მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » იანვარი » 6 » Romeo Vs Juliet?=20=
5:24 PM
Romeo Vs Juliet?=20=


დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის.ახლაც არ ვარ სახლში,დასასვეენებლად ვარ და ვერ მოვახერხე დადება.

იმედია მოგეწონებათ და დააკომენტარებთ ))

ეს თავი ჩემს ანუშკას და მარუშკას.კერძოდ: anukaanka & MiiLeZz

ფოტოები და ანიმაციები ვეღარ მოვსწარი.იმედია არ მიწყენთ)


კოლეჯის ეზოდან გავდიოდით მე და ჯესი,რომ მოსახვევში გიჟივით შემოვარდა მანქანა,რომელმაც პირდაპირ ჩემს მუხლებთან გააჩერა.ვინ იქნებოდა ეს თუ არა ჰარი.

შიშისგან სახე გამითეთრდა.ჯესიმ სიცილი დაიწყო.დავინახე ჰარის მომღიმარი სახე.მანქანიდან გადმოვიდა და კარები მაგრად მიაჯახუნა

-ბარემ ჩამოიღე-დაეჭყანა მას ჯესი

-სად მიდიან დაქალები დილის-და საათს დახედა-დილის 10 საათზე? ))

-ქალაქში-მოკლედ მოვუჭერი.

-ძალების გასანეიტრალებლად-გაიფიქრა ჯესიმ.სიცილი დავიწყეთ

-მეც გამაცინეთ-გაკვირვებულმა მითხრა ))

მიყვარდა როცა ასეთ სულელურ გამომეტყველებას იღებდა.

რათქმაუნდა მაინტერესებდა მისი გადაწყვეტილება,მაგრამ არ ვჩქარობდი კითხვას ))

-შენ სად იყავი მთელი ღამე?

-სახლში.-ამ კითხვაზე სახე შეეცვალა

-რა გადაწყვიტე?-დაინტერესებული შევეკითხე

-მე ცოტას გავივლი და დამეწიე-გაგვიღიმა ჯესიმ-დროებით-ჰარის გახედა

-დროებით-ჰარიც თბილად დაემშვიდობა და მე გამომხედა

-3 დღეში ლონდონში მივდივარ.

ამ სიტყვების შემდეგ,თითქოს ის მცირე იმედის ნაპერწკალიც ჩაქრა.ველოდი ამ ყველაფერს,მაგრამ ვერ ვხდებოდი რომ ასეთ ტკივილს მომაყენებდა სიმართლე.არ მინდოდა ეგრძნო,რომ არსებობდა ადამიანი,რომელსაც მისი წასვლა ასე ატკენდა გულს.ასე გაანადგურებდა მისი სიტყვები და ნახევარ ადამიანად აქცევდა.მიუხედავად ყველაფრისა სისუტე არ გამომიჩენია.

სახელზე ყალბი ღიმილი ამითამაშდა

-მადლობა ღმერთს,სწორი გადაწყვეტილება მიიღე.შენი მომავლისთვის ასე უკეთესია,დაიმახსოვრე

-შენც დედაჩემივით ნუ მელაპარაკები ძალიან გთხოვ.სიმართლეს თვალი გაუსწორე.ერთი წლის უნდა დავშორდეთ-ანერვიულდა

მე არაფერი მითქვამს

-მე არ მინდა შენი დატოვება..

-ვიცი მაგრამ..

-არავითარი მაგრამ-ხმას აუწია-ჯანდაბა,რა ცუდია როცა ვალდებული ხარ რაიმე გააკეთო

-უნდა შევეგუოთ ) რა იცი იქნებ,რამოდენმე თვეში უბრალოდ კარგი მოგონებები ვიქცეთ ერთმანეთისთვის.

-რამდენი თვე უნდა გავიდეს,რომ ჩემთვის უბრალო მოგონებად იქცე

-რამოდენიმე თვეც საკმარისია)-გავუღიმე

-ისე საუბრობ თითქოს გინდოდეს,რომ დაგივიწყო

-არ ვიცი ! იქნებ უკეთესიც იყოს..

-არამგონია-გაბარაზებულმა თქვა.

გადავეხვიე.ვიგრძენი,როგორ დამაკლდებოდა მისი სითბო.

-რაც არ უნდა იყოს,დაიმახსოვრე ,ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავ და ეს შენ კარგად იცი.არც მე შემიძლია შენი დავიწყება

ისიც მომეხვია.ვგრძნობდი,რომ შეიძლებოდა ეს ჩვენთვის ბოლო წუთები ყოფილიყო,როცა ერთმანეთისთვის სიამოვნების მინიჭება შეგვეძლო.

ცოტა ხანი ასე ვიყავით,როცა გამახსენდა რომ აუცილებლად ვიყავი წასასვლელი.

-უნდა წავიდე.

-წაგიყვანთ

-არა,შენ საქმეს მიხედე.მირჩევნია ჩვენით წავიდეთ

-როგორც გინდა-მისი გამოხედვა,რომელიც ასე მამშვიდებდა რამოდენიმე დღეში აღარ იქნებოდა ჩემდამი მომართული

გამოწევა დავაპირე,რომ ხელი მომკიდა და კვლავ თავისკენ მიმიზიდა.გადამეხვია,თან თმაზე მეფერებოდა

-მმომენატრები-ჩუმად თქვა

ცრემლები მომერია,მაგრამ შევეცადე დამემალა ჩემი ემოციები.

-მეც.-ჩუმად ჩავილუღლუღე და კიდევ უფრო მაგრად მივეკარი.არ მინდოდა მასთან დაცილება,მაგრამ უკვე სხვა გზა არ მქონდა.რამოდენიმე ნაბიჯი გადავდგი უკან.ცოტა ხანი ერთმანეთს ვუყურებდით.გავბედე და შევბრუნდი.

-მე ამას შევძლებ-ვფიქრობდი და ნელ-ნელა მივუყვებოდი გზას.რამოდენიმე ნაბიჯით დავშორდით ერთმანეთს და უკვე მენატრებოდა.კარგა მანძილით ჩამორჩა უკან.მხოლოდ მაშინ გავბედე გამეხედა.ის კვლავ გაუნძრევლად იდგა მანქანის წინ და ჩემსკენ იყურებოდა.თავი რესკად შევაბრუნე და ჯესის დავეწიე,რომელიც შორი ახლოს მელოდებოდა

-როოგორ ხარ?-შემეკითხა მოწყენილმა

-შენი აზრით?

-სახე ჩამოგტირის.მოდი ჩემთან-მითხრა და ხელები გაშალა.ერთმანეთს გადავეხვიეთ.მისი გვერდით ყოფნა ახლა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

გზაში ჰარიზე ვფიქრობდი.მხოლოდ მისი სახე მიტრიალებდა თავში.გონება კი ჩვენს გამომშვიდობებას მახსენებდა.მუზეომამდეც მალე მივედით და მაშინ უკვე ჩემი ფიქრები,სულ სხვა თემას შეეხო.ახლა ურთულესი გამოწვევის წინაშე ვიდექი.მაგრამ გადაწყვეტილი მქონდა,რომ ჩემს ძალებს აღარ დავიტოვებდი.მის გარეშეც ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს.ყოველშემთხვევაში აქამდე ასე იყო.

მუზეუმში,მაშინდელივით საკმაოდ ბევრი ხალხი იყო.

-ეს არის-ვუთხარი ჯესის,როცა ქანდაკებას მივუახლოვდით.

1 საათზე მეტი ველოდეთ,როდის დაიცლებოდა ხალხი,რომ ცოტა ხნით მაინც დავრჩენილიყავით ქანდაკების ოთახში მარტო.როგორც იქნა ხალხი დაიფანტა.

-მე გარეთ დაგელოდები-მითხრა და კარები მიიხურა

ქანდაკებას მივუახლოვდი.როგორც მაშინ,ახლაც წარწერა წავიკითხე.მივუახლოვდი და ხელი დავადე.თვალებდახაჭულმა,ჩავიფიქრე რომ ეს ძალები აღარ მჭირდებოდა,რომ მათგან გათავისუფლება მინდოდა.ცოტა ხანი ასე ვიდექი.როცა მივხვდი,რომ  არაფერი იცვლებოდა,გაბრაზებულმა უკან გადავდგი რამოდენიმე ნაბიჯი.

-გათავისუფლება მინდა-დავიყვირე და კვლავ წინ წავედი,რომ თავბრუსხვევამ ძალა დამაკარგინა და უგონოდ ძირს დავეცი.

-ელის,ელის კარგად ხარ?-ბუნდოვნად ჩამესმოდა ჯესის ხმა.

-წამოდექი ძალიან გთხოვ.ხალხი მოდის-აღელვებულმა მითხრა.ფეხზე წამოდგა გარეთ გაიხედა და კვლავ მე მომიბრუნდა

-მგონი კარგად ვარ,თავი მტკივა-ძვლივს ამოვღერღე და შევეცადე ფეხზე წამოვდგარიყავი.ჯეს დამეხმარა.თავი დავხარე,ქანდაკებას კიდევ ერთხელ გავხედე და გარეთ გავედით.

-აბა რა მოხდა?იმოქმედა?

-არ ვიცი შევამოწმოთ-და ჯესის თვალებში ჩავხედე

-არაფერზე ფიქრობ?-ცოტა ხნის მერე შევეკითხე

-კარგი რა-გაეცინა-ჰო იცი,რომ მე სულ ვფიქრობ.

-ანუ?-გავიცინე.-ანუ გავთავისუფლდი?

-ასე ადვილად?-დაღონებული შემეკითხა ჯესი

-კი ადე ადვილად.არ მჯერა,არ მჯერა-ერთ ადგილას დავიწყე ხტუნვა

-არ მეგონა ასე თუ გაგიხარდებოდა

-რატომაც არა.მხრებიდან უდიდესი ლოდი ჩამომეხსნა )0 -გავუღიმე და გადავეხვიე


არ ვიცოდი,ეს ძალები მავიწროებდა თუ არა,მაგრამ ფაქტი იყო,რომ მათ გარეშე თავს თავისუფლად ვგრძნობდი.არ მქონდა შეგრძნება რომ ვინმეს ვატყუებდი,და რომ ვინმეს აზრებით ვთამაშობდი))ღრმად ამოვისუნთქე

-ახლა უკვე ყველაფერი შეიცვლება

-გეთანხმები.ცხოვრება უფრო უინტერესო გახდება-გამომხედა უსიამოვნოდ

-მირჩევნია უინტერესო გახდეს )) ვიცი ჯეს რასაც ვაკეთებ

-ვიცი მაგრამ,მე მაინც მგონია რომ არასწორად მოიქეცი

-არასწორად რომ მოვქცეულიყავი,ქანდაკება არ გაიგონებდა ჩემსას.ჩემთვის ეს ყველაფერი,ერთი კარგი სასწავლელი გაკვეთილი იყო,რომ ადვილად არავის უნდა ვენდო,რომ ადამიანები ყოველთვის დადებითად ვერ იქნებიან შენს მიმართ განწყობილები..რომ ცხოვრებაში იმაზე მეტი ბარიერი არსებობს,ვიდრე ამას წარმოვიდგენდი.ახლა ცხოვრებას ვარდისფერი ფერებით კი არა,უკვე რეალურად ვუყურებ

-აი ეს მესმის-დამარცვლა სიტყვები ჯესიმ და გამომხედა.-მაგრამ მაინც უკმაყო))-ცივად გამიღიმა და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა

ვიცოდი,რომ გადაუვლიდა და ისე,არაფერი მითქვამს,დავეწიე.

ცოტა ხანი ქალაქში ვიყავით.თავიდან ვერ ვგუობდი,როცა ვინმეს გავხედავდი და არ მესმოდა რას ფიქრობდა ჩემზე,მაგრამ თანდათან ამასაც ავუღე ალღო.ვეგუებოდი ძველ ელისს და ვეგუებოდი ჩვეულებრივი ადამიანის სტატუსს.ქუჩაში დავდიოდი და თავი სულ სხვა ადამიანი მეგონა.არ ვგრძნობდი,დისკომფორტს იმის გამო,რომ ჩემს შესაძლებლობებზე უარი ვთქვი და უკან მოვიტოვე.ვიცოდი,რომ ერთხელ მაინც ვინანებდი ამას,მაგრამ ახლა თავს განსაკუთრებულად კარგად ვგრძნობდი.ამ მხრივ,თავისუფალი ადამიანი ვიყავი.ყველა გამვლელს სულელივით ვუღიმოდი,რისთვისაც მათგან გაოცებულ მიმიკებს ვიღებდი ))

მაგრამ ჩემი კარგად ყოფნა დიდხანს არ გაგრძელებულა..მოულოდნელად საშინელმა თავის ტკივილმა ამიტანა.ვერაფერი მოვასწარი,გარდა იმისა რომ ჯესისთვის დახმარება მეთხოვა.ვეღარ გავუძელი და ადგილზე ჩავიკეცე.

ბუნდოვნად ვხედავდი,როგორ ჩაჯდა მუხლებში ჯესი და შეიშნებული რაღაცას მეკითხებოდა.მე უმექმედო ძირს ერთ წერტილს მივშტერებოდი და თავზე ხელზებს მთელი ძალით ვიჭერდი.ეს იყო რაღაც საშინელი და ენით აუღწერელი ტკივილი,თითქოს რაღაც გერთმევა,თითქოს რაღაც მიდის შენგან.ეს ტკივილები ერთი წუთი მაინც გაგრძელდა,და ეს ერთი წუთი ყველაზე საშინელი იყო ჩემს ცხოვრებაში.ასეთი რამ არასდროს მიგრძვნია.

ბოლოს როგორც იქნა,ბოლო მოეღო ამ ყველაფერს.თვალებში გამოვიხედე და შეშინებულ ჯესის გავხედე.ხალხი გარს შემომხვეოდა და ყველა მე მიყურებდა.

-აღარ არის სასწრაფო საჭირო-ვუთხარი ჯესის და წამოვდექი.უფროსწორად წამოდგომაში ვიღაც ქალი დამეხმარა,რადგან მე უკვე ყველანაირი ძალა წართმეული მქონდა.ნაბიჯებსაც ძვლივს ვადგამდი.ბრბოს შორის გავიარე და მომავალი ტაქსი გავაჩერე.ჯესი ჩაჯდა თუ არა მანქანაში,პირდაპირ კოლეჯისაკენ დავიძარით

-ეს რა იყო?-ჩუმად შემეკითხა

-არ ვიცი-საწყლად ვუთხარი-ძალიან მოვითენთე,არაფრის თავიარ მაქ-ვუთხარი და თვალები დავხუჭე.ამ წუთში ვერაფერზე ვფიქრობდი,მათ შორის ვერც ჰარიზე.ყოველგვარი ფიქრისა და ზედმეტი საფიქრალის გარეშე ჩამეძინა..

-მივედით-ჩუმად ჩამჩურჩულა ჯესიმ

თვალები გავახილე.მზერაში პირდაპირ კოლეჯის ეზო მომხვდა,რომელიც ასეოდენ მოსაბეზრებელი სანახავი იყო ჩემთვის.რომ წარმოვიდგენდი,რომ ხვალიდან ჩვეულებრივ რეჟიმმში,სპექტაკლის გარეშე უნდა დამეწყო ყველაფერი,აქედან წასვლა და სამუდამოდ დატოვება მინდოდა აქაურობის.უსიამოვნოდ გადმოვედი.

ახლა თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობდი.უკვე საღამოვდებოდა,და როგორც ყოველთვის ეზო გავსებული იყო ბავშევბით.მათ ვისაც სპქეტკალის მერე არ ვუნხაივარ,ახლა მოდიოდნენ და მილოცავდნენ წარმატებულ გამოსვლას.მეც ძალით ვუღიმოდი ყველას და ერთ სულზე ვიყავი,როდის შევიდოდი ჩემს ოთახში და თბილ საწოლში ჩავესვენებოდი.

როგორც იქნა ოთახამდეც მივედით.შევედით თუ არა,პირდაპირ საწოლისაკენ წავედი.არც გამიხდია ისე დავწექი,რის გამოც ჯესის გაუთავებელი საყვედურები მივიღე,რომელიც თანდათან სულ უფროდაუფრო ბუნდოვნად ჩამესმოდა.

სასიამოვნო სიზრმის შემდეგ გაღვიძება არ მინდოდა.თვალები გავახილე და ოთახში მიმივიხედე.ჯესის ეძინა.საათს რომ დავხედე, 1 საათი იყო ღამის.

-როგორ მშია-გავიფიქრე ჩემთვის და წარმოვიდგინე,რაიმე გემრიელი კერძი.კიდევ უფრო მომინდა რომ მეჭამა რაიმე.ხალათი შემოვიცვი და ოთახიდან გასლა დააპირე.კარების ხმაზე ჯესისაც გაეღვიძა.

-სად მიდიხარ უგებით,პიჟამათი და ხალათით?-სიცილით მითხრა

-მშია-ჩუმად ვუთხარი

-აუ მეც-გახარებულმა თქვა და წამოხტა.მანამ ჩემს მსგავასად ხალათი ჩაიცვა,უგები ამოიცვა და დამედევნა.კაფეტერია ჩვენდა ბედად ღია იყო.შევიპარეთ და საჭმელები,რაც კი ქ იყო გადმოვიღეთ.დამშეულები ვჭამდით.ბოლოს დესერტად მაცივარში ნაყინს მივაგენი )) ჩემს საყვარელ პოზაში,როგორც ვიცოდი ხოლმე,ფანჯრის რაფაზე დავჯექი და ჭამა დავიწყე.ჯესი იქვე ჩამოჯდა.უაზრო თემებზე ვსაუბრობდით,რომ უეცრად ეზოში მანქანის ხმა შემომესმა.მანქანა რომელიც პირდაპირ შესასვლელთან გაჩერდა.........


თუ მოგეწონათ,ძალიან გთხოვთ დააკომენტაროთ ** <3

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1531 | დაამატა: holy♡queen | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 20« 1 2
2013-01-05 Spam
umagresii iyoo <33