მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მაისი » 18 » Learn To Forgive (11)
2:27 PM
Learn To Forgive (11)


Learn To Forgive 

 

მოთხრობის შემდეგი ნაწილი!

მოთხრობის მკითხველები, ყველა სრულიადში♥
ეს თავი ეძღვნება Irinka✘-ს, მიყვარხარ ჩემი ლამაზი,
 მადლობა რო კითხულობ, მიყვარხარ!♥:*
მაპატიეთ დაგვიანებისთვის! <3
       image image

- კარგი გასართობი ხარ, გავერთობით და გაგიშვებთ :დ (ლუკა)
- მოიცა რას ნიშნავს გაერთობით? (მე)
- ჰააჰ შეეშინდა :დდ (ბუსა)
- რა გინდათ ვერ გავიგე? გამიშვით აქედან, ან აი აქ რატომ მომიყვანეთ მაგას ვერ ვხვდები? (მე)
- მაგას ხვალ გაიგებ აქ რატომ ხარ!! (კატო)
- ახლავე მინდა გავიგო! (მე)
- შენ რა გინდა ეგ არავის აინტერესებს! ხვალამდე მოიცდი და მერე თუ წახვალ მაგასაც ვნახავთ.. (ბუსა)
ძალიან დავიბენი და აღარაფერი ვუპასუხე, რადგან სიტუაციის კიდევ უფრო გამძაფრება არ მინდოდა. ძალიან დამაინტერესა იმან, თუ რატომ ეგონათ მათ რომ მე აქედან არ წავიდოდი. რამდენიმე საათი სიჩუმეში გავატარეთ, შემდეგ კატომ თქვა:
- აბა დროა! (კატო)
ძალიან შევშინდი და წამიერად ვუპასუხე:
- რისი დრო? (მე)
მათ არაფერი მითხრეს, ლუკამ ხელი მომკიდა ამაყენა და გზას გავუდექით, არ ვიცოდი რა საშიშროება მელოდა, სადღაც მივყავდი მათ და არ ვიცოდი უკან ცოცხალი დავბრუნდებოდი თუ არა.. გზას მივუყვებოდით და მალევე ერთ-ერთ საფლავს მივადექით, რომელსაც ეტყობოდა, რომ ძველი იყო და მას არავინ უვლიდა.
Large
 ამ საფლავთან რომ ცოტა ხნით შევყოვნდით მათ ვკითხე:
- გზას აღარ ვაგრძელებთ? (მე)
- უკვე მოვედით! (ბუსა)
- აქ რა გვინდა? (მე)
- მოკეტე რა.. (კატო)
და უცებ გამაჩერეს, სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა რამაც ძალიან შემაშინა. თითქმის 10 წუთი გაუნძრევლად ველოდი რაღაცას, მაგრამ ვერ ვხვდებოდი რას. 10 წუთის შემდეგ შევნიშნე რომ საფლავი განათდა და ყოველ 4 წამში ერთხელ ასე ხდებოდა, ისინი უკან იხევდნენ და მეც მათ მივყვებოდი, საფლავი შეზანზარდა, გაიბზარა, საფლავიდან რაღაც თვალისმჭრელი სხივი ამოვარდა, ძალიან მაღლა ავიდა და ვერაფერს ვხედავდი, გარდა იმისა რომ სხივი თანდათან სხივი ქვემოთ ეშვებოდა და მას ვიღაც ორი არსება მოჰყვებოდა. მე შეშინებულმა ვიკითხე:
- რა ხდება, ვინ არიან ესენი?! (მე)
- აქედან ერთ-ერთი ჩვენი ღმერთია, ხოლო მეორე... (ბუსა)
- მეორე?? (მე)
- მაგას ახლავე გაიგებ.. (ლუკა)
ეს ორი არსება ქვემოთ დაეშვა, მაგრამ მიწაზე დადგეს თუ არა ფეხი გაქრნენ.. მე შევცბი და დაბნეული დავიწყე ყურება თუ სად წავიდნენ ისინი.. უცებ უკნიდან მომესმა ხმა და შეშინებული მივტრიალდი:
- გამარჯობა ლიზა, კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩვენს სამეფოში. მე შენი ღმერთი ვარ ანტონი..
- მე აქ არ უნდა ვიყო და არავითარი ანტონი არ არის ჩემი ღმერთი, ღმერთი მხოლოდ ერთია! (მე)
- ჰო ღმერთი ერთია, და ეს მე ვარ! (ანტონი)
- არა!! ის არის უფალი, რომელსაც თქვენთან კავშირიც არ აქვს, თქვენ ებრძვით მას, თქვენნაირი ეშმაკის მოციქულები!! (მე)
- ოოჰჰ რა აფორიაქებული ხარ გოგონა.. დააწყნარეთ (ანტონი)
მათ ხელები დამიჭირეს, მაჯა გამიმაგრეს და ნემსი მომიახლოვეს, მე კი ვყვიროდი და არავინ მშველოდა.
- გთხოვთ თავი დამანებეთ, არ მჭირდება დაწყნარება, გთხოვთ, გთხოვთ! (მე)
მაგრამ უკვე გვიანი იყო, ნემსის წვერი ჩემს ვენას შეეხო, წამალი თანდათან ჩადიოდა ძარღვებში და მეც დავიძინე.. თვალები დავხუჭე თუ არა მარიამის ხმა გავიგონე:
- ლიზა მე შენთან ვარ, არ შეგეშინდეს.. ანტონს უნდა რომ შენ ერთი ვიღაც გაჩვენოს, ამისთვის მშვიდად უნდა იყო, რადგან ის ადამიანი შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რათქმაუნდა დაიბნევი და გაგიკვირდება ეს ყველაფერი, მაგრამ ანტონი ვისაც გაჩვენებს ის ნამდვილია. მე შენს გვერდით ვარ, თუ რაიმე გაუგებრობაში მოხვდები ჩემი სახელი ახსენე და მე მიგანიშნებ ყველაფერს. ახლა კი შენი გაღვიძების დროა.. და უცებ თვალები გავახილე, ოთახს თვალი შევავლე და ანტონი დავინახე, მას ისეთი საშინელი გარეგნობა ჰქონდა, რომ ყველას შეეშინდებოდა მისი, თან ის ხომ ანტი ქრისტული სამყაროს მეფე იყო. ის თანდათან ჩემკენ მოიწევდა, მე თავი წამოვწიე და მან მითხრა:
- წამოდექი ლიზა! (ანტონი)
მე წამოვდექი და მან მასთან ახლოს მიმიყვანა, ის ისეთი საზარელი შესახედაობის იყო, მასთან ახლოს დგომა საშინელება აღმოჩნდა. 
- თვალებში ჩამხედე! (ანტონი)
მე მას უტეხად გავუსწორე თვალები, და მის თვალებში ლუკას სახე დავინახე..
- მე ახლა შენ ერთ ადამიანს გაჩვენებ, ოღონდ მშვიდად იყავი თორემ შენს მეგობრებს შენს თავს და ტანს ცალ-ცალკე გავუგზავნი. 
მე წარბიც არ შემიხრია, მას თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად.. ლუკას სთხოვა შემოეყვანა ის ვიღაც ვინც უნდა გამეცნო, ამ დროს ჩემს გვერდით მარიამი გაჩნდა
395003_465229503519505_1243548906_n_large
 და მითხრა:
- ანტონმა არ უნდა შემნიშნოს, ამიტომ გეტყვი რომ ახლა იმ ადამიანს ნახავ ვინც ძალიან გიყვარს, არ დაიბნე როცა მის სახეს დაინახავ, არ შეეხო მას და ზედმეტი ემოციები არ გამოხატო, თორემ ანტონი იმ წამსვე მოგკლავს!!!!
მე თავი დავუქნიე მარიამს, ეს ანტონმა შენიშნა და მკითხა:
- რა გჭირს? 
- არაფერი, გამაცნობთ თუ არა? (მე)
- ნუ ჩქარობ! (ანტონი)
ძალიან ვნერვიულობდი, ვნერვიულობდი იმაზე, რომ რაღაც ისეთი იქნებოდა, რაც ძალიან გამაკვირვებდა, სიკვდილი არ მინდოდა მითუმეტეს ამ სექტაში და ანტონის ხელით. დიდი ხანი ველოდეთ, ვცდილობდი ანტონს ნერვიულობა არ შეემჩნია და თავს ვიმშვიდებდი და აი კარი გაიღო, ჯერ ლუკა შემოვიდა შემდეგ კი..... დავიშოკე. ოთახში ლუკა შემოვიდა, მაგრამ აბა ეს ლუკა ვინ იყო რომელმაც აქ მომიყვანა.. მარიამზე დავიწყე ფიქრი და ის იმ წამსვე ჩემთან გაჩნდა, მე ვერ ამოვიღებდი ხმას რადგან ანტონი გაიგონებდა, ამიტომ გულში დავიწყე ლაპარაკი, მარიამს ამ სიტყვების ამოკითხვა შეეძლო ჩემი გულიდან, მე მას კითხვებს ვაძლევდი ის კი მპასუხობდა..
- მარიამ, მითხარი რომელია ნამდვილი ლუკა და საერთოდ აქ რა ხდება?
- შენ ვინც ამ სექტაში მოგიყვანა ის ნამდვილი არ არის მას ანტონმა მისცა ლუკას სახე, ნამდვილი ლუკა ისაა ვისაც ახლა გაგაცნობს ანტონი..
- ძალიან დავიბენი!
- არ შეიმჩნიო!
ამ დროს ანტონმა ლუკას მოჰკიდა ხელი და ჩემთან ახლოს მოიყვანა, ლუკა თვალებს ძლივს ახელდა, მაგრად ნაცემი იყო. მე კი უკვე ყველაფერს მივხვდი, მათ ლუკა როგორც მე ისე დაიჭირეს და აქ გამოკეტეს, მე კი ლუკას ორეული მაშინებდა. ახლა მივხვდი, რომ ლუკა არ მატყუებდა. 
- ლიზა იცანი ვინ არის? (ანტონი)
- დიახ! რა დამართეთ? რა გინდათ საერთოდ?(მე)
- ნუ გეშინია, ამ დღის შემდეგ ერთად იქნებით))(ბუსა)
- მართლა? (მე)
- ჰო მართლა, ოღონდ აქ, ჩვენთან ;დდ (ლუკას ორეული)
- მე აქ დარჩენას არ ვაპირებ, მე და ლუკა აქედან წავალთ!! (მე)
- ოოოჰ, მოინდომა :დ (კატო)
ამ დროს მარიამმა ჩამჩურჩულა:
- ლიზა, რას აკეთებ არ ანერვიულდე, თორემ ანტონი გაკვირდება და თუ რაიმე წინააღმდეგობა შენიშნა არ გაცოცხლებს, დამშვიდდი თქვენ გახვალთ აქედან.
მე თავი დავუქნიე მარიამს, ანტონი რაღაცას ხვდებოდა, ალბათ მარიამის სუნი იგრძნო.. 
ცოტა ხანს ჩუმად ვიყავით, ანტონი თვალებში მიყურებდა, მე კი ვცდილობდი თავი ამერიდებინა მისთვის, შემდეგ მან ბრძანა, რომ ჩავეკეტეთ სადღაც.. ლუკას ორეულმა პიკომ (ასე ეძახდნენ ბუსა და კატო) ლუკა და მე ერთ ოთახში შეგვიყვანა.
Large
 იქ სიბნელე იყო და საერთოდ ვერაფერს ვხედავდით. პიკომ კარი მოგვიკეტა და წავიდა. მე და ლუკა ჩუმად ვიჯექით, ერთმანეთისთვის არაფერი გვითქვამს, მიკვირდა რომ არაფერს ამბობდა, ვეღარ მოვითმინე და მე წამოვიწყე საუბარი:
- ლუკა! 
მან ძლივ ამოილუღლუღა:
- ჰოო... 
- ლუკა, გთხოვ მოიწიე აქეთ, მინდა რომ გელაპარაკო. 
ოთახში არაფერი ჩანდა და ლუკას გაუძნელდებოდა ჩემთან მოსვლა. მე იქვე გვერდით რაღაცას მოვკიდე ხელი, ეს ძველებური სანათი იყო, ბევრი ვეწვალე და ბოლოს ავანთე, ლუკა ძლივს წამოდგა და ჩემკენ ძალიან ნელი ნაბიჯებით დაიწყო წამოსვლა. 
- მოდი აქ დაჯექი.. ლუკა მოდი პირდაპირ გეტყვი რომ ძალიან მენატრებოდი, მე მეგონა რომ ამ სექტაში შენც იყავი რადგან პიკო თუ ვიღაც შენი სახით გამომეცხადა. ის ძალიან ცუდად მექცეოდა და მე ვუთხარი, რომ ძალიან შეცვლილხართქო.
- დაიცა რამე დაგიშავა?
- ისეთი არაფერი. 
- ხომ თქვი, რომ ცუდად მექცეოდაო რა არაფერი?
- კარგი ისეთი არაფერი. ლუკა აქედან თავი უნდა დავაღწიოთ.
- ლიზა შემომხედე რას ვგევარ, იცი რამდენჯერ ვცადე? მაგრამ არაფერი გამომივიდა, ბოლოს აქ მოვკვდები და ეგ იქნება.
- მოიცადე რაა, უნდა ვიბრძოლოთ და აქედან მაინც უნდა გავიდეთ, იმიტომ რომ მე აქ სიკვდილს არ ვაპირებ.
- მოდი დამიჯერე, აქედან ვერ გავალთ და უნდა დაივიწყო ის ცხოვრება რომელიც ამ კედლებს გარეთ გქონდა.
- არა, არა და არა. ჩვენ ერთი ადამიანი დაგვეხმარება აქედან წასვლაში.
მე მას მარიამი გავაცანი, ცოტა შეეშინდა როცა სული დაინახა, მაგრამ როცა მარიამი ნამდვილ ადამიანად გადაიქცა ცოტა დაწყნარდა.
- მარიამი დაგვეხმარება ჩვენ აქედან გასვლაში!
- კი, მაგრამ როგორ? იცით რამდენი ხანი ვცდილობდი აქედან გასვლას? ყველა კუთხე კუნჭული შემოვიარე და გასასვლელი არსაიდან არის. 
- მისმინეთ!! ანტონი ჩემი მტერია, ლიზა ალბათ შენ შენიშნე სამოთხის და ჯოჯოხეთის მსგავსება და განსხვავებები. აი ეს არის ჯოჯოხეთი, რომელსაც ანტონი განაგებს, ის ჩემი დაუძინებელი მტერი იყო და არის ოდითგანვე, რამდენიმე საუკუნის წინ იწინასწარმეტყველეს, რომ მე განვაგებდი სამოთხეს, ანტონი ჯოჯოხეთს, ამ ორ მხარეს შორის იქნებოდა ძალიან ბევრი ომი და დაიღვრებოდა სისხლი. შემდეგ კი დაიბადებოდა გოგონა, რომელსაც მიეცემოდა ძალა იმისა, რომ მას დაემარცხებინა ეშმაკი, რათქმაუნდა თავისი მეგობრების დახმარებით.
- და ეს გოგონა ვინ არის?
- ეს გოგონა შენ ხარ ლიზა!
- რაა? მე დავამარცხებ ეშმაკს? 
- ჰო!
- არა, მარიამ რაღაც შეცდომა იქნება, იმიტომ რომ მე არავითარი ძალა არ მაქვს იმისა, რომ ანტონს მოვერიო.
- მაშინ აქედან ისე ვერ გავალთ!
- აქედან გასვლა თუ ჩემზეა დამოკიდებული მაშინ აქ დავიხოცებით და ეგაა!!!
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 825 | დაამატა: elle♥(M) | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 7
2013-05-21 Spam
kargiaa :*