მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 8 » Love? It's A Big Shit, What I'm Scared For, So Stay Away From Me, I Love Making People Cry![11/1]
3:15 PM
Love? It's A Big Shit, What I'm Scared For, So Stay Away From Me, I Love Making People Cry![11/1]
......
A Story About Love Or A Love Story.

Love? It's A Big Shit, What I'm Scared For, 
So Stay Away From Me, 
I Love Making People Cry![11/1]
პირველი ნაწილი!




There is never a time or place for true love. It happens accidentally,
 in a heartbeat, in a single flashing, throbbing moment.
......
A Story About Love Or A Love Story.
________________

რადგან აქ არ დამეტია მთლიანი თავი ორ ნაწილად გავყავი! ეს პირველი და ეს მეორე ნაწილი!

მე კი ჯასტინის გამო ვერავისთან ვერ ვცეკვავდი და ის კი კელისთან ცეკვავდა! საშინელად გავბრაზდი! მათკენ წავედი, რომ უცებ მარიამ გამაჩერა, ხელი მომკიდა და სწრაფად სხვა მხარეს წამიყვანა.
ჩვენს მაგიდასთან მხოლოდ ტაილერი იჯდა, მარიაც მასთან მივიდა.
- რა მოხდა? - ინტერესით ვიკითხე.
მარიამ ტაილერს თავი ააწევინა, ასეთ განათებაში არაფერი არ ჩანდა, ტაილერის სახე თითქოს შავი იყო გაუნძრევლად იჯდა. შეშინებულმა ხელი სახეზე მოვუსვი, მისი სახე სველი იყო, არა სველი არა არ ვიცი ამას რა ქვია! სისხლი მოსდიოდა, მარიას შეშინებულმა გავხედე ალბად ახლა ტაილერზე რომ არ მენერვიულა სისხლის დანახვისას გული წამივიდოდა, მაგრამ თავი შევიკავე.
- ტაილერ! - მეგონა ჩემი ხმა არ ესმოდა, რადგან გათიშული მიყურებდა.
- სისხლი ცხვირიდან მოსდის, მაგრამ რატომ?!
- არ ვიცი მარია! დაუძახე ვინმეს დროზე! - ბოლო ხმაზე ვყვიროდი რომ ჩემი ხმა გაეგო.
მარია სწრაფად წავიდა და მალევე აღარც ჩანდა, ალბად პარკერს ან ჯასტინს ეძებდა.
- ტაილერ! გთხოვ გამეცი ხმა! ტაილერ! - შეშინებული ვუყურებდი და თანდათან უფრო და უფრო ვნერვიულობდი.
ტაილერის ფეხზე წამოდგომა მოვახერხე, ამდენ ხალხში მისი აქედან გაყვანა ადვილი არ იყო, პარკერი და მარია გამოჩნდენ. პარკერმა ადვილად გაიყვანა ტაილერი ჰაერზე და შემდეგ მანქანის მოსაყვანად წავიდა.
- ოდრი, შენ გირჩევნია ჯასტინი იპოვო და ყველაფერი უთხრა! ტაილერთან მე დავრჩები!
უსიტყვოდ დავთანხმდი და უკან დავბრუნდი.
ჯასტინი ისევ კელისთან ერთად იყო, ვიფიქრე თავს დავანებებ-მეთქი, მაგრამ კელის ყველა გაღიმებაზე უფროდაუფრო ვბრაზდებოდი და ამიტომ მათთან მივედი.
- ჯასტინ! - უკნიდან მივედი, გამომხედა და გამიღიმა -  მე უნდა წავიდე!
- სად მიდიხარ? - კელის ხელი გაუშვა.
- ტაილერი ცუდად გახდა! 
- რა სჭირს?
- ახლა ამის დრო არ მაქვს, წავედი! - დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი მასთან, მაგრამ მინდოდა შეემჩნია რომ გაბრაზებული ვიყავი! ცოტახანში ევამჩნიე, რომ უკან მომყვებოდა გამიხარდა და უნებურად გამეღიმა.
მარია ტაილერს ამშვიდებდა და თან სახეს წმენდა.
- პარკერი არ მოსულა?
- არა! - უკმაყოფილოდ ჩაილაპრაკა მარიამ.
- ჩემი მანქანა აქ არის! მარია შენ დარჩი და პარკერი რომ მოვა უთხარი რომ ჩვენ წავიყვანეთ! - არც დაგველოდა ტაილერი წამოაყენა და მანქანაში ჩასვა, მეც უკან დავჯექი და ტაილერს "ვუვლიდი", სისხლდენა არ უჩერდებოდა! საშინლად ავნერვიულდი, რამდენიმე წუთში უკვე საავადმყოფოსთან ვიყავით, არ ვიცი ჯასტინმა ასე მალე როგორ მოახერხა აქ მოსვლა!
მაშინვე პალატაში შეიყვანეს, ჩვენთვის არც არაფერი უთქვამთ.
მოსაცდელში სიჩუმე იყო, ირგვლივ ყველა ნერვიულობდა!
- გამომართვი! - ჯასტინმა თავისი ჟაკეტი მომაწოდა და გვერდით მომიკდა.
არ ვიცი მომეჩვენა თუ მართლა ასე იყო, მაგრამ მეგონა რომ ჯასტინი ნერვიულობდა.
ტაილერზე?! ხანდახან მგონია, რომ ჯასტინი სულ სხვა ადამიანია.
- თუ გინდა წადი სახლში... - ნამტირალევი ხმით ვუთხარი.
- არა! - ისე მიპასუხა, აღარ შევწინააღმდეგებივარ.
ნელა და ნაზად მომევია, თითქოს ეშინოდა, რომ რამეს მატკენდა.
- ყველაფერი კარგად იქნება! - ჩუმათ მითხრა და ლოყაზე ძლიერად მაკოცა.
- უბრალოდ შეუძლებელია ცუდად დამთავრედ ყველაფერი, ის ამას არ იმსახურებს! - ცოტახანში ვუთხარი და ძლიერად მოვეხვიე.
- იცი როგორ ვინერვიულეთ?! საზიზღარო! - მის პალატაში ხმაურით და საყვადურებით შევედი.
- რა კარგია აქ რომ ხათ! - ბედნიერი სახით გამოგვხედა.

საწოლზე ჩამოვჯექი და ხელი ძლიერად ჩავჭიდე, ჯასტინი კედელთს იყო მიყუდებული და მომღიმარე სახით გვიყურებდა, მარია ჩაირთო და ენა აღარ გაუჩერებია რაც გაახსენდა ყველაფერი მოყვა.
იზაბელიც მალე მოვიდა და მალევე წავიდა.
- აქ კიდევ დიდხას უნდა იყო, სკოლაში რას გეტყვიან? 
- ყველაფერი იციან! მაგრამ აი შენ რას ეტყვი? მე მაქვს მიზეზი და შენ? რამდნეი ხანია არ მისულხარ? - მკაცრად მკითხა ტაილერმა.
- კარგი რა, რა უნდა მითხრან?! - გავიკვირვე.
მთელი დღე მასთან ვიყავით, საღამოს ისე ჯასტინთან დავბრუნდი.
- მომეჩვენა თუ მართლა ნერვიულობდი? - გვერდით მივუჯექი და ინტერესით გავხედე.
- რატომ არ უნდა მენერვიულა? - გამიღიმა.
- აქამდე არ გინერვიულია, თუნდაც ლონდონში... - მხრები ავიჩეჩე.
- ახლა ვიცნობ ტაილერს! - თავი მხარზე დამადო.
- ხვალ წავალ სკოლაში...თორე უკვე ზედმეტები მომდის! 
- როგორც გინდა!..
- არ დავიძინოთ?
- ჯერ რამე კომედიას ვუყუროთ...
ჯასტინს ძალიან უყვარს ასეთი ფილმები, თან ამბობს რომ საყვარლად ვიცინი და ესეც სიამოვნებს. 
დილით მაღვიძარამ დარეკა, მაგრამ ადგომას არ ვაპირებდი, შემდეგ ჯასტინმა ხელახლა გამაღვიძა.
სკოლაში რაინმა წამიყვანა, კელიც უკან გვეჯდა და მთელი გზა ტელეფონზე ლაპარაკობდა, თავისი ძალით დაწვრილებული ხმით! ამას კიდევ ბევრჯერ ვიტყვი, რადგან საშინელი ხმა აქვს!
ცოტა დავაგვიანე, მაგრამ ისე შევედი რომ ვერავინ შემამჩნია და საყვედური არ მოუციდათ.
- შეიძლება? - კლასის კარი გავაღე.
- შეიძლება! - მკცარად გამომხედა მასწავლებელმა და ისევ დაფას მიუბრუნდა.
გაკვეთილი როგორც ყოველთვის უზაროდ გაიწელა, მარია და პარკერი მთელი გაკვეთილი ლაპარაკობდნენ. მე კი ვცდილობდი მომესმინა მასწავლებლისათვის რადგან ძალიან ვიყავი ჩამორჩენილი, მაგრამ ამათ ხელში ეს შეუძლებელი იყო!
- ოდრი, ერთი წუთით! - გაკვეთილი ბოლოს გამაჩერდა მასწავლებელმა.
- დიახ!
- დირექტორმა გადმომცა, რომ შეთვის მეთქვა გაკვეთილების ბოლოს გელოდება! 
დიდად არ მინერვიულია, რა უნდა მომხდარიყო?!
თუმცა სკოლიდან უამრავი საბუთით გამოვედი, რომელებშიც მხოლოდ ის ეწერა რომ ამ სკოლიდან გამომიშვეს!
დედაჩემს დავურეკე და ყველაფერი ავუხსენი, ვერ გეტყვით დიდად ინერვიულა-მეთქი.
კლარაც შეეცადა არაფერი შეემჩნია... მე კი ჩემს თავზე ვიყავი გაბრაზებული!
- სულელი ხარ! ამდენ რომ აცდენი რა გეგონა?! 
- გავიგე მარია, არ მინდა ამაზე ლაპარაკი!
- ახლა ისევ ფლორიდაში უნდა დაამთავრო სკოლა!
- არა, სკოლის დამთავრებას არ ვაპირებ!
- აბა რას აპირებ?! შენ სულ გაგიჟდი?! მუდმივად დედაშენი არ გეყოლება გვერდით! 
- და ახლა მყავს?!
- კარგი ნუ ჩხუბობთ! - ძლივს გაგვაჩერა პარკერმა.
- ოდრი ისედაც მიაღწევს ბევრს, ეს ორივემ ვიცით! - მკაცრად გახედა მარიას - მაგრამ მაინც კარგად დაფიქრდი!
- არა, არ მინდა!
ტაილერთან საკმაოდ დიდხანს დავრჩი, ისიც მეჩხუბა. 
შემდეგ რაინმა და ჩაზმაც საყვერდუებით ამავსეს, ამდნეი დედაჩემს და კლარას არ უჩხუბიათ! კელიმ კი თითქოს დამცნია, დიდი სიამოვნებით მოვკლავდი!
ჯასტინი გადაცემის ჩასაწერად იყო წასული, როგორ უნდა მეთქვა ეს მისთვის? 
სკოლიდან გამომაგდეს! ადვილის სათქმელია, მაგრამ ამას იმდენი რამ მოხსდევს, მაგალითად ის, რომ უნდა დავბრუნდე ფლორიდაში... და მერე ჯასტინი?! ან დანარჩენები?! 
რა დავაშავე ასეთი, რომ არც ერთი წამი არ შემიძლია ბედნიერებით დავტკბე?!
უკვე ღამე იყო, მეორე სართულზე მისი ხმა გავიგონე და თითქოს მუცლეში რაღაც მომხვდა ისეთი გრძნობა დამეუფლა.
ნაბიჯების ხმა ისე მესომდა ყურში თითქოს ჩემს გვერდით მდგარიყოს.
- როგორ ხარ ლამაზო? - კარი ფეხით მიხურა და ჩემსკენ წამოვიდა.
- კარგად შენ? - ძლიერად ვაკოცე და მოვეხვიე.
- დავიღალე... საშინელად დავიღალე! რა ქენი დღეს?
- ვიყავი სკოლაში... 
- მერე? საყვედური გითხრეს? - მაიკა გაიხადა და საწოლზე წამოწვა.
- არა საყვერდუ არ უთვიათ... ჯასტინ... იცი, სკოლიდან გამომაგდეს! - მხიარულად ვუთხარი და გავუღიმე.
- კარგია! - გამიღიმა.
- არა მართლა გებუნები! - საწოლზე ჩამოვჯექი - ოღონდ არ მეჩუბო, ბოლოსდაბოლოს შენს გამო ვაცდნენდი! 
- მოცია, მართლა? - წამოიწია და გაიცინა, თავი დავუქნიე - კარგი, ეგ არაფერი ვის არ მოსვლია! - გაიცინა და მისკენ მიმწია.
- მაგრამ... კიდევ ერთი პრობლემაა!
შემომხედა და თავით მანიშნა რომ მეთქვა.
- დედამ მითხრა, რომ თუ სკოლაში აქ აღარ დავიდავრ და თან აქ ვერ გავაგრძელებ კარიერას ამის გამო... ფლორიდაში უნდა დავბრუნდე...
ნაღვლიანად ვთქვი და მის პასუხს ისე ველოდებოდი როგორც არაფერს ამ ქვეყნად.
- არა! - მხოლოდ ეს თქვა და თვალი ამარიდა.
- ჯასტინ...ახლა ბუტიაობსი დრო არ არის! - ცოტაც და ვიტირებდი.
- ყოველთვის რაღაც რატომ გვიშლის ხელს?! რატომ არ ვართ ბედნიერები?! რა ხდება?! - გაბრაზებული წამოდგა და ოთახში უაზროდ დაიწყო სიარული.
- რატომ უნდა წახვიდე?! იქ რამე უკეთესს იპოვნი?!
- ჯასტინ წასვლა არც მე არ მინდა, მაგრამ იქ დედაჩემი და ჩემი და ცხოვორბენ! არ ვაპირებ იქ დარჩენას... დედას დაველაპარაკები და უკან დავბრუნდები... - მშვიდად ვუთხარი და მასთან მივედი.
- როდის მიდიხარ? 
- ზეგ... მირჩევნია მალევე დავამთავრო ყველაფერი!
- როდის ჩამოხვალ?
- ერთ კვირაში... ან ცოტა მეტში! თუ გავძელი ამდენი ხანი...
- მეც წამოვალ!
- მერე შენი ახალი სიმღერები?
- არ მაინტერესებს!
- გთხოვ ასე ნუ ნერვიულობ! - მოვეხვიე.
- ასე სიტყვაზე როგორ გენდო? ვინ იცის რა მოგივა თავში! კარგად გიცნობ ოდრი, არ მჯერა შენი! 
- დავბრუნდები!
- რა იცი იქ რა გაგახსენდება, რა მოგენატრება!
- არა, ჯასტინ! შენზე მეტად არავინ არასდროს არ მომნატრებია და ახლა ვინ უნდა მომენატროს?! ან რა?! ადგილები რომლებიც მეზეიზღება?!
ცოტაც და ვიყვირებდი, ჯასტინი მკაცრად მიყურებდა და თანდათან უფრო და უფრო მიახლოვდებოდა.
- თუ ასე კარგად მიცნობ... ისიც უნდა იცოდე, რომ შენ გარეშე უბრალოდ ვერ გავძელბ... - ჩურჩულით ვუთხარი.
არაფერს ამბობდა, უბრალოდ მიყურებდა, შუბლი შუბლზე მომადო და თვალები დახუჭა.
- I don't care what your mum thinks!... - ჩუმათ მითხრა და თვალები გაახილა.
ნელა მოიწია ჩემსკენ, თვალს არ მაშორებდა და მეც მის მზერაში ვიყავი დაკარგული.
ყველა მის შეხებაზე საოცარი გრძნობა მეუფლებოდა, საშინელი და ამავდროულად ძალიან სასიამოვნო.
ხვდებოდა და ეღიმებოდა, სწრაფად მაკოცა და ხელი წელზე შემომხვია, კიდევ ერთხელ გაეღიმა.
შემდეგ ძლიერად მაკოცა, ხელები კისერზე მოვხვიე და მეც ვაკოცე.
ნელა ამიყვანა ხელში და საწოლზე დამაწვინა, კოცნას არ წყვეტდა.
შემდეგ კისერზე ნელა და ვნებიანად მკოცნიდა, მეც თითქოს ამ სამყაროს მოწვეტილი სადღაც ვიკარგებოდი. 

უცებ გაჩერდა და შემომხედა, მეც მას ვუურებდი, ისევ მაკოცა.
მის მაისურს ხელი მოვკიდე, მანაც სწრაფად გაიხადა.
შემდეგ მე გამხადა მაისური.
ამ ჯერად "საქმის" ბოლოდმე მიყვანაში ხელი არავინ შეუშალა.

დილით არც მაღვიძარას და არც ჯასტინს არ გავუღვიძებივარ, ან სად მეჩქარებოდა?
მეთვითონ გამომეღვიძა, წამოვჯექი და ოთახს თვალი ისე შევავლე თითქოს ვიღაცის გამოჩენას ველოდებოდი.
ჯასტინი საწოლის მეორე მხარეს იწვა, ეს პირველი შემთხვევაა როცა მეღვიძება და ის არ არის ჩემზე "მოკრული".
გამეღიმა და მისკენ მივიწიე, ამ ჯერად მე მოვხვიე ხელები.
- დილა მშვიდობისა! - ჩუმათ ვუთხარი როცა თვალები გაახილა.
ზელზე ძლიერად მაკოცა და ნელა გადმობრუნდა ჩემსკენ.
- როგორ გეძინა? - ეშმაკურად გამიღიმა, თან თვალებს ძლივს ახელდა.
- არაჩვეულებრივად! - გამცინა.
- არ მჯერა რომ ხვალ მიდიხარ! - ცოტახანში უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა.
- ნუ მახსენებ! - მის მკერდზე დავდე თავი. - ისე... კელისთან როგორ უნდა დაგტოვო?! - უცებ გამახსენდა.
- რაიანი, ჩაზი, მარია, ტაილერი, პარკერი აქ არ არიან?! მაშინვე გეტყვიან რამე რომ მოხდეს! - გაიცინა.
- რა უნდა მოხდეს? - გაბრაზებულმა ავხედე, მაგრამ მის ღიმილზე მეც გამეღიმა.
- ავდგეთ რა! 
- სხვა რა გზა მაქ, ბოლო დღეა ეს! - თავისთვის ჩაილაპრაკა თითქოს მე ვერ გავიგებდი.
ნელა წამოდგა და აბაზანაში შევიდა.
მე ტანსაცმელი მოვამზადე, მოკლედ ორი საათი მოვანდომეთ ოთახიდან გამოვლას.
ჯასტინი ისე წავიდა სახლიდან არც მითხრა, ცოტა მეწინა სად მიდიოდა დღეს?! 
შემდეგ მომწერა რომ სანაპიროზე გავსულიყავით.
გამოვცვალე და გარეთ გავედი.



Comment :*)
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 804 | დაამატა: PrettyBoySwag | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 4
2013-04-10 Spam
aww ra kargiaaaaa <3