მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » იანვარი » 24 » The Darkest Town (5)
10:14 PM
The Darkest Town (5)
The Darkest Town (5)
♥ახალი მოთხრობა საიტზე♥
♥დიდი იმედი მაქვს რომ მოგეწონებათ♥
♥ნახეთ და დააკომენტარეთ♥

-როგორც ჩანს უჩემოდ კარგად ერთობით.. (ოთახში ნაცნობი ხმა გაისმა)
-ბენ! (სამივემ ერთდროულად წარმოთქვა მისი სახელი)
-თუმცა დარწმუნებული ვარ ჩემთან ერთად ყოფნით უფრო არ მოიწყენთ პატარა ვამპირო და საყვარელო ელისს ვიდრე ჩემ ძამიკოსთან სემთან.. (ბენი ირონიულად საუბრობდა.. მისი ხმის გაგონებაც კი არ სიამოვნებდა სემს..)
-იცი ბენ ჯობია აქედან წახვიდე!.. (სემი ბენს მიუახლოვდა)
-სემ ! სემ ! (ბენმა გაიღიმა) არ შეცვლილხარ! ისევ ისეთი ხარ როგორიც წინათ იყავი!
-არც შენ გეტყობა რამე.. პირიქით უფრო უარესი გამხდარხარ! 
ელისმა შეატყო თუ არა რომ ბენისა და სემის საუბარი მწვავდებოდა მათ შუა ჩადგა..
-ვინც გინდათ იყოთ უნდა იცოდეთ რომ ახლა ჩემს სახლში ხართ და ჯობია ისე მოიქცეთ როგორც ეს ზრდასრყლ ადამიანებს..
-ელის ბოდიშს გიხდი..! უბრალოდ ჩემი ძამიკო ძალიან უსუსურია! (ბენი ელისთან მივიდა და გადაეხვია)
-ბოდიშს გიხდი რომ არ დავაკაკუნე და ისე შემოვედი.. კარი ღია იყო!..
-არაუშავს.. (ბენი და ელისი მეორე ოთახში გავიდნენ.. რამოდენიმე წამის ინტერვალის შემდეგ მათ ქეროლაინიც გაჰყვა..სემი კი სახლიდან წავიდა,რადგან იცოდა ბენს ვერ მოუთმენდა და იჩხუბებდა,ეს კი ელისს არ მოეწონებოდა..)
-სემი წავიდა! (ქეროლაინი)
-ალბათ იმიტომ რომ ვერ მიტანს.. 
-ელის ჯობია მეც წავიდე.. 
-კარგად ქერათმიანო! მე აქ დავრჩები.. (ელისმა ქეროლაინი გააცილა..შემდეგ კი ბენის გვერდით დაჯდა) 
-ბენ მითხარი რატოა შენსა და სემს შორის ასეთი ძლიერი უთანხმოება?
-ნამდვილად არ ვიცი ..უბრალოდ ის და მე ერტმანეთისგან ძალიან განვსხვავდებით და ალბათ ამიტომ ვერ ვუგებთ ერთმანეთს.. 
-აჰა! ნაკლებად და არასარწმუნოდ,მაგრამ მაინც გასაგებია ბენ!
-კარგია (ბენმა ელისს თბილად გაუღიმა..ამ ღიმილში არაფერი გარდა სიყვარული არ იგრძნობოდა.. მისი ღიმილი როგორც ყოველთვის ირონიას გამოხატავდა,მაგრამ ამჯერად ის სითბოსა და სიყვარულს ასხივებდა)
ბენი ელისთან გვიანობამდე დარჩა.. დიდხანს ლაპარაკობდნენ და ღამის იდუმალებას არღვევდნენ.. ბოლოს ელისს ბენის მკლავებში დაეძინა.. ბენმა ის თავის ოთახში აიყვანა და ელისის სახლს გაშორდა.. 
-როგორც იქნა მოხვედი! გაფრთხილებ ელისს არ აწყენინო!
-ძამიკო ჯერ ერთი ეს ჩემი სახლია და უფლება არ გქონდა აქ შემოსულიყავი..მეორეც მე რასაც მინდა იმას გავაკეთებ..
-ვიცი რომ ასე მოიქცევი და სწორედ ამის მეშინია (სემი)
-სემ გითხრა შენ ვინ ხარ ერთი სულელი და საკმაოდ მომაბეზრებელი ვამპირი..დარწმუნებული ვარ ელისს არ მოსწონხარ..(ბენი)
-ელისს მე ისე ვუყურებ მეგობარს და ეს არაფერ შუაშია..უბრალოდ მე მისი მცველობა მერგო და გასაფრთხილებლად მოვედი.. (სემი)
-იცოდე სწორედ მაგიტო გამომგზავნეს აქ.. შენ და ქეროლაინი ამას მარტო თავს ვერ გაართმევთ .. (ბენი)
-რა მიზნითაც უნდა იყო აქ მე მაინც არ გენდობი.. ეს მუდამ გახსოვდეს.. (ამ სიტყვების წარმოთქმა და მისი გაქრობა ერთი იყო..) 

* * * * *
მეორე დღე დასვენების დღე იყო,ამიტომ ელისს გვიანობამდე ეძინა.. 
როდესაც გაიღვიძა სახლში არავინ იყო,თუმცა ვინ უნდა ყოფილიყო ნესას გარდა.. ჩაია დალია და ქალაქში გავლა დააპირა.. თუმცა ძალიან ეზარებოდა..
-წვენი თუ შეიძლება... (ბარი სავსე იყო ხალხით..ელისი ბარნემთან მივიდა და წვენის მოსთხოვა.. მერე კი იქვე ჩამოჯდა..) ხანდახან ჩაფიქრდებოდა,ხანაც ხალხს აკვირდებოდა.. ათვალიერებდა და ყოველი მხრივ აფასებდა.. განსაკუთრებული ყურადღება ჯერ-ჯერობით არავის მიუქცევია,თუმცა უცებ თვალი მოჰკრა ბენსა და სემს,რომელიც ბილიარდს თამაშობდნენ.. მათთან ახლოს იდგა ქეროლაინიც და რაღაცაზე საუბრობდნენ... "ნეტა რაზე ლაპარაკობენ?" რამოდენიმე წუთის განმავლობაში მხოლოდ ამაზე ფიქრობდა.. ტვინის ჭყლეტვას და ამაზე ფიქრს მოეშვა და მათკენ წავიდა..
-ჰაი ყველას!
-დღეს რა გვიან ადექი? (ბენი)
-და რა იცი რო გვიან ავდექი?(ელისი)
-გამოგიარე და გეძინა.. (ბენი)
-აჰაა! ქეროლაინ ხო არ იცი ჩემი და სად არის?
-არაა.. თუმცა დავინახე მეთიუსთან ერთად გავიდა ბარიდან..
-ჰო მადლობა! რაზე ლაპარაკობდით,სანამ მე მოვიდოდი? 
-არაფერზე (ცივად უპასუხა სემმა)
-არაფერზე? დარწმუნებული არ ვარ,რომ სიმართლეს ამბობ სემ..
-მართალია ჩემი ძმა სიმართლეს არ ამბობს..(ბენი)
-ბენ არ შეგიძლია მოკეტო და საუბარში არ ჩაერიო? 
(სემმა თავის ძმას დაუყვირა)..
-კარგი რა.. ახლა რაზე გაბრაზდი ? სემ ძალიან იმპულსური ვარმპირი ხარ,არადა მე მიმიჩნევდი ეგრეთად.. (ბენი)
-იყავი კიდეც (სემმა ახლა სედარებით მშვიდად წარმოთქვა ეს სიტყვები..მაგრამ მასში გაბრაზება იგრძნობოდა)
-ვიყავი? და შენ ახლა რა ხარ? (ბენი წამით გაჩუმდა..სემს არაფერი უთქვამს და ისევ ბენმა გააგრძელა)
-ჯობია წავიდე..რადგან შენთან ჩხუბს ამ ადგილას არ ვაპირებ..ისე ჩემთან ჩხუბი თუ გინდა იცი სადაც მომძებნო..(ბენი კაფის ბარისკენ წავიდა)
-სემ ძალიან უხეშობ! დამიჯერე ამით ვერ მოიგებ.. (ელისი გაოგნებული იყო სემის საქციელით..მისგან პირველად გაიგო ხმამაღალი ხმა... მას ხომ არასოდეს უყვირია და ყოველთვის მშვიდი და გაწონასწორებული იყო...ცოტახანში ქეროლაინიც მოშორდა სემს.. ის კი მარტო დარჩა)
-ვისკი თუ შეიძლება! (სემი)

* * * * *
ელისი გამოვიდა ბარიდან თუ არა თავისი დის მოსაძებნად წავიდა..თუმცა მის შესახებ მისი მეგობრებისგან ვერაფერი გაიგო..იფიქრა რომ შეყვარებულთან ერთად იყო,ამიტომ ცოტა დამშვიდდა.. მაგრამ როდესაც უკვე ძალიან გვიანი იყო და შუა ღამე ახლოვდებოდა ელისის ნერვიულობამ პიკს მიაღწია..
-ქეროლაინ ხო არ გაგაღვიძე? (ელისს პირველი ქეროლაინი გაახსენდა..)
-რავი კი გამაღვიძე.. 
-მისმინე მე მართლაც სეროზულ რამეზე გაღვიძებ..
-რა მოხდა? (ელისის სერიოზულობამ ქეროლაინი შეაშინა)
-ვანესა,ის დაიკარგა.. (ელისს ხმა აუკანკალდა)
-კარგი.. ახლავე მანდ გავჩნდები... 
ქეროლაინმა ტელეფონი გათიშა,ჩაიცვა ტანისამოსი და 15 წუთში უკვე
 ელისთან გაჩნდა..
-მისი მეგობრებისგან ვერაფერი გავიგე...
-მისი ასე უკვალოდ გაქრობა შეუძლებელია.. იქნებ ფოსკიდან წავიდა?
-არამგონია.. წერილს მაინც დატოვებდა..
-მე მგონია რომ ამაში სხვა არსებები არიან ჩარეულები.. (ბენი)
 
-ბენ? აქ რა გინდა? (ელისი) ბენს სემიც შემოჰყვა.. 
-დარწმუნებული ვარ რომ ვანესა მეთიუსთან ერთად არა..(სემი)
-რა? იცი სადაცაა? (ელისი სემს მიუახლოვდა)
-არა სამწუხაროდ არა!...ცოტახანი სიჩუმე ჩამოვარდა.. არცერთი მათგანი ხმას არ იღებდა.. ყველა ფიქრობდა ამ უცნაური გაუჩინარების შესახებ...
-ელის ჯობია შენ დაიძინო გპირდები ნესას მოვძებნი (სემი)
-შენი მჯერა სემ,მაგრამ ვანესა ჩემი დაა და არ შემიძლია დავიძინო..
-ელის სემი მართალია.. ჯობს დაისვენო (ქეროლაინიც სემს დაეთანხმა.. )
-შენ რას იყვი ბენ? (ელისი)
-ჩემს ძამიკოს დავეთანხმები ამჯერად..
სამივე ელისს შეჰყურებდა..
-კარგი .. ვეცდები ამაზე აღარ ვიფიქრო..
-კარგად მოიქცევი (სემი)
-ორივემ მომისმინეთ (ბენმ საუბარი დაიწყო) თქვენ დაგევალათ ელისის დაცვა,მაგრამ მე აქ იმიტომ გამომგზავნეს რომ დაგხმარებოდით,რადგან ელისის დაცვა არც ისე მარტივი საქმეა..ქეროლაინ შენ ელისთან დარჩები..სემ მე და შენ ნესას მოვძებნით...როგორც ჩანს უკვე დაიწყო..
-მოიცა ბენ რა დაიწყო? რა დაცვას გულიხმობდი? ... ჩემთვის არცერთს გითქვამთ რომ ეს თემა ასეთი სარისკო იყო... არა მორჩა.. არსად არ წახვალ მითხარი ახლავე ყველაფერი ..(ელისმა ხმას აუწია.)
-მაპატიე ელის,უბრალოდ გეტყვი რომ შენ როგორც გგონია იმაზე ბევრად რთულადაა შენი საქმე.. ახლა კი უნდა დაგტოვოთ.. სემ! ..(ბენი და სემი გაუჩინარდნენ..მათი კვალიც კი არსად იყო..სულ რაღაც წამებში ისინი უკვე ძალიან შორს იყვნენ ..
-ელის ჯობია მათ დაუჯერო..
-კარგი ..ელისი თავის ოთახში ავიდა.. დაწვა თუმცა დიდხანს არ დაძინებია..იმაზე ფიქრი აწუხებდა სად იყო ვანესა და რას გულისხმობდა ბენის თავის ნათვამში.. მართალია მან იცოდა რომ განსაკუთრებულ პიოვნებას წარმოადგენდა ვამპირებისათვის,მაგრამ ბენის ასეთმა სერიოზულობამ ის მიახვედრა რომ საქმე მართლაც უფრო სერიოზულად იყო.. თითქმის უკვე თენდებოდა როდესაც დაეძინა...

-იპოვეთ? (ქეროლაინი)
ქეროლაინი იმ ღამეს ელისთან დარჩა..  როდესაც ბენი და სემი მასთან მივიდნენ ამბის სათქმელად ელისს ეძინა..
-ვერა თუმცა ვიცით ვისაც ჰყავს..
-მართლა? და ვის?

მემგონი ეს თავი არც ისე ცუდი გამოვიდა.. დიდი მაქვს მოგეწონათ.. შემიფასეთ და თუ საჭირო გახდა გამაკრიტიკეთ (ამაში ეჭვიც არ მეპარება)
ველი თქვენს კომენტარებს..
რადგან ახლა სწავლა დაიწყო ორი მოთხრობის დადებას ვერ ვასწრებ,ამიტომ გადავწყვიტე ცოტახნით შეწყვიტო წერა DanGerously In loVe.. მაგრამ მოთხრობის მკითხველებს (მარტალია ასეთი არც ისე ბევრია მაგრამ მაინც )ვპირებდი რომ ის აუცილებლად გაგრძელდება..

By Mari..
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 805 | დაამატა: MissMiller♡ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 7
2013-01-26 Spam
dzaaan dzaaan momewonaa miyvars vampirebi biggrin