მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » მარტი » 1 » The Darkest Town (13)
11:11 PM
The Darkest Town (13)
The Darkest Town (13)

"ყველა დასასრულის უკან ახალი დასაწყისია,ყველა შედეგის უკან - ახალი მიზანი...ვიდრე ცოცხალი ხარ იცოცხლე!!! წინ წადი მაშინაც კი,როცა ყველას ჰგონია,რომ დაეცემი...

ჯეი ელისს მიუახლოვდა,რამოდენიმე წამს უყურებდა თვალებში,შემდეგ კი თავისი ძლიერი მკლავები შემოაჭდო და გულში ჩაიკრა..
-მომენატრე ელის!
-მეც მომენტრე ჯეი..
ჯეი ელისს არ უშვებდა და ძლიერად ეხვეოდა...მას ელისის მიმართ მართლაც გააჩნდა წმინდა და ლამაზი გრძნობა,რომელიც სამუდამო იყო..
-ძალიან მომენტარე,მაპატიე რომ ვერ დაგირეკე..
ჯეი ელისის თვალებს შეჰყურებდა,რომელსაც ცრემლები მოდგომოდა თვალებზე..
-მაპატიე..ბოდიშს გიხდი!..
-არაუშავს! (ელისმა ჯეის გაუღიმა) მიუხედავად იმისა რომ თავს საშინლად გრძნობდა.. ხვდებოდა რომ ძალიან ცუდად ექცეოდა ჯეი.. ჯეი კი მხოლოდ შეჰყურებდა და მისი ცქერით ტკებობა.. დიდხანს არ შეეძლო მოთმენა და ელისის ტუჩებს ხარბად დაეწაფა..ელისმაც კოცნაზე კოცნით უპასუხა..იგი ხვდებოდა,რომ ჯეის გაშვება გაუჭირდებოდა,რადგან ის ახლაც ძალიან უყვარდა.. ჯეიმ ძლიერად მოჰხვია ხელი,თავისკენ მიიზადა,ისევ კოცნიდა..არ უშვებდა დიდიხნის მონატრებულ შეყვარებულს..
-უკაცრავად მისის სანდერმა სადილი მზად არისო? (მსახური თქვა და იმ წამს გაიქცა)
-წამოდი ვისადილოთ! ხელი მოჰკიდა ჯეიმ და ელისი უკან აედევნა პატარა ბავშვივით.. სადილის დროს მხოლოდ ჯეი საუბრობდა ყვებოდა თავის ამბებს,როცა საუბარს მორჩა,მერე ელისსა და დედამისს დაუწყო გამოკითხვა თუ რა ხდებოდა მის გარეშე ქალაქში..
-აქ ბევრი ახალი მაცხოვრებელი გვყავს..
-მართლა? მაშინ ერთ წვეულებას აუცილებლად მოვაწყობ და დავპატიჟებ,რო გავიცნო...კარგი იქნება არა ელის?
არაფრის თქმა არ დააცადა ამანდამ ელისს და თვითონ დაიწყო საუბარი..
-მე როგორც ვიცი ელისი ორ მათგანს ძალიან კარგად იცნობს...ასე არ არის ელის?
-ნამდვილად ასეა ამანდა,მაგრამ ახლა მგონი დროა დაგტოვოთ..
-არა.. არა.. (ჯეი წამოდგა)
-ძალიან მომენტრე.. და თან მინდა დაგელაპარაკო..
სადილის შემდეგ ელისი და ჯეი აივანზე გავიდნენ.. თბილი სიო ქროდა.. ელისის თმებს ნაზად წეწავდა და ძალიან სასიამოვნო სურნელს აფრქვევდა..მათ შორის უხერხული სიჩუმე გამეფებულიყო..
-ელის! 
-ხო ჯეი!
-მინდა ჩვენ შორის ყველაფერი ისევ ისე იყოს,როგორც ჩემ წასვლამდე..
-ამას რატო მეუბნევი?
-ვგრძნობ რომ ისეთი აღარ ხარ,როგორიც იყავი..
ელისი წამით გაირინდა.. შემდეგ კი ხმადაბლა სუსტად წამოიწყო ლაპარაკი..
-მართლაც შეიძლება რაღაც შეიცვალა.. მისმინე ჯეი,რაც არ უნდა მოხდეს მე შენ მუდამ მეყვარები,მაგრამ .. (გაყუჩდა) იმ წამს უნდოდა გამქრალიყო იმ ადგილიდან.. იმ ადგილიდან მარტო? თუ საერთოდ ამ ქვეყნიდან.. ძალიან უჭირდა ჯეისთვის სიმართლის თქმა.. არ უნდოდა მისთვის გული ეტკინა,მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა..ახლა რომ არ ეთქვა,მერე შეიძლება სხვისგან გაეგო და ეს გულს კიდევ უფრო ატკენდა..
-ელის მითხარი რას გულისხმობ მაგრამში?
ჯეის კითხვას თავი აარიდა და პირიქით შეუბრუნა..
-როდესმე ორი გყვარებია? როცა არცერთის გაშვება არ გინდა და რომელიმე უნდა გაუშვა და გული ატკინო..ასეთ მდგომარეობაში ყოფილხარ?
-თემას თავს არიდებ და ასეთ უაზრობას მეკითხები?! მე და შენ ახლა ჩვენს შესახებ ვსაუბრობთ..
-ჯეი (ელისმა გაიღიმა,თუმცა მის ღიმილში არანაირი სასიხარულო არ იყო)
-ჯეი მე სხვა ადამიანი მიყვარს!
ჯეი იმ წამს ადგილზე გაშეშდა.. ხმას არ იღებდა..უბრალოდ საშინელ ტკივილს გრძნობდა,ახლა მიხვდა ელისის კითხვის შინაარს.. მან სხვა აირჩია,თუმცა ისიც უყვარდა,მაგრამ იქნებ სულაც არ უყვარდა? ჯეი ისევ ისე იდგა.. გაფითრდა და ყინულივით გაცივდა.. დაინახა როგორ წამოდგა თვალჩაცრემლიანებული ელისი და როგორ წავიდა.. ჯეი კი ისევ იქ იდგა.. თითქოს ერთ ადგილას გაიყინა..
ელისი ნელა დაეშვა კიბეებზე და ისე დატოცა სახლი რომ ამანდას არ დაემშვიდობა.. თავს საშინლად გრძნობდა.. ხვდებოდა რომ ჯეის ძალიან ცუდად მოექცა და პირდაპირ არ უნდა ეთქმა მისთვის რომ სხვა უყვარდა..მაგრამ აბა როგორ უნდა ეთქვა? არც ეს იცოდა..მისი საქციელი უბრალოდ წამიერი გამოხტომა იყო და ახლა ხვდებოდა რომ ამ მიზეზით ჯეი დაკარგა..ალბათ ის მას აღარასოდეს დაელაპარაკებოდა..და სამუდამოდ ზურგს შეაქცევდა როგორც ახლა ელისი მოიქცა..სახლამდე მივიდა.. კარების წინ შედგა და მიეყრდნო.. არ უნდოდა შეცვლა,რადგან გრძნობდა სული შეეკვრებოდა და ვერ ისუნთქებდა..კარი გააღო,სახლისა სურნელი სუფთა ჰაერს შეერია.. მძიმედ შეადგა ფეხი და ნელა მივიდა სავარძელთან.. პირდაპირ დაეშვა და თვალები დახუჭა..
-სად იყავი? (მეორე სართულიდან მომვალმა ქეროლაინმა ელისს მოჰკრა თვალი)
-ჯეის სანახავად! 
-რაა? რა მოხდა მერე? ნახე?(ქეროლაინი ელისს გვერდით მიჯდა)
-ხო ვნახე და ყველაფერი ვუთხარი,მაგრამ ვნანობ..არ მინდა ის დავკარგო რადგან მიყვარს..
-ვინ გიყვარს? (ოთახში ბენი შემოვიდა)
-შენ არ გაწავლეს კარზე დაკაკუნება? (ქეროლაინი)
-კარგი რა ქერათმიანო ბარბი ნუ ბრაზობ! უბრალოდ აქეთ ვიყავი და გამოვიარე..
-არავინ არ მიყვარს!. (ოთახიდან გავიდა) ბენი მისი საქციელის გამო გაკვირვებული დარჩა..
-რა მოუვიდა ქეროლაინ? ! შენ გეცოდინება!
-არ ვიცი,თუმცა როცა საჭიროდ ჩათვლის თვითონ გეტყვის!
-საძაგელი ხარ !  მე წავალ,ელისს უთხარი ხვალინდელი საღამოსთვის მოემზადოს.. ვიღაცას ჩვენი გაცნობა უნდა და წვეულებას მართავს.. მგონი ქალაქის ტელევიზიის ერთ-ერთი მმართველის შვილია..
-მართლა? (ქეროლაინმა გაიკვირვა,თუმცა უკვე იცოდა ვიზე საუბრობდა ბენი) - კარგია.. ვეტყვი!
ბენის წასვლის თანავე ოთახში ელისი გამოჩნდა..
-ჯეიმ ის წვეულებაზე დაპატიჟა,მას კი შენც მიყავხარ.. 
-ვიცი,გავიგე.. არ მინდა! არ მინდა! მაპატიე ქეროლაინ მაგრამ ახლა მარტო დარჩენა მინდა.. მინდა ყველა და ყველაფერი დავივიწყო.. ელისმა კიბეები სწწრაფად აირბინა და თავის ოთახში ჩაიკეტა.. ქეროლაინი ხვდებოდა რომ ელისს ახლა მისი დახმარება ჭირდებოდა,ისიც უკან გაეკიდა,თუმცა ელისი არც პასუხობდა და არც კარებს უღებდა.. ბოლოს როცა ქეროლაინის ყვირილი  ყელში ამოუვიდა მხოლოდ ის უთხრა რომ მარტო ყოფნა სურდა და არაფერი აინტერესებდა..ქერი ნელა დაეშვა კიბეებზე.. მისაღები გაიარა და კარებს მიადგა.. თავს ცუდად გრძნობდა,რადგან მეგობარს,რომელიც ძალიან უყვარდა ვერაფრით ეხმარებოდა..წამები..წუთები..საათები გადიოდა..დრო არ ჩედებოდა.. ელისი კი მოგონებებში და ფიქრებში ერთდროულად დაცურავდა.. ბენსა და ჯეის ერთმანეთს ადარებდა,მაგრამ გადაწყვეტილება მაინც ვერ მიეღო ...არ სურდა დაეკარგა რომელიმე მათგანი რადგან ორივე უზომოდ სიცოცხლეზე მეტად უყვარდა..ფიქრებში და ოცნებებში ჩაძირულს დაეძინა...დრო ისევ სწრაფად გადიოდა,საღამო მოვიდა..წვეულებისტვის კაბა ჩაიცვა და წასასვლელად მზადება დაიწყო.. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ბენიც.. ფანჯრიდან მოჰკრა თვალი,როგორ გადმვიდა შავი მანქანიდან.. ნელი ნაბიჯით წამოვიდა სახლისაკენ და რამოდენიმე წამში ზარიც გაისმა...
-როგორც ჩანს უკვე მზად ხარ!
-მართლაც..მოდი წავიდეთ.აღარ მინდა ლოდინი..
-კარგი..

* * * * *
ამანდას როგორც ყოველთვის წვეულებისთვის შესაფერისი დიზაინი შეერჩია.. ქალაქის თითქმის ყველა მაცხოვრებელი იყო დაპატიჟებული.. ელისმა მოსასხამი მსახურს გაატანა და სტუმრებით სავსე ოთახში შევიდა.. ჯგუფ-ჯგუფებად დაყოფილიყვნენ და სხვადასხვა რამეზე საუბრობდნენ.. ქალები ალბათ კოსმეტიკაზე,ან თუმდაც ერთმანეთს ჭორებს უცვლიდნენ..სმოკინგიანი კაცები კი ალბათ ბიზნესისა და მომავალი გეგმების შესახებ ლაპარაკობდნენ.. ნელ-ნელა ელისმა სტუმრები კარგად შეიცნო..ბოლოს თანატოლებიც შენიშნა,თუმცა მათთან მისვლისა და ნახვის სურვილი სულაც არ ჰქონდა..დარბაზის ვალიერებას მორჩა,ახლა აივნისაკნ გაექცა თვალი, სადაც ჯეის შენიშნა..
 ნელი ნაბიჯით გაეშურა მისკენ.. ერთხელ შეჩერდა,იფიქრა რომ ჯეის ნახვა არ იქნებოდა კარგი საქციელი,ორივეს კიდევ ერთხელ ატკენდა გულს..
-ჰეი!
-გამარჯობა..(სევდანარევი ხმით უპასუხა ჯეიმ)
-როგორ ხარ?! 
-როგორ ვიქნები? მონატრებულ ქალაქში დავბრუნდი და შეყვარებულმა იმ დრესვე მომახალა სხვა მიყვარსო!
-ჯეი მიყვარხარ! გეფიცები მიყვარხარ,მაგრამ
-არა შენ არ გიყვარვარ! თუ გიყვარვარ მაგრამ არ უნდა არსებობდეს..
-არა ჯეი ცდები უბრალოდ .. (ელისი შეჩერდა)
-გიმენ.. შეგიძლია განაგრძო..
-მე შენ უზომოდ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ და არ მინდა დაგკარგო,რადგან მიყვარხარ..
-ელის (ჯეიმ ელისის სახე ხელებში მოიქცია)
-დგება ხოლმე ცოვრებაში დღემ როცა გიწევს არჩევანი გააკეთო.. მეწყინა,არ ვიტყვი რომ არ მეწყინება,მაგრამ ჩემთვის მთავარია შენ იყო ბედნიერი..
-მაგრამ..
-ჩშშ.. 
ჯეის ელისს შეჰყურებდა და გრძნობდა,რომ ცდუნებას ვერ დაძლევდა.. ელისის ვარდისფერი ტუჩები იზიდავდა.. თვალები ეუბნევოდა რომ უყვარდა.. აღარ იცოდა გაეკეთებინა,თუ არა ეს..თუმცა გინდა შეცდომა ყოფილიყო მისი საქციელი..მისი ტუჩები ელისის ტუჩებს შეეხო და ნაზი კოცნა აჩუქა.. 

ვიცი რომ ეს შეიძლება ბოლო თავი იყოს,შეიძლება თქვენ არც გეწყინოთ,მაგრამ მე მეწყინება,რადგან არ ვიცი,რატო ალბატ იმიტომ რომ არ მაფასებთ,ჩემთვის ერთ კომსაც არ იმეტებთ.. ძალიან ცუდად ვგრძნობ ახლა თავს,მაგრამ არაუშავს! ძალიან მომენატრე საიტზე მოთხრობების წერა,მაგრამ რა ვქნა.. მინდა იცოდეთ რომ ძალიან მიყვარხართ! და რაც არ უნდა მოხდეს მუდამ მეყვარებით და არასოდეს დაგივიწყებთ!  ♥
-MaaRiiaMiIan
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 776 | დაამატა: MissMiller♡ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 8
2013-03-02 Spam
Ai umagresia am motxrobistvis shemovdivar da gavdivar roca ar mxvdeba mwyins ai umagresiaa rac ar unda dawer on. Komentarebshi cudi ar daijeroooo radian yoveltvissss magariaaaaaaa da yoveltvissss magari iqnebaaaa ai umagresia ra vtqva ar vici dzaan miyvars es motxroba da mewyinebaa rom shewkdes magitom dzaaan gtxov gaagrdzele da Ravi velodebiiiii shemdeg tavs shemdegi me machuqe gtxov ai martla dzaan miyvars es motxroba da ar vici rogor mewyineba ro ar gaagrdzelo komenatarebiiiii sul problemaaaaa da magito ar gawyvitoooo ai dzaan dzaan dzaan gtxov gaagrdzele da erts getyvi "sheni motxrobis da sheni Nichis shurt da magitom ar akomentareben biggrin " Amitom dzaan miyvarxarr da velodebiiiii shemdeg tavs