მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » იანვარი » 28 » Romeo VS Juliet?=24
8:19 PM
Romeo VS Juliet?=24
არ ვიცი საიდან მოიტანეთ,რომ კასტინგზე ჰარის ნახავდა ))
თუ იმ წინადადებამ შეგიყვანათ შეცდომაში,სადაც ნიკოლასი ამბობდა 
"ჩემი შვილის როლისთვის კასტინგი ტარდებაო"
აქ იგულისხმება,ფილმში ვინც უნდა ითამაშოს მისი შვილის როლი მათთვის ტარდება კონკურსი ))
ამ როლზე კი უნდა იყოს ნიჭიერი,კარგი მსახიობი–20–25 წლის გოგო __და ნიკოლასს პირველი ელისი გაახსენდა,თანაც წინა დღეს შეხვდნენ ერთმანეთს )) 
და დიალოგში კარგად ჩანს ჰარის ადგილ–სამყოფელი.
ის კვლავ ლონდონშია ფილმის გადაღებებზე,
და მისი 2 ფილმი თითქმის ერთდროულად გამოვა ))
ერთ–ერთი კი არის "რომეო და ჯულიეტა"
და ამ კასტინგზე,ვერანაირი ზებუნებრივი ძალით ვერ გაჩნდებოდა ...
რეალურად ასეა :დ )
 და თუ გინდათ ახლავე შევახვედრებ ერთმანეთს და ასე მოასწყენად დავასრულებს ყველაფერს...
მორჩა მეტს არაფერს ვამბობ))
უბრალოდ ახალი თავი....თქვენი შეფასაბებები და კომენტრებით *)


კასტინგისთვის სერიოზული მზადება დავიწყე ))
ლუისი დილით ადრე გავიდა,ვარჯიში ქონდა..ზუსტად არ იცოდა,მგონი ამ დღეებში ძალიან სერიოზული თამაში იმართებოდა,ჩვენთან ლოსანჯელესსში ))
მე და ადრი კი ერთად წავედით საყიდლებზე..
როგორც ყოველთვის ეს პროცესი ძალიან მართობდა და კარგ ხასიათზე მაყენებდა.
ძალიან ბევრი ვიარეთ,რაღაცები ვიყიდე.

 
შემდეგ ჩემთან გავიარეთ სახლში.ტესი და დედა ვნახე და ახალი ამბავი ვახარე,კასტინგთან დაკავშირებით ))მამაჩემი როგორც ყოველთვის ამ დროს სახლში არ იყო..
ფული გამოვართვი,ტესუნას გამოვეშვიდობე და დაახლოებით 1 საათში წამოვედით..

ღამის 12 საათი იყო.ლუისი ჯერ კდევ არ დაბრუნებულიყო ვარჯიშიდან.მთელი დღეა გასული.დაკავშირება ვცადეთ,მაგრამ ამაოდ.
ბოლოს ადრიანამ ძალით წამიყვანა დასაძინებლად,ხვალ ადრე უნდა ავდმგარიყავი.
როგორც მორჩილი და,გეზი პირდაპირ საწოლისაკენ ავიღე...
დაძინებამდე ხვალინდელ დღეზე ვფიქრობდი...
სიზმრებშიც კი ხვალინდელი დღე მესიზმრებოდა და არც თუ სახარბიელოდ..თთქოს რეჟისროსმა,კასტინგიდან გამომაგდო,მე კი ნიკოლასს სირცხვილისგან თვალებში ვეღარ ვუყურებდი :დ ))

–გაიღვიძე–მაგრად შემანჯღრია ადრიანამ
–მღვიძავს–ჯერ კიდევ ვერ ვიყავი აზრზრე მოსული
–ჰოდა ადექი,აი ტანსაცმელი მოგიმზადე–გახარებულმა გამომხედა და წარბები აათამაშა.
გამეცინა..თვალწინ წარმომიდგა ჩემი კოლეჯის ოთახი და ჯესის მიერ გამაზადებული ტანსაცმელი,რომელი ყოველთვის მხვდებოდა საწოლზე...წამიერად ეს ფიქრები წაიშალა და რეალობაში დავბრუნდი
–მეძინება–უღიმღამოდ ჩავილაპარაკე და პლედი თავზე გადავიფარე.
–10 წუთს გაძლევ..მე ჩავალ საუზმეს მოვამზადებ...
არაფერი მითქვამს.მეც ჩემი თავი შთავაგონე რომ 10 წუთში ავდგებოდი.მაგრამ,ძილს თავი ვერ წავართვი და კვლავ ჩამეძინა.

არ დგები?–ნახევრადნამძნარევი მოლანდებასავით დამადგა ლუისი თავზე.
–კი 10 წუთში ავდგები–გამეცინა
–კარგი,თორე ადრიანა ორივეს რაღაცას მოგვწევს–ცინიკურად ჩაილაპარაკა და გვერდით მომიწვა.
–გვიან მოდი?
–კი ძალიან გვიან.თამაში მაქ მალე და...–ზურგი შემაქცია 
არაფერი მითქვამს.ზანტად ხელი გადავწიე და საათს დავხედე
–ღმერთო ჩემო!რომელი საათია–წამოვიყვირე და სწრაფად წამოვვარდი
უკვე 10–ის ნახევარი იყო.დაგვიანება კასტინგზე?
ელივსებური სისწრაფით შევვარდი ჯერ სააბაზანოში,შემდეგ კი ჩემს საწოლს ოთახში..
სწრაფად ჩავიცვი.თან ლუისს ვეჩხუბებოდი,რომ ამდგარიყო რათა საწოლის გასწორება შემძლებოდა...
–აბა მზად ხარ?–ოთახში ადრი შემოვიდა
–მეტყობა,რომ მზად ვარ?–სარკის წინ მოვთავსდი–ოო ჩემი საყვარელი სალათი–თვალები გამიბრწყინდა,როდესაც მის ხელში დიდი ლანგარი დავინახე
–გაეცინა–მიირთვით :დ–თან მაკიაჟსს გაგიკეთებ–და უჯრიდან საჭირო ნივთები ამოიღო..
10ს აკლდა წუთები,სახლიდან რომ გავედით.მე თვითონაც მიკვირდა ასე სწრაფად როგორ მოვახერხეთ..

ბოლოს ერთ დიდ შენობას მივუახლოვდით.თუ სწორად მოვედით,მაშინ ამ შენობის 15–ე სართულზე იმართებოდა კასტინგი...
–დაგირეკავ..აბა შენ იცი.უფალი გფარავდეს

–მადლობა–გადავეხვიე ადრის  და აჩქრაებული გულისცემით
 გავუყევი ეზოს ქვაფენილიან გზას...
შევედი თუ არა,წინ ძალიან მაღალი გოგო გადამეღობა,გრძელი ცხვირით 
და ძალიან არასასიამოვნო შეხედულებით...
არ შევიმჩნიე, და თავაზიანად გავუღიმე
–სად მიბრძანდებით?
–15–ე სარულზე.ჯო ნაითლის ფილმის კასტინგზე–და ფურცელზე დავიხედე,სწორად ვთქვი თუ არა რეჟისორის სახელი და გვარი
როდესაც გოგონას,მოღუშული სახე გაუნათდა მივხვდი,რომ არ შევცმდარვარ.
–წამობრძანდით,გაგყვებით–ისეთ დიდ ნაბიჯებს ადგამდა,მე სირბილი დამჭირდა,რომ დავწეოდი...
რაც ვხვდებოდი,რომ დანიშნულების ადგილს ვუახლოვდებოდი,ჩემი მღელვარება მით უფრო მატულობდა...
–აი პირდაპირ რომ კარი არის,იქ შებრძანდით
მე მადლობა გადავუხადე და ნელი ნაბიჯით გავუყევი დერეფანს..
მარჯვენა მხარეს პატარა ფანჯარა იყო
სიმაღლის შიში არ მქონდა,მაგრამ თავს არ ვგრძნობდი კომფორტულად როდესაც 15–ე სართულიდან დავყურებდი ქუჩას,რომელზედაც ვიმყოფებოდი...
–საინტერესოა–გავიფიქრე და ფანჯარას მოვცილდი.
კარებზე უნდა დამეკაკუნებია,რომ თან ნიკოლასიც გამოვიდა..
–მოდი?ეხლა ვაპირებდი დარეკვას–გახარებულმა თქვა..

–კი როგორც ხედავ აქ ვარ..
–ძალიან,კარგი.შევიდეთ–მითხრა და კარი გამიღო.
როდესაც შევედი თვალში პირველი,ძალიან ბევრი კამერა მომხვდა.იმაზე დიდი ოთახი იყო ვიდრე წარმომედგინა,კარგად მოწყობილი.ირგვლივ მიმოვიხედე და ცოტა გაკვირვებული დავრჩი,როცა ვერავის შევხედე.
ჩემი წარმოდგენით,ამ ოთახში უამრავი ჩემი ტოლი გოგო უნდა ყოფილიყო რომელიც მორჩილად დაელოდებოდა თავის რიგს..
–აქეთ წამოდი–და ნიკოლასი კამერების წინ მდებარე კარებისაკენ წავიდა..
ეს ოთახი გაცილებით კომფორტული ჩანდა ვიდრე წინა...
რომ შევედი ყველამ მე გამომხედა.დაახლოებით ოთახში 10–15 კაცი იქნებოდა.
–ნიკოლასს,სად არიან დანარჩენები?–ჩუმად შევეკითხე
–დარაჩენები არ არიან
–ეს რას ნიშნავს?კასტინგი?
–კასტინგი იმ შემთხვევაში ჩატარდება თუ შენ არ მოეწონებით
–რა თქვი?–გაკვირვებული შევეკითხე
–ჰო შენს სპექტაკლები ნახეს და პირადად ესაუბრეს ოლივერს.
–რას ამბობ–ჯერ კიდევ შოკში ვიყავი
–კი.ასეა..)) ახლა კი შენზეა დამოკიდებული ყველაფერი,ყველანაირად შეგამოწმებენ.თან ისეთი რეჟსიროა ჯო,ყველაფერს პირდაპირ გეტყვის.აქ უცხო არავინ არი.რეჟისორი,სცენარისტი,სცენარისტი ასისტენტი და ძიირითადად ასეთი ხალხია
–გასაგებია–ჩუმად ვუთხარი და კვლავ მათ გადავხედე
–აი ჯო მოდის ჩვენსკენ–მანაც ასევე ჩუმად მითხრა და ორი ნაბიჯით წინ გაიწია
–თქვენ ელისი ჰო?–შემეკითხა ჯო,რომელიც ძალიან სიმპატიური მეჩვენა.

–დიახ–ნაზად ვუპასუხე.
ჩანთა გამომართვა და მოსაცმელი სწრაფად გამხადა..
–აბა გამომხედე ელის
მეც ცოტა შეშინებულმა მზერა მას მივაბყარი.
–ერთი წამით თმა აიწიე
მეც მორჩილად თმა ავიწიე და ხელით დავიკავე
ცოტა ხანი მიყურა.
შემდეგ ცოტა უხეშად ლოყაზე მომკიდა ხელი და თავი პროფილში გამატრიალებინა
ამ ჟესტზე გამეცინა.
–მომწონს–მასაც გაეღიმა–აბა გამომყევი
მე დიდ კედელთან დამაყენა,თვითონ კი წინ დამიჯდა..თანდათან მას იქმყოფები შემოეხვია გარსს.შორი ახლოს ნიკოლასს მოვკარი თვალი,რომელიც მისი სასიამოვნო ღიმილით მამხნევებდა..მე კი ჩემს თავს ვამხსენევდი.არ ვიმჩენვდი,რომ ამდენი ადამიანის წინ ახლა ის უნდა გამეკეთებინა რასაც რეჟისორი მოითხოვდა.ძალები მოვიკრიბე და ჯოს თვალი–თვალში გავუყარე,ისე თითქოს მის დავალებას ველოდი.
მან მის გვერდით მჯდომ,მსუქან,ქერა ქალბატონს რაღაც გადაულაპარაკა,შემდეგ გამომხედა და მანიშნა მაგიდიდად ფურცელი ამეღო...

კასტინგი,რომელიც ჩემთვის ჩატარდა საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო...
როდესაც მინი–სიტუაცია გავითამაშე ნიკოლასთან ერთად ყველა გაჩმებული იყო.მე კი ცნობისმოყვარეობა მკლავდა,რას ფიქრობდნენ ისინი
–ჩემი ძალები მჭირდება,მჭირდება,მჭირდება–ვფიქრობდი ჩემთვის და ვცდილობდი,ისეთივე შემართებით გამეგრძელებინა,როგორც დავიწყე...
თავიდან რამოდენიმე შენიშვნა დავიმსაურე,მაგრამ ამდენი წლიანი გამოცდილება იმისთვის არ მიმიღია,რომ საჭირო მომენტში დავბნეულიყავი,ბოლოს ყველაფერი ჩემს სასიკეთოდ წავიყვანე.რეჟისორი კი არ მასვენებდა და თუ რაიმე აფიქრდებოდა,ყველაფრის შესრულებას მთხოვდა...
–ძალიან კარგი ხმის ტემბრი აქ,რაღაცნაირი ხრინწიანი,კამერებს უხდება ასეთი ხმა–ჩაილაპარაკა ჩემს წინ მჯოდმმა,მსუქანმა ქალბატონმა
–საინტერესო გოგონა ჩანხარ–მომიხალოვდა რეჟისორი–დიდი პერსპექტივები გაქვს...
არაფერი ვუპასუხე.
–ძალიან ძლიერი კონკურენტი იქნები..ხვალ კიდევ გავიხილავ რამოდენიმე ვარიანტს და თანხმობის შემთხვევაში ნიკოლასი დაგიკვაშირდება,ან პირადად მე.უბრალოდ უნდა იცოდე,რომ დადებითი პასუხსს თუ მიიღებთ,თავიდან–ფეხებამდე გადაღებებში უნდა იყოთ ჩართული
–რთულ გრაფიკს მიჩვეული ვარ–გავუღიმე
–ძალიან კარგი...
როდესაც მიხვდნენ რომ მინი–კასტინგი დასრულდა,ყველა ერთნაირად წამოიშალა
ბოლოს აღმოვაჩნე,რომ ის მსუქანი,ქერა ქალი ფილმის სცენარისტი იყო.
–შენ ისეთი ხარ,როგორიც არ როლზე წარმომედგინა წერის დროს–გამიღიმა–შენს ვარიანტს,პირველი წამოვაყენებ
–დიდი მადლობა–ჯერ კიდევ ეიფორიაში ვიყავი...

თავაზიანად გამოვემშვიდობე და გასასვლელისკენ წავედი.ჩანთა ავიღე და მოსაცმელი მოვიცვი.
მობილურს რომ დავხედე ადრისგან და ლუისისგან უამრავი გამოტოვებული ზარი იყო.
ადრიანას,მივწერე რომ "რაც შეიძლება სწრაფად მოეკითხა ჩემთვის".მე კი გახარებული,აჩქარებული ნაბიჯით გავირბინე კორიდორი..
ლიფტის ღილაკს დიდი მონდომებით დავაჭირე ხელი..
ჩემი შესვლა და ადრიანას ზარი ერთი იყო
–უკვე გამოდი?
–კიიი–გახარებულლმა ვიყვირე
–მერე რა მოხდა?
–მანაც იყვირა მობილურში,სიცილი დავიწყე.
ახლა ისეთ ხასიათზე ვიყავი,ყველაფერზე მეცინებოდა.
–მოგიყვებიი.ოღონდ სწრაფად მოდი
–გზაში ვარ! ჩემო ვარსკვლავო და ნიჭიეროო–ყვიროდა
ლუფტი მე7 სართულზე გაჩერდა.
ძალიან სერიოუზული და დასტონი სახით ვიღაც,
მაღალი ბიჭი შემოვიდა და გვერდით დამიდგა.

–კარგი სწრაფად.გარეთ დაგელოდები..
არ მახსოვს,რა მაგრამ რაღაც მითხრა ადრიანამ
,რაზეც უკვე მესამედ დავიწყე უადგილო სიცილი.
–პირველ სართულზე მიდიხართ?–მაღალი ტონით შემეკითხა ჩემს გვერდით მდგომი,
–დიახ–ცოტა გაკვირვებულმა ავხედე–და ცოტა ტონს დაუწიეთ–ცინიკურად გავუღიმე და ადრიანას მივუბრუნდი,
–რა ხდება გოგო?
–არაფერი–სიცილი დავიწყე კვლავ
–საუბრის ტონს თვითონ განვსაზღვრავ

ჯერ მე გამომხედა,შემდეგ კი პატარა ეკრანს სადაც დაეწერა რომ 4 სართულზე ვიყავით
–ერთი წუთი–ჩუმად ვუთხარი ადრიანას და მობილური გავთიშე
–შეგიძლია ბოლო ხმაზე იყვირო
–რათქმაუნდა–სიტყვის დამთავრება არ დამაცადა
–სასწაულია პირდაპირ–ჩუმად ჩავილაპარაკე,როცა მივხვდი რომ
 ეს პიროვნება ხასიათს მიფუჭებდა.

 ორი ნაბიჯით წინ გავიწიე,რომ პირველი მე გავსულიყავი
–ნამდვილად–მანაც გადმოდგა წინ ერთი ნაბიჯი
თავი უსიამოვნოდ გავაქნიე და გაღებულ კარებში სწრაფი ნაბიჯით წავედი
–შარიანი და უხეში–გულში განაჩენი გამოვუტანე და მინის კარები შევაღე....


საბედნიეროდ ადრიანამ კვლავ გამამხიარულა.ისიც ჩემსსავით შოკში ჩავარდა,როცა ყველაფერი ვუამბე დღევანდელ ვითომდა,კასტინგზე.
საღამომდე კაფეში ვიყავით.ცოტა ხანში ლუისი შემოგვერთდა ჯესიკასთან ერთად.
დღეს უკვე მესამედ ვყვებოდი დღევანდელზე. :დ
(მეორედ დედაჩემს მოვუყევი მობილურით)
სახლში ოთხივე ერთად დავბრუნდით.
ნიკოლასს ვესაუბრე.მან ცალკე გამამხნევა და მითხრა,რომ რეჟისორს ძალიან მოვეწონე და არამარტო რეჟისორს.
ისეთ ხასიათზე ვიყავი,იმ ღამეს რა დამაძინებდა.
მთელი ღამე დღევანდელზე ვფიქრობდი.სიამოვნებას მანიჭებდა ამ წუთების გახსენება.შემდეგ კი ის უხეში ბიჭი გამახსენდა,რომელიც ტყუილად ამიშარდა :დ))
ასე ფიქრებში წასულს,მალე ჩამეძინა...

პასუხები ალბათ 6–7 დღეში იქნებოდა.მე კი ვცდილობდი არ მეფიქრა ამაზე,რათა დღეები უპრო სწრაფად გასულიყო.
ლუისმა გვითხრა,რომ 2 დღეში ძალიან მაგარი თამაში იმართებოდა,
ლოსანჯელესის მთავარ მოედანზე.
ბილეთებიც მოგვიტანა,თორე ხვალ უკვე აღარ იქნებოდა.

მე და ადრიანა დიდი მონდომებით ველოდით ამ დღეს...
იმ საღამოს,როცა თამაში იმართებოდა,ჩვეულებისამებრ ერთმანეთს ტანსაცმელი ავურჩიეთ და წასასვლელად მოვემზადეთ.
თამაშის დაწყებამდე კერ კიდევ 2საათი იყო დარჩენილი.
მე ჯესიკას შევხვდი სტადიონის ახლო კაფესთან,

ადრიანა კი თავის ძველ მეგობრებთან გავიდა..
1 საათი საუბარში ისე შემოგველია მე და ჯესიკას რომ ვერც კი გავიგეთ,როგორ მალე მოახლოვდა,მატჩის დაწყების დრო..
გარეთ უკვე ხმაურიანი შეძახილები,ფანების გაფერადებული სახეები და ერთნაირი მაისურებიანი ბიჭები გამოჩდნენ :)
უკვე საღამო იყო..ყველა განათებული სტადიონისკენ მიიჩქაროდა.მე და ჯესი კი არ ვჩქარობდით.პირიქით ნელ–ნელა მივყუვებოდით ქუჩას.
თანდათან ხალხიც შემოაკლდა იქაუობას და ისეთი ხმაურიც აღარ იყო...
ადრის მივწერე და ისიც მალე მოვიდოდა.შეხვედრა შესასვლელთან,მდგარ ძეგლთან დავთქვით ))
–ელ,2 წუთი მოიცადე–გამაჩერა ჯესიკამ
–რა ხდება?
–ჩემი მეგობარი და მისი შეყვარებული უნდა მოვიდეს,ნიუორკში ერთ დასში ვიყავით და გუშინ ჩამოვიდნენ

–მაგარია.დაველოდოთ,ჯერ კიდევ ნახევარ საათზე მეტი დარჩა–საათს დავხედე და ნელი,პატარა ნაბიჯებით გავუყევი ჩაბნელებულ ქუჩას.
ცაზე არცერთი ვარსვკლავი არ ჩანდა,მთვარეც არ ანათებდა.ძალიან ბნელოდა,და ამ უკუნითს ლამპიონები ვერ უმკლავდებოდა..
გზაჯვარედინს რომ მივადექით,ჯესიკამ გამაჩერა:
–აი ისინიც–ხელი მარჯვნივ გაიშვირა
მეც შორიდან მომავალი,ორი ადამიანი დავინახე,რომელსაც ახლა ჩემი თვალი როგორც,ჩრდილს ან უბრალოდ მოლანდებას ისე აღიქვამდა.
დიდად არ დავინტერესებულვარ...
–წინ დაგელოდებით–გზა გადავჭერი და შუქნიშანთან დავდექი...
მობილურს უაზროდ დავჩერებოდი.
ადრიანას მივწერე როდის მოვიდოდა,და პასუხის მოლოდინში დამავწიყდა რომ ჯესიკაც აქ იყო,თანაც მისი მეგობრები უკვე ენახა.
უკან არც გავბრუნებულვარ,მხოლოდ ჯესიკას ხმამაღალი ნათქვამი გავიგონე
–ელლ,გაიცანი ჩემი მეგობრები
–გამარჯობა–თავაზიანი და ამავდროულად ნაცნობი ხმა მომესმა ზურგს უკან....

P.S.SucceSs and Christmas-აღარ გაგრძელდება )) რაღა დროს შობაა :დდ
შეიძლება ცნობილი ადამიანის ცხოვრებაზე ახალი დავიწყო,ნუ ვნახოთ..
იმედია მოგეწონათ ))

ძალიან გთხოვთ,თუ ოდნავ მაინც მოგწონთ დააკომენტაროთ ))
არ ვიცი,რამდენამ შევძლებ მაგრამ ვეცდები ძალიან მალე დავდო...
და ძალიან გთხოვთ,ნაადრევ და არარეალურ დასკვნებს ნუ გამოიტანთ,ვინ იქნება 
"ის ნაცნობი".დაელოდეთ მოვლენების განვითარებას..
მადლობთ ვინც კვლავ ერთგული მკითხველი და ამავდროულად დამკომენტარებლის სტატუსს ინარჩეუნებთ <33
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 930 | დაამატა: holy♡queen | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 201 2 »
2013-01-31 Spam
ჩემო ნიჭიერო ')
როგორი მაგარი გამოვიდა ეს თავი ))
ვიცოდი რომ რაღაცა ძალიან მაგარი იქნებოდა,მაგრამ ესეთს არ ველოდი )) გადააჭარბე მოლოდინს <3 ))
ყოჩაღ <33 მალე დადე თორე დაგახრჩობ !!