მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 4 » Love? It's A Big Shit, What I'm Scared For, So Stay Away From Me, I Love Making People Cry![9]
9:55 PM
Love? It's A Big Shit, What I'm Scared For, So Stay Away From Me, I Love Making People Cry![9]
......
Love Story Or A Story About Love.

Love? It's A Big Shit, What I'm Scared For, 
So Stay Away From Me,
I Love Making People Cry!
[9]




Love? It's A Big Shit, What I'm Scared For, 
So Stay Away From Me,
I Love Making People Cry!
...
დღევანდელი დღე განსაკუთრებულ მზადებაში გავატრეთ, ხვალ ახალი წელია!
დილით ადრე გამომეღვიძა, ალბად ახლა უნდა სითბოზე უნდა ვნატრულობდე და სიცივე მობეზრებული უნდა მქონოდა, რომ არა ჯასტინი! 
მისი ხელები განძრევის საშუალებას არ მაძლევდნენ, ისე ვყავდი გულში ჩაკრული თითქოს ეშინოდა ვინმეს არ მოვეტაცე. ამავდროულად ჯასტინი გამათბობელზე ცხელი იყო!
უკმაყოფილოდ გამოვწიე თავი, თმა სახიდან მოვიშორე და შემდეგ მთლიანად მოვშორდი. 
მაშინვე გამოფხიზლდა და თითქოს არც სძინებია ისეთი თვალებით შემომხედა. თავიდან თითქოს გაბრაზებული იყო ასე რომ მოვიშორე, შემდეგ გაიღიმა და უფრო ძლიერად ჩამეხუტა.
- კარგი რა! მცხელა! - გამეცინა და მეც მოვეხვიე.
- მე მცივა! - ჩაიბურტყუნა და თვალები დახუჭა.
- არა, არ დაიძინო! ადექი! ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი! 
- გასაკეთებლი არაფერი არ გვაქვს! 
- როგორ არა... - დავფიქრდი.
- თუ ლუკასის ნახვას გულისხმობ, მარტო არ გაგიშევბ! მე კი ჯერ არ ვაპირებ არასად წასვლას! - მკაცრად ჩაილაპარაკა და ბალიშზე დადო თავი.
- კარგი რა, რას ქვია მარტო არ გამიშვებ? მაშინ სხვასთან ერთად წავალ!
- არა, ან ჩემთან ან არავისთან! - სერიოზულად თქვა, მაგრამ როცა გამომხედა მაინც გაეღიმა.
გაბრაზებული ვუყურებდი, გაეცინა და ჩამეხუტა.
- ჩემს ადგილას სხვა რომ ყოფილიყო მაინც შენსას გაიტანდი! - გაიცინა და ლოყაზე მაკოცა.
- მე შემიძლია ავდგე და წავიდე, მაგრამ მერე შენ რა გაგიძლებს! ხმას აღარ გამცემ! - თვალებში არ ვუყურებდი.
- ბუტია! - კიდევ ერთხელ ძლიერად მაკოცა და თავი მის მკერდზე დამადებინა.
ძილი ვეღარ გააგრძელა და ამიტომ ორივე ავდექით.
სამზარეულოში მარტო ჩვენ ვიყავით, დანარჩენებს ჯერ ეძინათ.
ჩაის ჭიქა წინ დავუდგი და მეც გვერდით მივუჯექი.
- ერთი სული მაქვს როდის დაღამდება! - გახარებულმა ვთქვი.
ჯასტინმა უცნაურად გამომხედა და ძალით გამიღიმა.
- ასეთი სახით რატომ? - გამეცინა და ჩაი მოვსვი.
- მეშინია, რომ გეწყინება!.. - თვალს არ მაშორებდა.
უკმაყოფილოდ მივადე თავი სკამს.
- ახლა რა მოხდა? რამე კონცეტრი გაქვს? გადაუდებელი შეხვედრა... თუ?
მინდოდა არაფერი შემემჩნია, თითქოს სულ არ მწყინდა, ასეთ რაღაცეებს უკვე დიდი ხანია უნდა მივჩვეოდი! მაგრამ მაინც ვბრაზდები ხოლმე.
- ვიცი, რომ გაბრაზდები! - სწრაფად თქვა.
- ამიტომ არ უნდა მითხრა? 
- კარგი, მისმინე... მე ასე არ მინდოდა! დამიჯერე, ძალიან ვეცადე ასე არ მომხდარიყო, მაგრამ ჯერ აქ კონცერტი ჩაიშალა, მერე ამას რომ დავთანხმებულიყავი არ გამოვიდოდა... თან სკუტერი ჩემს მაგივრად ჩემამდე დათანხმდა! საახალწლო კონცერტში უნდა მივიღო მონაწილეობა, აქ ვერ ვიქნები... მაგრამ შენც წამოდი, დანარჩენებიც წამოვდნენ!
ცოტახანი ჩუმად ვიჯექი გაშეშებული, მართლა ძალიან მეწყინა! 
მას არ ვუყურებდი, შეიძლება ტირილი დამწყო რომ არა პატარა იმედი, იმისა რომ რაღაც შეიცვლებოდა.
- არ მინდა მე სხვაგან შეხვერდა, ამედენი რამე გავაკეთეთ! აქაურობა ასე მოვრთეთ... 
- ოდრი, გთხოვ მეც გამიგე რა... - წამოდგა და ჩემთან მოვიდა.
- ვიცი, ვიცი! ყველაფერი ვიცი! უბრალოდ, არ მინდა ამაზე ლაპარაკი... წადი იმ კონცერტზე, ჩვენ აქ ვიქნებით... თუ მოახერხებ როგორმე დარეკვას და მოლოცვას მადლობას გეტყვი! - წამოვდექი და მარიას ოთახში შევედი.
- ადექი რა! - როგორც იქნა გავაღვიძე და ახლა მის ადგომას ველოდებოდი.
- დამღალე უკვე! წადი ჯასტინთან! 
- არ მინდა ჯასტინთან, სანამ კიდე რამეს მეტყვის ისეთს რაც არ მესიამოვნება ჯობია თავი ავარიდო!
- რა მოხდა?
- ახალ წელს ჩვენთანერთად არ იქნება!
- რა?! რატომ?!
ყველაფერი ერთი სიტყვით ვუთხარი და შემდეგ მეასთან ერთად წავედი ლუკასის სანახავად. გული საშინელად მიძგერდა, სადღაც რომ ჯასტინი გამოჩენილიყო, დაერეკა და მიმხვდარიყო რომ ლუკასთან ერთად ვარ საშინელად გაბრაზდებოდა!
- თუ გინდა ჩვენთან ერთად შეხვდი ახალ წელს! - ბედნიერმა შესთავაზა ლუკასს მარიამ.
თვალები გამიფართოვდა და სწრაფად გავხედე მარიას.
ნელა გამომხედა.
- ვიცი, ვიცი! კარგი აზრია! - შეიფერა, მე კი ერთი სული მქონდა როდის დავრჩებოდით მარტოები რომ რამე საშინელება მექნა მისთვის! ზუსტად ესღა აკლდა ჩემსა და ჯასტინის ურთიერთობას! ეს რომ გაიგოს, რომ ლუკასი ჩვენთან ერთად შეხვდება ახალ წელს ალბად კონცერტზე არც წავა... თუმცა აი! შეიძლება ლუკასის გამოყენება, თუ ეს ჯასტინს აეჭვიანებს და კონცერტზე წასვლას გადააფიქრებინებს!
 გამეღიმა ისე თითქოს, რაღაც ახალი გზა აღმოვაჩინე!
მაგრამ არა... გაუგე მასაც! ჩემს თავს შევეწინააღმდეგე.
- არ ვიცი, ვნახოთ! არამგონია... - ჩაილაპარაკა ლუკასმა.
ამოვისუნთქე, როცა მისგან ზუსტი თანხმობა ვერ მივიღეთ.
მაღაზიებში გავიარეთ და სასტუმროში დავბრუნდით.
ახლა უკვე ყველა გაღვიძებული იყო, გამოსაცვლელად ჩემს ოთახში შევედი.
ჯასტინი სარკესთან იდგა და ტანსაცმელს არჩევდა, სარკეში დამინახა შემდეგ კი ჩემსკენ შომიბრუნდა.
 
მე თითქოს ვერც დავინახე, კარი მივხურე და ჩემი გარდერობი გამოვაღე.
- სად იყავი? - ჯიბეებში ჩაიწყო ხელი და ჩემს უკან დადგა.
- მარიასთან ერთად... უბრალოდ გავისეირნეთ! - ცოტახანში ვუპასუხე.
- ახლა სიმართლე თქვი... - ჩემთან ახლოს მოვიდა.
- არ მინდა გული გატკინო! - ახვედე და გავუღიმე.
- გასაგებია, ლუკასი! და ამით იმის თქმა გინდა, რომ მე არ უნდა მეთქვა კონცერტზე?
- არა ჯასტინ, უნდა გეთქვა! მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ მინდა! - მშვიდად ვუთხარი.
- არ მინდა გაბრაზებული იყო!
- გაბრაზებული არც ვარ, უბრალოდ მწყინს! მაგრამ მე ხომ უნდა გაგიგო?! ამიტომ მესმის შენი!
- არ მჭირდება არაფრის მომცემი ტყუილი! მართლა მინდა, რომ გამიგო!
- კარგი... მაშინ სიმართლეს გეტყვი, ვერ გაგიგებ! არ შემიძლია! - ახლაც მშვიდად ვუთხარი და ცრემლები გადავყლაპე.
უკმაყოფილოდ ამარიდა თვალი და მაიკა გაიხადა, იქვე საწოლზე მიაგდო და თვითონაც გაბრაზებული დაჯდა.
- კარგი... ჯასტინ გთხოვ, ნუ ბრაზდები! მეც როგორმე შევეცდები გაგიგო, მაგრამ შენც უნდა გაიგო რომ ეს ადვილი არ არის! - მის წინ დავდექი.
ნელა ამომხედა, შემდეგ ისევ დახარა თავი.
- უბრალოდ დავიღალე! ყველას ყვეალფერი უნდა აუხსნა! ყველას უნდა რაღაც ჩააბარო, ერთი ნაბიჯი ვერ გადამიდგამს ისე! 
- მინდა გითხრა, რომ მეც ასე ვარ! 
- ვიცი, მე გაიძულებ ამას! მინდა ყველაფერი ვიცოდე შენზე, მაგრამ მე ეს შენთან არ მიწევს! სამაგიეროდ ყველასთან შენს გარდა! დავიღალე ამ ყველაფრით! რატომ არ ესმის არავის რომ მეც ადამიანი ვარ და არა რობოტი?! მეც არ მინდა, მეც არ მინდა ახალ წელს სცენაზე ვიდგე! მაგრამ რა ვქნა?! მე ხომ რობოტი ვარ?! უნდა გავაკეთო ის რასაც მეტყვიან! - შეშინებული თვალებით ვუყურებდი, მისი თითეული ხმამაღალი ნათქვამი გულს მტკენდა, მითუმეტეს ყვირილი.
გაშეშებული მიყურებდა, ახლა ნამდვილად მესმოდა მისი! მესმოდა იმის, რასაც ის ამბობდა.
თვალები მას მოვშორე და გვერდით გავიხედე, თითქოს მე ვიყავი რამეში დამნაშავე... მაგრამ ამჯერად ნამდვილად არა!
თავი დავხარე და გვერდით მივუჯექი, ნელა მოვხვიე კისერზე ხელები და ჩავეხუტე.
მან თავი მხარზე დამადო და ძლიერად მომეხვია.
- ყველაფერი კარგად იქნება! - ჩუმათ ვუთხარი.
ჯასტინი საღამოს წავიდა, მას ახლა ჩვენთვის არ ეცალა.
ჩვენ კი უსაქმურები, არ ვიცოდით რა გაგვეკეთებინა, ერთი მეორეზე ზარმაცები ერთმანეთზე "ვეყარეთ" და უაზრო თემებზე ვლაპარაკობდით.
თუმცა მე ძირითადად ჩუმათ ვიყავი, თუ ვინმე არ მკითხავდა რამეს.
უკვე მიჩვეული ვარ იმას, რომ ჯასტინის გარდა თავში ხშირად არაფერი მიტრიალებს.
7 საათი, 8,9, 10... თანდათან ახლოვდებოდა 12საათი და უფრო და უფრო მწყდებოდა გული რომ მასთან არ ვიყავი.
- თუ ასე გინდა, წადი მასთან! - გამიღიმა პარკერმა.
- არა... ვინ იცის იქნებ მივიდე და საერთოდ ვერ ვნახო? აქ ყოფნა მირჩევნია, თან აქაურობის მოსაწყობად რამდენი ვიწვალეთ?! აქ თვენც ხართ! - გავუღიმე, ისე თითქოს არაფერი არ მანაღვლებდა.
ორი საათი ერთ ადგილას ვიჯექი და თვალს ვაყოლებდი დანარჩენებს, ბიჭები ფეიერვერკებს ალაგებდნენ და პატარა ბავშვებივით ჩხუბობდნენ რომელი რომელს გაისროდა.
მარია მათ შუაში იდგა და ყველას აჩუმებდა.
ბოლოს როგორც იქნა მოვიდა ახალი წელი!
ამ დროს ყველას გამორთული ჰქონდა ტელეფონი ჩემს გარდა, მხოლოდ იმიტომ რომ ჯასტინის ზარს ველოდებოდი. უამრავი ზარი შემოდიოდა, მაგრამ სხვას არავის ვპასუხობდა.
ტელევიზორში თვალს ვადევნებდით კოცნერტს, მაგრამ ჯასტინი ჯერ არ ჩანდა.
ბიჭები ბოლო ხმაზე ყვიროდნენ და თან მღეროდნენ, მეც ავყევი მათ მაგრამ გულით ნამდვილად არა.
შამპანურით გასკდნენ, მე კი ერთი ყლუპიც არ მომისვია.
ყველაფერი უღიმღამო იყო.
აივანზე იდგნენ და ფეიერვერკებს ისროდნენ, ფოტოებს იღებდნენ ერთ ამავში იყვნენ.
მე უბრალოდ ძალით მომღიმარე სახით ვუყურებდი მათ.
ჩემს ოთახში შევედი, ირგვლივ ყველგან ჯასტინის ნივთები იყო და არ ვიცი რა დამემართა, საშინელად მინდოდა მეტირა, მაგრამ თავს ვიკავებდი.
რა მინდა აქ?! რატომ არ ვარ მასთან?! 
რადგან ის არ მირეკავდა მე დავურეკე, მაგრამ არ მპასუხობდა.
არ მინერვიულია, ასეთ დროს ვერასდროს ვერ პასუხლობს!
სასტუმროდან შეუმჩნევლად გამოვედი, ქუჩებში ერთი ამბავი იყო.
ირგვლივ ყველაფერი ანათებდა, ცა საერთოდ აჭრელებული.
არ მინდა ახლა ირგვლივ გარემოს აღწერა, რადგან სრულიად არ მაინტერესებს!
სულაც არ ვიცოდი თავიდან სად მივდიოდი, ჯასტინთან ნამდვილად არა... ვიცოდი იქ მისვლას არანაირი აზრი არ ჰქონდა, მისი ნახვა ახლა ასე ადვილი არ იქნებოდა.
უბრალოდ ქუჩებში ვსეირნობდი და ირგვლივ მომღიმარე ხალხს ისე ვუღიმოდი, თითოქს მეც ძალიან ბედნიერი ვყოფილიყავი.
სასტუმროში ახალი წლიდან ორი საათის შემდეგ დავბრუნდი.
სასტუმროში ერთი ამბავი იყო, ჩვენს გარდა იქ უამრავი ხალხი იყო რათქმაუნდა და ყველას ხმა ერთად ერთ სივრცეში ნამდვილ საგიჟეთს გავდა.
ვუღიმოდი და ყველას ვუცინოდი, ზოგის ხუმრობაზე მართლა მეცინებოდა, ზოგის საქცეილი სულაც არ მომწონდა მაგრამ მაინც ვუღიმოდი.
ჩვენს სართულზე რაიანის ხმა ყველას ხმას აჭარბებდა, გამეღიმა და ჩემს ოთახში ისევე შეუმჩნევლად შევედი როგორც გამოვედი.
არამგონია ახლა ვინმეს ჩემი აქ არ ყოფნა ანაღვლებდეს, ყველას თავისი აზრი ექნება ამასთან დაკავშირებით ან უბრაოდ სიმთვრალე ჩემს არ ყოფნას გადაფარავს.
თანდათან უფრო და უფრო ვბრაზდებოდი ჯასტინზე, არც დაურეკია... არც მოუწერია! 
საწოლზე წამოვწექი და რამდნიმე წუთში უკვე ღრმად მეძინა.
მეორე დღეს მშვენიერ ხასიათზე ვიყავი, სანამ თვალში ჯასტინი არ მომხვდა!
საწოლის მეორე მხარეს ვერ დავარქმევდი, რომ იწვა, უფრო იდო!
გაბრაზებული წამოვჯექი, მინდოდა გამეღვიძებინა, მაგრამ მერე რა?!
ვეჩხუბო?! რაზე?! არა მიზეზი როგორ არ მაქვს, მაგრამ... ჩხუბიც არ მინდა! 
გამოვიცვალე და ოთახიდან გამოვედი, მოულოდნელად მომწერა ლუკასმა.
მას შევხვდი, დრო კარგად გავატარე, ოთხი ხდებოდა სახლში რომ დავბრუნდი.
რაიანი, ჩაზი, ფრედო, პარკერი ერთ საწოლში იწვნენ და ოთხივეს თავი სუკდებოდა.
მარიას ჯერ კიდევ ეძინა.
მისი ოთახიდან ჩუმათ გამოვედი და ერთ ადგილას გავშეშდი, დავფიქრდი რა გამეკეთებინა.
სწრაფი ნაბიჯებით წავედი ჩემი ოთახისკენ და კარი შევაღე.
ჯასტინი ისევ საწოლში იწვა, არ ეძინა მაგრამ თავის აწევის ძალაც არ ჰქონდა, არაფრით ჩამორჩებოდა დანარჩენებს.
კარს ხელი ვკარი და ოთახში შევედი.
თვალი ნელა გამომაყოლა, უაზროდ დავიწყე სიარული არ ვიცოდი რა გამეკეთებინა.
ზურგით ვეჯექი, მაგრამ მივხვდი წამოდგა.
არ შევიმჩნიე, ვითომც არაფერი.
ჩემს უკან იდგა, ვხვდებოდი ისევ ვიჩხუბებდით... საშინელაბაა ასეთი ურთიერთობა, მაგრამ როცა დაუფიქრდები არც ძალით მოსიყვარულე და ყველაფერზე წამსვლელი ურთიერთობაც არ არის კარგი!
მისკენ შევბრუნდი, მის დანახვაზე ყველანაირმა სიბრაზემ და წყენამ გადამიარა, თითქოს ახლიდან შემიყვარდა! 
- I'm Sorry! - ამ უბრალო და ყოველ დღიურ სიტყვაში, უზარმაზარი გრძნობა ჩანდა. 
მართლა ნანობდა, როგორ მინდოდა ახლა ჩავხუტებულიყავი, მაგრამ რაღაც მეწინააღმდეგებოდა.
- შეგეძლო უბრალოდ გეპასუხა ჩემი ზარისთვის, ან შენ დაგერეკა... ან უბრალოდ მოგეწერა!
- I want to die! - ცოტახანში მითხრა.

- ასეთი არაფერი მომხდარა! - უკმაყოფილოდ ვუთხარი.
- გუშინ რაც გითხარი გახოსვს?! ეს ყველა მიზეზი რატომაც მინდა სიკვდილი! კიდევ უამრავი და ყველაზე მთავარი! შენ გტკენ გულს! 
- მართალი ხარ!
- გთხოვ! ყველაფერი დავიწყოთ ახლიდან! გთხოვ, მომეცი ერთი შანსი, რომლითაც ვეცდები ყველაფერზე წინ დაგაყენო არამარტო გონებაში არამედ რეალურად!
დაფიქრება არ მჭირდებოდა, მაგრამ მაინც დავდუმდი.
- მე ყველას ვაძლევს ერთ შანსს, რაგდან ვიცი, მომავალში ეს მე დამჭირდება! - მინდოდა მკაცრად გამომსვლოდა, მაგრამ მის ღიმილზე უბრალოდ შეუძლებელი იყო ბედნიერებისაგან არ გამეღიმა.

ხელში ამიყვანა და ძლიერად ჩამეხუტა.
- happy new year! - ჩუმათ მითხრა და ძლიერად მაკოცა.
ლოს-ანჯელესში ისე დავბრუნდი, ამის შემდეგ ჯასტინთან არ მიჩხუბია! 
ის ჯერ კიდევ ევროპაში იყო, მე, პარკერი და მარია დავბრუნდით ლოს-ანჯელესში.
ლუკასიც აპირებდა, მაგრამ ჯერ არსად ჩანს.
სახლში პატარა ტაილერი ისე შემხვდა, ისე ჩამეხუტა, მისგან ისეთ სიყვარულს ვგრძნობდი მეგონა სამუდამოდ დარჩებოდა ჩემს კისერზე.
ხელს არ მიშვებდა და მეც ძალიან მონატრებული ვეხუტებოდი.
რათქმაუნდა დიდი ტაილერიც ბედნიერი იყო ჩემი დაბრუნებით, იზაბელი კი რათქმაუნდა არა!
ახლა ყველაზე მეტად ის მანაღვლებდა, რომ ჯასტინის ფანები მე ვერ მიტანდნენ.
ამ ჯერად ჯასტინს დავთანხმდი და ქუჩაში ძირითადად დაცვასთან ერთად დავდიოდი, თუმცა ეს არ მომწონდა.
რამდენჯერ დავბრუნებულვარ სახლში ცრემლებით! მაგრამ ამას ჯასტინს არ ვეუბნებოდი, არ მინდოდა რამეზე ენერვიულა.
ისევ სკოლა!.. როგორ მეზარებოდა დილით ადრე ადგომა! საშინელად მინდოდა ისე ლონდონში დაბრუნება, ისევ ისე ჩემს ნებაზე გაღვიძება და დაძინება!
- აღარ შემიძლია მეტი! - პარკერის მანქანაში გაბრაზებული ჩავჯექი.- რა დავაშავე ასეთი, იმით რომ ჯასტინი მიყვარს?!
- არაფერი არ დაგიშავებია, უბრალოდ ის ჯასტინია! - გაიცინა - იცი რა, უთხარი მათ რას გრძნობ ჯასტინი მიმართ! დაანახე რომ მართლა გიყვარს!
- სიტყვებით ამას ვერასდროს გამოვხატავ! და რა?! ისინი დაიჯერებენ რამე?! აქამდე დაიჯერებდნენ!
- მაშინ სხვა არ ვიცი...
სახლში დავბრუნდი, აღარც შევდიოდი Twitter-ზე უკვე ცოდი რაც დამხვდებოდა!
ყველაზე საშინელება კი ის არის, რომ სანამ ჯასტინი დაბრუნდა ჩემში ახალი გრძნობა გაჩნდა, მის მიმართ.
აეროპორტში მის მოლოდონში ვიყავი, შორიდან ჩქარი ნაბიჯებით მოდიოდა, სერიოზული სახით... შემდეგ კი უკვე იღიმოდა.
ძლიერად ჩამეხუტა, ნაზად მაკოცა, მომეხვია თბილ სიტყვებს მეუბნებოდა.
მე კი უბრალოდ ვუღიმოდი, სიყვარულის რა მოგახსენოთ... არ მსიამოვნებდა მისი შეხება, შეიძლება ითქვას ზიზღი, მაგრამ მეთვითონაც არ ვიცი ეს რა იყო.



დააკომენტარეთ, მიყვარხარ! :*)
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1231 | დაამატა: PrettyBoySwag | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 221 2 3 »
2013-04-05 Spam
little girl, dzlivs mixvda biggrin :*) biggrin