არადა არ მიყვარს ასე.
მძღოლი მანქანით პირდაპირ გასასვლელთან გაჩერდა.ჩვენც მაქანაში ჩავჯექით და დანიშნული ადგილისაკენ ავიღეთ გეზი.
–ჯასტინმა მომწერა
–რაო?–ინტერესით შევეკითხე
–ახლა გამოვიდნენ.ალბათ ერთად შევალთ
–მაგარია–გავუღიმე და მხარზე თავი დავადე.
მეძინებოდა,არადა ყველაფერი ჯერ კიდევ წინ იყო.. ))
წვეულების ადგილი, ძალიან დიდი მინებიანი შენობა, სავსე იყო იქ მოსული ჟურნალისტებით,პააპარაცებით,სტუმრებით,ცნობილი ადამიანებითა თუ უბრალო გამვლელებით ))
მანქანა პირდაპირ წითელ ხალიჩასთან გაჩერდა,რომლის ირგვლივაც იდგნენ ფოტოგრაფები.
გადავედით თუ არა ,ამ დროს უკან ჯასტინის მანქანა მოგვადგა.
როგორც მას შეეფერება ჯერ თვითონ გადმოვიდა,შემდეგ კი ემასაც გაუღო კარი.ორივე ძალიან კარგად გამოიყურებოდა,ზოგჯერ მეგონა რომ ერთმანეთს უხდებოდნენ,ზოგჯერ კი ეს ორი ძალიან ალოგიკურ წყვილად მიმაჩნდა.
ჯასტინი ზედმეტად სერიოზული იყო,სახეზე კმაყოფილების გრძნობა აღბეჭვდოდა,რომელიც დღევანდელმა გამოსვლამ განაპირობა.ამის გამო დროდადრო ეცინებოდა.ნელი მოძრაობით ემას ხელი წელზე მოხვია. ისინი ჩვენსკენ წამოვიდნენ.
ჯასტინს ვუყურებდი და ვერ ვიჯერებდი,ეს ის ადამიანი იყო რომელიც აბაზანაში უნებართვოდ შემოიჭრა და ტანსაცმელი მომპარა,ეს ის ადამიანი იყო რომელიც ტეისა და ტაილერის დიალოგს ჩუმად უსმენდა და სუპერმარკეტში პატარა ბავშვისთვის დამახასიათებელ არაქსის კარაქს ყიდულობდა...
მეც უნებლიედ გამეღიმა.მოგვიახლოვდნენ თუ არა,ორივეს გადავეხვიე და წარმატებული გამოსვლა მივულოცე.ენდრიუც ასე მოიქცა.რამოდენიმე წუთში კი შესვლა გადავწყვიტეთ.
–ჯერ თქვენ წადით–ვუთხარი ჯასტინს და წითელი ხალიჩისაკენ მივუთითე
–ოთხივე დავეტევით–ჩუმად მითხრა და მოახლოებულ კამერას გაუღიმა
–ჯასტინ ძალიან რომანტიულად დაიწყო,და მეგობრული,მოსაწყენი ისტორიით ნუ დაამთავრებ,ხელი მოხვიე და გადი–შეუმჩნვლად ჩავჩურჩულე მას,სანამ ემა პაპარაცებთან პოზიორობდა.
–როგორც იტყვი Swaggie,მოგეწონა სიმღერა?
–ძალიან–გავუღიმე
–შენ გეძღვნებოდა–ბაბნიკურად გამიღიმია
–ჯასტინ–თვალები დავუქაჩე და თვალით ვანიშნე ემას გაყოლოდა.
ისიც წავიდა.
–რაო რა გითხრა?
–რაღაცებს სულელობს,მაგას რომ მოვუსმინოთ...–გავიცინე და ენდრიუს ხელი ხელში გავუყარე
–მეგონა მხოლოდ მე ვფიქრობდი ეგრე.
–არა ჩემო კარგო,შესვლის დროა–ვუთხარი ენდრიუს და გამოცდილი ქალივით,ფეხი წითელ ხალიჩაზე დავდგი.თავი ძალიან კარგად მეჭირა,ისე თითქოს პირველი შემთხვევა კი არ ყოილიყო,არამედ ამას მთელი ცხოვრებაა ვაკეთებდი.
არც დავბნეულვარ ამდენი კამერის წინ,რასაც ალბათ ვერასდროს წარმოვიდგენდი.
წვეულების დარბაზში მალე შევედით.......
ყველაფერი კარგად მიდიოდა.განსაკუთრებით მის მერე რაც წვეულებას ტეი,ტაილერი,ნოა და ლოგანი შემოუერთდნენ.ჩვენ 6–ნი დროს ძალიან მაგრად ვატარებდით.დახურული წვეულება იყო,მხოლოდ ელიტა.არავითარი ჟურნალისტი ან პაპარაცი.არ ვიცი რამდენად წარმოვადგენ ლოსანჯელესის ეელიტას,მაგრამ ამ წვეულებაზე თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი.დავლიეთ კიდეც,მთავარი მიზეზი კი გოგონების წარმატებული შოუ იყო.
მაგარ ხასიათზე ვიყავი )) ჩემი აიფონი მოვიმარჯვე და სასურველ მოდელებთან,მირანდა კერი,ადრიანა ლიმასა თუ ალესანდრასთან ფოტოები გადავიღე.კმაყოფილი სახით დავუბრუნდი ჩემს ადგილს.ენდრიუ ბავშებთან ერთად არ იყო.ბართან ახლოს დავინახე სასმელით ხელში,ცოტა მოწყენილი.
–რა ხდებაა ენ?
–სახელს ნუ მიმოკლებ,ენი გოგოს სახელია–გამიღიმა და ერთი ჭიქა ერთბაშად გადაკრა
მის ნათქვამზე სიცილი ამიტყდა.
–კარგი ენდრ....:დ რა მოხდა?
–არაფერი.–მხრები აიჩეჩა
იქ მყოფთ გადავხედდე
–რომელი მოგწონს?
უსიამოვნოდ გამომხედა,თითქოს ეწყინა რომ მის,ვითომდა დამალულ საიდუმლოს მივუხვდი
–ის ეხლა,რომ ჭიქა უჭირავს ხელში,აი ეხლა გაიღიმა,ახლა კვლავ მოსსვა,და ახლა საუბრობს
–შევხედე!–ხმამაღლა ვუთხარი,რომ შეეწყვიტა მისი მოქმედებების ჩემთვის გადმოცემა.
–ეგ მოდელი არაა ჰო?
–არა.მგონი ვიქტორია სეკრეტში მუშაობს
–გავარკვიო?–წასვლა დავაპირე
–გაგიჟდი?რას აპირებ,იქნებ ისიც უთხრა მთელი საღამოა რომ ვუყურებ
–არაა?არადა ეგ უნდა მეთქვა–უსიამოვნოდ გავხედე
–კარგი–გამეცინა–საღამოს ბოლომდე გავიცნობ და ყველაფერს გეტყვი მასზე
–მართლა?
–მართლა.ოღონდ დამპირდი,რომ მერე დებილივით არ მოიქცევი.იაქტიურებ
–რათქმაუნდა–გამიღიმა და ჩემს იქ ყოფნაში უკვე მესამე ჭიქა დაცალა.
–უი მართლა ჯასტინი და ემა მგონი 1 საათზე მეტია არ ჩანან
–მართალია–უსიამოვნოდ თქვა
–რა ხდება?სახე რატომ შეგეცვალა?
–შემეცვალა?–ნახე მგონი ის გოგო ჩვნესკენ მოდის,თაფლისფერი თმა აქ თუ შავი?ვერ ვარჩევ
–ენდრიუ,ვიცი რომ ეგ გოგო მოგწონს მაგრამ ახლა ის მომენტია როცა მასზე საუბარი სულაც არ გინდოდა.უბრალოდ თემას გადაუხვიე.
–ჰო.
–ჯასტინს არ უთხრა რომ გკითხე
–არ ვეტყვი–გამომხედა
–ემა მასთან წევს?
–კი.მგონი შეხვედრის მეორე დღიდანვე
–ღადააობ?მეგონა სხვა ურთიერთობა ქონდათ
–აქვთ კიდეც,მათი აზრით.და კარგიც იქნება თუ შეინარჩუნებენ.ემა ძალიან მაგარი გოგოა,ხასიათებითაც,მაგრამ ჯასტინს არ შეეფერება,და იცი რატომ?
–რატო?–დაინტერესებულმა შევეკითხე
–მისი ყურადღების მიქცევა ჯასტინმა რამოდენიმე საათში შეძლო,მას კი არ მოწონს როცა რამეს ადვილად იღებს,პირიქით ურჩევნია ამისთვის იბრძოლოს
–ძნელადმისაწვდომი გოგონები მოსწონს–კმაყოფილმა ვთქვი,როცა მის ნათქვამს ჩავწვდი
–სწორად მიხვდი.მათი ურთიერთობა რამოდენიმე თვიანი მგონია,მაგრამ ჯასტინს რომ კითხო ემა თანდათან უყვარდება
–რა იცი იქნებ მართალია,იქნებ შეიცვალა და სულერთია რომ მეორე დღიდანვე ასეთი კავშირი აქვთ
ენდრიუმ სიცილი დაიწყო
–ჯასტინ ბიბერს ვიცნობ 15 წელია,და ვიცი რომ ყველაფრის მიუხედავად ის არასდროს შეიცვლება.ვნახოთ რა იქნება
–ჰო მართლა იმ გოგოზე არ დაგავიწყდეს რაც გთხოვე–კვლავ თავის სატფროს გახედა და ახლო მდგომ სკამზე ჩამოჯდა.
მისი მონაყოლიდან ცოტა გაკვირვებული ვიყავი,არც ვიცოდი რა მეფიქრა.ან რა უნდა მეფიქრა,ისეთი არაფერი უთქვამს რასაც არ ველოდი ჯასტინის ან ემასგან.
გადავწყვიტე ამაზე უფრო სახალისო საქმე მეკეთებინა და ის გოგო გამეცნო,რომელმაც ჩემი ენდრიუს მოხიბვლა შეძლო.
–მაპატიე–ვითომ შემთხვევით,ამ დროს კი გამიზნულად დავეჯახე გოგონას,რომელსაც ენდრიუმ დაადგა თვალი
–არაუშავს–თბილად მითხრა და გამიღიმა.ენდრის გავხედე და თვალი ჩავუკარი,იმის ნიშნად რომ გაცნობის სცენას ვიწყებდი.
–მაილი
–ამბერი
–არ მეცნობი–უცნაურად გამომხედა
–მართალია,მე ტეის და ვარ და მაგ მიზნით ვარ წვეულებაზე
–გასაგებიაა.ტეიი–სასიამოვნოდ ჩაილაპარაკა–ჩვენი ახალი სახე.სულ დამავიწყდა,მე VS-ის ერთ–ერთი მთავარი მენეჯერი ვარ.
–ძალიან სასიამოვნოა,ცუდია რომ ხალხი არ იცნობს მათ ვინც მთავარი საყრდენია
–ესეც ვერ ვიტყვით,მაგრამ მართალი ხარ,ჩვენ ერთ–ერთი მთავარი საყრდენი წერტილი ვართ ბერნდისთვის!
ვეცადე მასთან საერთო ენა გამომენახა,მეტიც შემომთავაზა ამ დღეებში მასთან გამევლო და VS-მთლიან შენობას დამათვალიერებინებდა.
მისი ნომერი დავიწერე და ნასიამოვნებმა დავტოვე.
–ახლა შენი ჯერია ენდრ!–მასთან მივედი და ნომერი sms-ით გავუგზავნე
–გაოგნებული ვარ შენით–ფეხზე წამოდგა ედნირუ
–მადლობ,კომპლიმენტად მივიღებ.ახლა ჩემ დასთან წავალ,ცოტას დავლევ
–კარგი პაატარა–გამიღიმა და მობილურს დახედა...
წვეულებიდან ძალიან გვიანი იყო რომ დავბრუნდით.მე პირადად ძალიან კმაყოფილი ვიყავი ამ დღით,ვნახე ჩემთვის სასურველი უამრავი ცნობილი ადამიანი.ეს იყო ყველაზე მაგარი შეგრძნება.მისულებს არ გვეძინებოდა.ტეისთან დავწექი და 2 საათი საუბარში გავატარეთ.მან ყველაფერი დეტალებში მომიყვა.
ჯასტინი კი მის მერე არ მინახავს,რაც წვეულება ემასთან ერთად დატოვა.
მის გახსენებაზე სულ ედნრიუს ნათქვამზე ვფიქრობდი.
ტეის ყველაფერი ვუთხარი ამაზე:
–ისინი რამოდენიმე კვირაში დაშორდებიან,აი ნახავ.ადრე თუ გვიან ემა თავის ხასიათს გამოავლენს,ადრე ჩვენთაანაც ძალიან კარგად იყო
–მისი ხასიათები რა შუაშია,ჯასტინს მანამდე არ მობეზრდდბა, სანამ შენი თქმით თავის თავს გამოავლენს?თან არამგონია ასე კარგად თამაშობდეს,იქნებ კარგი ადამიანია
–რა გულუბრყვილო ხარ ჩემო პატარა! ეს ლოსანჯელესია,აქ ყველა პოპულარობის მიღწევას ცდილობას,ყველანაირი გზით.შენი სწერვა ემა,ვითომ ძალიან საყვარელია.ცდილობს ჯასტინის გული მოიგოს,რომ თავისი თავი უფრო გააპოპულარულოს)
–ვერ ვიტან ეგეთ ხალხს–როგორც ყოველთვის მან ემაზე,ორ წუთში შემიცვალა წარმოდგენა.
–ვერც მე.! მე პოპულარობის გამო არასდროს გავაკეთებ ეგეთ რამეს
–მოიცა,მოიცა.ხვალიდან პოპულარული გოგო იქნები,ნახე შენზე და ტაილერზე რეებსაც დაწერენ
–გაეცინა–წარმოდგენაც არ მინდა.მთავარია ტაილერმა იცოდეს სიმართლე
მისი სახელი ვახსენეთ თუ არა,მასზე დამუთავრებელ საუბარს მოყვა,რისი მოსმენის თავიც არ მქონდა.თვალები დავხუჭე და დავიძინე.ძილში ჩამესმოდა მისი ტკბილი მონაყოლი,როგორი საყვარელი იყო ტაილერი... ))
მეორე დღეს,საღამოს ჯასტინი მოვიდა ჩვენთან.ერთმანეთს გამოვემშვიდობეთ.2 კვირიან ტურნეში მიდიოდა,რომელიც უფრო გვიან უნდა დაწყებულიყო მაგრამ რაღაც მიზეზით ის ადრე გადმოწია,და ერთი კვირით ადრე გადაწყვიტა ტურნეში წასვლა.აღარც დავინტერესებულვარ რა ხდებოდა,უბრალოდ დავემშვიდობე და ვუთხარი რომ ხშირად დავურეკავდი..
ამ დროის განმავლობაში წინ მიიწევდა ტეის კარიერული "პირველი ნაბიჯები" _მას უკვე მესამედ შეთავაზეს ფოტოსესია.არ გამორჩენიათ მისი და ნოას ახლოო ურთიერთობა და შემდეგი ფოტოსესია ერთად აქვთ,მაგარია დაქალთან საქმიანი ურთიერთობა.ის და ტაილერი ისე იყვნენ,ზოგჯერ მაღიზინებდნენ კიდეც:დ მიკვირდა როგორც იყვნენ ერთმანეთთან ასე შეხმატკიბლებულნი,როგორ ახერხებდნენ რომ ერთმანეთს ყველაფერში ეთანხმებოდნენ და ერთხელაც არ ჩხუბობდნენ.
–ესაა ნამდვილი სიყვარულიო–იტყოდა ხოლმე ენდრიუ და ირონიულად მიცინოდა.
ჰო რაც შეეხება მას,ამბერი იმ წვეულების შემდეგ არც უხსენებია,არადა როგორ ვეცადე მისთვის ნომერი მომეპოვებინა.
ჯასტინი კვლავ ტურნეშია,ემაზე კი კარგა ხანია არაფერი მსენია)
რაც შეეხება ჩემი და ნიკის ურთიერთობას,ერთმანეთს კიდევ უფრო დავუახლოვდით.არ ვიცოდი რამემ დამაბრმავა,თუ მასთან მართლა იდეალური ურთიერთობა მქონდა.რაღაც მხიბლავდა ისე ძალიან,რომ მინდოდა დღედაღამ მასთან ერთად ვყოფილიყავი...ყოველდღე ვხვდებოდით ერთმანეთს.შეხვედრის ადგილები მრავალფეროვანი იყო,იქნებოდა ეს კლუბი,კაფე,რესტორანი,პლაჟი,სავაჭრო ცენტრი თუ ერთ–ერთი პრესტიჟული ქუჩა.
ტეი ხშირად დაკავებული იყო,მასთან საუბარს ღამ–ღამობით ვასწრებდი..დღე კი ჩემთან ერთად კლარისა იყო,რომელთანაც ძალიან მოკლე დროში დავახლოვდი,სკაპით გავაცანი ანუ და ნუკი.
ჩვენ ოთხნი ისე მოვთავსდებოდით და ვიწყბდით სკაიპში ერთსაათიანებს,რომ თითქოს კლარისაც უკვე დიდიხანია ჩვენი დაქალი ყოფილიყო)
ჯონათანთან ორი სიმღერა ჩავწერე.რაღაც კონკურსისთვის მამზადებდა.
მას არ ვეუბნებოდი,მაგრამ ამ კონკურსზე გასვლას არ ვაპირებდი...
ახლაც ჯონათანთან ვიყავი,მის ჩამწერ სტუდიაში.ქვემოთ ნიკი მელოდება,რამოდენიმე საათში კი ჯასტინიც დაგვიბრუნდება.
–აბაა იმღერე კარგად?–გამომხედა ნიკიმ,როცა მაქანაში ჩავჯექი და საკოცნელად გამოიწია
–ვიმღერე,ვიმღერე–ერთმანეთს ვაკოცეთ
–სად მივდივართ?
–სადაც გინდა,ოღონდ საღამოს 7 საათზე ენდრიუსთან უნდა ვიყო,ჯასტინის დასახვედრად მივდივართ
–როგორც შენ იტყვი–გამიღიმა და მანქანა დაქოქა.
–ჰო მართლა რაღაც უნდა მეთქვა
–გისმენ
–ხვალ ჩემი მეგობრის დაბადებისდღეა.ქალაქგარეთ მივდივართ,პლიაჟზე.ძალიან მაგარი იქნება,მითხრა რომ შენც წამეყვანე
–მართლა?მაგარია
–წამოხვალ?
–რათქმაუნდა,მარტო ხომ არდაგტოვებ?–გავუღიმე
–მადლობა რომ ჩემზე ზრუნავ
–ლეოც მოდის?
–კი
–კარგია–გავუღიმე და როგორც მჩვევია თავი ფანჯარას მივადე.
ეს საღამო ძალიან გაიწელა,პირველად იყო რომ საათს ყოველწამს დავყურებდი და აქედან წასვლას ვლამობდი.ეს იმით არ იყო გამოწვეული რომ ნიკისთან ყოფნა მომბეზრდა,უბრალოდ ჯასტინის ნახვა მეჩქარებოდა.
–7 სრუდლებდა წავიდეთ ჰო?
ამ სიტყვების შემდეგ სასიამოვნოდ გავუღიმე და წამოვდექი.ისე გავიკვირე თითქოს წარმოოდგენაც არ მქონდა,რომ დრო ასე სწრაფად გასულიყო.
ენდრიუსთან დამტოვა და ჩვეულად დამიბარა"ჭკვიანად იყავიო",რადგან რამოდენიმეჯერ შეესწრო ჩემი და ედნრიუს არასერიოზულ ქმედებას,ე.წ.ცანცარს :დ
–ტაილერს არ ცალია,შესაბამისად არც ტეის.სხვა კიდე ვინ უნდა წამოვიდეს,დაღლილი იქნება და გაგიჟდება აეროპორტში ვინმე ზედმეტი რომ დახვდეს–მითხრა სახლში ენდრიუმ,რომელიც კეტებს ჩაიცვამდა და წასასვლელად მზად იყო
–გასაგებია.ანუ ჩვენ ორნი ვიქნებით ჰო?
–ჩვენ ორნი და პაპარაცები
–ფანები?
–ზოგჯერ ფანებიც!–უსიამოვნოდ თქვა–როცა დაღლილია ცუდად მოქმედებს
–ამიტომაც ჭირდება,დაცვასთან ერთად გვერდით მეგობრები–გამიღიმა.მათ ურთიერთობაზე ჩემი და ანი–ნუკის მახსენდებოდა.ისევე კარგად იცნობდნენ ერთმანეთს,როგორც ჩვენ სამნი.
–ემა?ემა არ დავხდება მართლა?
–არამგონია.კარგია შენც რომ იქ იქნები.ტაილერი სულ დაკავებულია ხოლმე,და აქამდე მარტო ვხვდებოდი მის დაცვა,ჩაზთან ერთად :დ–გაიცინა
მივხვდი რომ ამ წინადადებით როგორც ყოელთვის ემაზე საუბარს აარიდა თავი
როგორც ვივარაუდეთ აეროპორტში პაპარაცები იყვნენ შეკრებილნი,ჟურნალისტებიც.ყველას აინტერესებდა,ჯასტინის კომენტარი ახალ ტურნეზე.ჩვენთანაც მოვდნენ,მაგრამ ჩაზი გადაეღობა მათ და გასვლის საშუალება მოგვცა.
თვიითმფრინავი რამოდენიმე წუთში დაფრინდებოდა.ჩვენ შესასვლელთან დავდექით,მოლოდინში როდის გამოჩნდბოდა ჯასტინი.
არ გასულა 15 წუთი,როცა მინიდან თვითმფრინავიდან ჩამოსულ ჯასტინს შევხედე.
მართლა დაღლილი ჩანდა,ზურგზაგი ვიღაცას მიაწოდა,მისი ჩემოდანიც გადმოიტანეს.ქუდი დაიფარა და მოსაცმელი მოიცვა.
რაღაც სხვანაირი მეჩვენა და გულში აზრმა გამიელვა,ვაითუ ენდრიუსთან ერთად ჩემი დანხვა სულაც არ ესიამოვნოსთქო.აქამდე ეს მათი პატარა ტრადიცია იყო,რომელიც მე დავარღვიე.
ჩვენსკენ წამოვიდა,მაგრამ ვერ შეგხვედა.მინებიანი კარი შემოაღო და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო დაენახა,რომ იქ ვიდექით.
ენდრიუ წინ გაიჭრა.ერთმანეთს გადაეხვივნენ.
ჯასტინს სახეზე ღიმილი აუთამაშდა,ძმაკაცის დანახვით ბედნიიერი ჩანდა.რაღაც უთხრეს ერთმანეთს,მოშორებით ვიდექით და არ მესმოდა.
ენდრიუმ გულიანად გაიცინა და ჯასტინს ქუდი მოაძრო
–მე უფრო მომიხდება
–შენ ჩამოგიტანე,უბრალოდ ახლა დამჭირდა–გაიცინა ჯასტინმა
–ჩაზს მოვიყვან
–კარგი
ენდრიუ წავიდა.მე კვლავ მოშორებით ვიდექი და მისგან რაიმე ქმედებას ველოდი.
–მეგონა მონატრებულ მეგობარს,უფრო კარგად დახვდებოდი
–სიმყუდროვე არ დაგირღვიეთ–ვუთხარი და ნელი ნაბიჯით წავედი მისკენ
–ნუ გეშინია Swaggie-მითხრა და ჩვეული ბაბნიკური მზერა მესროლა.
თავი დაიფასა და ადგილზე გაჩერდა.
ელოდა როდის წავიდოდი მისკენ და გადავეხვეოდი.....
მეც ბევრი აღარ დავაყოვნე.მომღიმარი სახით მისკენ გავემართე.
არ მეგონა ჩვენი შეხვედრა თუ ასე გამოვიდოდა,მაგრამ მიახლოებისას ხელები გაშალა და გულთან ძალიან ახლოს მიმიკრა.
ერთიანად გამცრა ტანში.
–მომნატრებია–გავიფიქრე და ხელები წელზე შემოვხვიე.
ჩაზი მოვიდა თუ არა გასასვლელად მოვემზადეთ.ჯასტინმა ენდრიუს კვლავ გამოართვა კეპი,და ისე დაიფარა სახეს ნახევრად უმალავდა.წინ ჩაზი მიდიოდა,ჩვენ სამნი კი უკან მივყვებოდით.
ჯასტინს ხელი ქონდა ჩემთვის გადახვეული,მეც დაბლა ვიყურებოდი და ჯასტინს ფეხდაფეხ მივყვებოდი.ენდრიუც ჩვენთან ახლოს იდგა.კამერების შუქი ძალიან მაღიზიანებდა.როგორც იქნა იქედან გავაღწიეთ და პირდაპირ მანქანაჩი ჩავჯექით.
მიუხედავად იმისა,რომ ჯასი დაღლილი იყო დაგვთანხმდა მოეყალა თავის ტურნეს შესახებ.
–ძალიან კარგი იყო,ყველაზე კარგი ის რომ ცოტა ხნით მოვწყდი აქაურობას.ძალიან მაგარი შეგრძნებაა,როცა ამდენ ადამიანს უყვარხარ და ისინი შენ გამო იკრიბებიან,შენს მოსასმენად.
–მართალია.,მართლა ძალიან მაგარია
–ძალიან ბევრი რამ გადახმდა.ჩემი რამოდენიმე ფანი გავიცანი,მათ სიხარულს საზღვარი არ ქონდა.მოგიყვებით რა მერე–გაიცინა და ფანჯრიდან გაიხედა.
–არ ველოდი თუ შენც დამხვებოდი–გამომხედა ცოტა ხანში.ედნიურს გაეცინა
–ტრადიცია დაგირღვიეთ ;დ
–არაუშავს.დღეიდან ახალი გვექნება–გამიღიმა და თვალი ჩამიკრა.
თავიდან უარზე ვიყავი,ბოლოს კი დამიყოლია მასთან წავსულიყავი.პირველად რომ ვიყავი,მაშინ პეტი(დედამისი) სახლში არ იყო,არც მისი და და უფრო თავისუფლად ვიყავით.ახლა კი ვფიქრობდი,როგორც დამეტოვებინა პეტიზე კარგი შთაბეჭდილება.რამე სისულელე არ მეთქვა,ან დებილურად არ მოვქცეულიყავი.
სულიერად დავსერიოზულდი და ჯასტინის დედის გასაცნობად მოვემზადე.
ნაცნობს ეზოს მივუახლოვდით.
მის სახლს ავხედე.ძალიან მომწონდა აქაურობა.ნამდვილი მუზეუმი იყო .
უზარმაზარი,უამრავი ოთახით,ბოლო დონეზე მოწყობილი.)
ჩაზმა ბარგი გამოიტანა და ღიმილ–ნარევი სახით აიარა კიბეები.
ჩვენც უკან გავყევით.
სანამ პეტი კარს გააღებდა,მე ეზოს კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი.ჩვენსაზე გაცილებით დიდი იყო,ეზოც და ბასეინიც ;დ
ან რა გასაკვირვია,ჯასტინს ჰო მეტი სივრცე ჭირდება საცურაოდ :დ
ბნელოდა,მაგრამ ეზო ხელოვნური შუქებით ძალიან ლამაზად იყო განათებული.
კარი გაიღო.
გამიმართლა პეტიმ ჯერ ვერ შემამჩნია.
ჯასტინის მას გადაეხვია.
მე უკან ვიდექი და მათი დიალოგი კარგად ვერ გავიგონე,თან ცოტა ვნერვიულობდი.
–შემოდით ბიჭებო,ვახშამი მზად არის–გავიგონე ეს სიტყვები,როგორ თბილად თქვა.ენდრიუც შვილივით ყავდა.
–მოიცა,მოიცა,დედა–გაიღიმა ჯასტინმა და ჩემსკენ შემობრუნდა
–ჯერ მაილი უნდა გაგაცნო–მეც რამოდენიმე ნაბიჯით გავიწიე წინ და პეტის დავენახე.
–მაილიიი.ცხოვრებაში უფრო ლამაზი ყოფილხარ–აღტაცებით თქვა.ასეთ შეხვედრას ნამდვილად არ ველოდი
–ბევრი მსმენია შენზე,შეგიძლია შემოხვიდე
–ძალიან დიდი მადლობა.მეც ბევრი ვიცი თქვენზე.
რაღაც ისე გამიხარდა მისი ასეთი კეთილგანწყობა,ვერ მოვითმინე და შევეკითხე:
–შეიძლება გადაგეხვიოთ?
–რათქმაუნდა–თვითონაც არ ელოდა.
არ ვიცი რას ვაკეთებდი,მაგრამ მისგან იმ წუთში დიდი სითბო ვიგრძენი.
წარმოვიდგინე ის რომ დედაჩემი ყოფილიყო,ან მის ადგილას ახლა დედაჩემი მდგარიყო.რა დიდია დედის სიყვარული,როგორი მზრუნველი.
როგორ მინდა მეც მყავდეს გვერდით,უფროსი ქალი რომელიც შენ ყველა ნაბიჯს გააკონტროლებს ,რომელიც უამრავ სწორ რჩევას მოგცემს და რომელსაც ცხოვრების ბოლომდე ეყვარები.
ენდრიუ უკვე შესულიყო,ჯასტინიც.კარებთან მხოლოდ მე და პეტი ვიდექით.
–დიდი ხანია უფროს ადამიანთან შეხება არ მქონია,მშობელს ვგულისხმობ–გამეცინა
–გენატრება ჰო მამა?–გამიღიმა და კარები მოხურა–ჯასტინმა შენზე ყველაფერი მომიყვა,მიხარია რომ გვერდით შენნაირი მეგობარი ყავს.თანაც სხვა ქვეყნიდან ხარ,ძალიან მაგარია
–გამეცინა–პირიქთ მე მიხარია,რომ ისინი გავიცანი–ჩუმად ვუთხარი,და ბიჭებისკენ გავიხედე,რომლებიც უზარმაზარი ტელევიზორის წინ რაღაცაზე გულიანად იცინოდნენ.
–ერთი სული მქონდა მამა როდის წავიდოდა–სიცილი დავიწყე–ახლა კი ისე მენტარება,ისიც და ყველა ვინც საქართველოში მყავს დატოვებული
–მესმის შენი ჩემო კარგო.მეც იშვიათად ვნახულობ ჩემს ნათესავებს და მეგობრებს კანდაში.ჯასტინს დროც არ აქვს რომ ხშირად ჩავიდეეთ დედაჩემთან.
საუბარში ძალიან შევყევით.ერთმანეთს ვუგებდით.
პატარა ჟასმინს უკვე ეძინა.ჯასტინი მის ოთახში შევიდა,მე კი პეტის დავეხმარე მაგიდის გაწყობის დასრულებაში.
იქ მისვლიდან თითქმის 1 საათი გავიდა.მე და პეტი მარტო ვიყავით,საუბარში გართულნი.ცოტა ხანში კიბეებზე ჯლაგუნის ხმა გავიგონე,
როგორ შეიძლება ჯასტინმა კიბეები ნელა ჩამოიაროს,მითუმეტეს ედნრიუსთან ერთად.
–მშია–დაიყვირა და სამზარეულოში შემოვიდა.
–მეც–თქვა ენდრიუმ და ერთდროულად მიუსხდნენ მაგიდას.
ჯასტინმა როგორც ჩანს წყალი გადაივლო,თმა სველი ქონდა.მხოლოდ ჯინსი ეცვა და წელს ზევით შიშველი იყო.
–ჯასტინ ჩაიცვი მაისური.–გახედა მას პეტიმ
–მოიცა რაა–უინტერესოდ უთხრა და ჭამა დაიწყო
–დაგეცადა მაილისთვისაც–პეტიმ ცოტა მკაცრად უთხრა მას!
მე ვნახე და გავიცანი სერიოზული ჯასტინი,გავიცანი ანერვიულებული ჯასტინი,გავიცანი ცანცარა და მხიარული ჯასტინი,გავიცანი ცოტა ეჭვიანი და საყვარელი ჯასტინი,ამ წუთას კი ის სულ სხვაგვარი დავინახე.
პეტისა და მის ურთიერობაში იყო რაღაც სხვა,მეტი ვიდრე სიყვარული.
ეს იყო განსაკუთრებული დედა–შვილური გრძნობა,რომელსაც ახსნა არ ქონდა და რომელიც მათ თითოეულ გამოხედვაში ჩანდა.
–არაფერია,ჩვენ ერთად დავჯდეთ–გავუღიმე პეტის
–გვაპატიე–ჩაიბურტყუნა ენდრიუმ და სიცილით დიდი ლუკმა ჩაიტენა პირში.
–ჩაიცვი–ესროლა ჯასტინს მაისური პეტიმ.
ჯასტინმაც მორჩილად,მაგრამ უსიამოვნოდ ახედა.მაისური გადაიცვა და ჭამა განაგრძო.
საღამომ ძალიან კარგად ჩაიარა.მაგიდასთან საათი მაინც ვიყავით.
ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო,ზოგჯერ არ მომწონდა აქაური ტრადიციული საჭმელები,ეს კი ის იშვიათი შემთხვევა იყო როცა ყველაფერიზედმიწევნით გემირელი იყო.
–თევზი გიყარს?
–კი ძალიან–ვუპასუხე პეტის და ყურამდე გავიცინე
–ძალიან კარგი,მოიცადე უგემრლიელეს რაღაცას მოგიტან,ამათ არ უყვართ და.
მართლა ისეთი გემრიელი თევზი მოიტანა საწებლით,ცდუნებას ვერ გავუძელი და ერთი პორცია მთლიანად შევჭამე.შემდეგ საჭმელებზე ჩამოვარდა საუბარი
ჯასტინს გაახსენდა როგორ მოეწონა ჩემი გაკეთებული "ხაჩაფური" და შევპირდი რომ კიდევ გავაკეთებდი და ამჯერად ენდრიუსაც გავასინჯებდი.
როგორც ჩანს პეტი მოყვარული მზარეულია და მასთან საუბარში ძალიან გავერთე.
დეტალებში ავუხსენი ქართული რამოდენიმე კერძის რეცეპტი,რამაც ძალიან დააინტერესა.თვითონაც თქვა,რომ ზოგი რაღაც ძალიან ეუცნაურა მაგრამ დავარწმუნე რომ ქართულ კერძებს არაფერი ჯობდა :დ
რათქმაუნდა ეს თემა ბიჭებს არ აინტერესებდათ და ცალკე ოთახში გავიდნენ.
ჩვენ კიდევ კარგა ხანი ვისაუბრეთ.
როცა ვერ დავიყოლიე,რომ მაგიდის აალაგებაში მეც დავეხმარებოდი სამზარეულოდან გამოვედი და სასტუმრო ოთახში გავედი.
სანამ შევიდოდი ისინი რაღაცაზე საუბრობდნენ.როდესაც შევედი უხერხულად გამოიხედეს და გაჩუმდნენ.
–რა ხდება?რაზე საუბრობდით?–მხიარულად ვთქვი
–არაფერზე.
–როგორ არაფერზე,აშკარად რაღაცას ამბობდით და გაჩუმდით–გავიცინე
–საჭირო რომ ყოფილიყო გაგეგო არ გავჩუმდებოდით–ცოტა უხეშად მითხრა ჯასტინმა
–ჯასტინ–დაიყვირა ენდრიუმ და თვალები დაუქაჩა
–უკაცრავად თუ ხელი შეგიშალეთ.იმის სათქმელად შემოვედი რომ მივდიოდი–არადა წასვლას სულაც არ ვაპირებდი.ჯასტინმა ჰო ყველაფერი უნდა გააფუჭოს.ჩანთას ხელი დავავლე და წამოსვლა დავაპირე.
–მოიცა რა სად მიდიხარ–არ დამაცადა ოთახიდან გასვლა ენდრიუმ–არაფერსაც არ გიმალავთ.
როცა ჯასტინი გაბრაზებულს მხედავდა სიამაყეს ივიწყებდა,რადგან იცოდა სხვანაირად ვერ შემომირიგებდა.ახლაც ასე მოიქცა.სწრაფად წამოდგა
–კარგი,კარგი ბოდიში–ხელები აწია და გაიღიმა–უბრალოდ მე და ემა დავშორდით,და ჯერ არ მინდოდა ვინმეს ცოდნოდა.იმას კი არ ვამბობ რომ,ვინმეს ეტყვი.უბრალოდ....
–დაშორდით?დიდი ხანია?–სულ გადამავწიყდა რომ მასზე გაბრაზებული ვიყავი
–სანამ ტურნეში წავიდოდი.
–რაა?2 კვირაა ასეა და მე არაფერი ვიცი–თავი გასულელებულად ვიგრძენი,ენდრიუს გავხედე და ვაგრძნობინე რომ ჩემთვის არ უნდა დაემალა
–მაპატიე,მითხრა არავისთვის მეთქვა–გაიმართლა თავი ენდრიუმ
–და რატომ დაშორდი?
–ეგ რომ იცოდეს რა უჭირს–ჩაილაპარაკა ენდრიუმ და ტელევიზორის წინ მოკალათდა
–Shut Up!-დაიყვირა გაბრაზებულმა ჯასტინმა
–რადგან გაბრაზდი ესეიგი სიმართლეა–ცინიკურად ვუთხარი–თვეები ერთად იყავით,და ასე უბრალოდ მიატოვე.და ახლა მაგარი ბიჭი ხარ?
–ყველაფერი ეგრეც არ იყო რაა!–უსიამოვნოდ მითხრა–შენ არ იცი რა ხდებოდა
–სწორედ მაგას ვამბობ რომ არაფერი არ ვიცი.მეგონა მეგობრები ვიყავით.მაპატიეთ რომ სიმყუდროვე დაგირღვიეთ,მე არ მჭირდება მასთან ყოფნა ვინც არ მენდობა.–გაბრაზებულმა უკვე მეორედ დავავლე ჩანთას ხელი–პეტის ჩემს ნაცვლად ბოდიში მოუხადეთ–მათკენ არც გამიხედავს ისე გამოვედი სახლიდან და სწრაფად ჩავირბინე გასასვლელი კიბეები.
უკნიდან მათი ხმები მესმოდა.ერთდროულად დამედევნა ორივე.
მე ნაბიჯს არ ვანელებდი.სწრაფად გავედი ეზოდან და ქუჩას გავუყევი.
–მაილი დაიცადეე!–დაიყვირა ჯასტინმა
შედარებით სვლა შევანალე,როცა გავაცნობიარე რომ უკვე დიდიხანია მომსდევდნენ.ახლა ჩემს უკან ორი სიმპატიური ბიჭი იდგა,ერთი ცნობილი,ერთი უბრალოდ მაგარი ტიპი–მე კი გავრბივარ! ვინ იფიქრებდა ... :დ
ქუჩის მეორე მხრიდან ვიღაც მაღალი ბიჭი გადმოვიდა ჩვენს მხარეს.მე თან წინ მივიწევდი,თან ამ ბიჭისკენ გამირბოდა თვალი.მანაც გამომხედა და გამიღიმა.
–ეეეეეე,რა ხდება აქ–ერთდროულად თქვა ჯასტინმა და ენდრიუმ და შუაში ჩაგვიდგნენ.იმ ბიჭს სახე შეეცვალა,უღიმღამოდ გაიღიმა და უკანმოუხედავად გააგრძელა გზა.
–ეს რას ნიშნავდა?
ორივეს ეცინებოდა.მეც მეცინებოდა,მაგრამ ახლა არასერიოზული ქმედებით ყველაფერს გავაფუჭებდი.
–გვაპატიე
–ყველაფერს აგიხსნით–გააგრძელა ჯასტინმა
–კარგი მცდელობაა!–ტაქსი–ცინიკურად გავუღიმე მათ და ტროტუართან მოუხლებულ ტაქსში სწრაფად ჩავჯექი,ისე რომ სიტყვის თქმაც ვეღარ მოასწრეს...
ძალიან მეჩქარებოდა და გადაკითხვაც ვერ მოვასწარი ))
ერთს გეტყვით:კომენტარებში ვხედავ ახალ–ახალ ხალხს,რომლებსაც წინა თავები საერთოდ არ აქვთ დაკომნტარებული.ანუ ჩემი მკითხველები ხართ
და მინდა გთხოვოთ რომ ყოველი თავის ბოლოს,თუნდაც ერთი სიტყვით მითხრათ თქვენი სათქმელი(ცუდი თუ კარგი).რადგან საათები ვანდომებ ამის წერას,გაფორმეას(გაფორმება ახლა ვეღარ მოვასწარი)
და მინდა გთხოვოთ რომ ყველა თავი დააკომენტაროთ!!
სხვა რა მეთქმის.თუ არადა აღარასდროს დამიწეროთ კომენტარი,მირჩევნია ვიცოდე რომ არ კითხულობთ ვიდრე ზოგერიეთი თავი დააკომენტაროთ..
რავიი ალბათ გამიგებთ ))
დიდი მადლობა წინა თავზე უთბილესი კომენტარებისთვის
იმედია მოგეწონათ **