მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » მარტი » 20 » The Darkest Town (15)
1:38 PM
The Darkest Town (15)
The Darkest Town (15)
"ყველა დასასრულის უკან ახალი დასაწყისია,ყველა შედეგის უკან - ახალი მიზანი...ვიდრე ცოცხალი ხარ იცოცხლე!!! წინ წადი მაშინაც კი,როცა ყველას ჰგონია,რომ დაეცემი...


-ცოცხალია?
-ცოცხალია,უბრალოდ გული წაუვიდა..
-სოფია..ნათან..მოშორდით.. ახლავე გადით ოთახიდან...
სოფია და ნათანი ოთახიდან გავიდნენ,უცნობმა კი ისევ სიბნელეს შეაფარა თავი..ელისმა თვალი გაახილა.. გარშემო სიბნელემ შეაშინა.. რამოდენიმე წამით თვალები ისევ დახუჭა,შემდეგ კი უფრო მშვიდად მიმოავლო ოთახს თვალი..ოთახში არავინ ჩანდა... გარშემო უკუნი სიბნელე ჩამოწოლილიყო.. თუმცა ოთახის ერთი კუთხე განსაკუთრებით ბნელი და რატომღაც შემზარავი იყო..
-აქ არის ვინმე?
ელისი წამოიწია.. ცოტახანს კიდევ ათვალიერებდა ოთახს.. შემდეგ კი წამოდგა... კარებისკენ წავიდა.. 
-სად მიდიხარ? მაინც ვერ გახვალ..(მოისმა სიბნელიდან ხმა)
-ვინ არის აქ?
-მე! (ხმა უფრო გამკაცრდა)
ელისი  ბნელ კუთხეს შეჰყურებდა..თვალი სიბნელეს შეაჩვია და ადამიანის სილუეტი გაარჩია..
-ვინ ხარ? (დუმილის შემდეგ იკითხა ელისმა)
-ის ვარ ვისი მოკვლაც შენ და შენ მეგობრებს გინდათ..
-"ურჩხული" თავითსთვის ჩაილუღლუღა ელისმა,ისე რომ ვერავინ გაიგონა მის გარდა.. არ იცოდა რა გაეკეთებინა..რა ეთქვა..
-ჩემგან რა გინდა?(ძალა მოიკრიბა ელისმა)
-სანამ შენ მოხვიდოდი ჩემ მოსაკლავად,მე მოვედი! სიბნელეში სილუეტი ამოძრავდა...ელისი გაჩუმდა.. ხმა არ იღებდა... საშინელმა გრძნობამ შეიპყრო.. მიხვდა რომ მასთან შედარებით უსუსური იყო.. კარებთან ჩაიკეცა და თავი მუხლებში ჩარგო..
-ის მაინც მითხარი ჯეი როგორ არის?
-ჯერჯერობით კარგად..მაგრამ ელენმა მასთან გართობა მოინდომა და შეიძლება ახლა ცოცხალი არც იყოს..
-გთხოვ.. ჯეი და დენიელი გაუშვი.. ვიცი დენიელიც შენ გყავს.. გთხოვ გაუშვი..მე რაც გინდა ის მიქენი..
-ჰა ჰა ჰა! ამაზრზენი სიცილის ხმა მოისმა ბნელი კუთხიდან.. ელისს ტანში ჟრუანტელმა დაუარა.. 
-ვიცი ჯეი შენი შეყვარებულია,მაგრამ დენიელი? ის ხომ ვამპირია?
ელისმა არ იცოდა რა ეპასუხა.. გასუსული იჯდა კუთხეში და არ ინძრეოდა..
-გეშინია? რა სუსტად სუნთქავ? 
ელისმა უცნობის შეკითხვას არ უპასუხა..კიდევ რამოდენიმე შეკითხვა დაუსვა,მაგრამ პასუხი ისევ არ იყო..
-როგორც ჩანს ჩემთან საუბარი არ გინდა..არაუშავს! ადრე თუ გვიან მაინც მოგიწევს..
უცნობის სილუეტი თითქოს გაქრაო.. ელისი კუთხეს უყურებდა.. მოძრაობა შენიშნა.. სილუეტს თითქოს მიახლოვება უნდოდა მასთან,მაგრამ რამოდენიმე ნაბიჯის გადმოდგმისას უკან ბრუნდებოდა..ამ დროს კარები გაიღო..
-მე ვარ ნათანი.. 
-რა გინდა? (უხეშად გასძახა უკვე ნაცნობმა ხმამ..მაგრამ ამ ხმის პატრონი კი ისევ უცნობი რჩებოდა ელისასთვის)
-მოვკლათ ის ადამიანი?
-არა ჯერ-ჯერობით..მინდა ჩვენმა სტუმარმაც ნახოს იგი..
-კარგი..
-წაიყვანე.. 
ნათანი ელისს მიუახლოვდა.. მკლავში ჩაავლო ხელი და კარისკენ უბიძგა..
-მტკივა!
-გადაიტან!
ნათელ ოთახში გასვლამ ელისს თვალები მოსჭრა..რამოდენიმე წამს დახუჭული ჰქონდა,მოგვიანებით გაახილა და მაშინვე ჯეის მოკრა თვალი,რომელიც ძირს ეგდო და სიკვდილის პირას იყო მისული.. ნათანს ამჯერად მისთვის ხელი გაეშვა.. იგი პირდაპირ ჯეისკენ გაიქცა..
-ჯეი.. ჯეი მიპასუხე..
-ნუ გეშინია ჯერ ცოცხალია..თუმცა გემრიელი სისხლი აქვს და არამგონია გადამირჩეს..(ელენი)
-ელენ გეყოს.. არ მოკლა.. ის ხომ ადამიანია! (დენიელი) ელისმა ახლა შენიშნა დენიელი,რომელიც მეორე კუთხეში ჯაჭვებით იყო მიბმული..ისიც საშინლად გამოიყურებოდა..
-მე ვამპირი ვარ..
-ოდესღაც ხომ შენც იყავი ადამიანი!?
-შენ რა ძმაო ადამიანებისკენ გადახვედი?(ელენა დენიელს,საკუთარ ძმას მიუახლოვდა..თან ისე უყურებდა თითქოს მისი მოკვლა სურდა)
-მას შენთვის არაფერი დაუშავებია და რომც დაეშავებინოს არ უნდა მოკლა,ის ადამიანია!
ელენმა დენიელს სარი გაურჭო..
-როგორც შენ გტკივა.. ისე ვატკენ მასაც..
ოთახში საშინელი მდუმარება ჩამოწვა.. ნათანი და სოფია ერთმანეთს შეჰყურებდნენ.. ელენა თავის ძმას შეჰყურებდა,რომელიც საშინლად იტანჯებოდა.. ალბათ კიდევ დიდხანს რომ გაეგძელებინა მისი წამება მოკვდებოდა.. ელისი ჯეის თავთით იჯდა და ეფერებოდა.. ეძახდა,მაგრამ ხმას არ ცემდა.. ცრემლები უკვე ღაპა-ღუპით მოსდიოდა,რადგან ხვდებოდა რომ მისთვის საყვარელი ადამიანი ჯეი კვდებოდა..
-ელენ გეყოფა! (საოცარი დუმარება დაირღვა)
ოთახში ის უცნობი გამოჩნდა,რომელიც ცოტახნის წინ სიბნელეში იმალებოდა..
"ეს არის ურჩხული?" კითხრა თავის თავს ელისმა.. ისიც ჩვეულებრივი ადამიანივით გამოიყურებოდა.. არაფრით იყო განსხვავებული სხვებისგან... მკაცრი სახე და მკაცრი სახის ნაკვთები..საშინლად ბოხი ხმა.. მისი სიცილი კი არარეალური და ამაზრზენი იყო.. უცნობმა სარი გამოაძრო დენიელს.. და ელენას ხელი გაარტყა..
ელენი წამოდგა.. მისთვის ზედმეტი ხმაც არ გაუცია.. ისევ ისეთი მდუმარება ჩამოწვა ოთახში.. "ურჩხული" ელისს შეჰყურებდა და თვალს არ აშორებდა..
-კვდება? (ჰკითხა ნათანს ჯეიზე)
-შეიძლება მოკვდეს,შეიძლება გადარჩეს! (უპასუხა ნათანმა "ურჩხულის"შეკითხვას)
-გთხოვთ ჯეი გაუშვით... გთხოვთ კვდება.. მას სასწრაფოდ ექიმის დახმარება სჭირდება..ელისმა როგორც იქნა ხმა ამოიღო ამდენი მდუმარების შემდეგ.. თვალები ჩაწითლებოდა და ცრემლები ღაპა-ღუპით მოდიოდა.. თან ჯეის ეფერებოდა თმაზე და ეხვეწებოდა თვალები გაეხილა..
-თითქმის აღარ სუნთქავს გთხოვ! (ელისის მზერა უცნობს, თუ "ურჩხულს" შეჰყურებდა".. როგორც თქვენ გინდათ ისე უწოდეთ მას.. თუმცა ის რატომღაც სულაც არ ჰგავდა ურჩხულს..
-მე ხომ ურჩხული ვარ რატომ მთხოვ ..გგონია შევასრულებ? (მკაცრად უპასუხა)
-ოდესღაც შენც იყავი ადამიანი..
-მე ვიცი როგორც დავეხმარო.. მომეცით ამის საშუალება! (ძლივს სული მოითქვა დენიელმა)
-ჰაჰა.. ენდრიუ რა თქმა უნდა არ ენდობი არა ჩემ ძმას! (ელენი)
-ელენ გაჩუმდი! წამით შეყოვნდა "ურჩხული",სახელად ენდრიუ..
-ნათან გაათავისუფლე დენიელი! (მშვიდად,მაგრამ დამაჯერებლად ბრძანა)
დენიელი გათავისუფლებისთანაე ჯეის და ელისს მიუახლობდა..
-როგორ ხარ ელის? მას შენი სისხლი უნდა..დაიმახსოვრე.. არ უნდა მისცე მას შენი სისხლი! თუ შენ მოკვლას დააპირებს.. სისხლი გამოიდინე..მაშინ შენი სისხლი ვეღარ გამოადგება! (ჩუმად ჰკითხა დენიელმა,ისე რომ სხვამ მათ გარდა ვერავინ გაიგო)
-ეს რა ნიშნავს?
-დამიჯერე რასაც გეუბნევი ისე მოიქეცი..ის დღე გაიხსენე როცა გიამბენე,მე როგორ ვიქეცი ამად....კარგი?
ელისმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია დენიელს..
-დენიელ გადარჩება! (ენდრიუს ხმა გაისმა)
-შეიძლება! ძალიან სუსტად არის! მე დავეხმარები რაც შემიძლია,მაგრამ ექიმმა უნდა ნახოს აუცილებლად!
-კარგი..მაშინ მოშორდი ახლა!
დენიელი ენდრიუს დაემორჩილა.. სამეული: ნათანი,სოფია და ელენი ერთ კუთხეში იდგნენ და თავისთვის ჩუმად ჩურჩულებდნენ.. ელისი არ ინძრეოდა და ჯეის დაჰყურებდა,რომელიც სიკვდილის პირას იყო.. შეიძლება მომკვდარიყო კიდეც.. ენდრიუ მათ თვალს არ აშორებდა.. ვერაგულად შეჰყურებდა ელისს,როგორც ჩანს უკვე მის მოკვლას აპირებდა..
-იცი ძალიან უაზრო სიტუაციაა...შენი მოკვლა მინდა მაგრამ რატომღაც სხვანაირ სიტუაციაში.. მინდა ერთი გასროლით რამოდენიმე კურდღელი მოვკლა..(მიმართა ენდრიუმ ელისს)
-ჩემთვის აზრი არ აქვს მომკლავ თუ არ მომკლავ, ჯეი და დენიელი გაუშვი..
-ჰაჰაჰა! როგორც პირველად  ისევე ამაზრზენად და საშინლად გაიცინა "ურჩხულმა"
-გთხოვ გაუშვი და მე რაც გინდა ის მიქენი!
-მმმ.. დამაინტერესებელი წინადადენაა,მაგრამ არ მიზიდავს მაინცდამაინც..(წამით გაჩუმდა,შემდეგ კი ისე განაგრძო)
-არა..არ მინდა არც დენიელის და არც შენი შეყვარებულის გაშვება..ერთი თვითონ დალევს სულს,მეორეს კი მე მოვკლავ..იცი ელის რა სასიამოვნო გემო აქვს სისხლს...
-შენ ნაგავი ხარ! (ელისის სიტყვების გაგონებისას ენდრიუ გაწითლდა.. )სახეზე კარგად დაეტყო გაბრაზება...და მისკენ გაიქცა.. თუმცა წინ დენიელი ჩაუდგა..
-არ მოკლა!
-შენ ვინღა გდიხარ?! (ენდრიუმ ერთი ხელის კვრით გაისროლა დენიელი გვერდით) ელისს დენიელის გაფრთხილება არ დავიწყდებია და მაშინვე ხელი გაიჭრაა...
-რა გააკეთე? მაშინვე უკან დაიხია ენდრიუმ
-ის რაც უნდა გამეკეთებინა!
-სუსტებთან ბრძოლა გიყვარს მეგობარო?! (ოთახში ელისისათვის ნაცნობი ხმა გაისმა და მისი მზერა ახლა ამ ხმის პატრონს შეჰყურებდა) ენდრიუმ უკან შეიხედა და თვალი სემსა და ბენს მოჰკრა... რომელთა უკან მისთვის უცნობი ვამპირი იდგა...
-საკმვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებული ძმები და ახალი ვამპირი.. რა სასიამოვნოა თქვენი აქ მოსვლა...
-ამდენი ხნის მერე თქვენთან შეხვედრა გამიხარდა.. ახლა შევძლებ შური ვიძიო კიდეც.. (ენდრიუმ ბენს გახედა)
-ელისი უნდა გაუშვა!
-როგორც ჩანს შენც გიყვარს ეს გოგო.. თუმცა სიმართლე გითხრა მომაკვდავი შეყვარებული გჯობია შენ.. (ენდრიუს სიტყვები ვერ მოუთმინა ბენმა და ეცა)
მათი ჩხუბი გაგრძელდა.. ამასობაში სემი და დენიელი სოფიოს,ნათანს და ელენს დაუპირისპირდნენ,ხოლო ქეროლაინმა ელისი და ჯეი წაიყვანა იმ ადგილას,სადაც უსაფრთხოდ იქნებოდნენ..
-სად მიგყავართ ქეროლაინ?
-საავადმყოფოში!
-იქ სემია,ბენი და დენიელი..ჩვენი დახმარება სჭირდებათ..
-ვიცი მიგიყვანთ და უკან დავბრუნდები!
-მეც უნდა წამოგყვე!
-არა... შენ აქ დარჩები.. ბენმა მთხოვა..
-არაა ქეროლაინ! (ქეროლაინი წამებში გაქრა.. )
-როგორ ხარ ელის? (ექიმი გვერდით მოუდგა და მხარზე ხელი დაადო)
-მადლობ კარგად მე არაფერი მჭირს.. ჯეია ცუდად.. (ექიმის ხელი მოიშორა და ჰოლის გასასვლელისკენ გაიქცა) ელისი უკან მოუხედავად გარბოდა იმ ადგილისაკენ.. მირბოდა რაც ძალი და ღონე ჰქონდა.. თან საშინელი გრძნობა ახრჩობდა.. ეშინოდა რომელიმე მათგანი არ დაშავებულიყო.. თვალი მოკრა ნაცნობ ადგილს და ახლა უფრო მეტი სიჩქარით გაიქცა მისკენ.. სახლის კარები შეაღო და დაბლა სართულისკენ წავიდა.. კიბეები ფეხაკრეფით ჩაიარა,რადგან შეიძლებოდა ჩამტყდარიყო...

ბავშვებო მოთხრობა დასასრულს უახლოვდება,ალბათ ორ თავში დამთავრდება.. ან 3-ში.. ბოლო თავები მაინც შემიფასეთ და დამიკომენტარეთ.. იმედი მაქვს კარგი გამოვიდა.. მგონია რომ ცუდი არ უნდა იყოს.. აბა თქვენ იცით.. იცოდეთ 10 ან მეტი კომი თუ არ მოგროვდა დასასრულს ვერ ეღირსებით და ვერც იმას გაიგებთ ვისთან დარჩება ელისი!♥
MissMartina
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 802 | დაამატა: MissMiller♡ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 8
2013-03-18 Spam
Mari - 1ami, hoho biggrin is simgera :d