მხოლოდ იმ ადგილს ვუყურებდი,რაზედაც მობილურს ვანათებდი
შემეშინდა..მანქანისკენ გავიქეცი,კარები გამოვაღე და ჩავჯექი
-დებილო!გული გამისკდა
და ტელეფონი მისკენ გავანათე..აღმოჩნდა,რომ ის ჩემთან ძალიან ახლოს იყო...ხელები სახეზე მომხვია და მაკოცა..


ამ კივრაში ძალიან დატვირთული ვიყავი,და იმედია მაპატიებთ დაგვიანებას))
თუ მოგეწონათ დააკომენტარეთ და გავაგრძელებ ამ დღეებშიი!

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1240 | დაამატა: holy♡queen | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 251 2 3 »
2012-11-24 Spam
აწწ <3 რა მაგარი იყო <3