მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » აგვისტო » 25 » Romeo VS Juliet?=2=
2:27 PM
Romeo VS Juliet?=2=
My NeStor) Romeo Vs Juliet?
ახალი თინეიჯერული თავგადასავალი)კოლეჯი)
და რაც მთავარია,პირველად ჟანრი"ფანტასტიკა")
P A R T   ="2"=
 
პირველ თავს 32 კომენტარი ქონდა და დიდი მადლობა ამისთვის...ვიცი,რომ ნახევარზე მეტი მკითხველი საიტზე არაა ჯერ-ჯერობით მაგრამ მაინც მომინდა დამედო...! შემდეგ თავს ვერ დაგპირდებით რომ მალე,მაგრამ აუცილებლად დავდებ!.... 



ვერაფერს მივხვდი,რა მოხდა...ფეხზე წამოვდექი და ოთახიდან გასვლა დავაპირე...
სანამ გასასვლელამდე მივიდოდი,მანამ უამრავი რამ მიტრიალებდა თავში...
სრულიად ჯანმრთელი ადამიანი ვარ,და არამგონია გულიწასვლა შემთხვევითობა ყოფილიყო,მგონი ქანდაკებამ მართლა გააკეთა რაღაც...მაგრამ რა სისულელეა,ის ხომ მხოლოდ ქანდაკებაა....
მაგრამ არ შემეძლო,იმ აზრს დავყრდნობოდი რომ ის მხოლოდ ქანდაკება იყო,უცებადად გამახსენდა ყველა ფილმი რაც ამ ჟანრში მაქვს ნაყურები, და აი მაშინ ჰო საერთოდ ამებნა გონება...
-ვაიმე,ნეტა სხვა დროში ჰო არ გადავინაცვლე?ან მომავალში ვარ,თუ წარსულში?იქნებ მარტო მე ვარ მთელ მსოფლიოში...
ბოლო ვარიანტმა ძალიან შემაშინა და სასწრაფოდ გავიქეცი კარისკენ...
მიუხედავად,იმისა რომ კარისქალი შავკანიანი,დაბალი და მსუქანი იყო,მისი შეხედვა ამ წუთას მაინც ყველაზე მეტად გამიხარდა...ქალმა შეშინებულმა გამომხედა...
-თქვენ აქ რას აკეთებთ?(ისეთი სახით გამომხედა,შემეშინდა)-უფროსმა რომ გაიგოს,რომ გუშინ ღამით მუზეუმის ყველა ოთახი არ შემიმოწმებია,ნამდვილად დამითხოვს...
-რა?მე მთელი ღამე აქ ვიყავი?
-მაგას მე მეკითხებით?(გაკვირვებული შემობრუნდა)-რა დაბნეული გოგონაა...
-დაბნეული სულაც ვარ...
-ეგ მე თქვენთვის არც მიკადრებია...
-როგორ არა..(გამეცინა)-ორი წამის წინ მიწოდეთ დაბნეული,და საერთოდაც თუ შეიძლება კარები გამიღეთ...და ამის შემდეგ,ეცადეთ რომ ღამ-ღამობით მუზეუმი საგულდაგულოდ დაათვალიეროთ...
-დიდი ბოდიში გოგონა....ვიცი დამნაშავე ვარ...(საწყლად გამომხედა და კარის გასაღებად წავიდა)-უკე ჭკუის სწავლაც დამიწყო....
-მე თქვენ ჭკუას არ გასწავლით,რჩევა მოგეცით...
ქალმა გაკვირვებულმა ამომხედა....
-არც მითქვამს რომ,ჭკუას მასწავლით...
-არა ძალიან უცნაური ქალი ხართ...! ყველაფერზე ამბოთ,რომ არ გითქვამთ,სინამდვილეში ყველაფერი კარგად მესმის...
გაბრაზებულმა ვუთხარი და გარეთ გავედი...პირველივე შემხვედრი ტაქსი გავაჩერე და შეშინებული ჩავჯექი...
-იმედია შორს უნდა გაყვანა,დღეს საღამოს პაემანი მაქვს და ფული მჭირდება....
(ჩაჯდომისას ტაქსისტის სიტყვები მომესმა)
-კი საკმაოდ შორს მივდიივარ..ჩემი კოლეჯი ქალაგარეთაა,ასე რომ შეძლებთ პაემანზე წასვლას...(გავიცინე)
ტაქსისტმა ისეთი სახით გამომხედა,როგორც რამოდენიმე წუთის წინ ის ქალი მიყურებდა...
-ხდება რამე?
-საიდან იცით რომ მე დღეს საღამოს....
-თქვენ ეს ორი წუთის წინ თქვით...
-არა არ მითქვამს....
-როგორ არა თქვით....როგორ ჩანს ხმამაღლა ფიქრობდით და ვერც კი მიხვდით...
-შესაძლებელია....(უღიმღამოდ გამომხედა და მანქანა დაძრა)
ღმერთო ჩემო! რა უცნაური დილაა...ნეტა დროზე მივიდოდე კოლეჯში,მობილური მაინც მქონდეს...ალბათ ჯესი ნერვიულობს..იმედია არაფერი ხდება...
მაგრამ მე ჰო ბედი არ მაქვს...შუა გზაში საცობში მოვყევით...
-ესღა მაკლდა...(გაბრაზებულმა გავიხედე)
მანქანასთან ლამაზმა მანდილოსანმა ჩაიარა...
-ოო რა მკერდი აქვს...(ჩალიაპარაკა ტაქსისტმა)
-ძალიან გთხოვთ,მეც ქალი ვარ და არ გინდათ ეგეთი დიალოგი...
-დიალოგი?რაც მუზეუმს გამოვცილდით სიტყვა არ მითქვამს
-თქვენ იმ ქალზე თქვით,რომ კარგი მკერდი აქვს..
-ეგ არ მითქვამს(ლამის მიყვირა)-ეგ უბრალოდ გავიფიქრე...
-როგორ გაიფიქრეთ,როდესაც მე გავიგონე...
-გამოდის ჩემს აზრებს კითხლობთ(დამცინავად გამომხედა სარკეში)
-რათქმაუნდა,მე ჯადოქარი ვარ...(მეც ასევე დამცინავად ვუპასუხე)
-თქვენ ჯადოქარი ხართ..(გამომხედა)სახეზე დავაკვირდი,მართლა არაფერს ამბობდა...მაგრამ,მაგრამ მე მესმოდა?
ეს როგორ?როგორ მესმის მისი ხმა,როდესაც ის ტუჩებს არ ამოძრავებს...! არა არაფერს ამბობს,ის მხოლოდ ფიქქრობს...და მე? მე.მე მისი ფიქრების გაგონება შემიძლია?
-ნეტა რას მომშტერებია...(კვლავ შევძელი გამეგონა)
-არ არსებობს...(ვიყვირე)
-რა გჭირთ გოგონა?
-ეგ თქვით თუ გაიფიქრეთ?(შეშინებულმა ვკითხე)
-ვთქვი....
-არა,არა გაჩუმდით ძალიან გთხოვთ..წინ შებრუნდით და აარაფერი თქვათ...საერთოდ არაფერი..უროსწორად არაფერზე იფიქროთ...
-მგონი სულ გაგიჟდა...
-მე გიჟი არ ვარ...!
-მე თქვენთვის გიჟი არ მიწოდებია...(გაბრაზებულმა გამომხედა)
-არა,არა..თავი დამანებეთ...შეგიძლიათ წახვიდეთ,გზა გაიხნსა...
ვერც კი მოვასწარი გააზრება თუ რა მოხდა..! ვერ წარმომედგინა,რომ მე ამ ადამიანის ფიქრები მესმოდა...
კი მაგრამ როგორ?!ეს როგორ შეიძლება მოხდეს...ეს ხომ საშინელება...! იმედია,მხოლოდ ამ კაცის ფიქრები მესმის..მხოოლოდ მისი...!იქნებ მხოლოდ მამაკაცების აზრებს ვკითხულობ?თუმცა,მე მუზეუმში კარის ქალის ფიქრებიც შემეძლო გამეგონა..!
რატომ?ეს რატომ მოხდა..!ნუთუ ამ ქანდაკებას ამდენი ძალა ქონდა...
ძალიან ცუდად გავხდი...თითქოს ეს კარგი იყო,მაგრამ როგორ შეიძლება სხვისი აზრების კითხვაში,რაიმე კარგს ხედავდე...საშინელებაა,როცა გებულობ რა ფიქრობენ ისინი შენზე...ასე,ხომ არავიზე შეგექმნება კარგი წარმოდგენა..!თუმცა.....

-უკაცრავად მივედით,თან უკვე 5 წუთია...
-უი მაპატიეთ...აქ დამელოდეთ ფულს ჩამოვიტან....
ოთახში ჯესის კვლავ ეძინა...ჯერ მხოლოდ 8 საათი იყო ))ჩუმად ავიღე ფული,ჩავუტანე და მალევე დავბრუნდი...
როდესაც შევედი,მას უკვე ეღვიძა...
-ელის..როგორ შემაშინე...სად იყავი მთელი ღამე?ვიფიქრე დღეს თუ არ დაბრუნდებოდი,დირექტორს ვეტყოდი,კარგად ხარ?
-კი კი..თუმცა არ ვიცი...
-რა მოხდა გასულ ღამეს?
-დაჯექი ყველაფერს მოგიყვები..ოღონდ დამპირდი,რომ არაფერზე იფიქრებ...
-ეგ რა უაზრო დაპირებაა...
-დამიჯერე ორ წუთში ეგრე არ ჩათვლი...
და ჯესის ყველაფერი ვუთხარი...გაოცებული მიყურებდა,გაიფიქრა,რომ გავგიჟდი,ეს მოსალოდნელიც იყო...ამიტომ მის დასარწმუნებლად,პატარა ტესტი ჩავუტარე....
-ჩაიფიქრე რაც გინდა..! ქვეყანა,ფერი,ციფრი,სახელი...
-ნუ მეთამაშები ელის...ძალიან გადაღლილი ხარ.ჰო მართალია?უბრალოდ გინდოდა რომ დაგეჯერებინა,ქანადაკება მართლა დაგეხმარა...
-არა რა სისულელეა...და თუ ჩაიფიქრებ რაიმეს კარგს იზამ...

-იდიოტო,არა თუ ფერი იყოს?კარგი მაშინ ჩაივიფიქრებ სახელს...მას რომ ძალიან,უყვარს, ნინა პეტროვა..(გაიღიმა)
და გამომხედა...
-აბა გელოდები ჩემო ჯადოქარო..რა ჩავიფიქრე?
-იდიოტო,არა თყ ფერი იყოს?კარგი მაშინ ჩავიფიქრებ სახელს,მას რომ ძალიან უყვარს...ნინა პეტროვა...
(ყველაფერი ისე ვუთხარი,როგორც გაიფიქრა)
შევხედე ჯესის რეაქციას...ხელები პირზე აიფარა და გაკვირვებულმა გამომხედა..
-არ არსებობს...
-რათქმაუნდა არსებობს...მაგრამ მირჩევნია არ არსებობდეს..
-ეს ჰო ძალიან მააგარია ელის?
-რა არი მაგარი ჯესი?
-ის ,რომ შეგიძლია წაიკითხო იმის აზრები,ვისიც გინდა...ეს,ეს ხომ არ ვიცი..სასწაულია,ნადმვილად ძალიან მაგარი...

-გაგიჟდი?ამაში კარგს ვერაფერს ვხედავ..
-შენ თხოვე ქანდაკებას,რომ დაგხმარებოდა ნინასთვის სამაგიეროს გადახდაში,ჰოდა აი...შენ ეს შეგიძლია...ეს ხომ ძალიან მაგარია - აღტაცებით თქვა ჯესიმ...
მეც ჩემს თავს რომ ჩავუფიქრდი,მივხვდი რომ ეს ჩემი შანსი იყო...მაგრამ ვიცოდი ყველაფერი ასე ადვილი არ იქნებოდა.ამიტომ ჯესის ბიბლიოთეკაში წასვლა შევთავაზე,სადაც შეგვეძლო კლეოპატრას ქანდაკების შესახებ ბევრი გამეგო..დარწმუნებული ვიყავი,რომ მე არც ბოლო ვარ და არც პირველი...
ჯესის მოეწონა ეს იდეა,და სასწრაფოდ დავიწყეთ მომზადება..მან მითხრა ,რომ კოლეჯიდან გასვლის ამბავს თვითონ მოაგვარებდა...სანამ ის გასული იყო,მეც მოვემზადე წასასვლელად..

და ცოტა არ იყოს ვნერვიულობდი.ორ წუთში ისიც შემოვიდა..
-ყველაფერი მოვაგვარე(უნებლიეთ შემოსმა,და გვიან მივხვდი რომ ეს მან კი არ თქვა არამედ გაიფიქრა)
-კარგია წავედით,დრო არ დავკარგოთ...
-ჰაჰა რა მაგარია :(დაიწყო სიცილი)-უკვე შემიძლია სიტყვების წარმოთქმის გარეშე გაგაგებინო რა მსურს ( და მაცდურად ჩაიხედა სარკეში :დ)
-მარტონი როცა ვიქნებით მხოლოდ მაშინ..(ხელი მოვკიდე და ოთხაიდან გავიყვანე)
-ვუთხრა? თუ არ ვუთხრა.. (გასვლისას ეს გაიფიქრა)
-რა არ უნდა მითხრა?
-სულ დამავიწყდა...(საღე მოეღუშა)-კარგი ისეთი არაფერი,უბრალოდ მისის პერიმ მითხრა რომ კლასში შესულიყავი...შენ ნაშრომთან დაკავშირებით აქვს რაღაც სათქმელი..
-რაა? მერე ეგ არ უნდა გეთქვა?
-ახლაა? კარგი რა მერე მოაგვარე...ასე ბიბლიოთეკაში წასვლა არასდროს მნდომებია...
-არა,სულ 2 წუთი..(და კლასისკენ გავიქეცი)
კარებზე დავაკაკუნე და მასწავლებლისკენ წავედი...ყველას ყურადღება ჩემსკენ იყო...მათკენ გახედვა არ მინდოდა..ყველას ფიქრები,რომ ერთად გამეგო ალბათ სულ ამებნეოდა თავ-გზა..ამიტომაც,პირდაპირ მისის პერისკენ წავედი...
-გავიგე,რომ ჩემი ნახვა გინდოდათ...(სიჩუმე დავარღვიე
მან თავისი ჩვეული ჟესტით,სათვალედან ამომხედა..
-კარგია,რომ შემოდით...დირექტორმა მითხრა,რომ დღეეს კოლეჯოდან გაგათავისუფლათ,მაგრამ მინდა იცოდეთ,რომ ტესტის გაგრძელების საშუალებას მოგცემთ...
-იმედია სწორ გადაწყვეტილებას ვიღებ(გაიფიქრა თავისთვის და ნინას გადახედა,რომელიც გაბრაზებული იყურებოდა)
-ძალიან დიდი მადლობა..თქვენ ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ..(უნებლიეთ წამომცდა)
-მაგას თქვენი ნაშრომიდან გავიგებ...
-ნეტა სად წავიღე?(კვლავ გაიფიქრა და კლასს გადახედა)
-მე დაგტოვებთ...(მორიდებულად ვთქვი და ნინას გავხედე..ის ჰარისთან ერთად წინა მერხზე იჯდა..ჰარი მიყურებდა...

მეც წამით მინდოდა გამეგო,თუ რას ფიქრობდა ის ჩემზე,მასაც თავისი გოგოსავით ცუდი ვეგონე თუ არა,მაგრამ მიუხედავად იმისა რომ თვალებში ვუყურებდი და მასთან ძალიან ახლოს ვიყავი,არ შემეძლო მისი ფიქრები წამეკითხა...გაკვირვებულმა გადავხედე ბავშვებს,და ზედმეტი უხერხულობა რომ მომეხსნა სასწრაფოდ გამოვედი )
-რა გჭირს კარგად ხარ? (შემეკითხა გასვლისას ჯესი)
-კი კი ..არაფერია...(არ ვუთხარი,ამ უცნაური შემთხვევის შესახებ არაფერი)
ბიბლიოთეკაში მალევე მივედით...აქ უძველესი წიგნები ინახებოდა,ეს მამაჩემისგან ვიცოდი...ჩვენდა ბედად,კლეოპატრას ქანდაკებაზე ორი საკმაოდ დიდი,სქელყდიანი წიგნები გადმოგვიდეს...მე და ჯესიმ დავინაწილეთ და კითხვას შევუდექით...თანვე მომზადებული მქონდა პასტა და ფურცელი,რომ რაც საინტერესო იქნებოდა ამომეწერა...სათაურების მიხედვით გადაკვრით ვკითხულობდი ყველა ფურცელს...თანდათან ესეც მეზარებოდა და სწრაფ-სწრაფად ვფურცლავდი,რომ იქნებ ჩემთვის საინტერესო მეპოვნა რაიმე...თითქმის ბოლოში ვიყავი ჩასული,რომ ის რაც მე მჭირდებოდა წიგნში არ ეწერა...იმედდაკარგულმა დავხურე,რომ ამ დროს ჯესიმ შეიცხადა:
-მგონი ვიპოვნე!(და წინ გადმომიდო წიგნი)
მართლაც გადავიკითხე და ეს ის იყო რაც მჭირდებოდა..ქანდაკების ზებუნებრივი ძალა,რომლისაც თითქმის არავის ჯეროდა,მაგრამ ამის შესახებ მაინც ლეგენდები დადიოდა... იქ ასევე ეწერა,თუ როგორ შეიძლება დაეხმაროს ქანდაკება ჩვეულებრივ ადამიანს..და ამ ჩამონათვალში ჩემი შესაძლებლობაც იყო...ეს ხდება ხუთ საუკუნეში ერთხელ-მის მერე რაც ეს ქანდაკება აიგო...თითქოს ეს ყველაფერი ისეთი დაუჯერებელი და ამავდროულად ძალიან საინტერესო იყო...გადაკრულად ეწერა,ადამიანზე-რომელსაც სხვისი აზრების წაკითხვა შეეძლო..."მას შეუძლია გაიგოს ყველასი უთქმელად...ის უბრალოდ უყურებს თვალებში,ამყარებს მასთან ახლო კონტაქტს და კითხულობს მის აზრებს...ეს არ ეხება ერთ ადამიანს-ერთადერთს,რომელიც მას შეუყვარდება"
ამ სიტყვებმა თითქოსდა დამაბნია...! ჰარი გამახსენდა,რომლის აზრების წაკითხვაც ვერ შევძელი..მაგრამ მე ის არ მიყვარდა..ამის შესახებ ჯესისაც ვუთხარი....და მან მითხრა,რომ შესაძლებელი იყო,უბრალოდ იმ წუთში ვერ შევძელი ეს გამეკეთებინა...
თითქმის საღამომდე ვიყავით იქ....ძალიან ბევრს ვსაუბრობდით ამ თემის ირგვლივ და თანდათან ვაანალიზებდი,თუ რა ხდებოდა ჩემს თავს...
კოლეჯში დაღლილ-დაქანცულები დავბრუნდით...თითქმის ოთახთან ვიყავით მისულები,რომ ნინა შემოგვხვდა...
უსიამოვნოდ გამოგვხედა...

-გამარჯობა ნინა...რა ბედნიერი დღე მქონდა...! შენ გარეშე გატარებული საათები ნეტარებაა...(დამცინავად უთხრა ჯესიმ და კარები შეაღო ოთახის)

-აუ გაიარე რა...(გამოგვხედა და გასვლა დააპირა)- ვუთხრა,რომ დღეს რომეო და ჯულიეტას თეატრალიზაციის კანსტიგზე მოხვდა ჩვენი კლასიდან?დირექტორმა მთხოვა მეთქვა...თუმცა არაა ღირსი,ელისი რომ ჩემთან ერთად გაიაროს კასტინგი...
ეს რომ გაიფიქრა სიხარულისგან ლამის წავიქეცი...მაგრამ თავვი შევიკავე და დავუძახე..
-ნინა...! ჰო მართლა,დირექტორს უთხარი რომ არ იყო საჭირო შენთვის დაებარებინა რაიმე..! ელისი რაც საჭიროა და რაც მას ეხება ყველაფერს გებულობს...
-რა თქვი ? (უნებლიედ გაკვირვებულს წამოცდა)
-არ იცი ჰო რაც ვთქვი? კასტინგზე შევხვდებით.. )) (გავუღიმე და ოთახში შევედი)
ვიცოდი რომ ამ ნათქვამით გავაცოფე,და მეც სწორედ ეს მინდოდა...)
მეორე დღეს......

იმედია მოგეწონათ <33 დააკომენატრეთ თუკი ასეა )
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1417 | დაამატა: holy♡queen | რეიტინგი: 5.0/5
სულ კომენტარები: 241 2 3 »
2012-08-29 Spam
magariaa