მოთხრობის შემდეგი ნაწილი! მოთხრობის მკითხველები, ყველა სრულიადში♥ ეს თავი ეძღვნება ჩემი მოთხრობის ვეტერან მკითხველს, nonka11-ს. იმედია კითხვას გააგრძელებ, მიყვარხარ!! ♥
ღამით ორივეს ძალიან კარგად გვეძინა. დილით ოთახში მზის სხივმა შემოაჭყიტა და მეც გამეღვიძა, საათს დავხედე 9 საათიც არ იყო, ელა გავაღვიძე და ვკითხე თუ რა გაგვეკეთებინა დღეს: - ელლ, დღეს უსაქმური დღეა, რა ვქნაათ? - რატოა უსაქმური დღე? წამო ეხლა საუზმე მოვამზადოთ, მერე კაფეში ჩამყევი მომეხმარე და საღამოს მარიამთან წავიდეთ, ხომ დავპირდით. - უუჰ გვქონია საქმე :დ კაი წამო საუზმე მოვამზადოთ. მე და ელამ ჩავიცვით, საუზმე მოვამზადეთ, უკვე ჭამაც უნდა დაგვეწყო და ამ დროს ჩემმა ტელეფონმა დარეკა. - გისმენთ! - ლიზა, დედაშენი ვარ! როგორ ხარ? საქმე მაქვს შენთან და დღეს შეგიძლია რესტორანში მოხვიდე საღამოს 7 საათზე? - დღეს საღამოს არ მცალია და რა ხდება? - სიურპრიზი მაქვს. - დედა ხო იცი ეგეთი სიურპრიზები არ მიყვარს. - დარწმუნებული ვარ გაგიხარდება და დღეს 7 საათზე გელოდები რესტორან Beauty-ში. იმედია მოხვალ, მისამართს ესემესით მოგწერ. - ხო, კარგი! - ვინ იყო ლიიზ? - დედაჩემი, რაღაც საქმე აქვს და დღეს თქვენთან ერთად ვერ წამოვალ მარიამთან. - აუუ მაგან ხო გააჭირა რა.. - ხო მარა უნდა წავიდე, იქნებ რამე სიახლეა ჩემი მშობლების შესახებ. ამიტო თქვენ წადით და თუ ძალიან გვიან არ წამოვედი იქედან მეც მოვალ. - ხო კაი. წავიდეთ კაფეში? - ხო, ხო წავიდეთ. მე და ელა კაფეში ჩავედით, დილით უამრავი კლიენტი დაგვხვდა და ჩვენც დავიწყეთ მუშაობა. ერთ-ერთ კლიენტთან კერძის მიტანის დროს დავინახე უკანა მაგიდასთან მაქსი იჯდა, მაგრამ არც არაფერს ითხოვდა. მე ელას ვთხოვე იქნებ შენ მიხვიდე და მენიუ შესთავაზოთქო. ელამ მართლაც აიღო მენიუ და მაქსისკენ წავიდა, მეც იქვე ვიდექი და ყურს ვუგდებდი მათ საუბარს. - გამარჯობა, მაქვს აი აიღე მენიუ. - ვა ელა, შენ აქ მუშაობ? - კი აქ ვმუშაობ და ლიზაც მეხმარება ხოლმე. - კაია. მადლობა მენიუსთვის არაფერი მინდა. ელამ სთხოვა თუ შეიძლება ჩამოვჯდეო და მაქსმაც თავის დაქნევით უპასუხა, დაჯექიო. - რაღაც, მოწყენილი მეჩვენები. - ჰო.. - რა ხდება? იქნებ რამით დაგეხმარო. - არა, არაფერია! კიდევ დიდხანს ეხვეწა ელა მაქსს, მაგრამ მან არაფერი უთხრა. ბოლოს დაემშვიდობა, წამოსვლა დააპირა და მაქსმა უნებლიედ უთხრა: - მოდი, რაღაცას გეტყვი. უბრალოდ ძალიან ცუდად ვარ და ვინმეს მინდა მოვუყვე.. დღეს საღამოს გცალია რომ გნახო? ელა სიამოვნებით დათანხმდა და მათ 8 საათზე დანიშნეს შეხვედრა. ელა ისეთი გახარებული იყო, რომ ვერც აღწერდა. უკვე საღამოც მოახლოვდა და მე და ელა სახლში ავედით. მე ტანსაცმელი გამოვიცვალე, ელას წარმატებები ვუსურვე და ჩემს მშობლებთან წავედი. დიდი ხანი არც დასჭირვებია მისვლას, ის რესტორანი რომელშიც დამიბარეს ძალიან ახლოს იყო. რესტორანთან მივედი თუ არა გარეთ კატო დამხვდა და შიგნით შემიძღვა. იქ კი ჩემი მშობლები და კიდევ ვიღაც წარმოსადეგი მამაკაცი დამხვდა, ეტყობოდა, რომ მდიდარი და გავლენიანი იყო, ვერც მივხვდი ჩვენს სუფრასთან რატომ იჯდა. - კარგია, რომ მოხვედი ლიზა! (დედა) - ჰო მოვედი, რახდება პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ ძალიან მეჩქარება! (მე) - კარგი! მოკლედ იმ დღის შემდეგ როცა შენ ჩვენთან იყავი, დავიწყეთ შენი მშობლების ძებნა. დიდი ხანი ვეძებეთ, გავაკეთეთ ყველაფერი და ის ახლა აქაა! (დედა) - სად აქ? (მე) დედამ იმ მდიდრულად ჩაცმული მამაკაცისკენ გაიშვირა ხელი.. - აი ეს მამაშენია! შენი ნამდვილი მამა! - რაა? - ჰო ლიზა ასეა.. ჩვენ ის ვიპოვეთ იმიტომ რომ შენთვის კარგი გვინდოდა, ახლა შეგიძლიათ ერთად იყოთ. დედას თვალზე ცრემლი მოერია და გარეთ გავარდა. მამამ კი კატოს უთხრა წავიდეთ მარტო დავტოვოთო და მე და ჩემი ბიოლოგიური მამა მარტო დაგვტოვეს. ხმას ვერ ვიღებდი, მამა კი სახეზე ღიმილით მომშტერებოდა. ბოლოს თქვა: - ძალიან ლამაზი გოგონა მყოლია და მე ეს არ ვიცოდი! - ხოო? ნეტა რატო? - იმიტომ რომ... თქმა აღარ დავაცადე: - იმიტომ, რომ მიმატოვეთ შენ და შენმა ცოლმა.. სადღაც მიმაგდეთ, ბავშვთა სახლში და ახლა მაინტერესებს ჩემგან რას ელით? - მოიცადე ლიზა, ყველაფერს აგიხსნი. მას ძალიან მშვიდი და სასიამოვნო საუბარი ჰქონდა და მეც ნება მივეცი აეხსნა ჩემთვის ყველაფერი, რადგან მე ნამდვილად მჭირდებოდა თბილი ოჯახი. - იცი? ბევრი მოსაყოლი არაფერია.. როცა შენ დაიბადე, ჩვენ კიდევ გვყავდა ერთი შვილი რომელსაც გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა, ის ძალიან ავად იყო, თან შენც ახალ დაბადებულს ძალიან ბევრი რამე გჭირდებოდა და გადავწყვიტეთ ბავშვთა სახლში ჩაგვებარებინე დროებით და როცა შენს ძმას განვკურნავდით შენც გამოგიყვანდით ბავშვთა სახლიდან და ისევ ბედნიერად შევძლებდით ცხოვრებას, მაგრამ ეს სამწუხაროდ ასე იოლი არ აღმოჩნდა.. - მოიცათ მე ძმაც მყავს? - კი ძმა გყავს, ის შენზე 6 წლით უფროსია და ახლა ჯანმრთელია. - ეს ძალიან კარგია, მაგრამ დედა? - დედაშენი, როცა შენი ძმა ამერიკაში წავიყვანეთ სამკურნალოდ, იქ ვიღაც კაცი გამოძებნა და ახლა მასთანაა. - რაა? მე კიდე მოსიყვარულე დედაზე ვოცნებობდი და თურმე... - ეგ არაფერია, მე და შენი ძმა შენთვის ყველაფერი ვიქნებით, გპირდები ჩვენთან თავს დაცულად და კარგად იგრძნობ. მართალია მე და შენი ძმა მარტო ვცხოვრობთ, მაგრამ მაინც მხიარული ოჯახი გვაქვს, შენი ოჯახში შემოსვლა კი დიდი ბედნიერება იქნება.. - კარგით, ჯერ მაგაზე საუბარი ადრეა. რა მინდა გკითხოთ. როცა ამერიკიდან ჩამოხვედით რატომ არ წამომიყვანეთ ბავშვთა სახლიდან? რა პრობლემები შეიქმნა? - მაგ დროს თავზარდაცემული ვიყავი დედაშენის საქციელით, სადღაც 1-2 თვე სახლიდან არ გავდიოდი, შემდეგ შენი ძმაც წამოიზარდა მას მარტო ვზრდიდი და უამრავი პრობლემა მქონდა. როცა ცოტათი შემიმსუბუქდა პრობლემები გადავწყვიტე ბავშვთა სახლში მოვსულიყავი და შენი თავი მომეთხოვა, მაგრამ..... - რა მაგრამ? - როცა იქ მივედი მითხრეს, რომ შენ უკვე აგიყვანა ერთ-ერთმა ოჯახმა.. დიდი ხანი გეძებეთ მე და შენმა ძმამ მაგრამ ამაოდ, ბოლოს კი იმედი დავკარდეთ შენი მოძებნის და ღმერთს მივანდეთ შენი გამოჩენა და აი ახლა შენ აქ ხარ, ჩემს გვერდით. მინდა გულში ჩაგიკრა, მაგრამ მეშინია, რომ ხელს მკრავ.. ამ სიტყვების გაგონებაზე ავდექი და მამას გადავეხვიე. ვიგრძენი მისი სითბო და დიდი სიყვარული ჩემდამი. ის პირველი ნახვის დღიდანვე შემიყვარდა. დიდი ხანი ვისაუბრეთ, მან მანქანით სახლში წამიყვანა და მითხრა, რომ ხვალისთვის გამომივლიდა, ჩემს სახლს მაჩვენებდა და ძმასაც გამაცნობდა. ერთი სული მქონდა ბავშვებს როდის მოვუყვებოდი ამ ყველაფერს. 10 საათი იწყებოდა და გადავწყვიტე მარიამთან წავსულიყავი. ტაქსი გავაჩერე და იქ მალევე მივედი. კარი შევაღე. იქ მარიამი, რატი და საბა იყო. - გამარჯობათ ბავშვებო! ვაიმე ძალიან გახარებული ვარ, როგორ ხართ? - გეტყობა ძალიან გახარებული რომ ხარ. აბა ჩქარა დაყარრეე! (საბა) მე მათ ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი და მათაც ძალიან გაუხარდათ. - ბავშვებო! დღეს ელას აქვს პაემანი და ალბათ მალე აქ იქნება. აი ძალიან მაინტერესებს რა მოხდება. - პაემანი? (საბა) - ჰო რა იყო? (მე) - ჩემთვის არაფერი უთქვამს. (საბა) - მალე მოვა და ყველაფერს მოგვიყვება. მოდით ახლა რაც მისახედია მივხედოთ. დიდი ხანი ვალაგებდით იქაურობას, ბოლოს კი დაქანცულები დავეყარეთ მინდორზე. - ისე ამის მოსუფთავება ჯადოქრობითაც შემეძლო. (მარიამი)
- რაა? გვეღადავები? (რატი) - არა! არ გეღადავებით. უბრალოდ მინდოდა გემუშავათ, ეს არავის აწყენს. (მარიამი) - ვაიმეეეეეე! მარიიაამმ რა გაგვიკეთე ეს. ფუიი მგონი წელი გამიშეშდა. (საბა) - არაფერია, შეეჩვევით! ) (მარიამი) - აუ, ეს გვინდოდა ეხლა ჩვეენ? (მე) - თორე რას მიკეთებთ? (მარიამი) - ხო, კაი, კაი. (მე) ლაყბობის შემდეგ გადავწყვიტეთ დღეს აქ დავრჩენილიყავით, ვისვენებდით როცა ელაც მოვიდა. - აბა ჰეე.. დაიწყე. (მე) - მოკლეედ, ეს მაქსი ისეთი აუტანელი ტიპიც არ ყოფილა, ცოტა ვისეირნეთ და თან მომიყვა, რომ შეყვარებულს დაშორდა და ამიტომაცაა ასე. (ელა) - მოიცა, მოიცა შეყვარებულის ამბებს გიყვებოდა? (მე) - აუ იცი რა საინტერესოდ მიყვებოდა, მეგონა სერიალს ვუყურებდი. (ელა) - აუუ, აუუ ეგ ვინ ყოფილა? იმენა გოგო წაგიყვანა იმისთვის რომ თავისი ყოფილი შეყვარებულის ამბები მოეყოლა. რას არ მოისმენ კაცი. (საბა) - არა, არა მარტო ეგ არ მოუყოლია. ისიც მომიყვა როგორ დაკარგა მან თავისი პატარა და. იმდენი ეძება, მაგრამ ვერ იპოვა. (ელა) - პატარა და? (მე) - ჰო რა იყო? (ელა) - არაფერი, არაფერი. კიდევ რა გითხრა? (მე) ამან ჩამაფიქრა, ნუთუ მაქსია ჩემი უფროსი ძმა. არ არის გამორიცხული მაგრამ ეს ყველაფერი ნამდვილად დამთხვევაა. ელა კიდევ რაღაცეებს ყვებოდა, მაგრამ მე დასაძინებლად წავედი. თვალი დავხუჭე და დილის 9 საათზე მარიამის ხმამ გამაღვიძა. ის ჩუმად მოვიდა ჩემთან და მთხოვა გარეთ გავყოლოდი. - ლიზა, სანამ შენი მეგობრები გაიღვიძებენ, მინდა რაღაც გითხრა. დღეს შენ გაიგებ შენი ძმის ვინაობას, მე მივხვდი რომ მთელი საღამო ამაზე ფიქრობდი და მინდა გითხრა, რომ სანერვიულო არაფერი გაქვს, რადგან შენი ძმა არაჩვეულებრივი ადამიანია. - მარიამ, ალბათ ისიც გეცოდინება, რომ ჩემი ძმა მაქსი მგონია. - ჰო ესეც ვიცი. მაგრამ მე არ ვიცი ვინ არის შენი ძმა, იქნებ საერთოდ არ არის მაქსი შენი ძმა და ის სულ სხვა ადამიანია. - არ არის გამორიცხული. - ამიტომ, ნუ აფორიაქდები. დაწყნარდი და დღეს მამას სახლში გაყევი. მარიამს თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე, ჩემი მეგობრების გაღვიძებას აღარ დაველოდე და სახლში წავედი. სადღაც 4 საათზე ფანჯრიდან მამას მანქანა დავინახე სიხარულით ჩავედი ქვემოთ, მივესალმე და მასთან წავედით სახლში. მალევე სახლთან მივედით და აი უბრალოდ დავიშოკე, ისეთი სახლი იყო გარედან და შიგნიდან რა იქნება წარმომიდგენია. სანამ შიგნით შევიდოდით მამამ მკითხა: - ახლა შენს ძმას გაიცნობ, ხომ არ ნერვიულობ? - არა. ცოტა დაბნეულობა შემეტყო, მაგრამ მაინც ამაყად შევაბიჯე და რასაც ველოდი ის დამხვდა ძლიან მდიდრულად მოწყობილი ჰოლი, სადაც ულამაზესი ავეჯი იდგა. ცოტა ხანი გაოცებისგან ხმას ვერ ვიღებდი, ოცნებებშიც კი წავედი, მაგრამ როცა მამამ მითხრა, რომ აქ დაჯექი და შენს ძმას ახლავე ჩამოვიყვანო გამოვერკვიე. ცოტა ხანს ველოდე და კიბეზე ფეხის ხმაც გავიგონე, ჯერ უკან არ ვიყურებოდი. შემდეგ წამოვდექი შევბრუნდი და: - მაქს? - ლიზა? მამა გაიცანი ეს ჩემი მეგობარია ლიზა! მაქსს ეგონა რომ სახლში ვესტუმრე როგორც მეგობარი. - არა შვილო, შენ ვერ მიმიხვდი. აი ეს არის შენი პატარა დაიკო. - რაა? მაქსს სახე გაუბრწყინდა, ჩემკენ წამოვიდა ხელში ამიყვანა და მაგრად ჩამეხუტა. - რომ იცოდე რამდენი ხანი გეძებეთ ლიზა.. შენ კი სულ ახლოს ყოფილხარ. - ჰოო, მე წარმოდგენაც არ მქონდა ძმა თუ მყავდა და თან ასე ახლოს. მან ისევ გულში ჩამიკრა, შემდეგ ვახშამზე მიმიწვიეს, ბევრი ვისაუბრეთ და დადგა საკითხი თუ სად ვიცხოვრებდი მე, ისევ ელასთან თუ აქ გადმოვიდოდი საცხოვრებლად. - ლიზა შენ უკვე ჩვენი ოჯახის წევრი ხარ, გვარიც უნდა შეიცვალო და მგონი დროა დაიწყო ფიქრი იმაზე გადმოხვალ თუ არა ჩვენთან საცხოვრებლად. (მამა) - დიახ, გვარზე პრობლემა არაა, მაგრამ უკვე ძალიან შევეჩვიე ჩემს მეგობართან ცხოვრებას და არ ვიცი, ამაზე ვიფიქრებ აუცილებლად. (მე) - იმედია ჩვენთან გადმოსვლას გადაწყვეთ, რადგან შენი აქ ყოფნა ამ სახლს ძალიან გაახალისებს. წამო გინდა სახლს დაგათვალიერებინებ? (მაქსი) - დიდი სიამოვნებით! : ) (მე) მაქსმა მეორე სართულზე ამიყვანა, სადაც უამრავი ოთახი იყო. მან ერთ-ერთში შემიყვანა, ის ისეთი ლამაზი იყო. დიდი ლოგინით, თავისი ტელევიზორით, წითელი კაფელით ნაშენი აბაზანით. ეს ყველაფერი სამოთხეს ჰგავდა, ნამდვილ სასახლეს. - ლიზა, თუ შენ ჩვენთან გადმოსვლას გადაწყვეტ, ეს იქნება შენი ოთახი. - მართლაა?? ვაიმე, ძალიან მომწონს. მაქსმა კიდევ რამდენიმე ოთახი მაჩვენა, მაგრამ ,,ჩემი" ყველას სჯობდა. ისინი ძალიან თბილი ადამიანები ჩანდნენ და მგონია, რომ აქ ბედნიერი ვიქნები, მაგრამ უკვე შევეჩვიე ყოველ დილით, ელას სახის დანახვას. ოთახების თვალიერება დავასრულეთ, კიდევ ცოტა ხანს ვისაუბრეთ და სახლისკენ მაქსმა წამიყვანა მანქანით. მანამ სანამ ჩემს სახლამდე მივიდოდით მაქსს ელაზე დავუწყე საუბარი: - მაქს, ელაზე მინდა გკითხო. - მკითხე, გისმენ. - ამ ბოლო დროს ერთად დადიხართ და რამე ხო არ ხდება? მაქსს გაეცინა. - აჰჰ, არა ისეთი აარფერი, უბრალოდ დავმეგობრდით, სასიამოვნო ადამიანია. გუშინ ისე ყურადღებით მისმენდა.. - ჰო, ნამდვილად სასიამოვნო ადამიანია. ანუ უბრალოდ მეგობრები? - ჰო, უბრალოდ!
|