მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » იანვარი » 16 » Romeo VS Juliet?=22
10:08 PM
Romeo VS Juliet?=22
მემგონი ცოტა ბავშვურია ))
რაღაც ადგილები,მაგრამ მე ელისი ასეთია.
ზოგჯერ ბავშვური,ზოგჯერ კი ძალიან სერიოზული ქალი...
იმედია მოგეწონებათ )) 


ეს თავი ზოზის ))
Miss nina  )) -s ....madlob rom kitxulob..

2 დღეში კი სამუდამოდ დავტოვე ჩემი საყვარელი ოთახი და ჩემი კოლეჯი,რომელთანაც ამდენი მოგონება მაკავშირებდა.
დავტოვე,როგორც სრულყოფილმა მსახიობმა...
ქალაქში ჩასულმა აღვიდგინე ძველ მეგობრებთან ურთიერთობა,მაგრამ ყველაზე კარგად ადრიანასთან ვიყავი.ზუსტად ისე,როგორც რამოდენიმე წლის წინ მე და ჯესი კოლეჯში...
როდესაც ეს დრო მახსენდება,გული მიჩქარდება.მენატრება ყველაფერი რაც კოლეჯთან მაკავშირებს.თუ აქამდე ვფიქრობდი,რომ ეს ყველაზე უარესი პერიოდი იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში,ახლა დავრწმუნდი რომ ნამდვილად ვცდებოდი.და თან როგორ...

ჩემს ოჯახში არაფერი შეცვლილა,გარდა იმისა 
რომ შემედგომას ჩემი და უკვე სკოლაში იწყებს სიარულს.
მამა კვლავ ძველ სამუშაოზეა
 და დედაც ჩვეულებრივ დაიწყებს სამსახურს.
რამდენიც არ უნდა მეცადა,ჩემს ცხოვრებაში უკვე იმდენი რამ შეიცვალა ძველ ცხოვრებას ვეღარასდროს დავუბრუნდებოდი.და ეს რათქმაუნდა კარგი იყო,დამატკიცებელი იმისა რომ მე გავიზარდე.
დედა ყოველთვის მეუბნებოდა,რომ ჩემით ამაყობდა.მე კი კვლავ მქონდა დაუკმაყოფილებლობის გრძნობა.ცოტა ხანი ვისვენებდი,შემდეგ კი აუცილებლად ჩავერთვებოდი სხვადასხვა ფილმის ან თუნდაც სერიალის კასტინგებში.

ღამე არ გასულა,რომ მასზე არ მეფიქროს.თითქოს უკვე ჩევად მექცა,დაძინების წინ ჰარიზე ფიქრი.მახსენდება,ძველი დრო.თითოეული წუთი მასთან გატარებული.ზოგჯერ მიკვირს,როგორ ვარ აქ?!როგორ ვძლებ მის გარეშე?! ზოგჯერ კი ნერვებიც მეშლება ჩემს თავზე.აღარ ვახსოვარ,ერთხელაც არ დაურეკავს,ერთხელაც არ მოუწერია–მე კი მასზე ყოველღამე ვფიქრობ.მინდა რომ თავიდან მოვიცილო და არ შემიძლია.
თითოეული ბიჭის დანახვისას,
ჰარის ღიმილი მახსენდება და ჩემში ძველი გრძნობა იჩენს თავს.
ეს არის საშინელი,ყველაზე საშინელი გრძნობა.
ვინ თქვა რომ სიყვარულს ბედნიერება მოაქვს?! ამით ალბათ,მხოლოდ რჩეულები არიან დაჯილდოებული.ჩემთვის სიყვარულს,ცრემლისა და ტკივილის მეტი სხვა არაფერი მოუტანია.ამ ტანჯვას კი ის დიდი მონატრება ემატება,რომლითაც ის მე მენტრება....

დილით ადრიანას ზარმა გამაღვიძა.ზანტად წამოვდექი და ვუპასუხე.
–მზად ხარ?–მისმა კითხვამ თავიდან დამაბნია,გვიანღა გამახსენდა
 რომ ახლა უკვე ჩაცმული უნდა ვყოფილიყავი.
–ფეხსაცმელს ვიცმევ და მოვდივარ–პირველი რაც მომაფიქრდა ვუთხარი და გავუთიშე
–ო,ღმერთო ჩემო–გავიფიქრე და სააბაზანოში შევვარდი,
5 წუთში ჩაცმული ვიყავი.საკრასკავები,სავარცხელი,სარკე–ჩანთაში ჩავაგდე და კიბეები ხმაურიანად ჩავირბინე.
–დე მიდიხარ უკვე?არ ისაუზმებ?–სამზარეულოდან გამოყო თავი დედაჩემმა
–შემომხედე...მეტყობა,რამე რომ ვისაუზმებ?
–რატომაც არა
–დეეედააა–დავუყვირე და კარები მივუკეტე
2 წუთში შევრბუნდი
–შეგეძლო გეთქვა,ჩანთა და მობილური რომ არ ამიღია...
–ვეცადე,მაგრამ ისე გავარდი...
მის ნათქვამზე გამეცინა.ჩანთას ხელი დავავლე,მობილური შიგ ჩავაგდე და კვლავ კისრტისტეხვით ჩავირბინე კიბეები.ადრიანა მანქანით მელოდებოდა და ჩასვლამდე 10ჯერ მაინც დამისიგნალა.
–ფეხსაცმელი ჰო?
როგორც კი ჩავჯექი პირდაპირ ეს მომახალა

–ტანსაცმელი ვიგულისხმე.. ) გავუღიმე და ვაკოცე.
–რამდენ ხანში ჩამოდის?
–ნახევ საათში უნდა დაფრინდება ლუისის თვითმფრინავი,15 წუთი კი უნდა იქ მისვლას
–გადმომხედა და მანქანა დაქოქა.
მე კი ეს ნახევარი საათი საუკუნედ მეჩვენებოდა.
ერთი სული მქონდა,როდის მივიდოდით აეროპორტამდე.როდის დაფრინდებოდა ლუისის თვითმფრინავი და უკვე შემდგარ,გავარსკვლავებულ ფეხბურთელს ჩემი თვალით ვნახავდი...
მისი რეისი გამოცხადდა თუ არა,მე და ადრიანა გიჟებივით წამოვარდით...
მას უკვე მთელი ნიუორკი იცნობდა. ) ახლა ალბათ ლოსანჯელესშიც პოპულარი გახდებოდა..

–იქ იმდენი ხალხია,მე შევალ და აქ მოვიყვან
–ეგრე ჯობს,თორე ამდენ ხალხს ნამდვილად ვერ შევრევი..
ადრიანა წავიდა.მეც სულმოუთქმელად ველოდი მათ დაბრუნებას,
რომ უკნიდან რაღაც ნაცნობი ხმა შემომესმა.
ანი და ვიკი–ჩემი და ჯესის საერთო დაქალები..
–არ მჯერა–იყვირა ანიმ და ჩემსკენ გამოიქცა.
ერთი საათი ვეხვეოდით ერთმანეთს.როგორც გავიგე,მათ უკვე მოიწყვეს საზაფხულო დასვენება,და საფრანგეთში მიფრინავდნენ.მე კი ჯერ არ მეჩქარებოდა დასვენება.
10 წუთი მაინც ვილაპარაკეთ,ძველი დრო გავიხსენეთ,მანამ სანამ მათი რეგისტრაცია არ გამოცხადდა..ნომრები ჩავიწერე.რომ ერთმანეთი არ დაგვეკარგა და ასე მხიარულად გამოვემშვიდობეთ ერთმანეთს..
ლუისი და ადრიანა ჯერ კიდევ არ ჩანდა.
უაზროდ აქეთ–იქით დავდიოდი.ადრიანასთვის ვცადე,რამოდენიმეჯერ დამერეკა,მაგრამ ამაოდ.არ იღებდა.გავიდა 10 წუთი,15,20 და მე კვლავ იქ მარტო ვიდექი.გაფაციცები
თვუყურებდი ყველა გამომსვლელს.ნახევარი საათი გავიდა და ისინი კვლავ არ ჩანდნენ..
ძალიან გავბრაზდი.ყველაზე მეტად ვერ ვიტან ლოდინს,თანაც მარტო.იქვე ჩამოვჯექი.მობილურის თამაშებით ვირთობდი თავს.
–ეს გოგო ვიღაცას მაგონებს–ლუისის ხმა მომესმა.
თავი ავწიე,ის და ადრიანა ჩემოდნებით დატვირთულნი იდგნენ ჩემს წინ..

–ლუისს–გახარებული წამოვდექი.დიდი ხანი ვეხვეოდით ერთმანეთს.

ლუისი თვალებში მიყურებდა და სახეზე მეფერებოდა.
–ჩემი გოგო,ჩემი პატარა,ჩემი ლამაზი,როგორ მომენატრე
–მეეც.–საწყლად ვუთხარი და კვლავ გადავეხვიე
ადრიანაც მოვიდა.სამივე ერთმანეთს ჩახუტებულები ვიდექით..
–ამდენი ხანი სად იყავით?–ცოტა გაბრაზებულმა ვთქვი,როცა ნელ–ნელა წამოსვლა დავიწყეთ.ორ ჩემოდანს მე მოვაგორიალებდი,ორს ადრიანა,ლუისს კი პატარა ზურგჩანთა მოქონდა ) ნამდვილი ჯელტმენი :დ
–ჩემოდნებს ველოდებით.ყველასი ამოვიდა მის გარდა
.მაინცდამაინც ბოლოში იყო.თან ამ დროს ერთი ინტერვიუს ჩაწერა მოასწრო.
–ყოველთვის მიყვარდა,ფეხბურთელი,სიმპატიური ბიჭები )) 
წარბები ავათამაშე და გავხედე
–მე კიდე მსახიობი გოგონები.–გაიცინა და ხელი გადამხვია.
მანქანაზე ლუისი დაჯდა.გზაში არ გავჩერებულვართ,მე და ადრიანა კითხვებს ვაყრიდით.მერე კი გაფაციცებით ვუსმენდით,გვინდოდა ყველაფერი დეტალებში გვცოდნოდა.
ამ დროს უკვე მისულებიც უნდა ვყოფილიყავით სახლამდე,რომ ადრიანამ შეამჩნია
–ლუის,სხვა გზით ჰო არ მიდიხარ?უკვე დაგავიწყდა?
–ცოტახანი მოიცადე–სარკიდან გამოგვხედა.
მე და ადრიანამ ერთმანეთს გაკვირვებით გადავხედეთ...
ყურადღება აღარ მიგვიქცევია.
ბოლოს ძალიან პრესტიჟულ ქუჩას მივადექით.
სადაც უმეტესად ვარსკვლავების სახლები იყო,მყუდრო და კარგი ქუჩა..
დიდი თეთრი გალავანი,საიდანაც სამსართულიანი სახლი მოჩანდა.
მაქნაქანა გააჩერა და გადავიდა.
მე და ადრიანა კვლავ გაკვირვებული ვუყურებდით ერთმანეთს
–არ გადმოხვალთ?–დაიყვირა ლუისმა
ფანჯარა ჩამოვწიე
–და აქ რა გვინდა?
–თქვენ კიდე ვერ მიხვდით?სახლი ჩემია,არა ჩვენი...
–რა თქვი?–კარები გააღო ადრიანამ და სწრაფად გადავიდა
–სიურპრიზი–გაიღმა ლუისმა.–6 თვის წინ ვიყიდე.
უკვე ყველაფერი მოწყობილია.ამიტომ შეგვიძლია შევიდეთ.
–არ არსებობს–ყვირილი დაიწყო ადრიანამ
–არ მჯერა–ცრემლები მოადგა.ის ხომ ისედაც ძალიან ემოციური იყო
მე ვერაფერი ვთქვი.უბრალოდ ვამაყობდი მისით..

სახლი ზუსტად ისეთი იყო,როგორც გარედან ჩანდა.
რათქმაუნდა უკეთესიც.თვალიერება დავიწყე,ლუისიც ათვალიერებდა ჩვენთან ერთად.
ადრიანას ყველაფრის უნარი დაკარგული ქონდა.გაოცებული დადიოდა აქეთ–იქით და სულელივით იცინოდა.ლუსი გვიხსნიდა ოთახების განლაგებას.მეორე სართულზე საწოლი ოთახები იყო.
–ეს შენი ოთახია ადრიანა–ამას ისედაც მიხვდებოდით,რადგან კარებზე დიდი ასოებით ეწერა "SiSter's Room"

ადრიანა პირდაპირ ოთახისაკენ გაიქცა.მეც შევყევი.ერთად ვათვალიერებდით იქაურობას..
–ელის ერთი წუთით–დამიძახა ლუისმ
–რა ხდება?
–შენი ოთახი არ გაინტერესებს>?
–ჩემი?–ცოტა დავიბენი
–ჰო შენი–და მისი ოთახის გვერდით კარები დამანახა,
რომელსაც ეწერა "Room for Little SiSter"
-ლუის–გახარებულმა ვიყვირე
–ელის–მანაც ასეთივე ემოციით მიპასხუხა და კარები შეაღო...

მეტი რაღა უნდა ვთქვა.ჩემსა და ადრიანას სიხარულს საზღვარი არ ქონდა.
3 დღის განმავლობაში ყველგან ლუისს დავყვებოდით.მეგობრების სანახავად,კლუბში,რესტორანში,სასეირნოდ–ყველგან სადაც დადიოდა.ერთმანეთს არ ვცდილდებოდით...

ასე გავიდა 2 კვირა.უკვე სახლში რამოდენიმე საათით მივდივარ,დანარჩენ დროს ლუისთან და ადრიანასთან ერთად ვატარებ.უკვე იქ ვცხოვრობდი.როგორც ჩემს სახლს ისე ვუვლიდი,ადრიანას–როგორც ჩემს დას ისე ვუყურებდი,ლუისს–კი როგორც ჩემს ძმას.
 
3 კვირის შემდეგ
ლუისის ჩამოსვლიდან უკვე 3 კვირა გავიდა.

დილით გამეღვიძა.თავი საშინლად მტკიოდა.გუშინ კლუბში,ლიამის დაბადებისდღეს ავღნიშნავდით.ძალიან კარგ ხასიათზე ვიყავი,და ამ დროს სასმელი ძალიან "ასწორებს"
ოთახიდან ბანცალ–ბანცალით გამოვედი.
ლუისის ოთახის კარებს მივუახლოვდი,რომ თან გაიღო.
ქერათმიანმა გოგომ,ცისფერი თვალები მომანათა და მორცხვად ამომხედა
–არ ვიცოდი,თუ უკვე....
ხელი კიბეებისკენ გავუშვირე
–გასასვლელი მარჯვნივ და პირდაპირ..
კვლავ ამომხედა და წავიდა.მე პირდაპირ ოთახისაკენ გავიქეცი...
ბალიში ავიღე და ლუისს პირდაპირ თავში ვესროლე
–მოიცადე რა ჯესი...–იყვირა
–ჯესი არ ვარ იდიოტო
–უი ელის–გაიღიმა და თვალები გაახილა
–იმ გოგოს ჯესი ერქვა?
–ჰო.–თქვა და ზურგი შემაქცია–არ ვიცოდი,რომ შენ იყავი თორე მის სახელს არ ვახსენებდი–მიხვდა რა თავის დანაშაულს,ჩემსკენ გადმობრუნდა
–არაუშავს–საწყლად ვუთხარი და საწოლზე დავხტი
–თავი არ გტკივა?
–არააა.საერთოდ
–მე კი,შენ რატო არ გკტივა?–ვუთხარი და სიცილი დავიწყე.
–რაც ჩამოვედით ჩვენს სახლში პირველი გოგო იყო–თავმომწონედ გადმოხმედა
–არ მაინტერესებს
რაღაცის თქმა დააპირდა
–არ მაინტერესებს.არ მაინტერესებს–ვყიროდი,და მის ნასროლ ბალიშებს ვიცილებდი.
კიბეები ნელ–ნელა ჩავიარე.ადრიანას კვლავ ეძინა.მაცივარში
 არაფერი იყო,არადა ძალიან მშიოდა
–ჯანდაბა,ჩემს გარდა ვინ წავა
სწრაფად მოვწერიგდი,ფული ავიღე და სავაჭრო ცენტრში
 წავედი,რომელიც საკმაოდ ახლოს იყო ჩვენთან
–ფორთოხალი წამომიღე–გადმომძახა ფანჯრიდან ლუისმა
ყოველთვის მეცინებოდა როდესაც ფორთოხალს მაბარებდა... :დ
ფეხზე ძვლივს ვიდექი.ნელ–ნელა მივუყვებოდი დახლს,
და საუზმისთვის საჭირო სურსათს კალათში ვაწყობდი
გამახსენდა ლუისის დანაბარები და ხილის დახლისაკენ წავედი.ფორთოხალს კალათში ვყრიდი.ერთი ამიცდა და ძირს დამივარდა.
–ფუ შენი–ჩავილაპარაკე და გაგორებულ ფორთოხალს გავხედე.
–შენ დაგივარდა?–უკნიდან ნაცნობი ხმა მომესმა
შევბრუნდი და ჩემს წინ ნიკოლასს შევხედე.
ნიკოლასს კეიჯს,ჰარის მამას...
–ნიკოლლას–გახარებულმა ვიყვირე და გადავეხვიე.
–არ მეგონა აქ თუ გნახავდი
–არც მე–გავუღიმე.
–ახლოს ცხოვრობ?
–კი აქვე.ჩემს მეგობაბრებთან ერთად,უკვე და–ძმასთან.
–ძალიან კარგი.მეც აქვე ვიყიდე სახლი
–ახალი სახლი?–ცოტა გაკვირვებულმა ვკითხე
–ჰო..–სევდიანად ჩაილაპარაკა–ჩემი მეუღლე  9 თვის წინ დაიღუპა
–რა თქვი?–პირზე ხელი ავიფარე.პირველად ჰარი გამახსენდა.
მის ადგილას წარმოივდგინე თავი.მან თვეების წინ დედა დაკარგა
–ნიკოლას–საწყლად ვთქვი–მართლა არაფერი ვიცოდი,ძალიან ვწუხვარ–გადავეხვიე.ცრემლები ვერ შევიკავე.
–არაუშავს,არ ვახმაურებდით თანს,შენ მაგ დროს კოლეჯში იქნებოდი.
–მართალია,ერთი თვე არ არის გასული რაც დავამთავრე.

ცრემლები მომწმინდა.
–საშინელებაა.
–ვიცი,და ვცდილობ ახალი ცოხვრება დავიწყო,მის გარეშე
მისი სიტყვები სულში ჩამწვდა.
–შენი საქმები როგორ მიდის?
–ჯერ–ჯერობით ვისვენებ.კოლეჯში დიდი რეპუტაციით ვსარგებლობდი–გავიღიმე

–ძალიან კარგი.მიხარია.მართლა ძალიან მიყვარხარ
–მეც,–კვლავ გადავეხვიეთ ერთმანეთს
–წარმატებები
–შენც...
შებრუნდა და წასვლა დააპირა.მინდოდა,მინდოდა მასზე მეკითხა და
 ვერ გავბედე.ერთი სიტყვაც კი ვერ ვუთხარი.ვიცოდი,რომ
 ამ ნაბიჯს ვინანებდი,ამიტომ გავბედე და დავუძახე
–ნიკოლას
–ჰო ელის–შემობრუნდა
–ჰარი როგორ არის?–სანამ პასუხს მოვისმენდი გული ამიჩქარდა
გაეცინა–უკვე კარგად.ისიც ჩემსავით ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობს
–და ფილმი?
–ფილმის გადაღებები რამოდენიმე თვით შეწყდა ამ ამბის გამო.ახლა კვლავ აღდგა და მისი 2 ფილმი თითქმის ერთად გამოვა...
ის ჰარის ძალიან გავდა.მეგონა რომ როდესაც მიღიმოდა,სინამდვილეში ჰარი მიღიმოდა.
–ერთ–ერთი ფილმი იცი რომელია?–კვლავ გამიღიმა
–რომელი?–მეც თბილად გავუღიმე
–რომეო და ჯულიეტა.დაბედებული აქვს.
მაგრამ მე გაძლევ გარანტიას,რომ სცენაზე უკეთესი მეწყვილე ყავდა ვიდრე,
ახლა ფილმში,ოღონდ არავის უთხრა–გამიღიმა და შებრუნდა
მე კვლავ გამახსენდა ჩემი ლეგენდარული სპექტაკლი,ჩემი რომეო და ჯულიტა,რომლიდანაც ყველაფერი დაიწყო.გამახსენდა და მესიამოვნა ნიკოლასის სიტყვები
" მე გაძლევ გარანტიას,რომ სცენაზე უკეთესი მეწყვილე ყავდა ვიდრე,ახლა ფილმში"
ფორთოხალი სრაფად ჩავყარე და იქაურობას მალე გავცილდი...


იმედია მოგეწონათ )) 
ძალიან გთხოვთ დააკომენტარეთ,
~თორე შემდეგ გაგრძელების სურვილი მეკარგება ) 



კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1102 | დაამატა: holy♡queen | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 191 2 »
2013-01-15 Spam
19. Tày Sama   ( Tày[??????]

vaime ra magari tavi yio gavgijdi! hearts dzaan momewona , amle dade