მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » თებერვალი » 8 » The Darkest Town (9)
3:51 PM
The Darkest Town (9)
The Darkest Town (9)
♥ახალი მოთხრობა საიტზე♥
♥დიდი იმედი მაქვს რომ მოგეწონებათ♥
მადლობა იმისათვის რომ საშუალებას მაძლევთ
გავაგრძელო და მამხნევებთ თქვენი კომენტარებით
♥ნახეთ და დააკომენტარეთ♥

-არაფერი არ დაუშავებია.. ბენ გთხოვ ჩამეხუტე...
-მიყვარხარ!
-მეც მიყვარხარ!
-კარგად ელის.. (დენიელი გაქრა..)
ელისი ბენს არ შორდებოდა...ცდილობდა ძლიერად მოეჭირა ხელები და არსად გაეშვა ბენი..გრძნობდა რომ მისი გული ნელ-ნელა ისევ აღდგებოდა და ბოლოს შეხორცდებოდა,რადგან მან სიყვარული,ნამდვილი სიყვარული იპოვა.. თუმცა მან არ იცოდა,რომ ამ სიყვარულის შესანარჩუნებლად დიდი ომის მოგება მოუწევდა..ომის რომელშიც წესები არ იარსებებდა..

* * * * *

ყოველთვის როცა გგონია,რომ ყველაფერი კარგადაა და ეს ბედნიერება გაგრძელდება იქამდე,სანამ ღმერთი არ მიგვიხმობს მასთან..
თუმცა არიან არსებები რომლებიც მხოლოდ ეშმაკს ემორჩილებიან და არ გააჩნიათ ისეთი ჰუმანური შეგრძნებები,როგორიც ჩვენ ადამიანებს..
ვამპირები? ისინი გარეგნულად ჩვენგან არ გასხვავდებიან,თუმცა ხის არსებები არიან,რომელთაც ის კლავთ რისგანაც შეიქმნენ..
ისინი თეთრი და ყინულივით ცივი არსებები არიან.. მათთვის არ არსებობს ადამიანური სითბო..მათ გული არ გააჩნიათ..
ადამიანს არ შეუძლია გაექცეს ჰუმანურობას,ისინი კი პირიქით არიან.. გაურბიან და თან ისე გაურბიან რომ ყოველგვარი ჰუმანური იცვლება და ისინი საშინელ,მკვლელ და ცივ სისხლიან არსებებად იქცევიან..
* * * * *
თბილი ნიავი ქროდა..გზაზე მარტო მომავალს ნიავი თმებს უწეწავდა და რაღაც მომაჯადოებელ,არაამქვეყნიურ სილამაზეს მატებდა.. იგი არაფერზე ფიქრობდა..თავს გრძნობდა ისე როგორც ჩიტი,რომელსაც გალიიდან გაუშვებ.. ბედნიერი იყო და ამის დამალვა არ შეეძლო!.. თუმცა მარტო რატო იყო? როცა ბედნიერიხარ ამის მიზეზიც უნდა გქონდეს..გზაზე მომავალი ფიქრობდა,იმაზე თუ როგორ მიიღებდნენ.. და დიდი იმედი ჰქონდა შურისძიებისა,რომელიც ძალიან მალე ყველას თავს დაატყდებოდა..

* * * * *
-ქეროლაინ უკვე მომაბეზრებელია ამდენი წვეულებები..
-კარგი რა ელის! თან ეს წვეულება შენ და ბენს მოგეძღვნებათ...და კიდევ სიყვარულის დღეს..
ქეროლაინი და ელისი სკოლის დერეფანში მიდიოდნენ და საკმაოდ ხმამაღლა დავოდბნენ.. ერთი წვეულება უნდოდა,მეორეს- კი არა...
-ქეროლაინ უაზრობაა! ქალაქი წვეულებების ქალაქად გადაიქცა და ალბათ მალე სახელსაც კი შეუცვლიან ამის გამო.. "BiG ParTY TowN" - კარგი სახელია არა?
-ელის ფულს გიხდიან ირონიაში?
-არა..სამწუხაროდ არა.. (ელისმა ქეროლაინს გაუღიმა,მან კი სერიოზული სახე მიაპყრო..)
-აბა გოგოები რას შვრებით?(ვანესა უცებ მათ წინ გაჩნდა)
-შენ დაიკოს ვერ გავაგებინე რომ ფართის გამართვა აუცილებელია..
-ე.ი მას ფართი არ უნდა? არაუშავს მოუნდება.. იქ ხომ ბენიც იქნება..
-მე შემიძლია ბენი ისევეც ვნახო,წვეულების გარდა..
-კარგი რაა ქეროლაინ ამას არ მოუსმინო.. მე დაგეხმარები..
-კარგია..(ქეროლაინმა ვანესას გაუღიმა და შემდეგ ორივემ დატოვა სკოლა)
რამოდენიმე წუთის განმავლობაში ელისს იმ ადგილიდან ფეხი არ მოუცვლია.. ცოტახანს ფიქრობდა,მერე კი გოგოებს დაედევნა..
-მოკლედ დღეს 12 თებერვალია.. ორი დღე გვაქვს წვეულებამდე ვანესა..ჩვენ კი ყველაფერი უნდა მოვაწროთ..
-ქალაქი მოვიარე.. თქვენ გეძებდით.. (ელისი სკამზე ჩამოჯდა) მართლაც ძალიან იყო დაღლილი, ღრმად სუნთქავდა..
-სად ირბინე? (ქეროლაინი)
-არსად..გამოგეკიდეთ მარა ვერ გიპოვეთ დაა..
-გასაგებია.. 
-ქეროლაინ! ვანესა! მინდა დაგეხმაროთ წვეულების მოწყობაში.. რავი რამეში გჭირდებით?
-რა თქმა უნდა! (ქერათმიანმა და ნესამ ერთად უპასუხეს)

* * * * *
14th February

სიყვარულის დღეც დადგა.. ეს დღე ყველას თავისებურად უხაროდა,და ამავდროულად ყველა ელოდა საჩუქარს საყვარელი ადამიანისაგან.. თუმცა აიყვნენე ისეთებიც,რომლებისთვისაც ამ დღეს არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდათ,რომელთაც სიცოცხლე მხოლოდ იმის გამო არ უნდოდათ,რომ ფარხმალი ნაადრევად დაჰყარეს..ზოგი ფიქრობს რომ ეს უაზრობაა და სანამ სიცოცხლე არსებობს და სანამ ღემრთი გართობის უფლებას გვაძლევს,ჩვენ ეს დრო უქმად არ უნდა დავკარგოთ..
-ელის მზად ხარ? ქეროლაინი უკვე წვეულებაზეა..
-მზად ვარ,მაგრამ მირჩევნია ბენს დავურეკო და იმან წამომიყვანოს.. მეთიუ დანახვა არ მინდა..
-კარგი რა მეთიუმ რამე დაგიშავა?
-არაფერი.. ჩემთვის სრულიადაც არაფერი დაუშავებია.. თუმცა
 შენ გული გატკინა..
-კარგი რა დაივიწყე!
-ვერ დავივიწყებ.. მას რომ ვხედავ ყველაფერი მზიზღდება!
-და შენ თვითონ ვამპირი რო გიყვარს? არსება რომელსაც შეუძლიან ჩვენი თაობა სრულიად გაწყვიტოს..
ელისს ვანესასთვის არაფერი უპასუხია...ნესა აპირებდა კიდე რაღაც ეთქვა,მაგრამ ზარის ხმა გაისმა..ნესა კარების გასაღებად გავიდა..მის წინ მეთიუ იდგა ჩანთას დაავლო ხელი და ისე გაჰყვა,მას თითქოს არაფერი მომხდარიყოს.. ელისისთვის ყურადღებაც კი არ მიქცევია..
დის სიტყვებმა გული საკმაოდ ატკინა..იფიქრა აჯობებდა იმ წვეულებაზე აღარ წასულიყო,თუმცა ბენს მაინც დაურეკა და თხოვა მისთვის გამოევლო..
-რა გჭირს? მგონია რაღაცაზე ნაწყენი უნდა იყო..თუ ვიღაცაზე?
-არავიზე არ ვარ ნაწყენი,უბრალოდ დავიღალე ამ უაზრო საღამოებით..
-ე.ი წავიდეთ?
-წავიდეთ.. (როგორც იქნა ელისის წარბშეკრული სახე ღიმილმა დაამშვენა..ისეთმა ღიმილმა,რომლითაც ყველას აჯადოებდა..)
-ბენ წვეულებისთვის შენ სახლს ვრთვადით და შენ აქამდე სად ცხოვრობდი? (დროის გასაყვანად ჰკითხა ბენს ელისმა.. თუმცა არა
მარტო ამისთვის,მას ეს ნამდვილად აინტერესებდა)
-ცოტახნით ჩემ ძმასთან სასტუმროში მომიწია დარჩენა..
-გასაგებია! იმედია მორიგი უთანხმოება თქვენ შორის არ იყო..
-არა,ამჯერად გადამირჩა..
-ბენ კარგი რა! ის ჩემი მეგობარია და ძალიან მიყვარს..
-მოვედით როგორც იქნა! ჩვენ ქერათმიან გოგოს კარგად უმუშავია..მუქი და ნატელი ფერების კარგი შეხამება..რომანტიკული სიმღერა.. ყველაფერია იმისთვის რო გააერთო..
-ჰო მართლაც..
-თუმცა ელის შენ ყველაზე და ყველაფერზე ლამაზი ხარ..
-მადლობ ბენ.. (ბენის სიტყვებმა ელისს განსაკუთრებით იმოქმედა.. თითქოს სიწითლემაც წამოუარაო,მაგრამ თავი ამაყად დაიჭირა და ბენს გაუწოდა ხელი)
-როგორც იქნა მოხვედით!..(ქეროლაინი ბენსა და ელისს შეეგება..)
-სად იყავით აქამდე?
-მე დაგტოვებთ.. (ბენი ბარისკენ წავიდა და დასალევი აიღო)
იგი ელისს თვალს არ აშორებდა.. ელისი კი ქეროლაინს ელაპარაკებოდა,თუმცა ხანდახან მასაც გაურბოდა თვალი ბენისკენ..
ფიქრობდა რომ ეს საქციელი ძალიან უცნაური იყო,მაგრამ ბენი ხომ თითქმის მისი შეყვარებული იყო..თან აქ წვეულებაზე ბევრი ლამაზი გოგო იყო, ის კი არ აპირებდა ბენი ვინმესთვის დაეთმო,რადგან იგი ყველასგან განსხვავებული და განსაკუთრებული არსება იყო,რომელიც უკვე ისე შეყვარებოდა,როგორც ეშმაკს სობოროტე..ან კიდევ ღმერთს სიკეთე.. ან როგორც პატარა ბავშვს უყვარს მამიკო,რომელსაც მისთვის ტკბილი კანფეტები მოაქვს..
ქეროლაინი საუბარს აგრძელებდა,მაგრამ ელისი უკვე აღარ უსმენდა.. ის მხოლოდ ბენს უყურებდა,თითქოს პირველად დაინახა..
 
 
-ელის მისმენ?
-მაპატიე მაგრამ ერთი სიტყვაც კი არ გამიგონია..
-კარგი არაუშავს.. სხვა დროს მოგიყვები..
-მემგონი ქეროლაინთან საუბარს მორჩით შენ და ქერათმიანი ბარბი..
-ხო თუმცა..
-თუმცა ერთი სიტყვაც არ გაგია.. (ბენმა გააგრძელა) -ელის ხანდახან მაინც გახსოვდეს მე ვამპირი ვარ და ყველაფერი კარგად მესმის.. 
-ზოგ ვამპირს არ ესმის..
-მართალია,მაგრამ ეს ჩემი ნიჭია..
-კარგია თუ რაიმე ნიჭი გაგაჩნია..
-ელის მე კარგადაც ვცეკვავ.. თუ გინდა გაჩვენებ.. ვიცეკვოთ? (ბენმა ელისს ხელი გაუწოდა.. თავისი ნაზი ხელით ბენს შეეხო და ცეკვა დაიწყეს..)
-წამოდი გარეთ გავიდეთ..
წვეულება დატოვეს და ჰაერზე გაისეირნეს..
-ელის!
-გისმენ!
-მინდა რაღაც მოგცე,რომელიც ჩვენი სიყვარულის ნიშნად სამუდამოდ დაგრჩება..
-ბენ რას გულისხმობ? მაშინებ?
ბენმა ელისს თმა გადაუწია და შუბლზე აკოცა..
-ვგრძნობ რომ საფრთხე ახლოსაა და მინდა რომ დაგიცვა,შეიძლება ამ ბრძოლას შევეწირო კიდეც,მაგრამ მინდა იცოდე რომ მე შენ მიყვარხარ და სამუდამოდ მეყვარები.. მთელი ამ სიტყვის მნიშვნელობით.. "სამუდამოდ" ეს სიტყვა ძალიან ბევრს ნიშნავს.. იგი მარადისობას აღნიშნავს..რომელსაც თვით ღმერთიც კი ვერ ერევა..
-გთხოვ ასე ნუ ლაპარაკობ ბენ! მე შენ მიყვარხარ! შენ დაკარგვას ვერ გადავიტან!
-ელის არ იტირო გთხოვ! 
ბენმა ელისი გულში ჩაიკრა.. თმაზე ხელს ნაზად უსვამდა და დროგამოშვებით კოცნიდა..
-ელის ნუ ტირი! მიყვარხარ.. სამუდამოდ მეყვარები,მაგრამ ეს ბრძოლა დაუნდობელი იქნება..მასში წესები არ იარესებებს.. და ჩვენც ძალიან ცოტა ვართ..ამიტომ გამარჯვების ნაკლები შანსია..
-ასეთ რაღაცეებს ნუ ლაპარაკობ უბრალოდ მითხარი რო გიყვარვარ!
-ელის მიყვარხარ! მთელი ჩემი არსებით..
-ბენ მიყვარხარ!..
-მეც მიყვარხარ... 
რამოდენიმე წუთის განმავლობაშიბენი ელისს თვალს არ აშორებდა და თან ამავდროულად თბილად უღიმოდა..
-მემგონი დროა დავბრუნდეთ,თორე ქეროლაინი გაბრაზდება..
-ეს სიყვარულის დღეა და მინდა შენთან გავატარო..
ბენმა ელისს ძლიერად ჩასჭიდა ხელი..
-არ გამიშვა.. მინდა ერთ ადგილას წაგიყვანო.სადაც ვერავინ დაგვინახავს..
ელისმა თვალები დახუჭა და ბენს მიეკრა.. ბენი კი რამოდენიმე წამში,სახლის სახურავზე გაჩნდა..
-ლამაზია!
-ჰოო!
მართლაც მათ წინ შესანიშნავი სურათი გადაიშალა.. მთვარე განსაკუთრებით დიდი მოჩანდა ამ საღამოს.. ღრუბები არსად ჩანდნენ და ცას ვარსკვლავები აკაშკაშებდნენ.. შორიდან მოისმოდა ცხოველების ხმები,რომელიც ამ გარემოს შესაფერს იდუმალებას და სილამაზეს მატებდა..სახლებში შუქი ნელ-ნელა ქვრებოდა,მაგრამ იქ სადაც ახლა იყვნენ ჯერ ძილი არ სურდათ.. დაბლიდან მოისმოდა იმ ახალგაზრდების ჟრიამული,რომლებმაც ახლა დაიწყეს ცხოვრება..როგორც იქნა მუსიკასაც მისცეს საშუალება,როგორმე მიეღწია შეყვარებულ წყვილამდე..
ნაზი,ჰარმონიული მუსიკა ერწყმოდა,ამ ლამაზ,მაგრამ საკმაოდ იდუმალ გარემოს..
-ბენ ძალიან მომწონს აქ ყოფნა!
-მე ყოველთვის მიყვარდა აქ ამოსვლა.. როცა ვინმესთან ვიჩხუბებდი,ან როცა შეყვარებული ვიყავი,თუმცა ნამდვილი სიყვარული არცერთი მათგანი არ ყოფილა..
-ვამპირი რო გახდი პირველი რა გააკეთე?
-არაფერი..ვცდილობდი თავი როგორმე მომეკლა,სისხლის არ ვსვავდი,მაგრამ იმუნიტეტი გამომიმუშავდა და გადავრჩი...
-მზეზე ჩვეულებრივად შეგიძლია სიარული?
-კი..ესეც ჩემი ერთგავი ნიჭია..
-ვამპირად როგორ გადაიქეცი? (ბენი უცებ ჩაფირდა)
დიდიხნის ყოყმანის შემდეგ კი ელის უთხრა..
-ეს დღე სიყვარულზეა და ეს წვეულებაც ჩვენ გვეძღვნება და ჯობია გავერთოთ...ცოტახნით დაივიწყე ის რომ ვამპირი ვარ..
-მართალია თემა შეცვალე და არ მეუბნევი,მაგრამ არაუშავს.. ამჯერად მართალი ხარ...
ელისმა და ბენმა საუბარი შეწყვიტეს.. დიდხანს დაახლოებით ერთი საათი ჩუმად იყვნენ და ფიქრობდნენ.. ხანდახან ორივე გააპარებდა ხოლმე თვალს თავის გვერდით მჯდომისაკენ..ხდებოდა როცა მათი თვალები ერტმანეთს შეხვდებოდა..ის ღამე ორივესთვის სამახსოვროდ ჩაიბეჭდა მათ მეხსიერებაში.. იმ წუთებში ელისი გრძნობდა რომ ბედნიერება იპოვა და ახლა მხოლოდ იმით ტკბებოდა,რომ მთის წვერში მოექცა,სადაც მასთან ერთად ბენიც იყო..ბენმა კი დაივიწყა..ცოტახნით დავიწყა რომ ვამპირი იყო..თითქოს მის ძარღვევბში ცოცხალი ადამიანის სისხლი ამოძრავდა..სწრაფად სუნთქავდა და უხაროდა...მან პირველად იგრძნო თუ რას ნიშნავდა ნამდვილი გრძნობა,რომელიც ერთ პიროვნებას შეიძლება გაუჩნდეს მეორეს მიმართ..

ბოდიშს გიხდით რომ ამდენი ხანი ვერ დავდე,უბრალოდ ძალიან დამღლელი და მოუწესრიგებელი კვირა იყო.. დიდი იმედი მაქვს რომ ეს თავი თქვენ მოწონებსა დაიმსახურეს.. ველი კრიტიკასაც,რადგან ვიცი რომ კარგად ვერ ვწერ.. <3 მიყვარხართ! <3
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 799 | დაამატა: MissMiller♡ | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 7
2013-02-09 Spam
vaime umagresia ♥