მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » თებერვალი » 23 » The Darkest Town (12)
11:34 AM
The Darkest Town (12)
The Darkest Tow(12)
♥ახალი მოთხრობა საიტზე♥
♥დიდი იმედი მაქვს რომ მოგეწონებათ♥
მადლობა იმისათვის რომ საშუალებას მაძლევთ
გავაგრძელო და მამხნევებთ თქვენი კომენტარებით
♥ნახეთ და დააკომენტარეთ♥

გოგოები დაიშალნენ,საღამოს კი ისევ შეიკრიბნენ და კაფეში
ერთად წავიდნენ..!
image  image
-სამი წვენი თუ შეიძლება! (ქეროლაინი)
ქეროლაინი და ელისი ბარტან დასხდნენ,ხოლო ნესა მოცეკვავეების
ჯგუფს შეურთდა და მთელი კლუბი აიკლო მათთან ერთად..
-ელის!
-ჰოუ ქეროლაინ!
-ბენი მართლა ასე ძალიან გიყვარს?
ელისს ძალიან გაუკვირდა როდესაც ქეროლაინმა ასეთი კითხვა დაუსვა და  გაკვირვებული მზერა ესროლა..!
-რატო მეკითხები??
ქეროლაინი გაჩუმდა..ელისის კითხვას აღარ უპასუხა და შემდეგ მოულოდნელად ჰკითხა..
-ჯეი დაივიწყე?! შენ ხომ ჯერ კიდევ მისი შეყვარებული ხარ,ყოველ შემთხვევაში არ გითქვამს მისთვის რომ აღარ გიყვარს! ისე აღარც ქალაქში აღარ ჩანს! ნეტა სად არის?(ქეროლაინი გაჩუმდა)
ელისი კი მოგონებებში გადაეშვა და თვალწინ წარმოუდგა ჯეი...
გაახსენდა ის ლამაზი დღეები,როცა ჯეი და ის ერთად იყვნენ.. წვეულებები,ლაშქრობები,ექსკურსიები..თითოეული წამი რაც მასთან,ჯეისთან ჰქონდა გატარებული.."ჯეი! ის მართლაც შესანიშნავი პიროვნებაა..მე ხომ ის თავდავიწყებით მიყვარდა,თუმცა ბენის გამოჩენამ ყველაფერი შეცვალა,რადგან მისმა პიროვნებამ დამატყვევა..მაგრამ ბენი არაამქვეყნიური არსებაა და მე მასთან ვერ ვიქნები.. არა ელის არც გაიფიქრო რო ჯეის დაუბრუნდე და ბენი მიატოვო! მიუხედავად ბენის პიროვნებისა,მიუხედავად იმისა,რომ ის ვამპირია,ის ჩემი სიცოცხლის ნაწილია.. მისი დაკარგვით მე ყველაფერს დავკარგავ!.. თუმცა ჯეი? ჯეი ხომ ადამიანია,რომელიც გვერდში ამომიდგა,მაშინ როცა ეს ყველაზე მეტად მჭირდებოდა..მან ისეთი მიმიღო,როგორიც ვიყავი..მას გულწრფელად ვუყვარდი.. ყოველთვის ცდილობდა ჩემთვის კარგი გაეკეთებინა და დავერიგებინე.. არ შემიძლია! არ მინდა დავკარგო! რადგან ვგრძნობ თუ ბენს ავირჩევ ჯეის დავარკავ.. ჯეის შემთხვევაში კი პირიქით.. თუმცა არა ჯეი გამიგებს! ჩემი ბრალი არ არის..გულს ვერ უბრძანებ..ელისს! მინდა ვიყვირო,მაგრამ არ შემიძლია.. ჯეი თუ ბენი? ადამიანი თუ ვამპირი? მე რეალურსა და გამოგონილ სამყაროს შორის არჩევნის გაკეთება მიწევს.. თუმცა არც ვამპირები არიან გამოგონილები..ისინი არსებობენ.. არ შემიძლია.. არ ვაპირებ რომელიმე დავკარგო..ჯეი გამიგებს,თუ მართლაც ვუყვარდი.. გამიგებს? ჯეი ნეტა ახლა აქ იყო.. შენი დანახვა და შენთან საუბარი დამამშვიდებდა,თუმცა ალბათ ეს ბოლო შეხვედრაც იქნებოდა,რადგან მე ბენს ავირჩევ.. ბენმა ჩემი პიროვნება დაიპყრო..მიუხედავად იმისა რომ საშინლად თავზეხელაღებული და 'მკიდია' პიროვნებაა, ის მაინც მიყვარს.. ალბათ სწორედ ეს მომწონს მასში.. ის განსხვავებულია.. ყველასგან განსხვავებული.."
-ელის! ელის! რა გჭირს? კვდები? თუ უკვე მოკვდი? (ქეროლაინმა ძლიერად შეარყია ელისი)
-ბოდიში უბრალოდ ვფიქრობდი..
-რაზე ფიქრობდი? (დაინტერესებულმა იკითხა ქეროლაინმა,თუმცა რაღაც ეჭვები კი ჰქონდა ელისის ფიქრებზე)
-ჯეიზე.. წამიერად შეისვენა და ისევ განაგრძო.. ჯეიზე და ბენზე.. 
-როგორც ჩანს არასასიამოვნო თემა წამოვჭერი!
-ნამდვილად.. არასასიამოვნო და ამავდროულად მტკივნეული..
-ბოდიში! (ქეროლაინმა ყრუდ ჩაილაპარაკა)
-არაუშავს.. ოდესმე ხო დადგებოდა დღე,როცა ამაზე ფიქრი მომიწევდა..
-მე დავასწრაფე!
-არაფერია.. უბრალოდ ძალიან მტკივა გული,რომ არჩევანის გაკეთება მომიწევს!.. 
-ვამპირი თუ ადამიანი?
-აბა რაზე საუბრობთ? (ქეროლაინისა და ელისის წინ ბენი გაჩნდა..რამოდენიმე წამში სემიც გამოჩნდა)
-არაფერზე! (ქეროლაინი)
-მართლა? არ მჯერა ქერათმიანო..
-შენი საქმეა! წავალ,ნესას შეუერთდები..
-ვისკი თუ შეიძლება! (ბენმა ვისკი აიღო და შემდეგ ელისისკენ მიბრუნდა)
-აბა რას იტყვი?
-რა უნდა ვთქვა?
-არ ვიცეკვოთ?(ბენმა ვისკი ბარზე მოათავსა და ელისს გაუწოდა ხელი)
-არ ვარ ცეკვის ხასიათზე... აქ ყოფნაც არ მინდა,შეგიძლია სახლში წამიყვანო?
-კარგი წაგიყვან..
გზაში ხმა არ ამოუღიათ,ბენმა მიიყვანა იგი თუ არა სახლში,თითონ უკან დაბრუნდა..ელისი კი მარტო დატოვა თავის ფიქრებთან..
ელისი სავარძელში გადაეშვა,პლედი გადაიფარა ფეხებზე და ღრუბლებში გადაეშვა.. ბენი თუ ჯეი? ვამპირი თუ ადამიანი? რთული არჩევნის წინაზე იყო,მიუხედავად იმისა რომ ვამპირი საშინელი არსებაა,მისი გაშვება მაინც არ უნდოდა.. არც ის უნდოდა ჯეი დაეკარგა,რადგან ის განსაკუთრებული პიროვნება იყო,საუკეთესო მეგობარი და შეყვარებული..როდესაც ჯეის გვერდით იყო თავს მშვიდად და დაცულად გრძნობდა..ბენის გვერდით კი სულ სხვა რაღაც ემართებოდა..წითლდებოდა,გულის ცემა უჩქარდებოდა და ხელის გულები უოფლიანდებოდა.. მასში რაღაც ამოუცნობი,იდუმალი და ამავდროულად საზარელი იზიდავდა..ალბათ იმიტომ რომ ოდესღაც მისი წინაპარიც ბენივით ვამპირი იყო, თუმცა მასში იყო მეორე ადამიანური მხარეც,რომელსაც ნაზი და სუსტი ელისი წარმოადგენდა..
"ყველას ცხოვრებაში დგება მომენტი როცა გიწევს აირჩიო..აირჩიო წახვიდე მარჯვნივ თუ მარცხნივ..ზოგჯერ სწორედ ამაზეა დამოკიდებული,ის თუ ვინ იქნება შენ გვერდით,მაგრამ ხანდახან ეს საჭიროც არის,რადგან დროა მოიშორო ის ვინც ზედმეტია.. და გული აღარ ატკინო ფარისევლური მეგობრობით თუ სიყვარულით.. ასეთი დილემის წინაზე ვდგავარ,მაგრამ არ ვიცი რა ავირჩიო... მე ხომ არცერთს არ ვატყუებ.. ბენი ძალიან მიყვარს,მასში ვხედავ რაღაც ამოუცნობს,რომლის შესახებაც მინდა ყველაფერი შევიტყო..ჯეი? არა არც მას ვატყუებდი და არც ახლა ვაპირებ მის მოტყებას,რადგან ბენის გამოჩენამდე ის ერთადერთი იყო,რომელიც უზომოდ მიყვარდა..თუ არ მიყვარდა? და მისდამი მხოლოდ მადლიერების გრძნობა მამოძრავებდა,იმის გამო რომ დეიდაჩემის სიკვდილის შემდეგ გვერდში ამომიდა.. შეიძლება მხოლოდ ამის გამო ვიყავი შეყვარებული..ეჰ ელის! ცდები! ჯეი ახლაც გიყვარს,რომ არ გიყვარდეს მისი გაშვება არ გაგიჭირდებოდა და შენც არ გეტკინებოდა გული.. თავს საშინლად ვგრძნობ..უკვე მჯერა რომ სრული ბედნიერება არ არსებობს..არსებობს მხოლოდ ბედნიერი წუთები,რომელიც თითოეული ჩვენგანის მეხსიერებაში რჩება სამუდამოდ ლამაზ მოგონებებად..და როდესაც სიბერე შემოგეპარება,თმა ნელ-ნელა გაგითეთრდება,ჩამოჯდები ერთ საღამოს სკამზე და გადაავლებ საკუთარ ცხოვრებას თვალს,მაშინ გაიცინებ..თვალზე ცრემლი მოგადგება და მიხვდები რომ არასწორი არჩევანი გააკეთე.. თუმცა ხდება ხოლმე როცა სწორ არჩევანს აკეთებ მაგრამ მაინც არ ხარ სრულიად ბედნიერი,რადგან გენანება და გტკივა...
 სიბნელე, წამიერი დუმილი, უსაზღვრო ფიქრი, გიჟური ქაოსი, ქაოსში ჩაძირული სიტყვები, სიტყვებში გარეული შური, სიკეთე, სიღრმისეული გრძნობები, დაუფიქრებელი ნაბიჯები, უმიზნო მიზნები, ცხოვრებ სიცოცხლისთვის, სიცოცხლე ცხოვრებისთვის, თვალებს ვხუჭავთ და ვფიქრობთ ეს ყველაფერი რა არის? რა არის? არ ვიცი..ალბათ გრძნობებში დაკარგვა...გონებაში ათასობით კითხვა მიტრიალებს,ვცდილობ სწორი არჩევანი გავაკეთო,ვცდილობ პასუხები მოვძებნო,თითოეული მათგანისათვის, ვპოულობ თუმცა პასუხები წამში ქრება და ისევ ვიკარგები იდუმალ,ბნელ და შემაძრწუნებელ გვირაბში"
-მოვედი! (ოთახში ვანესა შევიდა ბარბაცით და ელისიც მაშინვე მოეშვა ფიქრებს)
-რატო წამოხვედი ასე ადრე?
-თავი მტკიოდა.. შენ როგორც ჩანს ბევრი დალიე! 
ელისი წამოდგა და ვანესას მაღლა ასვალაში დაეხმარა...

* * * * *
ორშაბათი დღე.. ქალაქში მცხოვრები ახალგაზრდები ყველა სკოლისკენ მიემართებოდნენ..ზოგისთვის ეს სწავლის ბოლო წელი იყო,ზოგიერთისთვის კი მხოლოდ ახლა იწყებოდა..ნესა დილით ცუდად იყო ამიტომ ამჯერად ელისს მარტო მოუწია წასვლა..
-როგორ ხარ ლამაზო?
-კარგად შენ ქერათმიანო?
-აბა დასხედით! კლასში მასწავლებელი შემოვიდა.. ყველამ თავისი ადგილი დაიკავა და დაიწყო მოსაწყენი გაკვეთილები..თუმცა ელისი სხვა დრეებისგან განსხვავებით ამჯერად უფრო მობილიზებული და ყურადღებიანი იყო..მასწავლებლის არცერთი სიტყვა არ გამორჩენია..
-დღეს რას აპირებ?(ქეროლაინი)
-არ ვიცი....გაკვეთილები დამთავრდა და ახლა მხოლოდ დასვენება მინდა.. სახლში წავალ და დავიძინებ..
-ანუ ეგრე უაზროდ აპირებ მთელი დღის გატარებას?(ქეროლაინი)
-ჰო რავი! (ელისმა ქეროლაინს აკოცა და სახლისკენ წავიდა)
თუმცა სახლში არ მისულა და გზად გადაუხვია.. სად მიდიოდა? ის ჯეისთან მიდიოდა.. აინტერესებდა რა სჭირდა და რატო აღარ ჩანდა..ან სართოდ რატო აღარ ურეკავდა ელისს..დიდხანს არ უვლია ..ჯეის სახლიც გამოჩნდა.. ეზოში მოჩანდა რამოდენიმე ადამიანი ერთ-ერთი ალბათ მებაღე იყო,მეორე კი ალბათ მისი დამხმარე.. მესამე კი ვერ გაარჩია.. დიდი რკინის კარებს მიუახლობდა და ზარი დარეკა..
-მოგესალმებით თქვენ ახლა ხართ სანდერების სახლის შესასვლელთან! (ავტომოპასუხე) ელისის დედა ძალიან მდიდარი ქალია და სახლიც შესანიშნავი აქვს შესაბამისად..ქალაქში საუკეთესო..
-უკაცრავად მე მინდა ჯეი სანდერის ნახვა ...
-ჯეი სახლში არ არის.. (ჯეის დედის ხმა მოისმა)
-სამწუხაროა! შეიძლება თქვენ დაგელაპარაკოთ..მე ელისი ვარ..
-ელისი? აქამდე გეთქვა.. ახლავე გაიღება კარი(თქვა თუ არა კარი გაიღო და ელისიც სახლის მიმართულებით წავიდა..)
ელისს ამანდა შეეგება( ჯეის დედა) როგორც ყოველთვის იგი ახლაც შესანიშნავად გამოიყურებოდა..
-ელის როგორ ხარ?
-მე კარგად ვარ.. თქვენ როგორ ხართ მისის სანდერ? ჯეის შესახებ დიდი ხანია არაფერი მსმენია და მაინტერესებდა რამე ხო არ დაემართა?
-მას შენთვის არ უთქვამს? (ამანდამ ელისს პასუხი არ დააცადა და თვითონვე განაგრძო)
-თუმცა როგორ გეტყოდა.. ის ამერიკაში წავიდა,რამოდენიმე კვირაა..
-და იქ რა უნდა?
-სწავლასთან დაკავშირებით..
-აი თურმე რა.. მე კი მასთან ლაპარაკი მინდოდა..
-იცი ელის იგი დღეს საღამოს ჩამოდის,დარჩი საღამომდე ჩემთან და ჯეის ნახვასაც შეძლებ..
-მაგრამ არ მინდა შეგაწუხოთ!..
-შემაწუხო? სულაც არა...წამოდი,ტერასაზე..იქიდან ყველაფერი ძალიან ლამაზად ჩანს.. 
ამანდამ ელისი ტერასაზე დატოვა,თითონ კი პირველ სართულზე დაბრუნდა და კაბინეტში ჩაიკეტა.. რამოდენიმე საათის განმავლობაში არ გამოსულა იქიდან..არც ელისს დაუტოვებია ტერასა.. მუხლებზე დღიური დაედო და გატაცებით კითხულობდა..
-ელის ! ელის! (ხმამაღლა ყვიროდა ამანდა.. )
-გისმენთ.. დღიური ჩანთაში ჩააგდო და სწრაფად დაეშვა კიბეებზე.. თითქმის ხტუნვით..
-რა ხდება?
-კარებთან ჯეი და ელოდება როდის გავაღებ..წამოდი ჩემთან ერთად და იქიდან გავუღოთ .. კარგი?
-კარგი.. (ელისს უეცრად რაღაც უცნაური გრძნობდა გაუჩნდა)ღრმად ამოუსუნთქა და ამანდას უკან დაედევნა,რომელიც ძალიან სწრაფად მიდიოდა..მის წინ სილუეტი უფრო და უფრო გალამაზდა და 
ბოლოს ჯეის თვალებიც კი გამოჩნდა..
გისოსებიანი კარები აშორებდა ახლა მხოლოდ მათ..
ამანდა კარები გააღო.. 
-შვილო ძალიან მომენატე (ჯეის გადაეხვია და აკოცა)
-მეც დედა.. (საპასუხოდ მანაც აკოცა,თუმცა იგი ელისს თვალს არ აშორებდა,რომელიც უკვე ვეღარ სუნთქავდა.. თავი დაეხარა და რცხვენოდა)უნდოდა იმ წამს იქიდან გამქრალიყო,ფიქრობდა რომ დაუფიქრებლად მოიქცა,როცა ჯეის სანახავად წამოვიდა..
-მე დაგტოვთ.. (შვილს მოესიყვარულა და ამანდა იმ წამს წავიდა)
-ელის! (მოისმა ჯეის საყვარელი და თბილი ხმა)
-ჯეი!
ჯეი ელისს მიუახლოვდა,რამოდენიმე წამს უყურებდა თვალებში,შემდეგ კი თავისი ძლიერი მკლავები შემოაჭდო და გულში ჩაიკრა..
-მომენატრე ელის!
-მეც მომენტრე ჯეი..

თუ გაინტერესებთ ბენს აირჩევს თუ ჯეის დააკომენტარეთ.? თუ გაინტერესებთ წინა თავებში ნახსენები ურჩხული ვინ არის დააკომენტარეთ,რადგან ახლა იწყება რაც იწყება...ვცადე კარგი თავი დამეწერა და იმედი მაქვს გამომივიდა.. არც პატარა თავია.. აბა თქვენ რას იტყვით?
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 677 | დაამატა: MissMiller♡ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 6
2013-02-24 Spam
Mmmmmmaaagariaaaaa