მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » თებერვალი » 10 » The Darkest Town (10)
10:03 PM
The Darkest Town (10)
The Darkest Tow(10)
♥ახალი მოთხრობა საიტზე♥
♥დიდი იმედი მაქვს რომ მოგეწონებათ♥
მადლობა იმისათვის რომ საშუალებას მაძლევთ
გავაგრძელო და მამხნევებთ თქვენი კომენტარებით
♥ნახეთ და დააკომენტარეთ♥

- არ მოგცემ ელისის გამოყენების უფლებას.. ვიცი შენ რაც გინდა..
-სემ ყოველთვის ცუდი არ უნდა იფიქრო ძმაო..
-მე შენი ძმა არ ვარ..
-კარგი იქნებოდა ეგრე ყოფილიყო,მაგრამ რა ვქნათ..
-ბენ სერიოზულად გეუბნევი..
-მეც სერიოზულად გეუბნევი მე ელისი მიყვარს და მხოლოდ მისი თხოვნის გამო არ გკლავ..
-რა?
-ჰო ჩემდა სამწუხაროდ და შენდა საბედნიეროდ მთხოვა არ მოკლაო,რადგან ჩემი მეგობარიაო და ძალიან მიყვარს..
-კარგი! მაგრამ მაინც იცოდე თვალს გადევნებ!..
-სემ რა იდიოტი ხარ!.. (ბენმა სემს მხარი გაჰკრა და ოთახი დატოვა)
სემიც მაშინვე გაჰყვა უკან..
-ახლა რაღა გინდა სემ? რა დაგიშავე? იქნებ გამახსენო!
-გაიხსენე ის წელი,როცა მეგანი მოკალი.
სემი ბენს დაშორდა და სკოლის მიმარტულებით წავიდა.. ხოლო ბენი იქვე კაფეში ჩამოჯდა და მოგონებებში,წასრულში გადაფრინდა...

1921 წლის 12 აპრილი..
-ვან აკრენების ოჯახი მოდის და ხომ გითხარით ყველაფერი წესრიგში უნდა იყოს მეთქი (გაცოფებული დიასახლისის ყვირილს გაჰქონდა იქაურობა) სურდა სტუმრებს განსაკუთრებულად კარგად დახვედროდა..
-კარგი რა დე რა გაყვირებს.. (ოთახში ბენი შემოვიდა)
დიასახლისმა შვილს თბილად გაუღიმა და მიუახლოვდა.. გაბრაზება დაიოკა და შვილს უპასუხა..
-ვან აკნერებ ჩვენ შტატში ყველა იცნობს..ახლა კი ისინი ჩვენთან მოდიან და ჩვენც სათანადოდ უნდა დავხდეთ..(დედამ შვილს ლოყაზე მოუალერსა)
-აქ რა ხდება უჩემოდ? (სემი დედას მიუახლოვდა და ხელზე ეამბორა)
-როდისთვის მოდიან?
-დაახლოებით საათ-ნახევარში აქ იქნებია..
-კარგი მაშინ მე გასეირნებას მოვასწრებ..(სემმა ოთახი დატოვა)
რამოდენიმე წუთის შემდეგ მას ბენიც დაედევნა,თუმცა მანამ დედას დაემშვიდობა..
ძმებმა იქამდე ისეირნეს სანამ დრო არ მოვიდა სტუმრების მოსვლისა.. სახლში რამოდენიმე წუთის მისულები იყვნენ როდესაც ეზოში სტუმრები გამოჩნდნენ.. ეს იყო შუახნის სრული კაცი,რომელიც სილამაზით სულაც არ გამოირჩეოდა.. მისი ცოლი დაახლოებით 45 წლის იქნებოდა,თუმცა უკვე დაბერებულიყო და მისი შეხედვა შეგზარავდა.. მათი შვილი კი მათგან განსხვავებით ძალიან ლამაზი იყო..ისეთი რომ თვალს ვერ მოწყვეტდი..
-სემ მოგეწონა? (ბენი)
-რატო მეკითხები?
-რაღაც სხვანაირად უყურებ..(სემმა თავისთვის გაიღიმა და დედასკენ წავიდა.. რომელიც სტუმრებს ეგებებოდა..)
-მობრძანდით..(დიასახლისმა სასტუმრო ოთახში შეიპატიჟა სტუმარები)
-უკაცრავად შეიძლება ბარგი ჩემ ოთახში აიტანონ? (გოგომ როგორც იქნა ხმა ამოიღო ის)
-ახლავე დაუძახებ მსახურებს!
-არა დედა მოიცა! მე დავეხმარები! (სემი ფეხზე წამოდგა..გოგოს თავი დაუკრა და ბარგს მოკიდა ხელი)
-კარგი,როგორც შენ გინდა..(ელიზაბეტი სკამზე ჩამოჯდა და სტუმრებთან საუბარი განაგრძო)
სემი და ის გოგო კი მეორე სართულზე ავიდნენ..
-აი ეს იქნება შენი ოთახი..
-მადლობა..შენი სახელი?
-სემი..
-მე ბლეიკი ვარ.. ბლეიკ ვან აკნერი..
-სასიამოვნოა ბლეიკ..
-ჩემთვისაც..მომწონს ეს ქალაქი..
-აქ პირველად ხარ? (სემი)
-პირველად,მაგრამ მგონია რომ აქ დიდხანს დავრჩები,რადგან როგორც გითხარი ძალიან მომეწონა ფორსკი..(ბლეიკი)
-ფორსკი სულაც არ არის კარგი ქალაქი,უბრალოდ აქ ცხოვრება საინტერესოა,რადგან უამრავი საიდუმლო ინახება და ამავროულად ჩვენი ქალაქი ვამირების ლეგენდის ნაწილს წარმოადგენს..(სემი)
-მე ვამპირები ძალიან მიყვარს..(ბლეიკი)
-საინტერესოა და რომელიმე მათგანს თუ შეხვედრიხარ?
-კი.. ბლეიკმა მაცდურად გაუღიმა..მის სახეზე ახლა ვერაფერს ამოიკითხავდი..
-მე კი რატომღაც არ მჯერა ვამპირებს..
-ჯობს დაიჯერო..
ბლეიკმა ოთახი დატოვა და კიბეზე ნელა დაეშვა.. მისი მშობლები და მასპინძლები უკვე სასადილო ოთახში იყვნენ..
-აი ბლეიკი და სემი! ახლა ვაპირებდი მსახურისთვის თქვენი დაძახება დამევალებინა..(ელიზაბეტი)
-ხო და ახლა აღარ არის საჭირო..(ბენი)
სემმა და ბლეიკმა თავისი კუთვნილი ადგილები დაიკავეს და ვახშამი დაიწყო...

1921 წლის 22 აპრილი
-გიხარია რო ვრჩები? (ბლეიკი და სემი ოთახში მარტო იყვნენ)
ბლეიკი ახლა მათთან რჩებოდა საცხოვრებლად..
-კი მიხარია..
-მეც.. (ბლეიკმა სემს გაიღიმა)რამოდენიმე წამს თვალებში უყურებდა.
-ახლა მარტო ვართ და არ გინდა ?? (ბლეიკი მაცდურად შეჰყურებდა სემს)
სემმა კი მისი სურვილი ვერ დაძლია და ბლეიკს აკოცა..

1921 წლის 31 მაისი
-ეს როგორ გაბედე? (სემმა ბენს ძლიერად დაარტყა სახეში..)
-კარგი რა ძმაო.. ბლეიკის გამო მეჩხუბები? ის გარყვნილი არსებაა..
-ბლეიკზე ასე ნუ ლაპარაკობ! მე ის მიყვარს,როგორ გაბედე მასთან დაწოლა.. (სემმა კიდევ ერთხელ უთავაზა ძმას სახეში)
ახლა მასზე ისე იყო გაბრაზებული რომ თავს ვერ იკავდებდა.. ძალიან,ძლიერად უნდოდა მისი მოკვლა..
თუმცა ამჯერად არ აპატია ძმას დარტყვა და თვითონაც ძლიერად შეუბრინა ხელი..
-ბლეიკი გარყვნილი არსებაა! იგი პირველივე შემხვდრთან წვება.. გახსოვს იმ დღეს როცა აქ ჩამოვიდნენ, იმ ღამესვე ჩაგიწვა ლოგინში..
-ბენ გაჩუმდი თორე ჩემი ხელით მოგკლავ..(ბენის სიტყვები კიდევ უფრო უშლიდა ნერვებს სემს..)
-არ გავჩუმდები.. არ მინდა იმ გარყვნილის გამო გეჩხუბო.. იცი რა შენ ოთახში შიშველი გოგო რო შემოვიდეს,რას უზვ? უკან გააბრუნებ?
-იტყუები! შენი დანახვაც აღარ მინდა.. უბრალოდ იცოდე ჩვენ შორის ურთიერთობა აღარასოდეს დალაგდება..(სემმა ტანისამოსი გაისუფთავა და ძმას მოშორდა)
-ძუკნა! (ჩაილაპრაკა თავისთვის ბენმა და სახლისკენ წავიდა)

თანამედროვე დრო

-როგორც ჩანს გაიხსენე.. (სემი)
-გავიხსენე თუმცა ეს ჩემი ბრალი არ იყო..ის ძუკნა იყო..
-ბენ!
-რაიყო ახლაც გიყვარს?
-არა,მაგრამ მიყვარდა ოდესღაც..
-მაგრამ ის ამაზრზენი არსება იყო..ვამპირი.. მიუხედავად სილამაზისა,მაინც ვერ მოიხიბლებოდი მისით როგორც ელისით ვარ მოხიბლული..
რამოდენიმე წმს ძმებს შორის სიჩუმე ჩამოვარდა.. ორივე ვისკის სვავდა და ერტმანეთს შეჰყურებდნენ..
-სემ მინდა კიდევ ერთი რაღაც გითხრა!
-მორიგი აღსარება?
-მე მოვკალი ბლეიკი!
ბენის სიტყვებმა დიდი გავლენა მოახდინა სემზე.. გაკვირვებული შეჰყურებდა..ვერასოდეს იფიქრებდა რომ ეს მისმა საკუთარმა ძმამ გაუკეთა..
-ეს რატომ ჩაიდინე? (სემის სახე სიბრაზემ მოიცვაა)
-იმიტომ რომ თვითონ ცდილობდა მოკვლას...
-მისი გვამი სად წაიღე?
-გინდა ნახო!? 
-მინდა! (სემი წარბებ-შეკრული შეჰყურებდა თავის ძმას)
-კარგი მაშინ წავიდეთ..დუმილის შემდეგ ბენი წამოდგა და ძმას ანიშნა უკან გაჰყოლოდა.. სემიც სწრაფად აედევნა..ძმები ტყის ყველაზე ღრმა ნაწილში შევიდნენ.. 
-დიდხანს უნდა ვიაროთ კიდევ?
-არ ისე მოვედით!(ბენმა გამოქვაბულზე მიუთითა..)
-პირველი შედი ძამიკო..(ბენი)
ამჯერად სემი წავიდა წინ.. დაახლოებით 50 ნაბიჯი გაიარეს და დარბაზში აღმოჩნდნენ.. 
-ეს რა ადგილია ბენ?
-ადრე აქ მსხვერპლშეწირვა ხდებოდა..დარწმუნნებული ხარ? კიდე გინდა იმ ძუკნას ნახვა..
სემმა ძმას არაფერი უთხრა..უბრალოდ თავი დაუქნია..ბენი კი კედელს მიაწვა და საიდუმლო ოთახი გამოჩნდა,რომელშიც კუბო იდგა..
-აი იქაა.. (ბემა კუბოზე მიუთითა)
-მე მაგ ძუკნას დანახვა აღარ მინდა.ამიტომ არ შემოვალ!.
ბენი უხმოდ შევიდა და კუბოს თავი ახადა..რამოდენიმე წამს გაკვირვებული ჩაჰყურებდა კუბოს..მერე კი ბენს მიუბრუნდა..
-რა გჭირს? რატო გაფითრდი?
-ის კუბოში არაა..(ბენს ტანში თითქოს ჟრუანტელმა დაუარა..წამით გაყუჩდა,გაჩუმდა და შემდეგ ხმამაღლა იყვირა..)
-ელისი!
-ელისი? (ბენს სახეზე გაურკვევლობა დაეტყო.. ვერ ხვდებოდა თუ რა ხდებოდა მის გარშემო)
-ის თუ ვინმემ გააცოცხლა პირველ რიგში ჩემზე იძიებს შურს...
-რა? ე.ი ელისი საფრთხეშია.. (სემი)
იმ წამსვე ძმებმა ელვის სისწრაფით დატოვეს გამოქვაბული გასცდნენ ტყეს და ელისის სახლის მიმართულებით დაადგნენ გზას..

ბევრს ვერაფერს ვიტყვი იმედი მაქვს მოგეწონებათ.. შემიფასეთ..ხო ხედავთ რა მალე დავდე :დ.. იცოდეთ რომ ძალიან <3 მიყვარხართ! <3
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 709 | დაამატა: MissMiller♡ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 6