ეს თავი ჯილეის განწირულ ფან NiNiTooS-ს მადლობ რომ ჩემი მკითხველი ხარ<3
–კარგი მცდელობაა!–ტაქსი–ცინიკურად გავუღიმე მათ და ტროტუართან მოუხლებულ ტაქსში სწრაფად ჩავჯექი,ისე რომ სიტყვის თქმაც ვეღარ მოასწრეს...
მანქანა სწრაფად წავიდა,როცა მისამართი ვთქვი და მძღოლი დავაჩქარე. დავინახე,უკან მოტოვებული ენდრიუ და ჯასტინი.ჯასტინმა ხელები მაღლა აწია და უკან სწრაფად ნაბიჯით წავიდა.აღარ შემიხედავს რა მოხდა,რადგან მოსახვევს გავცდით.... ცოტა ცხელოდა.ფანჯარა ჩამოვწიე.სახეში სასიამოვნოდ მომხვდა შემოსული სუფთა ჰაერი.სასიამოვნო გრძნობა იყო,განათებული ქუჩების თვალიერება და ფიქრი. ნელ–ნელა უკან ვიტოვებდით,ათასნაირ მაღაზიებს,კაფეებს,რესტორნებს,პარკებსა და ცაში აწოლილ შენობებს. ძალიან კარგი ღამე იყო.მთვარე ლამპიონების გარეშეც შეძლებდა უკუნით ღამეს გამკლავებოდა. –გაადავიფიქრე,აქ ჩამოვალ–ვუთხარი ტაქსის მძღოლს და გავაჩერებინე –როგორც იტყვით საჭირო თანხა მივაწოდე და მანქანიდან გადმოვედი. არ ვიცი რა დღე იყო ასეთი,მაგრამ ყველაფერი სხვაგვარი მეჩვენა. თითქოს მხოლოდ ახლა შემეძლო ჩემი ცხოვრების ბოლო დროინდელი მოვლენების გაანალიზება.ზოგჯერ წარმოუდგენელად მეჩვენებოდა,რომ მე ახლა სრულიად უცხო ადგილას,მარტო ვიდექი.ვგრძნობდი ქარის ნაზ შეხებას,ვგრძნობდი გამვლელების მზერას,ვგრძნობდი ყველაფერს რაც იმ წუთას ჩემს ირგვლივ ხდებოდა. მულოდენლად თავი ზედმეტად ვიგრძენი.გული უცნაურად ამიჩქარდა.გონება მეუბნებოდა რომ მე ახლა აქ კი არა,ჩემს მშობლიურ ქვეყანაში უნდა ვიყო. თვალწინ გადამეშალა,თითოეული დღე თბილისსში გატარებული და უცნაური გრძნობა გამიჩნდა.წარმოუდგენელი გრძნობა,რომელიც თავისკენ,უკან მექაჩებოდა. ვინატრე ახლა თვალები დამეხუჭა,გამეხილა და მე მამას გვერდით აღმოვჩენილიყავი,სულ რაღაც ორ წამში....... ორი ნაბიჯი ზედიზედ გადავდგი და კვლავ გავჩერდი. შევცქეროდი მხიარულ,მოლაპარაკე,ჩაფიქრებულ თუ საქმიან ხალხს.ყველა თავისი საქმით იყო გართული,მიუხედავად იმისა რომ უკვე დაღამდა,ყველა მაინც საღაც მიიჩქაროდა...რა გასაკვირვი კი ეგ არი,ლოსანჯელესსში დღე,ხომ ღამე იწყება :)) ნელ–ნელა გავუყევი გზას და ფიქრებში წასული ჩემთვის ნაცნობ ქუჩას მივადექი.ძალიან მომწონდა,რომ უკვე ავითვისე აქაურობა და მარტო დარჩენისიც აღარ მეშინოდა. ჩემი ფიქრები ახლა,მხოლოდ ორი ადამიანისაკენ წარიმართა. ჩემი მყუდროება,კი ერთ–ერთი მათგანი ზარმა დაარღვია.მობილურმა რეკვა იწყო,რომელიც ჩართული დამრჩენია –ჯასტინი–დაეწერა დიდი ასოებით ეკრანს თავიდან ვიიფიქრე,რომ არ ავიღებდი მაგრამ ვიცოდი,რომ შემაწრიალებდა და ვარჩიე მისი ზარისთვის მეპასუხნა –გისმენ!–მკაცრი ტონით ვუთხარი –რატომ სახლში არ წადი? –შენ რა იცი?–შეშიებულმა ირგვლივ მიმოვიხედე –ვფიქრობ,აწი შენც უნდა ერიდო პაპარაცებს –გასაგებია–ცინიკურად ვუთხარი და გზა გადავჭერი–სხვა გინდა რამე? –არაფერი.!უბრალოდ მაინტერესებდა სად მიდიოდი. –შენი საქმე როცა იქნება მაშინ შეგატყობინებ –ჩაეცინა–მართალი ხარ!მაპატიე,რომ ოქროს ორი წუთი წაგართვი –ვის არ მოსვლია–ცინიკურად ვუთხარი და მობილური ჩანთაში ჩავაგდე. –პაპარაცები,ეგღა მაკლია–ჩავილაპარაკე და გზას გავუყევი.ირგვლივ საეჭვო არავინ ჩანდა,საინტერესოა სად იყვნენ.! საიდან შეძლეს ჩემი დაფიქსირება. ან ასე სწრაფად როგორ გაავრცელეს ფოტოები. მგონი პაპარაცები კი არა,უცხოპლანეტელები არიან–დაღი დავუსვი მათ არსებობას და ახლა უფრო სენტიმეტალურ ხასიათზე გავაგრძელე გზა სახლისაკენ.........
დილით ტეი სახლში იყო ) შუადღემდე გეგმები არ ქონდა. ნახევარი დღე ერთად გავატარეთ.მაღაზიებში ვიყავით.საჭირო სურსათი და სახლისთვის ახალ–ახალი წვრილმანი ნივთები ვიყიდეთ.. ბალიშები სასტუმრო ოთახისთვის,ლამაზი ჭურჭრჭელი სამზარეულოსთვის,გრძელი სარკე შემოსასველისთვის და ლამაზი ნახატი ჩემი ოთახისთვის. სახლში დატვირთულები დავბრუნდით.კარებს ვაღებდი,რომ ნიკიმ დამირეკა –უპასუხე მე გავაღებ–მითხრა ტეიმ.ცელოფნები ფეხებთან დაიწყო,ჩანთა პირით დაიჭირა და კარები გააღო –ნიიკ,მაპატიე ვერ დაგირეკე –არაუშავს–წყნარი ხმით მითხრა–3 საათია,4 ისთვის წავალთ საერთოდ არ გამხსენებია,მისი მეგობრის დაბადებისდღე პლაჟზე. ლამის წამომცდა მისთვის მეკითხა,სად უნდა წავიდეთქო რომ გავჩუმდი –კი,კი.4 ისთვის მზად ვიქნები –კარგი გამოგივლი –კარგი–გავუთიშე და სწრაფად ავირბინე კიბეები.
ტეის ვთხოვე სანამ სააბაზანოში ვიქნებოდი ჩემთვის ტანსაცმელი აერჩია. –რომელი ნარიადი მოგწონს?–საწოლზე ტეიმ ტანსაცმელების 3 ვარიანტი დამახვედრა –მმმმმ,ალბათ უფრო ეს სტილი.მოკლე ერთიანი კაბა კარგი იქნება –მეც ეგ მომწონდა..–წარბები აათამაშა და დანარჩენებს ხელი ერთიანად მოხვია –შენ ჩაიცვი და თმას მე გაგიკეთებ.)) ტეი თან თმას მიკეთებდა თან მარიგებდა,რას თვითონაც არ იცოდა. ისე თითქოს,ნიკს პირველად ვნახულობდი. –როცა ბიჭი თავის მეგობრებს გაცნობს ეს რაღაცას ნიშნავს –სიცილი დავიწყე–წარმოიდგინე ხელი რომ მთხოვოს –ეეე მაგარია! –მისკენ გაოცებული შევრბუნდი–რა გულუბრყვილო ხარ ტეი!–გაბრაზებულმა ვთქვი –რატო ვარ გულუბრყვილო? –ჯერსერთიც არ მიყვარს და არ ვუყვარვარ,და მერე მეორე ნიკიზე არ ვგულისხმობ,იმედი მაქვს ტაილერს პირველივე თხოვნაზე არ დათანხმდები –აარა რათქმაუნდა –არადა გეტყობა ერთი სული გაქვს სიყვარულს როდს აგიხსნის–სარკიდან გავხედე.მანაც თვალი–თვალში ვერ გამისწორა და თმის დასწორება განაგრძო. –მთლად ეგრეც არაა,მაგრამ..–მორცხვად მითხრა –ცოტა ხანი ალოდინე,ასე უფრო მიუწვდომელი გახდები მისთვის )) გესმის?არ აგრძნობიო რომ მასზე ეგრე გიჟდები–დავეჭყანე და საათს დავხედე. მისი დარიგება რად მინდოდა,როცა მას პირიქით ჭირდებოდა ) მამა სწორი იყო,ჩვენს შორის უმცროს–უფროსი არ არსებობდა.რადგან ხან ის იყო უფროსი,ხან კი მე.....
–გვიან ჩარლისთან ვიქნები,დღეს იქ ვრჩები.და გასაღები წაიღე–მომაძახა,როცა სახლიდან გავდიოდი –კარგი–შევრბუნდი და გასაღები ჩანთაში ჩავაგდე –ძალიან ლამაზი ხარ–ფეხზე წამდგა და კომპლიმენტი უკვე მეასედ მითხრა –მადლობა დაო.წავედი და დაგირეკავ –კარგი...
ნიკი მანქანასთან იდგა. ჩემს დანახვაზე გაეღიმა და ჩემსკენ წამოვიდა. –როგორც ყოველთვის ულამაზესი ხარ–შორიდანვე შემომაგება ტკბილ სიტყვა –მადლობ–წელზე ხელი მომხვია და თავისკენ მიმიზიდა. როგორც ყოველთვის ვნებიანად მაკოცა და მანიშნა მანქანისკენ წავსულიყავი. –შორს არი?–ვკითხე როცა ქალაქს გავცდით –არაა! 15 წუთში იქ ვართ –კარგია–გავუღიმე და ჩემს საყვარელ პოზაში მოვკალათდი.თავი ფანჯარას მივადე და ირგვლივ ყურება ვიწყე...
პლიაჟზე მართლა ბევრი ბავში იყო შეკრებილი... ძალიან ლამაზი ადგილი იყო.ოქროსფერი ქვიშა,ფირუზისფერი ცა და ალმასივით ელვარე ოკეანე.ტალღების მშვიდი ხმა და მოახლეუბული თეთრი ქაფი,რომელიც მიწაზე ახალ–ახალ კვალს ტოვებდა და ყოველ ამოსვლაზე სხვადასხვა ადგილას ჩერდებოდა. ოკეანე მზეს თავისკენ იზიდავდა.ისიც სადაც იყო ჩავიდოდა,ჩაცურდებოდა ღრუბლებში და მთვარეს საშუალებას მიცემდა მის მიერ ჩაბნელებული დღე გაენათებინა.:) პლიაჟზე გარდა ნიკის მეგობრებისა არავინ იყო,და ეს ძალიან მომწონდა. ალბათ ამიტომც წამოვედით ქალაქიდან ასე შორს. –ეს სახლი ენისია–მიმიმითითა ნიკიმ სახლისაკენ,რომელიც იქაურობას კიდევ უფრო ალამაზებდა ენი დღევანდელი შეკრების მთავარი მიზეზი იყო.იუბილარი და ნიკის საუკეთესო მეგობარი გოგო. –ძალიან ბევრი ბავშვია –ჰო ზოგს არც მე ვიცნობ–ჩუმად მითხრა,როცა უკვე მათ მივუახლოვდით. ნიკი წინ გაიჭრა და ენს გადაეხვა.შორს იდგენ,არ მესმოდა ერთმანეთს რას ეუბნებოდნენ.ამით არც დავინტერესებულვარ,რადგან იქ მყოფთ ვუყურებდი რომლებისთვისაც ახლა მთავარი განსახილველ თემად ვიქეცი –მააილი–დამიძახა ნიკიმ და მეც მათკენ წავედი –გილოცავ–გადავეხვიე ენს. –მიხარია,რომ მოხვედი –პირიქით მიხარია,რომ წამოსვლა შემომთავაზე –რას ამბობ–თბილად გამიღიმა.წამოდი ბავშვებს გაგაცნობ...
ჯერ სახლის აივანზე ვიყავით..ლეოც მოვიდა.მე ნიკისა და ლეოს შორის ჩავჯექი. ძალიან მომწონდა აქაურობა.აივნიდან ხომ ასეთი ლამაზი ხედი იშლებოდა. რამოდენიმე მოსამსახურე,ყოველწუთას შემოდიოდა და მაგიდას ნაირ–ნაირ კერძებს მატებდა. ძალიან ხმაური იყო.ზოგი სვამდა,ზოგი ჭამდა,ზოგი იცინოდა,ზოგი ეწეოდა,რომ იტყვიან ყველა თავის პონტში იყო :დ ბოლოს ენი მაღალ სკამზე დადგა და სიტყვით მოგვმართა: –ვისაც საცუარო კოსტიუმი აცვია,პლიაჟზე ჩავდივართ :)) ცოტა ხანი ვუცაროთ,შემდეგ კი ცეცხლი დავანთოთ.აქ უკვე ისინი შემოგვიერთდებიან,ვისაც ეს უკანასკნელი არ წამოუღია–და თავის საცურაო კოსტიუმზე დაიხედა. –ჰო გაცვია?–ჩამჩურჩულა ნიკიმ ყურში –მაცვია.–გავუცინე–ვიცოდი,რომ პლიაჟზე მათ გარეშე წამოსვლა არ შეიძლებოდა –ჩემი ჭკვიანი–2 ჭიქა მარტინი ერთდროულად გადავკარით ორივემ და ბავშვებს სირბლით გავყევით..ყველა ოკეანეში შევიდა. ჯერ მათთან ერთად ვიყავით,შემდეგ კი ოდნავ მოშორებით გავედით. მზის სხივები ახლა წყალს ეხებოდა...ანარეკლი იქაურობას ჯერ კიდევ ანათებდა. –მოიხსენი სათვალე–მითხრა ნიკიმ და ჩემსკენ გამოცურა –კარგი ერთი!–გამეცინა–რატო/ –კარგად ვერ გკოცნი –თურმე რაში ყოფილა საქმე–გამეცინა–არა მზის სინათლე მაწუხებს –კარგი როგორც გინდა–სახე მოეღუშა.უკნიდან მომიახლოვდა და წელზე მომხვია ხელები. მეც მას დავეყრდენი.თავი მეკრდზე დავადე და ფეხები ზემოთ ამოვწიე. –კარგია ცხოვრება?–გაეცინა ნიკს –კი ძალიან–და ფეხი რამოდენიმეჯერ დავარტყი წყალს,ისე რომ შხეფები ორივეს შეგვესხა –მაილი –რა იყო ნიკ?–სახე მზეს მივუშვირე –არაფერი მაილი!–გაეცინა.
წყლიდან რომ ავედით,თითქმის ყველა იქ იყო.ნელ–ნელა აცივდა,უკვე საღამო ახლოვდბოდა და ცეცხლის დანთების დროც მოდიოდა –მოგიტანო პირსახოცი? –როგორ გინდა–ვუთხარი ნიკს და იმ ადგილას დავდექი ,სადაც ტალღები ნაპირს ეხეთქებოდა. ცოტა ხანში ჩემსკენ მომავალი ნიკი დავინახე პირსახოცით ხელში. სათვალე თავზე მეკეთა და ამით ისარგებლა. მომიახლოვდა,ჩვეული ჟესტით თავისკენ მიმიზიდა.სანამ მაკოცებდა,ხელები წელის ნაცვლად ოდნავ ქვემოთ შემახო.თითქმის საჯდომთან და კოცნა დააპირა. ძალიან არ მომეწონა მისი საქციელი,მითუმეტეს ვგრძნობდი რომ ყველა ჩვენ გვიყურებდა –ნიკ–უხეშად ვუთხარი და თავი გამოვწიე –რა იყო?–უცნაური სახე მიიღო –პირსახოცი მომაწოდე–გამოვართვი და ისე წამოვედი მისთვის არც შემიხედაავს. –მაილი,წამოდი ჩემს ოთახს გაჩვენებ,სადაც შეგიძლია გამოცივალო–შემომეგება ენი. მათ უცნაურად გავხედე,ვინც ჯერ კიდევ ჩემი ყურებით იყო გართული და ენს გავყევი.მის ოთახში ათამდე გოგო მაინც შეკრებილიყო –გოგონებო,ჰო გახსოვთ მაილი ნიკის გოგო–ენმა გოგონებს კიდევ ერთხელ წარუდგინა ჩემი თავი. ეს სტატუსი ყურში კარგად არ მომხვდა –ნიკის გოგო არა,ნიკის მეგობარი–მის ნათქვამში კორექტირება შევიტანე და დანარჩენებს გადავხედე –გვახსოვს,რამოდენიმე საათის წინ გაგვაცნი–თქვა ერთ–ერთმა. –აი შენი კაბა –მადლობა–გავუღიმე ენს. პირსახოცი მოვიფარე,სველი საცურაო კოსტიუმი გავიხადე და კაბა სწრაფად გადავიცვი. –აი,თუ გინდა გაიშვრე თმა –არა იყოს–და სარკეში ჩავიხედე.ტეის დასწორებულ თმას,წინანდელი იერის მხოლოდ ფერი შერჩენოდა. –შეღებილი გაქვს?–შემეკითხა ცისფერთვალება მაღალი გოგონა –არა,ბუნებრივია –შენ და ნიკი ერთად დიდი ხანია ხართ?–ჭორთა ბიურო–გავიფიქრე და პასუხი გავეცი –არაა.რამოდენიმე კვირაა –ნიკი ძალიან თბილი ადამიანია–მომიახლოვდა ენი–ვგიჟდები მასზე,და ეტყობა რომ ძალიან მოწონხარ –მართალია,ძალიან ყურადღებიანი და თბილი ადამიანია–გავუღიმე მას –გარეთ დაგელოდებით–ვიღაც გოგო გიჟივით გავარდა გარეთ –ნიკის შეყვარებული იყო ადრე–უსიამოვნოდ ჩაილაპარაკა ენიმ–არც კი ვიცი რატომ დავპატიჟე,დღედაღამ ნიკის ხსენებაშია.. –მართლა?დიდი ხანი იყვნენ ერთად?–დავინტერესდი მისით.წამოვდექი და ფანჯრიდან გავიხედე და მაგრამ ვერ მივუსწარი მისთვის შემეხედა. –2 წელი–დაუფიქრებლად წამოიყვირა ვიღაცამ ენს იქვე დაეყო,რომ არ აპირებდა ჩემთვის იმ გოგოსა და ნიკის ურთიერთობაზე ეთქვა. –რამდენი?–გაკვირვებულმა გავხედე–ნიკის არც კი უხსენებია –ან ერთმანეთის ყოფილებზე არც გისაუბრიათ –მართალია.არ დავიინტერესებულვარ–მხრები ავიჩეჩე–რატო დაშორდნენ? –ნიკი დაშორდა–მითხრა კვლავ ცისფერთვალება მაღალმა გოგომ –მგონი ჯობს თვითონ ნიკიმ მოუყვეს გოგონებო–ჩაგვიდგა შუაში ენი.დაქალი იყო და ფაქტია ნიკის იცავდა.მე კი ინტერესით ვკვდებოდი,რატომ უნდა დასრულებულიყო ორწლიანი ურთიერთობა ასე უბრალოდ?ხომ შეიძლებოდა იგივე მე მომსვლოდა,და ნიკის მივეტოვებინე....! ყველა ერთად წამოიშალა.ერთად გავედით პლიაჟზე,სადაც ცეცხლი უკვე დანეთოთ.ნიკი იქ არ იყო,ამიტომ ლეოს გვერდით ჩამოჯექი ხის მორზე. –ნიკი სად არი? –არ ვიცი–გამომხედა ლეომ–დღეს რაღაც სხვანაირი ხარ –სხვანაირი როგორი?–გამეცინა –რავიცი–თავი გააქნია და წინ გაიხედა.თითქოს ინანა რაც თქვა.მეც ყურადღება აღარ მივაქციე და გოგონებთან გადავჯექი. სასმელი შემომთავაზეს და უარი არ მითქვამს.ჩანთა სახლში მქონდა,მობილურის შიგ დატოვებული და ნიკის ვერ ვურეკავდი.არადა ვერი ვსვენებდი ისე მინდოდა გამეგო სად იყო. ბოლოს ბნელი შუქიდან გამომავალს შევხედე ,იმ გოგოსთან ერთად,რომელზეც რამოდენიმე წუთის წინ გავიგე,რომ მისი ყოფილი შყვარებული იყო. არ შევიმჩნიე,რომ მათი ერთად ყოფნა არ მესიამოვნა.პირიქით ფეხზე წამოვდექი და სასმელით ხელში იმ ბავშვებს შევუერთდი ვინც ბოლო ხმაზე აწეულ სიმღერაზე ცეკვავდა... ნიკის მზერას ვგრძნობდი,მაგრამ მისკენ არ ვიხედებოდი.ბოლოს წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა. –მაილი–მოუდლოდნელად წინ გადამიდგა. –ვცეკვავ–გავუღიმე და სასმელი ბოთლიდან მოვსვი.თავი ისე მეჭირა თითქოს ნასვამი ვიყავი,არადა ასე სულაც არ იყო –წამოდი.–ხელი მხარზე მომიჭირა ხელზე დავხედე,და როგორც მაშინ ჩვენი გაცნობის პირველ დღეს დავანახე რომ მისი შეხება არ მესიამოვნა.მანაც უნებურად გამიშვა –გამომყევი ორი წუთით. –ორი წუთით დაგტოვებთ–მათ გავუცინე ვისთან ერთადაც ვცეკვავდი და ნიკის გავყევი... –სად მივდივართ? –ბავშვებისგან შორს –რატო? –შენთან ყოფნა მინდა –ნასვამი ხარ –შენც!–ხელს მაგრად მიჭერდა.ბავშვები უკან ჩამოვიტოვეთ და სიბნელეში გავუჩინარდით –იმ გოგოსთან ერთად რა გინდოდა? –არაფერი ვსეინრობდით და ვსაუბრობდით –მე კი მარტო დამტოვე –როგორ დაგტოვე მარტო,ენთან ერთად იყავი.როდის მერეა მეგობრებთან დალაპარაკება არ შემიძლია –ნუ მასუსლელებ!–ხელი გავაშვებინე და ქვიშაში ჩავჯექი.–ვიცი რომ მეგობარი არაა –არი!–ხმამაღლა მითხრა –შენი ყოფილი შეყვარებულია –ჩემი ყოფილი შეყვარებულია,ახლა კი მეგობრები ვართ)ნუ მიბრაზდები,უბრალოდ რაღაცის კითხვა უნდოდა.–უკნიდან მომიჯდა.მისმა შეხებამ დამაშვიდა.მისი სითბო ვიგრძენი და მესიამოვნა.არაფერი მითქვამს კარგა ხანი ვიყავით გაჩუმებულები.მე ყურს ვუგდებდი ოკეანის მშვიდ ხმას,ის კი ჩემს თმაზე თამაშობდა.ბოლოს მისი შეხება ფეხზე ვიგრძენი,ტუჩებით მხარზე,ხელებით კი ფეხზე შემეხო. ხელი კაბის ქვეშ შეაცურა. –ნიკ–წამოდგომა დავაპირე –კარგი რა მაილი–უსიამოვნოდ თქვა –ამის გაკეთებას არ ვაპირებ. –მე შენ მომწონხარ,შენც მოგწონვარ,ყველაფერი რიგზეა.ხელს არაფერი გვიშლის–სწრაფად მიაყოლა ეს სიტყვები ერთმანეთს.ხელით თავისკენ მიმწია და ჩემს ზემოდან მოექცა. პირველად იყო,რომ მისი შეხება კი არ მისამოვნებდა არამედ ჩემში ზიზღს აღვიძებდა. –ნიკ თავი დამანებე –ნიკ –ნიკ–მისგან თავის დახსნაც ვცდილობდი.ის კი აგრძელბდა ჩემთვის ეკონცა –დებილო,იდიოტო,ყველაფერი გააფუჭე–ძალა მოვკრიბე და ხელი ვკარი მის სახეს ვერ ვხედავდი მაგრამ გამომტყველბას ვხვდებოდი თვალზე ცრემლები მომადგა.ნერვები მომეშალა.ნიკიც ისეთივე აღმოჩნდა,როგორც დანარჩენი სხვა.მხოლოდ გართობაზე ფიქრობდა. წამოსვლა დავაპირე –მაილი თუ წახვალ,ჩვენი ურთიერთობა სამუდამოთ დასრულდება – გულს მტკენ–ცრემლნარევი ხმით ვუთხარი –გაიგე?–დაიყვირა –გავიგე,გავიგე.და სწორედ ამიტომაც წავალ!ჩვენს შორის ყველაფერი დასრულდა.–ამ სიტყვებზე კი ვეღარ მოვითმინე და იქედან ტირილით გამოვიქეცი. უკან გავიხედე,მეძახდა და მომსდევდა. ამ წუთებში მას ვერ ვიტანდი! ეს იყო ადამიანი,რომელმაც საშინელი შეურაწყოფა მომაყენა.როგორ მომწონდა,როგორი კარგი და ხელშეუხებელი იყო ჩვენი ურთიერთოობა! –მაილი დაიცადე –ნიკ თავი დამანებე–მივრბოდი. გამიხარდა,რომ ის ადგილი გამოჩნდა სადაც ბავშვები იყვნენ შეკრებილნი.ნიკის ყვირილზე ყველამ ჩვენსკნ გამოიხედა და ორ წამში მხიარულება შეწყდა. –მაილი გაჩერდი!–უკვე მესამედ დაიძახა.მეც გავჩერდი და მისკენ შევრბუნდი მკაცრი მზერა მესროლა და ჩემსკენ სწრაფი ნაბიჯით წამოვიდა. –კარგად მომისმინე–რაღაცის თქმა დააპირა,მისმა ტონმა შემააშინა.უკვე ძალიან ახლოს იყო,რომ ჩვენს შორის ლეო ჩადგა –თავი დაანებე.არც კი გაბედო და რაიმე ზედმეტი არ უთხრა მოულოდნელად მასთან თავი დაცულად ვიგრძენი. ლეომ ნიკს ხელით ანიშნა და გვერდით გაიყვანა.ბავშვებს ბოდიში მოვუხადე და სახლში ავედი.ჩანთიდან მობილური ამოვიღე და ჯასტინს დავურეკე –ჯააას–ნამტიირალევი ხმით ძვლივს ამოვღერღე.სულ დამავიწყდა რომ ერთმანეთს არ ველაპარაკებოდით. –Swaggie,რა ხმა გაქ?–შეშინებულმა თქვა –ჯაას შეგიძლია მომაკითხო? –ახლა?სად ხარ? –მომაკითხავ? –მიმასართი გამომიგზავნე და ახლავე წამოვალ –სწრაფად გთხოვ–გავუთიშე და მისამართი სწრაფად მივწერე.სახლიდან გავედი თუ არა წინ ენი და ლეო დამხვდნენ. –ენ მაპატიე,არ მინდოდა ასე გამოსულიყო –რას ამბობ,ნიკი ნასვამია!ყურადღება არ მიაქციო,ხვალ ყველაფერი კარგად იქნება.რაც შეეხება წვეულებას,ისინი უკვე განაგრძნობენ მხიარულებას –ძალიან კარგი,დიდი მადლობა–გადავეხვიე –დაგტოვებთ–თქვა და წავიდა... –ძალიან მრცხვენია ჩემი ძმის ნაცვლად.როცა ნასვამია თავს ვერ აკონტროლებს –ვიცი,მაგრამ ფაქტია რომ ჩვენს შორის ყველაფერი დასრულდა.არამგონია მასთან ურთიერთობის გაგრძელება შევძლო –წაგიყვანო? –დავურეკე უკვე ჯასტინს.წამოდი იქეთ დაველოდოთ ტროტუარზე ჩამოვჯექი.ისიც გვერდით მომიჯდა. ტირილი მინდოდა,ყვირილი მინდოდა,მინდოდა ნიკისთვის ბოლო ხმაზე მეთქვა,როგორ ვერ ვიტან.მაგრამ არ ვაპირებდი ლეოსთან ტირილს. ჩვენს შორის უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა –მადლობა!! –სამადლობელი არაფერია–სიგარეტს მოუკიდა –მაინც მადლობა–გავუღიმე...
თვალები გამინათდა,როცა ჯასტინის მანქანა ჩვენს ფეხებთან გაჩერდა.ლეოს დავემშვიდობე და მანქანაში ჩავჯექი... –მაილი კარგად ხარ? –არაა! შევხედე,როგორ გადავიდა ლეო პლაჟზე. –მაილი რა ხდება? –ვერ ვიტან!–ზიზღით ვთქვი და ტირილი დავიწყე. –ვის? –ვის და ნიკს! თავს საშინლად ვგრძნობ,გამოსულელებულ იდიოტად! –მაილი ამიხსნი რა ხდება? –აქაურობას მოვშორდეთ,გზაში აგიხსნი–მანქანა დაძრა თუ არა ყველაფერი მოვუყევი. ჯასტინს ანერვიულება დაეტყო.სიჩქარეს უმატა და გაბრაზებულმა გამომხედა –Fuck!მოძალადე იდიოტი–დაიყვირა და გამომხედა–ეგ არ შერჩება –ჯასტინ ახლა მაგის დრო არაა!–ცრემლები მოვიწმინდე.–თავი უკანასნკელი იდიოტი მგონია. –დაწყნარდი–ხელი ფეხზე დამადო –იქ იმდენი უცხო ადამიანი იყო,იმდენი უცხო თვალი,ვინმე ნაცნობი ადამიანი რომ არ მენახა ალბათ გავაფრენდი.მადლობ რომ მომაკითხე –Swaggie,შენი ნამტირალევი ხმა რომ გავიგონე... –თავგასული იდიოტი–წარმოვთქვი ჩუმად ეს სიტყვები და თავი ფანჯარას მივადე.
მის მერე არაფერი გვითქვამს.სახლამდე მალე მივედით.მთელი გზა მომხდარზე ვფიქრობდი და არ მინდოდა დაჯერება,რომ ნიკი სამუდამოდ დავკარგე. თუმცა დროდადრო ჩემში მისადმი ზიზღი ძველ გრძნობას ფარავდა.არ მანაღვლებდა რომ დავკარგე,პირიქით გამიხარდა რომ დროულად გავიცანი... ჯასტინმა კარი გამიღო.გადმოვედი და კიბეები სწრაფად ავრბინე.სახლის კარები გავაღე და შევედი. –ჯასტინ ყველაფრისთვის დიდი მადლობა–უკან შემომყვა. –დამპირდი რომ აღარ იტირებ– თავისკენ შემაბრუნა –აღარ ვიტირებ–გულთან ახლოს მიმიკრა –დარწმუნებული ხარ? –დარწმუნებული ვარ–თავი ავწიე.ის ჩემთან ძალიან ახლოს იყო.მისი გულის ძგერას ვგრძნობდი,მის სუნთქვას ვგრძონბდი,მის თვალებს ვუყურებდი,რომელიც ასე ბრწყინავდა.უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა.გული ამიჩქარდა.ოდნავ მაღლა ავიწიე და არც კი ვიცი რა გავაკეთე.თვალები დავხუჭე და ვაკოცე...... მართალია მისი კოცნა მესიამოვნა,ტანში დამაჟრიალა მაგრამ გავიაზრე რომ ამ კოცნით ყველაფერი გავაფუჭე.სამუდამო დაღი დავუსვი ჩვენს მეგობრობას. სწრაფად დავიწიე და სახე არ დავანახე. –ჯასტინ მაპატიე –მაილი! –ჯასტინ წადი..–ჩემს თავზე გაბრაზებულმა ავიარე კიბეები და ჩემს ოთახში გიჟივით შევვარდი. ჰმმმმ..რომ ვწერდი მეგონა უკეთესი გამოვიდოდა :დრომ გადავიკითხე დიდად კმაყოფილი არ დავრჩი,მაგრამ იმედია ცოტა მაინც მოგეწონათ )) რას იტყვით? )) უნდა დაშორდეს მაილი და ნიკი? :დ
|