მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » ივნისი » 6 » Learn To Forgive (16)
4:17 PM
Learn To Forgive (16)


Learn To Forgive 

 

მოთხრობის შემდეგი ნაწილი!

მგონი კარგი თავი გამოვიდა და შეაფასეთ♥))
ეს თავი ეძღვნება ჩემი მოთხრობის ყველა მკითხველს.
დიდი მადლობა ბავშვებო, რომ კითხულობთ და 
ყოველთვის მხვდება კომენტარები.. მიყვარხართ!! 
image  

გზაში მე და მაქსმა ცოტა ვისაუბრეთ, მალე სახლშიც მივედი, მას დავემშვიდობე და ზემოთ ავედი. კარი ღია დამხვდა, მეც შევაღე, სავარძელში კი ელა და ვიღაც გოგო ისხდნენ. ის გოგო უკნიდან ვერ ვიცანი, მაგრამ როცა მივუახლოვდი:
- კატო?
- ლიზა. როგორ ხარ?
წამოხტა და გადამკოცნა.
- არამიშავს. აქ რას აკეთებ?
- შენს სანახავად მოვედი და სახლში ელა დამხვდა. სალაპარაკო მაქვს შენთან. მაგრამ ახლა დამირეკეს და უნდა გავიქცე, ხვალ შემოგივლი საღამოს, გეცლება?
- არ ვიცი. დაგირეკავ.
- კარგი, მაშინ აღარ შეგაწყენთ თავს, მე წავალ.
- კაი კარგად.
კატო წავიდა მე კი ელას მივუჯექი გვერდით, გამოვკითხე თუ რა უნდოდა კატოს და რაზე ლაპარაკობდნენ, მან მითხრა, რომ ბევრი არც ულაპარაკიათ, კატო მე მელოდებოდა. შემდეგ უკვე სხვა თემაზეც გადავედით. მას მოვუყევი რაც შემემთხვა, რომ მაქსი ჩემი ძმაა და ამან დიდი გაოგნება გამოიწვია. ბოლოს კი იმის შესახებაც ვუთხარი, რომ შეიძლება მათ სახლში მომიწიოს გადასვლა.
- აუუ, გთხოვ ეგ არ გააკეთო ლიზა, აქ მარტო მტოვებ? (
Large
- კაი ნუ დარდობ, ჯერ არ ვაპირებ. ან რომც დავაპირებ ამით არაფერი დაშავდება. დღის დიდ ნაწილს აქ გავატარებ, დავრჩები ხოლმე, თან ახლოს ვიცხოვრებთ ერთმანეთთან და მესტუმრები ხოლმე. 
- აუუ, კაი რაა.
- გთხოვ რა არ გამებუტო.
ელას რა თქმა უნდა არ ესიამოვნა გადასვლის იდეა, დიდი ხანი ვაწყნარებდი და ბოლოს იმ პირობით დამთანხმდა, რომ ჯერ არ გადავიდოდი და ხშირად ვესტუმრებოდით ერთმანეთს. შემდეგ იმის და მიუხედავად, რომ ამის თქმა მისთვის გამიჭირდა, ვუთხარი, რომ მაქსს მასთან მხოლოდ მეგობრობა უნდა. ამას კიდევ უფრო ააღელვა ელა და მე ვამშვიდებდი, რომ ეს ურთიერთობა შეიძლება დიდ სიყვარულშიც გადაიზარდოს. ამის შემდეგ კიდევ დიდი ხანი ვისაუბრეთ, ვივახშმეთ კიდეც და ორივეს მკვდარივით ჩაგვეძინა. სადღაც შუაღამისას 4 საათზე ყვირილის, თუ სიმღერის ხმამ გაგვაღვიძა, მე და ელა. სასწრაფოდ წამოვხტით და აივნიდან გადავიხედეთ და რას ვხედავ, ლუკა, რატი, საბა და თუ არ ვცდები მაქსი ჭყავიან ბოლო ხმაზე :დ
Tumblr_lsk3etjr6m1ql8xjjo1_500_large
 როცა სიმღერა დაამთავრეს ლუკამ ხელის დაქნევით გვანიშნა, რომ ქვემოთ ჩავსულიყავით. მე და ელამ სასწრაფოდ ჩავიცვით, რაც ხელში მოგვხვდა და ქვემოთ ჩავედით. სადარბაზოდან გამოვედით თუ არა უცებ რაღაცამ იგრუხუნა, ეს ულამაზესი ფეიერვერკი იყო, რომელიც ჩემს თავზე ლამაზად იშლებოდა. მე ლუკას მოვეხვიე და ვუთხარი:
- მიყვარხარ, ძალიან, ძალიან!
- მეც ჩემი ლამაზი! ყველაზე მეტად! ახლა კი რაღაც მინდა გკითხო!
- რა უნდა მკითხო?
- ლიზა... ჩემი ცოლი გახდები?
Tumblr_lq8t1bjlqe1qhmo0uo1_500_large
მე დაბნეულობისგან არც ვიცოდი რა მექნა, ამ დროს ყველაფერზე დავფიქრდი, თან იმაზეც ვდარდობდი, რომ უსწავლელი დავრჩებოდი. მაგრამ ამავე დროს ხომ შეიძლება გათხოვილიც ვიყო და უნივერსიტეტშიც ვსწავლობდე? ზუსტად წამებში გავიფიქრე ეს ყველაფერი. ელას გავხედე და თითქოს თვალებით მეუბნებოდა დათანხმდიო. ამ დროს მარიამის ხმაც ჩამესმა ,,დათანხმდი, არ ინანებ." ბოლოს გადავწყვიტე და ვუთხარი:
- ლუკა, შენ იცი რომ ძალიან მიყვარხარ, მაგრამ...
ლუკას სახე შეეცვალა, ის სხვა პასუხს ელოდა.
- გამოგყვები ცოლად 
- რააა? მართლა. ვაიმეე ჩემი ცხოვრება ხარ!!! 
ლუკამ ხელში ამიყვანა, მაგრად ჩამეხუტა და მეც ბედნიერი ვიყავი, რომ ის ასეთი გახარებული იყო. შემდეგ ყველა სათითაოდ მოდიოდა და გვილოცავდა. :დ ამ დროს კი მეზობელმა გადმოგვძახა:
- რაამბავია? არ დამაძინებთ?
- რა დროს ძილია ქალოო.. ცოლი მოვიყვანეე.. :დ
მთელი ხმით ყვიროდა ლუკა, რომ ვუყვარდი.
Tumblr_lq8svznenm1qhmo0uo1_500_large
 მე კი საერთოდ არ მიფიქრია, რომ ამას ახლა გავაკეთებდი, იმდენად ემოციებში ვიყავი, რომ ვერც გამოვხატავდი. ყველანი ისეთი მხიარულები იყვნენ. როცა ეზოში ლაზღანდარობას და ემოციების გამოხატვას მოვრჩით, ყველანი რესტორანში წავედით და დილამდე მაგრად გავერთეთ. ბევრიც დავლიეთ, ელა და მაქსი კიდევ უფრო დაახლოვდნენ. ბოლოს კი ყველანი ერთ ტაქსში ჩავეკუჭეთ და ტაქსის მძღოლმა სახლებში დაგვარიგა. სადარბაზოსთან ძლივს მივედით მე და ელა, ფეხით ასვლის თავი არ გვქონდა და ლიფტში შევედით:
- ვაიმე ლიზა, რა გამახარე რომ დათანხმდი..
- აუ ხო...
- ვაიმეე...
უცებ ლიფტი ჩაბნელდა და გაჩერდა..
- ეს გვინდოდა ახლა?
418635_167562770045780_93201848_n_large
- აუ მოიცა ჯერ 6 საათია, ახლა არავის ღვიძავს, ტელეფონიც დამიჯდა, თან რას ვგევართ ვინმემ რო გააღოს. ვაიმე დაგვერხა!!
- გეთანხმები.
მე და ელა ლიფტის იატაკზე ვიჯექით და ვინმეს ველოდებოდით, ვინც ლიფტს გამოიძახებდა, ან ხელოსანს შეატყობინებდა. 
- ელა, უკვე 1 საათია აქ ვაგდივართ, რა ვქნათ სამუდამოდ ამ წყეულ ლიფტში ხო არ დავრჩებით.
- მოიცა! აარიიის აააქქ ვინმმეეე??
მთელი ხმით იყვირა ელამ, კინაღამ თავი გამისკდა. მე და ელა მონაცვლეობით ვყვიროდით ლიფტიდან და აი ხმის ჩახლეჩამდე როცა მივედით, ლიფტში სინათლე აინთო, დაიძრა და როცა გაიღო ვიღაც მოხუცი კაცი შეგვეჩეხა. ისე გამოვიყურებოდით ეგრევე გამოვვარდით ლიფტიდან და სახლში შევვარდით, ვინმეს გიჟები არ ვეგონოთთქო. 
- აუ ლიიზ სახლში მოსვლისას დაძინებას ვაპირებდი, მარა გამოვფხიზლდი. :დ
- აუ მეც. მოდი მაშინ რამე მოვამზადოთ სადილისთვის ან რამე გავაკეთოთ, ტყუილად ყოფნას მირჩევნია.
ელაც დამთანხმდა, გადავწყვიტეთ სახლი დაგველაგებინა, მაგრამ თავი დავხარე თუ არა ძალიან მეტკინა, მაინც ,,პახმელია" მქონდა და. სადღაც 7 საათზე ორივეს ძილი მოგვერია და დავიძინეთ. გამეღვიძა, თუ არა საათს დავხედე და 12 საათი იყო.
579491_3436367191839_1350242433_50771782_1920683829_n_large
 სასწრაფოდ წამოვხტი ლოგინიდან, რადგან გამახსენდა, რომ სკოლაში ბოლო ზარისთვის მზადებას ვიწყებდით და მე კიდე ვლოთაობ. ელას წერილი დავუტოვე და სასწრაფოდ სკოლისკენ წავედი. კლასში შესვლისას ჩემი დამრიგებელი შემეფეთა:
- ოოჰ მობრძანებულა ქალბატონი, ძალიან მაინტერესებს ამდენ ხანს სკოლის გაცდენა რას ნიშნავს? ნიშანი არ გინდა სკოლის დამთავრების ბოლოს? ან ატესტატის აღება? 
- თქვენ ნუ დარდობთ, ჩემს სადარდებელს!
მას არაფერი უთქვამს, მე კლასში შევედი და ბავშვები ვნახე. ლუკა ჯერ არ იყო სკოლაში მოსული და მე მესიჯით მივწერე არ დავიწყებოდა დღეს სკოლაში მოსვლა:
<<ლუკა, ლიზა ვარ. არ დაგავიწყდეს დღეს სკოლაში მოდი, ბოლო ზარისთვის ვიწყებთ მზადებას>>
<<ვაიმე, ეგ სულ დამავიწყდა, ახლავე ჩავიცვამ და წამოვალ>>
<<კაი, იჩქარე>>
გოგონები რაღაც სააქტო დარბაზის დიზაინებს ვნახულობდით ინტერნეტში. ზოგს რა მოსწონდა, ზოგს რა. მაგრამ ბოლოს ერთ-ერთზე შევთანხმდით. ცოტა ხანში ლუკაც მოვიდა, ჯერ კართან ბიჭები ნახა, შემდეგ ჩემკენ წამოვიდა, ამიყვანა და მატრიალებდა ჰაერში, ამ დროს მასწავლებელმა შემოაღო კარი.
- ოოჰ, რა ხდება? ახალი წყვილი გვყავს?
5_1272965806_teacherst616_large
- წატი შენი..
- ლუკა რა თქვი?
- რა ვთქვი და დიახ ახალი წყვილი გვყავს მეთქი.
მასწავლებელი ჩემკენ წამოვიდა და მითხრა:
- იმედია, ცუდი ყოფაქცევის ქალებივით ადრე არ გაგვიფრინდები.
- ცუდი ყოფაქცევის ქალები რა შუაშია?
მე დავიბენი, ვერ მივხვდი რა მითხრა და ლუკამ შეუტია:
- მისმინეთ, რადგან უფროსი ხართ, გგონიათ რაც გინდათ ის უნდა ელაპარაკოთ ბავშვებს? პირადად მე სულ ***-ზე მკიდია თქვენი აზრები და ლიზას საქმეა როცა უნდა მაშინ გააკეთოს ის რაც უნდა. ახლა გაიგეთ ყველაფერი? თუ ვერ გაიგეთ უკეთესად ავხსნი. :))
მასწავლებელს თვალები შუბლზე აუვიდა, დიდად კმაყოფილი დავრჩი, რომ ლუკამ ასე ელაპარაკა, მაგრამ იმის მეშინოდა წლის ბოლოს რაიმე უსიამოვნება არ ჰქონოდა და მოხდა ის რაც ყველაზე მეტად არ მინდოდა ახლა. ლუკა მასწავლებელმა დირექტორთან წაიყვანა,  დირექტორთან საუბარს თვითონც დაესწრო და მეც შემიყვანა. დირექტორმა ლუკა პირისპირ დაისვა და ჰკითხა:
- დიდი ხანია ერთად ხართ?
- მოიცათ, აქ ჩვენს ურთიერთობაზე სალაპარაკოთ მომიყვანეთ თუ იმაზე როგორ თავხედურად ველაპარაკე ჩვენს არაჩვეულებრივ მასწავლებელს?
- დაწყნარდი ლუკა. ჩვენ ყველაფერს გავარკვევთ, მოდი არ გინდა უხეშობა და დავილაპარაკოთ როგორც ცივილიზებულმა ადამიანებმა.
- კარგით, გისმენთ.
- რატომ მიაყენე შეურაცჰყოფა მასწავლებელს?
- იმიტომ, რომ ჩემს შეყვარებულს, უკვე თითქმის ცოლს ცუდი ყოფაქცევის უწოდა და ჩვენს ურთიერთობაში დაიწყო ქექვა.
617655angrybirdssweets_large
- გასაგებია. მაგრამ შენ მაინც არ უნდა გეხმარა უწმაწური სიტყვები შენზე უფროს ადამიანთან.
- ანუ, თქვენ იმას მეუბნებით რომ ,,ვიღაცამ" ჩემს საყვარელ ადამიანს შეურაცჰყოფა მიაყენა და მე უნდა გავჩუმდე?
- არა, ამას არ ვამბობ.. უბრალოდ ის შენზე უფროსია და მეტი თავშეკავებულობა გმართებს.
- ძალიან მაინტერესებს, უფროსს და უმცროსს ახლა რა მნიშვნელობა აქვს. ამ სკოლაში რომ ჭორიკანა მასწავლებლები არიან ჩემი რა ბრალია?
მცირე წამიანი პაუზა, შემდეგ ისევ დირექტორმა დაიწყო, რომელმაც მე და მასწავლებელს მოგვმართა:
- თუ შეგიძლიათ, ორი წუთით მარტო დაგვტოვეთ.
მე და მასწავლებელი გარეთ გამოვედით, ძალიან ვნერვიულობდი, რადგან მეშინოდა რაიმე სერიოზული სასჯელი არ მოეფიქრებინა დირექტორს. და აი როგორც იქნა ორივენი გარეთ გამოვიდნენ, დირექტორმა გამიღიმადა სამასწავლებლოში შევიდა, მე იმ წამსვე ლუკას მივვარდი:
- ლუკა რაოო რა გითხრა?
- ნუ ინერვიულებ ჩემო ფერია, ყველაფერი რიგზეა და ყველა თავის ადგილას მოჯდა.
- ჩემი ცხოვრება ხარ ლუკა!
ლუკამ მაკოცა და ისევ კლასში შევედით, სადაც ბავშვები გველოდებოდნენ, რომ უკვე რეპეტიცია დაგვეწყო. რეპეტიცია რამდენიმე საათს გაგრძელდა, როცა დავასრულეთ და უკვე წასვლას ვაპირებდი ლიკა მოვიდა ჩემთან და ლუკასთან:
- ლიზა, რაღაც მინდა გითხრა. 
Large
- მე დაგტოვებთ. ლიზა ქვემოთ დაგელოდები. (ლუკა)
- კაიი. გისმენ ლიკა.
- მაპატიე, რომ ბევრჯერ გაწყენინე და შეურაცჰყოფა მოგაყენე, თქვენ მართლაც ძალიან გიყვართ ერთმანეთი და ბედნიერებას გისურვებთ.
ის შებრუნდა, წასვლა დააპირა მაგრამ მე შევაჩერე:
-ლიკა, მოიცა.... დიდი მადლობა! ჩათვალე, რომ მეგობრები ვართ და ყველა წყენა დავივიწყე.
- მართლა??
- ჰო..
- შენ მართლაც კარგი ადამიანი ყოფილხარ. კაი აბა გავიქეცი, ხვალამდე. )
- კაი ხვალამდე.
გამიკვირდა, რომ ლიკა ასე მოიქცა, რაღაცნაირად მესიამოვნა მისგან ასეთი სიტყვების გაგონება. მე ქვემოთ ჩავედი ლუკა მანქანაში მელოდებოდა და ჩვენ მამასთან და მაქსთან წავედით სახლში. კარი მამამ გააღო და ორივემ მივესალმეთ. შემდეგ კი სახლში შეგვიპატიჟა და ლუკას უთხრა:
- სიძე შე ძველო.. :დ ქალიშვილი გინდა ხო წამართვა? თუ შევცდი და აღარაა ქალიშვილი?? :დ
- არა, არა რას ამბობთ, ის ისევ თქვენი ქალიშვილია. :დ
- კარგით, წამოდით ვისადილოთ, თან მომიყევით ამბები, მაქსიც მალე მოვა.
ლუკამ მოუყვა თუ როგორ მთხოვა ხელი და რა მოხდა დღეს სკოლაში. მამას ეცინებოდა ლუკას იმ სიტყვებზე, რომელიც დირექტორს და მასწავლებელს უთხრა:
- ყოჩაღ ლუკა, ყოჩაღ.. აი ასე უნდა საყვარელი ადამიანის დაცვა. მოდით თქვენს სადღეგრძელოს შევსვამ.
მამამ დაგვლოცა, მალე მაქსიც მოვიდა. ცოტა ხანს კიდევ ვისაუბრეთ და საღამოს ლუკამ სახლში მიმიყვანა, რადგან კატოს ჰქონდა რაღაც სალაპარაკო.
Large
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 895 | დაამატა: elle♥(M) | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 8
2013-06-07 Spam
maale dade<3
kalishvilze gamegima;dd
ramxela tavi iko kcohagg^^