მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » იანვარი » 23 » The Darkest Town (4)
9:16 PM
The Darkest Town (4)
The Darkest Town (4)
♥ახალი მოთხრობა საიტზე♥
♥დიდი იმედი მაქვს რომ მოგეწონებათ♥
♥ნახეთ და დააკომენტარეთ♥

რამოდენიმე დღე გავიდა ბენი კი არ ჩანდა.. მისი გაუჩინარება ქეროლაინმა და სემმა ადვილად შეამჩნიეს.. ელისს რაც შეეხება ის ახლა მხოლოდ ერთ რამეზე ფირქობდა გაერკვია სინამდვილე ..არსებობდნენ თუ არა ვაპირები.. რამოდენიმე დღეში ფორსკის ბიბლიოთეკა გაზიდა.. ინტერნეტში ყველაფერი გადაიკითხა.. თუმცა იქ უფრო მცირე და მწირი მასალა იყო...

-ელის როგორ ხარ? (სემი)
-კარგად.. 
-როგორც ჩანს ზარი შენთვის არ ირეკება..(ელისს გაეღიმა)
-არა უბრალოდ ცოტახნით აქ მინდოდა ყოფნა..
-მაინც და მაინც აქ რატო? 
-ეს ისტორიის საგაკვეთილო ოთახია.. ამ ოთახში ჩვენი ქალაქის შესახებ ბევრი ინფორმაცია ..აი ერთ-ერთი წიგნი რომელსაც ახლა ვკითხულობდი..(ელისმა სემს წიგნი აჩვენა)
-და ფორსკის ისტორიით ასე რატო დაინტერესდი?
-უბრალოდ.. 
-არ წამოხვალ.. მე ქეროლაინი და შენი და ქალქგარეთ პიკნიკზე მივდივართ.. ცოტახნით შეეშვი ამ უაზრობას..
-იცი რა ჯერ-ერთი ეს სულაც არ არის უაზრობა და კიდევ აქ რისთვის გამოგაგზავნეს.. გგონია დამითანხმებ?
-დიდი იმედი მაქვს ყოველ შემთხევაში..
(სემმა ელისს ამჯერადაც გაუღიმა უფრო თბილად.. რამოდენიმე წამის ყოყმანის სემდეგ ელისი დათანხმდა)
-მმმ.. კარგი წამოვალ.. (წიგნები ჩანთაში ჩაყარა და სემთან ერთად დატოვა საკლასო ოთახი)
-უკვე ყველაფერი მზადაა პიკნიკისათვის..(ქეროლაინმა სიტყვით გამოსვლა დაამთავრა და სემს დახმარება თხოვა ბარგის ჩალაგებაში.. თუმცა ეს სულაც არ იყო ბარგი :დ.. ეს მხოლოდ ის ნივთები და საწმელი იყო რომელიც პიკნიკისათვის სჭირებოდათ)
-ერთი კითხვა მაქვს პიკნიკი რამდენ ხანს გაგრძელდება?(გზის ნახევარი უკვე გავლილი ჰქონდათ როდესაც ელისმა პირველად ამოიღო ხმა)
-ალბათ 3-4 დღე.. 
-გასაგებია!..
როგორც იქნა იმ ადგილს მიაღწიეს რომელზე სემი ასე გატაცებით საუბრობდა..
 ეს ადგილი მართლაც გამოირჩეოდა სილამაზით.. საოცრად ლამაზი ბუნება იყო..
როდესაც გარემოს უყურებდი უბრალოდ გსიამოვნებდა,რადგან ის ადგილი ხგამშვიდებდა.. ჩიტები ხეებზე ჭიკ-ჭიკებდნენ.. ფოთლები შრიალებდნენ.. ნაკადულის ხმა კი ამ სილამაზეს უფრო სრულყოფილს ხდიდა.. სწორედ ისეთი ადგილი იყო,როგორც კინოებშია.. 
ელისი ამ სილამაზისგან დატყვევებული იდგა და ათვალიერებდა.. ნაკადულს მიუხლოვდა და მასთან ახლოს ჩამოჯდა.. 
-იცი სემ ძალიან ლამაზია აქ ყველაფერი..
-მართლაც.. მაგრამ მანდ ჯდომას და სილამაზის ტკბობას მოეშვი და მოგვეხმარე.. მე თუ არ მომეხმარები გოგოებს მაინც მიეხვარე..
-მმმ.. მეზარება..
მოსაღამოვდა.. სემმა კოცონი დაანთო და ყველა მას შემოუსხდა.. 
ეს ლამაზი ადგილი კი იდუმალებით მოცულ ადგილად გადაიქცა,რომელსაც მხოლოდ მთვარე ხედავდა ნათლად...კოცონთან საღამო შესანიშნავი გამოვიდა..ბავშვები საუბრობდნენ სხვადასხვა თემებზე და დროდადრო იცინოდნენ კიდეც.. მათ სიცილს გაჰქონდა არე-მარე და ექოსავით ისმოდა..მათი ხმედი არღვევდა იმ იდუმალ და უჩვეულო მდუმარებას ბუნებაში,რომელსაც დაესადგურებინა..
-მე წავედი.. მეძინება..
ელისი და ნესა ქეროლაინთან და სემთან შედარებით ადრე შევიდნენ კარავში დასაძინებლად..ვანესას მალევე დაეძინა,ელისს რაც შეეხება ვერ იძინებდა.. უბრალოდ იწვა და კარავს აყურებდა.. არ იცოდა რა გაეკეთებინა და კარვიდან გამოვიდა,როდესაც უცებ სემისა და ქეროლაინის საუბარს მოჰკრა ყური.. ისინი ჯერ კიდევ კოცონთან ისხდნენ..
 
-უკვე ორივემ დაიძინა.. სემ ვიცი ბენი შენი ძმაა და ამიტომ შენ უნდა მიხვიდე მასთან და გაიგო რა უნდა ელისისგან..
-ჩემი ძმაა? შეიძლება ის მართლაც არის ჩემი ძმა,მაგრამ ვინც არ უნდა იყოს ახლა ის სამუდამოდ ჩემი მტერია,რადგან ჩვენი ბოლო შეხვედრა საშინლად დამთავრდა..
-სემ ნუ ბავშვობ უკვე დიდი ხანია რაც ადამიანი აღარ ხარ.. და მუდამ ასე იქნები.. ყოველშემთხვევაში თუ არ მოკვდები..მთელი ამ ხნის განმავლობაში შეგეძლო მასთან ურთიერთობა გამოგესწორებინა..
-არა ქეროლაინ შენ არ გესმის.. ის მანიკია! (საკმაოდ უხეშად უპასუხა სემმა ქეროლაინს და იმ ადგილს გასცილდა) 
ელისი გაკვირვებული იყო,მათი უცნაური საუბარით თუმცა ახლა უკვე აღარაფერის თავი არ ჰქონდა.. კარავში შებრუნდა და დაიძინა..ღამემ მშვიდად ჩაიარა.. ყველას მშვიდად ეძინა,გარდა სემისა რომელიც ჩამქრამ,ნაცრად ქცეულს კოცონთან იჯდა და ფიქრობდა.. თუმცა რაზე ერ ხვდებოდა.. უაზრო იდეები და აზრები მოსდიოდა თავში..

* * * * 
-ჰაი! სემ ასე ადრე ადექი? 
-ჰო რავი.. შენ რატო ადექი ასე ადრე?
-მმ.. ისე!!
ცოტახანში ქეროლაინმა და ნესამაც გაიღვიძეს..და შემდეგ ნაკადულის პირას ისაუზმეს.. 
-უკან როდის ვბრუნდებით? (ელისი)
-როცა თქვენ გინდათ (სემი)
-მაშინ უკვე დავბრუნდეთ,რადგან მოვიწყინე(ნესა)
-თქვენ რას იტყვით გოგოებო? (სემი)
ელისმა მხრები აიჩეჩა,ქეროლაინმა კი უკმეხად უპასუხა..

რამოდენიმე საათში ისინი ფორსკის მიმართულებით მიდიოდნენ.. გასეირნება და ქალაქგარეთ პიკნიკი ისეთი არ გამოდგა როგორსაც ელოდნენ..
ფორკში დაბრუნებისას ჩვეულებრივად გაგრძელდა მათი ცხოვრება..ბენი დაიკარგა,აღარ ჩანდა..
დღეები ჩვეულებრივად მონოტონურად მიდიოდა.. არაფერი არ იცვლებოდა... თითქოს არაფერი მომხდარა..ელისს არაფერი უთქვამს არც სემითვის და არც ქეროლაინსთვის მათი უცნაური საუბრის შესახებ რომელსაც ყური მოჰკრა ...
მაგრამ მან ქეროლაინისადმი ნდობა დაკარგა.. მას უკვე სხვა თვალით უყურებდა.. და უფრო და უფრო რწმუნდებოდა რომ მას არაფერი მოსჩვენებია როცა წვეულებიდან ბრუნდებოდა..

* * * * *
-ელის როგორ ხარ? (ქეროლაინმა სკოლისკენ მომავალ ელისს მოჰკრა თვალში და რამოდენიმე წამში მის გვერდით გაჩნდა)
-ფეხით რატო ხარ?
-სუფთა ჰაერზე სეირნობა მომინდა..
-ნესა სად არის?
-სახლში ..დღეს მას სკოლაში არ უნდა მოველოდეთ.. 
-აჰა გასეგებია!! ბენი სად არის ხო არ იცი?
-მმ...არა საიდან უნდა ვიცოდეე? და რაში გაინტერესებს 
საერთოდ ბენის შესახებ რამეე? შენ ხომ ის არ მოგწონს?
(ქეროლაინი დაიბნა..ნამდვილად არ ელოდებოდა ელისისაგან ასეთ შეკითხვას)
-რავი უბრალოდ დაიმაინტერესა.. ისე ბენი ასი წელი არ მომეწონება თუ ვიცოცხლე! ..(ძლივს მოახერხა სიტყვების გადაბმა ქეროლაინმა...ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ თვალწინ ბენი წარმოუდგა)
-აჰა! მე მგონია რომ მეტიც იცოცხლებ.. (ქეროლაინს მისი სიტყვების განსაკუთრებულობა არ უგრძვნია.. მას ისიც კი არ უფიქრია რა იგულისხმა ელისმა.. უბრალოდ ჩათვალა რომ მეგობარი დიდხანს სიცოცხლეს უსურვებდა)
-კარგი იქნება ნამდვილად!!..
-ჰო.. ქეროლაინ შეიძლება ერთი რაღაც გკითხო?
-გისმენ ელის.. 
-იცოდე სიმართლე მითხარი ..არ დამიმალო,თორე,მე მაინც გავიგებ.
-ჩვენ მეგობრები ვართ და ერტმანეთს არაფერს ვუმალავთ..
-ჰო და ძალიან კარგი..
(ორივე ერთ ადგილას შეჩერდა..ელისი წამით ჩაფიქრდა..არ იცოდა როგორ ეკითხა ის რაც ძალიან აინტერესებდა.. ის უკვე დარწმუნებული იყო რომ სიმართლე იცოდა მაგრამ სინამდვილის მოსმენა ქეროლაინისაგან უნდოდა)
-მე ვიცი ვინც ხარ ქეროლაინ! 
-ხო აბა რა იცი ..ჩვენ ხომ პატარაობიდან მეგობრები ვართ!
-მე სულ სხვა რამეს ვგულისხმობ.. (ელისის სერიოზულობამ ქეროლაინი ცოტა დააეჭვა..თვალი თვალში გაუყრა და ცნობისმოყვარე მზერა ესროლა ელისს)
-ქეროლაინ მე ვიცი რომ შენ და სემი ...(ელისი გაჩუმდა..) ძალიან ნერვიულობდა.. არ უნდოდა რამეში შემცდარიყო..
ქეროლაინს მოთმინების ფიალა აევსო და შედარებით ხმამაღლა მიმართა ელისს..
-ელისს ამოღერღე! რის თქმას აპირებ?
-აქ ბევრი ხალხია.. წამოდი დარბაზში იქ არავინ იქნება..
(ქეროლაინი და ელისი ცარიელ დარბაზში შევიდნენ..)
-აბა ახლა მაინც ამოღერღე რის თქმას აპირებდი? (ქეროლაინის ხმა დარბაზში ექოსავით გაისმა..)
-ქეროლაინ მე ვიცი რომ შენ და სემი ორივე არაამქვეყნიური არსებები ხართ!თქვენ ვამპირები ხართ!..
ცოტახნით სიჩუმე ჩამოვარდა.. საბოლოოდ ეს უცნაური და უხერხული სიჩუმე ქეროლაინმა დაარღვია..
-მართალი ხარ ელის..მაგრამ მინდა იცოდე რომ ბენიც ჩვენნაირია..
-ეს არ მაინტერესებს.. უბრალოდ მითხარი ის უცნაური მკვლელობები ტქვენ ჩაიდინეთ? დეიდაჩემი მკვდარი იპოვეს გზატკეცილზე.. მისი მანქანა კი მისგან 1.7 მილის დაშორებით იყო ..თქვენ მოკალით დეიდაჩემი?
-ელის! (ქეროლაინმა ვერაფრის თქმა ვერ შეძლო..მას ხომ თავისი საუკეთესო მეგობარი მკვლელობაში დებდა ბრალს)
-ვიცი რომ ძალიან პირდაპირი მაგრამ ახლა სხვა არაფერი მაინტერესებს გარდა ამისა..
-არც მე და არც ბენს მისთვის არაფერი არ დაგვიშავებია..რადგან ვამპირებს შეუძლიათ იმუნიტეტი გამოიმუშავონ სიხლის მიმართ.. ვისაც სისხლის დალევა არ უნდა სწორედ ასე იქცევა.. მე და სემიც ასეთი ვამპირები ვართ..
-გასაგებია!.. მიუხედავად იმისა,თუ რა არსება ხარ, შენ მაინც ქეროლაინი ხარ,რომელიც ჩემი საუკეთესო მეგობარია..
-ე.ი. ჩემი არ გეშინია?
-არა სრულიადაც არა ქეროლაინ!..

* * * * *

ქეროლაინისა და ელისის "გულახდილი" საუბრის შემდეგ რამოდენიმე დღემ გაიარა..ქეროლაინსა და ელისს შორის უნდობლობა აღარ იყო..ისინი ისევ საუკეთესო მეგობრები იყვნენ.. თუმცა ახლა მათ სემიც შეურთდა.. 
როდესაც ნესა მიდიოდა და სამნი მარტო რჩემოდნენ,ელისი მათ ვამპირებზე და მათი ცხოვრებს წესებზე აყოლებდა..

-სემ რამდენი წლის ხარ?
-სიმართლე გითხრა არ მახსოვს!..
-მიდი თქვი ახლა არ გვინდა უაზრობები
-კარგი.. მე 189 წლის ვარ..!
-ოჰოო .. დიდი ყოფილხარ სემ..
და შენ რამდენის ხარ ქეროლაინ?
-მე უფრო პატარა ვარ ..სულ რაღაც 67 წლის.. 
-ძალიან მაგარია.. და ძალიან უაზრობა.. არ მიყვარს მოხუცებტან ურთიერთობა ისინი მომაბეზრებელი ხალხია და დარიგება ძალიან უყვართ..(ელისი)
მათი საუბარი დიდხანს გაგრძელდა.. დროდადრო სიცილი მოიცავდა ხოლმე ოთახს..ზოგჯერ უბრალოდ უხრხული სიჩუმე ჩამოვარდებოდა,მაგრამ ეს იშვიათად...
-როგორც ჩანს უჩემოდ კარგად ერთობით.. (ოთახში ნაცნობი ხმა გაისმა)
-ბენ! (სამივემ ერთდროულად წარმოთქვა მისი სახელი)

მინდა დიდი ბოდიში მოგიხადოთ რომ ასე დავაგვიანე... შეიძლება ამის გამო მკითხველიც დავკარგო,მაგრამ გპირდებით თუ ამ თავზე კომები მოგროვდება აუცულებლად მალე ძალიან მალე დადვდებ მომდევნო თავს..
მემგონი ეს თავი არც ისე ცუდი გამოვიდა.. დიდი მაქვს მოგეწონათ.. შემიფასეთ და თუ საჭირო გახდა გამაკრიტიკეთ (ამაში ეჭვიც არ მეპარება)
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 907 | დაამატა: MissMiller♡ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 7
2013-01-28 Spam
ძაალიან ძაალიან მაგარიიააა... <33 აი მართლა მაგარი.. მომეწონა საშინლად..<33 ჩემი იანი:************************